მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა
სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა

გთა­ვა­ზობთ ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი 11 სიზ­მრის მეც­ნი­ე­რულ ახ­სნას. პლა­ნე­ტა­ზე მცხოვ­რებ ადა­მი­ა­ნებს ყვე­ლა­ზე ხში­რად მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სცე­ნე­ბი ესიზ­მრე­ბათ.

ვარ­დნა: ფსი­ქო­ლო­გე­ბის თქმით, სი­მაღ­ლი­დან ვარ­დნას ყვე­ლა­ზე ხში­რად ადა­მი­ა­ნი მა­შინ ხე­დავს, რო­დე­საც სამ­სა­ხურ­ში, ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი აქვს.

კბი­ლე­ბის ცვე­ნა: ამ სიზ­მარ­თან და­კავ­ში­რე­ბით ფსი­ქო­ლო­გებს გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აქვთ. მა­გა­ლი­თად, ფსი­ქო­ლო­გი იან ვო­ლე­სი კბილს სიძ­ლი­ე­რი­სა და ნდო­ბის ნიშ­ნად აღიქ­ვამს. მისი მტკი­ცე­ბით, ადა­მი­ანს, რო­მელ­საც ესიზ­მრე­ბა, რომ კბი­ლებს კარ­გავს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მი­მართ ნდო­ბა აქვს და­კარ­გუ­ლი. ექიმ ლო­უ­რენ­სის აზ­რით, დაც­ვე­ნი­ლი კბი­ლე­ბი ქა­ლის­თვის სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბის ნი­შა­ნია - მათ და­ფეხ­მძი­მე­ბა სურთ, ხოლო კა­ცის­თვის სქე­სობ­რი­ვი სტი­მუ­ლა­ცი­ის სურ­ვი­ლი.

სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში შიშ­ვლად ყოფ­ნა: ეს სიზ­მა­რი შფოთვი­სა და ტკი­ვი­ლის ამ­სახ­ვე­ლია. მას ადა­მი­ა­ნე­ბი ხში­რად ხე­და­ვენ მა­შინ, თუ და­ა­წი­ნა­უ­რეს, ახალ სამ­სა­ხურ­ში გა­და­ვიდ­ნენ, ან სა­ჯა­რო პერ­სო­ნე­ბი გახ­დნენ.

ტეს­ტის შევ­სე­ბა: თუ რო­დეს­მე დაგ­სიზ­მრე­ბი­ათ, რომ გა­მოც­დას აბა­რებთ, ტესტს ავ­სებთ და სწო­რი პა­სუ­ხის გახ­სე­ნე­ბას ცდი­ლობთ, სტრე­სის ქვეშ ხართ. ექი­მი ლა­უ­რი ლო­ვენ­ბერ­გი მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სიზ­მარს სამ­სა­ხურ­ში სტრესს უკავ­ში­რებს.

სიკ­ვდი­ლი: სიზ­მარ­ში სიკ­ვდი­ლი, ან დაკ­რძალ­ვის ცე­რე­მო­ნი­ის ნახ­ვა ასა­ხავს სურ­ვილს, ცხოვ­რე­ბა­ში ერთხელ და სა­მუ­და­მოდ რა­ღაც დამ­თავ­რდეს, დაგ­ვირ­გვინ­დეს. ამას­თან, მსგავ­სი ში­ნა­არ­სის სიზ­მა­რი ნიშ­ნავს, რომ ქვეც­ნო­ბი­ე­რად ადა­მი­ანს ახა­ლი, სუფ­თა ფურ­ცლი­დან ცხოვ­რე­ბის და­წყე­ბა სურს.

ცნო­ბილ ადა­მი­ან­თან შეხ­ვედ­რა: სიზ­მარ­ში ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნის ნახ­ვა სა­ჯა­რო აღი­ა­რე­ბის სურ­ვი­ლია.

გე­სიზ­მრე­ბათ, რომ მოგსდე­ვენ: შე­უძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი კოშ­მა­რის შემ­დეგ, გაღ­ვი­ძე­ბი­სას თავი ვინ­მემ კომ­ფორ­ტუ­ლად იგ­რძნოს, მაგ­რამ თუ ფსი­ქო­ლო­გებს და­ვუ­ჯე­რებთ, ში­შის­გან ძილ­ში დაღ­ვრი­ლი ოფლი პო­ზი­ტი­უ­რად დაგ­ვირ­გვინ­დე­ბა. მათი აზ­რით, ეს არის იმის ნი­შა­ნი, რომ პი­როვ­ნე­ბა სა­ბო­ლო­ოდ პრობ­ლე­მას თვა­ლებ­ში ჩა­ხე­დავს. რო­გორც წესი, მსგავს სიზ­მარს კა­ცებ­ზე ხში­რად ქა­ლე­ბი ხე­და­ვენ.

პარტნი­ო­რის ღა­ლა­ტი: თუ სიზ­მარ­ში შეყ­ვა­რე­ბუ­ლის, ან ქმრის პე­რანგზე პო­მა­დის კვა­ლი ნა­ხეთ, გაღ­ვი­ძე­ბი­სას ნუ იფიქ­რებთ, რომ შორ­სმჭვრე­ტე­ლი ხართ. რო­გორც წესი, ასეთ სიზ­მარს ნა­ხუ­ლო­ბენ ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა რო­მან­ტი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბა­საც ნდო­ბა აკ­ლია.

ხე­დავ, რომ სად­მე და­გაგ­ვი­ან­და: თუ დაგ­სიზ­მრე­ბი­ათ, რომ სამ­სა­ხურ­ში, ან უნი­ვერ­სი­ტეტ­ში და­გაგ­ვი­ან­დათ, ნიშ­ნავს, რომ ძა­ლი­ან ბევ­რს მუ­შა­ობთ. ვინ­მეს იმა­ზე მეტს ნუ და­პირ­დე­ბით, რისი გა­კე­თე­ბაც შე­გიძ­ლი­ათ.

ფრე­ნა: თუ დაგ­სიზ­მრე­ბი­ათ, რომ ძა­ლი­ან მსუ­ბუ­ქი ხართ და ჩი­ტი­ვით ფრე­ნა შე­გიძ­ლი­ათ, რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში სი­ტუ­ა­ცია კონ­ტრო­ლი­და­ნაა გა­მო­სუ­ლი.

ფეხ­მძი­მო­ბა: ასეთ სიზ­მარს ხე­დავს ის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­საც პრობ­ლე­მე­ბი აქვს. 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია mentalfloss.com-ის მი­ხედ­ვით.

სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა

სიზმრად ნანახი სიუჟეტების მეცნიერული ახსნა

გთავაზობთ ყველაზე გავრცელებული 11 სიზმრის მეცნიერულ ახსნას. პლანეტაზე მცხოვრებ ადამიანებს ყველაზე ხშირად მსგავსი შინაარსის სცენები ესიზმრებათ.

ვარდნა: ფსიქოლოგების თქმით, სიმაღლიდან ვარდნას ყველაზე ხშირად ადამიანი მაშინ ხედავს, როდესაც სამსახურში, ან პირად ცხოვრებაში პრობლემები აქვს.

კბილების ცვენა: ამ სიზმართან დაკავშირებით ფსიქოლოგებს განსხვავებული აზრი აქვთ. მაგალითად, ფსიქოლოგი იან ვოლესი კბილს სიძლიერისა და ნდობის ნიშნად აღიქვამს. მისი მტკიცებით, ადამიანს, რომელსაც ესიზმრება, რომ კბილებს კარგავს, საზოგადოების მიმართ ნდობა აქვს დაკარგული. ექიმ ლოურენსის აზრით, დაცვენილი კბილები ქალისთვის სურვილის ასრულების ნიშანია - მათ დაფეხმძიმება სურთ, ხოლო კაცისთვის სქესობრივი სტიმულაციის სურვილი.

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში შიშვლად ყოფნა: ეს სიზმარი შფოთვისა და ტკივილის ამსახველია. მას ადამიანები ხშირად ხედავენ მაშინ, თუ დააწინაურეს, ახალ სამსახურში გადავიდნენ, ან საჯარო პერსონები გახდნენ.

ტესტის შევსება: თუ როდესმე დაგსიზმრებიათ, რომ გამოცდას აბარებთ, ტესტს ავსებთ და სწორი პასუხის გახსენებას ცდილობთ, სტრესის ქვეშ ხართ. ექიმი ლაური ლოვენბერგი მსგავსი შინაარსის სიზმარს სამსახურში სტრესს უკავშირებს.

სიკვდილი: სიზმარში სიკვდილი, ან დაკრძალვის ცერემონიის ნახვა ასახავს სურვილს, ცხოვრებაში ერთხელ და სამუდამოდ რაღაც დამთავრდეს, დაგვირგვინდეს. ამასთან, მსგავსი შინაარსის სიზმარი ნიშნავს, რომ ქვეცნობიერად ადამიანს ახალი, სუფთა ფურცლიდან ცხოვრების დაწყება სურს.

ცნობილ ადამიანთან შეხვედრა: სიზმარში ცნობილი ადამიანის ნახვა საჯარო აღიარების სურვილია.

გესიზმრებათ, რომ მოგსდევენ: შეუძლებელია მსგავსი კოშმარის შემდეგ, გაღვიძებისას თავი ვინმემ კომფორტულად იგრძნოს, მაგრამ თუ ფსიქოლოგებს დავუჯერებთ, შიშისგან ძილში დაღვრილი ოფლი პოზიტიურად დაგვირგვინდება. მათი აზრით, ეს არის იმის ნიშანი, რომ პიროვნება საბოლოოდ პრობლემას თვალებში ჩახედავს. როგორც წესი, მსგავს სიზმარს კაცებზე ხშირად ქალები ხედავენ.

პარტნიორის ღალატი: თუ სიზმარში შეყვარებულის, ან ქმრის პერანგზე პომადის კვალი ნახეთ, გაღვიძებისას ნუ იფიქრებთ, რომ შორსმჭვრეტელი ხართ. როგორც წესი, ასეთ სიზმარს ნახულობენ ის ადამიანები, რომელთა რომანტიკულ ურთიერთობასაც ნდობა აკლია.

ხედავ, რომ სადმე დაგაგვიანდა: თუ დაგსიზმრებიათ, რომ სამსახურში, ან უნივერსიტეტში დაგაგვიანდათ, ნიშნავს, რომ ძალიან ბევრს მუშაობთ. ვინმეს იმაზე მეტს ნუ დაპირდებით, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ.

ფრენა: თუ დაგსიზმრებიათ, რომ ძალიან მსუბუქი ხართ და ჩიტივით ფრენა შეგიძლიათ, რეალურ ცხოვრებაში სიტუაცია კონტროლიდანაა გამოსული.

ფეხმძიმობა: ასეთ სიზმარს ხედავს ის ადამიანი, რომელსაც პრობლემები აქვს. 

მომზადებულია mentalfloss.com-ის მიხედვით.

ხვიჩა კვარაცხელიასა და ლევან შენგელიას კორონავირუსი დაუდასტურდათ - საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

შეიძლება თუ არა დავინფიცირდეთ კორონავირუსით საკვები პროდუქტებიდან - რას გვირჩევს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია?

"სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული" - რას წერს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი