სამწუხაროდ ზღაპრებში არსებული მარადიული ახალგაზრდობა და სილამაზე არ არსებობს. წლები თავის კვალს ტოვებს. 30 წლის შემდეგ კანი კარგავს თავის ელასტიურობას და ტენიანობას. რა ხერხს არ მიმართავდა ეგვიპტის დედოფალი კლეოპატრა, რომ შეენარჩუნებინა ახალგაზრდობა. ღებულობდა სხვადასხვანაირ აბაზანებს, იყენებდა ათასნაირ ნიღბებს.
კლინიკა "მედი" კი გთავაზობთ ძალიან მარტივ და ეფექტურ მეთოდს რეაბილიტაციის გარეშე, ტექნოლოგიით - Thermage!
"თერმაჟმა თავდაყირა დააყენა შეხედულება გაახალგაზრდავების თანამედროვე მეთოდებზე. ბევრ პაციენტს უნდა კანის ლიფტინგის მიღწევა ქირურგიული ჩარევის გარეშე, ახლა ეს უკვე შესაძლებელია. 30 წუთის განმავლობაში ვიღებთ შედეგს, რომლის მისაღწევად ადრე საჭირო იყო მრავალსაათიანი პლასტიკური ოპერაცია და თვეები რეაბილიტაციისთვის. გამოხმაურება კმაყოფილი პაციენტების დიდია, ვინც კი გაიგო ამ პროცედურის შესახებ სურვილი აქვთ საკუთარ თავზე გამოსცადოს იგი და ვინც ჩაიტარა თერმაჟი, აღფრთოვანებულები არიან შედეგით."
Michael kaminer მედიცინის დოქტორი, იელისა და დარმუტის სამედიცინო სკოლების დერმატოლოგიის დოცენტი.
თერმაჟი გახდა №1 მეთოდი აპარატურულ გაახალგაზრდავებაში. თერმაჟის მეშვეობით უკვე შესაძლებელია დავიბრუნოთ ახალგაზრდობის წლები და ყველა ასაკში გამოვიყურებოდეთ შესანიშნავად!
რა არის თერმაჟი?
ეს არის გაახალგაზრდავება და ლიფტინგი არაქირურგიული მეთოდით, რომელიც ტარდება მხოლოდ აპარატით - ThermaCool. კლინიკურად დადასტურებულია, რომ თერმაჟის პროცედურის შემდეგ კანი არის მკვრივი, გლუვი და გაახალგაზრდავებული. გამოიყენება ერთჯერადი საცვები ოქროს ფირფიტებით, რომლებიც აკონტროლებენ რადიოსიხშირის ენერგიის შეღწევას კანქვეშ. თითოეული იმპულსით ხდება კანის ღრმა შრეებში კოლაგენის თანაბარი გახურება, ხოლო ზედაპირული შრეები დაცულია გაგრილების სისტემით. დროთა განმავლობაში კანის ლიფტინგი უფრო გამოკვეთილი ხდება, ახალი კოლაგენური შრის წარმოქმნის ხარჯზე. აპარატი ThermaCool -ი არის ამერიკული მეცნიერების წარმატებული, უახლესი ტექნოლოგია ესთეტიური მედიცინის დარგში, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია.
რა შედეგი აქვს თერმაჟს?
თერმაჟი ყველაზე ძლიერი თერაპიული მეთოდია, ლიფტინგ მეთოდებს შორის რაც კი დღეისათვის არსებობს, არ ტოვებს ნაწიბურებს, არ იწვევს გვერდით მოვლენებს და არ ითხოვს სარეაბილიტაციო ვადებს. პროცედურის დამთავრებისთანავე ადამიანი შესამჩნევად ახალგაზრდულად გამოიყურება: ლიფტინგის ნიშნები ნათლად ჩანს თვალის მიდამოებში, შუბლსა და ყვრიმალებზე, ყელზე და დეკოლტის არეში.
თვალი: მცირდება ქვედა და ზედა ქუთუთოს დაწევა, ქრება შეშუპება თვალებს ქვეშ (ბატის თათები) და მკვრივდება გათხელებული კანი თვალის გარშემო.
სახე: იჭიმება კანი ყვრილმალების და ლოყების არეში, მცირდება ცხვირ-ტუჩის ნაკეცი და ნაოჭები ტუჩების ირგვლივ. უმჯობესდება და მკვრივდება სახის ოვალის კონტური, ყელი და დეკოლტე, საგრძნობად უმჯობესდება მეორე ნიკაპი (ღაბაბი).
სხეული: მშობიარობის, ლიპოსაქციის, წონის სწრაფი დაკლების და ასაკობრივი ცვლელებების შემდეგი მოდუნებული კანის დაჭიმვა. ასევე მხრის, წინამხრისა და ბარძაყების შიდა ზედაპირი. მცირდება ცელულიტი.
თერმაჟის თავისებურებები
• პროცედურა არ საჭიროებს ლაბორატორიულ ანალიზებსა და გამოკვლევებს.
• პროცედურა უმტკივნეულო და კომფორტულია, ტარდება ანესთეზიის გარეშე.
• ღრმა ლიფტნგის ერთადერთი მეთოდი კანის ზედაპირის დაზიანების გარეშე, რის გამოც აღირებულია ოქროს სტანდარტად.
• აბრუნებს დაკარგულ ტონუსს, სიმკვრივეს, აუმჯობესებს კანის სტრუქტურასა და ხარისხს ქირურგიული ჩარევის გარეშე.
• ხილული ეფექტი, ხანგრძლივი შედეგით პირველივე პროცედურის შემდეგ.
• პროცედურის ხანგრძლივობაა 20 წუთიდან 2 საათამდე, დასამუშავებელი ზედაპირის ზომის მიხედვით.
• პროცედურის შემდეგ კანი გამოიყურება ახალგაზრდურად, ხდება გლუვი და მკვრივი.
• არ ახასიათებს ხანგრძლივი აღმდგენითი პერიოდი. პროცედურის დამთავრებისთანავე პაციენტი უბრუნდება ცხოვრების ჩვეულ რიტმს. შეუძლია წავიდეს საქმიან შეხედრაზე, პაემანზე ან თუნდაც წვეულებაზე და თავი იგრძნოთ საღამოს დედოფლად.
ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებმაც ჩაიტარეს თერმაჟის პროცედურა...
გვინეტ პელტროუ - "I feel like, it took five years off my face"
ოპრა უინფრი - "Look 10 Years Younger in 10 Days"
მიშელ ობამა - "Stop the Clock on Aging"
ლინდა ევანგელისტა - "Look Younger! Live Longer!"
დემი მური - "lunchtime, face-lift"
ჯორჯ კლუნი, ბრეტ პიტი, ანჯელინა ჯოლი ……
გვინეტ პელტროუ
ოპრა უინფრი
R