მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მიყვებოდნენ, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე"
"მიყვებოდნენ, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე"

ორ­შა­ბათს ცნო­ბი­ლი გახ­დე­ბა, მო­უხ­სნი­ან თუ არა ყბა­და­ღე­ბულ კრი­მი­ნალს რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას სა­პარ­ლა­მენ­ტო იმუ­ნი­ტეტს. გა­მო­ძი­ე­ბა მას ბრალს სდებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონდში გა­და­რი­ცხუ­ლი თან­ხე­ბის გაფ­ლან­გვა­ში, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი ყვა­ვი­ლე­ბია იმას­თან შე­და­რე­ბით, რა და­ნა­შა­უ­ლიც მამა-ახა­ლა­ი­ას აქვს ჩა­დე­ნი­ლი. მთა­ვა­რი მოვ­ლე­ნა, რომ­ლი­თაც დღეს პო­ლი­ტო­ლოგ პეტ­რე მამ­რა­ძეს­თან სა­უ­ბარს და­ვი­წყებ, ყი­რი­მის რე­ფე­რენ­დუ­მია, რო­მე­ლიც ომის და­წყე­ბა-არ­და­წყე­ბას გა­ნა­პი­რო­ბებს. ექ­სპერ­ტე­ბი ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ უკ­რა­ი­ნა-რუ­სეთს შო­რის ომი გარ­და­უ­ვა­ლია. რა ორ­შა­ბა­თი გა­თენ­დე­ბა უკ­რა­ი­ნა­ში, ამას მოვ­ლე­ნე­ბის "ქრო­ნი­კა" გვიჩ­ვე­ნებს, უკ­რა­ი­ნა არ აპი­რებს, დათ­მოს ყი­რი­მი, უკ­რა­ი­ნის პირ­ველ­მა ვიცე-პრე­მი­ერ­მა ვი­ტა­ლი ია­რე­მამ გა­ნა­ცხა­და, - ყი­რი­მი უკ­რა­ი­ნის ტე­რი­ტო­რი­აა და რო­გო­რიც არ უნდა იყოს ე.წ. რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი, მას არა­ნა­ი­რი იუ­რი­დი­უ­ლი ძალა არ ექ­ნე­ბა, გა­მო­ცხად­დე­ბა, რომ ყი­რი­მე­ლე­ბის 70-80% რუ­სეთ­თან შე­ერ­თე­ბას და­უ­ჭერს მხარს, ეს მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი უკვე მოს­კოვ­შია და­წე­რი­ლი, თუ უკ­რა­ი­ნე­ლი სამ­ხედ­რო მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის მი­მართ ია­რა­ღი იქ­ნე­ბა გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი, ისი­ნი თავს და­ი­ცა­ვენ. მაშ ასე, ჩა­ე­რე­ვა თუ არა და­სავ­ლე­თი რუ­სეთ-უკ­რა­ი­ნის ომში და რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს შიდა პო­ლი­ტი­კა, "ქრო­ნი­კის" კი­თხვებს ანა­ლი­ტი­კო­სი პეტ­რე მამ­რა­ძე პა­სუ­ხობს.

- რო­გორ სცე­ნარს ვა­რა­უ­დობთ რე­ფე­რენ­დუ­მის შემ­დეგ?

- რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გე­ბი გან­სა­ზღვრუ­ლია, ერთი მხრივ, სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ე­ბამ სრუ­ლი­ად სა­მარ­თლი­ა­ნად გა­მო­ა­ცხა­და, რომ ეს რე­ფე­რენ­დუ­მი არის უკა­ნო­ნო. პუ­ტი­ნის მთავ­რო­ბის გარ­და, მსოფ­ლი­ო­ში არა­ვინ არ ცნობს ამ რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გებს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პუ­ტი­ნის და­ვა­ლე­ბით დე­სან­ტი გა­დას­ხეს ყი­რიმ­ში, შტურ­მით აი­ღეს სიმ­ფე­რო­პო­ლის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა, ია­რა­ღის მუ­ქა­რის ქვეშ აარ­ჩე­ვი­ნეს პარ­ლა­მენ­ტის ახა­ლი თავ­მჯდო­მა­რე, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლია თა­ვი­სი კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლით, არა­ნაკ­ლე­ბი წარ­სუ­ლის მქო­ნე პი­როვ­ნე­ბა მო­იყ­ვა­ნეს ყი­რი­მის პრე­მი­ე­რად...

- უკ­რა­ი­ნუ­ლი მე­დი­ის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ყი­რი­მის ე.წ. პრე­მი­ე­რი სერ­გეი აქ­სი­ო­ნო­ვი "ტვი­ტე­რის" სა­კუ­თარ გვერ­დზე წერს, რომ რე­ფე­რენ­დუ­მი ჩა­ტარ­დე­ბა ისე, რო­გორც ხალ­ხს უნდა და ყი­რი­მი რუ­სე­თის ნა­წი­ლი გახ­დე­ბა. სა­ზო­გა­დო­ე­ბას შე­ვახ­სე­ნებთ, რომ რე­ფე­რენ­დუმ­ზე ორი სა­კი­თხია გა­ტა­ნი­ლი: ეთან­ხმე­ბით თუ არა ყი­რი­მის მი­ერ­თე­ბას რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ას­თან? ეთან­ხმე­ბით თუ არა ყი­რი­მის რეს­პუბ­ლი­კის 1992 წლის კონ­სტი­ტუ­ცი­ის აღ­დგე­ნას? - რუ­სე­თის გარ­და, რე­ფე­რენ­დუ­მის ლე­გი­ტი­მუ­რო­ბას, მსოფ­ლი­ოს არც ერთი ქვე­ყა­ნა არ ცნობს.

- ყი­რიმ­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს ისე­თი, რო­მე­ლიც სა­კუ­თარ თავს რუ­სად მი­იჩ­ნევს. ასე­თე­ბი და­ახ­ლო­ე­ბით 60%-ს შე­ად­გე­ნენ. იქ არის ქა­ლა­ქი სე­ვას­ტო­პო­ლი, რო­მე­ლიც რჩე­ბა რუ­სე­თის სა­ო­მა­რი ქა­ლა­ქის სიმ­ბო­ლოდ, შე­სა­ბა­მი­სი რუ­სუ­ლი მო­სახ­ლე­ო­ბით და რუ­სუ­ლი სამ­ხედ­რო ბა­ზით. პუ­ტინს არ დას­ჭირ­დე­ბა გა­ყალ­ბე­ბით მი­ი­ღოს სა­სურ­ვე­ლი შე­დე­გე­ბი. მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ პუ­ტინს ყი­რიმ­ში არ ჰყავ­და თა­ვი­სი კო­კო­ი­თი, კი­ევ­ში კი - თა­ვი­სი სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ყვე­ლა­ფერს აკე­თებ­და ისე, რო­გორც პუ­ტი­ნი მო­ი­სურ­ვებ­და. ახლა იგი­ვეს აკე­თებს სა­ა­კაშ­ვი­ლი, როცა ჩა­დის კი­ევ­ში, ამი­ტომ მო­უ­წია პუ­ტინს ძა­ლის­მი­ე­რი მე­თო­დე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა, რა­მაც მსოფ­ლიო შე­ზა­რა, და­რაზ­მა და­სავ­ლე­თი, რა თქმა უნდა, რე­ფე­რენ­დუ­მის შე­დე­გი იქ­ნე­ბა ის, რომ ყი­რი­მი გა­მო­ა­ცხა­დებს უკ­რა­ი­ნის­გან და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, ყი­რი­მის მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა მი­ემ­ხრო­ბა იმას, რომ ყი­რი­მი შე­ვი­დეს რუ­სე­თის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში. რა თქმა უნდა, ქა­ლაქ სე­ვას­ტო­პო­ლის სტა­ტუ­სი ცალ­კე გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. რა თქმა უნდა, მსოფ­ლი­ოს­თვის ეს რე­ფე­რენ­დუ­მი არის არა­ლე­გი­ტი­მუ­რი. რო­გორც ჩანს, პუ­ტი­ნის მიერ მარ­თუ­ლი დუმა ყი­რიმს შე­იყ­ვანს რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ა­ში. რაც შე­ე­ხე­ბა და­ნარ­ჩენ აღ­მო­სავ­ლეთ უკ­რა­ი­ნას, იქ ვი­თა­რე­ბა და­ძა­ბუ­ლი რჩე­ბა, უკ­რა­ი­ნის თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი აცხა­დებს, რომ, სულ ცოტა, 60 ათა­სი რუსი სამ­ხედ­რო კონ­ცენ­ტრირ­დე­ბა უკ­რა­ი­ნის აღ­მო­სავ­ლეთ სა­ზღვრებ­თან და ხდე­ბა მო­ბი­ლი­ზა­ცია, სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ სამ­ხედ­რო ინ­ტერ­ვენ­ცია.

- რო­გორ ფიქ­რობთ, უკ­რა­ი­ნა-რუ­სეთს შო­რის ომი გარ­და­უ­ვა­ლია?

- ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის პრე­ზი­დენ­ტი ბოლო გაფრ­თხი­ლე­ბას აძ­ლევს, რომ პუ­ტი­ნი შე­ჩერ­დეს და თუ ასე არ გა­ა­კე­თებს, და­სავ­ლე­თი­დან სა­პა­სუ­ხო ნა­ბი­ჯებს მი­ი­ღებს, რაც დიდ დარ­ტყმას მი­ა­ყე­ნებს რუ­სე­თის ეკო­ნო­მი­კას და შე­ა­სუს­ტებს მის გავ­ლე­ნას მსოფ­ლი­ო­ში. ომი გარ­და­უ­ვა­ლი არ არის, უკ­რა­ი­ნის ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ძა­ლი­ან სწო­რად მოქ­მე­დებს, ისი­ნი რუ­სე­თის პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე არ ებ­მე­ბი­ან.

- სა­ა­კაშ­ვი­ლის უკ­რა­ი­ნა­ში ყოფ­ნა და მისი რე­აქ­ტი­უ­ლი აქ­ტი­უ­რო­ბა, ბი­ძა­მის­თან თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თან ერ­თად, რას მო­ი­ტანს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის? სა­ჯა­როდ პირ­ვე­ლად გა­მოჩ­ნდა თე­მურ ალა­სა­ნია, რო­მე­ლიც აპი­რებს, პრე­მი­ერს უჩივ­ლოს. რა მი­ზანს ემ­სა­ხუ­რე­ბა ეს ყვე­ლა­ფე­რი და რა სცე­ნა­რი იმა­ლე­ბა ამ ნა­ბი­ჯე­ბის მიღ­მა?

- გი­პა­სუ­ხებთ, ოღონდ და­წე­რეთ, რომ მე ვეყ­რდნო­ბი ჩემს ხელთ არ­სე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას, რო­მელ­საც დო­კუ­მენ­ტუ­რად ვერ ვა­დას­ტუ­რებ. ეს არის იმ ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ მო­წო­დე­ბუ­ლი კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მო­ად­გე­ნენ გავ­ლე­ნი­ან წყა­რო­ებს და მათი სან­დო­ო­ბა გა­და­მოწ­მე­ბუ­ლია. ახლა კი გე­ტყვით ყვე­ლა­ფერს, რაც ვიცი... თე­მურ ალა­სა­ნია ჩემ­ზე ცოტა უფ­რო­სია, მე ვიც­ნობ ძა­ლი­ან ბევრ ადა­მი­ანს, რომ­ლე­ბიც ალა­სა­ნი­ას სკო­ლი­დან იც­ნობ­დნენ. ვიც­ნობ მის მე­ზობ­ლებს, ვის­თა­ნაც მე მქო­ნია ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა მათ­გა­ნი აცხა­დებს, რომ ჯერ კი­დევ სკო­ლის ბოლო კლა­სებ­სა და ინ­სტი­ტუ­ტის წლებ­ში, როცა ალა­სა­ნია მოს­კოვ­ში სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტში დიპ­ლო­მა­ტი­ის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლობ­და, ვი­ცო­დით, რომ ის შეკ­რუ­ლია "კა­გე­ბეს­თან". ეს სა­უბ­რე­ბი და­ი­წყო მა­შინ, რო­გორც კი სა­ა­კაშ­ვი­ლი გახ­და პრე­ზი­დენ­ტი და ას­პა­რეზ­ზე გა­მოჩ­ნდა ალა­სა­ნია. სხვა­თა შო­რის, მა­შინ თე­მურ ალა­სა­ნი­ას კან­ცე­ლა­რი­ა­ში კა­ბი­ნე­ტი მო­უ­წყვეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მე კან­ცე­ლა­რი­ის ყო­ფი­ლი უფ­რო­სი ვარ და ამის თა­ო­ბა­ზე კან­ცე­ლა­რი­ა­ში გა­ვი­გე თავ­და­პირ­ვე­ლად ჭო­რის დო­ნე­ზე, შემ­დეგ კი ტე­ლე­ვი­ზი­ით მო­ვის­მი­ნე. მე­ტიც, ჟურ­ნა­ლის­ტებ­მა ტე­ლე­ვი­ზი­ით აჩ­ვე­ნეს ალა­სა­ნი­ას კა­ბი­ნე­ტი კან­ცე­ლა­რი­ა­ში, რო­მე­ლიც მის­თვის იყო გან­კუთ­ვნი­ლი. ამ მხრივ, ცოტა უც­ნა­უ­რია, როცა ალა­სა­ნია ამ­ბობს, რომ არა­სო­დეს არა­ფერს ვურ­ჩევ­დი პრე­ზი­დენტ სა­ა­კაშ­ვილ­სო. უფრო მეტ­საც შე­გახ­სე­ნებთ, ალექ­სან­დრე რონ­დე­ლი, ექ­სპერ­ტი და ცნო­ბი­ლი მეც­ნი­ე­რი, მა­შინ ტე­ლე­ვი­ზი­ით გა­მო­ვი­და და ირო­ნი­უ­ლად იკი­თხა, - გთხოვთ, ამიხ­სნათ, პრე­ზი­დენ­ტის ბი­ძო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გახ­და? - დღეს რონ­დე­ლის სი­ტყვე­ბი შე­იძ­ლე­ბა ბევ­რს არ ახ­სოვს, მაგ­რამ მე ეს ფრა­ზე­ბი ჩა­წე­რი­ლი მაქვს. სა­ა­კაშ­ვილ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვა, ნორ­მა­ლუ­რი ინ­ტე­ლი­გენ­ცი­ის ოჯა­ხის შვი­ლე­ბი სას­წავ­ლებ­ლად ხომ ვერ წა­ვი­დო­დით მოს­კოვ­ში, კერ­ძოდ კი, დიპ­ლო­მა­ტი­ის ინ­სტი­ტუ­ტში? "კა­გე­ბეს­თან" კავ­ში­რის გა­რე­შე ეს ხომ შე­უძ­ლე­ბე­ლი იყოო? ამი­ტომ მო­მი­წია კი­ევ­ში წას­ვლა, დიპ­ლო­მა­ტი­ი­სა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტეტ­ზე სწავ­ლაო. როცა ეს გან­ცხა­დე­ბა მო­ვის­მი­ნე, გა­მე­ცი­ნა, რად­გან მოს­კოვ­ში ბი­ძა­მი­სი სწავ­ლობ­და. მან თვით­ნე­ბუ­რად ჩა­უშ­ვა ალა­სა­ნია. რო­გორც წა­მი­კი­თხავს, ბი­ძა­მი­სის დახ­მა­რე­ბით მოხ­ვდა "კა­გე­ბეს" ჯა­რებ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, მა­შინ სა­სა­ზღვრო ჯა­რე­ბი "კა­გე­ბეს" ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბო­და, სა­ა­კაშ­ვილ­თან და­კავ­ში­რე­ბით მა­შინ სკან­და­ლი მოხ­და კი­ევ­ში, როცა მე­გობ­რის სახ­ლში პორ­ნო­ფილ­მს იღებ­და, ამი­ტო­მაც, რომ არ და­ე­ჭი­რათ, სას­წრა­ფოდ გა­უ­კე­თეს ის, რომ "კა­გე­ბეს" ჯარ­ში 3 წელი ემ­სა­ხუ­რა. ასეთ ადა­მი­ა­ნებს ამოწ­მებ­დნენ, ამუ­შა­ვებ­დნენ და მუდ­მივ კავ­შირ­ზე ხდე­ბო­და ამ ადა­მი­ა­ნე­ბის აყ­ვა­ნა. ყვე­ლას ვურ­ჩევ, შე­ვიდ­ნენ ინ­ტერ­ნეტ­ში და აკ­რი­ფონ: რუ­სუ­ლად "თე­მურ ალა­სა­ნია". ნა­ხა­ვენ, რომ ეს ადა­მი­ა­ნი, რო­გორც რუ­სე­თის მო­ქა­ლა­ქე რუ­სე­თის კვო­ტით მუ­შა­ობ­და გა­ე­რო­ში, ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვე­ბის სტრუქ­ტუ­რა­ში საკ­მა­ოდ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე. რუ­სე­თი გა­ე­რო­ში ასეთ მი­მარ­თუ­ლე­ბას ჩვე­უ­ლებ­რივ რი­გით პი­როვ­ნე­ბას არ ჩა­ა­ბა­რებ­და, თუ ის არ იქ­ნე­ბო­და "კა­გე­ბეს" თა­ნამ­შრო­მე­ლი. დღე­საც არ გა­უშ­ვებს, ეს გა­მო­რი­ცხუ­ლია. ასე რომ, ირი­ბი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმა­ზე, რომ თე­მურ ალა­სა­ნია "კა­გე­ბეშ­ნი­კია", არ­სე­ბობს. მაგ­რამ ნა­ხეთ, რა ხდე­ბა? წარ­სულ­ში "კა­გე­ბე", დღეს - "ფე­ეს­ბე", განა ოდეს­მე და­დებს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას, რომ ესა თუ ის პი­როვ­ნე­ბა მათი თა­ნამ­შრო­მე­ლია?! გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ მათ წა­რად­გი­ნონ რე­კო­მენ­და­ცია თუნ­დაც იმა­ზე, რომ თე­მურ ალა­სა­ნია "კა­გე­ბეს" ოფი­ცე­რია. შე­სა­ბა­მი­სად, არ მგო­ნია, სა­სა­მარ­თლო­ში ვინ­მემ შეძ­ლოს იმის დამ­ტკი­ცე­ბა, რომ თე­მურ ალა­სა­ნია არის "კა­გე­ბეს" თა­ნამ­შრო­მე­ლი. ამი­ტომ, დიდი სიფრ­თხი­ლეა სა­ჭი­რო. მე მა­გა­ლი­თად, მერ­ჩივ­ნა, ჩემი ქვეყ­ნის პრე­მი­ერს უფრო მოქ­ნი­ლად ეთ­ქვა სათ­ქმე­ლი. აი, მა­გა­ლი­თად ასე: თე­მურ ალა­სა­ნი­ას დამ­კვიდ­რე­ბუ­ლი აქვს სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ხე­ლი, რო­გორც "კა­გე­ბეს" ოფი­ცერს. მას იქვე უნდა გა­ნე­მარ­ტა: მე არ შე­მიძ­ლია ამის დამ­ტკი­ცე­ბა, ვი­ნა­ი­დან მსგავ­სი მა­სა­ლე­ბი, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მაგ­რამ ამა­ზე რომ ძა­ლი­ან ბევ­რი იწე­რე­ბა და სა­უბ­რო­ბენ, ეს ფაქ­ტია. მას უნდა და­ე­ვა­ლე­ბი­ნა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის­თვის, ამო­ე­ბეჭ­დათ რო­მელ წლებ­ში მუ­შა­ობ­და გა­ე­რო­ში რუ­სე­თის კვო­ტით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დროს, რო­მე­ლი­მე ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რის ბიძა რომ ყო­ფი­ლი­ყო თე­მურ ალა­სა­ნი­ას მსგავ­სი პი­როვ­ნე­ბა, ხომ და­მარ­ხავ­და ცო­ცხლად სა­ა­კაშ­ვი­ლი იმ ოპო­ზი­ცი­ის ლი­დერ­სა და მის პარ­ტი­ა­საც?.. და­მარ­ხავ­და, რო­გორც რუ­სე­თის "კა­გე­ბეს" პარ­ტი­ას, რო­გორც მე-5 კო­ლო­ნას, რო­მე­ლი მობ­რუნ­დე­ბო­და და გა­უ­ბე­დავ­და სა­ა­კაშ­ვილს, ამ სა­კი­თხზე გი­ჩივ­ლე­ბო... რო­გორც კი ამას იტყო­და, რო­მე­ლი­მე მი­წა­მიყ­რი­ლი იქ­ნე­ბო­და დღეს.

- და მა­ინც, რას ემ­სა­ხუ­რე­ბა თე­მურ ალა­სა­ნი­ას გა­აქ­ტი­უ­რე­ბა, რა გეგ­მის ამოქ­მე­დე­ბას აპი­რე­ბენ ისი­ნი?

- ფრთხი­ლად ვიქ­ნე­ბი და ვი­ტყვი, რომ მეტ-ნაკ­ლე­ბად და­სა­ბუ­თე­ბუ­ლი ეჭვი მაქვს, რომ ასე­თი ბი­ოგ­რა­ფი­ის ადა­მი­ა­ნი ვე­რა­ფერს გა­ბე­დავს მისი ხელ­მძღვა­ნე­ლე­ბის და­ვა­ლე­ბე­ბის გა­რე­შე. ის, რომ ალა­სა­ნია კი­ევ­ში იყო სა­ა­კაშ­ვილ­თან ერ­თად, ის ჩა­იყ­ვა­ნეს და­ვა­ლე­ბით, ყვე­ლა სა­ღად მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ანს კარ­გად ეს­მის რომ პუ­ტინს ჰა­ე­რი­ვით სჭირ­დე­ბა, რომ უკ­რა­ი­ნის ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რა­დი­კა­ლუ­რი და ექ­სტრე­მის­ტუ­ლი ნა­ბი­ჯი გა­დად­გას. რუ­სე­თის­თვის ტრა­გე­დი­აა ის, რომ უკ­რა­ი­ნა­ში ვერ იპო­ვა თა­ვი­სი კო­კო­ი­თი და სა­ა­კაშ­ვი­ლი, ე.წ. კო­კო­ი­თის დას­მა რუ­სეთს ყი­რიმ­ში "პოს­ლე­ზე" მო­უ­წია როცა აქ­სი­ო­ნო­ვი ძა­ლით აარ­ჩე­ვი­ნეს პარ­ლა­მენ­ტში. შე­სა­ბა­მი­სად, ის, რაც თა­ვის დრო­ზე ლინ­კოლნ მიტ­ჩელ­მა და­წე­რა, სა­ა­კაშ­ვილ­მა პუ­ტინს გა­უ­კე­თა ის, რა­საც პუ­ტინს მისი პი­რა­დი აგენ­ტიც კი ვერ შე­უს­რუ­ლებ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში 2008 წელს. ამე­რი­კელ­მა გა­მო­ჩე­ნილ­მა პო­ლი­ტო­ლოგ­მა რა­სელ მიდ­მა კი და­წე­რა: სა­ა­კაშ­ვილ­მა სა­ქარ­თვე­ლოს გა­უ­კე­თა ის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს ყვე­ლა­ზე სა­ში­ნე­ლი მტე­რიც კი ვერ გა­უ­კე­თებ­და!.. ჩვენ ვი­ცით, რომ სა­ა­კაშ­ვი­ლის ბიძა ყო­ველ­თვის იდგა მის გვერდთი და ყო­ველ­თვის ახ­დენ­და გავ­ლე­ნას. თბი­ლი­სის სა­ზო­გა­დო­ე­ბას კარ­გად ახ­სოვს ალა­სა­ნი­ას კუ­ლუ­ა­რუ­ლი სა­უბ­რე­ბი: "მწვა­ნე შუქი ან­თე­ბუ­ლია", "კო­კო­ი­თი არა­ვის აინ­ტე­რე­სებს", "ჩვენ რო­კის გვი­რაბს გა­დავ­კე­ტავთ", "მე პი­რა­დად მო­ვე­ლა­პა­რა­კე­ბი ამე­რი­კე­ლებს" და კი­დევ იყო მსგავ­სი სა­უბ­რე­ბი მისი მხრი­დან. ხაზს ვუს­ვამ, მე ამას ვამ­ბობ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, ვის­თა­ნაც ალა­სა­ნია მსგავ­სი ტი­პის სა­უბ­რებს აწარ­მო­ებ­და. უკვე დო­კუ­მენ­ტურ ინ­ფორ­მა­ცი­ას კი შე­გახ­სე­ნებთ, რომ სულ ბო­ლოს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, თე­მურ ალა­სა­ნია და­ი­ნიშ­ნა სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის გრი­გოლ ვა­შა­ძის მრჩევ­ლად.

- რის­თვის დას­ჭირ­და ეს სა­ა­კაშ­ვილს?

- ეს დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ ეს იქ­ნე­ბო­და ცენ­ტრის ბრძა­ნე­ბა, სხვა ახ­სნა ამას არა აქვს.

- ფიქ­რობთ თუ არა, რომ პუ­ტი­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ ალა­სა­ნია დღეს უკვე პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ მო­მარ­თა? არის თუ არა ეს "ფე­ეს­ბეს" ნა­მუ­შე­ვა­რი?

- ალა­სა­ნია იმ­დე­ნად სუს­ტი ბომ­ბია, რომ ეს კი­დევ ერთხელ მე­ტყვე­ლებს რუ­სე­თის "კა­გე­ბეს", იგი­ვე "ფე­ეს­ბეს" უსუ­სუ­რო­ბა­ზე. ეს არის სის­ტე­მა, რო­მელ­მაც თა­ვი­სი დრო მო­ჭა­მა. ჩვენ ბევ­რი გვსმე­ნია იმა­ზე, რომ ალა­სა­ნია ცხვირს ყოფ­და სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­ულ ბიზ­ნეს­ში. ჩვენ გვი­ნა­ხავს ბევ­რი გა­და­ცე­მა, ასე­ვე წაგ­ვი­კი­თხავს, რომ ვე­ე­ბერ­თე­ლა ქო­ნე­ბა ჩა­ბარ­და ალა­სა­ნი­ას ოჯახს. აი, ეს დიდი და­ნა­შა­უ­ლია ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის, რომ არა­თუ გა­მო­ი­ძია ეს ვი­თა­რე­ბა, არა­მედ, სა­ერ­თოდ მი­ი­ვი­წყა. მახ­სოვს, გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი იყო კონ­კრე­ტუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი რო­გორ მი­ი­ტა­ცა "თა­ვი­სუფ­ლე­ბის მო­ე­დან­ზე" უზარ­მა­ზა­რი შე­ნო­ბა. იყო გა­ნუ­წყვეტ­ლი­ვი სა­უბ­რე­ბი ოქ­როს სა­ბა­დო­ზე, გე­ნე­რა­ლოვს ახ­სე­ნებ­დნენ, მაგ­რამ ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მე­ლიც აშ­კა­რად ხელს აფა­რებს ამ და­ნა­შა­უ­ლებს, როცა პრე­სა­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლია, რო­გორ მი­ით­ვი­სა და გაფ­ლან­გა ბი­უ­ჯე­ტის ქო­ნე­ბა, ბო­ტოქ­სის გა­სა­კე­თებ­ლად, შვი­ლე­ბის სას­წავ­ლებ­ლად, ფა­ვო­რი­ტი ქა­ლე­ბის­თვის სამ­კა­უ­ლე­ბის შე­სა­ძე­ნად, ვინ­მე ამას იძი­ებს?.. არ იმ­სა­ხუ­რებს ახლა იმას, რომ ალა­სა­ნი­ას­ნა­ი­რებ­მა სარ­ჩე­ლი შე­ი­ტა­ნონ და კი­დე­ვაც მო­ი­გონ, როცა ასე­თი ხე­ლის და­ფა­რე­ბაა და­ნა­შა­ულ­ზე?!. ყვე­ლა­ფე­რი ცხელ კვალ­ზე, პირ­ველ თვე­ებ­ში გა­მო­ე­ძი­ათ და მა­შინ ვნა­ხავ­დით. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შვე­ლის ის, რომ ჯერ­ჯე­რო­ბით სა­ა­კაშ­ვი­ლის სა­დის­ტუ­რი რე­ჟი­მის მი­მართ ძა­ლი­ან უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბაა. ამ უარ­ყო­ფით გან­წყო­ბის გამ­ტკი­ცე­ბას ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბი­ან პარ­ლა­მენ­ტში დარ­ჩე­ნი­ლი "ნა­ცის­ტე­ბი", ხალ­ხის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა და სი­ძულ­ვი­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მი­მართ ინარ­ჩუ­ნებს მა­ღალ გრა­დუსს. სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მა ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მა­შინ შე­ექ­მნე­ბათ, თუ ქვე­ყა­ნა­ში არ და­ი­წყე­ბა ეკო­ნო­მი­კუ­რი აღ­მავ­ლო­ბა. მით უფრო, თუ ეს პრო­ცე­სი ჰი­პე­რინფლა­ცი­ა­ში გა­და­ვა. მა­შინ შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი და­ი­ვი­წყონ, შე­გახ­სე­ნებთ, გერ­მა­ნი­ა­ში ჰი­პე­რინფლა­ცი­ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ჰიტ­ლე­რი მო­იყ­ვა­ნა, მაგ­რამ ამის ნიშ­ნე­ბი, მად­ლო­ბა ღმერ­თს, არ არის და სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბა სა­ერ­თოდ არ უნდა მოხ­დეს.

- პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­მოჩ­ნდნენ სა­ა­კაშ­ვი­ლის სის­ხლი­ან რე­ჟიმ­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი პერ­სო­ნე­ბი. მა­გა­ლი­თად, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი, რო­მელ­საც აქვს პრე­ტენ­ზია, მო­ვი­დეს პო­ლი­ტი­კა­ში და კენ­ჭი იყა­როს ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნებ­ში, მი­დის ხე­ლა­ხა­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძე ტო­ვებს პარ­ტი­ის პოსტს, მის ად­გილს იკა­ვებს გი­ორ­გი ახვლე­დი­ა­ნი და "ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტე­ბი" უერ­თდე­ბი­ან ნინო ბურ­ჯა­ნა­ძეს. სა­ვა­რა­უ­დოდ, თარ­გა­მა­ძე აპი­რებს და­უბ­რუნ­დეს ჟურ­ნა­ლის­ტი­კას, "ნა­ცი­ო­ნა­ლი" გი­ორ­გი ვა­შა­ძე ცდი­ლობს, გა­ე­თი­შოს "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" და ცალ­კე პო­ლი­ტი­კუ­რი სუ­ბი­ექ­ტი გახ­დეს, შექ­მნას პარ­ტია. ახა­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­ზა­ი­კა ლაგ­დე­ბა?

- ასეთ ახალ მო­ზა­ი­კებ­ში წარ­მა­ტე­ბის შან­სი მათ არა აქვთ უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში. არც ერთი ზე­მო­ჩა­მოთ­ვლი­ლი ადა­მი­ა­ნი არ არის ის ფი­გუ­რა, არც ერთ მათ­განს არ შე­უძ­ლია იყოს სა­ხალ­ხო ლი­დე­რი, რად­გან თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს ისეთ მძი­მე წარ­სუ­ლი, ოქ­რუ­აშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა ეს თუ გი­ორ­გი ვა­შა­ძე, ეს პა­ტა­რა ჯგუ­ფე­ბი მხო­ლოდ ახერ­ხე­ბენ ზე­და­პირ­ზე ტივ­ტივს, რაც მათ­თვის გარ­კვე­უ­ლი ბიზ­ნე­სიც არის. ასე რომ, აქ, ამ კუ­თხით სე­რი­ო­ზუ­ლი არა­ფე­რი არ იქ­ნე­ბა. ხაზი მინ­და გა­ვუს­ვა, "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" დროს, სულ სხვა ვი­თა­რე­ბა იყო, მძლავ­რი და ქვეყ­ნის­მომ­ცვე­ლი მოძ­რა­ო­ბა შე­იქ­მნა, ამ მოძ­რა­ო­ბას ჰყავ­და თა­ვი­სი ლი­დე­რე­ბი. ახლა რაც ხდე­ბა, ეს არა­ფე­რი არ არის. ის, რაც მოხ­და, აღარ გან­მე­ორ­დე­ბა.

- ად­გი­ლობ­რივ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე და­პა­ტიმ­რე­ბე­ბის ახა­ლი ტალ­ღა იწყე­ბა, დრო­ში დაგ­ვი­ა­ნე­ბუ­ლი, თუმ­ცა ახლა მთა­ვა­რია, რამ­დე­ნად კომ­პე­ტენ­ტურ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებს წა­რუდ­გენს რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას, რო­მელ­საც პრო­კუ­რა­ტუ­რა ბრალს სდებს საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დის გაფ­ლან­გვა­ში. პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე ორ­შა­ბათს გან­ცხა­დე­ბას გა­ა­კე­თებს, დე­პუ­ტატ ახა­ლა­ი­ას იმუ­ნი­ტე­ტის მოხ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით. რით შე­იძ­ლე­ბა ახა­ლა­ი­ას მი­მართ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნია დას­რულ­დეს?

- სამ­წუ­ხა­როდ, მე არ ვიცი, რა მა­სა­ლე­ბი აქვს პრო­კუ­რა­ტუ­რას რო­ლანდ ახა­ლა­ი­ა­ზე, მე მსმე­ნია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში არა­ერთ მძი­მე და­ნა­შა­ულ­ზე, რო­მელ­საც სჩა­დი­ო­და სწო­რედ რო­ლანდ ახა­ლა­ია. თა­ვის დრო­ზე, სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კის გა­კოტ­რე­ბა, მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა. სა­მეგ­რე­ლო­ში პრო­კუ­რა­ტუ­რის მხრი­დან ტე­რორს მას აწე­რენ. სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია "აი­სი­ჯი" წერ­და, რომ ახა­ლა­ი­ე­ბის კლან­მა სა­ა­კაშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით, გალ­შიც კი და­ამ­კვიდ­რა ტე­რო­რი და ისი­ნი გა­ლე­ლებს აი­ძუ­ლებ­დნენ ან ეთა­ნამ­შრომ­ლათ სა­ქარ­თვე­ლოს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­თან, ან მათ გა­მო­ა­ცხა­დებ­დნენ სამ­შობ­ლოს მო­ღა­ლა­ტე­ე­ბად, სა­დაც წახ­ვალთ, იქ მოგ­წვდე­ბი­თო. ჩვენ გვახ­სოვს შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბე­ბი გა­ლე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ, როცა მათ ტე­რო­რიზ­მში ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ და არც ერთხელ არ და­დე­ბუ­ლა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა. სა­მა­გი­ე­როდ, ამ ადა­მი­ა­ნებს წა­მე­ბით გა­მოგ­ლი­ჯეს ჩვე­ნე­ბე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბის კლან­მა. მე მიყ­ვე­ბოდ­ნენ ფა­სა­ნა­ურ­ში, რო­გორ მოკ­ლა რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას დამ თა­ვი­სი მთვრა­ლი მე­უღ­ლე ომა­რი, რო­მე­ლიც ტურ­ბა­ზის დი­რექ­ტო­რი იყო. ეს მოხ­და კო­მუ­ნის­ტე­ბის დროს და რო­ლანდ ახა­ლა­ი­ას დამ მისი მე­უღ­ლე ნა­ჯა­ხით აჩე­ხა. ზოგი იმა­საც ამ­ბობს, რომ ძმე­ბი ახა­ლა­ი­ე­ბი მკვლე­ლო­ბის ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ, მა­შინ ისი­ნი პა­ტა­რა ბი­ჭე­ბი იყ­ვნენ. თა­ვის დას, რო­ლანდ ახა­ლა­ი­ამ ხელი და­ა­ფა­რა, მე წა­ვი­კი­თხე სა­პატ­რი­არ­ქოს გან­ცხა­დე­ბა, იქ არის მკვეთ­რად ნათ­ქვა­მი იმა­ზე, რომ სა­პატ­რი­არ­ქოს უნდა ჰქო­ნო­და შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ყვე­ლა ეპარ­ქი­ა­ში აქვს, ახა­ლა­ი­ას მხრი­დან იყო და­პი­რე­ბა, მაგ­რამ მსგავ­სი არა­ფე­რი გა­უ­კე­თე­ბია, ამ­ბობს სა­პატ­რი­არ­ქო. არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი იმ თან­ხას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც იმ ფონდში უნდა გა­და­რი­ცხუ­ლი­ყო. არა­ვინ იცის, ეს თან­ხა სად არის, ეს სა­კი­თხი გა­სარ­კვე­ვია. ახლა ჯერი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზეა, რაც არ უნდა მძი­მე და­ნა­შა­ულ­ში იყოს ადა­მი­ა­ნი ბრალ­დე­ბუ­ლი, მთა­ვა­რია, და­ი­დოს მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, სხვა შემ­თხვე­ვა­ში, ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ყო­ვე­ლი წა­გე­ბუ­ლი საქ­მე ძვი­რად და­უჯ­დე­ბა...

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

"მიყვებოდნენ, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე"

"მიყვებოდნენ, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე"

ორშაბათს ცნობილი გახდება, მოუხსნიან თუ არა ყბადაღებულ კრიმინალს როლანდ ახალაიას საპარლამენტო იმუნიტეტს. გამოძიება მას ბრალს სდებს საქველმოქმედო ფონდში გადარიცხული თანხების გაფლანგვაში, მაგრამ ეს ყველაფერი ყვავილებია იმასთან შედარებით, რა დანაშაულიც მამა-ახალაიას აქვს ჩადენილი. მთავარი მოვლენა, რომლითაც დღეს პოლიტოლოგ პეტრე მამრაძესთან საუბარს დავიწყებ, ყირიმის რეფერენდუმია, რომელიც ომის დაწყება-არდაწყებას განაპირობებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უკრაინა-რუსეთს შორის ომი გარდაუვალია. რა ორშაბათი გათენდება უკრაინაში, ამას მოვლენების "ქრონიკა" გვიჩვენებს, უკრაინა არ აპირებს, დათმოს ყირიმი, უკრაინის პირველმა ვიცე-პრემიერმა ვიტალი იარემამ განაცხადა, - ყირიმი უკრაინის ტერიტორიაა და როგორიც არ უნდა იყოს ე.წ. რეფერენდუმის შედეგები, მას არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება, გამოცხადდება, რომ ყირიმელების 70-80% რუსეთთან შეერთებას დაუჭერს მხარს, ეს მაჩვენებელი უკვე მოსკოვშია დაწერილი, თუ უკრაინელი სამხედრო მოსამსახურეების მიმართ იარაღი იქნება გამოყენებული, ისინი თავს დაიცავენ. მაშ ასე, ჩაერევა თუ არა დასავლეთი რუსეთ-უკრაინის ომში და როგორ განვითარდება საქართველოს შიდა პოლიტიკა, "ქრონიკის" კითხვებს ანალიტიკოსი პეტრე მამრაძე პასუხობს.

- როგორ სცენარს ვარაუდობთ რეფერენდუმის შემდეგ?

- რეფერენდუმის შედეგები განსაზღვრულია, ერთი მხრივ, საერთაშორისო საზოგადოებამ სრულიად სამართლიანად გამოაცხადა, რომ ეს რეფერენდუმი არის უკანონო. პუტინის მთავრობის გარდა, მსოფლიოში არავინ არ ცნობს ამ რეფერენდუმის შედეგებს. შეგახსენებთ, რომ პუტინის დავალებით დესანტი გადასხეს ყირიმში, შტურმით აიღეს სიმფეროპოლის პარლამენტის შენობა, იარაღის მუქარის ქვეშ აარჩევინეს პარლამენტის ახალი თავმჯდომარე, რომელიც ცნობილია თავისი კრიმინალური წარსულით, არანაკლები წარსულის მქონე პიროვნება მოიყვანეს ყირიმის პრემიერად...

- უკრაინული მედიის ინფორმაციით, ყირიმის ე.წ. პრემიერი სერგეი აქსიონოვი "ტვიტერის" საკუთარ გვერდზე წერს, რომ რეფერენდუმი ჩატარდება ისე, როგორც ხალხს უნდა და ყირიმი რუსეთის ნაწილი გახდება. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ რეფერენდუმზე ორი საკითხია გატანილი: ეთანხმებით თუ არა ყირიმის მიერთებას რუსეთის ფედერაციასთან? ეთანხმებით თუ არა ყირიმის რესპუბლიკის 1992 წლის კონსტიტუციის აღდგენას? - რუსეთის გარდა, რეფერენდუმის ლეგიტიმურობას, მსოფლიოს არც ერთი ქვეყანა არ ცნობს.

- ყირიმში ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ისეთი, რომელიც საკუთარ თავს რუსად მიიჩნევს. ასეთები დაახლოებით 60%-ს შეადგენენ. იქ არის ქალაქი სევასტოპოლი, რომელიც რჩება რუსეთის საომარი ქალაქის სიმბოლოდ, შესაბამისი რუსული მოსახლეობით და რუსული სამხედრო ბაზით. პუტინს არ დასჭირდება გაყალბებით მიიღოს სასურველი შედეგები. მნიშვნელოვანია ის, რომ პუტინს ყირიმში არ ჰყავდა თავისი კოკოითი, კიევში კი - თავისი სააკაშვილი, რომელიც ყველაფერს აკეთებდა ისე, როგორც პუტინი მოისურვებდა. ახლა იგივეს აკეთებს სააკაშვილი, როცა ჩადის კიევში, ამიტომ მოუწია პუტინს ძალისმიერი მეთოდების გამოყენება, რამაც მსოფლიო შეზარა, დარაზმა დასავლეთი, რა თქმა უნდა, რეფერენდუმის შედეგი იქნება ის, რომ ყირიმი გამოაცხადებს უკრაინისგან დამოუკიდებლობას, ყირიმის მოსახლეობის უმრავლესობა მიემხრობა იმას, რომ ყირიმი შევიდეს რუსეთის შემადგენლობაში. რა თქმა უნდა, ქალაქ სევასტოპოლის სტატუსი ცალკე განისაზღვრება. რა თქმა უნდა, მსოფლიოსთვის ეს რეფერენდუმი არის არალეგიტიმური. როგორც ჩანს, პუტინის მიერ მართული დუმა ყირიმს შეიყვანს რუსეთის ფედერაციაში. რაც შეეხება დანარჩენ აღმოსავლეთ უკრაინას, იქ ვითარება დაძაბული რჩება, უკრაინის თავდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ, სულ ცოტა, 60 ათასი რუსი სამხედრო კონცენტრირდება უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან და ხდება მობილიზაცია, საჭიროების შემთხვევაში განახორციელონ სამხედრო ინტერვენცია.

- როგორ ფიქრობთ, უკრაინა-რუსეთს შორის ომი გარდაუვალია?

- ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბოლო გაფრთხილებას აძლევს, რომ პუტინი შეჩერდეს და თუ ასე არ გააკეთებს, დასავლეთიდან საპასუხო ნაბიჯებს მიიღებს, რაც დიდ დარტყმას მიაყენებს რუსეთის ეკონომიკას და შეასუსტებს მის გავლენას მსოფლიოში. ომი გარდაუვალი არ არის, უკრაინის ახალი ხელისუფლება ძალიან სწორად მოქმედებს, ისინი რუსეთის პროვოკაციაზე არ ებმებიან.

- სააკაშვილის უკრაინაში ყოფნა და მისი რეაქტიული აქტიურობა, ბიძამისთან თემურ ალასანიასთან ერთად, რას მოიტანს საქართველოსთვის? საჯაროდ პირველად გამოჩნდა თემურ ალასანია, რომელიც აპირებს, პრემიერს უჩივლოს. რა მიზანს ემსახურება ეს ყველაფერი და რა სცენარი იმალება ამ ნაბიჯების მიღმა?

- გიპასუხებთ, ოღონდ დაწერეთ, რომ მე ვეყრდნობი ჩემს ხელთ არსებულ ინფორმაციას, რომელსაც დოკუმენტურად ვერ ვადასტურებ. ეს არის იმ ადამიანების მიერ მოწოდებული კონფიდენციალური ინფორმაციები, რომლებიც წარმოადგენენ გავლენიან წყაროებს და მათი სანდოობა გადამოწმებულია. ახლა კი გეტყვით ყველაფერს, რაც ვიცი... თემურ ალასანია ჩემზე ცოტა უფროსია, მე ვიცნობ ძალიან ბევრ ადამიანს, რომლებიც ალასანიას სკოლიდან იცნობდნენ. ვიცნობ მის მეზობლებს, ვისთანაც მე მქონია ურთიერთობა, ყველა მათგანი აცხადებს, რომ ჯერ კიდევ სკოლის ბოლო კლასებსა და ინსტიტუტის წლებში, როცა ალასანია მოსკოვში სახელმწიფო ინსტიტუტში დიპლომატიის ფაკულტეტზე სწავლობდა, ვიცოდით, რომ ის შეკრულია "კაგებესთან". ეს საუბრები დაიწყო მაშინ, როგორც კი სააკაშვილი გახდა პრეზიდენტი და ასპარეზზე გამოჩნდა ალასანია. სხვათა შორის, მაშინ თემურ ალასანიას კანცელარიაში კაბინეტი მოუწყვეს. მოგეხსენებათ, მე კანცელარიის ყოფილი უფროსი ვარ და ამის თაობაზე კანცელარიაში გავიგე თავდაპირველად ჭორის დონეზე, შემდეგ კი ტელევიზიით მოვისმინე. მეტიც, ჟურნალისტებმა ტელევიზიით აჩვენეს ალასანიას კაბინეტი კანცელარიაში, რომელიც მისთვის იყო განკუთვნილი. ამ მხრივ, ცოტა უცნაურია, როცა ალასანია ამბობს, რომ არასოდეს არაფერს ვურჩევდი პრეზიდენტ სააკაშვილსო. უფრო მეტსაც შეგახსენებთ, ალექსანდრე რონდელი, ექსპერტი და ცნობილი მეცნიერი, მაშინ ტელევიზიით გამოვიდა და ირონიულად იკითხა, - გთხოვთ, ამიხსნათ, პრეზიდენტის ბიძობა საქართველოში ახალი თანამდებობა გახდა? - დღეს რონდელის სიტყვები შეიძლება ბევრს არ ახსოვს, მაგრამ მე ეს ფრაზები ჩაწერილი მაქვს. სააკაშვილმა ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, ნორმალური ინტელიგენციის ოჯახის შვილები სასწავლებლად ხომ ვერ წავიდოდით მოსკოვში, კერძოდ კი, დიპლომატიის ინსტიტუტში? "კაგებესთან" კავშირის გარეშე ეს ხომ შეუძლებელი იყოო? ამიტომ მომიწია კიევში წასვლა, დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლაო. როცა ეს განცხადება მოვისმინე, გამეცინა, რადგან მოსკოვში ბიძამისი სწავლობდა. მან თვითნებურად ჩაუშვა ალასანია. როგორც წამიკითხავს, ბიძამისის დახმარებით მოხვდა "კაგებეს" ჯარებში, მოგეხსენებათ, მაშინ სასაზღვრო ჯარები "კაგებეს" ექვემდებარებოდა, სააკაშვილთან დაკავშირებით მაშინ სკანდალი მოხდა კიევში, როცა მეგობრის სახლში პორნოფილმს იღებდა, ამიტომაც, რომ არ დაეჭირათ, სასწრაფოდ გაუკეთეს ის, რომ "კაგებეს" ჯარში 3 წელი ემსახურა. ასეთ ადამიანებს ამოწმებდნენ, ამუშავებდნენ და მუდმივ კავშირზე ხდებოდა ამ ადამიანების აყვანა. ყველას ვურჩევ, შევიდნენ ინტერნეტში და აკრიფონ: რუსულად "თემურ ალასანია". ნახავენ, რომ ეს ადამიანი, როგორც რუსეთის მოქალაქე რუსეთის კვოტით მუშაობდა გაეროში, იარაღის შესყიდვების სტრუქტურაში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე. რუსეთი გაეროში ასეთ მიმართულებას ჩვეულებრივ რიგით პიროვნებას არ ჩააბარებდა, თუ ის არ იქნებოდა "კაგებეს" თანამშრომელი. დღესაც არ გაუშვებს, ეს გამორიცხულია. ასე რომ, ირიბი მტკიცებულება იმაზე, რომ თემურ ალასანია "კაგებეშნიკია", არსებობს. მაგრამ ნახეთ, რა ხდება? წარსულში "კაგებე", დღეს - "ფეესბე", განა ოდესმე დადებს მტკიცებულებას, რომ ესა თუ ის პიროვნება მათი თანამშრომელია?! გამორიცხულია, რომ მათ წარადგინონ რეკომენდაცია თუნდაც იმაზე, რომ თემურ ალასანია "კაგებეს" ოფიცერია. შესაბამისად, არ მგონია, სასამართლოში ვინმემ შეძლოს იმის დამტკიცება, რომ თემურ ალასანია არის "კაგებეს" თანამშრომელი. ამიტომ, დიდი სიფრთხილეა საჭირო. მე მაგალითად, მერჩივნა, ჩემი ქვეყნის პრემიერს უფრო მოქნილად ეთქვა სათქმელი. აი, მაგალითად ასე: თემურ ალასანიას დამკვიდრებული აქვს საქართველოში სახელი, როგორც "კაგებეს" ოფიცერს. მას იქვე უნდა განემარტა: მე არ შემიძლია ამის დამტკიცება, ვინაიდან მსგავსი მასალები, რა თქმა უნდა, არ გვაქვს, მაგრამ ამაზე რომ ძალიან ბევრი იწერება და საუბრობენ, ეს ფაქტია. მას უნდა დაევალებინა შესაბამისი სამსახურებისთვის, ამოებეჭდათ რომელ წლებში მუშაობდა გაეროში რუსეთის კვოტით. წარმოიდგინეთ, სააკაშვილის ხელისუფლების დროს, რომელიმე ოპოზიციონერის ბიძა რომ ყოფილიყო თემურ ალასანიას მსგავსი პიროვნება, ხომ დამარხავდა ცოცხლად სააკაშვილი იმ ოპოზიციის ლიდერსა და მის პარტიასაც?.. დამარხავდა, როგორც რუსეთის "კაგებეს" პარტიას, როგორც მე-5 კოლონას, რომელი მობრუნდებოდა და გაუბედავდა სააკაშვილს, ამ საკითხზე გიჩივლებო... როგორც კი ამას იტყოდა, რომელიმე მიწამიყრილი იქნებოდა დღეს.

- და მაინც, რას ემსახურება თემურ ალასანიას გააქტიურება, რა გეგმის ამოქმედებას აპირებენ ისინი?

- ფრთხილად ვიქნები და ვიტყვი, რომ მეტ-ნაკლებად დასაბუთებული ეჭვი მაქვს, რომ ასეთი ბიოგრაფიის ადამიანი ვერაფერს გაბედავს მისი ხელმძღვანელების დავალებების გარეშე. ის, რომ ალასანია კიევში იყო სააკაშვილთან ერთად, ის ჩაიყვანეს დავალებით, ყველა საღად მოაზროვნე ადამიანს კარგად ესმის რომ პუტინს ჰაერივით სჭირდება, რომ უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ რადიკალური და ექსტრემისტული ნაბიჯი გადადგას. რუსეთისთვის ტრაგედიაა ის, რომ უკრაინაში ვერ იპოვა თავისი კოკოითი და სააკაშვილი, ე.წ. კოკოითის დასმა რუსეთს ყირიმში "პოსლეზე" მოუწია როცა აქსიონოვი ძალით აარჩევინეს პარლამენტში. შესაბამისად, ის, რაც თავის დროზე ლინკოლნ მიტჩელმა დაწერა, სააკაშვილმა პუტინს გაუკეთა ის, რასაც პუტინს მისი პირადი აგენტიც კი ვერ შეუსრულებდა საქართველოში 2008 წელს. ამერიკელმა გამოჩენილმა პოლიტოლოგმა რასელ მიდმა კი დაწერა: სააკაშვილმა საქართველოს გაუკეთა ის, რასაც საქართველოს ყველაზე საშინელი მტერიც კი ვერ გაუკეთებდა!.. ჩვენ ვიცით, რომ სააკაშვილის ბიძა ყოველთვის იდგა მის გვერდთი და ყოველთვის ახდენდა გავლენას. თბილისის საზოგადოებას კარგად ახსოვს ალასანიას კულუარული საუბრები: "მწვანე შუქი ანთებულია", "კოკოითი არავის აინტერესებს", "ჩვენ როკის გვირაბს გადავკეტავთ", "მე პირადად მოველაპარაკები ამერიკელებს" და კიდევ იყო მსგავსი საუბრები მისი მხრიდან. ხაზს ვუსვამ, მე ამას ვამბობ იმ ადამიანების ინფორმაციაზე დაყრდნობით, ვისთანაც ალასანია მსგავსი ტიპის საუბრებს აწარმოებდა. უკვე დოკუმენტურ ინფორმაციას კი შეგახსენებთ, რომ სულ ბოლოს, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, თემურ ალასანია დაინიშნა საგარეო საქმეთა მინისტრის გრიგოლ ვაშაძის მრჩევლად.

- რისთვის დასჭირდა ეს სააკაშვილს?

- ეს დასჭირდა იმისთვის, რომ ეს იქნებოდა ცენტრის ბრძანება, სხვა ახსნა ამას არა აქვს.

- ფიქრობთ თუ არა, რომ პუტინის ხელისუფლებამ ალასანია დღეს უკვე პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წინააღმდეგ მომართა? არის თუ არა ეს "ფეესბეს" ნამუშევარი?

- ალასანია იმდენად სუსტი ბომბია, რომ ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს რუსეთის "კაგებეს", იგივე "ფეესბეს" უსუსურობაზე. ეს არის სისტემა, რომელმაც თავისი დრო მოჭამა. ჩვენ ბევრი გვსმენია იმაზე, რომ ალასანია ცხვირს ყოფდა საქართველოს სტრატეგიულ ბიზნესში. ჩვენ გვინახავს ბევრი გადაცემა, ასევე წაგვიკითხავს, რომ ვეებერთელა ქონება ჩაბარდა ალასანიას ოჯახს. აი, ეს დიდი დანაშაულია ახალი ხელისუფლების, რომ არათუ გამოიძია ეს ვითარება, არამედ, საერთოდ მიივიწყა. მახსოვს, გამოქვეყნებული იყო კონკრეტული დოკუმენტები როგორ მიიტაცა "თავისუფლების მოედანზე" უზარმაზარი შენობა. იყო განუწყვეტლივი საუბრები ოქროს საბადოზე, გენერალოვს ახსენებდნენ, მაგრამ ახალი ხელისუფლება, რომელიც აშკარად ხელს აფარებს ამ დანაშაულებს, როცა პრესაში გამოქვეყნებულია, როგორ მიითვისა და გაფლანგა ბიუჯეტის ქონება, ბოტოქსის გასაკეთებლად, შვილების სასწავლებლად, ფავორიტი ქალებისთვის სამკაულების შესაძენად, ვინმე ამას იძიებს?.. არ იმსახურებს ახლა იმას, რომ ალასანიასნაირებმა სარჩელი შეიტანონ და კიდევაც მოიგონ, როცა ასეთი ხელის დაფარებაა დანაშაულზე?!. ყველაფერი ცხელ კვალზე, პირველ თვეებში გამოეძიათ და მაშინ ვნახავდით. ამ ხელისუფლებას შველის ის, რომ ჯერჯერობით სააკაშვილის სადისტური რეჟიმის მიმართ ძალიან უარყოფითი განწყობაა. ამ უარყოფით განწყობის გამტკიცებას ძალიან ეხმარებიან პარლამენტში დარჩენილი "ნაცისტები", ხალხის გაღიზიანება და სიძულვილი "ნაციონალების" მიმართ ინარჩუნებს მაღალ გრადუსს. სერიოზული პრობლემა ამ ხელისუფლებას მაშინ შეექმნებათ, თუ ქვეყანაში არ დაიწყება ეკონომიკური აღმავლობა. მით უფრო, თუ ეს პროცესი ჰიპერინფლაციაში გადავა. მაშინ შეიძლება ადამიანებმა ყველაფერი დაივიწყონ, შეგახსენებთ, გერმანიაში ჰიპერინფლაციამ ხელისუფლებაში ჰიტლერი მოიყვანა, მაგრამ ამის ნიშნები, მადლობა ღმერთს, არ არის და სააკაშვილის ხელისუფლებაში დაბრუნება საერთოდ არ უნდა მოხდეს.

- პოლიტიკურ არენაზე გამოჩნდნენ სააკაშვილის სისხლიან რეჟიმთან ასოცირებული პოლიტიკური პერსონები. მაგალითად, ირაკლი ოქრუაშვილი, რომელსაც აქვს პრეტენზია, მოვიდეს პოლიტიკაში და კენჭი იყაროს ადგილობრივ არჩევნებში, მიდის ხელახალი გადანაწილება, გიორგი თარგამაძე ტოვებს პარტიის პოსტს, მის ადგილს იკავებს გიორგი ახვლედიანი და "ქრისტიან-დემოკრატები" უერთდებიან ნინო ბურჯანაძეს. სავარაუდოდ, თარგამაძე აპირებს დაუბრუნდეს ჟურნალისტიკას, "ნაციონალი" გიორგი ვაშაძე ცდილობს, გაეთიშოს "ნაციონალურ მოძრაობას" და ცალკე პოლიტიკური სუბიექტი გახდეს, შექმნას პარტია. ახალი პოლიტიკური მოზაიკა ლაგდება?

- ასეთ ახალ მოზაიკებში წარმატების შანსი მათ არა აქვთ უახლოეს მომავალში. არც ერთი ზემოჩამოთვლილი ადამიანი არ არის ის ფიგურა, არც ერთ მათგანს არ შეუძლია იყოს სახალხო ლიდერი, რადგან თითოეულ მათგანს აქვს ისეთ მძიმე წარსული, ოქრუაშვილი იქნება ეს თუ გიორგი ვაშაძე, ეს პატარა ჯგუფები მხოლოდ ახერხებენ ზედაპირზე ტივტივს, რაც მათთვის გარკვეული ბიზნესიც არის. ასე რომ, აქ, ამ კუთხით სერიოზული არაფერი არ იქნება. ხაზი მინდა გავუსვა, "ვარდების რევოლუციის" დროს, სულ სხვა ვითარება იყო, მძლავრი და ქვეყნისმომცველი მოძრაობა შეიქმნა, ამ მოძრაობას ჰყავდა თავისი ლიდერები. ახლა რაც ხდება, ეს არაფერი არ არის. ის, რაც მოხდა, აღარ განმეორდება.

- ადგილობრივ არჩევნებამდე დაპატიმრებების ახალი ტალღა იწყება, დროში დაგვიანებული, თუმცა ახლა მთავარია, რამდენად კომპეტენტურ მტკიცებულებებს წარუდგენს როლანდ ახალაიას, რომელსაც პროკურატურა ბრალს სდებს საქველმოქმედო ფონდის გაფლანგვაში. პარლამენტის თავმჯდომარე ორშაბათს განცხადებას გააკეთებს, დეპუტატ ახალაიას იმუნიტეტის მოხსნასთან დაკავშირებით. რით შეიძლება ახალაიას მიმართ დაწყებული კამპანია დასრულდეს?

- სამწუხაროდ, მე არ ვიცი, რა მასალები აქვს პროკურატურას როლანდ ახალაიაზე, მე მსმენია წლების განმავლობაში არაერთ მძიმე დანაშაულზე, რომელსაც სჩადიოდა სწორედ როლანდ ახალაია. თავის დროზე, საქართველოს ბანკის გაკოტრება, მის სახელს უკავშირდება. სამეგრელოში პროკურატურის მხრიდან ტერორს მას აწერენ. საერთაშორისო ორგანიზაცია "აისიჯი" წერდა, რომ ახალაიების კლანმა სააკაშვილის დავალებით, გალშიც კი დაამკვიდრა ტერორი და ისინი გალელებს აიძულებდნენ ან ეთანამშრომლათ საქართველოს სპეცსამსახურებთან, ან მათ გამოაცხადებდნენ სამშობლოს მოღალატეებად, სადაც წახვალთ, იქ მოგწვდებითო. ჩვენ გვახსოვს შეთითხნილი ბრალდებები გალელების წინააღმდეგ, როცა მათ ტერორიზმში ადანაშაულებდნენ და არც ერთხელ არ დადებულა მტკიცებულება. სამაგიეროდ, ამ ადამიანებს წამებით გამოგლიჯეს ჩვენებები ახალაიების კლანმა. მე მიყვებოდნენ ფასანაურში, როგორ მოკლა როლანდ ახალაიას დამ თავისი მთვრალი მეუღლე ომარი, რომელიც ტურბაზის დირექტორი იყო. ეს მოხდა კომუნისტების დროს და როლანდ ახალაიას დამ მისი მეუღლე ნაჯახით აჩეხა. ზოგი იმასაც ამბობს, რომ ძმები ახალაიები მკვლელობის ადგილზე იმყოფებოდნენ, მაშინ ისინი პატარა ბიჭები იყვნენ. თავის დას, როლანდ ახალაიამ ხელი დააფარა, მე წავიკითხე საპატრიარქოს განცხადება, იქ არის მკვეთრად ნათქვამი იმაზე, რომ საპატრიარქოს უნდა ჰქონოდა შენობა, რომელიც ყველა ეპარქიაში აქვს, ახალაიას მხრიდან იყო დაპირება, მაგრამ მსგავსი არაფერი გაუკეთებია, ამბობს საპატრიარქო. არაფერია ნათქვამი იმ თანხასთან დაკავშირებით, რომელიც იმ ფონდში უნდა გადარიცხულიყო. არავინ იცის, ეს თანხა სად არის, ეს საკითხი გასარკვევია. ახლა ჯერი პროკურატურაზეა, რაც არ უნდა მძიმე დანაშაულში იყოს ადამიანი ბრალდებული, მთავარია, დაიდოს მტკიცებულება, სხვა შემთხვევაში, ხელისუფლებას ყოველი წაგებული საქმე ძვირად დაუჯდება...

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"