საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა წერილი დატოვა პატიმარმა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო
რა წერილი დატოვა პატიმარმა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო

გე­გუ­თის სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #14-ე და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში გარ­დაც­ვლი­ლი პა­ტიმ­რის ოჯა­ხის წევ­რე­ბი "ინ­ტერპრეს­ნი­უს­თან" სა­უბ­რი­სას აღ­ნიშ­ნა­ვენ , რომ პა­ტი­მარ ავთო მა­ი­სუ­რა­ძეს და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში არც პა­ტიმ­რებ­თან და არც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებ­თან პრობ­ლე­მე­ბი არ ჰქო­ნია.

პა­ტიმ­რის დე­დის, ინგა მა­ი­სუ­რა­ძის თქმით, მისი შვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა შე­იძ­ლე­ბა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი იყოს მა­ი­სუ­რა­ძის და­კა­ვე­ბის პრო­ცეს­თან, რომ­ლის დრო­საც ორმა სა­მარ­თალ­დამ­ცველ­მა სა­კუ­თარ უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას გა­და­ა­ჭარ­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით საქ­მე სტრას­ბურ­გშიც გა­იგ­ზავ­ნა.

გარ­დაც­ვლი­ლის დე­დის თქმით, ამის გამო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით ორი პო­ლი­ცი­ე­ლი და­ა­კა­ვეს. ინგა მა­ი­სუ­რა­ძის გან­ცხა­დე­ბით, ინ­ცი­დენ­ტში მო­ნა­წი­ლე პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­ჭარ­ბე­ბის ბრალ­დე­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი არი­ან. "მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ ჩემ­მა შვილ­მა წე­რი­ლი და­ტო­ვა, რო­მე­ლიც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს აქვთ და ჯერ­ჯე­რო­ბით არ მაძ­ლე­ვენ. ალ­ბათ იმ წე­რი­ლი­დან ყვე­ლა­ფე­რი გა­ირ­კვე­ვა", - აღ­ნიშ­ნა ინგა მა­ი­სუ­რა­ძემ.

სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, 23 მარტს, და­ახ­ლო­ე­ბით 08:10 სა­ათ­ზე, სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის #14 (გე­გუ­თის) და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში 1988 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი მსჯავ­რდე­ბუ­ლი ა.მ. გარ­და­იც­ვა­ლა. სიკ­ვდი­ლის გა­მომ­წვე­ვი მი­ზე­ზის და­სად­გე­ნად კი და­ნიშ­ნუ­ლია სა­სა­მარ­თლო-სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტი­ზა.

ამას­თან, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ პა­ტი­მარ­მა თავი ჩა­მო­იხ­რჩო.

რა წერილი დატოვა პატიმარმა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო

რა წერილი დატოვა პატიმარმა, რომელმაც თავი ჩამოიხრჩო

გეგუთის სასჯელაღსრულების #14-ე დაწესებულებაში გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრები "ინტერპრესნიუსთან" საუბრისას აღნიშნავენ , რომ პატიმარ ავთო მაისურაძეს დაწესებულებაში არც პატიმრებთან და არც სამართალდამცველებთან პრობლემები არ ჰქონია.

პატიმრის დედის, ინგა მაისურაძის თქმით, მისი შვილის გარდაცვალება შეიძლება დაკავშირებული იყოს მაისურაძის დაკავების პროცესთან, რომლის დროსაც ორმა სამართალდამცველმა საკუთარ უფლებამოსილებას გადააჭარბა. ამასთან დაკავშირებით საქმე სტრასბურგშიც გაიგზავნა.

გარდაცვლილის დედის თქმით, ამის გამო უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით ორი პოლიციელი დააკავეს. ინგა მაისურაძის განცხადებით, ინციდენტში მონაწილე პოლიციელები უფლებამოსილების გადაჭარბების ბრალდებით დაკავებული არიან. "მნიშვნელოვანია ის, რომ ჩემმა შვილმა წერილი დატოვა, რომელიც სამართალდამცველებს აქვთ და ჯერჯერობით არ მაძლევენ. ალბათ იმ წერილიდან ყველაფერი გაირკვევა", - აღნიშნა ინგა მაისურაძემ.

სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, 23 მარტს, დაახლოებით 08:10 საათზე, სასჯელაღსრულების #14 (გეგუთის) დაწესებულებაში 1988 წელს დაბადებული მსჯავრდებული ა.მ. გარდაიცვალა. სიკვდილის გამომწვევი მიზეზის დასადგენად კი დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

ამასთან, ვრცელდება ინფორმაცია, რომ პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია