მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა
დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა

დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­მე­ფო ფლო­ტის მო­რი­გი სა­ზღვაო სწავ­ლე­ბა კი­ნა­ღამ ატო­მუ­რი ტრა­გე­დი­ით დას­რულ­და. ქა­ლაქ პლი­მუ­ტში, ბა­ზი­რე­ბუ­ლი ბრი­ტა­ნუ­ლი ფრე­გა­ტის HMS Argyll, მე­ზღვა­უ­რებ­მა შემ­თხვე­ვით, დოკს, სა­დაც Vanguard-ის კლა­სის ატო­მურ წყალ­ქვე­შა ნა­ვებს საწ­ვა­ვით ამა­რა­გე­ბენ, ტორ­პე­დო ეს­რო­ლეს.

დო­კის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი სახ­ტად დარ­ჩნენ, რო­დე­საც სამ­ხედ­რო ხო­მალ­დი­დან გა­მოშ­ვე­ბულ­მა 2,6 მ სიგ­რძის ტორ­პე­დომ გეზი მათი ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის­კენ აიღო. წყალ­ში 200 მ-ის გა­ცურ­ვის შემ­დეგ ტორ­პე­დო ბირ­თვუ­ლი საწ­ვა­ვის შე­ნახ­ვის ნაკ­ვე­თურს მოხ­ვდა. კა­ტას­ტრო­ფის თა­ვი­დან აცი­ლე­ბა მხო­ლოდ იმ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბა, რომ ტორ­პე­დო სას­წავ­ლო იყო და არა საბ­რძო­ლო.

მომ­ხდარს სა­მე­ფო სა­ზღვაო ფლო­ტის პრეს­სამ­სა­ხუ­რიც ადას­ტუ­რებს. შექ­მნილ­მა კო­მი­სი­ამ მომ­ხდარ­ზე გა­მო­ძი­ე­ბა უკვე და­ი­წყო.

Sting Ray-ის ტი­პის ტორ­პე­დო­ებს, ბრი­ტა­ნუ­ლი ფლო­ტი 1983 წლი­დან იყე­ნებს. ის 267 კგ-ის იწო­ნის და 45 კგ-იანი საბ­რძო­ლო ნა­წი­ლი აქვს. რაც შე­ე­ხე­ბა ფრე­გატ HMS Argyll-ს, ის ბრი­ტა­ნუ­ლი ფლო­ტის შე­ი­ა­რა­ღე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ყვე­ლა­ზე ხან­დაზ­მუ­ლი ხო­მალ­დია.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ტრა­გე­დი­ამ­დე სულ ცოტა იყო დარ­ჩე­ნი­ლი, ბრი­ტა­ნულ ფლოტ­ში იშ­ვი­ა­თო­ბა არ არის. მიმ­დი­ნა­რე წლის მარ­ტის და­სა­წყის­ში, სოლსბე­რის პო­ლი­გონ­ზე, სა­დაც პლი­მუ­ტის ბა­ზის მე­ზღვა­უ­რე­ბი ვარ­ჯი­შობ­დნენ, გაშ­ვე­ბულ­მა რა­კე­ტამ გეზი შე­იც­ვა­ლა და ახ­ლომ­დე­ბა­რე სო­ფელ­თან აფეთ­ქდა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ military-informant.com-ის მი­ხედ­ვით.

დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთი ატომურ კატასტროფას გადაურჩა

დიდი ბრიტანეთის სამეფო ფლოტის მორიგი საზღვაო სწავლება კინაღამ ატომური ტრაგედიით დასრულდა. ქალაქ პლიმუტში, ბაზირებული ბრიტანული ფრეგატის HMS Argyll, მეზღვაურებმა შემთხვევით, დოკს, სადაც Vanguard-ის კლასის ატომურ წყალქვეშა ნავებს საწვავით ამარაგებენ, ტორპედო ესროლეს.

დოკის თანამშრომლები სახტად დარჩნენ, როდესაც სამხედრო ხომალდიდან გამოშვებულმა 2,6 მ სიგრძის ტორპედომ გეზი მათი ადგილსამყოფელისკენ აიღო. წყალში 200 მ-ის გაცურვის შემდეგ ტორპედო ბირთვული საწვავის შენახვის ნაკვეთურს მოხვდა. კატასტროფის თავიდან აცილება მხოლოდ იმ გარემოებამ განაპირობა, რომ ტორპედო სასწავლო იყო და არა საბრძოლო.

მომხდარს სამეფო საზღვაო ფლოტის პრესსამსახურიც ადასტურებს. შექმნილმა კომისიამ მომხდარზე გამოძიება უკვე დაიწყო.

Sting Ray-ის ტიპის ტორპედოებს, ბრიტანული ფლოტი 1983 წლიდან იყენებს. ის 267 კგ-ის იწონის და 45 კგ-იანი საბრძოლო ნაწილი აქვს. რაც შეეხება ფრეგატ HMS Argyll-ს, ის ბრიტანული ფლოტის შეიარაღებაში არსებული ყველაზე ხანდაზმული ხომალდია.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი შემთხვევები, როდესაც ტრაგედიამდე სულ ცოტა იყო დარჩენილი, ბრიტანულ ფლოტში იშვიათობა არ არის. მიმდინარე წლის მარტის დასაწყისში, სოლსბერის პოლიგონზე, სადაც პლიმუტის ბაზის მეზღვაურები ვარჯიშობდნენ, გაშვებულმა რაკეტამ გეზი შეიცვალა და ახლომდებარე სოფელთან აფეთქდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ military-informant.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა