პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

9

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:22-ზე, მთვარე ქალწულშია თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
მოზაიკა
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული
ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული

მისი ცხოვ­რე­ბის გზა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა. წარ­სუ­ლი­დან ტკი­ვი­ლიც ბევ­რი ახ­სოვს და სი­ხა­რუ­ლიც. პა­ტა­რა ბიჭი იყო, როცა მსა­ხი­ობ­მა ნატო ვაჩ­ნა­ძემ უწი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლა, - შენ­გან კარ­გი მსა­ხი­ო­ბი დად­გე­ბაო. დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა 26 წლის ასაკ­ში მი­ი­ღო, მა­შინ­დელ საბ­ჭო­თა კავ­შირ­ში კი მსგავ­სი პრე­ცე­დენ­ტი არც არ­სე­ბობ­და. თით­ქმის 60 წე­ლია, მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე დგას. ის სა­ქარ­თვე­ლო­ში უყ­ვართ და აფა­სე­ბენ. თა­ვა­დაც დიდ სით­ბოს გას­ცემს, ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად არის ჩარ­თუ­ლი და ამ­ბობს: "ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, არ მო­ვის­ვე­ნებ, ასე ვივ­ლი რე­გი­ო­ნებ­ში და სპექ­ტაკ­ლებს ჩა­ვა­ტა­რებ". მსა­ხი­ო­ბი ლეო ან­თა­ძე სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის გზა­ზე მოგ­ვი­თხრობს.

- მამა რე­ჟი­სო­რი იყო, დედა - მსა­ხი­ო­ბი. ხე­ლოვ­ნე­ბას ად­რე­უ­ლი ასა­კი­დან­ვე ვე­ზი­ა­რე. ჩვენს ოჯახ­ში მწერ­ლე­ბი და მსა­ხი­ო­ბე­ბი ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ. ბე­ბი­ა­ჩე­მი ნინო ნა­კა­ში­ძე გახ­ლდათ. პა­ტა­რა ბიჭი ვი­ყა­ვი, როცა პი­ე­სე­ბის წერა და­ვი­წყე, ეზოს ბავ­შვებს ავი­ყო­ლი­ებ­დი და სა­ო­ჯა­ხო სპექ­ტაკ­ლებს ვდგამ­დით. დრა­მა­ტულ წრე­ზეც დავ­დი­ო­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­სას კა­ლათ­ბურ­თით და ჭი­და­ო­ბი­თაც ვი­ყა­ვი გა­ტა­ცე­ბუ­ლი. ერთხელ სტა­დი­ონ­ზე თა­მაშს ვეს­წრე­ბო­დი. ერთი კა­ლათ­ბურ­თე­ლი არ მო­ვი­და და მი­თხრეს, - თუ გინ­და, სტა­დი­ონ­ზე გა­გიყ­ვან­თო. ვარ­ჯი­ში ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მქონ­და და წე­სე­ბიც არ ვი­ცო­დი, მაგ­რამ მა­ინც დავ­თან­ხმდი. ჩემ­თვის ფორ­მა არ აღ­მოჩ­ნდა. იმ დღეს დე­და­ჩე­მის შე­კე­რი­ლი ფარ­თო ფო­ხა­ნი მეც­ვა. კერ­ვის დროს ქსო­ვი­ლი და­აკ­ლდა და წინ სხვა ფე­რის ნა­ჭე­რი ჩა­ა­მა­ტა. სტა­დი­ონ­ზე ფო­ხა­ნით გა­ვე­დი. ხალ­ხმა იხუვ­ლა (ძა­ლი­ან ბევ­რი მა­ყუ­რე­ბე­ლი ეს­წრე­ბო­და). თა­მაშს ვინ­ღა უყუ­რებ­და, ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში ვი­ყა­ვი. ბურთს რომ მა­წო­დებ­დნენ, და­ჭე­რაც მი­ჭირ­და. ეს კო­მე­დია იყო, მაგ­რამ ის თა­მა­ში მო­ვი­გეთ. გა­სახ­დელ­ში რომ შე­ვე­დით, ჩემს სა­ნა­ხა­ვად მო­სუ­ლი ხალ­ხის რიგი დად­გა, იცი­ნოდ­ნენ. მა­შინ მეშ­ვი­დე კლას­ში ვი­ყა­ვი. მერე კა­ლათ­ბურთს კარ­გად და­ვე­უფ­ლე, გამ­თა­მა­შე­ბე­ლი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ ჩემი ტა­ნის კა­ცის­გან კარ­გი კა­ლათ­ბურ­თე­ლი ვერ გა­მო­ვი­დო­და.

- თე­ატ­რა­ლურ ინ­სტი­ტუ­ტში ჩა­ბა­რე­ბის პე­რი­ო­დი რო­გორ გახ­სოვთ? თქვე­ნი გა­მომ­ცდე­ლე­ბი ვინ იყ­ვნენ?

- აკა­კი ხო­რა­ვა და დოდო ალექ­სი­ძე. ხო­რა­ვას თვალ­ში არ მო­ვუ­ვე­დი, რად­გან რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის სცე­ნის­თვის ტა­ნად და წარ­მო­სა­დეგ ბი­ჭებს არ­ჩევ­და. ისე­თი ეტი­უ­დე­ბი მომ­ცა, შეს­რუ­ლე­ბა ყვე­ლას გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. და­მა­ვა­ლა, - 3 წე­რი­ლი და­წე­რე: ერ­თით მე­გო­ბარს სამ­წუ­ხა­რო ამ­ბა­ვი ამ­ცნე, მე­ო­რით - სა­სი­ხა­რუ­ლო და მე­სა­მე წე­რი­ლით ფული სთხო­ვეო.

- ხო­რა­ვამ ამის გამო და­გი­წუ­ნათ?

- და­მი­წუ­ნა, მაგ­რამ ალექ­სი­ძემ მიშ­ვე­ლა. ლექ­სი წა­მა­კი­თხა და თქვა, - ამ ყმაწ­ვილს ჩემს გუნდში ავიყ­ვა­ნო.

- სტუ­დენ­ტო­ბი­სას ხო­რა­ვას­თან შე­ხე­ბა აღარ გქო­ნი­ათ?

- სა­დიპ­ლო­მო სპექ­ტაკლში მას­თან ერ­თად "ორი ბა­ტო­ნის მსა­ხურ­ში" ვი­თა­მა­შე. წარ­მოდ­გე­ნა რომ დამ­თავ­რდა, გულ­ში ჩა­მი­ხუ­ტა, მო­მე­ფე­რა და მი­თხრა, - რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რში უნდა წა­მოხ­ვი­დეო. ხომ არ ვე­ტყო­დი, ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ და­ი­წუ­ნეთ-მეთ­ქი (იცი­ნის)?! სი­მარ­თლე ვუ­თხა­რი: უკვე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში, ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა წა­მიყ­ვა­ნა-მეთ­ქი. ამ თე­ატ­რის დას­ში 1955 წლი­დან ვარ.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სცე­ნა­ზე თქვე­ნი პირ­ვე­ლი როლი გა­მორ­ჩე­უ­ლად გახ­სოვთ?

- ყუ­ში­ტაშ­ვილ­მა "ზვა­ვი" დად­გა, სა­დაც პა­ტა­რა, ობო­ლი ბი­ჭის როლს ვას­რუ­ლებ­დი. დიდი მსა­ხი­ო­ბე­ბი მე­ფე­რე­ბოდ­ნენ. ერთ დღეს ვასო გო­ძი­აშ­ვილ­მა მუხ­ლებ­ზე და­მის­ვა და მი­თხრა: იცი, რა კარ­გი ხარო? უფ­რო­სე­ბის­გან დიდ სით­ბოს ვგრძნობ­დი და ეს სტი­მულს მაძ­ლევ­და.

- თქვე­ნი სამ­სა­ხი­ო­ბო ბი­ოგ­რა­ფია იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ 26 წლის ასაკ­ში დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი არ­ტის­ტის წო­დე­ბა მო­გა­ნი­ჭეს.

- დიახ, ჩე­მამ­დე ეს წო­დე­ბა 29 წლის ასაკ­ში ერთ რუს მსა­ხი­ობს ჰქონ­და მი­ნი­ჭე­ბუ­ლი და მისი რე­კორ­დი მოვხსე­ნი.

- ეს წარ­მა­ტე­ბა რო­მელ­მა როლ­მა მო­გი­ტა­ნათ?

- "მე, ბე­ბია, ილი­კო და ილა­რი­ონ­ში" ზუ­რი­კე­ლას როლი ვი­თა­მა­შე. ეს სპექ­ტაკ­ლი 600-ჯერ მა­ინც მაქვს ნა­თა­მა­შე­ბი. ამ როლ­ში თავს კარ­გად ვგრძნობ­დი.

- და დღემ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად გიყ­ვართ?

- ასეც ვერ ვი­ტყვი, სხვა რო­ლე­ბიც მიყ­ვარს.

- ფილ­მის - "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე" გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე რო­გორ მოხ­ვდით?

- მა­ნამ­დე იყო სპექ­ტაკ­ლი "მკაც­რი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი", რო­მელ­შიც ერთი პა­ტა­რა, მაგ­რამ სა­ხა­სი­ა­თო როლი შე­ვას­რუ­ლე. სპექ­ტაკ­ლი შოთა მა­ნა­გა­ძის შვილს, ნო­დარს უნა­ხავს და მა­მის­თვის ურ­ჩე­ვია, - კა­ხა­ბე­რის როლ­ზე ლეო ან­თა­ძის გარ­და, არა­ვინ აიყ­ვა­ნოო. სპექ­ტაკ­ლი შო­თა­მაც ნახა და როლ­ზე და­მამ­ტკი­ცა. მა­შინ მისი ეს ნა­ბი­ჯი გა­აპ­რო­ტეს­ტეს, უსაყ­ვე­დუ­რეს, - ბევ­რი მსა­ხი­ო­ბი უნდა გა­სინ­ჯო და არ­ჩე­ვა­ნი ისე გა­ა­კე­თოო. მან არა­ვის და­უ­ჯე­რა.

- გა­და­ღე­ბის პე­რი­ო­დი რო­გორ გახ­სენ­დე­ბათ?

- თოვლში ბევ­რი ვი­გო­რა­ვე. ერთი კად­რია, სა­დაც მე და ჯუ­ლი­ე­ტა ვა­შაყ­მა­ძეს თოვლს გვაყ­რი­ან, ვი­ფა­რე­ბით; მერე ორი­ვე ერ­თდრო­უ­ლად უნდა ამო­ვი­დეთ და გა­ვი­ღი­მოთ. მა­შინ ამ ყვე­ლაფ­რის გა­კე­თე­ბა ტექ­ნი­კუ­რად რთუ­ლი იყო. რომ დაგ­ვმარ­ხეს, მერე და­ი­წყეს გა­ნა­თე­ბის და­ყე­ნე­ბა და ვგრძნობ­დი, ყი­ნუ­ლი ფილ­ტვებ­ში რო­გორ ჩამ­დი­ო­და. ჰოდა, ვე­ღარ გავ­ძე­ლი და ამოვ­ხტი. გაბ­რა­ზე­ბულ­მა ვიყ­ვი­რე, - ამ­დე­ნი ხანი რას აკე­თებთ-მეთ­ქი? ხე­ლახ­ლა ჩამ­ფლეს. მერე გა­და­ღე­ბა და­ი­წყო. თოვ­ლი­დან ორი­ვე ამო­ვე­დით და ჯუ­ლი­ე­ტას შევ­ხე­დე, - თმა­გა­წე­წილს, გრძელ წამ­წა­მებ­სა და წარ­ბებ­ზე თოვ­ლი ისე სა­სა­ცი­ლოდ ეყა­რა, რომ გუ­ლი­ა­ნად გა­და­ვი­ხარ­ხა­რე. ოპე­რა­ტორ­მა თქვა, კი­დევ ერთი დუბ­ლი უნდა გა­და­ვი­ღო­თო. მი­ზე­ზად არას­წო­რად და­ყე­ნე­ბუ­ლი გა­ნა­თე­ბა და­ა­სა­ხე­ლა. მე­ო­რე კად­რიც გა­და­ი­ღეს, მაგ­რამ ისე გუ­ლი­ა­ნად აღარ გა­მე­ცი­ნა. გული დამ­წყდა, რად­გან უმ­ნიშ­ვნე­ლო ჩრდი­ლის გამო ეს კარ­გი კად­რი ფილმში არ შე­ვი­და.

- ბა­ტო­ნო ლეო, თოვლში ჩაფ­ლო­ბა არ სჯობ­და ზუ­რაბ ქა­ფი­ა­ნი­ძის­გან რამ­დენ­ჯერ­მე ცე­მას, რო­მე­ლიც ფილ­მის - "წკი­პურ­ტე­ბი" გა­და­ღე­ბი­სას და­გე­მარ­თათ?

- აბა, ეგ რა გა­მახ­სე­ნე, იცი, რა მაგ­რად მცე­მა? პირ­ვე­ლი კად­რი რომ გა­და­ვი­ღეთ, რე­ჟი­სო­რი უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო და ზუ­რას უთხრა, - გე­ტყო­ბა, გა­მე­ტე­ბით არ ურტყა­მო. მე­ო­რე დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ, ნეკ­ნებ­თან ბა­ლი­შე­ბი ჩა­მი­დეს, თან ზუ­რას ახე­ლე­ბენ: "დაჭ­მუჭ­ნე! და­არ­ტყი! შუ­ა­ზე გა­ხიე!.." მგო­ნი, 10 დუბ­ლი გა­და­ვი­ღეთ, რე­ჟი­სო­რი კი კვლავ უკ­მა­ყო­ფი­ლო იყო. ზურა გაბ­რაზ­და, - ასე გა­მე­ტე­ბით რო­გორ ვცე­მოო?! - და გა­და­სა­ღე­ბი მო­ედ­ნი­დან გა­იქ­ცა. და­ვე­დევ­ნე, დიდ­ხანს ვეხ­ვე­წე: ოღონდ მობ­რუნ­დი და მცე­მე-მეთ­ქი. მობ­რუნ­და და მერე მარ­თლა ძა­ლი­ან მირ­ტყა. რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ რე­ჟი­სორს და­ვუ­რე­კე, - რა ხდე­ბა-მეთ­ქი? თან ისეთ დღე­ში ვარ, ყვე­ლა­ფე­რი მტკი­ვა, ძლივს ვლა­პა­რა­კობ. მა­სა­ლა ვნა­ხე, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არის, ოღონდ შენი ცე­მის სცე­ნა ხე­ლახ­ლა უნდა გა­და­ვი­ღოთ, იმ ად­გილ­ზე ფი­რია გა­კაწ­რუ­ლიო... წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა და­მე­მარ­თე­ბო­და. ქა­ფი­ა­ნი­ძემ კი­დევ ერთხელ მცე­მა, სულ და­ლურ­ჯე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი.

- მსა­ხი­ო­ბე­ბის ნა­წილს ფილმში თა­მაშს ურ­ჩევ­ნია, სცე­ნა­ზე იდ­გეს. თქვენს შემ­თხვე­ვა­შიც ასეა?

- კა­მე­რის წინ მუ­შა­ო­ბაც მიყ­ვარს და სცე­ნა­ზე თა­მა­შიც. ეს სხვა­დას­ხვა გრძნო­ბაა, ერ­თმა­ნეთს ვერც კი შე­ვა­და­რებ, მაგ­რამ დარ­ბა­ზი­დან უფრო მეტი ემო­ცია მო­დის.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის წინ ერთ ვარ­სკვლავს თქვე­ნი სა­ხე­ლი და გვა­რი აწე­რია. ეს რა გან­ცდაა?

- სა­სი­ა­მოვ­ნოა, რად­გან ეს ჩემი შე­მოქ­მე­დე­ბის და­ფა­სე­ბაა.

- შე­მი­ნიშ­ნავს, გამ­ვლე­ლე­ბი ვარ­სკვლა­ვებ­ზე ფე­ხის დად­გმას ერი­დე­ბი­ან...

- მეც ასე ვიქ­ცე­ვი, ფეხს ვა­რი­დებ ხოლ­მე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ აღ­მა­შე­ნე­ბელ­მა და­ი­ბა­რა, - ფეხი გულ­ზე და­მად­გი­თო.

- ერთხელ თქვით, - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლებ­ში" ნა­თე­სა­ვის პრო­ტო­ტიპს ვთა­მა­შო­ბო.

- დიახ. ბავ­შვო­ბა­ში ოზურ­გეთ­ში ნა­თე­სა­ვებ­თან ხში­რად დავ­დი­ო­დი. მა­მა­ჩე­მის ბი­ძაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუ­რუ­ლი კაცი იყო.

- "გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გუ­რუ­ლი" რო­გო­რია?

- გუ­რუ­ლე­ბი ხომ ფი­ცხე­ბი და სწრა­ფე­ბი არი­ან, ეს კაცი კი დინ­ჯი იყო, აუჩ­ქა­რე­ბე­ლი. ორ სი­ტყვას არ ამ­ბობ­და, მაგ­რამ თუ იტყო­და, მთე­ლი ოჯა­ხი კან­კა­ლებ­და. წეს­რი­გი უყ­ვარ­და. ერთხელ ცოლ­მა ღომი მი­არ­თვა. - რაია, ქალო, ეს? - რაია და ღო­მია. - რაის ღო­მია, ეს ღომი კი არა... მთე­ლი სა­ა­თი ასე გაგ­რძელ­და. - წის­ქვილ­ში დაფ­ქუ­ლი ღერ­ღი­ლის ღო­მია, - მის დარ­წმუ­ნე­ბას ცდი­ლობ­და მე­უღ­ლე, მაგ­რამ ამა­ოდ. ღომი ღო­მია და რა ვიცი, სხვა­ნა­ი­რი რო­გო­რი უნდა ყო­ფი­ლი­ყო?

- თე­ატრსა და კი­ნო­ში არა­ერ­თი როლი გაქვთ ნა­თა­მა­შე­ბი. თქვენ­თვის ყვე­ლა­ზე ახ­ლო­ბე­ლი რო­მე­ლია?

- ადა­მი­ან­ში ყვე­ლა­ნა­ი­რი ხა­სი­ა­თია თავ­მოყ­რი­ლი, მაგ­რამ ზოგი მი­ძი­ნე­ბუ­ლია, ზოგი - მძაფ­რად გა­მო­ხა­ტუ­ლი. რა­ღაც სა­ერ­თო ყვე­ლა გმირ­თან შე­იძ­ლე­ბა გა­მო­ნა­ხო. რო­გო­რი ხა­სი­ა­თიც როლს სჭირ­დე­ბა, შენ­ში ის თვი­სე­ბა უნდა გა­აღ­ვი­ძო, მსა­ხი­ობს ეს უნდა შე­ეძ­ლოს. მთა­ვა­რია, მა­ყუ­რებ­ლამ­დე გმი­რის ემო­ცია მი­ი­ტა­ნო. "კა­ხა­ბე­რის ხმალ­ში" ქო­სა­ტყუ­ი­ლას როლს ვას­რუ­ლებ­დი, ამ გმი­რის­თვის გა­მო­უ­ვა­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არ არ­სე­ბობ­და, ყვე­ლა სი­ტუ­ა­ცი­ი­დან სუფ­თად ძვრე­ბო­და და ეს ღრმად ფი­ლო­სო­ფი­უ­რი როლი დღემ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს.

- მი­თხა­რით, რომ ფილმზე - "ყვა­ვი­ლი თოვ­ლზე" პირ­და­პირ და­გამ­ტკი­ცეს. იმა­ვე­ნა­ი­რად მოხ­და "ფორტ ბო­ი­არ­დის" გა­და­ღე­ბი­სას, არა?

- ამ შემ­თხვე­ვა­ში სა­ბო­ლოო სი­ტყვა ფრანგ რე­ჟი­სორს უნდა ეთ­ქვა. მის ჩა­მოს­ვლამ­დე ქარ­თველ­მა რე­ჟი­სორ­მა გა­და­მი­ღო, თან მი­თხრა, - ნე­ტავ, თქვენ შე­გარ­ჩი­ო­ნო! ფრანგ კო­ლე­გას პირ­ვე­ლად ჩემ­ზე გა­და­ღე­ბუ­ლი ვი­დეო უჩ­ვე­ნა. მან კი თქვა, - საკ­მა­რი­სია, სხვა აღარ მა­ინ­ტე­რე­სებს, ეს მსა­ხი­ო­ბი უნდა და­ვამ­ტკი­ცოო. მერე ისე­თი რა­ღაც დას­ძი­ნა, რომ თქვენ კი გე­ტყვით, მაგ­რამ მე­უ­ხერ­ხუ­ლე­ბა, სირ­ცხვი­ლია და ჟურ­ნალ­ში ნუ და­წერთ...

- ასე­თი რა თქვა?

- ბედ­ნი­ე­რია ის ერი, რო­მელ­საც ასე­თი მსა­ხი­ო­ბი ჰყავ­სო. ნა­მე­ტა­ნი მო­უ­ვი­და. კე­თი­ლი მო­ხუ­ცი ვი­ყა­ვი და მინ­დო­და, მო­ნა­წი­ლე­ებს ამო­ცა­ნა გა­მო­ეც­ნოთ. მე, ნა­ნი­კო ხა­ზა­რა­ძე და დუტა ლა რო­შელ­ში ვცხოვ­რობ­დით. ქარ­თვე­ლე­ბის­გან შეკ­რე­ბი­ლი გუნ­დე­ბი ჩა­მო­დი­ოდ­ნენ და მა­ლე­ვე უკან ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ჯუ­ჯე­ბი ისე­თი სა­სა­ცი­ლო­ე­ბი იყ­ვნენ, ქალს არ გა­უშ­ვებ­დნენ, მის­თვის რომ არ ეჩ­ქმი­ტათ.

- ბა­ტო­ნო ლეო, თქვენს ქველ­მოქ­მე­დე­ბა­ზე უნდა გკი­თხოთ. ვიცი, რომ რე­გი­ო­ნებ­ში ხში­რად და­დი­ხართ და სპექ­ტაკ­ლებს ატა­რებთ.

- სა­მე­ბის ტა­ძა­რი რომ ვნა­ხე, აღვფრ­თო­ვან­დი და მა­შინ­ვე გა­ვი­ფიქ­რე, - რა­ღაც მეც უნდა გა­ვა­კე­თო-მეთ­ქი. ზამ­თა­რი იყო. მე­ო­რე დი­ლით ად­რი­ა­ნად ავ­დე­ქი. მე­უღ­ლემ მკი­თხა, - სად მი­დი­ხა­რო? - რე­გი­ო­ნებ­ში სპექ­ტაკ­ლე­ბის ჩა­ტა­რე­ბა უნდა და­ვი­წყო-მეთ­ქი. - ასეთ ქარ­ბუქ­ში სად უნდა წახ­ვი­დე? შუა ზამ­თა­რია, დათ­ბეს და მერე და­ი­წყე, რა­ტომ ჩქა­რო­ბო? შე­ვა­ტყვე, ჩემი საქ­ცი­ე­ლი მო­ე­წო­ნა, გა­უ­ხარ­და. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი ხე­ლო­ვა­ნებს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბო­და და მად­ლი­ე­რე­ბის ნიშ­ნად, პირ­ვე­ლად სა­ჩხე­რე­ში ჩა­ვე­დი. გამ­გე­ო­ბა­ში მი­ვე­დი და ჩემი გან­ზრახ­ვა გა­ვან­დე. გა­უკ­ვირ­დათ, - ვინც აქ ჩა­მო­დის, ბი­ლე­თე­ბის გა­სა­ღე­ბას გვთხოვს და თქვენ უფა­სოდ ჩა­ა­ტა­რებ­თო? სა­ჩხე­რე­ში რაც კი სკო­ლაა, ყვე­ლა მო­ვი­ა­რე, ერ­თიც არ და­მი­ტო­ვე­ბია.

- ივა­ნიშ­ვილ­საც ხომ არ შეხ­ვდით?

- არა და არც მინ­დო­და, რომ ეს გა­ე­გო, მა­შინ რაღა ქველ­მოქ­მე­დე­ბა იქ­ნე­ბო­და. იქ ან­გა­რე­ბის გამო არ წავ­სულ­ვარ. ჩემი გა­კე­თე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბი­დან თუ რამე მსი­ა­მოვ­ნებს, ერთ-ერთი ეს ნა­ბი­ჯია. ვიდ­რე ცო­ცხა­ლი ვარ, სულ უნდა ვი­ა­რო, არ მო­ვის­ვე­ნებ. ახლა გორ­ში მაქვს და­გეგ­მი­ლი ჩას­ვლა, სტუ­დენ­ტებ­სა და მოს­წავ­ლე­ებს "ბახ­ტრი­ო­ნი" უნდა ვუჩ­ვე­ნო. რაც შე­ე­ხე­ბა უფ­როს თა­ო­ბას, წარ­მოდ­გე­ნა გო­რის თე­ატ­რში უკვე ჩა­ვა­ტა­რე. სპექ­ტაკ­ლი რომ დამ­თავ­რდა, სცე­ნა­ზე ერთი კაცი ოჯახ­თან ერ­თად ამო­ვი­და და გა­მეც­ნო, - ვაჟა-ფშა­ვე­ლას შვილ­თაშ­ვი­ლი ვარო. ლე­ვა­ნი რომ და­უხვრი­ტეს, მისი შვი­ლიშ­ვი­ლი ყო­ფი­ლა და მა­საც ლე­ვა­ნი ჰქვია. მად­ლო­ბა გა­და­მი­ხა­და. რომ წა­მო­ვე­დი, ლუდი გა­მო­მა­ტა­ნა, რო­მე­ლიც გზა­ში გემ­რი­ე­ლად მი­ვირ­თვი. გო­რის შემ­დეგ იმე­რეთს ვეს­ტუმ­რე­ბი: ჯერ ქუ­თა­ის­ში ჩა­ვალ, მერე - ხა­რა­გა­ულ­ში. ახალ­ცი­ხე­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, თე­ლავ­ში, ოზურ­გეთ­ში, ლან­ჩხუთ­ში, ჩო­ხა­ტა­ურ­ში, ბახვში (სა­ი­და­ნაც ჩემი გვა­რია) უკვე ვი­ყა­ვი. სა­მეგ­რე­ლო­დან 2 დღის წინ დავ­ბრუნ­დი.

- წარ­სულს ხში­რად იხ­სე­ნებთ?

- ადა­მი­ა­ნი წარ­სუ­ლით ცხოვ­რობს: რაც ბავ­შვო­ბა­ში გან­გიც­დია, გა­და­გი­ტა­ნია, ის ემო­ცია ბო­ლომ­დე თან გდევს. მი­მაჩ­ნია, რომ ადა­მი­ა­ნი ბავ­შვო­ბის მერე დი­დად არც იც­ვლე­ბა. ვიდ­რე მსა­ხი­ო­ბო­ბას და­ვი­წყებ­დი, მორ­ცხვი ბიჭი ვი­ყა­ვი. ამ პრო­ფე­სი­ამ ენა ამო­მად­გმე­ვი­ნა... პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ბევ­რი ტკი­ვი­ლი მქონ­და: სამი მე­უღ­ლე მყავ­და და სა­მი­ვე გარ­და­მეც­ვა­ლა. ყვე­ლა­ზე დიდი ტკი­ვი­ლი ჩემი 16 წლის ქა­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა იყო. ბევ­რი საყ­ვა­რე­ლი ადა­მი­ა­ნი დავ­კარ­გე და მათი წას­ვლით გა­მოწ­ვე­უ­ლი სევ­და მუ­დამ თან მდევს, თავს ხში­რად მახ­სე­ნებს. ჩემი ცხოვ­რე­ბის გზა ია-ვარ­დით მო­ფე­ნი­ლი არ ყო­ფი­ლა, მაგ­რამ წარ­სუ­ლი­დან ბევ­რი კარ­გი დღეც მახ­სენ­დე­ბა. ბავ­შვო­ბა ქვიშ­ხეთ­ში, მწე­რალ­თა სახ­ლის ეზო­ში მაქვს გა­ტა­რე­ბუ­ლი. იქ ბევ­რი ვაშ­ლის ხე იდგა. ბავ­შვე­ბი ფეხ­ბურთს ვაშ­ლე­ბით ვთა­მა­შობ­დით. კონ­სტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დი­ას (ოჯახ­თან ერ­თად), კონ­სტან­ტი­ნე ლორ­თქი­ფა­ნი­ძეს, გოგ­ლა ლე­ო­ნი­ძე­სა და ბევრ სხვა მწე­რალს ვხვდე­ბო­დი. ქვიშ­ხეთ­ში ბე­ბი­ას დავ­ყავ­დი. სწო­რედ იმ პე­რი­ო­დის გა­მო­ძა­ხი­ლია ჩემი სპექ­ტაკ­ლი - "ქვიშ­ხუ­რი ეს­კი­ზე­ბი".

- რა არის ცხოვ­რე­ბა­ში მთა­ვა­რი?

- როცა ვინ­მეს კარ­გს გა­უ­კე­თებ, გი­ხა­რია?

- რა თქმა უნდა!

- ამა­ში ცო­ტა­თი ეგო­იზ­მიც არის. სი­კე­თე მეც მი­კე­თე­ბია და ხში­რად ისე, რომ იმ ადა­მი­ანს არც კი გა­უ­გია. ეს თვი­სე­ბა ბავ­შვო­ბი­დან მქონ­და. ერთ ამ­ბავს გა­ვიხ­სე­ნებ: ჩემს ბავ­შვო­ბა­ში ფილ­მი "მხი­ა­რუ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა" გა­დი­ო­და. ომის დრო იყო, ყვე­ლას უჭირ­და. ბე­ბი­ას სა­ხელ­მწი­ფოს­გან ცო­ტა­თი უკე­თე­სი "პა­ი­ო­კი" ჰქონ­და. ერთხელ მან­და­რი­ნი მის­ცეს. ბავ­შვე­ბი შე­ვა­გუ­ლი­ა­ნე, - კარ­გი ფილ­მი გა­დის და აუ­ცი­ლებ­ლად ნა­ხეთ-მეთ­ქი. მშობ­ლებ­მა ფული ყვე­ლას მის­ცეს, მაგ­რამ ერთი ბავ­შვი ვერ მო­დი­ო­და. სა­გო­ნე­ბელ­ში ჩავ­ვარ­დი, ბი­ლე­თი 1 მა­ნე­თი ღირ­და და გა­დამ­ყიდ­ვე­ლე­ბი 15 მა­ნე­თად ყიდ­დნენ. ცხოვ­რე­ბა­ში პირ­ვე­ლად ვი­ქურ­დე: სახ­ლში მი­ვე­დი, მან­და­რი­ნი მო­ვი­პა­რე და გავ­ყი­დე. 15 მა­ნე­თი შე­ვაგ­რო­ვე, მე­გობ­რის­თვის ბი­ლე­თი შე­ვი­ძი­ნე და მი­ვუ­ტა­ნე, მაგ­რამ არ მით­ქვამს, ფული რო­გორ ვი­შო­ვე.

- მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის კო­რი­ფე­ე­ბის გვერ­დით თა­მა­შობ­დით. ამ ადა­მი­ა­ნებს რო­გორ გა­იხ­სე­ნებთ?

- სე­სი­ლია თა­ყა­იშ­ვილ­თან ყვე­ლა­ზე მე­ტად მქონ­და შე­ხე­ბა. ზუ­რი­კე­ლას როლ­ზე რომ და­მამ­ტკი­ცეს, გმი­რის ხა­სი­ა­თის ჩვე­ნე­ბა მალე და­ვი­წყე. სე­სი­ლი­ამ და­მა­რი­გა, - ასე არ გინ­და! შენ ახალ, სხვა ადა­მი­ანს თა­მა­შობ, შენს თავ­ში გა­მო­ნა­ხე ზუ­რი­კე­ლას თვი­სე­ბე­ბი და გმი­რის ხა­სი­ა­თი ისე აა­წყვეო. და­ვუ­ჯე­რე. და­რი­გე­ბებ­საც მაძ­ლევ­დნენ და არც სა­ქე­ბარ სი­ტყვებს იშუ­რებ­დნენ. ისი­ნი ახალ­გაზ­რდებს სწორ შე­ნიშ­ვნებს გვაძ­ლევ­დნენ. ძა­ლი­ან კარ­გი ხალ­ხი იყო. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძე დღემ­დე გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს. მხატ­ვრუ­ლი კი­თხვა მან შე­მაყ­ვა­რა.

- დღეს ამ თე­ატ­რის ახ­ალ­გაზ­რდა თა­ო­ბას­თან რო­გო­რი ურ­თი­ერ­თო­ბა გაქვთ?

- ვგრძნობ, პა­ტივს მცე­მენ. რომ შევ­დი­ვარ, თბი­ლად მე­გე­ბე­ბი­ან და ეს ძა­ლი­ან მა­ხა­რებს. ვფიქ­რობ, კარ­გი თა­ო­ბა მო­დის. ისი­ნი დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში კი­დევ უფრო მე­ტად და­ოს­ტატ­დე­ბი­ან. ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის მო­მა­ვა­ლი მა­თია, მო­მა­ვალს კი ყო­ველ­თვის იმე­დით შევ­ყუ­რებ.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული

ლეო ანთაძის ტკივილი და სიხარული

მისი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა. წარსულიდან ტკივილიც ბევრი ახსოვს და სიხარულიც. პატარა ბიჭი იყო, როცა მსახიობმა ნატო ვაჩნაძემ უწინასწარმეტყველა, - შენგან კარგი მსახიობი დადგებაო. დამსახურებული არტისტის წოდება 26 წლის ასაკში მიიღო, მაშინდელ საბჭოთა კავშირში კი მსგავსი პრეცედენტი არც არსებობდა. თითქმის 60 წელია, მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე დგას. ის საქართველოში უყვართ და აფასებენ. თავადაც დიდ სითბოს გასცემს, ქველმოქმედებაში აქტიურად არის ჩართული და ამბობს: "ვიდრე ცოცხალი ვარ, არ მოვისვენებ, ასე ვივლი რეგიონებში და სპექტაკლებს ჩავატარებ". მსახიობი ლეო ანთაძე საკუთარი ცხოვრების გზაზე მოგვითხრობს.

- მამა რეჟისორი იყო, დედა - მსახიობი. ხელოვნებას ადრეული ასაკიდანვე ვეზიარე. ჩვენს ოჯახში მწერლები და მსახიობები ხშირად იკრიბებოდნენ. ბებიაჩემი ნინო ნაკაშიძე გახლდათ. პატარა ბიჭი ვიყავი, როცა პიესების წერა დავიწყე, ეზოს ბავშვებს ავიყოლიებდი და საოჯახო სპექტაკლებს ვდგამდით. დრამატულ წრეზეც დავდიოდი. პატარაობისას კალათბურთით და ჭიდაობითაც ვიყავი გატაცებული. ერთხელ სტადიონზე თამაშს ვესწრებოდი. ერთი კალათბურთელი არ მოვიდა და მითხრეს, - თუ გინდა, სტადიონზე გაგიყვანთო. ვარჯიში ახალი დაწყებული მქონდა და წესებიც არ ვიცოდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. ჩემთვის ფორმა არ აღმოჩნდა. იმ დღეს დედაჩემის შეკერილი ფართო ფოხანი მეცვა. კერვის დროს ქსოვილი დააკლდა და წინ სხვა ფერის ნაჭერი ჩაამატა. სტადიონზე ფოხანით გავედი. ხალხმა იხუვლა (ძალიან ბევრი მაყურებელი ესწრებოდა). თამაშს ვინღა უყურებდა, ყურადღების ცენტრში ვიყავი. ბურთს რომ მაწოდებდნენ, დაჭერაც მიჭირდა. ეს კომედია იყო, მაგრამ ის თამაში მოვიგეთ. გასახდელში რომ შევედით, ჩემს სანახავად მოსული ხალხის რიგი დადგა, იცინოდნენ. მაშინ მეშვიდე კლასში ვიყავი. მერე კალათბურთს კარგად დავეუფლე, გამთამაშებელი ვიყავი, მაგრამ ჩემი ტანის კაცისგან კარგი კალათბურთელი ვერ გამოვიდოდა.

- თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარების პერიოდი როგორ გახსოვთ? თქვენი გამომცდელები ვინ იყვნენ?

- აკაკი ხორავა და დოდო ალექსიძე. ხორავას თვალში არ მოვუვედი, რადგან რუსთაველის თეატრის სცენისთვის ტანად და წარმოსადეგ ბიჭებს არჩევდა. ისეთი ეტიუდები მომცა, შესრულება ყველას გაუჭირდებოდა. დამავალა, - 3 წერილი დაწერე: ერთით მეგობარს სამწუხარო ამბავი ამცნე, მეორით - სასიხარულო და მესამე წერილით ფული სთხოვეო.

- ხორავამ ამის გამო დაგიწუნათ?

- დამიწუნა, მაგრამ ალექსიძემ მიშველა. ლექსი წამაკითხა და თქვა, - ამ ყმაწვილს ჩემს გუნდში ავიყვანო.

- სტუდენტობისას ხორავასთან შეხება აღარ გქონიათ?

- სადიპლომო სპექტაკლში მასთან ერთად "ორი ბატონის მსახურში" ვითამაშე. წარმოდგენა რომ დამთავრდა, გულში ჩამიხუტა, მომეფერა და მითხრა, - რუსთაველის თეატრში უნდა წამოხვიდეო. ხომ არ ვეტყოდი, ის ბიჭი ვარ, თქვენ რომ დაიწუნეთ-მეთქი (იცინის)?! სიმართლე ვუთხარი: უკვე მარჯანიშვილის თეატრში, ყუშიტაშვილმა წამიყვანა-მეთქი. ამ თეატრის დასში 1955 წლიდან ვარ.

- მარჯანიშვილის თეატრის სცენაზე თქვენი პირველი როლი გამორჩეულად გახსოვთ?

- ყუშიტაშვილმა "ზვავი" დადგა, სადაც პატარა, ობოლი ბიჭის როლს ვასრულებდი. დიდი მსახიობები მეფერებოდნენ. ერთ დღეს ვასო გოძიაშვილმა მუხლებზე დამისვა და მითხრა: იცი, რა კარგი ხარო? უფროსებისგან დიდ სითბოს ვგრძნობდი და ეს სტიმულს მაძლევდა.

- თქვენი სამსახიობო ბიოგრაფია იმითაც არის გამორჩეული, რომ 26 წლის ასაკში დამსახურებული არტისტის წოდება მოგანიჭეს.

- დიახ, ჩემამდე ეს წოდება 29 წლის ასაკში ერთ რუს მსახიობს ჰქონდა მინიჭებული და მისი რეკორდი მოვხსენი.

- ეს წარმატება რომელმა როლმა მოგიტანათ?

- "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას როლი ვითამაშე. ეს სპექტაკლი 600-ჯერ მაინც მაქვს ნათამაშები. ამ როლში თავს კარგად ვგრძნობდი.

- და დღემდე გამორჩეულად გიყვართ?

- ასეც ვერ ვიტყვი, სხვა როლებიც მიყვარს.

- ფილმის - "ყვავილი თოვლზე" გადასაღებ მოედანზე როგორ მოხვდით?

- მანამდე იყო სპექტაკლი "მკაცრი ქალიშვილები", რომელშიც ერთი პატარა, მაგრამ სახასიათო როლი შევასრულე. სპექტაკლი შოთა მანაგაძის შვილს, ნოდარს უნახავს და მამისთვის ურჩევია, - კახაბერის როლზე ლეო ანთაძის გარდა, არავინ აიყვანოო. სპექტაკლი შოთამაც ნახა და როლზე დამამტკიცა. მაშინ მისი ეს ნაბიჯი გააპროტესტეს, უსაყვედურეს, - ბევრი მსახიობი უნდა გასინჯო და არჩევანი ისე გააკეთოო. მან არავის დაუჯერა.

- გადაღების პერიოდი როგორ გახსენდებათ?

- თოვლში ბევრი ვიგორავე. ერთი კადრია, სადაც მე და ჯულიეტა ვაშაყმაძეს თოვლს გვაყრიან, ვიფარებით; მერე ორივე ერთდროულად უნდა ამოვიდეთ და გავიღიმოთ. მაშინ ამ ყველაფრის გაკეთება ტექნიკურად რთული იყო. რომ დაგვმარხეს, მერე დაიწყეს განათების დაყენება და ვგრძნობდი, ყინული ფილტვებში როგორ ჩამდიოდა. ჰოდა, ვეღარ გავძელი და ამოვხტი. გაბრაზებულმა ვიყვირე, - ამდენი ხანი რას აკეთებთ-მეთქი? ხელახლა ჩამფლეს. მერე გადაღება დაიწყო. თოვლიდან ორივე ამოვედით და ჯულიეტას შევხედე, - თმაგაწეწილს, გრძელ წამწამებსა და წარბებზე თოვლი ისე სასაცილოდ ეყარა, რომ გულიანად გადავიხარხარე. ოპერატორმა თქვა, კიდევ ერთი დუბლი უნდა გადავიღოთო. მიზეზად არასწორად დაყენებული განათება დაასახელა. მეორე კადრიც გადაიღეს, მაგრამ ისე გულიანად აღარ გამეცინა. გული დამწყდა, რადგან უმნიშვნელო ჩრდილის გამო ეს კარგი კადრი ფილმში არ შევიდა.

- ბატონო ლეო, თოვლში ჩაფლობა არ სჯობდა ზურაბ ქაფიანიძისგან რამდენჯერმე ცემას, რომელიც ფილმის - "წკიპურტები" გადაღებისას დაგემართათ?

- აბა, ეგ რა გამახსენე, იცი, რა მაგრად მცემა? პირველი კადრი რომ გადავიღეთ, რეჟისორი უკმაყოფილო იყო და ზურას უთხრა, - გეტყობა, გამეტებით არ ურტყამო. მეორე დუბლი გადავიღეთ, ნეკნებთან ბალიშები ჩამიდეს, თან ზურას ახელებენ: "დაჭმუჭნე! დაარტყი! შუაზე გახიე!.." მგონი, 10 დუბლი გადავიღეთ, რეჟისორი კი კვლავ უკმაყოფილო იყო. ზურა გაბრაზდა, - ასე გამეტებით როგორ ვცემოო?! - და გადასაღები მოედნიდან გაიქცა. დავედევნე, დიდხანს ვეხვეწე: ოღონდ მობრუნდი და მცემე-მეთქი. მობრუნდა და მერე მართლა ძალიან მირტყა. რამდენიმე დღის შემდეგ რეჟისორს დავურეკე, - რა ხდება-მეთქი? თან ისეთ დღეში ვარ, ყველაფერი მტკი­ვა, ძლივს ვლაპარაკობ. მასალა ვნახე, ყველაფერი კარგად არის, ოღონდ შენი ცემის სცენა ხელახლა უნდა გადავიღოთ, იმ ადგილზე ფირია გაკაწრულიო... წარმოიდგინეთ, რა დამემართებოდა. ქაფიანიძემ კიდევ ერთხელ მცემა, სულ დალურჯებული ვიყავი.

- მსახიობების ნაწილს ფილმში თამაშს ურჩევნია, სცენაზე იდგეს. თქვენს შემთხვევაშიც ასეა?

- კამერის წინ მუშაობაც მიყვარს და სცენაზე თამაშიც. ეს სხვადასხვა გრძნობაა, ერთმანეთს ვერც კი შევადარებ, მაგრამ დარბაზიდან უფრო მეტი ემოცია მოდის.

- მარჯანიშვილის თეატრის წინ ერთ ვარსკვლავს თქვენი სახელი და გვარი აწერია. ეს რა განცდაა?

- სასიამოვნოა, რადგან ეს ჩემი შემოქმედების დაფასებაა.

- შემინიშნავს, გამვლელები ვარსკვლავებზე ფეხის დადგმას ერიდებიან...

- მეც ასე ვიქცევი, ფეხს ვარიდებ ხოლმე, მიუხედავად იმისა, რომ აღმაშენებელმა დაიბარა, - ფეხი გულზე დამადგითო.

- ერთხელ თქვით, - "ჩემი ცოლის დაქალებში" ნათესავის პროტოტიპს ვთამაშობო.

- დიახ. ბავშვობაში ოზურგეთში ნათესავებთან ხშირად დავდიოდი. მამაჩემის ბიძაშვილის მეუღლე განსხვავებული გურული კაცი იყო.

- "განსხვავებული გურული" როგორია?

- გურულები ხომ ფიცხები და სწრაფები არიან, ეს კაცი კი დინჯი იყო, აუჩქარებელი. ორ სიტყვას არ ამბობდა, მაგრამ თუ იტყოდა, მთელი ოჯახი კანკალებდა. წესრიგი უყვარდა. ერთხელ ცოლმა ღომი მიართვა. - რაია, ქალო, ეს? - რაია და ღომია. - რაის ღომია, ეს ღომი კი არა... მთელი საათი ასე გაგრძელდა. - წისქვილში დაფქული ღერღილის ღომია, - მის დარწმუნებას ცდილობდა მეუღლე, მაგრამ ამაოდ. ღომი ღომია და რა ვიცი, სხვანაირი როგორი უნდა ყოფილიყო?

- თეატრსა და კინოში არაერთი როლი გაქვთ ნათამაშები. თქვენთვის ყველაზე ახლობელი რომელია?

- ადამიანში ყველანაირი ხასიათია თავმოყრილი, მაგრამ ზოგი მიძინებულია, ზოგი - მძაფრად გამოხატული. რაღაც საერთო ყველა გმირთან შეიძლება გამონახო. როგორი ხასიათიც როლს სჭირდება, შენში ის თვისება უნდა გააღვიძო, მსახიობს ეს უნდა შეეძლოს. მთავარია, მაყურებლამდე გმირის ემოცია მიიტანო. "კახაბერის ხმალში" ქოსატყუილას როლს ვასრულებდი, ამ გმირისთვის გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობდა, ყველა სიტუაციიდან სუფთად ძვრებოდა და ეს ღრმად ფილოსოფიური როლი დღემდე გამორჩეულად მიყვარს.

- მითხარით, რომ ფილმზე - "ყვავილი თოვლზე" პირდაპირ დაგამტკიცეს. იმავენაირად მოხდა "ფორტ ბოიარდის" გადაღებისას, არა?

- ამ შემთხვევაში საბოლოო სიტყვა ფრანგ რეჟისორს უნდა ეთქვა. მის ჩამოსვლამდე ქართველმა რეჟისორმა გადამიღო, თან მითხრა, - ნეტავ, თქვენ შეგარჩიონო! ფრანგ კოლეგას პირველად ჩემზე გადაღებული ვიდეო უჩვენა. მან კი თქვა, - საკმარისია, სხვა აღარ მაინტერესებს, ეს მსახიობი უნდა დავამტკიცოო. მერე ისეთი რაღაც დასძინა, რომ თქვენ კი გეტყვით, მაგრამ მეუხერხულება, სირცხვილია და ჟურნალში ნუ დაწერთ...

- ასეთი რა თქვა?

- ბედნიერია ის ერი, რომელსაც ასეთი მსახიობი ჰყავსო. ნამეტანი მოუვიდა. კეთილი მოხუცი ვიყავი და მინდოდა, მონაწილეებს ამოცანა გამოეცნოთ. მე, ნანიკო ხაზარაძე და დუტა ლა როშელში ვცხოვრობდით. ქართველებისგან შეკრებილი გუნდები ჩამოდიოდნენ და მალევე უკან ბრუნდებოდნენ. ჯუჯები ისეთი სასაცილოები იყვნენ, ქალს არ გაუშვებდნენ, მისთვის რომ არ ეჩქმიტათ.

- ბატონო ლეო, თქვენს ქველმოქმედებაზე უნდა გკითხოთ. ვიცი, რომ რეგიონებში ხშირად დადიხართ და სპექტაკლებს ატარებთ.

- სამების ტაძარი რომ ვნახე, აღვფრთოვანდი და მაშინვე გავიფიქრე, - რაღაც მეც უნდა გავაკეთო-მეთქი. ზამთარი იყო. მეორე დილით ადრიანად ავდექი. მეუღლემ მკითხა, - სად მიდიხარო? - რეგიონებში სპექტაკლების ჩატარება უნდა დავიწყო-მეთქი. - ასეთ ქარბუქში სად უნდა წახვიდე? შუა ზამთარია, დათბეს და მერე დაიწყე, რატომ ჩქარობო? შევატყვე, ჩემი საქციელი მოეწონა, გაუხარდა. ბიძინა ივანიშვილი ხელოვანებს წლების განმავლობაში გვეხმარებოდა და მადლიერების ნიშნად, პირველად საჩხერეში ჩავედი. გამგეობაში მივედი და ჩემი განზრახვა გავანდე. გაუკვირდათ, - ვინც აქ ჩამოდის, ბილეთების გასაღებას გვთხოვს და თქვენ უფასოდ ჩაატარებთო? საჩხერეში რაც კი სკოლაა, ყველა მოვიარე, ერთიც არ დამიტოვებია.

- ივანიშვილსაც ხომ არ შეხვდით?

- არა და არც მინდოდა, რომ ეს გაეგო, მაშინ რაღა ქველმოქმედება იქნებოდა. იქ ანგარების გამო არ წავსულვარ. ჩემი გაკეთებული საქმეებიდან თუ რამე მსიამოვნებს, ერთ-ერთი ეს ნაბიჯია. ვიდრე ცოცხალი ვარ, სულ უნდა ვიარო, არ მოვისვენებ. ახლა გორში მაქვს დაგეგმილი ჩასვლა, სტუდენტებსა და მოსწავლეებს "ბახტრიონი" უნდა ვუჩვენო. რაც შეეხება უფროს თაობას, წარმოდგენა გორის თეატრში უკვე ჩავატარე. სპექტაკლი რომ დამთავრდა, სცენაზე ერთი კაცი ოჯახთან ერთად ამოვიდა და გამეცნო, - ვაჟა-ფშაველას შვილთაშვილი ვარო. ლევანი რომ დაუხვრიტეს, მისი შვილიშვილი ყოფილა და მასაც ლევანი ჰქვია. მადლობა გადამიხადა. რომ წამოვედი, ლუდი გამომატანა, რომელიც გზაში გემრიელად მივირთვი. გორის შემდეგ იმერეთს ვესტუმრები: ჯერ ქუთაისში ჩავალ, მერე - ხარაგაულში. ახალციხეში, ახალქალაქში, თელავში, ოზურგეთში, ლანჩხუთში, ჩოხატაურში, ბახვში (საიდანაც ჩემი გვარია) უკვე ვიყავი. სამეგრელოდან 2 დღის წინ დავბრუნდი.

- წარსულს ხშირად იხსენებთ?

- ადამიანი წარსულით ცხოვრობს: რაც ბავშვობაში განგიცდია, გადაგიტანია, ის ემოცია ბოლომდე თან გდევს. მიმაჩნია, რომ ადამიანი ბავშვობის მერე დიდად არც იცვლება. ვიდრე მსახიობობას დავიწყებდი, მორცხვი ბიჭი ვიყავი. ამ პროფესიამ ენა ამომადგმევინა... პირად ცხოვრებაში ბევრი ტკივილი მქონდა: სამი მეუღლე მყავდა და სამივე გარდამეცვალა. ყველაზე დიდი ტკივილი ჩემი 16 წლის ქალიშვილის გარდაცვალება იყო. ბევრი საყვარელი ადამიანი დავკარგე და მათი წასვლით გამოწვეული სევდა მუდამ თან მდევს, თავს ხშირად მახსენებს. ჩემი ცხოვრების გზა ია-ვარდით მოფენილი არ ყოფილა, მაგრამ წარსულიდან ბევრი კარგი დღეც მახსენდება. ბავშვობა ქვიშხეთში, მწერალთა სახლის ეზოში მაქვს გატარებული. იქ ბევრი ვაშლის ხე იდგა. ბავშვები ფეხბურთს ვაშლებით ვთამაშობდით. კონსტანტინე გამსახურდიას (ოჯახთან ერთად), კონსტანტინე ლორთქიფანიძეს, გოგლა ლეონიძესა და ბევრ სხვა მწერალს ვხვდებოდი. ქვიშხეთში ბებიას დავყავდი. სწორედ იმ პერიოდის გამოძახილია ჩემი სპექტაკლი - "ქვიშხური ესკიზები".

- რა არის ცხოვრებაში მთავარი?

- როცა ვინმეს კარგს გაუკეთებ, გიხარია?

- რა თქმა უნდა!

- ამაში ცოტათი ეგოიზმიც არის. სიკეთე მეც მიკეთებია და ხშირად ისე, რომ იმ ადამიანს არც კი გაუგია. ეს თვისება ბავშვობიდან მქონდა. ერთ ამბავს გავიხსენებ: ჩემს ბავშვობაში ფილმი "მხიარული ახალგაზრდობა" გადიოდა. ომის დრო იყო, ყველას უჭირდა. ბებიას სახელმწიფოსგან ცოტათი უკეთესი "პაიოკი" ჰქონდა. ერთხელ მანდარინი მისცეს. ბავშვები შევაგულიანე, - კარგი ფილმი გადის და აუცილებლად ნახეთ-მეთქი. მშობლებმა ფული ყველას მისცეს, მაგრამ ერთი ბავშვი ვერ მოდიოდა. საგონებელში ჩავვარდი, ბილეთი 1 მანეთი ღირდა და გადამყიდველები 15 მანეთად ყიდდნენ. ცხოვრებაში პირველად ვიქურდე: სახლში მივედი, მანდარინი მოვიპარე და გავყიდე. 15 მანეთი შევაგროვე, მეგობრისთვის ბილეთი შევიძინე და მივუტანე, მაგრამ არ მითქვამს, ფული როგორ ვიშოვე.

- მარჯანიშვილის თეატრში ქართული თეატრის კორიფეების გვერდით თამაშობდით. ამ ადამიანებს როგორ გაიხსენებთ?

- სესილია თაყაიშვილთან ყველაზე მეტად მქონდა შეხება. ზურიკელას როლზე რომ დამამტკიცეს, გმირის ხასიათის ჩვენება მალე დავიწყე. სესილიამ დამარიგა, - ასე არ გინდა! შენ ახალ, სხვა ადამიანს თამაშობ, შენს თავში გამონახე ზურიკელას თვისებები და გმირის ხასიათი ისე ააწყვეო. დავუჯერე. დარიგებებსაც მაძლევდნენ და არც საქებარ სიტყვებს იშურებდნენ. ისინი ახალგაზრდებს სწორ შენიშვნებს გვაძლევდნენ. ძალიან კარგი ხალხი იყო. სერგო ზაქარიაძე დღემდე გამორჩეულად მიყვარს. მხატვრული კითხვა მან შემაყვარა.

- დღეს ამ თეატრის ახ­ალგაზრდა თაობასთან როგორი ურთიერთობა გაქვთ?

- ვგრძნობ, პატივს მცემენ. რომ შევდივარ, თბილად მეგებებიან და ეს ძალიან მახარებს. ვფიქრობ, კარგი თაობა მოდის. ისინი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო მეტად დაოსტატდებიან. ქართული თეატრის მომავალი მათია, მომავალს კი ყოველთვის იმედით შევყურებ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება