ქალთა დღესთან დაკავშირებით, დღეს, წიგნის მაღაზიათა ქსელმა "ბიბლუსი" გამომცემლობა "პალიტრა L"-თან ერთად ქალბატონებს 8 მარტი ორიგინალურად მიულოცა.
მათი ორგანიზებით, ვაჟა-ფშაველას 47-ში მდებარე "ბიბლუსის" სამკითხველოში, ქალბატონებისთვის "შოკოლადის დღესასწაული" მოეწყო.
სტუმრებისთვის საჩუქრები გათამაშდა. ქალბატონებს შორის საუკეთესო სალათის მომზადებაში შეჯიბრი გაიმართა. კონკურსის მონაწილეებს ამისთვის 7 წუთში ჰქონდათ. ყველაზე გემრიელი სალათის ავტორი ჟიურიმ გამოავლინა. ამ ნომინაციაში გამარჯვებული ღონისძიების პარტნიორი ტექნიკის სახლის "ოქეი" მიერ Baumatic-ის ბრენდის ელექტრო ღუმელით დასაჩუქრდა.
ასევე გათამაშდა "ოქეის" კიდევ ერთი პრიზი, AEG ფირმის მიქსერი. მათ კი, ვინც ორგანიზატორების მიერ დასმულ შეკითხვებს სწორი პასუხი გასცეს, საჩუქრად გამომცემლობა "პალიტრა L" – მა რჩეული წიგნები გადაეცათ. ასევე გათამაშდა დაგროვებითი ბარათი "უნიქარდი", რომელზეც 600 ქულაა დარიცხული.
ღონისძიების სპეციალური სტუმარი იყო ჟურნალი "და ქალი", რომლის ნომრებიც სტუმრებს ასევე საჩუქრად გადაეცათ.
კიდევ ერთი სიურპრიზი იქვე გამომცხვარი ტკბილელული იყო. რესტორან DownTown-ის გამოცდილმა კონდიტერმა "ბიბლუსის" გამოცემა "შოკოლადის ოქროს წიგნში" შეტანილი რამდენიმე რეცეპტის მიხედვით სხვადასხვა სახის კექსი გამოაცხო, რომლითაც სტუმრებს ჩაისთან და ყავასთან ერთად გაუმასპინძლდნენ.
აღსანიშნავია, რომ "შოკოლადის დღესასწაულზე" მხოლოდ ქალბატონები იყვნენ მიწვეულები. როგორც ორგანიზატორებმა აღნიშნეს, მათ გადაწყვიტეს, 8 მარტის დღესასაწული ასე ორიგინალურად მიელოცათ ერთგული, მკითხველი ქალბატონებისთვის.
ქალთა დღესთან დაკავშირებით, "ბიბლუსის" მთელ ქსელში იმოქმედებს 20%-იანი ფასდაკლება რჩეულ წიგნებზე.
ნანა ხიდეშელი, Ambebi.ge