პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ხა­სი­ა­თე­ბის შე­უ­თავ­სებ­ლო­ბა" - ალ­ბათ ამ­გვა­რი მი­ზე­ზით არა­ერ­თი ოჯა­ხი დან­გრე­უ­ლა ან დამ­დგა­რა მა­ინც გან­ქორ­წი­ნე­ბის პი­რას. სი­ნამ­დვი­ლე­ში კი წყვი­ლი ცალ-ცალ­კე და ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რად შე­საძ­ლოა სუ­ლაც არ წარ­მო­ად­გენს რთუ­ლი ხა­სი­ა­თის მქო­ნე ტი­პაჟს, უბ­რა­ლოდ ორს შო­რის ვერ ხერ­ხდე­ბა სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა, რაც მუდ­მივ კონ­ფლიქ­ტებს და გა­უ­გებ­რო­ბებს იწ­ვევს. ყვე­ლაფ­რის მი­ზე­ზი, რაღა თქმა უნდა, ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის, სა­ხა­სი­ა­თო შტრი­ხე­ბი­სა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბის რა­დი­კა­ლუ­რი სხვა­ო­ბაა. თუმ­ცა, ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნის მი­ხედ­ვი­თაც ხში­რად არის შე­საძ­ლე­ბე­ლი იმის გან­სა­ზღვრა, რამ­დე­ნად აქვს წყვილს ერ­თჭერ­ქვეშ მშვი­დო­ბი­ა­ნი და რაც მთა­ვა­რია, ხან­გრძლი­ვი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის შან­სი. ას­ტრო­ლო­გე­ბი ამ მხრივ სამ კონ­კრე­ტულ დუ­ეტს გა­მო­ყო­ფენ:

მო­რი­ე­ლი - ტყუ­პი

ვექ­ტო­რუ­ლი კავ­ში­რე­ბის მი­ხედ­ვით, რაც არ უნდა გა­საკ­ვი­რად მო­გეჩ­ვე­ნოთ ზე­და­პი­რუ­ლი, ცვა­ლე­ბა­დი ტყუ­პი ერთი შე­ხედ­ვით ძლე­ვა­მო­სი­ლი და ძლი­ე­რი ნე­ბის­ყო­ფის მქო­ნე მო­რი­ე­ლის ბა­ტო­ნია, მო­რი­ე­ლი კი თა­ვის მხრივ მონა. რე­ა­ლუ­რად სწო­რედ ამ თა­ვი­სი ჰა­ე­როვ­ნე­ბით "იმო­ნებს" და წო­ნას­წო­რო­ბას აკარ­გვი­ნებს ტყუ­პი მო­რი­ელს და ამა­შია მათი ურ­თი­ერ­თო­ბის უმ­თავ­რე­სი პრობ­ლე­მა. მო­რი­ე­ლი ბუ­ნე­ბით ღრმა, ემო­ცი­უ­რი და ექ­სპან­სი­უ­რი ნა­ტუ­რაა, მა­შინ როცა ტყუ­პი გა­მუდ­მე­ბით იც­ვლის აზ­რებს, შე­ხე­დუ­ლე­ბებს, გრძნო­ბებს. ამ ორს შო­რის პრობ­ლე­მა მუდ­მი­ვად იქ­ნე­ბა სწო­რედ ეს ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სი და აბ­სო­ლუ­ტუ­რი პო­ლა­რუ­ლო­ბა. მო­რი­ე­ლი ვე­რა­სო­დეს შეძ­ლებს პარტნი­ო­რი ტყუ­პი ბო­ლომ­დე და­ი­სა­კუთ­როს და მარ­თოს, რო­გორც ეს მას ახა­სი­ა­თებს ზო­გა­დად პარტნი­ო­რულ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში. ტყუპს კი თა­ვის მხრივ ხში­რად გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს მო­რი­ე­ლის ეჭ­ვი­ა­ნი და მე­სა­კუთ­რე ბუ­ნე­ბა. ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ხომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა ყვე­ლა­ზე ძვი­რად უღირთ ამ­ქვეყ­ნად. ერ­თა­დერთ ნა­თელ წერ­ტი­ლად ამ ორს შო­რის შე­იძ­ლე­ბა ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლურ-მენ­ტა­ლუ­რი კავ­ში­რის ალ­ბა­თო­ბა იქ­ცეს. მო­რი­ე­ლი ხში­რად გა­მო­ირ­ჩე­ვა ერუ­დი­ცი­ის მა­ღა­ლი დო­ნით, რაც ტყუ­პის ცნო­ბის­მოყ­ვა­რე ბუ­ნე­ბას აი­ძუ­ლებს ხან­გრძლი­ვი დრო­ით შე­ა­ჩე­როს არ­ჩე­ვა­ნი სწო­რედ ამ პარტნი­ორ­ზე.

თხის რქა - სას­წო­რი

მათი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ცხოვ­რე­ბი­სე­უ­ლი პრი­ო­რი­ტე­ტე­ბის მკვეთ­რი სხვა­ო­ბა და ემო­ცი­უ­რი დის­ბა­ლან­სია. სას­წო­რი რბი­ლი, დამთმო­ბი, რო­მან­ტი­კუ­ლი და სუ­ლით ხე­ლო­ვა­ნი ნა­ტუ­რაა. თხის რქა კი ცხოვ­რე­ბას ზედ­მე­ტად რე­ა­ლის­ტუ­რად უყუ­რებს. მისი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი მტკი­ცე, სწორ­ხა­ზო­ვა­ნი და ძალ­ზე მყა­რია. იგი არა­სო­დეს იც­ვლის აზრს მარ­ტი­ვად და შე­სა­ბა­მი­სად, არ ეს­მის სას­წო­რის ხა­სი­ათ­ში დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და ლო­ი­ა­ლუ­რო­ბის გა­მოვ­ლი­ნე­ბა. თხის რქის აზ­რით, ცხოვ­რე­ბა შავ-თეთ­რია, სას­წო­რი კი მას ცი­სარ­ტყე­ლას ფე­რებ­ში ხე­დავს და პირ­ქუშ სი­ნამ­დვი­ლე­შიც ახერ­ხებს და­ი­ნა­ხოს ჰარ­მო­ნი­ი­სა და რო­მან­ტი­კის ნა­წი­ლა­კე­ბი. თხის რქა ყო­ვე­ლი­ვე ამას "ფუჭ ოც­ნე­ბად" ნათ­ლავს და ნაკ­ლე­ბად შეს­წევს ძალა, რომ სას­წო­რის სუ­ლი­ე­რი მის­წრა­ფე­ბე­ბი გა­ი­ზი­ა­როს. თხის რქის გვერ­დით სას­წო­რი სი­ცი­ვის­გან "და­ჭკნე­ბა", მას სით­ბოს აშ­კა­რა გა­მო­ხა­ტუ­ლე­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბა სა­ი­მი­სოდ, რომ ბედ­ნი­ე­რად იგ­რძნოს თავი ქორ­წი­ნე­ბა­ში – კოც­ნა, მო­ფე­რე­ბა, ჩა­ხუ­ტე­ბა. თხის რქას კი ენის მო­ჩლე­ქით სა­უ­ბა­რი და ემო­ცი­ე­ბის სა­ხალ­ხოდ დე­მონ­სტრი­რე­ბა ჭი­რის დღე­სა­ვით სძულს. სა­ერ­თო მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი მათ ხა­სი­ათ­ში სი­ჯი­უ­ტეა, რო­მე­ლიც თხის რქის შემ­თხვე­ვა­ში მარ­თა­ლია უფრო აშ­კა­რა­დაა გა­მო­ხა­ტუ­ლი, მაგ­რამ სა­ტურ­ნი – თხის რქის მმარ­თვე­ლი პლა­ნე­ტა ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა რომ სწო­რედ სას­წო­რის ნი­შან­ში გა­დის ეგ­ზალ­ტა­ცი­ის ზო­ნას, ამი­ტომ სას­წო­რის სი­ჯი­უ­ტე თხის რქი­სას არა­თუ ჩა­მო­უ­ვარ­დე­ბა, ხში­რად აჭარ­ბებს კი­დეც.

ქალ­წუ­ლი - მერ­წყუ­ლი

კლა­სი­კუ­რი რე­ა­ლის­ტი­სა და ტი­პუ­რი ირე­ა­ლის­ტის დუ­ე­ტია. ქალ­წუ­ლი ცხოვ­რე­ბას ყო­ველ­გვა­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე აღიქ­ვამს, თა­ვი­სი ნაკ­ლი­თა და წვრილ­მა­ნით. მა­შინ როცა მერ­წყუ­ლი მო­მა­ვალ­ში ცხოვ­რობს და ხში­რად, აწ­მყო და იქ არ­სე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი უმ­ნიშ­ვნე­ლო და არა­არ­სე­ბი­თი ეჩ­ვე­ნე­ბა. ქალ­წუ­ლის­თვის ნე­ბის­მი­ე­რი ოც­ნე­ბა ხელ­შე­სა­ხე­ბი და ას­რუ­ლე­ბა­დია, სხვა მხრივ იგი არა­სო­დეს და­ი­სახ­ვას უტო­პი­ურ მი­ზანს, მერ­წყუ­ლი კი ამ დროს პლა­ნე­ტა ურან­ზე, ღა­მის კლუ­ბე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ინ­დუსტრი­ის მთე­ლი ქსე­ლის გახ­სნას გეგ­მავს. რაღა თქმა უნდა ამ დროს ქალ­წუ­ლის ენა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიმ­ძაფ­რით იმუ­შა­ვებს მისი იდე­ე­ბის შე­ფა­სე­ბას­თან მი­მარ­თე­ბა­ში. ქალ­წუ­ლი კი მო­გეხ­სე­ნე­ბათ მერ­კუ­რის შვი­ლია და ჯი­ბე­ში ხელს არა­სო­დეს ჩა­ი­ყოფს სი­ტყვის სა­ძებ­ნე­ლად. მერ­წყულს მისი და­ცინ­ვა და ცი­ნი­კუ­რი კო­მენ­ტა­რე­ბი, რაღა თქმა უნდა, გა­ა­ღი­ზი­ა­ნებს, თუმ­ცა ურა­ნუ­ლი ბუ­ნე­ბა აშ­კა­რა კონ­ფლიქტს გა­მო­რი­ცხავს. ამი­ტომ, სა­მა­გი­ე­როს ქალ­წულს ცოტა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­და­უხ­დის, როცა კარ­ზე სა­კეტს შეც­ვლის და სამ­სა­ხურ­ში წა­სულს, ამ სი­ახ­ლის შე­სა­ხებ მე­უღ­ლის გაფრ­თხი­ლე­ბა და­ა­ვი­წყდე­ბა. ქალ­წუ­ლი მერ­წყუ­ლის კრე­ა­ტი­უ­ლი ნი­ჭით ყო­ველ ფე­ხის ნა­ბიჯ­ზე ით­რგუ­ნე­ბა, იმი­ტომ რომ მას მხო­ლოდ აწ­მყო­ში ცხოვ­რე­ბა ეხერ­ხე­ბა. მო­მავ­ლის იდე­ე­ბი ნაკ­ლე­ბად აინ­ტე­რე­სებს. მაგ­რამ მერ­წყუ­ლის გე­ნი­ა­ლურ იდე­ებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში თავი შე­საძ­ლოა ხში­რად უნი­ჭო და გა­ნუ­ვი­თა­რე­ბელ მო­ზარ­დად იგ­რძნოს, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ვიწ­როდ აზ­როვ­ნებს. სი­ნამ­დვი­ლე­ში, მათ ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბათ, რად­გან ამ ქვეყ­ნად არა­ვის შე­უძ­ლია დე­ტა­ლე­ბის სი­ზუს­ტით შე­ას­რუ­ლოს და­კის­რე­ბუ­ლი სა­მუ­შაო ქალ­წულ­ზე უკეთ, მერ­წყუ­ლი თუ მას სა­კუ­თა­რი იდე­ე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბა­ში და­არ­წმუ­ნებს (ზო­დი­ა­ქოს ამ ნიშ­ნით და­ბა­დე­ბუ­ლებს ხომ სა­შინ­ლად არ უყ­ვართ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბი) ქალ­წუ­ლი შე­საძ­ლოა ძა­ლი­ან მო­ი­ხიბ­ლოს მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით.

3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

3 ყველაზე შეუთავსებელი წყვილი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

"ხასიათების შეუთავსებლობა" - ალბათ ამგვარი მიზეზით არაერთი ოჯახი დანგრეულა ან დამდგარა მაინც განქორწინების პირას. სინამდვილეში კი წყვილი ცალ-ცალკე და ინდივიდუალურად შესაძლოა სულაც არ წარმოადგენს რთული ხასიათის მქონე ტიპაჟს, უბრალოდ ორს შორის ვერ ხერხდება საერთო ენის გამონახვა, რაც მუდმივ კონფლიქტებს და გაუგებრობებს იწვევს. ყველაფრის მიზეზი, რაღა თქმა უნდა, ფასეულობების, სახასიათო შტრიხებისა და შეხედულებების რადიკალური სხვაობაა. თუმცა, ზოდიაქოს ნიშნის მიხედვითაც ხშირად არის შესაძლებელი იმის განსაზღვრა, რამდენად აქვს წყვილს ერთჭერქვეშ მშვიდობიანი და რაც მთავარია, ხანგრძლივი თანაცხოვრების შანსი. ასტროლოგები ამ მხრივ სამ კონკრეტულ დუეტს გამოყოფენ:

მორიელი - ტყუპი

ვექტორული კავშირების მიხედვით, რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ ზედაპირული, ცვალებადი ტყუპი ერთი შეხედვით ძლევამოსილი და ძლიერი ნებისყოფის მქონე მორიელის ბატონია, მორიელი კი თავის მხრივ მონა. რეალურად სწორედ ამ თავისი ჰაეროვნებით "იმონებს" და წონასწორობას აკარგვინებს ტყუპი მორიელს და ამაშია მათი ურთიერთობის უმთავრესი პრობლემა. მორიელი ბუნებით ღრმა, ემოციური და ექსპანსიური ნატურაა, მაშინ როცა ტყუპი გამუდმებით იცვლის აზრებს, შეხედულებებს, გრძნობებს. ამ ორს შორის პრობლემა მუდმივად იქნება სწორედ ეს ემოციური დისბალანსი და აბსოლუტური პოლარულობა. მორიელი ვერასოდეს შეძლებს პარტნიორი ტყუპი ბოლომდე დაისაკუთროს და მართოს, როგორც ეს მას ახასიათებს ზოგადად პარტნიორულ ურთიერთობაში. ტყუპს კი თავის მხრივ ხშირად გააღიზიანებს მორიელის ეჭვიანი და მესაკუთრე ბუნება. ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულ ადამიანებს ხომ თავისუფლება ყველაზე ძვირად უღირთ ამქვეყნად. ერთადერთ ნათელ წერტილად ამ ორს შორის შეიძლება ინტელექტუალურ-მენტალური კავშირის ალბათობა იქცეს. მორიელი ხშირად გამოირჩევა ერუდიციის მაღალი დონით, რაც ტყუპის ცნობისმოყვარე ბუნებას აიძულებს ხანგრძლივი დროით შეაჩეროს არჩევანი სწორედ ამ პარტნიორზე.

თხის რქა - სასწორი

მათი მთავარი პრობლემა ცხოვრებისეული პრიორიტეტების მკვეთრი სხვაობა და ემოციური დისბალანსია. სასწორი რბილი, დამთმობი, რომანტიკული და სულით ხელოვანი ნატურაა. თხის რქა კი ცხოვრებას ზედმეტად რეალისტურად უყურებს. მისი შეხედულებები მტკიცე, სწორხაზოვანი და ძალზე მყარია. იგი არასოდეს იცვლის აზრს მარტივად და შესაბამისად, არ ესმის სასწორის ხასიათში დიპლომატიისა და ლოიალურობის გამოვლინება. თხის რქის აზრით, ცხოვრება შავ-თეთრია, სასწორი კი მას ცისარტყელას ფერებში ხედავს და პირქუშ სინამდვილეშიც ახერხებს დაინახოს ჰარმონიისა და რომანტიკის ნაწილაკები. თხის რქა ყოველივე ამას "ფუჭ ოცნებად" ნათლავს და ნაკლებად შესწევს ძალა, რომ სასწორის სულიერი მისწრაფებები გაიზიაროს. თხის რქის გვერდით სასწორი სიცივისგან "დაჭკნება", მას სითბოს აშკარა გამოხატულება ესაჭიროება საიმისოდ, რომ ბედნიერად იგრძნოს თავი ქორწინებაში – კოცნა, მოფერება, ჩახუტება. თხის რქას კი ენის მოჩლექით საუბარი და ემოციების სახალხოდ დემონსტრირება ჭირის დღესავით სძულს. საერთო მახასიათებელი მათ ხასიათში სიჯიუტეა, რომელიც თხის რქის შემთხვევაში მართალია უფრო აშკარადაა გამოხატული, მაგრამ სატურნი – თხის რქის მმართველი პლანეტა ნუ დაგვავიწყდება რომ სწორედ სასწორის ნიშანში გადის ეგზალტაციის ზონას, ამიტომ სასწორის სიჯიუტე თხის რქისას არათუ ჩამოუვარდება, ხშირად აჭარბებს კიდეც.

ქალწული - მერწყული

კლასიკური რეალისტისა და ტიპური ირეალისტის დუეტია. ქალწული ცხოვრებას ყოველგვარი შელამაზების გარეშე აღიქვამს, თავისი ნაკლითა და წვრილმანით. მაშინ როცა მერწყული მომავალში ცხოვრობს და ხშირად, აწმყო და იქ არსებული ადამიანები უმნიშვნელო და არაარსებითი ეჩვენება. ქალწულისთვის ნებისმიერი ოცნება ხელშესახები და ასრულებადია, სხვა მხრივ იგი არასოდეს დაისახვას უტოპიურ მიზანს, მერწყული კი ამ დროს პლანეტა ურანზე, ღამის კლუბებისა და გასართობი ინდუსტრიის მთელი ქსელის გახსნას გეგმავს. რაღა თქმა უნდა ამ დროს ქალწულის ენა განსაკუთრებული სიმძაფრით იმუშავებს მისი იდეების შეფასებასთან მიმართებაში. ქალწული კი მოგეხსენებათ მერკურის შვილია და ჯიბეში ხელს არასოდეს ჩაიყოფს სიტყვის საძებნელად. მერწყულს მისი დაცინვა და ცინიკური კომენტარები, რაღა თქმა უნდა, გააღიზიანებს, თუმცა ურანული ბუნება აშკარა კონფლიქტს გამორიცხავს. ამიტომ, სამაგიეროს ქალწულს ცოტა მოგვიანებით გადაუხდის, როცა კარზე საკეტს შეცვლის და სამსახურში წასულს, ამ სიახლის შესახებ მეუღლის გაფრთხილება დაავიწყდება. ქალწული მერწყულის კრეატიული ნიჭით ყოველ ფეხის ნაბიჯზე ითრგუნება, იმიტომ რომ მას მხოლოდ აწმყოში ცხოვრება ეხერხება. მომავლის იდეები ნაკლებად აინტერესებს. მაგრამ მერწყულის გენიალურ იდეებთან მიმართებაში თავი შესაძლოა ხშირად უნიჭო და განუვითარებელ მოზარდად იგრძნოს, რომელიც ძალიან ვიწროდ აზროვნებს. სინამდვილეში, მათ ერთმანეთი ძალიან სჭირდებათ, რადგან ამ ქვეყნად არავის შეუძლია დეტალების სიზუსტით შეასრულოს დაკისრებული სამუშაო ქალწულზე უკეთ, მერწყული თუ მას საკუთარი იდეების ეფექტურობაში დაარწმუნებს (ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულებს ხომ საშინლად არ უყვართ ახსნა-განმარტებები) ქალწული შესაძლოა ძალიან მოიხიბლოს მასთან თანამშრომლობით.