პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს
როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

რო­გორ ეთავ­სე­ბა მო­რი­ე­ლი წყლის სტი­ქი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს , ანუ კირჩხიბს, მო­რი­ელს და თევ­ზებს:

  • მო­რი­ე­ლი და კირჩხი­ბი

ეს ერთ-ერთი ისე­თი წყვი­ლია, ას­ტრო­ლო­გებს რომ მრა­ვალმნიშ­ვნე­ლოვ­ნად ეღი­მე­ბათ და ისე იძ­ლე­ვი­ან გა­რან­ტი­ას, სი­ტყვა "მაგ­რამს" არ აყო­ლე­ბენ და ამას ორი­ვე: კირჩხი­ბიც და მო­რი­ე­ლიც ძა­ლი­ან აფა­სებს. მათ შო­რის პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რი­დან სუ­ფევს ურ­თი­ერ­თგა­გე­ბა, პირ­ვე­ლი­ვე შეხ­ვედ­რა­ზე რა­ღაც­ნა­ი­რად, ახ­ლობ­ლად გრძნო­ბენ ერ­თმა­ნეთს და თუ პი­რად რუ­კებ­ში რამე სე­რი­ო­ზუ­ლი გა­უ­გებ­რო­ბა არ არის, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ასე­თი­ვე ახ­ლობ­ლე­ბად რჩე­ბი­ან.

ორი­ვე მე­სა­კუთ­რეა და ორი­ვეს მოს­წონს ვი­ღაც რომ მის და­სა­კუთ­რე­ბას ცდი­ლობს. მარ­თა­ლია, ორი­ვეს კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა აქვს და სი­კე­თეს­თან ერ­თად წყე­ნა­საც იმ­დენ ხანს იმახ­სოვ­რე­ბენ, სა­ნამ არ აზღვე­ვი­ნე­ბენ ერ­თი­მე­ო­რეს, მაგ­რამ ხომ იცით ყვე­ლა­ზე იღ­ბლი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა რო­მე­ლია? როცა სა­დის­ტი ხვდე­ბა მა­ზო­ხისტს. ეგ არის. მათ ერ­თმა­ნე­თის წა­მე­ბაც მოს­წონთ. თა­ნაც ამ ამ­ბე­ბის შემ­დეგ სექსს ხომ არა­ფე­რი შე­ედ­რე­ბა?

  • მო­რი­ე­ლი და მო­რი­ე­ლი

ეს არის წყვი­ლი, რომ­ლის ურ­თი­ერ­თო­ბა არ ეს­მის არა­ვის, თა­ვად ამ წყვილ­საც კი, თუმ­ცა მა­ინც ერ­თად რჩე­ბი­ან. ორი ეჭ­ვი­ა­ნი, მე­სა­კუთ­რე, შუ­რის­მა­ძი­ე­ბე­ლი და სა­დის­ტი ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც გზა­დაგ­ზა ყო­ველ წყე­ნა­ზე შე­ნე­ლე­ბუ­ლი მოქ­მე­დე­ბის ნაღმს დებს და ამ და­ნაღ­მულ ველ­ზე ად­რე­ნა­ლი­ნის გრძნო­ბით აღ­ტკი­ნე­ბუ­ლი და­ა­ბი­ჯებს… მერე ფეთ­ქდე­ბა კი­დეც, თუმ­ცა მათ ხომ ყვე­ლა­ზე სწრა­ფი რე­გე­ნე­რა­ცი­ის უნა­რი აქვთ, ხომ ყვე­ლა­ზე უკეთ ეხერ­ხე­ბათ ია­რე­ბის მო­შუ­შე­ბა და მე­ტიც… სიკ­ვდი­ლი და თა­ვი­დან და­ბა­დე­ბა შე­უძ­ლი­ათ… ეს არის წყვი­ლი ფე­ნიქ­სი… სა­ნამ ცე­ცხლი იარ­სე­ბებს, იარ­სე­ბებს ეს ურ­თი­ერ­თო­ბაც – მძაფ­რი შეგ­რძნე­ბე­ბით და მუდ­მი­ვად ზღვარ­ზე ყოფ­ნით.

ორი­ვე მზა­და წას­ვლის­თვის და არ­ცერ­თი მი­დის, რად­გან ორი­ვეს თა­მა­შის ერ­თნა­ი­რი წე­სე­ბი აქვს, რად­გან ერ­თმა­ნეთს პა­ტივს სცე­მენ და რად­გან პა­ტივს სცე­მენ უფრო მიმ­ტე­ვებ­ლე­ბიც არი­ან. მოკ­ლედ, კლა­ვენ და პა­ტი­ო­ბენ. ისი­ნი ან სა­მუ­და­მოდ ერ­თად არი­ან, ან სა­მუ­და­მოდ შორ­დე­ბი­ან… ან სი­გი­ჟემ­დე უყ­ვართ ერ­თმა­ნე­თი, ან სძულთ… ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ადა­მი­ა­ნუ­რი, ნელ-თბი­ლი გრძნო­ბე­ბის ატა­ნა არ შე­უძ­ლი­ათ, ჰოდა, ახლა, როცა ამ ორმა ერ­თნა­ირ­მა ერ­თმა­ნე­თი იპო­ვა, სა­ვა­რა­უ­დოდ ვე­რა­ფე­რი დაღ­ლით, თუ დაღ­ლით და სექ­სით აღიდ­გე­ნენ ენერ­გი­ას. მოკ­ლედ, არა­ვინ იცის რა იქ­ნე­ბა ბოლო სე­რი­ა­ში.

  • მო­რი­ე­ლი და თევ­ზე­ბი

"მათ არ და­უმ­სა­ხუ­რე­ბი­ათ ნა­თე­ლი, მათ და­იმ­სა­ხუ­რეს სუ­ლი­ე­რი სიმ­შვი­დე" – გახ­სოვთ ეს ვერ­დიქ­ტი "ოს­ტა­ტი და მარ­გა­რი­ტა­დან"? მათი გაც­ნო­ბა გახ­სოვთ? ქუ­ჩა­ში, ყვა­ვი­ლე­ბით, ორი­ვე დაღ­ლი­ლი და … "მე მივ­ხვდი რომ ის "ის" იყო და ის მიხ­ვდა რომ მე "მე" ვი­ყა­ვი"… ეს ძა­ლი­ან მის­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბაა…მათი სახ­ლი – აკ­ვა­რი­უ­მი. უსი­ტყვოდ ეს­მით ერ­თმა­ნე­თის… მათ შო­რის ტე­ლე­პა­ტი­უ­რი კავ­ში­რია… რა ცუდი ას­პექ­ტე­ბიც არ უნდა იყოს მათ სი­ნას­ტრი­ა­ში, რო­გო­რი პრობ­ლე­მე­ბიც არ უნდა ჰქონ­დეთ თუნ­დაც ვერ­ბა­ლურ დო­ნე­ზე ურ­თი­ერ­თო­ბა­ში, ქვეც­ნო­ბი­ერ დო­ნე­ზე იმ­დე­ნად გა­სა­გე­ბი და მი­სა­ღე­ბი არი­ან ერ­თმა­ნე­თის­თვის, უბ­რა­ლოდ "გრძნო­ბენ" და უბ­რა­ლოდ "იცი­ან" ყო­ველ­გვა­რი ახ­სნა გან­მარ­ტე­ბის გა­რე­შეც. მათ შო­რის დუ­მი­ლი ყვე­ლა­ფერ­ზე ლა­პა­რა­კობს.

თა­ნაც მო­რი­ე­ლი გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად თუ გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლად ყვე­ლას ეჯიბ­რე­ბა, საყ­ვა­რელ ადა­მი­ა­ნებ­თა­ნაც კი ომი აქვს… აი, თევ­ზებს კი ვე­რა­ფერს უხერ­ხებს. სა­სა­ცი­ლოა არა? "ძლე­ვა­მო­სი­ლი" არ­წი­ვი და "სა­წყა­ლი" თევ­ზი. თევ­ზე­ბი მას­თან ომს არ აწარ­მო­ებს. იგი გა­სუ­ლია ადა­მი­ა­ნუ­რი ეგოს სა­ზღვრე­ბი­დან. იგი თავს ხრის და მორ­ჩი­ლე­ბას უცხა­დებს, თა­ნაც უცხა­დებს არ იმი­ტომ რომ მო­რი­ე­ლია ძლი­ე­რი, არა­მედ იმი­ტომ რომ თვი­თონ არის ძლი­ე­რი და შეყ­ვა­რე­ბულს უთ­მობს. აქ მო­რი­ე­ლის ძლე­ვა­მო­სი­ლე­ბა ვე­რა­ფერს აწყობს. მას შე­უძ­ლია იყოს უხე­შიც, იყოს ხის­ტიც, შე­უძ­ლია მოკ­ლას ის, ვინც უყ­ვარს და …ასე­თი თავ­გან­წირ­ვა ცოტა აბ­ნევს… სრულ პა­რა­ლი­ზე­ბას უკე­თებს… მე­ო­მა­რი სული კი რჩე­ბა და გა­მო­სა­ვა­ლი ერ­თია – იო­მოს, ოღონდ ამ­ჯე­რად სა­კუ­თარ თავ­თან. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი თა­ვად გა­ცი­ლე­ბით მეტს იღებს სა­კუ­თარ თავ­ზე. გა­ცი­ლე­ბით მეტს აკე­თებს… ყვე­ლა­ფერს სწი­რავს… რად­გან შე­ჯიბ­რია ესეც და ამა­ში მა­ინც სურს გა­ი­მარ­ჯვოს….ხში­რად ისეც ხდე­ბა ჩვე­ნი თევ­ზი მო­რი­ე­ლის "სათ­რე­ვი" ხდე­ბა ხოლ­მე…

მო­რი­ე­ლი თევ­ზე­ბის გვერ­დით იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სი ხდე­ბა, ვიდ­რე სა­ერ­თოდ შე­იძ­ლე­ბა იყოს. არის ბევ­რი ტან­ჯვა, ტკი­ვი­ლი, ვე­ნე­ბა­თა­ღელ­ვა, თა­ნაც უბ­რა­ლოდ იმი­ტომ, რომ ვერ­ცერ­თი ახერ­ხებს ამის გა­რე­შე ცხოვ­რე­ბა, თუმ­ცა თუკი სა­კუ­თა­რი ბუ­ნე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ არ წავ­ლენ, სა­ბო­ლო­ოდ და­იმ­სა­ხუ­რე­ბენ კი­დეც ნა­თელს თუ არა სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს მა­ინც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან
ავტორი:

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეწყობა მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს

როგორ ეთავსება მორიელი წყლის სტიქიის წარმომადგენლებს , ანუ კირჩხიბს, მორიელს და თევზებს:

  • მორიელი და კირჩხიბი

ეს ერთ-ერთი ისეთი წყვილია, ასტროლოგებს რომ მრავალმნიშვნელოვნად ეღიმებათ და ისე იძლევიან გარანტიას, სიტყვა “მაგრამს” არ აყოლებენ და ამას ორივე: კირჩხიბიც და მორიელიც ძალიან აფასებს. მათ შორის პირველივე შეხვედრიდან სუფევს ურთიერთგაგება, პირველივე შეხვედრაზე რაღაცნაირად, ახლობლად გრძნობენ ერთმანეთს და თუ პირად რუკებში რამე სერიოზული გაუგებრობა არ არის, მთელი ცხოვრება ასეთივე ახლობლებად რჩებიან.

ორივე მესაკუთრეა და ორივეს მოსწონს ვიღაც რომ მის დასაკუთრებას ცდილობს. მართალია, ორივეს კარგი მეხსიერება აქვს და სიკეთესთან ერთად წყენასაც იმდენ ხანს იმახსოვრებენ, სანამ არ აზღვევინებენ ერთიმეორეს, მაგრამ ხომ იცით ყველაზე იღბლიანი ურთიერთობა რომელია? როცა სადისტი ხვდება მაზოხისტს. ეგ არის. მათ ერთმანეთის წამებაც მოსწონთ. თანაც ამ ამბების შემდეგ სექსს ხომ არაფერი შეედრება?

  • მორიელი და მორიელი

ეს არის წყვილი, რომლის ურთიერთობა არ ესმის არავის, თავად ამ წყვილსაც კი, თუმცა მაინც ერთად რჩებიან. ორი ეჭვიანი, მესაკუთრე, შურისმაძიებელი და სადისტი ადამიანი, რომელიც გზადაგზა ყოველ წყენაზე შენელებული მოქმედების ნაღმს დებს და ამ დანაღმულ ველზე ადრენალინის გრძნობით აღტკინებული დააბიჯებს… მერე ფეთქდება კიდეც, თუმცა მათ ხომ ყველაზე სწრაფი რეგენერაციის უნარი აქვთ, ხომ ყველაზე უკეთ ეხერხებათ იარების მოშუშება და მეტიც… სიკვდილი და თავიდან დაბადება შეუძლიათ… ეს არის წყვილი ფენიქსი… სანამ ცეცხლი იარსებებს, იარსებებს ეს ურთიერთობაც – მძაფრი შეგრძნებებით და მუდმივად ზღვარზე ყოფნით.

ორივე მზადა წასვლისთვის და არცერთი მიდის, რადგან ორივეს თამაშის ერთნაირი წესები აქვს, რადგან ერთმანეთს პატივს სცემენ და რადგან პატივს სცემენ უფრო მიმტევებლებიც არიან. მოკლედ, კლავენ და პატიობენ. ისინი ან სამუდამოდ ერთად არიან, ან სამუდამოდ შორდებიან… ან სიგიჟემდე უყვართ ერთმანეთი, ან სძულთ… ჩვეულებრივი, ადამიანური, ნელ-თბილი გრძნობების ატანა არ შეუძლიათ, ჰოდა, ახლა, როცა ამ ორმა ერთნაირმა ერთმანეთი იპოვა, სავარაუდოდ ვერაფერი დაღლით, თუ დაღლით და სექსით აღიდგენენ ენერგიას. მოკლედ, არავინ იცის რა იქნება ბოლო სერიაში.

  • მორიელი და თევზები

“მათ არ დაუმსახურებიათ ნათელი, მათ დაიმსახურეს სულიერი სიმშვიდე” – გახსოვთ ეს ვერდიქტი “ოსტატი და მარგარიტადან”? მათი გაცნობა გახსოვთ? ქუჩაში, ყვავილებით, ორივე დაღლილი და … “მე მივხვდი რომ ის “ის” იყო და ის მიხვდა რომ მე “მე” ვიყავი”… ეს ძალიან მისტიკური ურთიერთობაა…მათი სახლი – აკვარიუმი. უსიტყვოდ ესმით ერთმანეთის… მათ შორის ტელეპატიური კავშირია… რა ცუდი ასპექტებიც არ უნდა იყოს მათ სინასტრიაში, როგორი პრობლემებიც არ უნდა ჰქონდეთ თუნდაც ვერბალურ დონეზე ურთიერთობაში, ქვეცნობიერ დონეზე იმდენად გასაგები და მისაღები არიან ერთმანეთისთვის, უბრალოდ “გრძნობენ” და უბრალოდ “იციან” ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშეც. მათ შორის დუმილი ყველაფერზე ლაპარაკობს.

თანაც მორიელი გაუცნობიერებლად თუ გაცნობიერებულად ყველას ეჯიბრება, საყვარელ ადამიანებთანაც კი ომი აქვს… აი, თევზებს კი ვერაფერს უხერხებს. სასაცილოა არა? “ძლევამოსილი” არწივი და “საწყალი” თევზი. თევზები მასთან ომს არ აწარმოებს. იგი გასულია ადამიანური ეგოს საზღვრებიდან. იგი თავს ხრის და მორჩილებას უცხადებს, თანაც უცხადებს არ იმიტომ რომ მორიელია ძლიერი, არამედ იმიტომ რომ თვითონ არის ძლიერი და შეყვარებულს უთმობს. აქ მორიელის ძლევამოსილება ვერაფერს აწყობს. მას შეუძლია იყოს უხეშიც, იყოს ხისტიც, შეუძლია მოკლას ის, ვინც უყვარს და …ასეთი თავგანწირვა ცოტა აბნევს… სრულ პარალიზებას უკეთებს… მეომარი სული კი რჩება და გამოსავალი ერთია – იომოს, ოღონდ ამჯერად საკუთარ თავთან. საბოლოო ჯამში კი თავად გაცილებით მეტს იღებს საკუთარ თავზე. გაცილებით მეტს აკეთებს… ყველაფერს სწირავს… რადგან შეჯიბრია ესეც და ამაში მაინც სურს გაიმარჯვოს….ხშირად ისეც ხდება ჩვენი თევზი მორიელის “სათრევი” ხდება ხოლმე…

მორიელი თევზების გვერდით იმაზე გაცილებით უკეთესი ხდება, ვიდრე საერთოდ შეიძლება იყოს. არის ბევრი ტანჯვა, ტკივილი, ვენებათაღელვა, თანაც უბრალოდ იმიტომ, რომ ვერცერთი ახერხებს ამის გარეშე ცხოვრება, თუმცა თუკი საკუთარი ბუნების წინააღმდეგ არ წავლენ, საბოლოოდ დაიმსახურებენ კიდეც ნათელს თუ არა სულიერ სიმშვიდეს მაინც.

როგორ ეწყობა მორიელი ცეცხლის სტიქიის წარმომადგენლებს, ანუ ვერძს, ლომს და მშვილდოსანს

30 ნიშანი იმისა, რომ თქვენი ურთიერთობა მყარია

"შხაპის ქვეშ ვიდექი და ღმერთს ვუყვიროდი, რომ ქორწინება აუტანელი გახდა..." - ისტორია, რომელიც ყველა დაქორწინებულმა წყვილმა უნდა წაიკითხოს