პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი ტყუპი
მამაკაცი ტყუპი

მოკ­ლედ მო­წო­დე­ბის სი­მაღ­ლე­ზე დგას და თქვენ ეს გი­ხა­რი­ათ.. ფიქ­რობთ, სად იყა­ვით აქამ­დე, მა­ნამ სა­ნამ ამ მხი­ა­რულ, სი­ცო­ცხლით სავ­სე ადა­მი­ანს გა­იც­ნობ­დით?

ეს კაცი მუდ­მივ მოძ­რა­ო­ბა­შია, გა­მუდ­მე­ბით იც­ვლის "დის­ლო­კა­ცი­ის" ად­გილს და ინ­ტე­რე­სის სფე­როს. წა­მის მე­ა­სედ­ში შე­უძ­ლია გა­და­ი­ნაც­ვლოს, ერთი ად­გი­ლი­დან მე­ო­რე­ზე, ერთი ძმა­კა­ცი­დან მე­ო­რე­ზე, ერთი ქა­ლი­დან მე­ო­რე­ზე... რა ქნას, მას ხომ ამ ქვეყ­ნად ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი სა­შინ­ლად აინ­ტე­რე­სებს? მერ­კუ­რით მარ­თულ ადა­მი­ა­ნებს, რო­გორც წესი, უამ­რა­ვი გა­ტა­ცე­ბა და მი­ზა­ნი აქვთ ცხოვ­რე­ბა­ში. ის კი არა, ალ­ბათ ერ­თბა­შად, რა­მო­დე­ნი­მე სი­ცო­ცხლით ცხოვ­რე­ბა რომ შეს­თა­ვა­ზოს ვინ­მემ, მათი უმ­რავ­ლე­სო­ბა ნამ­დვი­ლად არ იტყვის უარს, ამ­გვარ "სამ­ყა­რო­თა­შო­რის მოგ­ზა­უ­რო­ბა­ზე". ტყუ­პის­თვის ხომ ერთი რა­მეა მთა­ვა­რი ცხოვ­რე­ბა­ში-რო­გორ­მე არ მო­ი­წყი­ნოს..

გა­ო­რე­ბუ­ლი ბუ­ნე­ბის გამო, ტყუპ მა­მა­კაცს, რა­მო­დე­ნი­მე საქ­მის პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში, ერ­თდრო­უ­ლად კე­თე­ბა უყ­ვარს. ასე­თი­ვე გა­ო­რე­ბა ახა­სი­ა­თებს ხა­სი­ათ­შიც, დღეს ეს მოს­წონს, ხვალ ის, ზეგ სა­ერ­თოდ არა­ფე­რი, მა­ზეგ შე­იძ­ლე­ბა სა­ერ­თოდ ახა­ლი იდე­ო­ლო­გი­ის ფანი გახ­დეს,ამი­ტომ პროგ­ნო­ზი­რე­ბა იმი­სა, რა უდევს თავ­ში თქვე­ნი ინ­ტე­რე­სის ობი­ექტ ტყუპს, ეჭვი მე­პა­რე­ბა რომ ოდეს­მე ზუს­ტად შეს­ძლოთ, მან ხომ ხან­და­ხან თა­ვა­დაც არ იცის რა უნდა სი­ნამ­დვი­ლე­ში. გა­მო­რი­ცხუ­ლი არაა, როცა სევ­დი­ა­ნი ზი­ხართ და სა­კუ­თარ თავს უმ­ტკი­ცებ ამ კაცს ჩემი არ­სე­ბო­ბაც კი არ ადარ­დებ­სო, ზუს­ტად მა­შინ "ეფიქ­რე­ბო­დეს" თქვენ­ზე. მაგ­რამ არც ისაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, თავს გევ­ლე­ბო­დეთ, თქვენ მი­მართ ყუ­რა­დღე­ბის გან­სა­ხი­ე­რე­ბა იყოს და ამ დროს მისი გო­ნე­ბა სრუ­ლი­ად შორს,მა­გა­ლი­თად სად­მე ტიმ­ბუქ­ტუ­ში, ად­გი­ლობ­რივ აბო­რი­გე­ნებ­თან ერ­თად დაჰ­ქ­რო­დეს. თუმ­ცა რა გრძნო­ბე­ბიც არ უნდა გა­აჩ­ნდეს მას თქვენ­და­მი, პირ­ვე­ლი რა­საც იგი, ურ­თი­ერ­თო­ბის სა­წყის ეტაპ­ზე გა­ა­კე­თებს, ამ ემო­ცი­ე­ბის კარ­გად შე­ნიღბვა იქ­ნე­ბა. ტყუპს უყ­ვარს თა­მა­ში და ნაირ-ნა­ი­რი ნიღ­ბე­ბის მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­საც არ უჩი­ვის სა­კუ­თარ არ­სე­ნალ­ში..

ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი კო­ლინ ფა­რე­ლი

Astrologia

ჩემი ვა­ლია ასე­ვე გა­გაფრ­თხი­ლოთ იმის შე­სა­ხებ, რომ ტყუ­პე­ბი კა­ტე­გო­რი­უ­ლად ვერ იტა­ნენ შე­ზღუდ­ვებს, გრა­ფი­კებს, დედ­ლა­ი­ნებს და სხვა მსგავ­სი ტი­პის გა­მო­უ­სა­დე­გარ წეს-კა­ნო­ნებს.. ამი­ტომ ნუ მოს­თხოვთ მას ისა­უზ­მოს დი­ლის ათზე, ოთხზე ძაღ­ლი გა­ა­სე­ირ­ნოს და და­სა­ძი­ნებ­ლა­დაც ნაც­ვლად დი­ლის ექ­ვსი­სა, ჩვე­უ­ლებ­რივ მოკ­ვდავ­თათ­ვის მი­სა­ღებ სა­ა­თებ­ში დაწ­ვეს.. სა­მა­გი­ე­როდ, თქვენ აუ­ცი­ლებ­ლად მო­ი­ხიბ­ლე­ბით მისი,უგზო-უკვლოდ გა­ნათ­ლე­ბულ-გათ­ვით­ცნო­ბი­ე­რე­ბუ­ლო­ბით თით­ქმის ყვე­ლა სფე­რო­ში,რაც კი და­გა­ინ­ტე­რე­სებთ. პლუს ამას მას ენაც კარ­გად უჭ­რის, ხოლო ლა­პა­რა­კის მი­მართ მის სიყ­ვა­რულ­ზე მგო­ნი და­სა­წყის­შვე ვი­სა­უბ­რეთ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ჩემი რჩე­ვა იქ­ნე­ბა, არა­სო­დეს სცა­დოთ, მას­თან კა­მათ­ში პა­ექ­რო­ბა, სულ ერ­თია ტყუ­პთან სა­უბ­რი­სას "სი­ტყვის ჩაკ­ვე­ხე­ბის" შან­სი, თით­ქმის არ არ­სე­ბობს. ამი­ტომ ისღა დაგ­რჩე­ნი­ათ, გუ­ლი­თა­დი მსმე­ნე­ლის როლი მო­ირ­გოთ და ან­გე­ლო­ზის სა­ხით იჯ­დეთ მის წი­ნა­შე, როცა იგი თა­ვის მრა­ვალ­სა­ა­თი­ან მო­ნო­ლო­გებს წა­ი­კი­თხავს სხვა­დას­ხვა თე­მა­ტი­კა­ზე.

გა­მომ­დი­ნა­რე იქე­დან, რომ ტყუ­პი ჰა­ე­რის სტი­ქი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა, მის­გან სექ­სუ­ა­ლურ გი­განტს ან მა­ჩოს ნუ ელით. ამ კა­ცის ტემ­პე­რა­მენ­ტი პირ­ველ რიგ­ში, ლაქ­ლა­ქის ნი­ჭ­ში ვლინ­დე­ბა. დახ­ტის რა ერთი თე­მი­დან მე­ო­რე­ზე, მის­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამას­თა­ნა­ვე იცო­დეს, ის თუ რას ფიქ­რო­ბენ გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბი მისი დი­დად­პა­ტივ­ცე­მუ­ლი პერ­სო­ნის შე­სა­ხებ, ამი­ტომ ტყუ­პე­ბი სა­ყო­ველ­თაო ჭო­რე­ბის ეპი­ცენ­ტრში მოხ­ვედ­რა­ზეც სი­ა­მოვ­ნე­ბით თან­ხმდე­ბი­ან.

მა­მა­კა­ცი ტყუ­პის თავი გა­მუდ­მე­ბით სავ­სეა, და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბით და ახალ-ახა­ლი იდე­ე­ბით. თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი დიდი ენ­თუ­ზი­აზ­მით იწყებს ყვე­ლა საქ­მეს, თით­ქმის არც ერთი და­წყე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნა არ შე­უძ­ლია, (იმ იშ­ვი­ა­თი გა­მო­ნაკ­ლი­სის გარ­და, თუკი მის პი­რად რუ­კა­ში თხის რქის, ქალ­წუ­ლის ან კუ­როს გავ­ლე­ნა არაა აქ­ტი­უ­რი), ამი­ტომ მის იდე­ებს არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად, სხვა უფრო პრაქ­ტი­კუ­ლი და შრო­მის­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი ით­ვი­სე­ბენ და ხში­რად, მას­ზე გა­ცი­ლე­ბით და­ბა­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის მქო­ნე, ნაკ­ლე­ბად ნი­ჭი­ე­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გე­ე­ბიც კი ახერ­ხე­ბენ ტყუ­პის და­მარ­ცხე­ბას პრო­ფე­სი­ულ სარ­ბი­ელ­ზე, ეს ყვე­ლა­ფე­რი კი იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ტყუპს, მის მიერ მო­ფიქ­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ბო­ლომ­დე მიყ­ვა­ნის ნე­ბის­ყო­ფა არ გა­აჩ­ნია.ასეთ დროს იგი ალ­ბათ ნერ­ვო­ზულ-შო­კურ-დეპ­რე­სი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ჩა­ვარ­დე­ბა, მაგ­რამ სა­ბედ­ნი­ე­როდ, არც ერთ ტყუპს არ გა­აჩ­ნია ნე­ბის­ყო­ფა სა­ი­მი­სოდ, რომ დიდ ხანს იგ­ლო­ვოს რამე (ან ვინ­მე). აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ძა­ლი­ან მალე იგი, ახალ ინ­ტე­რესს იპოვ­ნის და მისი და­უს­რუ­ლე­ბე­ლი პრო­ექ­ტე­ბის სიას კი­დევ ერთი შე­დევ­რი შე­ე­მა­ტე­ბა.

სიყ­ვა­რულ­ში ტყუ­პი მა­მა­კა­ცი ისე­თი­ვე პა­რა­დოქ­სუ­ლია, რო­გორც ცხოვ­რე­ბა­ში. ამი­ტომ, თუ ამ კა­ცის ინ­ტე­რე­სის გა­მოწ­ვე­ვა გინ­დათ, ყვე­ლა კარტს ერ­თბა­შად ნუ გად­მო­უ­ლა­გებთ მა­გი­და­ზე. ტყუ­პე­ბი სა­შინ­ლად ცნო­ბის­მოყ­ვა­რე­ე­ბი არი­ან, ამი­ტომ უმ­ჯო­ბე­სია ცოტა ხანს მა­ინც იმ­ტვრი­ოს თავი მან თქვე­ნი რე­ა­ლუ­რი ხა­სი­ა­თის გა­მო­საც­ნო­ბად. არ გა­გიკ­ვირ­დეთ და რაც მთა­ვა­რია წყო­ბი­დან ნუ გა­მო­გიყ­ვანთ ის ფაქ­ტი, თუკი იგი თქვე­ნი მი­სა­მარ­თით ხან­და­ხან ცი­ნი­კურ და არც თუ სა­სი­ა­მოვ­ნო შე­ნიშ­ვნებს "გა­მო­ი­მე­ტებს", თქვე­ნი მხრი­დან იგი­ვე საქ­ცი­ელ­ზე კი, გა­ცხარ­დე­ბა და მწა­რე რეპ­ლი­კე­ბის კო­რი­ან­ტელ­ში გა­გახ­ვევთ. ეს იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ტყუ­პე­ბის წარ­მოდ­გე­ნა იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა იქ­ცე­ოდ­ნენ სხვე­ბი, ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა წარ­მოდ­გე­ნა­ზე იმის შე­სა­ხებ თუ რო­გორ უნდა იქ­ცე­ო­დეს თა­ვად.

ფული, ეს ის მო­უ­ხელ­თე­ბე­ლი რა­მაა, რაც ტყუ­პის ზო­დი­ა­ქო­ზე და­ბა­დე­ბულ კაცს მუდ­მი­ვად "უორ­თქლდე­ბა" ხე­ლი­დან, კი არა და ჯი­ბი­დან. ამი­ტომ, თუ ქალ­წუ­ლის ან თხის რქის ძალ­ზე ძლი­ე­რი გავ­ლე­ნით არ და­ი­ბა­და, ამ ადა­მი­ანს ბევ­რი ფული ისე­ვე აწუ­ხებს, რო­გორც ძირ­მა­გა­რა ენა­ზე. შე­სა­ბა­მი­სად, იგი ყო­ველ­თვის მარ­ტი­ვად მო­ა­ხერ­ხებს იპოვ­ნონ, მისი "რე­ა­ლი­ზა­ცი­ის­თვის" სა­პა­ტიო და სას­წრა­ფო მი­ზე­ზი.

რაც არ უნდა სამ­წუ­ხა­რო იყოს, ქა­ლე­ბი ტყუ­პი მა­მა­კა­ცის ცხოვ­რე­ბა­ში, იშ­ვი­ა­თად იკა­ვე­ბენ მთა­ვარ და გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს, თუმ­ცა მან­დი­ლოს­ნე­ბის მხრი­დან ყუ­რა­დღე­ბის გა­მო­ჩე­ნის მხრივ "ღა­რი­ბი" თა­ვად ტყუპს არა­სო­დეს ჰქვია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ "ქა­ლებს ყუ­რე­ბით უყ­ვარ­თო", ტყუპს კი ენა სა­მარ­თე­ბე­ლი­ვით აქვს ალე­სი­ლი . თუმ­ცა­ღა თუკი ისე­თი­ვე ცვა­ლე­ბად, მრა­ვალ­მხრი­ვი ინ­ტე­რე­სე­ბის მქო­ნე ადა­მი­ანს შე­ახ­ვედ­რა გან­გე­ბამ იგი, რო­გო­რიც თა­ვა­დაა შე­საძ­ლოა ტყუპ­მაც ჩა­უშ­ვას ღუზა, თუ სა­მუ­და­მოდ არა, ხან­გრძლი­ვი პე­რი­ო­დით მა­ინც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

მამაკაცი ტყუპი

მამაკაცი ტყუპი

მოკლედ მოწოდების სიმაღლეზე დგას და თქვენ ეს გიხარიათ.. ფიქრობთ, სად იყავით აქამდე, მანამ სანამ ამ მხიარულ, სიცოცხლით სავსე ადამიანს გაიცნობდით?

ეს კაცი მუდმივ მოძრაობაშია, გამუდმებით იცვლის ”დისლოკაციის” ადგილს და ინტერესის სფეროს. წამის მეასედში შეუძლია გადაინაცვლოს, ერთი ადგილიდან მეორეზე, ერთი ძმაკაციდან მეორეზე, ერთი ქალიდან მეორეზე... რა ქნას, მას ხომ ამ ქვეყნად ყველა და ყველაფერი საშინლად აინტერესებს? მერკურით მართულ ადამიანებს, როგორც წესი, უამრავი გატაცება და მიზანი აქვთ ცხოვრებაში. ის კი არა, ალბათ ერთბაშად, რამოდენიმე სიცოცხლით ცხოვრება რომ შესთავაზოს ვინმემ, მათი უმრავლესობა ნამდვილად არ იტყვის უარს, ამგვარ „სამყაროთაშორის მოგზაურობაზე“. ტყუპისთვის ხომ ერთი რამეა მთავარი ცხოვრებაში-როგორმე არ მოიწყინოს..

გაორებული ბუნების გამო, ტყუპ მამაკაცს, რამოდენიმე საქმის პარალელურ რეჟიმში, ერთდროულად კეთება უყვარს. ასეთივე გაორება ახასიათებს ხასიათშიც, დღეს ეს მოსწონს, ხვალ ის, ზეგ საერთოდ არაფერი, მაზეგ შეიძლება საერთოდ ახალი იდეოლოგიის ფანი გახდეს,ამიტომ პროგნოზირება იმისა, რა უდევს თავში თქვენი ინტერესის ობიექტ ტყუპს, ეჭვი მეპარება რომ ოდესმე ზუსტად შესძლოთ, მან ხომ ხანდახან თავადაც არ იცის რა უნდა სინამდვილეში. გამორიცხული არაა, როცა სევდიანი ზიხართ და საკუთარ თავს უმტკიცებ ამ კაცს ჩემი არსებობაც კი არ ადარდებსო, ზუსტად მაშინ ”ეფიქრებოდეს” თქვენზე. მაგრამ არც ისაა გამორიცხული, თავს გევლებოდეთ, თქვენ მიმართ ყურადღების განსახიერება იყოს და ამ დროს მისი გონება სრულიად შორს,მაგალითად სადმე ტიმბუქტუში, ადგილობრივ აბორიგენებთან ერთად დაჰქროდეს. თუმცა რა გრძნობებიც არ უნდა გააჩნდეს მას თქვენდამი, პირველი რასაც იგი, ურთიერთობის საწყის ეტაპზე გააკეთებს, ამ ემოციების კარგად შენიღბვა იქნება. ტყუპს უყვარს თამაში და ნაირ-ნაირი ნიღბების მრავალფეროვნებასაც არ უჩივის საკუთარ არსენალში..

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი კოლინ ფარელი

Astrologia

ჩემი ვალია ასევე გაგაფრთხილოთ იმის შესახებ, რომ ტყუპები კატეგორიულად ვერ იტანენ შეზღუდვებს, გრაფიკებს, დედლაინებს და სხვა მსგავსი ტიპის გამოუსადეგარ წეს-კანონებს.. ამიტომ ნუ მოსთხოვთ მას ისაუზმოს დილის ათზე, ოთხზე ძაღლი გაასეირნოს და დასაძინებლადაც ნაცვლად დილის ექვსისა, ჩვეულებრივ მოკვდავთათვის მისაღებ საათებში დაწვეს.. სამაგიეროდ, თქვენ აუცილებლად მოიხიბლებით მისი,უგზო-უკვლოდ განათლებულ-გათვითცნობიერებულობით თითქმის ყველა სფეროში,რაც კი დაგაინტერესებთ. პლუს ამას მას ენაც კარგად უჭრის, ხოლო ლაპარაკის მიმართ მის სიყვარულზე მგონი დასაწყისშვე ვისაუბრეთ. აქედან გამომდინარე, ჩემი რჩევა იქნება, არასოდეს სცადოთ, მასთან კამათში პაექრობა, სულ ერთია ტყუპთან საუბრისას ”სიტყვის ჩაკვეხების” შანსი, თითქმის არ არსებობს. ამიტომ ისღა დაგრჩენიათ, გულითადი მსმენელის როლი მოირგოთ და ანგელოზის სახით იჯდეთ მის წინაშე, როცა იგი თავის მრავალსაათიან მონოლოგებს წაიკითხავს სხვადასხვა თემატიკაზე.

გამომდინარე იქედან, რომ ტყუპი ჰაერის სტიქიას განეკუთვნება, მისგან სექსუალურ გიგანტს ან მაჩოს ნუ ელით. ამ კაცის ტემპერამენტი პირველ რიგში, ლაქლაქის ნიჭში ვლინდება. დახტის რა ერთი თემიდან მეორეზე, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამასთანავე იცოდეს, ის თუ რას ფიქრობენ გარშემომყოფები მისი დიდადპატივცემული პერსონის შესახებ, ამიტომ ტყუპები საყოველთაო ჭორების ეპიცენტრში მოხვედრაზეც სიამოვნებით თანხმდებიან.

მამაკაცი ტყუპის თავი გამუდმებით სავსეა, დაუსრულებელი პროექტებით და ახალ-ახალი იდეებით. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ იგი დიდი ენთუზიაზმით იწყებს ყველა საქმეს, თითქმის არც ერთი დაწყებული პროექტის ბოლომდე მიყვანა არ შეუძლია, (იმ იშვიათი გამონაკლისის გარდა, თუკი მის პირად რუკაში თხის რქის, ქალწულის ან კუროს გავლენა არაა აქტიური), ამიტომ მის იდეებს არცთუ იშვიათად, სხვა უფრო პრაქტიკული და შრომისმოყვარე ადამიანები ითვისებენ და ხშირად, მასზე გაცილებით დაბალი ინტელექტუალური განვითარების მქონე, ნაკლებად ნიჭიერი მოწინააღმდეგეებიც კი ახერხებენ ტყუპის დამარცხებას პროფესიულ სარბიელზე, ეს ყველაფერი კი იმიტომ ხდება, რომ ტყუპს, მის მიერ მოფიქრებული პროექტების ბოლომდე მიყვანის ნებისყოფა არ გააჩნია.ასეთ დროს იგი ალბათ ნერვოზულ-შოკურ-დეპრესიულ მდგომარეობაში ჩავარდება, მაგრამ საბედნიეროდ, არც ერთ ტყუპს არ გააჩნია ნებისყოფა საიმისოდ, რომ დიდ ხანს იგლოვოს რამე (ან ვინმე). აქედან გამომდინარე, ძალიან მალე იგი, ახალ ინტერესს იპოვნის და მისი დაუსრულებელი პროექტების სიას კიდევ ერთი შედევრი შეემატება.

სიყვარულში ტყუპი მამაკაცი ისეთივე პარადოქსულია, როგორც ცხოვრებაში. ამიტომ, თუ ამ კაცის ინტერესის გამოწვევა გინდათ, ყველა კარტს ერთბაშად ნუ გადმოულაგებთ მაგიდაზე. ტყუპები საშინლად ცნობისმოყვარეები არიან, ამიტომ უმჯობესია ცოტა ხანს მაინც იმტვრიოს თავი მან თქვენი რეალური ხასიათის გამოსაცნობად. არ გაგიკვირდეთ და რაც მთავარია წყობიდან ნუ გამოგიყვანთ ის ფაქტი, თუკი იგი თქვენი მისამართით ხანდახან ცინიკურ და არც თუ სასიამოვნო შენიშვნებს ”გამოიმეტებს”, თქვენი მხრიდან იგივე საქციელზე კი, გაცხარდება და მწარე რეპლიკების კორიანტელში გაგახვევთ. ეს იმიტომ ხდება, რომ ტყუპების წარმოდგენა იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდნენ სხვები, ძალიან განსხვავდება წარმოდგენაზე იმის შესახებ თუ როგორ უნდა იქცეოდეს თავად.

ფული, ეს ის მოუხელთებელი რამაა, რაც ტყუპის ზოდიაქოზე დაბადებულ კაცს მუდმივად ”უორთქლდება” ხელიდან, კი არა და ჯიბიდან. ამიტომ, თუ ქალწულის ან თხის რქის ძალზე ძლიერი გავლენით არ დაიბადა, ამ ადამიანს ბევრი ფული ისევე აწუხებს, როგორც ძირმაგარა ენაზე. შესაბამისად, იგი ყოველთვის მარტივად მოახერხებს იპოვნონ, მისი ”რეალიზაციისთვის” საპატიო და სასწრაფო მიზეზი.

რაც არ უნდა სამწუხარო იყოს, ქალები ტყუპი მამაკაცის ცხოვრებაში, იშვიათად იკავებენ მთავარ და განსაკუთრებულ ადგილს, თუმცა მანდილოსნების მხრიდან ყურადღების გამოჩენის მხრივ ”ღარიბი” თავად ტყუპს არასოდეს ჰქვია. მოგეხსენებათ ”ქალებს ყურებით უყვართო”, ტყუპს კი ენა სამართებელივით აქვს ალესილი . თუმცაღა თუკი ისეთივე ცვალებად, მრავალმხრივი ინტერესების მქონე ადამიანს შეახვედრა განგებამ იგი, როგორიც თავადაა შესაძლოა ტყუპმაც ჩაუშვას ღუზა, თუ სამუდამოდ არა, ხანგრძლივი პერიოდით მაინც.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?