სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამაკაცი კურო
მამაკაცი კურო

ტემ­პი რომ­ლი­თაც ეს მა­მა­კა­ცი ცხოვ­რობს, შე­საძ­ლოა ზო­გი­ერთ ქალს მო­ნო­ტო­ნუ­რად, შე­ნე­ლე­ბუ­ლად და მო­სა­წყე­ნა­დაც კი მო­ეჩ­ვე­ნოს, თუმ­ცა მცდე­ლო­ბა იმი­სა, რომ მას გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის სპონ­ტა­ნუ­რად მი­ღე­ბა და თქვენს ჭკუ­ა­ზე სირ­ბი­ლი აი­ძუ­ლოთ, და­მი­ჯე­რეთ აფ­სო­ლუ­ტუ­რი კრა­ხით დას­რულ­დე­ბა. კურო მომთმე­ნია, მაგ­რამ არა დამ­ყო­ლი. ამი­ტომ სი­ჯი­უ­ტემ, რო­მელ­საც იგი მო­უ­ლოდ­ნე­ლად გა­მო­მაჟღავ­ნებს, შე­საძ­ლოა გა­ო­ცე­ბუ­ლი დაგ­ტო­ვოთ დიდი ხნით. რა გე­გო­ნათ აბა, ეს ბუნ­ჩუ­ლა ბიჭი ასე მარ­ტი­ვი სა­მარ­თა­ვი იქ­ნე­ბო­და?

თუმ­ცა, სი­ზარ­მა­ცე­ში ან გულ­გრი­ლო­ბა­ში მის და­და­ნა­შა­უ­ლე­ბას ნუ იჩ­ქა­რებთ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იგი მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს საკ­მა­ოდ რთუ­ლად იღებს, სა­ბო­ლოო ჩვე­ნე­ბას, რო­გორც წესი არა­სო­დეს ცვლის. ამი­ტომ თუ მან თქვე­ნი ცო­ლად მოყ­ვა­ნა გა­და­წყვი­ტა, მერ­წმუ­ნეთ აზრს ვე­რა­ვინ და ვე­რა­ფე­რი ვე­ღარ შე­აც­ვლე­ვი­ნებს.

კუ­როს მო­ხიბ­ვლა თუ გინ­დათ, არა­სო­დეს აი­ძუ­ლოთ მას აჩ­ქარ­დეს. მისი სიმ­პა­თია, ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ უნდა მო­ი­პო­ვოთ და ამა­ში არა­მარ­ტო თქვე­ნი გა­რეგ­ნუ­ლი მო­ნა­ცე­მე­ბი (გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, ისიც რომ კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ფორ­მი­ა­ნი, სავ­სე ქა­ლე­ბი მოს­წონს და თა­ვი­დან ამო­იგ­დეთ ათას­გვარ სუ­ლე­ლურ დი­ე­ტებ­ზე ფიქ­რიც კი), კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი ნიჭი და შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც დიდ როლს ითა­მა­შებს. ამას გარ­და, კურო გან­სა­კუთ­რე­ბულ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს სურ­ნელს. შე­სა­ბა­მი­სად სწო­რად შერ­ჩე­უ­ლი სუ­ნა­მო, ტა­ნის სკრა­ბი ან ლო­სი­ო­ნიც, არა­ნაკ­ლე­ბი მო­კავ­ში­რე შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს თქვენ­თვის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ფრონტზე.

ცხოვ­რე­ბის უმ­თავ­რე­სი აზრი, კურო მა­მა­კა­ცის­თვის რო­გორც წესი მუ­შა­ო­ბა­შია. მუ­შა­ო­ბა კი მას ისევ და ისევ თქვე­ნი და მისი ერ­თობ­ლი­ვი, კომ­ფორ­ტუ­ლი ცხოვ­რე­ბის მო­სა­წყო­ბად,კარ­გი ფი­ნან­სუ­რი ბა­ზის შე­საქ­მნე­ლად სჭირ­დე­ბა. ამი­ტომ არა­სო­დეს და­ა­ყე­ნოთ თქვენ­სა და სამ­სა­ხურს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე. სა­მა­გი­ე­როდ, კუთ­ვნი­ლი შვე­ბუ­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში, რო­მელ­საც კურო აუ­ცი­ლებ­ლად გა­მო­ი­ყე­ნებს, რად­გან მუ­ყა­ი­თი შრო­მის შემ­დეგ, მის­თვის სრუფ­ლა­სო­ვა­ნი დას­ვე­ნე­ბა აუ­ცი­ლე­ბე­ლია, არც თქვენ დარ­ჩე­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო მას­თან ერ­თად გა­ტა­რე­ბუ­ლი დღე­ე­ბით. კურო მა­მა­კა­ცებს, გან­სა­კუ­რე­ბუ­ლად უყ­ვართ ბუ­ნე­ბის წი­აღ­ში დას­ვე­ნე­ბა და სხვა­დას­ხვა სა­ხის პიკ­ნი­კე­ბის მო­წყო­ბა. ბევ­რი მათ­გა­ნი, გა­მორ­ჩე­უ­ლი გურ­მა­ნია, ამი­ტომ კურო მა­მა­კაცს რო­მელ­საც სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და კერ­ძე­ბის ოს­ტა­ტუ­რად მზა­დე­ბა ეხერ­ხე­ბა არ­ცთუ იშ­ვი­ა­თად წა­ა­წყდე­ბით. მზა­დე­ბა რომც არ ეხერ­ხე­ბო­დეს, დახ­მა­რე­ბით მა­ინც და­გეხ­მა­რე­ბათ სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ებ­ში, თუკი თქვე­ნი მხრი­დან სა­ა­მი­სო მო­თხოვ­ნა იქ­ნე­ბა. კუ­როს­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, სა­ღა­მოს სამ­სა­ხუ­რი­დან მო­სულს, ოჯახ­ში სიმ­შვი­დე, სი­წყნა­რე, წეს­რი­გი და გემ­რი­ე­ლი სურ­ნე­ლი ეგუ­ლე­ბო­დეს. თუკი თქვენ ოჯა­ხუ­რი ჰარ­მო­ნი­ის შექ­მნის უან­რი გაქვთ, მერ­წმუ­ნეთ თქვე­ნი კურო ქმა­რი, მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე გა­ტა­რებთ. პლა­ნე­ტა ვერ­ნე­რას გავ­ლე­ნით, რო­მე­ლიც კუ­როს ზო­დი­ა­ქოს მარ­თავს, ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ მა­მა­კა­ცებს, დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბა და სი­ლა­მა­ზის აღ­ქმის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი უნა­რი გა­აჩ­ნი­ათ, თუმ­ცა ვე­ნე­რით მარ­თუ­ლი, კი­დევ ერთი ზო­დი­ა­ქოს სას­წო­რის წარ­მო­მად­გე­ნელ­თა­გან გან­სხვა­ვე­ბით, კუ­როს ბუ­ნე­ბა­ში კონ­სერ­ვა­ტიზ­მი სჭარ­ბობს, რაც შე­იძ­ლე­ბა იმა­ში გა­მო­ი­ხა­ტოს, რომ მას ვე­რაფ­რის დი­დე­ბით ვერ და­ი­თან­ხმებთ, ბე­ბი­ას ნა­ქო­ნი ან­ტიკ­ვა­რუ­ლი ავე­ჯი, გა­ცი­ლე­ბით უფრო თა­ნა­მედ­რო­ვე დი­ზა­ი­ნის მქო­ნე გარ­ნი­ტუ­რით ჩა­ა­ნაც­ვლოს.

ტი­პი­უ­რი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი - მსა­ხი­ო­ბი ჩა­ნინ ტა­ტუ­მი

Astrologia

კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ახა­სი­ა­თებს გა­მოკ­ვე­თი­ლად თბი­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქალ­თა სქე­სის მი­მართ. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ცო­ლებს და ქა­ლიშ­ვი­ლებს ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ყვე­ლა­ზე მე­ტად და მაქ­სი­მა­ლუ­რად ანე­ბივ­რე­ბენ. რო­გორც წესი, კუ­როს მცი­რე­რი­ცხო­ვა­ნი სა­მე­გობ­რო წრე ჰყავს. ეს იმი­ტომ, რომ ამ ადა­მი­ა­ნის­თვის რა­ო­დე­ნო­ბა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, თა­ვად ურ­თი­ერ­თო­ბის ხა­რის­ხია. სა­მა­გი­ე­როდ მე­გობ­რე­ბის წრე­ში მოლ­ხე­ნი­სას, კურო მა­მა­კა­ცი ბო­ლომ­დე იხ­სნე­ბა და ხში­რად მის­თვის ესო­დენ უცხო, მჭერ­მე­ტყვე­ლე­ბაც კი ახა­სი­ა­თებს ალ­კოჰო­ლის გავ­ლე­ნის ქვეშ მოქ­ცე­ულს. კუ­რო­ე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა, რო­გორც წესი სა­კუ­თა­რი პარტნი­ო­რის მი­მართ ხან­გრძლი­ვად ინარ­ჩუ­ნებს ერ­თგუ­ლე­ბას, ეს ალ­ბათ მათი სტა­ბი­ლუ­რო­ბი­სად­მი სიყ­ვა­რუ­ლი­და­ნაც გა­მომ­დი­ნა­რე­ობს. თუმ­ცა ზოგ­ჯერ, ამ ნიშ­ნის წარ­მო­მად­გენლ მა­მა­კა­ცებს შო­რის, გა­მორ­ჩე­უ­ლი მე­ქალ­თა­ნე­ე­ბიც გვხვდე­ბი­ან, ამ შემ­თხვე­ვა­ში მი­ზე­ზი კონ­კრე­ტუ­ლი ინ­დვი­დის პი­რად რუ­კა­შია მო­სა­ძებ­ნი. თუ იქ ტყუ­პე­ბის, მო­რი­ე­ლის ან მშვილ­დოს­ნის დიდ გავ­ლე­ნას აღ­მო­ვა­ჩენთ, შეგ­ვიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დოთ რომ ეს ადა­მი­ა­ნი, საკ­მა­ოდ დიდ­ხანს შე­ი­ნარ­ჩუ­ნებს გა­მო­უს­წო­რე­ბე­ლი მე­ქალ­თა­ნის სტა­ტუსს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

მამაკაცი კურო

მამაკაცი კურო

ტემპი რომლითაც ეს მამაკაცი ცხოვრობს, შესაძლოა ზოგიერთ ქალს მონოტონურად, შენელებულად და მოსაწყენადაც კი მოეჩვენოს, თუმცა მცდელობა იმისა, რომ მას გადაწყვეტილებების სპონტანურად მიღება და თქვენს ჭკუაზე სირბილი აიძულოთ, დამიჯერეთ აფსოლუტური კრახით დასრულდება. კურო მომთმენია, მაგრამ არა დამყოლი. ამიტომ სიჯიუტემ, რომელსაც იგი მოულოდნელად გამომაჟღავნებს, შესაძლოა გაოცებული დაგტოვოთ დიდი ხნით. რა გეგონათ აბა, ეს ბუნჩულა ბიჭი ასე მარტივი სამართავი იქნებოდა?

თუმცა, სიზარმაცეში ან გულგრილობაში მის დადანაშაულებას ნუ იჩქარებთ. მიუხედავად იმისა, რომ იგი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს საკმაოდ რთულად იღებს, საბოლოო ჩვენებას, როგორც წესი არასოდეს ცვლის. ამიტომ თუ მან თქვენი ცოლად მოყვანა გადაწყვიტა, მერწმუნეთ აზრს ვერავინ და ვერაფერი ვეღარ შეაცვლევინებს.

კუროს მოხიბვლა თუ გინდათ, არასოდეს აიძულოთ მას აჩქარდეს. მისი სიმპათია, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მოიპოვოთ და ამაში არამარტო თქვენი გარეგნული მონაცემები (გაითვალისწინეთ, ისიც რომ კუროების უმრავლესობას ფორმიანი, სავსე ქალები მოსწონს და თავიდან ამოიგდეთ ათასგვარ სულელურ დიეტებზე ფიქრიც კი), კულინარიული ნიჭი და შესაძლებლობებიც დიდ როლს ითამაშებს. ამას გარდა, კურო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს სურნელს. შესაბამისად სწორად შერჩეული სუნამო, ტანის სკრაბი ან ლოსიონიც, არანაკლები მოკავშირე შეიძლება გახდეს თქვენთვის სასიყვარულო ფრონტზე.

ცხოვრების უმთავრესი აზრი, კურო მამაკაცისთვის როგორც წესი მუშაობაშია. მუშაობა კი მას ისევ და ისევ თქვენი და მისი ერთობლივი, კომფორტული ცხოვრების მოსაწყობად,კარგი ფინანსური ბაზის შესაქმნელად სჭირდება. ამიტომ არასოდეს დააყენოთ თქვენსა და სამსახურს შორის არჩევანის წინაშე. სამაგიეროდ, კუთვნილი შვებულების პერიოდში, რომელსაც კურო აუცილებლად გამოიყენებს, რადგან მუყაითი შრომის შემდეგ, მისთვის სრუფლასოვანი დასვენება აუცილებელია, არც თქვენ დარჩებით უკმაყოფილო მასთან ერთად გატარებული დღეებით. კურო მამაკაცებს, განსაკურებულად უყვართ ბუნების წიაღში დასვენება და სხვადასხვა სახის პიკნიკების მოწყობა. ბევრი მათგანი, გამორჩეული გურმანია, ამიტომ კურო მამაკაცს რომელსაც სამზარეულოში ტრიალი და კერძების ოსტატურად მზადება ეხერხება არცთუ იშვიათად წააწყდებით. მზადება რომც არ ეხერხებოდეს, დახმარებით მაინც დაგეხმარებათ საოჯახო საქმეებში, თუკი თქვენი მხრიდან საამისო მოთხოვნა იქნება. კუროსთვის აუცილებელია, საღამოს სამსახურიდან მოსულს, ოჯახში სიმშვიდე, სიწყნარე, წესრიგი და გემრიელი სურნელი ეგულებოდეს. თუკი თქვენ ოჯახური ჰარმონიის შექმნის უანრი გაქვთ, მერწმუნეთ თქვენი კურო ქმარი, მთელი ცხოვრება ხელისგულზე გატარებთ. პლანეტა ვერნერას გავლენით, რომელიც კუროს ზოდიაქოს მართავს, ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ მამაკაცებს, დახვეწილი გემოვნება და სილამაზის აღქმის განსაკუთრებული უნარი გააჩნიათ, თუმცა ვენერით მართული, კიდევ ერთი ზოდიაქოს სასწორის წარმომადგენელთაგან განსხვავებით, კუროს ბუნებაში კონსერვატიზმი სჭარბობს, რაც შეიძლება იმაში გამოიხატოს, რომ მას ვერაფრის დიდებით ვერ დაითანხმებთ, ბებიას ნაქონი ანტიკვარული ავეჯი, გაცილებით უფრო თანამედროვე დიზაინის მქონე გარნიტურით ჩაანაცვლოს.

ტიპიური წარმომადგენელი - მსახიობი ჩანინ ტატუმი

Astrologia

კუროების უმრავლესობას ახასიათებს გამოკვეთილად თბილი დამოკიდებულება ქალთა სქესის მიმართ. აქედან გამომდინარე, ცოლებს და ქალიშვილებს ეს ადამიანები ყველაზე მეტად და მაქსიმალურად ანებივრებენ. როგორც წესი, კუროს მცირერიცხოვანი სამეგობრო წრე ჰყავს. ეს იმიტომ, რომ ამ ადამიანისთვის რაოდენობაზე მნიშვნელოვანი, თავად ურთიერთობის ხარისხია. სამაგიეროდ მეგობრების წრეში მოლხენისას, კურო მამაკაცი ბოლომდე იხსნება და ხშირად მისთვის ესოდენ უცხო, მჭერმეტყველებაც კი ახასიათებს ალკოჰოლის გავლენის ქვეშ მოქცეულს. კუროების უმრავლესობა, როგორც წესი საკუთარი პარტნიორის მიმართ ხანგრძლივად ინარჩუნებს ერთგულებას, ეს ალბათ მათი სტაბილურობისადმი სიყვარულიდანაც გამომდინარეობს. თუმცა ზოგჯერ, ამ ნიშნის წარმომადგენლ მამაკაცებს შორის, გამორჩეული მექალთანეებიც გვხვდებიან, ამ შემთხვევაში მიზეზი კონკრეტული ინდვიდის პირად რუკაშია მოსაძებნი. თუ იქ ტყუპების, მორიელის ან მშვილდოსნის დიდ გავლენას აღმოვაჩენთ, შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ეს ადამიანი, საკმაოდ დიდხანს შეინარჩუნებს გამოუსწორებელი მექალთანის სტატუსს.

რას უმზადებს კოსმოსი თქვენს პირად ცხოვრებას ნოემბერში?

გადაურჩებით თუ არა დედამთილს/სადედამთილოს? – ასტროლოგთა რჩევები ყველა საცოლისთვის ან ცოლისთვის

2020 წლის სასიყვარულო ასტროპროგნოზი: რა ელოდებათ დაოჯახებულ და დასაოჯახებელ წყვილებს?