სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

1

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე
რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე, მეტ­სა­ხე­ლად "დი­ჯეი რემ­ბო" გი­ორ­გი ონი­ანს ბრალ­დე­ბებს უყე­ნებს და აცხა­დებს, რომ ონი­ა­ნი გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად არ უნდა და­დი­ო­დეს. აი, რას ყვე­ბა ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე:

- "2011 წლის ოქ­ტომ­ბერ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რე­ბი უნდა და­მე­რი­გე­ბი­ნა, 17 ოქ­ტომ­ბერს ნიკო ნი­კო­ლა­ძის ქუ­ჩა­ზე ვიმ­ყო­ფე­ბო­დი, სა­დარ­ბა­ზო­დან გა­მოვ­დი­ო­დი, უცებ მომ­ვარ­და სა­მო­ქა­ლა­ქო ტან­საც­მელ­ში ჩაც­მუ­ლი ორი პირი, ხე­ლე­ბი გა­და­მიგ­რი­ხეს და ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში ძა­ლით ჩამ­სვეს, არ ვი­ცო­დი რის­თვის და­მა­კა­ვეს, მან­ქა­ნის წინა სა­ვარ­ძელ­ზე გოგა (გი­ორ­გი) ონი­ა­ნი იჯდა. ჩემი და­კა­ვე­ბის ოპე­რა­ცი­ა­ში უშუ­ა­ლოდ მო­ნა­წი­ლე­ობ­და ონი­ა­ნი, რო­მე­ლიც დღეს სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვო­ბას იბ­რა­ლებს.

- რა გი­თხრეს, რის­თვის გა­კა­ვებ­თო?

- მან­ქა­ნა­ში ჩას­მი­სას გან­მი­მარ­ტეს, რომ სა­ხელ­მწი­ფოს ღა­ლა­ტი მე­დე­ბო­და ბრა­ლად, რად­გან ორ­გა­ნი­ზე­ბას ვუ­წევ­დი და ვა­რი­გებ­დი "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" მა­ი­სუ­რებს. გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის სამ­მარ­თვე­ლოს­თან მი­მიყ­ვა­ნეს. ონი­ან­მა სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლებს მი­უ­თი­თა, რომ შე­ნო­ბის უკა­ნა მხრი­დან შე­ვეყ­ვა­ნე, რად­გან ხმა­უ­რი არ ატე­ხი­ლი­ყო და თვალ­ში არა­ვის მოვ­ხვედ­რო­დი. და­სა­კითხ ოთახ­ში ამიყ­ვა­ნეს, სა­დაც რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. ონი­ან­მა და­მი­წყო და­კი­თხვა, ძი­რი­თა­დად ბრალ­დე­ბა მომ­დი­ო­და, რომ მე სა­ხელ­მწი­ფოს მო­ღა­ლა­ტე ვი­ყა­ვი, მი­თხრა, რომ ვინც მა­ი­სუ­რებს ბეჭ­დავ­და და არი­გებ­და, ყვე­ლას დაგ­ვი­ჭერ­დნენ. მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ვი­გე, რომ შა­თი­რიშ­ვი­ლი და­ი­ჭი­რეს. მჯე­რა, რომ შა­თი­რიშ­ვი­ლი მარ­თა­ლი იყო და ის უკა­ნო­ნოდ და­ა­კა­ვეს. შემ­დეგ მი­თხრეს რომ ნარ­კო­ტი­კე­ბის შე­ძე­ნა-მოხ­მა­რე­ბის­თვის და­მა­კა­ვეს, რა­ზეც ვთქვი, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი არ ვი­ყა­ვი. ნარ­კო­ლო­გი­უ­რი შე­მოწ­მე­ბის შემ­დეგ გა­ირ­კვა, რომ მომ­ხმა­რე­ბე­ლი მარ­თლა არ ვარ, ამა­ზე ონი­ა­ნი გაბ­რაზ­და და თქვა, რომ 7 წელს მო­მის­ჯი­და. მან ჩემ­გან ვერც ერთ ბრალ­დე­ბა­ზე თან­ხმო­ბა ვერ მი­ი­ღო, რა­საც კვლავ მოჰ­ყვა შე­უ­რა­ცხყო­ფა.

- ფი­ზი­კუ­რი შე­უ­რა­ცხყო­ფა მო­გა­ყე­ნეს?

- დიახ, სა­ხე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­მარ­ტყეს. შემ­დეგ ჩა­მიყ­ვა­ნეს გა­მომ­ძი­ე­ბელ­თან, სა­დაც უნდა გა­ვე­ჩხრი­კე, ამო­ვა­ლა­გე ჩემი ხე­ლით, რაც ჯი­ბე­ში მედო, ესე­ნია ფული და სა­ღე­ჭი რე­ზი­ნი, მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მა­ნამ­დე წა­მარ­თვეს. სა­ფუ­ლე არ მქონ­და, რად­გან არ ვა­ტა­რებ. შემ­დეგ ჩვე­ნე­ბის ოქ­მზე ხე­ლის მო­წე­რას მთხოვ­დნენ, სა­დაც წა­კი­თხვის შემ­დეგ აღ­მო­ვა­ჩი­ნე, რომ ეწე­რა თით­ქოს, რა­ღაც თეთ­რი ქა­ღალ­დი აღ­მო­მაჩ­ნდა ჩხრე­კი­სას, რა­ზეც უარი ვუ­თხა­რი. მიმ­ტკი­ცებ­დნენ, რომ ეს აღი­ა­რე­ბას არ ნიშ­ნავ­და, იძუ­ლე­ბუ­ლი გამ­ხა­დეს ოქ­მზე ხელი მო­მე­წე­რა, თუმ­ცა ვთქვი, რომ რაც არ ჩა­მი­დე­ნია, იმას არ ვა­ღი­ა­რებ­დი. ამის მერე უკვე "კა­პე­ზე­ზე" გა­და­მიყ­ვა­ნეს, შემ­დეგ კი 10 000-ლა­რი­ა­ნი გი­რა­ო­თი გა­მა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ამ­ნის­ტია შე­მე­ხო და გა­დახ­დი­ლი თან­ხა უკან და­მიბ­რუნ­და. იმე­დი მაქვს, რომ ჩემი გან­ცხა­დე­ბით პრო­კუ­რა­ტუ­რა და­ინ­ტე­რეს­დე­ბა, რის შემ­დე­გაც მე ონი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ ჩვე­ნე­ბას მივ­ცემ, რად­გან ვთვლი, რომ მან­ტი­ას ამო­ფა­რე­ბუ­ლი დამ­ნა­შა­ვე გა­რეთ თა­ვი­სუფ­ლად არ უნდა და­დი­ო­დეს".

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ად­ვო­კატ გოგა ონი­ანს ბრა­ლი და­უმ­ძიმ­და

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გოგა ონი­ა­ნის და­კა­ვე­ბის სან­ქცია სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ გას­ცა. 2011 წელს, ონი­ა­ნი გლ­და­ნი-ნა­ძა­ლა­დე­ვის პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლედ მუ­შა­ობ­და და ჩარ­თუ­ლი იყო "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­აღ­მდეგ გა­ჩა­ღე­ბულ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­საც მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი მე­თა­უ­რობ­და. მისი სა­მიზ­ნე შპს "დაო-პრინ­ტის" მე­ნე­ჯე­რი, და­ვით შა­თი­რიშ­ვი­ლი იყო. "დაო-პრინ­ტი" "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" პარ­ტი­ის ლო­გო­ი­ან და ბერა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ან მა­ი­სუ­რებს უმ­ზა­დებ­და და კა­ნო­ნი­ერ შეკ­ვე­თას ას­რუ­ლებ­და, თუმ­ცა "ნაც­რე­ჟიმს" პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნა ჰქონ­და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მომ­ხრე­ებ­ზე და "ქარ­თულ ოც­ნე­ბა­ზე", მთა­ვა­რი იყო ოპო­ნენ­ტი გა­ე­ნად­გუ­რე­ბი­ნათ და არ ჰქონ­და მნიშ­ვნე­ლო­ბა, რა ბრალს შე­ტე­ნიდ­ნენ მათ. ონი­ან­მა შა­თი­რიშ­ვი­ლი დიდი ოდე­ნო­ბის ნარ­კო­ტი­კის – მა­რი­ხუ­ა­ნის უკა­ნო­ნო შე­ნახ­ვის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვა. რო­გორც შა­თი­რიშ­ვი­ლი ამ­ბობს, ნარ­კო­ტი­კი ჩა­უ­დეს. ონი­ა­ნი შა­თი­რიშ­ვილს და­ე­მუქ­რა, "და­ნა­შა­ულს" თუ არ აღი­ა­რებ, შენს ცოლს და­ვი­ჭე­რო. შა­თი­რიშ­ვილ­მა ზე­წო­ლის გამო "და­ნა­შა­უ­ლი აღი­ა­რა". ამ ბინ­ძუ­რი და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის­თვის ონი­ანს პრე­მია გა­და­უ­ხა­დეს. სწო­რედ, გი­ორ­გი შა­თი­რიშ­ვი­ლის სა­ჩივ­რის სა­ფუძ­ველ­ზე და­ა­კა­ვეს გოგა ონი­ა­ნი. მას ბრა­ლი 4 მუხ­ლით წა­უ­ყე­ნეს. თბი­ლი­სის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლომ წი­ნას­წარ პა­ტიმ­რო­ბა­ში ონი­ა­ნი არ და­ტო­ვა და 20 000 ლარი გი­რაო შე­უ­ფარ­და. ვნა­ხოთ, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი, ონი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მომ­ჩი­ვან­თა რი­ცხვი იზ­რდე­ბა, პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ახა­ლი სარ­ჩე­ლი შე­დის, ლე­ვან მდი­ნა­რა­ძე - "დი­ჯეი რემ­ბო" გა­ჩე­რე­ბას არ აპი­რებს, ჯერი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ზეა, და­უმ­ტკი­ცებს თუ არა ონი­ანს და­ნა­შა­ულს, რო­მე­ლიც მო­სი­ა­რუ­ლე "პა­ლა­ჩია".

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

რას ყვება ბერას მეგობარი რემბო ახალაიას ადვოკატ ონიანზე

ლევან მდინარაძე, მეტსახელად "დიჯეი რემბო" გიორგი ონიანს ბრალდებებს უყენებს და აცხადებს, რომ ონიანი გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს. აი, რას ყვება ლევან მდინარაძე:

- "2011 წლის ოქტომბერში "ქართული ოცნების" მაისურები უნდა დამერიგებინა, 17 ოქტომბერს ნიკო ნიკოლაძის ქუჩაზე ვიმყოფებოდი, სადარბაზოდან გამოვდიოდი, უცებ მომვარდა სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული ორი პირი, ხელები გადამიგრიხეს და ავტომანქანაში ძალით ჩამსვეს, არ ვიცოდი რისთვის დამაკავეს, მანქანის წინა სავარძელზე გოგა (გიორგი) ონიანი იჯდა. ჩემი დაკავების ოპერაციაში უშუალოდ მონაწილეობდა ონიანი, რომელიც დღეს სამართალდამცავობას იბრალებს.

- რა გითხრეს, რისთვის გაკავებთო?

- მანქანაში ჩასმისას განმიმარტეს, რომ სახელმწიფოს ღალატი მედებოდა ბრალად, რადგან ორგანიზებას ვუწევდი და ვარიგებდი "ქართული ოცნების" მაისურებს. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოსთან მიმიყვანეს. ონიანმა სამართალდამცველებს მიუთითა, რომ შენობის უკანა მხრიდან შევეყვანე, რადგან ხმაური არ ატეხილიყო და თვალში არავის მოვხვედროდი. დასაკითხ ოთახში ამიყვანეს, სადაც რამდენიმე ადამიანი შემოვიდა. ონიანმა დამიწყო დაკითხვა, ძირითადად ბრალდება მომდიოდა, რომ მე სახელმწიფოს მოღალატე ვიყავი, მითხრა, რომ ვინც მაისურებს ბეჭდავდა და არიგებდა, ყველას დაგვიჭერდნენ. მოგვიანებით გავიგე, რომ შათირიშვილი დაიჭირეს. მჯერა, რომ შათირიშვილი მართალი იყო და ის უკანონოდ დააკავეს. შემდეგ მითხრეს რომ ნარკოტიკების შეძენა-მოხმარებისთვის დამაკავეს, რაზეც ვთქვი, რომ მომხმარებელი არ ვიყავი. ნარკოლოგიური შემოწმების შემდეგ გაირკვა, რომ მომხმარებელი მართლა არ ვარ, ამაზე ონიანი გაბრაზდა და თქვა, რომ 7 წელს მომისჯიდა. მან ჩემგან ვერც ერთ ბრალდებაზე თანხმობა ვერ მიიღო, რასაც კვლავ მოჰყვა შეურაცხყოფა.

- ფიზიკური შეურაცხყოფა მოგაყენეს?

- დიახ, სახეში რამდენჯერმე გამარტყეს. შემდეგ ჩამიყვანეს გამომძიებელთან, სადაც უნდა გავეჩხრიკე, ამოვალაგე ჩემი ხელით, რაც ჯიბეში მედო, ესენია ფული და საღეჭი რეზინი, მობილური ტელეფონი მანამდე წამართვეს. საფულე არ მქონდა, რადგან არ ვატარებ. შემდეგ ჩვენების ოქმზე ხელის მოწერას მთხოვდნენ, სადაც წაკითხვის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ეწერა თითქოს, რაღაც თეთრი ქაღალდი აღმომაჩნდა ჩხრეკისას, რაზეც უარი ვუთხარი. მიმტკიცებდნენ, რომ ეს აღიარებას არ ნიშნავდა, იძულებული გამხადეს ოქმზე ხელი მომეწერა, თუმცა ვთქვი, რომ რაც არ ჩამიდენია, იმას არ ვაღიარებდი. ამის მერე უკვე "კაპეზეზე" გადამიყვანეს, შემდეგ კი 10 000-ლარიანი გირაოთი გამათავისუფლეს. ამ ხელისუფლების პირობებში ამნისტია შემეხო და გადახდილი თანხა უკან დამიბრუნდა. იმედი მაქვს, რომ ჩემი განცხადებით პროკურატურა დაინტერესდება, რის შემდეგაც მე ონიანის წინააღმდეგ ჩვენებას მივცემ, რადგან ვთვლი, რომ მანტიას ამოფარებული დამნაშავე გარეთ თავისუფლად არ უნდა დადიოდეს".

ასევე დაგაინტერესებთ: ადვოკატ გოგა ონიანს ბრალი დაუმძიმდა

შეგახსენებთ, რომ გოგა ონიანის დაკავების სანქცია საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გასცა. 2011 წელს, ონიანი გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილედ მუშაობდა და ჩართული იყო "ქართული ოცნების" წინააღმდეგ გაჩაღებულ ბრძოლაში, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი მეთაურობდა. მისი სამიზნე შპს "დაო-პრინტის" მენეჯერი, დავით შათირიშვილი იყო. "დაო-პრინტი" "ქართულ ოცნებას" პარტიის ლოგოიან და ბერა ივანიშვილის გამოსახულებიან მაისურებს უმზადებდა და კანონიერ შეკვეთას ასრულებდა, თუმცა "ნაცრეჟიმს" პოლიტიკური დევნა ჰქონდა გამოცხადებული ბიძინა ივანიშვილის მომხრეებზე და "ქართულ ოცნებაზე", მთავარი იყო ოპონენტი გაენადგურებინათ და არ ჰქონდა მნიშვნელობა, რა ბრალს შეტენიდნენ მათ. ონიანმა შათირიშვილი დიდი ოდენობის ნარკოტიკის – მარიხუანის უკანონო შენახვის ბრალდებით დააკავა. როგორც შათირიშვილი ამბობს, ნარკოტიკი ჩაუდეს. ონიანი შათირიშვილს დაემუქრა, "დანაშაულს" თუ არ აღიარებ, შენს ცოლს დავიჭერო. შათირიშვილმა ზეწოლის გამო "დანაშაული აღიარა". ამ ბინძური დავალების შესრულებისთვის ონიანს პრემია გადაუხადეს. სწორედ, გიორგი შათირიშვილის საჩივრის საფუძველზე დააკავეს გოგა ონიანი. მას ბრალი 4 მუხლით წაუყენეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში ონიანი არ დატოვა და 20 000 ლარი გირაო შეუფარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ონიანის წინააღმდეგ მომჩივანთა რიცხვი იზრდება, პროკურატურაში ახალი სარჩელი შედის, ლევან მდინარაძე - "დიჯეი რემბო" გაჩერებას არ აპირებს, ჯერი პროკურატურაზეა, დაუმტკიცებს თუ არა ონიანს დანაშაულს, რომელიც მოსიარულე "პალაჩია".

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ