პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ორსულთა დიეტა და კვების თავისებურებები
ორსულთა დიეტა და კვების თავისებურებები

დი­ე­ტა, რო­გორც სწო­რი კვე­ბა მე­ტად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ორ­სუ­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში, რად­გან ამ დროს საკ­ვე­ბი არა მხო­ლოდ დე­დას, არა­მედ ნა­ყოფ­საც სჭირ­დე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი, რა­საც ორ­სუ­ლი მი­ირ­თმევს, ერ­თგვა­რი სა­შე­ნი მა­სა­ლაა მუც­ლად­მყო­ფი ბავ­შვის ორ­გა­ნიზ­მის­თვის.

და­ვი­წყოთ ცი­ლე­ბით. მათ სხვაგ­ვა­რად ორ­გა­ნიზ­მის სა­შენ მა­სა­ლა­საც უწო­დე­ბენ. ცილა ორ­სულს (და, შე­სა­ბა­მი­სად, ნა­ყოფს) ყვე­ლა­ზე დიდი რა­ო­დე­ნო­ბით მე­ო­რე ტრი­მესტრში ანუ ნა­ყო­ფის აქ­ტი­უ­რი ზრდის პე­რი­ოდ­ში სჭირ­დე­ბა. ორ­სუ­ლო­ბის მე-5 თვი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ქალ­მა დღე­ში 100გ-მდე ცილა უნდა მი­ი­ღოს.

მარ­თა­ლია, ცილა უამ­რავ საკ­ვებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა, მაგ­რამ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ცი­ლე­ბი მა­ინც ცხო­ვე­ლურ სურ­სათ­შია თავ­მოყ­რი­ლი. ტყუ­ი­ლად როდი და­არ­ქვეს ამი­ნომ­ჟა­ვებს (სწო­რედ მათ­გან შედ­გე­ბა ცი­ლე­ბი) შე­უც­ვლე­ლი - ისი­ნი ჩვენ­სა­ვე ორ­გა­ნიზ­მში კი არ წარ­მო­იქ­მნე­ბა, არა­მედ საკ­ვე­ბის მეშ­ვე­ო­ბით ხვდე­ბა იქ, თა­ნაც მხო­ლოდ და მხო­ლოდ ცხო­ვე­ლურ პრო­დუქ­ტებ­ში მო­ი­პო­ვე­ბა.

ამ­დე­ნად, ორ­სუ­ლის ულუ­ფა 100 გ ცი­ლი­დან 60% სა­სურ­ვე­ლია ცხო­ვე­ლუ­რი წარ­მო­შო­ბის იყოს. აქე­დან 30% ხორ­ცი და უცხი­მო თევ­ზი უნდა იყოს, 25% - რძის ნა­წარ­მი, ხოლო 5% - კვერ­ცხი. სა­ერ­თო ჯამ­ში, მე­ნიუ და­ახ­ლო­ე­ბით ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 100-150 გ სა­ქონ­ლის (უმ­ჯო­ბე­სია ხბოს) ხორ­ცი, 120-200 გ თევ­ზი, 50-100 გ უცხი­მო ხაჭო, 50-70 გ ყვე­ლი. და­ნარ­ჩე­ნი 40% ხილ­სა და ბოსტნე­ულ­ზე მო­დის.

გახ­დო­მის მიზ­ნით არამც და არამც არ გირ­ჩევთ მხო­ლოდ ვე­გე­ტა­რი­ა­ნუ­ლი საკ­ვე­ბის მი­ღე­ბას. გარ­და იმი­სა, რომ ორ­გა­ნიზმს (ნა­ყოფს!) შე­უც­ვლე­ლი ამი­ნომ­ჟა­ვე­ბი მო­აკ­ლდე­ბა, ად­ვი­ლი შე­საძ­ლე­ბე­ლია, მე­ტე­ო­რიზ­მმა შე­გა­წუ­ხოთ.

მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ცხი­მე­ბიც. მათი დღი­უ­რი მო­თხოვ­ნი­ლე­ბა ორ­სუ­ლის­თვის 80 გ-ია. უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეთ მცე­ნა­რე­ულ, არა­რა­ფი­ნი­რე­ბულ ცხი­მებს.

გა­ით­ვა­ლის­წი­ნეთ, რომ ცხი­მე­ბი (გან­სა­კუთ­რე­ბით - უჯე­რი) აუ­ცი­ლე­ბე­ლია თა­ვის ტვი­ნი­სა და თვა­ლის ბა­დუ­რას ფორ­მი­რე­ბის­თვის. გარ­და ამი­სა, ცხი­მე­ბი ხელს უწყობს ზო­გი­ერ­თი (ე.წ. ცხიმ­ში ხსნა­დი) ვი­ტა­მი­ნის (A-ს, D-სა და E-ს) შეთ­ვი­სე­ბას.

იხი­ლეთ ვრცლად

ორსულთა დიეტა და კვების თავისებურებები

ორსულთა დიეტა და კვების თავისებურებები

დიეტა, როგორც სწორი კვება მეტად მნიშვნელოვანია ორსულობის პერიოდში, რადგან ამ დროს საკვები არა მხოლოდ დედას, არამედ ნაყოფსაც სჭირდება. ყველაფერი, რასაც ორსული მიირთმევს, ერთგვარი საშენი მასალაა მუცლადმყოფი ბავშვის ორგანიზმისთვის.

დავიწყოთ ცილებით. მათ სხვაგვარად ორგანიზმის საშენ მასალასაც უწოდებენ. ცილა ორსულს (და, შესაბამისად, ნაყოფს) ყველაზე დიდი რაოდენობით მეორე ტრიმესტრში ანუ ნაყოფის აქტიური ზრდის პერიოდში სჭირდება. ორსულობის მე-5 თვიდან მოყოლებული, ქალმა დღეში 100გ-მდე ცილა უნდა მიიღოს.

მართალია, ცილა უამრავ საკვებში მოიპოვება, მაგრამ ჯანმრთელობისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ცილები მაინც ცხოველურ სურსათშია თავმოყრილი. ტყუილად როდი დაარქვეს ამინომჟავებს (სწორედ მათგან შედგება ცილები) შეუცვლელი - ისინი ჩვენსავე ორგანიზმში კი არ წარმოიქმნება, არამედ საკვების მეშვეობით ხვდება იქ, თანაც მხოლოდ და მხოლოდ ცხოველურ პროდუქტებში მოიპოვება.

ამდენად, ორსულის ულუფა 100 გ ცილიდან 60% სასურველია ცხოველური წარმოშობის იყოს. აქედან 30% ხორცი და უცხიმო თევზი უნდა იყოს, 25% - რძის ნაწარმი, ხოლო 5% - კვერცხი. საერთო ჯამში, მენიუ დაახლოებით ასე გამოიყურება: 100-150 გ საქონლის (უმჯობესია ხბოს) ხორცი, 120-200 გ თევზი, 50-100 გ უცხიმო ხაჭო, 50-70 გ ყველი. დანარჩენი 40% ხილსა და ბოსტნეულზე მოდის.

გახდომის მიზნით არამც და არამც არ გირჩევთ მხოლოდ ვეგეტარიანული საკვების მიღებას. გარდა იმისა, რომ ორგანიზმს (ნაყოფს!) შეუცვლელი ამინომჟავები მოაკლდება, ადვილი შესაძლებელია, მეტეორიზმმა შეგაწუხოთ.

მნიშვნელოვანია ცხიმებიც. მათი დღიური მოთხოვნილება ორსულისთვის 80 გ-ია. უპირატესობა მიანიჭეთ მცენარეულ, არარაფინირებულ ცხიმებს.

გაითვალისწინეთ, რომ ცხიმები (განსაკუთრებით - უჯერი) აუცილებელია თავის ტვინისა და თვალის ბადურას ფორმირებისთვის. გარდა ამისა, ცხიმები ხელს უწყობს ზოგიერთი (ე.წ. ცხიმში ხსნადი) ვიტამინის (A-ს, D-სა და E-ს) შეთვისებას.

იხილეთ ვრცლად

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს