სამხედრო
Faceამბები

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იხურება "ლაგუნა ვერე" - "თუ პანჩურს ამოგვარტყამენ, ივანიშვილთან მივალთ ან 400 შეზლონგზე დავწვებით"
რატომ იხურება "ლაგუნა ვერე" - "თუ პანჩურს ამოგვარტყამენ, ივანიშვილთან მივალთ ან 400 შეზლონგზე დავწვებით"

"ლა­გუ­ნა ვერე" თბი­ლი­სე­ლე­ბის­თვის ყვე­ლა­ზე ხელ­მი­საწ­ვდო­მი გა­მა­ჯან­სა­ღე­ბე­ლი კომ­პლექ­სია, რომ­ლის მსგავ­სიც კავ­კა­სი­ა­ში არ არის. ერთ დროს, აქ წყალ­ბურ­თელ­თა შე­ჯიბ­რე­ბე­ბი, ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნა­ტე­ბი ტარ­დე­ბო­და, იყო დრო, გრან­დი­ო­ზუ­ლი და პრეს­ტი­ჟუ­ლი კონ­ცერ­ტე­ბიც იმარ­თე­ბო­და სინ­ქრო­ნუ­ლი ცურ­ვის თან­ხლე­ბით, დღეს კი, გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ობი­ექტს და­ხურ­ვა ემუქ­რე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვერ­სი­ით, "ლა­გუ­ნა ვერე" იმის გამო იხუ­რე­ბა, რომ გაზ­რდი­ლი გა­და­სა­ხა­დე­ბი მას არა­რენ­ტა­ბე­ლურს ხდის და ობი­ექ­ტი წამ­გე­ბი­ა­ნი გახ­და, თუმ­ცა კუ­ლუ­ა­რებ­ში სხვა ინ­ფორ­მა­ცია ვრცელ­დე­ბა - ამ­ბო­ბენ, "ლა­გუ­ნა ვერე" 2007 წელს მფლო­ბე­ლებს ინ­ვეს­ტო­რის­თვის მი­უ­ყი­დი­ათ, რო­მე­ლიც ახლა სპორ­ტუ­ლი კომ­პლექ­სის­თვის პრო­ფი­ლის შეც­ვლას აპი­რებ­სო. ამ ის­ტო­რი­ის ყვე­ლა­ზე უარ­ყო­ფი­თი მხა­რე კი ისაა, რომ უმუ­შე­ვა­რი რჩე­ბა ათე­უ­ლო­ბით ადა­მი­ა­ნი, და­ი­ხუ­რე­ბა ცურ­ვის შემ­სწავ­ლე­ლი ჯგუ­ფე­ბი, თბი­ლი­სე­ლე­ბი კი ზა­ფხუ­ლის ხვატ­ში ერთ-ერთი საყ­ვა­რე­ლი ად­გი­ლის გა­რე­შე რჩე­ბი­ან. "ვერ­სია" ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ეწ­ვია. შეშ­ფო­თე­ბუ­ლი მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი სა­ჯა­რო სა­უ­ბარს არ მო­ე­რი­და:

- ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა 20 იან­ვრი­დან გვა­ტყუ­ებ­და, 1 კვი­რაც და გა­იხ­სნე­ბაო, დღეს კი "ქარ­თუ ჯგუ­ფი­დან" ახა­ლი დი­რექ­ტო­რი, და­ვით ჩხე­ტი­ა­ნი მო­ვი­და და გა­მოგ­ვი­ცხა­და, ხვალ შე­გიძ­ლი­ათ სამ­სა­ხურ­ში აღარ გა­მოხ­ვი­დე­თო. თით­ქოს 2 თვით გვი­თხო­ვენ, მაგ­რამ ტყუ­ი­ლია - 110 კაცი ვრჩე­ბით უმუ­შე­ვა­რი, თა­ნაც გაგ­ვაფრ­თხი­ლეს, არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ, რად­გან კა­ნო­ნი ჩვენს მხა­რეს არ არის და თურ­მე, კონ­ტრაქ­ტი იან­ვარ­ში შეგ­ვი­წყდა. შე­კი­თხვა­ზე – თუ ასეა, მა­შინ რა­ტომ გვა­ლო­დი­ნეთ, იქ­ნებ ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა სა­მუ­შაო გვე­პო­ვაო, გვი­პა­სუ­ხეს ამ გა­უ­გებ­რო­ბის­თვის ბო­დიშს გიხ­დი­თო.

- ამ­ბო­ბენ, რომ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის გა­კე­თე­ბას აპი­რე­ბენ, ზოგი აცხა­დებს, სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კომ­პლექ­სის გა­შე­ნე­ბა უნ­და­თო...

- მსგავ­სი ინ­ფორ­მა­ცია არ გვაქვს. ისე, აქ სა­ცხოვ­რე­ბე­ლი უბა­ნი ვერ გა­შენ­დე­ბა იმი­ტომ, რომ ქვეშ მდი­ნა­რე ვერე გა­დის. ისევ სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სი გა­კეთ­დე­ბა, ტურ­ბა­ზა ან რამე მსგავ­სი... თუ არა და, და­ინ­გრე­ვა და იქ­ნე­ბა ცა­რი­ე­ლი ად­გი­ლი. მთე­ლი ქა­ლა­ქი ფეხ­ზე უნდა დად­გეს, "ლა­გუ­ნა ვერე" თბი­ლისს ემ­სა­ხუ­რე­ბო­და. ამათ არაფ­რის შიში არა აქვთ. თუ პან­ჩურს ამოგ­ვარ­ტყა­მენ, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­თან მი­ვალთ ან გა­დავ­კე­ტავთ გზებს, 400 შეზ­ლონ­გი გვაქვს, გავ­შლით და ზედ დავ­წვე­ბით, აბა, რა ვქნათ?

- და­ხურ­ვის ერთ-ერთ მი­ზე­ზად სა­ხელ­დე­ბა ისიც, რომ ობი­ექ­ტი წამ­გე­ბი­ა­ნია და­ნა­ხარჯს ვერ ფა­რავს.

- რას ლა­პა­რა­კობთ წამ­გე­ბი­ა­ნი კი არა, მომ­გე­ბი­ა­ნია, ჩვენ რო­გორ უნდა მოგ­ვა­ტყუ­ონ, მარ­ტო ზა­ფხუ­ლის სე­ზო­ნის ორი-სამი თვე ქა­ჩავს მთელ წე­ლი­წადს, და­ხუ­რულ დარ­ბა­ზებ­ზე აღა­რა­ფერს ვამ­ბობთ. უბ­რა­ლოდ, აქა­უ­რო­ბის დაშ­ლა უნ­დათ...

"ვერ­სია" "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ტექ­ნი­კურ დი­რექ­ტორს, და­ვით ბე­დო­ი­ძე­საც ესა­უბ­რა:

- თქვენ ბრძან­დე­ბით "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ახა­ლი უფ­რო­სი?

- არა, მე გახ­ლა­ვართ ტექ­ნი­კუ­რი დი­რექ­ტო­რი, ახალ უფ­როს­თან გნე­ბავთ სა­უ­ბა­რი?

- რა თქმა უნდა, მას­თა­ნაც მინ­და.

- თუ გა­მო­გი­ვი­დათ, კი.

- რა­ტომ, რთუ­ლია ამ ადა­მი­ა­ნის პოვ­ნა?

- გა­აჩ­ნია, რო­გორ მო­ინ­დო­მებთ...

- ბა­ტო­ნო და­ვით, მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნა­ლი ძა­ლი­ან უკ­მა­ყო­ფი­ლოა.

- უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი რითი არი­ან - რომ ვერ გა­ვიხ­სე­ნით?

- რომ ვერ გა­იხ­სე­ნით არა, იმი­ტომ რომ, და­ი­ხუ­რეთ.

- არ დავ­ხუ­რულ­ვართ, უნდა გავ­ხსნი­ლი­ყა­ვით 20 თე­ბერ­ვალს და ყინ­ვამ შეგ­ვი­შა­ლა ხელი, მთე­ლი წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბა გა­ფუჭ­და, ახლა ჩა­ვა­ტა­რეთ სა­მუ­შა­ო­ე­ბი და შე­იძ­ლე­ბა, ერთ კვი­რა­ში გავ­ხსნათ.

- აბა, დღეს რა­ტომ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს სამ­სა­ხუ­რი­დან 110 ადა­მი­ა­ნი?

- გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბი­ან იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ კა­პი­ტა­ლურ რე­მონტზე დავ­დგე­ბით. მა­შინ თა­ვის­თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაც დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩე­ბა. 35 წელ­ზე მე­ტია აქ თითი თით­ზე არა­ვი და­უ­დია, ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან ძვე­ლია, ერთს გა­ა­კე­თებ, მე­ო­რე ფუჭ­დე­ბა. თუ იქ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გა­ვიხ­სნათ და თან, ეს სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი ჩა­ტარ­დეს, მა­შინ ობი­ექ­ტი იმუ­შა­ვებს, მაგ­რამ, თუ ჩა­ტარ­დე­ბა კა­პი­ტა­ლუ­რი რე­მონ­ტი, მოგ­ვი­წევს მისი გა­ჩე­რე­ბა. არის ორი ვა­რი­ან­ტი, თან იმუ­შაო და თან აკე­თო, რა­საც ახლა გვინ­და მი­ვაღ­წი­ოთ, ან და­ი­კე­ტე­ბა და ერთ წე­ლი­წად­ში გა­იხ­სნე­ბა. ეს, ერთი მხრივ, კარ­გია იმი­ტომ, რომ ამ­ხე­ლა კონ­კუ­რენ­ცი­ის ფონ­ზე, ძვე­ლი აუზი აღა­რა­ვის უნდა, თუმ­ცა "ლა­გუ­ნა ვერე" ბრენ­დია და ხალ­ხი მა­ინც და­დის, თა­ნაც ამას ფა­სე­ბიც ხელს უწყობს, ცუ­დია იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი უმუ­შე­ვა­რი დარ­ჩე­ბა.

- ეს ადა­მი­ა­ნე­ბი ერთ წე­ლი­წად­ში თა­ვი­ანთ ად­გი­ლებს და­უბ­რუნ­დე­ბი­ან?

- შე­იძ­ლე­ბა, რე­მონ­ტი 3 თვე­შიც დას­რულ­დეს, მაგ­რამ მერე სე­ზო­ნი ჩა­ივ­ლის და გახ­სნას აზრი აღარ ექ­ნე­ბა... ამი­ტომ ვამ­ბობ ერთ წე­ლი­წადს. ისე აქ სე­რი­ო­ზუ­ლი რე­მონ­ტი თუ ჩა­ტარ­და, გა­და­ხურ­ვე­ბი­თა და ტრი­ბუ­ნე­ბით, მა­შინ, შე­საძ­ლოა, უფრო მეტი დროც დას­ჭი­რი­დეს. როცა გა­იხ­სნე­ბა, რა თქმა უნდა, და­უბ­რუნ­დე­ბი­ან ძველ ად­გი­ლებს, თუ ამ დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში სხვა­გან არ და­კავ­დე­ბი­ან.

- ვინ იყო ის კაცი, დი­ლით რომ მო­ვი­და და პერ­სო­ნა­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან და­ი­თხო­ვა?

- ჩვენ გვაქვს კი­დევ 2 დღე, თუ ამ პე­რი­ოდ­ში ტექ­ნი­კურ­მა ჯგუფ­მა გა­მო­სა­ვა­ლი ნახა, ობი­ექ­ტი გა­იხ­სნე­ბა, თუ არა – დრო­ე­ბით და­ი­ხუ­რე­ბა.

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გან­ცხა­დე­ბით, ობი­ექ­ტი წამ­გე­ბი­ა­ნია, არა­და, თა­ნამ­შრომ­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ეს ტყუ­ი­ლია და მო­გე­ბაც შე­მო­დის.

- 12 წე­ლია, ეს აუზი მხო­ლოდ თავს ინა­ხავს, ზოგ­ჯერ შე­იძ­ლე­ბა მი­ზე­რუ­ლი მო­გე­ბაც მო­ი­ტა­ნოს. ლა­გუ­ნას არ უნდა შე­ხე­დო, რო­გორც ბიზ­ნესს, მთა­ვა­რია, თავი შე­ი­ნა­ხოს. ეს ბიზ­ნე­სი ამინ­დზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თუ ის 3 თვე მზი­ა­ნია, ლა­გუ­ნა თავს შე­ი­ნა­ხავს, თუ არა, პატ­რო­ნი უნდა გყავ­დეს, რო­მე­ლიც ხარჯს და­ფა­რავს. რა­ტომ გა­ვე­დით წა­გე­ბა­ზე? ტექ­ნი­კუ­რი მხრი­დან მო­მი­წია გა­მათ­ბობ­ლის ყიდ­ვა, ხარ­ჯი გა­მე­ზარ­და.

- ფასი რა­ტომ არ გა­ზარ­დეთ?

- ეს მი­სა­ღე­ბი იქ­ნე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის? 12 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ნი­სა და გა­ზის გაძ­ვი­რე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ფასი არ გაგ­ვიზ­რდია, პი­რი­ქით, ქოლ­გა და შეზ­ლონ­გე­ბიც კი უფა­სოდ გვქონ­და.

- როცა გა­რე­მონტდე­ბა და გა­იხ­სნე­ბა, ძველ ფა­სებს და­ტო­ვებთ?

- ახალ­გა­რე­მონ­ტე­ბულ­ში მო­რა­ლუ­რი უფ­ლე­ბა მექ­ნე­ბა, ფა­სე­ბი 10-დან 15 ლა­რამ­დე გავ­ზარ­დო იმი­ტომ, რომ ძა­ლი­ან მა­გა­რი იქ­ნე­ბა, თუკი მარ­თლა ახა­ლი სა­ხით გა­იხ­სნა აქა­უ­რო­ბა, ფა­სე­ბი მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი იქ­ნე­ბა. გა­და­ხუ­რუ­ლი ტრი­ბუ­ნე­ბი 5 000 ადა­მი­ანს და­ი­ტევს, ღია აუზ­თან გა­კეთ­დე­ბა სცე­ნა, ზა­ფხულ­ში უკე­თე­სი ად­გი­ლი გა­სარ­თო­ბად და კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად არ იქ­ნე­ბა. გა­მო­უ­ყე­ნე­ბელ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 7 000 კვად­რა­ტამ­დე სა­ო­ფი­სე ფარ­თე­ბი აშენ­დე­ბა. ამა­ზე სა­უ­ბა­რი შარ­შა­ნაც იყო, შარ­შან­წი­ნაც... მაგ­რამ მხო­ლოდ ლა­პა­რა­კი რო­დემ­დე უნდა გაგ­რძელ­დეს?

- ანუ "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ად­გი­ლას სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის ან სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლის აშე­ნე­ბას გა­მო­რი­ცხავთ?

- აქ იმ­ხე­ლა ტე­რი­ტო­რი­აა, სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს თა­ვი­სუფ­ლად და­ი­ტევს და არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ამის გამო აუზი და­ან­გრიო. სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის აშე­ნე­ბა სა­სა­ცი­ლო­დაც მეჩ­ვე­ნე­ბა, კორ­პუ­სის აშე­ნე­ბა კი ჩემი იდეა იყო, ერთ დროს. სა­შუ­ა­ლე­ბა რომ მქონ­დეს, აუ­ზის გვერ­დით 2000 კვად­რატ­ზე მეტი ად­გი­ლია, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რა ფა­სად გა­იყდე­ბა იქ ბი­ნე­ბი, სა­დაც გვერ­დით ისე­თი ბრენ­დია, რო­გო­რიც "ლა­გუ­ნა ვე­რეა".

- სა­ზო­გა­დო­ე­ბა და პერ­სო­ნა­ლი სა­ცუ­რაო კომ­პლექ­სის და­ხურ­ვის გამო საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბით იმუქ­რე­ბა...

- მათი ნე­ბაა... სხვა­თა შო­რის, ამას თით­ქოს წი­ნას­წარ ვგრძნობ­დი, იქ­ნებ ეს სა­კი­თხი ერთ კვი­რა­ში ისე გა­და­წყდეს, კომ­პლექსს და­ხურ­ვა არც მო­უ­წი­ოს.

ბუ­რებ­რი­ვია, "ვერ­სია" შე­ე­ცა­და, ამომ­წუ­რა­ვი ინ­ფორ­მა­ცია იმ ადა­მი­ა­ნე­ბის­გა­ნაც მი­ე­ღო, ვინც თა­ნამ­შრომ­ლებს ესა­უბ­რა. რო­გორც თა­ნამ­შრომ­ლებ­მა მიგ­ვი­თი­თეს, "ქარ­თუ ჯგუფს" და­ვუ­კავ­შირ­დით, თუმ­ცა იქ გვი­პა­სუ­ხეს, რომ ეს თემა მათ­თვის სრუ­ლი­ად უცხოა და "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ აქვთ. არა­და, ალ­ბათ, უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუკი ახა­ლი მე­ნე­ჯმენ­ტი სა­ზო­გა­დო­ე­ბას ამომ­წუ­რავ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­აწ­ვდის, რა ტი­პის სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბი იგეგ­მე­ბა, რად­გან ამით უამ­რავ გა­უ­გებ­რო­ბას ავი­ცი­ლებთ თა­ვი­დან და და­ინ­ტე­რე­სე­ბულ თა­ნამ­შრომ­ლებ­სა თუ მო­სახ­ლე­ო­ბას საქ­მის რე­ა­ლურ ვი­თა­რე­ბას ავუხ­სნით.

"ვერ­სი­ამ", და­ვით ბე­დო­ი­ძის ლექ­სი­კით რომ ვთქვათ, მო­ინ­დო­მა, "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ახალ უფ­როსს და­ვით ჩხე­ტი­ან­საც და­უ­კავ­შირ­და და მას­თან ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რაც მო­ა­ხერ­ხა:

- ბა­ტო­ნო და­ვით, "ქარ­თუ ჯგუ­ფი" აბ­მობს, რომ "ლა­გუ­ნა ვე­რეს­თან" არა­ფე­რი აკავ­ში­რებს. თქვენ რო­მელ კომ­პა­ნი­ას წარ­მო­ად­გენთ?

- წარ­მო­ვად­გენ კომ­პა­ნია "იუ­ნი­ონს", რომ­ლის დი­რექ­ტო­რა­დაც 1 კვი­რის წინ და­ვი­ნიშ­ნე, მა­ნამ­დე 7 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს თა­ნამ­დე­ბო­ბა ვე­ფხო ხუნ­ძა­გიშ­ვილს ეკა­ვა, ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით მეტს ვე­რა­ფერს მო­გახ­სე­ნებთ.

- უამ­რა­ვი კი­თხვა ჩნდე­ბა ობი­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, ამას და­მა­ტე­ბუ­ლი გაბ­რა­ზე­ბუ­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კო­მენ­ტა­რე­ბი...

- როცა ადა­მი­ანს სა­არ­სე­ბო წყა­რო უწყდე­ბა, უა­რესს რომ არ ამ­ბობს, მიკ­ვირს. მათ აქ მცი­რე ანა­ზღა­უ­რე­ბა ჰქონ­დათ და ახლა იმა­საც კარ­გა­ვენ. მარ­თა­ლია, ვით­ვა­ლის­წი­ნებთ კო­ლექ­ტი­ვის მდგო­მა­რე­ო­ბას, მაგ­რამ ასეთ ავა­რი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ობი­ექტს ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში ვერ გა­ვუშ­ვებთ და სა­კუ­თარ თავ­ზე ამ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას მე, რო­გორც დი­რექ­ტო­რი, ნამ­დვი­ლად ვერ ავი­ღებ.

- იქ­ნებ და­ა­კონ­კრე­ტოთ, "ობი­ექ­ტის ავა­რი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა" რას ნიშ­ნავს - რა მდგო­მა­რე­ო­ბა­შია დღეს "ლა­გუ­ნა ვერე"?

- "ლა­გუ­ნა ვერე" 1978 წელს აშენ­და. პირ­ვე­ლი 10 წელი არა­ნა­ირ შე­კე­თე­ბას არ სა­ჭი­რო­ებ­და, მერე და­ემ­თხვა 90-იანი წლე­ბი, არე­უ­ლო­ბა... მა­შინ სპორ­ტის­თვის არა­ვის ეცა­ლა. გა­მო­დის, დღემ­დე თავი იმ ძვე­ლი რე­სურ­სით მო­ი­ტა­ნა. წი­ნათ თუ მე­რია და სა­ხელ­მწი­ფოს სპორ­ტუ­ლი კო­მი­ტე­ტი მხარს უჭერ­და მის გან­ვი­თა­რე­ბა­სა და შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას, ნელ-ნელა ეს პი­რო­ბე­ბი შემ­ცირ­და და დღე­ის­თვის არ­სე­ბულ ტექ­ნი­კურ მდგო­მა­რე­ო­ბამ­დე მი­ვე­დით. ამას და­ე­მა­ტა კო­მუ­ნა­ლუ­რი ხარ­ჯის ტა­რი­ფე­ბის ზრდა, თუ მო­სახ­ლე­ო­ბას აქვს ერთი სა­ხის ტა­რი­ფი, წარ­მო­ე­ბის­თვის იგი 50 პრო­ცენ­ტით მე­ტია. მარ­ტო ბოლო პე­რი­ოდ­ში წყა­ლი 3.50-დან 4.50 ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და. იმის­თვის, რომ არ და­ირ­ღვეს გარ­კვე­უ­ლი პა­რა­მეტ­რე­ბი ავ­ზე­ბის შე­სავ­სე­ბად, დღე­ში 500 ტონა წყა­ლი გვჭირ­დე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ეს ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა "იუ­ნი­ონს" რა ფასი უჯ­დე­ბო­და. 26 ათა­სი მდი­ნა­რე და ტბაა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ამით მსოფ­ლი­ოს 5 ქვე­ყა­ნა­ში შევ­დი­ვართ და წყალს ამ­ხე­ლა ფასი ნამ­დვი­ლად არ უნდა ჰქონ­დეს. მა­გა­ლი­თად, თურ­ქე­თი როცა თა­ვად მო­ი­პო­ვებს ბუ­ნებ­რივ აირს, სა­კუ­თარ მო­სახ­ლე­ო­ბა­საც უფა­სოდ აძ­ლევს. კო­ლექ­ტივს რაც შე­ე­ხე­ბა, მათ­თან წლი­დან წლამ­დე გრძელ­დე­ბო­და ხელ­შეკ­რუ­ლე­ბე­ბი. ბუ­ნებ­რი­ვია, 31 დე­კემ­ბერს იგი შე­წყდა და უნდა გა­ნახ­ლე­ბუ­ლი­ყო, თუ ტექ­ნი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა ამის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემ­და. ტრა­დი­ცი­უ­ლად, იან­ვარ­ში, არ­და­დე­გე­ბის დროს, ფილტრე­ბის გაწ­მენ­და-და­მუ­შა­ვე­ბა-აღ­დგე­ნის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი ტარ­დე­ბო­და, რის შე­დე­გა­დაც, წელს დად­გინ­და - ეს ტექ­ნი­კა იმ­დე­ნად ამორ­ტი­ზი­რე­ბუ­ლია და მი­ლე­ბი ისეა მწყობ­რი­დან გა­მო­სუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ერთი ხე­ლის შე­ხე­ბი­თაც შე­იძ­ლე­ბა ავ­ზე­ბი წყლის­გან და­ი­ცა­ლოს. თვი­თონ აუ­ზე­ბიც მხო­ლოდ იმი­ტომ არ ინ­გრე­ვა, რომ თა­ვი­დან­ვე ძა­ლი­ან დიდი რე­სურ­სია ჩა­დე­ბუ­ლი. თა­ნაც კლდე­ზე დგას, თო­რემ და­ნარ­ჩე­ნი ტე­რი­ტო­რია და­ჭა­ო­ბე­ბუ­ლია.

- ვი­თა­რე­ბის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, კონ­კრე­ტუ­ლად, რა სა­მუ­შა­ო­ე­ბია ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი?

- ძვე­ლი ტექ­ნი­კა თა­ნა­მედ­რო­ვე, გა­ცი­ლე­ბით გამ­ძლე პლასტმა­სის წყალ­გაყ­ვა­ნი­ლო­ბით უნდა შე­იც­ვა­ლოს. წყალ­სა­დე­ნის ტექ­ნი­კუ­რი მუ­შა­კე­ბი ექ­სპერ­ტი­ზას ჩა­უ­ტა­რე­ბენ მთელ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას; მერე გა­კეთ­დე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრო­ექ­ტი ან ხარჯთაღ­რი­ცხვა, რა მო­ცუ­ლო­ბის სა­მუ­შა­ო­ე­ბი იქ­ნე­ბა ჩა­სა­ტა­რე­ბე­ლი. უნდა გა­მოვ­ძებ­ნოთ რო­გორც წყლის, ასე­ვე ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მო­პო­ვე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. გვინ­და მზის ენერ­გი­ის გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად შე­სა­ბა­მი­სი და­ნად­გა­რე­ბის შე­ძე­ნა, ასე­ვე გა­ვა­კე­თეთ "ლა­გუ­ნა ვე­რეს" ტე­რი­ტო­რი­ა­ზე 15 წლის წინ გა­თხრი­ლი ჭა­ბურ­ღი­ლის რე­ვი­ზი­აც. მო­პო­ვე­ბუ­ლი წყა­ლი წა­ვი­ღეთ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, რათა დად­გინ­დეს ვარ­გი­სი­ა­ნო­ბა. რაც უფრო ბინ­ძუ­რია, მისი გაწ­მენ­და მეტ ხარჯთა­ნაა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. ჭა­ბურ­ღი­ლი­დან ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყლის მო­პო­ვე­ბა, 1000-ჯერ შეგ­ვიმ­ცი­რებს გა­და­სა­ხა­დებს. ყვე­ლა­ფერს ისიც და­ე­მა­ტა, რომ ჩვენს ზე­მოთ ახა­ლი უბა­ნი გა­შენ­და. მისი მშე­ნებ­ლო­ბით გა­მოწ­ვე­ულ­მა ვიბ­რა­ცი­ამ, ჩა­მო­ან­გრია კლდის ნა­წი­ლი, შე­მო­ვარ­და ჩვენ­თან ეზო­ში და დაგ­ვი­ზი­ა­ნა 2 დარ­ბა­ზი. რის გა­მოც, ყო­ველ­თვი­უ­რად, 30 000 ლა­რის ოდე­ნო­ბის შე­მო­სა­ვა­ლი დავ­კარ­გეთ.

- მერე, და­სახ­მა­რებ­ლად, არ მი­მარ­თეთ შე­სა­ბა­მის ორ­გა­ნო­ებს?

- მე­რი­ას 3 წე­ლი­წა­დია დახ­მა­რე­ბას ვთხოვთ, მაგ­რამ უშე­დე­გოდ.

ანი ბე­ში­ტა­იშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ვერ­სია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

რატომ იხურება "ლაგუნა ვერე" - "თუ პანჩურს ამოგვარტყამენ, ივანიშვილთან მივალთ ან 400 შეზლონგზე დავწვებით"

რატომ იხურება "ლაგუნა ვერე" - "თუ პანჩურს ამოგვარტყამენ, ივანიშვილთან მივალთ ან 400 შეზლონგზე დავწვებით"

"ლაგუნა ვერე" თბილისელებისთვის ყველაზე ხელმისაწვდომი გამაჯანსაღებელი კომპლექსია, რომლის მსგავსიც კავკასიაში არ არის. ერთ დროს, აქ წყალბურთელთა შეჯიბრებები, ევროპის ჩემპიონატები ტარდებოდა, იყო დრო, გრანდიოზული და პრესტიჟული კონცერტებიც იმართებოდა სინქრონული ცურვის თანხლებით, დღეს კი, გავრცელებული ინფორმაციით, ობიექტს დახურვა ემუქრება.

ოფიციალური ვერსიით, "ლაგუნა ვერე" იმის გამო იხურება, რომ გაზრდილი გადასახადები მას არარენტაბელურს ხდის და ობიექტი წამგებიანი გახდა, თუმცა კულუარებში სხვა ინფორმაცია ვრცელდება - ამბობენ, "ლაგუნა ვერე" 2007 წელს მფლობელებს ინვესტორისთვის მიუყიდიათ, რომელიც ახლა სპორტული კომპლექსისთვის პროფილის შეცვლას აპირებსო. ამ ისტორიის ყველაზე უარყოფითი მხარე კი ისაა, რომ უმუშევარი რჩება ათეულობით ადამიანი, დაიხურება ცურვის შემსწავლელი ჯგუფები, თბილისელები კი ზაფხულის ხვატში ერთ-ერთი საყვარელი ადგილის გარეშე რჩებიან. "ვერსია" ინფორმაციის გადასამოწმებლად "ლაგუნა ვერეს" ეწვია. შეშფოთებული მომსახურე პერსონალი საჯარო საუბარს არ მოერიდა:

- ხელმძღვანელობა 20 იანვრიდან გვატყუებდა, 1 კვირაც და გაიხსნებაო, დღეს კი "ქართუ ჯგუფიდან" ახალი დირექტორი, დავით ჩხეტიანი მოვიდა და გამოგვიცხადა, ხვალ შეგიძლიათ სამსახურში აღარ გამოხვიდეთო. თითქოს 2 თვით გვითხოვენ, მაგრამ ტყუილია - 110 კაცი ვრჩებით უმუშევარი, თანაც გაგვაფრთხილეს, არ გავაპროტესტოთ, რადგან კანონი ჩვენს მხარეს არ არის და თურმე, კონტრაქტი იანვარში შეგვიწყდა. შეკითხვაზე – თუ ასეა, მაშინ რატომ გვალოდინეთ, იქნებ ამ ხნის განმავლობაში სხვა სამუშაო გვეპოვაო, გვიპასუხეს ამ გაუგებრობისთვის ბოდიშს გიხდითო.

- ამბობენ, რომ ტერიტორიაზე სავაჭრო ცენტრის გაკეთებას აპირებენ, ზოგი აცხადებს, საცხოვრებელი კომპლექსის გაშენება უნდათო...

- მსგავსი ინფორმაცია არ გვაქვს. ისე, აქ საცხოვრებელი უბანი ვერ გაშენდება იმიტომ, რომ ქვეშ მდინარე ვერე გადის. ისევ საცურაო კომპლექსი გაკეთდება, ტურბაზა ან რამე მსგავსი... თუ არა და, დაინგრევა და იქნება ცარიელი ადგილი. მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს, "ლაგუნა ვერე" თბილისს ემსახურებოდა. ამათ არაფრის შიში არა აქვთ. თუ პანჩურს ამოგვარტყამენ, ბიძინა ივანიშვილთან მივალთ ან გადავკეტავთ გზებს, 400 შეზლონგი გვაქვს, გავშლით და ზედ დავწვებით, აბა, რა ვქნათ?

- დახურვის ერთ-ერთ მიზეზად სახელდება ისიც, რომ ობიექტი წამგებიანია დანახარჯს ვერ ფარავს.

- რას ლაპარაკობთ წამგებიანი კი არა, მომგებიანია, ჩვენ როგორ უნდა მოგვატყუონ, მარტო ზაფხულის სეზონის ორი-სამი თვე ქაჩავს მთელ წელიწადს, დახურულ დარბაზებზე აღარაფერს ვამბობთ. უბრალოდ, აქაურობის დაშლა უნდათ...

"ვერსია" "ლაგუნა ვერეს" ტექნიკურ დირექტორს, დავით ბედოიძესაც ესაუბრა:

- თქვენ ბრძანდებით "ლაგუნა ვერეს" ახალი უფროსი?

- არა, მე გახლავართ ტექნიკური დირექტორი, ახალ უფროსთან გნებავთ საუბარი?

- რა თქმა უნდა, მასთანაც მინდა.

- თუ გამოგივიდათ, კი.

- რატომ, რთულია ამ ადამიანის პოვნა?

- გააჩნია, როგორ მოინდომებთ...

- ბატონო დავით, მომსახურე პერსონალი ძალიან უკმაყოფილოა.

- უკმაყოფილოები რითი არიან - რომ ვერ გავიხსენით?

- რომ ვერ გაიხსენით არა, იმიტომ რომ, დაიხურეთ.

- არ დავხურულვართ, უნდა გავხსნილიყავით 20 თებერვალს და ყინვამ შეგვიშალა ხელი, მთელი წყალგაყვანილობა გაფუჭდა, ახლა ჩავატარეთ სამუშაოები და შეიძლება, ერთ კვირაში გავხსნათ.

- აბა, დღეს რატომ გაათავისუფლეს სამსახურიდან 110 ადამიანი?

- გათავისუფლდებიან იმ შემთხვევაში, თუ კაპიტალურ რემონტზე დავდგებით. მაშინ თავისთავად ხელმძღვანელობაც დროებით უმუშევარი დარჩება. 35 წელზე მეტია აქ თითი თითზე არავი დაუდია, ყველაფერი ძალიან ძველია, ერთს გააკეთებ, მეორე ფუჭდება. თუ იქნება საშუალება, რომ გავიხსნათ და თან, ეს სარემონტო სამუშაოები ჩატარდეს, მაშინ ობიექტი იმუშავებს, მაგრამ, თუ ჩატარდება კაპიტალური რემონტი, მოგვიწევს მისი გაჩერება. არის ორი ვარიანტი, თან იმუშაო და თან აკეთო, რასაც ახლა გვინდა მივაღწიოთ, ან დაიკეტება და ერთ წელიწადში გაიხსნება. ეს, ერთი მხრივ, კარგია იმიტომ, რომ ამხელა კონკურენციის ფონზე, ძველი აუზი აღარავის უნდა, თუმცა "ლაგუნა ვერე" ბრენდია და ხალხი მაინც დადის, თანაც ამას ფასებიც ხელს უწყობს, ცუდია იმიტომ, რომ ამდენი ადამიანი უმუშევარი დარჩება.

- ეს ადამიანები ერთ წელიწადში თავიანთ ადგილებს დაუბრუნდებიან?

- შეიძლება, რემონტი 3 თვეშიც დასრულდეს, მაგრამ მერე სეზონი ჩაივლის და გახსნას აზრი აღარ ექნება... ამიტომ ვამბობ ერთ წელიწადს. ისე აქ სერიოზული რემონტი თუ ჩატარდა, გადახურვებითა და ტრიბუნებით, მაშინ, შესაძლოა, უფრო მეტი დროც დასჭირიდეს. როცა გაიხსნება, რა თქმა უნდა, დაუბრუნდებიან ძველ ადგილებს, თუ ამ დროის განმავლობაში სხვაგან არ დაკავდებიან.

- ვინ იყო ის კაცი, დილით რომ მოვიდა და პერსონალი სამსახურიდან დაითხოვა?

- ჩვენ გვაქვს კიდევ 2 დღე, თუ ამ პერიოდში ტექნიკურმა ჯგუფმა გამოსავალი ნახა, ობიექტი გაიხსნება, თუ არა – დროებით დაიხურება.

ოფიციალური განცხადებით, ობიექტი წამგებიანია, არადა, თანამშრომლები ამბობენ, რომ ეს ტყუილია და მოგებაც შემოდის.

- 12 წელია, ეს აუზი მხოლოდ თავს ინახავს, ზოგჯერ შეიძლება მიზერული მოგებაც მოიტანოს. ლაგუნას არ უნდა შეხედო, როგორც ბიზნესს, მთავარია, თავი შეინახოს. ეს ბიზნესი ამინდზეა დამოკიდებული, თუ ის 3 თვე მზიანია, ლაგუნა თავს შეინახავს, თუ არა, პატრონი უნდა გყავდეს, რომელიც ხარჯს დაფარავს. რატომ გავედით წაგებაზე? ტექნიკური მხრიდან მომიწია გამათბობლის ყიდვა, ხარჯი გამეზარდა.

- ფასი რატომ არ გაზარდეთ?

- ეს მისაღები იქნებოდა საზოგადოებისთვის? 12 წლის განმავლობაში დენისა და გაზის გაძვირების მიუხედავად, ფასი არ გაგვიზრდია, პირიქით, ქოლგა და შეზლონგებიც კი უფასოდ გვქონდა.

- როცა გარემონტდება და გაიხსნება, ძველ ფასებს დატოვებთ?

- ახალგარემონტებულში მორალური უფლება მექნება, ფასები 10-დან 15 ლარამდე გავზარდო იმიტომ, რომ ძალიან მაგარი იქნება, თუკი მართლა ახალი სახით გაიხსნა აქაურობა, ფასები მეორეხარისხოვანი იქნება. გადახურული ტრიბუნები 5 000 ადამიანს დაიტევს, ღია აუზთან გაკეთდება სცენა, ზაფხულში უკეთესი ადგილი გასართობად და კონცერტების ჩასატარებლად არ იქნება. გამოუყენებელ ტერიტორიაზე 7 000 კვადრატამდე საოფისე ფართები აშენდება. ამაზე საუბარი შარშანაც იყო, შარშანწინაც... მაგრამ მხოლოდ ლაპარაკი როდემდე უნდა გაგრძელდეს?

- ანუ "ლაგუნა ვერეს" ადგილას სავაჭრო ცენტრის ან საცხოვრებელი სახლის აშენებას გამორიცხავთ?

- აქ იმხელა ტერიტორიაა, საცხოვრებელ სახლს თავისუფლად დაიტევს და არ არის აუცილებელი, ამის გამო აუზი დაანგრიო. სავაჭრო ცენტრის აშენება სასაცილოდაც მეჩვენება, კორპუსის აშენება კი ჩემი იდეა იყო, ერთ დროს. საშუალება რომ მქონდეს, აუზის გვერდით 2000 კვადრატზე მეტი ადგილია, წარმოიდგინეთ, რა ფასად გაიყდება იქ ბინები, სადაც გვერდით ისეთი ბრენდია, როგორიც "ლაგუნა ვერეა".

- საზოგადოება და პერსონალი საცურაო კომპლექსის დახურვის გამო საპროტესტო აქციებით იმუქრება...

- მათი ნებაა... სხვათა შორის, ამას თითქოს წინასწარ ვგრძნობდი, იქნებ ეს საკითხი ერთ კვირაში ისე გადაწყდეს, კომპლექსს დახურვა არც მოუწიოს.

ბურებრივია, "ვერსია" შეეცადა, ამომწურავი ინფორმაცია იმ ადამიანებისგანაც მიეღო, ვინც თანამშრომლებს ესაუბრა. როგორც თანამშრომლებმა მიგვითითეს, "ქართუ ჯგუფს" დავუკავშირდით, თუმცა იქ გვიპასუხეს, რომ ეს თემა მათთვის სრულიად უცხოა და "ლაგუნა ვერესთან" არანაირი შეხება არ აქვთ. არადა, ალბათ, უკეთესი იქნება, თუკი ახალი მენეჯმენტი საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის, რა ტიპის სარემონტო სამუშაოები იგეგმება, რადგან ამით უამრავ გაუგებრობას ავიცილებთ თავიდან და დაინტერესებულ თანამშრომლებსა თუ მოსახლეობას საქმის რეალურ ვითარებას ავუხსნით.

"ვერსიამ", დავით ბედოიძის ლექსიკით რომ ვთქვათ, მოინდომა, "ლაგუნა ვერეს" ახალ უფროსს დავით ჩხეტიანსაც დაუკავშირდა და მასთან ინტერვიუს ჩაწერაც მოახერხა:

- ბატონო დავით, "ქართუ ჯგუფი" აბმობს, რომ "ლაგუნა ვერესთან" არაფერი აკავშირებს. თქვენ რომელ კომპანიას წარმოადგენთ?

- წარმოვადგენ კომპანია "იუნიონს", რომლის დირექტორადაც 1 კვირის წინ დავინიშნე, მანამდე 7 წლის განმავლობაში ეს თანამდებობა ვეფხო ხუნძაგიშვილს ეკავა, ამასთან დაკავშირებით მეტს ვერაფერს მოგახსენებთ.

- უამრავი კითხვა ჩნდება ობიექტთან დაკავშირებით, ამას დამატებული გაბრაზებული თანამშრომლების კომენტარები...

- როცა ადამიანს საარსებო წყარო უწყდება, უარესს რომ არ ამბობს, მიკვირს. მათ აქ მცირე ანაზღაურება ჰქონდათ და ახლა იმასაც კარგავენ. მართალია, ვითვალისწინებთ კოლექტივის მდგომარეობას, მაგრამ ასეთ ავარიულ მდგომარეობაში ობიექტს ექსპლუატაციაში ვერ გავუშვებთ და საკუთარ თავზე ამ პასუხისმგებლობას მე, როგორც დირექტორი, ნამდვილად ვერ ავიღებ.

- იქნებ დააკონკრეტოთ, "ობიექტის ავარიული მდგომარეობა" რას ნიშნავს - რა მდგომარეობაშია დღეს "ლაგუნა ვერე"?

- "ლაგუნა ვერე" 1978 წელს აშენდა. პირველი 10 წელი არანაირ შეკეთებას არ საჭიროებდა, მერე დაემთხვა 90-იანი წლები, არეულობა... მაშინ სპორტისთვის არავის ეცალა. გამოდის, დღემდე თავი იმ ძველი რესურსით მოიტანა. წინათ თუ მერია და სახელმწიფოს სპორტული კომიტეტი მხარს უჭერდა მის განვითარებასა და შენარჩუნებას, ნელ-ნელა ეს პირობები შემცირდა და დღეისთვის არსებულ ტექნიკურ მდგომარეობამდე მივედით. ამას დაემატა კომუნალური ხარჯის ტარიფების ზრდა, თუ მოსახლეობას აქვს ერთი სახის ტარიფი, წარმოებისთვის იგი 50 პროცენტით მეტია. მარტო ბოლო პერიოდში წყალი 3.50-დან 4.50 ლარამდე გაიზარდა. იმისთვის, რომ არ დაირღვეს გარკვეული პარამეტრები ავზების შესავსებად, დღეში 500 ტონა წყალი გვჭირდება. წარმოიდგინეთ, ეს ამ ორგანიზაციასა და საზოგადოება "იუნიონს" რა ფასი უჯდებოდა. 26 ათასი მდინარე და ტბაა საქართველოს ტერიტორიაზე. ამით მსოფლიოს 5 ქვეყანაში შევდივართ და წყალს ამხელა ფასი ნამდვილად არ უნდა ჰქონდეს. მაგალითად, თურქეთი როცა თავად მოიპოვებს ბუნებრივ აირს, საკუთარ მოსახლეობასაც უფასოდ აძლევს. კოლექტივს რაც შეეხება, მათთან წლიდან წლამდე გრძელდებოდა ხელშეკრულებები. ბუნებრივია, 31 დეკემბერს იგი შეწყდა და უნდა განახლებულიყო, თუ ტექნიკური მდგომარეობა ამის საშუალებას მოგვცემდა. ტრადიციულად, იანვარში, არდადეგების დროს, ფილტრების გაწმენდა-დამუშავება-აღდგენის პროფილაქტიკური ღონისძიებები ტარდებოდა, რის შედეგადაც, წელს დადგინდა - ეს ტექნიკა იმდენად ამორტიზირებულია და მილები ისეა მწყობრიდან გამოსული, ფაქტობრივად, ერთი ხელის შეხებითაც შეიძლება ავზები წყლისგან დაიცალოს. თვითონ აუზებიც მხოლოდ იმიტომ არ ინგრევა, რომ თავიდანვე ძალიან დიდი რესურსია ჩადებული. თანაც კლდეზე დგას, თორემ დანარჩენი ტერიტორია დაჭაობებულია.

- ვითარების გამოსასწორებლად, კონკრეტულად, რა სამუშაოებია ჩასატარებელი?

- ძველი ტექნიკა თანამედროვე, გაცილებით გამძლე პლასტმასის წყალგაყვანილობით უნდა შეიცვალოს. წყალსადენის ტექნიკური მუშაკები ექსპერტიზას ჩაუტარებენ მთელ კომუნიკაციას; მერე გაკეთდება გარკვეული პროექტი ან ხარჯთაღრიცხვა, რა მოცულობის სამუშაოები იქნება ჩასატარებელი. უნდა გამოვძებნოთ როგორც წყლის, ასევე ელექტროენერგიის მოპოვების ალტერნატიული საშუალებები. გვინდა მზის ენერგიის გამოსაყენებლად შესაბამისი დანადგარების შეძენა, ასევე გავაკეთეთ "ლაგუნა ვერეს" ტერიტორიაზე 15 წლის წინ გათხრილი ჭაბურღილის რევიზიაც. მოპოვებული წყალი წავიღეთ ლაბორატორიაში, რათა დადგინდეს ვარგისიანობა. რაც უფრო ბინძურია, მისი გაწმენდა მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული. ჭაბურღილიდან ალტერნატიული წყლის მოპოვება, 1000-ჯერ შეგვიმცირებს გადასახადებს. ყველაფერს ისიც დაემატა, რომ ჩვენს ზემოთ ახალი უბანი გაშენდა. მისი მშენებლობით გამოწვეულმა ვიბრაციამ, ჩამოანგრია კლდის ნაწილი, შემოვარდა ჩვენთან ეზოში და დაგვიზიანა 2 დარბაზი. რის გამოც, ყოველთვიურად, 30 000 ლარის ოდენობის შემოსავალი დავკარგეთ.

- მერე, დასახმარებლად, არ მიმართეთ შესაბამის ორგანოებს?

- მერიას 3 წელიწადია დახმარებას ვთხოვთ, მაგრამ უშედეგოდ.

ანი ბეშიტაიშვილი

გაზეთი "ვერსია"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია