პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია
ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია

თეთ­რი­წყა­რო­ში, შპს "კა­ლან­დას" ფერ­მა­ში ღო­რე­ბის და­ცე­მა ღო­რის კლა­სი­კუ­რი ჭი­რის გავ­რცე­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია. რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს ვე­ტე­რი­ნა­რი­ის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა დემ­ნა ხე­ლა­ი­ამ გა­ნუ­ცხა­და, აღ­ნიშ­ნუ­ლი და­ა­ვა­დე­ბა ადა­მი­ა­ნებ­ზე არ გა­და­დის, ღო­რებ­ში კი ძა­ლი­ან სწრა­ფად ვრცელ­დე­ბა და 100%-მდე სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა ახა­სი­ა­თებს.

რო­გორც მან გან­მარ­ტა, სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე ად­გილ­ზე ჩა­ვი­და, რო­გორც კი ეს ამ­ბა­ვი მოხ­და.

"მა­შინ­ვე ჩა­ვე­დით ად­გილ­ზე და შე­მოწ­მდა ყვე­ლა ღორი. კლი­ნი­კუ­რად ჯან­მრთე­ლი ღო­რე­ბი, რომ­ლებ­საც არა­ნა­ი­რი და­ა­ვა­დე­ბა არ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ, სა­საკ­ლა­ო­ზე გა­და­ვიყ­ვა­ნეთ. სა­საკ­ლა­ო­ე­ბიც ჩვენ კონ­ტროლ­ქვე­შაა და შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ხორ­ცი ბა­ზარ­ზე ვერ მოხ­ვდე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხე­ლა­ი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, და­ცე­მუ­ლი ღო­რე­ბის გა­ნად­გუ­რე­ბა წე­სე­ბის დაც­ვით უნდა მოხ­დეს - უნდა და­იწ­ვას და და­ი­მარ­ხოს და იმ ად­გი­ლას უნდა ჩა­ტარ­დეს დე­ზინ­ფექ­ცია. მი­სი­ვე თქმით, ამ­ჟა­მად, ფერ­მა­ში, ღო­რე­ბის ძა­ლი­ან მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბაა დარ­ჩე­ნი­ლი.

"ინ­ფექ­ცია არის მათ­ზეც გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და მათი ფერ­მი­დან გა­მოყ­ვა­ნა არ შე­იძ­ლე­ბა და არ მოხ­დე­ბა", - აღ­ნიშ­ნა ხე­ლა­ი­ამ.

ამას­თან, მი­სი­ვე თქმით, მო­ნი­ტო­რინ­გი ფერ­მის გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზეც ჩა­ტარ­და. ხე­ლა­ი­ას ინ­ფორ­მა­ცი­ით, გარე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, არც ერთ ღორ­ზე მსგავ­სი და­ა­ვა­დე­ბა არ და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლა.

და­ა­ვა­დე­ბა ფერ­მა­ში 10 თე­ბერ­ვლის შემ­დეგ გავ­რცელ­და.

სურ­სა­თის ეროვ­ნულ­მა სა­ა­გენ­ტომ თეთ­რი­წყა­როს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ღო­რე­ბის ფერ­მა შპს "კა­ლან­და­ში" ღო­რე­ბის და­ცე­მის ფაქტთან და­კავ­ში­რე­ბით გან­ცხა­დე­ბა დღეს გა­ავ­რცე­ლა. რო­გორც სურ­სა­თის ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტო­ში გან­მარ­ტა­ვენ, ფერ­მა­ში გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლია კა­რან­ტი­ნი, ჩა­ტა­რე­ბუ­ლია დე­ზინ­ფექ­ცია და ამ ეტა­პისს­თვი­საც გრძელ­დე­ბა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

სა­ა­გენ­ტოს სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ად­გილ­ზე იმ­ყო­ფე­ბი­ან და 24-სა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუდ­მივ მო­ნი­ტო­რინგს უწე­ვენ და­ა­ვა­დე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ის პრო­ცესს. და­ცე­მუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბი გა­ნად­გუ­რე­ბუ­ლია ვე­ტე­რი­ნა­რულ-სა­ნი­ტა­რუ­ლი წე­სე­ბის სრუ­ლი დაც­ვით, შე­სა­ბა­მი­სად, და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ცხო­ვე­ლე­ბის ხორ­ცის ბა­ზარ­ზე მოხ­ვედ­რის რის­კი არ არ­სე­ბობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია

ვეტერინარიის დეპარტამენტი - ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია

თეთრიწყაროში, შპს "კალანდას" ფერმაში ღორების დაცემა ღორის კლასიკური ჭირის გავრცელებამ გამოიწვია. როგორც "ინტერპრესნიუსს" სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა დემნა ხელაიამ განუცხადა, აღნიშნული დაავადება ადამიანებზე არ გადადის, ღორებში კი ძალიან სწრაფად ვრცელდება და 100%-მდე სიკვდილიანობა ახასიათებს.

როგორც მან განმარტა, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახური ინფორმაციის მიღებისთანავე ადგილზე ჩავიდა, როგორც კი ეს ამბავი მოხდა.

"მაშინვე ჩავედით ადგილზე და შემოწმდა ყველა ღორი. კლინიკურად ჯანმრთელი ღორები, რომლებსაც არანაირი დაავადება არ აღენიშნებოდათ, სასაკლაოზე გადავიყვანეთ. სასაკლაოებიც ჩვენ კონტროლქვეშაა და შესაბამისად, დაავადებული ხორცი ბაზარზე ვერ მოხვდება", - აღნიშნა ხელაიამ.

მისივე თქმით, დაცემული ღორების განადგურება წესების დაცვით უნდა მოხდეს - უნდა დაიწვას და დაიმარხოს და იმ ადგილას უნდა ჩატარდეს დეზინფექცია. მისივე თქმით, ამჟამად, ფერმაში, ღორების ძალიან მცირე რაოდენობაა დარჩენილი.

"ინფექცია არის მათზეც გავრცელებული და მათი ფერმიდან გამოყვანა არ შეიძლება და არ მოხდება", - აღნიშნა ხელაიამ.

ამასთან, მისივე თქმით, მონიტორინგი ფერმის გარე ტერიტორიაზეც ჩატარდა. ხელაიას ინფორმაციით, გარე ტერიტორიაზე, არც ერთ ღორზე მსგავსი დაავადება არ დაფიქსირებულა.

დაავადება ფერმაში 10 თებერვლის შემდეგ გავრცელდა.

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ღორების ფერმა შპს "კალანდაში" ღორების დაცემის ფაქტთან დაკავშირებით განცხადება დღეს გაავრცელა. როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოში განმარტავენ, ფერმაში გამოცხადებულია კარანტინი, ჩატარებულია დეზინფექცია და ამ ეტაპისსთვისაც გრძელდება ღონისძიებების გატარება.

სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და 24-სათიან რეჟიმში მუდმივ მონიტორინგს უწევენ დაავადების ლიკვიდაციის პროცესს. დაცემული ცხოველები განადგურებულია ვეტერინარულ-სანიტარული წესების სრული დაცვით, შესაბამისად, დაავადებული ცხოველების ხორცის ბაზარზე მოხვედრის რისკი არ არსებობს.

"ინტერპრესნიუსი"

ექიმი - ცოტნე გამსახურდიას მდგომარეობა მძიმეა და შესაძლოა დამატებითი ოპერაცია დასჭირდეს

"ჩვენს ხელში ჩაიკეცა... თავის არეც აქვს გახეთქილი" - თვითმხილველები ცოტნე გამსახურდიას დაჭრაზე დეტალებს ყვებიან

კონსტანტინე გამსახურდია - ცოტნეს მდგომარეობა მძიმეა