მსოფლიო
საზოგადოება

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქალწული მამაკაცი & ვერძი ქალი
ქალწული მამაკაცი & ვერძი ქალი

იდე­ა­ლუ­რი წყვი­ლი – ჯე­ი­სონ სტე­ტ­ჰე­მი და რო­უ­ზი ჰანგტინგტონ-უა­იტ­ლი

ოდე­სა­ღაც შე­საძ­ლოა მა­ვან­მა ვერძ ქალს ზედ­მე­ტად ემო­ცი­უ­რი, იმ­პულ­სუ­რი, არაპ­რაქ­ტი­კუ­ლი, თავ­ხე­დი, მო­უ­რი­დე­ბე­ლი უწო­დოს, რა­საც ვერ და­ე­თან­ხმე­ბა მას­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი. იგი მის ამ თვი­სე­ბებს ვერც კი ამ­ჩნევს. მის­თვის ვერ­ძი ყვე­ლა­ზე ქა­ლუ­რი, ერ­თგუ­ლი და პა­ტი­ო­სა­ნია.

აი, რო­გორ ახა­სი­ა­თებს ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი საყ­ვა­რელ ვერძ ქალს: "იგი გუ­ლუხ­ვია, იზი­ა­რებს ჩემს მის­წრა­ფე­ბებს, ხან­და­ხან მიბ­რაზ­დე­ბა და ეჭ­ვი­ა­ნობს, მაგ­რამ არას­დროს მი­წყობს ეჭ­ვი­ა­ნო­ბის სცე­ნებს. ყო­ველ­თვის გუ­ლის­ყუ­რით მის­მენს, როცა ჩემს პრობ­ლე­მებ­ზე ვსა­უბ­რობ. იგი ნა­ზია, მო­სიყ­ვა­რუ­ლე, ალერ­სი­ა­ნი და მუ­დამ კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა". თა­ნა­მო­სა­უბ­რეს გა­უ­ჭირ­დე­ბა იმის და­ჯე­რე­ბა, რომ ზე­მოთ ჩა­მოთ­ვლი­ლი ვერ­ძი ქა­ლის და­ხა­სი­ა­თე­ბა იყო, მაგ­რამ... მხო­ლოდ ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით გა­მო­ავ­ლენს ვერ­ძი თა­ვის და­ფა­რულ ქა­ლუ­რო­ბას, ერ­თგუ­ლე­ბას. ყუ­რა­დღე­ბი­ა­ნი, ერ­თგუ­ლი ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცის გვერ­დით ვერ­ძი თავს და­ცუ­ლად გრძნობს და მისი აგ­რე­სი­უ­ლო­ბაც ღრუ­ბე­ლი­ვით იფან­ტე­ბა.

სა­ინ­ტე­რე­სო ისაა, რომ ასე­თი ტკბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ძალ­ზე ხში­რია ვერ­ძი ქა­ლი­სა და მა­მა­კა­ცი ქალ­წუ­ლის გან­ქორ­წი­ნე­ბა. საქ­მე იმა­შია, ქალ­წულს ქორ­წი­ნე­ბა აფრ­თხობს, ვერ­ძი კი მო­უთ­მე­ნე­ლია და სურს, მისი ყვე­ლა მო­თხოვ­ნა და­უ­ყოვ­ნებ­ლივ შეს­რულ­დეს. ხოლო როცა მოთ­მი­ნე­ბის ფი­ა­ლა აევ­სე­ბა, ურ­თი­ერ­თო­ბას წყვეტს და თავს იმით იმე­დოვ­ნებს, რომ ერ­თმა­ნე­თის­თვის მარ­ტო მე­გობ­რე­ბი იყ­ვნენ. თუმ­ცა, ამ ორ ნი­შანს შო­რის, რო­მა­ნი ხში­რად მარ­თლაც მე­გობ­რო­ბით მთავ­რდე­ბა.

ზოგ­ჯერ კი ვერ­ძი­სა და ქალ­წუ­ლის სიყ­ვა­რუ­ლიც გრძელ­დე­ბა. ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი სი­ტუ­ა­ცი­ას აა­ნა­ლი­ზებს, და კომ­პრო­მის­ზე წას­ვლაც შე­უძ­ლია. ხოლო ვერ­ძი ქალი ყვე­ლა­ფერს "და­დე­ბით" და "უარ­ყო­ფით" მხა­რე­ე­ბად გა­ნი­ხი­ლავს. რა თქმა უნდა, "და­დე­ბი­თი" მის მხა­რე­ზე იქ­ნე­ბა "უარ­ყო­ფი­თი" – მა­მა­კა­ცის.

თუ მა­მა­კა­ცი ნამ­დვი­ლი ანა­ლი­ტი­კო­სია, მან უნდა იცო­დეს, რომ "გა­ცხა­რე­ბულ" ვერძთან უფრო ად­ვი­ლია შე­გუ­ე­ბა, ვიდ­რე "გა­ცი­ე­ბულ­თან". რად­გან თუ ვერ­ძი ქალი ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცის მი­მართ "გა­ცივ­და", იგი მას და­უ­ნა­ნებ­ლად მი­ა­ტო­ვებს.

Astrologia

ამას­თა­ნა­ვე, ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი ხში­რად კრი­ტი­კო­სია. მას უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ვერ­ძი კრი­ტი­კას დიდ­ხანს ვერ გა­უძ­ლებს და დიდი სიყ­ვა­რუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ირ­წმუ­ნებს, რომ მისი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბის სია უფრო გრძე­ლია, ვიდ­რე და­დე­ბი­თე­ბის და გა­ეც­ლე­ბა მა­რა­დი­ულ კრი­ტი­კოსს. ამი­ტომ, თუ საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის და­კარ­გვა არ სურს, კრი­ტი­კის­გან თავი უნდა შე­ი­კა­ვოს.

ვერძ ქალს კი უნდა ახ­სოვ­დეს, რომ ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი ხში­რად ვარ­დე­ბა დეპ­რე­სი­ა­ში და უსი­ა­მოვ­ნე­ბის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მო­წყე­ნი­ლო­ბის დროს კი­თხვე­ბით ტვი­ნი კი არ უნდა შე­უ­ჭა­მოს, მის გამ­ხი­ა­რუ­ლე­ბა­ზე, სევ­დის გა­ქარ­ვე­ბა­ზე უნდა იზ­რუ­ნოს, თა­ნაც ისე, რომ მისი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა არ გა­მო­იწ­ვი­ოს.

ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცი უნდა ეცა­დოს, ემო­ცი­ურ და ენერ­გი­ულ ვერძს არ შე­უ­ზღუ­დოს თა­ვი­სუფ­ლე­ბა, არ აკონ­ტრო­ლოს. ხში­რად გა­მო­ი­ჩი­ნოს მის მი­მართ რო­მან­ტი­კუ­ლი ქცე­ვე­ბი, იყოს მზრუნ­ვე­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე. ქალ­წულ მა­მა­კაცს ხში­რად ესა­ჭი­რო­ე­ბა გან­მარ­ტო­ე­ბა. ვერძს კი უნდა ახ­სოვ­დეს, რომ მის­გან შორს, პარტნი­ო­რი თა­ვის საქ­მე­ებ­ზე, ცხოვ­რე­ბა­ზე ფიქ­რობს და არა სხვა ქალ­ზე.

თუ ეს ორი ნი­შა­ნი, სა­კუ­თარ თავ­ში, ყვე­ლა უარ­ყო­ფით თვი­სე­ბას მი­ნი­მუ­მა­დე და­იყ­ვანს და პარტნი­ო­რის სურ­ვი­ლე­ბით იხელ­მძღვა­ნე­ლებს, ვერ­ძი ქა­ლი­სა და ქალ­წუ­ლი მა­მა­კა­ცის კავ­ში­რი მყა­რი იქ­ნე­ბა. ამ ორ ნი­შანს ძლი­ე­რი სექ­სუ­ა­ლუ­რი ლტოლ­ვა აერ­თი­ა­ნებს. გარ­და ამი­სა, ვერ­ძის მსგავ­სად, ქალ­წულ­საც ერთხელ და სა­მუ­და­მოდ უყ­ვარ­დე­ბა. მარ­თა­ლია, მა­რა­დი­უ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი ჩვენს დრო­ში სას­წა­ულს ჰგავს, მაგ­რამ სას­წა­უ­ლე­ბიც ხდე­ბა.

შაუ
1

ლომია და არა ქალწული

ქალწული მამაკაცი & ვერძი ქალი

ქალწული მამაკაცი & ვერძი ქალი

იდეალური წყვილი – ჯეისონ სტეტჰემი და როუზი ჰანგტინგტონ-უაიტლი

ოდესაღაც შესაძლოა მავანმა ვერძ ქალს ზედმეტად ემოციური, იმპულსური, არაპრაქტიკული, თავხედი, მოურიდებელი უწოდოს, რასაც ვერ დაეთანხმება მასზე შეყვარებული ქალწული მამაკაცი. იგი მის ამ თვისებებს ვერც კი ამჩნევს. მისთვის ვერძი ყველაზე ქალური, ერთგული და პატიოსანია.

აი, როგორ ახასიათებს ქალწული მამაკაცი საყვარელ ვერძ ქალს: "იგი გულუხვია, იზიარებს ჩემს მისწრაფებებს, ხანდახან მიბრაზდება და ეჭვიანობს, მაგრამ არასდროს მიწყობს ეჭვიანობის სცენებს. ყოველთვის გულისყურით მისმენს, როცა ჩემს პრობლემებზე ვსაუბრობ. იგი ნაზია, მოსიყვარულე, ალერსიანი და მუდამ კარგად გამოიყურება". თანამოსაუბრეს გაუჭირდება იმის დაჯერება, რომ ზემოთ ჩამოთვლილი ვერძი ქალის დახასიათება იყო, მაგრამ... მხოლოდ ქალწული მამაკაცის გვერდით გამოავლენს ვერძი თავის დაფარულ ქალურობას, ერთგულებას. ყურადღებიანი, ერთგული ქალწული მამაკაცის გვერდით ვერძი თავს დაცულად გრძნობს და მისი აგრესიულობაც ღრუბელივით იფანტება.

საინტერესო ისაა, რომ ასეთი ტკბილი ურთიერთობების მიუხედავად, ძალზე ხშირია ვერძი ქალისა და მამაკაცი ქალწულის განქორწინება. საქმე იმაშია, ქალწულს ქორწინება აფრთხობს, ვერძი კი მოუთმენელია და სურს, მისი ყველა მოთხოვნა დაუყოვნებლივ შესრულდეს. ხოლო როცა მოთმინების ფიალა აევსება, ურთიერთობას წყვეტს და თავს იმით იმედოვნებს, რომ ერთმანეთისთვის მარტო მეგობრები იყვნენ. თუმცა, ამ ორ ნიშანს შორის, რომანი ხშირად მართლაც მეგობრობით მთავრდება.

ზოგჯერ კი ვერძისა და ქალწულის სიყვარულიც გრძელდება. ქალწული მამაკაცი სიტუაციას აანალიზებს, და კომპრომისზე წასვლაც შეუძლია. ხოლო ვერძი ქალი ყველაფერს "დადებით" და "უარყოფით" მხარეებად განიხილავს. რა თქმა უნდა, "დადებითი" მის მხარეზე იქნება "უარყოფითი" – მამაკაცის.

თუ მამაკაცი ნამდვილი ანალიტიკოსია, მან უნდა იცოდეს, რომ "გაცხარებულ" ვერძთან უფრო ადვილია შეგუება, ვიდრე "გაციებულთან". რადგან თუ ვერძი ქალი ქალწული მამაკაცის მიმართ "გაცივდა", იგი მას დაუნანებლად მიატოვებს.

Astrologia

ამასთანავე, ქალწული მამაკაცი ხშირად კრიტიკოსია. მას უნდა ახსოვდეს, რომ ვერძი კრიტიკას დიდხანს ვერ გაუძლებს და დიდი სიყვარულის მიუხედავად, ირწმუნებს, რომ მისი უარყოფითი თვისებების სია უფრო გრძელია, ვიდრე დადებითების და გაეცლება მარადიულ კრიტიკოსს. ამიტომ, თუ საყვარელი ქალის დაკარგვა არ სურს, კრიტიკისგან თავი უნდა შეიკავოს.

ვერძ ქალს კი უნდა ახსოვდეს, რომ ქალწული მამაკაცი ხშირად ვარდება დეპრესიაში და უსიამოვნების თავიდან ასაცილებლად, მოწყენილობის დროს კითხვებით ტვინი კი არ უნდა შეუჭამოს, მის გამხიარულებაზე, სევდის გაქარვებაზე უნდა იზრუნოს, თანაც ისე, რომ მისი გაღიზიანება არ გამოიწვიოს.

ქალწული მამაკაცი უნდა ეცადოს, ემოციურ და ენერგიულ ვერძს არ შეუზღუდოს თავისუფლება, არ აკონტროლოს. ხშირად გამოიჩინოს მის მიმართ რომანტიკული ქცევები, იყოს მზრუნველი და მოსიყვარულე. ქალწულ მამაკაცს ხშირად ესაჭიროება განმარტოება. ვერძს კი უნდა ახსოვდეს, რომ მისგან შორს, პარტნიორი თავის საქმეებზე, ცხოვრებაზე ფიქრობს და არა სხვა ქალზე.

თუ ეს ორი ნიშანი, საკუთარ თავში, ყველა უარყოფით თვისებას მინიმუმადე დაიყვანს და პარტნიორის სურვილებით იხელმძღვანელებს, ვერძი ქალისა და ქალწული მამაკაცის კავშირი მყარი იქნება. ამ ორ ნიშანს ძლიერი სექსუალური ლტოლვა აერთიანებს. გარდა ამისა, ვერძის მსგავსად, ქალწულსაც ერთხელ და სამუდამოდ უყვარდება. მართალია, მარადიული სიყვარული ჩვენს დროში სასწაულს ჰგავს, მაგრამ სასწაულებიც ხდება.