ლექსის ვერც ესთეტურმა და ვერც შინაარსობრივმა მხარემ დამაკმაყოფილა, თუმცა, ეს პროტესტის ერთგვარი ფორმაა, – განუცხადა ჟურნალისტებს უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ.
მისი თმით, კომიტეტის სხდომებზე მნიშვნელოვანი კანონპროექტების განხილვა ხდება, ამიტომ ლიტერატურული ნაწარმოებების წაკითხვა მიზანშეწონილად არ ითვლება.
"ჩვენ აქ ვართ მოსული სამუშაოდ და არა იმისთვის, რომ ცალკეული შემოქმედი ადამიანების პოეზიას მოვუსმინოთ. ზურაბ ქარუმიძეს კარგად ვიცნობ, როგორც ინგლისურის სპეციალისტს, როგორც ძალიან დიდი ანგლიკანური კულტურის მცოდნეს და ვფიქრობ, მისი დიპლომატიური საქმიანობა წაადგებოდა საქართველოს. როგორც ქართველებს სჩვევიათ ხოლმე, როცა ადამიანი გარკვეულ თანამდებობაზეა წარდგენილი, ხდება მისი საქმიანობის სხვადასხვა კუთხეების მოჩხრეკვა, რის გამოც ისინი ხშირად გამხდარან მსხვერპლი უტრირების. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი მისი შემოქმედების განხილვა მოხდა კომიტეტის სხდომაზე", – აღნიშნა ელისო ჩაფიძემ.