სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვერძი ქალი & კირჩხიბი მამაკაცი
ვერძი ქალი & კირჩხიბი მამაკაცი

იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი: ლე­გენ­და­რუ­ლი რო­მეო და ჯუ­ლი­ე­ტა

რო­გორც ყვე­ლა ქალი, რო­მე­ლიც მა­მა­კა­ცუ­რი ენერ­გე­ტი­კის მქო­ნე პლა­ნე­ტის გავ­ლე­ნით მო­ევ­ლი­ნა ქვე­ყა­ნას (ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­უ­ბა­რია პლა­ნე­ტა მარსზე), ქალი ვერ­ძე­ბის უმე­ტე­სო­ბა­საც არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად ეპა­რე­ბა ეჭვი სა­კუ­თარ ქა­ლუ­რო­ბა­სა და სი­ნა­ზე­ში. მას ხომ უკვე ბა­ღი­დან ნერ­ვებს უშ­ლი­და, ის ფაქ­ტი რომ გო­გო­ნა, სა­ცეკ­ვა­ოდ აუ­ცი­ლებ­ლად ბიჭ­მა უნდა გა­მო­იწ­ვი­ოს და მას არ შე­უძ­ლია თა­ვი­სუ­ფა­ლი კუნ­ტრუ­შით და­არ­ტყას წრე დარ­ბაზს, ისე რო­გორც მო­ე­ხა­სი­ა­თე­ბა. რა გა­საკ­ვი­რია, ისიც რომ მოგ­ვი­ა­ნე­ბით, მა­მა­კა­ცე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, ვინც მისი სი­ლა­მა­ზით მო­ი­ხიბ­ლა (და ვერ­ძებს ნამ­დვი­ლად არა­ფე­რი აქვთ სა­წუ­წუ­ნო ამ მხრივ), მი­ახ­ლო­ვე­ბის­თა­ნა­ვე პა­ნი­კა­ში ჩა­ვარ­დნი­ლა, ამ ერთი შე­ხედ­ვით სიფ­რი­ფა­ნა და უმ­წეო არ­სე­ბის­გან რკი­ნი­სე­ბუ­რი ხა­სი­ა­თის გა­მომ­ჟღავ­ნე­ბის პრე­ცენ­დენ­ტით და სას­წრა­ფოდ გაქ­ცე­ვით უშ­ვე­ლია თა­ვის­თვის. ქალი ვერ­ძი, ზედ­მე­ტად პირ­და­პი­რი და ალა­ლია სა­ი­მი­სოდ, რომ ქა­ლურ ეშ­მა­კო­ბას მი­მარ­თოს და მა­მა­კაცს თავი მო­აჩ­ვე­ნოს მა­ინც, რომ ამ უკა­ნას­კნე­ლის ხელ­შია ნე­ბის­მი­ე­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის უფ­ლე­ბა ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მო­ი­ტო­ვებს რა უკან რა­მო­დე­ნი­მე არ­შემ­დგარ "ლოვ-სთო­რის", ვერძ-ქალს სა­ბო­ლო­ოდ უმ­ტკიც­დე­ბა შე­ხე­დუ­ლე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ პირ­და­პი­რო­ბა სა­სიყ­ვა­რუ­ლო საქ­მე­ებ­ში არ­ცთუ სა­ი­მე­დო მო­კავ­ში­რეა და ნელ-ნელა გულ­ში, სა­კუ­თა­რი არა­ქა­ლუ­რო­ბის და არა­მომ­ხიბ­ვლე­ლო­ბის მი­მართ გა­ჩე­ნი­ლი ეჭ­ვიც იკი­დებს ფეხს, რაც თა­ვის მხრივ არას­რულ­ფა­სოვ­ნე­ბის კომ­პლექსს ბა­დებს მას­ში. აი სწო­რედ ამ დროს ჩნდე­ბა მის ცხოვ­რე­ბა­ში კირჩხი­ბი მა­მა­კა­ცი, რო­მე­ლიც მას რო­გორც პრინ­ცე­სას ისე ექ­ცე­ვა. ანე­ბივ­რებს სა­ჩუქ­რე­ბით და ყუ­რა­დღე­ბით, მხი­ა­რუ­ლად იცი­ნის მის ბავ­შვურ და­უ­დევ­რო­ბებ­ზე და მის­თვის აფ­სო­ლუ­ტუ­რად არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა იმას თუ ვინ აღებს პირ­ვე­ლი კარს ან რო­მე­ლი მათ­გა­ნი ურე­კავს დი­ლით მო­სა­კი­თხად მე­ო­რეს. და ვერ­ძი ქა­ლიც ბო­ლოს და ბო­ლოს ბედ­ნი­ე­რია! რო­გორც იქნა იპოვ­ნა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­თა­ნაც შე­უძ­ლია მო­იქ­ცეს ისე რო­გორც მას მო­ე­სურ­ვე­ბა და იგი არ ხე­დავს აუ­ცი­ლებ­ლო­ბას იმა­ში, რომ მან ნაირ-ნა­ი­რი ქა­ლუ­რი ხრი­კე­ბის ფლო­ბა ის­წავ­ლოს. თუკი ამ ორის პი­რა­დი კოს­მოგ­რა­მე­ბის მი­ხედ­ვით, ჰარ­მო­ნი­უ­ლი ას­პექ­ტე­ბი ფიქ­სირ­დე­ბა მათ მთა­ვარ პლა­ნე­ტებს შო­რის, შე­საძ­ლე­ბე­ლია ქალი ვერ­ძი მარ­თლაც და­ი­ჯე­რებს იმას, რომ სი­ნამ­დვი­ლე­ში კა­პა­სი ალ­ქა­ჯი კი არა, ნაზი ფიფ­ქი­აა, რო­გორც ამას მისი კირჩხი­ბი უმ­ტკი­ცებს (პრინ­ციპ­ში ამას ხომ თა­ვა­დაც ყო­ველ­თვის ეჭ­ვობ­და?), თუმ­ცა თუ მათ პი­რად რუ­კა­ში, დის­ჰარ­მო­ნია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, ფიფ­ქია მოკ­ლე ხან­ში აღ­მო­ა­ჩენს რომ ტყე­ში მარ­ტო ცხოვ­რობს, ერთ-ერთი მა­ხინ­ჯი გნო­მის ტო­ტა­ლურ ტყვე­ო­ბა­ში და კვლა­ვინ­დე­ბუ­რად და­ჟი­ნე­ბით ელის სა­ოც­ნე­ბო პრინცს. საქ­მე იმა­შია, რომ ვერ­ძიც და კირჩხი­ბიც, ორი­ვე უზო­მოდ ეჭ­ვი­ა­ნი ნა­ტუ­რაა, თუმ­ცა მათი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა სხვა­დას­ხვა კუ­თხით და ფორ­მით ვლინ­დე­ბა. კირჩხიბს მოს­წონს კი­დეც, როცა საყ­ვა­რე­ლი ქალი მის მი­მართ მძაფრ მე­სა­კუთ­რულ გრძნო­ბებს ამ­ჟღავ­ნებს, მა­შინ როცა ვერ­ძის­თვის პარტნი­ო­რი კირჩხი­ბის მხრი­დან გა­მოვ­ლე­ნი­ლი იგი­ვე ემო­ცი­ე­ბი, ხში­რად "ას­ფიქ­სი­ის" შემ­თხვე­ვას­თან ასო­ცირ­დე­ბა და ადრე თუ გვი­ან, იგი აუ­ცი­ლებ­ლად შე­ეც­დე­ბა თავი და­იხ­სნას ამ მახ­რჩო­ბე­ლა კა­ცის გავ­ლე­ნის­გან, თუნ­დაც ძა­ლი­ან უყ­ვარ­დეს იგი. მე­ო­რე და არ­ცთუ უმ­ნიშ­ვნე­ლო პრობ­ლე­მა ამ წყვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ში ფული იქ­ნე­ბა. მარ­თა­ლია ორი­ვე მათ­განს ძა­ლი­ან უყ­ვარს კუ­პი­უ­რე­ბის ტკა­ცუ­ნი, თუმ­ცა გან­სხვა­ვე­ბა ვლინ­დე­ბა იმა­შიც, რომ ვერძს მათი სას­წრა­ფოდ და­ხარ­ჯვის სურ­ვი­ლი აქვს ყო­ველ­თვის, კირჩხი­ბი კი სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მო­ი­ყე­ნებს ზემ­ოთხსე­ნე­ბულ კუ­პი­უ­რებს თუნ­დაც შპა­ლე­რის სა­ხით, სა­ძი­ნე­ბელ ოთახ­ში, ოღონდ ვინ­მემ მისი და­ხარ­ჯვა არ აი­ძუ­ლოს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ტი­პი­უ­რი ვერ­ძი ვე­რა­სო­დეს გა­ი­გებს იმას, რო­გორ უნდა მი­აღ­წი­ოს ადა­მი­ან­მა წარ­მა­ტე­ბას, მა­შინ როცა გა­მუდ­მე­ბით წა­გე­ბის მო­ლო­დინ­შია და ნე­ბის­მი­ერ, უმ­ცი­რეს ნა­ბიჯ­საც კი ზო­მავს. ვერ­ძი-კირჩხი­ბის წყვი­ლის ერთი შე­ხედ­ვით უღ­რუბ­ლო ოჯა­ხუ­რი ცხოვ­რე­ბის დაჩ­რდილ­ვა, კირჩხი­ბის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბელ პე­სი­მის­ტურ-დეპ­რე­სი­ულ შე­მო­ტე­ვებ­საც არა­ნაკ­ლე­ბი ინ­ტენ­სი­ვო­ბით შე­უძ­ლია. ოპ­ტი­მის­ტი და ენერ­გი­უ­ლი ვერ­ძი, ვე­რაფ­რით გა­ი­გებს და რაც მთა­ვა­რია არა­სო­დეს შე­ე­გუ­ე­ბა, იმას რომ მე­უღ­ლე პე­რი­ო­დუ­ლად უარს აცხა­დებს მას­თან კონ­ტაქ­ტზე და ურ­ჩევ­ნია, დრო­ის რა­ღაც მო­ნაკ­ვე­თი მარ­ტო­ო­ბა­ში ან ჭიქა ვის­კის გა­რე­მოც­ვა­ში გა­ა­ტა­როს. კი­დევ ერთი სა­ბა­ბი კირჩხიბ ქმარ­თან კა­მა­თის და­სა­წყე­ბად, ვერ­ძი ქა­ლის­თვის კი­ბოს­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი სა­ი­დუმ­ლო­ე­ბე­ბის სიყ­ვა­რუ­ლი იქ­ნე­ბა. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, როცა კირჩხი­ბი პირ­ქუ­შად დუმს და სა­მო­მავ­ლო სვლებს გო­ნე­ბა­ში ჩუ­მად აა­ნა­ლი­ზებს, ცნო­ბის­მოყ­ვა­რე და ფან­ტა­ზი­ორ ვერძს მისი ამ დუ­მი­ლის მი­ზე­ზად, ღმერ­თმა უწყის რა სა­ხის კოშ­მა­რე­ბი აღარ მო­უ­ვა თავ­ში. მაგ­რამ ყვე­ლა­ზე უფრო დიდი დი­ლე­მა ზო­დი­ა­ქოს ამ ორი ნიშ­ნით და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი წყვი­ლის­თვის, მა­ინც ე.წ "დე­დამ­თი­ლის პრობ­ლე­მაა" , ამი­ტომ თუ მე­უღ­ლის დედა ცო­ცხა­ლია და მი­თუ­მე­ტეს ჯან­ზეა, კირჩხიბ ქმარს არა­ერ­თგზის მო­უ­წევს ცოლ­სა და დე­დას შო­რის გა­მარ­თულ სა­ო­ჯა­ხო დუ­ელ­ში ადი­უ­ტან­ტის რო­ლის გა­თა­მა­შე­ბა. თუმ­ცა თუ ისევ და ისევ პლა­ნე­ტა­რუ­ლი კომ­ბი­ნა­ცი­ე­ბის ჰარ­მო­ნი­ულ გან­ლა­გე­ბას მო­ვიშ­ვე­ლი­ებთ, იმ შემ­თხვე­ვა­ში თუ ვერძს და კირჩხიბს შო­რის, სი­ნას­ტრი­უ­ლად უმ­თავ­რე­სი ას­პექ­ტე­ბის და­დე­ბი­თი კონ­ფი­გუ­რა­ცია შე­ი­ნიშ­ნე­ბა, დე­დამ­თი­ლი მი­სა­ბაძ მა­გა­ლი­თად შე­იძ­ლე­ბა იქ­ცეს, რო­მელ­საც ნე­ბის­მი­ე­რი თავ­მოყ­ვა­რე ვერ­ძი ქალი, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ე­ჯიბ­რე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ მე­უღ­ლეს კი­დევ ერთხელ და­უმ­ტკი­ცოს სა­კუ­თა­რი სიყ­ვა­რუ­ლი.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

ვერძი ქალი & კირჩხიბი მამაკაცი

ვერძი ქალი & კირჩხიბი მამაკაცი

იდეალური წყვილი: ლეგენდარული  რომეო და ჯულიეტა

როგორც ყველა ქალი, რომელიც მამაკაცური ენერგეტიკის მქონე პლანეტის გავლენით მოევლინა ქვეყანას (ამ შემთხვევაში საუბარია პლანეტა მარსზე), ქალი ვერძების უმეტესობასაც არცთუ იშვიათად ეპარება ეჭვი საკუთარ ქალურობასა და სინაზეში. მას ხომ უკვე ბაღიდან ნერვებს უშლიდა, ის ფაქტი რომ გოგონა, საცეკვაოდ აუცილებლად ბიჭმა უნდა გამოიწვიოს და მას არ შეუძლია თავისუფალი კუნტრუშით დაარტყას წრე დარბაზს, ისე როგორც მოეხასიათება. რა გასაკვირია, ისიც რომ მოგვიანებით, მამაკაცების უმრავლესობა, ვინც მისი სილამაზით მოიხიბლა (და ვერძებს ნამდვილად არაფერი აქვთ საწუწუნო ამ მხრივ), მიახლოვებისთანავე პანიკაში ჩავარდნილა, ამ ერთი შეხედვით სიფრიფანა და უმწეო არსებისგან რკინისებური ხასიათის გამომჟღავნების პრეცენდენტით და სასწრაფოდ გაქცევით უშველია თავისთვის. ქალი ვერძი, ზედმეტად პირდაპირი და ალალია საიმისოდ, რომ ქალურ ეშმაკობას მიმართოს და მამაკაცს თავი მოაჩვენოს მაინც, რომ ამ უკანასკნელის ხელშია ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების უფლება ურთიერთობაში. აქედან გამომდინარე, მოიტოვებს რა უკან რამოდენიმე არშემდგარ „ლოვ-სთორის“, ვერძ-ქალს საბოლოოდ უმტკიცდება შეხედულება იმის შესახებ, რომ პირდაპირობა სასიყვარულო საქმეებში არცთუ საიმედო მოკავშირეა და ნელ-ნელა გულში, საკუთარი არაქალურობის და არამომხიბვლელობის მიმართ გაჩენილი ეჭვიც იკიდებს ფეხს, რაც თავის მხრივ არასრულფასოვნების კომპლექსს ბადებს მასში. აი სწორედ ამ დროს ჩნდება მის ცხოვრებაში კირჩხიბი მამაკაცი, რომელიც მას როგორც პრინცესას ისე ექცევა. ანებივრებს საჩუქრებით და ყურადღებით, მხიარულად იცინის მის ბავშვურ დაუდევრობებზე და მისთვის აფსოლუტურად არ აქვს მნიშვნელობა  იმას თუ ვინ აღებს პირველი კარს ან რომელი მათგანი ურეკავს დილით მოსაკითხად მეორეს. და ვერძი ქალიც ბოლოს და ბოლოს ბედნიერია! როგორც იქნა იპოვნა მამაკაცი, რომელთანაც შეუძლია მოიქცეს ისე როგორც მას მოესურვება და იგი არ ხედავს აუცილებლობას იმაში, რომ მან ნაირ-ნაირი ქალური ხრიკების ფლობა ისწავლოს. თუკი ამ ორის პირადი კოსმოგრამების მიხედვით, ჰარმონიული ასპექტები ფიქსირდება მათ მთავარ პლანეტებს შორის, შესაძლებელია ქალი ვერძი მართლაც დაიჯერებს იმას, რომ სინამდვილეში კაპასი ალქაჯი კი არა, ნაზი ფიფქიაა, როგორც ამას მისი კირჩხიბი უმტკიცებს (პრინციპში ამას ხომ თავადაც ყოველთვის ეჭვობდა?), თუმცა თუ მათ პირად რუკაში, დისჰარმონია შეინიშნება, ფიფქია მოკლე ხანში აღმოაჩენს რომ ტყეში მარტო ცხოვრობს, ერთ-ერთი მახინჯი გნომის ტოტალურ ტყვეობაში და კვლავინდებურად დაჟინებით ელის საოცნებო პრინცს. საქმე იმაშია, რომ ვერძიც და კირჩხიბიც, ორივე უზომოდ ეჭვიანი ნატურაა, თუმცა მათი ეჭვიანობა სხვადასხვა კუთხით და ფორმით ვლინდება. კირჩხიბს მოსწონს კიდეც, როცა საყვარელი ქალი მის მიმართ მძაფრ მესაკუთრულ გრძნობებს ამჟღავნებს, მაშინ როცა ვერძისთვის პარტნიორი კირჩხიბის მხრიდან გამოვლენილი იგივე ემოციები, ხშირად „ასფიქსიის“ შემთხვევასთან ასოცირდება და ადრე თუ გვიან, იგი აუცილებლად შეეცდება თავი დაიხსნას ამ მახრჩობელა კაცის გავლენისგან, თუნდაც ძალიან უყვარდეს იგი. მეორე და არცთუ უმნიშვნელო პრობლემა ამ წყვილის ცხოვრებაში ფული იქნება. მართალია ორივე მათგანს ძალიან უყვარს კუპიურების ტკაცუნი, თუმცა განსხვავება ვლინდება იმაშიც, რომ ვერძს მათი სასწრაფოდ დახარჯვის სურვილი აქვს ყოველთვის, კირჩხიბი კი სიამოვნებით გამოიყენებს ზემოთხსენებულ კუპიურებს თუნდაც შპალერის სახით, საძინებელ ოთახში, ოღონდ ვინმემ მისი დახარჯვა არ აიძულოს. აქედან გამომდინარე, ტიპიური ვერძი ვერასოდეს გაიგებს იმას, როგორ უნდა მიაღწიოს ადამიანმა წარმატებას, მაშინ როცა გამუდმებით წაგების მოლოდინშია და ნებისმიერ, უმცირეს ნაბიჯსაც კი ზომავს. ვერძი-კირჩხიბის წყვილის ერთი შეხედვით უღრუბლო ოჯახური ცხოვრების დაჩრდილვა, კირჩხიბისთვის დამახასიათებელ პესიმისტურ-დეპრესიულ შემოტევებსაც არანაკლები ინტენსივობით შეუძლია. ოპტიმისტი და ენერგიული ვერძი, ვერაფრით გაიგებს და რაც მთავარია არასოდეს შეეგუება, იმას რომ მეუღლე პერიოდულად უარს აცხადებს მასთან კონტაქტზე და ურჩევნია, დროის რაღაც მონაკვეთი მარტოობაში ან ჭიქა ვისკის გარემოცვაში გაატაროს. კიდევ ერთი საბაბი კირჩხიბ ქმართან კამათის დასაწყებად, ვერძი ქალისთვის კიბოსთვის დამახასიათებელი საიდუმლოებების სიყვარული იქნება. აქედან გამომდინარე, როცა კირჩხიბი პირქუშად დუმს და სამომავლო სვლებს გონებაში ჩუმად აანალიზებს, ცნობისმოყვარე და ფანტაზიორ ვერძს მისი ამ დუმილის მიზეზად, ღმერთმა უწყის რა სახის კოშმარები აღარ მოუვა თავში. მაგრამ ყველაზე უფრო დიდი დილემა  ზოდიაქოს ამ ორი ნიშნით დაკომპლექტებული წყვილისთვის, მაინც ე.წ  „დედამთილის პრობლემაა“ , ამიტომ თუ მეუღლის დედა ცოცხალია და მითუმეტეს ჯანზეა, კირჩხიბ ქმარს არაერთგზის მოუწევს ცოლსა და დედას შორის გამართულ საოჯახო დუელში ადიუტანტის როლის გათამაშება. თუმცა თუ ისევ და ისევ პლანეტარული კომბინაციების ჰარმონიულ განლაგებას მოვიშველიებთ, იმ შემთხვევაში თუ ვერძს და კირჩხიბს შორის, სინასტრიულად უმთავრესი ასპექტების დადებითი კონფიგურაცია შეინიშნება, დედამთილი მისაბაძ მაგალითად შეიძლება იქცეს, რომელსაც ნებისმიერი თავმოყვარე ვერძი ქალი, აუცილებლად გაეჯიბრება საიმისოდ, რომ მეუღლეს კიდევ ერთხელ დაუმტკიცოს საკუთარი სიყვარული.