მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"
სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"

სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძის ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ა­მოვ­ნო სი­ახ­ლეა - ის შეყ­ვა­რე­ბუ­ლია. ვინ არის მისი რჩე­უ­ლი, ვინ მი­ი­პა­ტი­ჟა მა­ი­ა­მი­ში, რაზე ოც­ნე­ბობს, რო­მე­ლი თვი­სე­ბა მოს­წონს ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თარ ხა­სი­ათ­ში და რას მი­იჩ­ნევს დიდ სი­სუს­ტედ? - ამ ყვე­ლა­ფერს მის მიერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბი­დან შე­ი­ტყობთ.

- და­ბა­დე­ბის თა­რი­ღი...

- ...1984 წლის 9 ივ­ლი­სი.

- ბავ­შვო­ბა­ში მინ­დო­და გა­მოვ­სუ­ლი­ყა­ვი...

- ...ექი­მი და პე­და­გო­გი. ბე­ბია მყავ­და ექი­მი და მისი გავ­ლე­ნა იგ­რძნო­ბო­და, მაგ­რამ ეს ჩემი მო­წო­დე­ბა არ აღ­მოჩ­ნდა.

- ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში ყვე­ლა­ზე დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის...

- ...დე­დას. 1994-95 წლებ­ში ქვე­ყა­ნა­ში და ბევ­რი ქარ­თვე­ლის ოჯახ­ში დიდი გა­ჭირ­ვე­ბა იყო. ბუ­ნებ­რი­ვია, არც ჩემს ოჯახს ჰქონ­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ძვი­რად ღი­რე­ბულ სტუ­დი­ებ­ში მევ­ლო და არან­ჟი­რე­ბე­ბი მე­კე­თე­ბი­ნა. თან, მა­მაც ახა­ლი გარ­დაც­ვლი­ლი მყავ­და... სხვა­თა შო­რის, მა­მას სიმ­ღე­რა ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ხში­რად მამ­ღე­რებ­და. რე­პერ­ტუ­არ­ში მქონ­და სიმ­ღე­რე­ბი, რომ­ლი­თაც ზოგ­ჯერ "სა­ნა­თე­სა­ვო კონ­ცერ­ტებ­ზე" გა­მოვ­დი­ო­დი... დე­დამ სტუ­დი­ა­ში მი­მიყ­ვა­ნა. ვო­კა­ლის არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი პე­და­გო­გი მყავ­და. ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში დე­დას წვლი­ლი გა­ნუ­ზო­მე­ლია. მისი რჩე­ვით და შე­გუ­ლი­ა­ნე­ბით მი­ვე­დი ჯერ "ნუ­ცას სკო­ლა­ში", შემ­დეგ - "ჯე­ოს­ტარ­ში".

- ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი მე­გობ­რე­ბი, რომ შე­მიძ­ლია სიმ­ღე­რა.

- როცა სცე­ნა­ზე გავ­დი­ვარ...

- ...მა­შინ ყვე­ლა­ზე ამა­ყი და ბო­ლომ­დე სა­კუ­თარ თავ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი ვარ. სცე­ნა­ზე ყო­ვე­ლი გას­ვლი­სას სა­კუ­თარ თავს მო­ბი­ლი­ზე­ბას ვუ­კე­თებ, რათა ისე ვიმ­ღე­რო, რომ ჩემ­თან ერ­თად, დარ­ბაზ­ში მყო­ფებ­მაც ისი­ა­მოვ­ნონ. სცე­ნა­ზე რომ ვი­ნერ­ვი­უ­ლო, ეს გან­ცდა მა­ყუ­რე­ბელ­საც გა­და­ე­დე­ბა.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც ჩემ­ში ყვე­ლა­ზე მე­ტად მომ­წონს...

- ...მა­ტყუ­ა­რა არ ვარ, თა­მა­ში არ შე­მიძ­ლია. უმე­ტე­სად ტაქ­ტი­ა­ნად, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნებს სათ­ქმელს ყო­ველ­თვის ვე­უბ­ნე­ბი. ვცდი­ლობ, უხე­ში არ ვიყო. არ მინ­და, გულ­ში რა­ი­მე და­ვი­ტო­ვო და ამის გამო, ადა­მი­ან­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­მი­ფუჭ­დეს.

- თვი­სე­ბა, რო­მე­ლიც არ მომ­წონს და ვცდი­ლობ, გა­მო­ვას­წო­რო...

- ...ცო­ტა­თი ფი­ცხი და ბუ­ტია ვარ. ზო­გა­დად, სა­კუ­თარ თვი­სე­ბებ­ზე, ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე ძა­ლი­ან ბევ­რს ვფიქ­რობ.

- ყვე­ლა­ზე ხში­რად ვე­ბუ­ტე­ბი...

- ...ახ­ლო­ბელ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ეს ხში­რად არ ხდე­ბა.

- დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე...

- ...გლო­ვას არ ვი­წყებ და ის­ტე­რი­კა­ში არ ვვარ­დე­ბი. ვცდი­ლობ, მსგავ­სი რამ აღარ გა­ვი­მე­ო­რო. შეც­დო­მა ყვე­ლას მოს­დის, მე ყო­ველ­თვის გა­მო­სავ­ლის ძი­ე­ბას ვი­წყებ.

- დათ­მო­ბა შე­მიძ­ლია, თუ...

- ...ადა­მი­ა­ნი მიყ­ვარს და მი­მაჩ­ნია, რომ მას შეც­დო­მა უნებ­ლი­ეთ მო­უ­ვი­და. რამ­დე­ნი­მე დღის წინ მე­გო­ბარს მეც ვა­წყე­ნი­ნე. ვიდ­რე თა­ვად რა­მეს მე­ტყო­და, მივ­ხვდი, რომ არას­წო­რად მო­ვე­ქე­ცი. იმ­დე­ნი ვი­ნერ­ვი­უ­ლე, 2 დღე იმის ახ­სნით შე­ვა­წუ­ხე, ეს რა­ტომ და­მე­მარ­თა. ადა­მი­ა­ნებს გულს მი­ზან­მი­მარ­თუ­ლად არას­დროს ვტკენ.

- თავს ვერ ვი­კა­ვებ და ვტი­რი, როცა...

- ...ბოლო დროს ყვე­ლა­ფერ­ზე მე­ტი­რე­ბა, ძა­ლი­ან სენ­ტი­მენ­ტა­ლუ­რი გავ­ხდი. არ ვიცი, დავ­ბერ­დი თუ რა ხდე­ბა? სა­ბავ­შვო კლიპ­სა და ფილმზეც კი გული მი­ჩუყ­დე­ბა.

- როცა მო­მა­ვალ­ზე ვფიქ­რობ...

- ...მინ­და, ჩემი მო­მა­ვა­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი და კარ­გი იყოს.

- ცხოვ­რე­ბას ვი­ლა­მა­ზებ...

- ...ადა­მი­ა­ნებ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბით, სი­მარ­თლით. რაც მინ­და, იმის­თვის ბევ­რს ვშრო­მობ. ზარ­მა­ცი არ ვარ. ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მქონ­და, სახ­ლი შე­მე­ძი­ნა. ბევ­რი ვიშ­რო­მე და მარ­თა­ლია, ოჯა­ხიც და­მეხ­მა­რა, მაგ­რამ მი­ზანს მი­ვაღ­წიე. ღმერ­თმა და­მი­ფა­როს, ოდეს­მე გზას გა­და­ვუხ­ვიო და მი­ზანს გა­უ­მარ­თლე­ბე­ლი, ცუდი ნა­ბი­ჯე­ბით მი­ვაღ­წიო... 8 თვეა, სა­კუ­თარ სახ­ლში ვცხოვ­რობ. თავს მშვი­დად, ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ. მას მერე, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ვი­წყე, ცო­ტა­თი შე­ვიც­ვა­ლე. მა­გა­ლი­თად, თუ ადრე სამი კაბა მომ­წონ­და და სა­მი­ვეს ვყი­დუ­ლობ­დი, ახლა ორზე უარს ვამ­ბობ და იმ თან­ხით, სახ­ლის­თვის რა­ი­მე ნივთს ვყი­დუ­ლობ.

- ვიბ­ნე­ვი, როცა...

- ...ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მო­უ­ლოდ­ნე­ლად ხდე­ბა რა­ღაც.

- წო­ნას­წო­რო­ბი­დან ჩემი გა­მოყ­ვა­ნა შე­უძ­ლია...

- ...უსა­მარ­თლო­ბას, უსა­მარ­თლო­ბას და კი­დევ ერთხელ, უსა­მარ­თლო­ბას! შე­მიძ­ლია, ასეთ დროს გავ­ხდე უტაქ­ტო და ადა­მი­ანს პირ­და­პირ მი­ვა­ხა­ლო, რომ ცუ­დად იქ­ცე­ვა.

- მე­ზა­რე­ბა...

- ...ვერც კი ვიხ­სე­ნებ, რა მე­ზა­რე­ბა. როცა საქ­მე მაქვს, დი­ლით ადრე ად­გო­მაც არ არის პრობ­ლე­მა. ერ­თა­დერ­თი, ვარ­ჯი­ში მე­ზა­რე­ბა.

- მე ვარ შე­უმ­დგა­რი...

- ...კინო და თე­ატრმ­ცოდ­ნე - ეს ჩემი პრო­ფე­სი­აა, მაგ­რამ ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე.

- ჩემ­ზე ამ­ბო­ბენ...

- ...მხი­ა­რუ­ლი გო­გო­აო.

- სიყ­ვა­რუ­ლი ეს...

- ...ღმერ­თია. თუ ეს გრძნო­ბა შენ­შია, ცუდს ვე­რა­ფერს გა­ა­კე­თებ, ბო­რო­ტი ვერ იქ­ნე­ბი.

- როცა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ...

- ...მა­შინ გა­ცი­ლე­ბით კარ­გი ვარ, უფრო მე­ტად თბი­ლი და გულ­წრფე­ლი.

- ახლა...

- ...შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ვარ. არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან მიყ­ვარს, მას დიდ პა­ტივს ვცემ. არ მინ­და ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კი. მხო­ლოდ ერთს ვი­ტყვი: ყვე­ლა ადა­მი­ანს, ვი­საც სიყ­ვა­რუ­ლი ჯერ არ უპო­ვია, ისე­თი დიდი გრძნო­ბის გა­მოც­დას ვუ­სურ­ვებ, რო­მე­ლიც მე ლაშა ბას­ლან­ძეს­თან მა­კავ­ში­რებს.

- ვოც­ნე­ბობ...

- ...რაც უნდა ბა­ნა­ლუ­რი პა­სუ­ხი გა­მო­მი­ვი­დეს, მა­ინც ვი­ტყვი: ვოც­ნე­ბობ, მშვი­დო­ბა იყოს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში და მსოფ­ლი­ო­ში. ყვე­ლას აქვს იმის შან­სი, რომ სამ­შობ­ლო­დან შორს წა­ვი­დეს, უცხო ქვე­ყა­ნა­ში აა­წყოს კა­რი­ე­რა, ჰქონ­დეს ორ­მა­გი შე­მო­სა­ვა­ლი, მაგ­რამ ვერ იქ­ნე­ბა ბედ­ნი­ე­რი, ვერ ექ­ნე­ბა შეგ­რძნე­ბა, რო­მელ­საც სახ­ლში, ქვე­ყა­ნა­ში ყოფ­ნა ჰქვია.

- პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს...

- ...არას­დროს ვა­კე­თებ. განა იმი­ტომ, რომ სა­კუ­თა­რი პო­ზი­ცია არ მაქვს ან ჩემი აზ­რის სა­ხალ­ხოდ თქმის მე­რი­დე­ბა. უბ­რა­ლოდ, ამას სა­ჭი­როდ არ მი­ვიჩ­ნევ. ჩემი საქ­მე სიმ­ღე­რაა და არა მგო­ნია, ვინ­მეს აინ­ტე­რე­სებ­დეს, რას ვფიქ­რობ ამა თუ იმ პო­ლი­ტი­კურ ძა­ლა­სა და ლი­დერ­ზე. ვოც­ნე­ბობ იმა­ზეც, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი და რე­ა­ლი­ზე­ბუ­ლი ვიყო. ღმერ­თის მად­ლო­ბე­ლი ვარ ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბის­თვის; იმის­თვის, რომ ხალ­ხს ვუყ­ვარ­ვარ, მაგ­რამ ეს ჩემი მაქ­სი­მუ­მი არ არის.

- ვეპ­რან­ჭე­ბი...

- ...მარ­თლაც, პრან­ჭია ვარ. გამ­ვლელ-გა­მომ­ვლელს არ ვეპ­რან­ჭე­ბი, მაგ­რამ როცა კარგ ფორ­მა­ში ვარ, ეს ჩემს გან­წყო­ბა­ზეც აი­სა­ხე­ბა.

- ყო­ველ­თვის შე­უძ­ლია კარგ ხა­სი­ათ­ზე და­მა­ყე­ნოს...

- ...ყვე­ლა ადა­მი­ანს, თუ ის ჩემ­თან ცუდი გან­ზრახ­ვით არ არის მო­სუ­ლი. ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მიყ­ვარს. კარგ ხა­სი­ათ­ზე მა­ყე­ნებს კარ­გი მუ­სი­კა, ფილ­მი...

- ცხოვ­რე­ბა­ში რის­კზე...

- ...ხში­რად მივ­დი­ვარ, მაგ­რამ პირ­და­პირ და გა­უ­აზ­რებ­ლად - არას­დროს. გო­ნე­ბა­ში რისკ-ფაქ­ტო­რებს ჩა­მოვ­თვლი, ვა­ა­ნა­ლი­ზებ და ნა­ბიჯს მერე ვდგამ.

- ჩემი ყვე­ლა­ზე დიდი სი­სუს­ტე...

- ...გულ­წრფე­ლო­ბაა.

- როცა სა­ჯა­როდ მა­ქე­ბენ...

- ...ძა­ლი­ან მე­რი­დე­ბა და სულ მგო­ნია, რომ გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლია. ყუ­რა­დღე­ბით ვუს­მენ, ადა­მი­ა­ნი რას ლა­პა­რა­კობს, მაგ­რამ მინ­და, მალე გა­ჩუმ­დეს.

- მე­ში­ნია...

- ...ქა­რის, სიბ­ნე­ლის, ჭექა-ქუ­ხი­ლის, სტი­ქი­უ­რი მოვ­ლე­ნე­ბის. ასეთ დროს თავ­ზე სა­ბანს ვი­ფა­რებ და ყვე­ლა­ფერს ვთი­შავ, რომ მეხი არ და­მე­ცეს. კი­დევ, ბო­რო­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის მე­ში­ნია.

- ხში­რად მსაყ­ვე­დუ­რო­ბენ...

- ...დაგ­ვი­ა­ნე­ბის გამო. არა­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი არ ვარ, მაგ­რამ ყვე­ლა ზე­პუნ­ქტუ­ა­ლუ­რი მხვდე­ბა. 2 წუთი დაგ­ვი­ა­ნე­ბაა? ეს შეგ­ვი­ა­ნე­ბა უფ­როა (იცი­ნის). როცა ვაგ­ვი­ა­ნებ, ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ.

- ვუფრ­თხილ­დე­ბი...

- ...ნივ­თებს - ნაკ­ლე­ბად, ადა­მი­ა­ნურ ურ­თი­ერ­თო­ბებს ვუფრ­თხილ­დე­ბი.

- დღემ­დე ვე­რაფ­რით ვის­წავ­ლე...

- ...გი­ტა­რა­ზე დაკ­ვრა.

- ცრუ­მორ­წმუ­ნე არ ვარ, მაგ­რამ...

- ...მაქვს საყ­ვა­რე­ლი ტან­საც­მე­ლი, რო­მე­ლიც ვფიქ­რობ, რომ წარ­მა­ტე­ბის მომ­ტა­ნია. მიყ­ვარს ციფ­რი 7.

- ძა­ლი­ან ბევ­რი ფული რომ მქონ­დეს...

- ...კარგ საქ­მე­ებს გა­ვა­კე­თებ­დი. ჩემს დას მან­ქა­ნას ვუ­ყიდ­დი, და­ვა­საქ­მებ­დი; დის­შვი­ლებს კარგ გა­ნათ­ლე­ბას მივ­ცემ­დი და დე­დას მოს­კო­ვი­დან ჩა­მო­ვიყ­ვან­დი; გა­ვა­კე­თებ­დი კარგ სტუ­დი­ას, სა­დაც სიმ­ღე­რებს ჩემ­თან ერ­თად მე­გობ­რე­ბიც ჩა­წერ­დნენ. კი­დევ, ბევ­რს ვი­მოგ­ზა­უ­რებ­დი...

- რამ­დე­ნიც უნდა გა­და­მი­ხა­დონ...

- ...რაც ჩემს ში­ნა­გან რწმე­ნას, პრინ­ცი­პებს ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა, იმას არა­ნა­ი­რი თან­ხის სა­ნაც­ვლოდ არ გა­ვა­კე­თებ.

- და­რი­გე­ბა, რო­მე­ლიც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა...

- ...ბო­ლოს ამე­რი­კა­ში რომ ვი­ყა­ვი, ერთი მდი­და­რი ქალ­ბა­ტო­ნი გა­ვი­ცა­ნი. მე და ჩემი მე­გო­ბა­რი ძა­ლი­ან შე­ვუყ­ვარ­დით და მა­ი­ა­მი­ში დაგვპა­ტი­ჟა. გუ­ლახ­დი­ლად გვე­ლა­პა­რა­კა: ამ ცხოვ­რე­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხე, ერთ დროს მეც თქვენ­სა­ვით ლა­მა­ზი ვი­ყა­ვი, მაგ­რამ მთა­ვა­რი - სიყ­ვა­რუ­ლი არას­დროს მქო­ნია. თქვენ გვერ­დით მდგო­მი ადა­მი­ა­ნი, შეყ­ვა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა თუ მე­გო­ბა­რი, არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, სიმ­დიდ­რის მი­ხედ­ვით არ აირ­ჩი­ოთ. მა­თხო­ვარს და მდი­დარს შო­რის არ­ჩე­ვა­ნის გა­კე­თე­ბა რომ მო­გიხ­დეთ, მა­თხო­ვა­რი აირ­ჩი­ეთ, ოღონდ ადა­მი­ა­ნი იყო­სო. ასაკ­ში იყო შე­სუ­ლი, მაგ­რამ ახალ­გაზ­რდუ­ლი სი­ლა­მა­ზე შე­მორ­ჩე­ნი­ლი ჰქონ­და.

- და­ბო­ლოს, გე­ტყვით...

- ...უფრო მეტი იშ­რო­მეთ, ერ­თმა­ნეთ­ში კარ­გი თვი­სე­ბე­ბი ეძე­ბეთ და იყა­ვით გულ­წრფე­ლე­ბი.

თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"

სალომე ბაკურაძე: "ახლა შეყვარებული ვარ"

სალომე ბაკურაძის ცხოვრებაში სასიამოვნო სიახლეა - ის შეყვარებულია. ვინ არის მისი რჩეული, ვინ მიიპატიჟა მაიამიში, რაზე ოცნებობს, რომელი თვისება მოსწონს ყველაზე მეტად საკუთარ ხასიათში და რას მიიჩნევს დიდ სისუსტედ? - ამ ყველაფერს მის მიერ დასრულებული წინადადებებიდან შეიტყობთ.

- დაბადების თარიღი...

- ...1984 წლის 9 ივლისი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...ექიმი და პედაგოგი. ბებია მყავდა ექიმი და მისი გავლენა იგრძნობოდა, მაგრამ ეს ჩემი მოწოდება არ აღმოჩნდა.

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...დედას. 1994-95 წლებში ქვეყანაში და ბევრი ქართველის ოჯახში დიდი გაჭირვება იყო. ბუნებრივია, არც ჩემს ოჯახს ჰქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ძვირად ღირებულ სტუდიებში მევლო და არანჟირებები მეკეთებინა. თან, მამაც ახალი გარდაცვლილი მყავდა... სხვათა შორის, მამას სიმღერა ძალიან უყვარდა და ხშირად მამღერებდა. რეპერტუარში მქონდა სიმღერები, რომლითაც ზოგჯერ "სანათესავო კონცერტებზე" გამოვდიოდი... დედამ სტუდიაში მიმიყვანა. ვოკალის არაჩვეულებრივი პედაგოგი მყავდა. ჩემს წარმატებაში დედას წვლილი განუზომელია. მისი რჩევით და შეგულიანებით მივედი ჯერ "ნუცას სკოლაში", შემდეგ - "ჯეოსტარში".

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...მყავს არაჩვეულებრივი მეგობრები, რომ შემიძლია სიმღერა.

- როცა სცენაზე გავდივარ...

- ...მაშინ ყველაზე ამაყი და ბოლომდე საკუთარ თავზე დამოკიდებული ვარ. სცენაზე ყოველი გასვლისას საკუთარ თავს მობილიზებას ვუკეთებ, რათა ისე ვიმღერო, რომ ჩემთან ერთად, დარბაზში მყოფებმაც ისიამოვნონ. სცენაზე რომ ვინერვიულო, ეს განცდა მაყურებელსაც გადაედება.

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...მატყუარა არ ვარ, თამაში არ შემიძლია. უმეტესად ტაქტიანად, მაგრამ ადამიანებს სათქმელს ყოველთვის ვეუბნები. ვცდილობ, უხეში არ ვიყო. არ მინდა, გულში რაიმე დავიტოვო და ამის გამო, ადამიანთან ურთიერთობა გამიფუჭდეს.

- თვისება, რომელიც არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ცოტათი ფიცხი და ბუტია ვარ. ზოგადად, საკუთარ თვისებებზე, ადამიანებთან ურთიერთობებზე ძალიან ბევრს ვფიქრობ.

- ყველაზე ხშირად ვებუტები...

- ...ახლობელ ადამიანებს, მაგრამ ეს ხშირად არ ხდება.

- დაშვებულ შეცდომებზე...

- ...გლოვას არ ვიწყებ და ისტერიკაში არ ვვარდები. ვცდილობ, მსგავსი რამ აღარ გავიმეორო. შეცდომა ყველას მოსდის, მე ყოველთვის გამოსავლის ძიებას ვიწყებ.

- დათმობა შემიძლია, თუ...

- ...ადამიანი მიყვარს და მიმაჩნია, რომ მას შეცდომა უნებლიეთ მოუვიდა. რამდენიმე დღის წინ მეგობარს მეც ვაწყენინე. ვიდრე თავად რამეს მეტყოდა, მივხვდი, რომ არასწორად მოვექეცი. იმდენი ვინერვიულე, 2 დღე იმის ახსნით შევაწუხე, ეს რატომ დამემართა. ადამიანებს გულს მიზანმიმართულად არასდროს ვტკენ.

- თავს ვერ ვიკავებ და ვტირი, როცა...

- ...ბოლო დროს ყველაფერზე მეტირება, ძალიან სენტიმენტალური გავხდი. არ ვიცი, დავბერდი თუ რა ხდება? საბავშვო კლიპსა და ფილმზეც კი გული მიჩუყდება.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...მინდა, ჩემი მომავალი ძალიან ლამაზი და კარგი იყოს.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ადამიანებთან კარგი ურთიერთობით, სიმართლით. რაც მინდა, იმისთვის ბევრს ვშრომობ. ზარმაცი არ ვარ. ძალიან დიდი სურვილი მქონდა, სახლი შემეძინა. ბევრი ვიშრომე და მართალია, ოჯახიც დამეხმარა, მაგრამ მიზანს მივაღწიე. ღმერთმა დამიფაროს, ოდესმე გზას გადავუხვიო და მიზანს გაუმართლებელი, ცუდი ნაბიჯებით მივაღწიო... 8 თვეა, საკუთარ სახლში ვცხოვრობ. თავს მშვიდად, ბედნიერად ვგრძნობ. მას მერე, რაც დამოუკიდებელი ცხოვრება დავიწყე, ცოტათი შევიცვალე. მაგალითად, თუ ადრე სამი კაბა მომწონდა და სამივეს ვყიდულობდი, ახლა ორზე უარს ვამბობ და იმ თანხით, სახლისთვის რაიმე ნივთს ვყიდულობ.

- ვიბნევი, როცა...

- ...ჩემს ცხოვრებაში მოულოდნელად ხდება რაღაც.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...უსამართლობას, უსამართლობას და კიდევ ერთხელ, უსამართლობას! შემიძლია, ასეთ დროს გავხდე უტაქტო და ადამიანს პირდაპირ მივახალო, რომ ცუდად იქცევა.

- მეზარება...

- ...ვერც კი ვიხსენებ, რა მეზარება. როცა საქმე მაქვს, დილით ადრე ადგომაც არ არის პრობლემა. ერთადერთი, ვარჯიში მეზარება.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კინო და თეატრმცოდნე - ეს ჩემი პროფესიაა, მაგრამ ვერ გამოვიყენე.

- ჩემზე ამბობენ...

- ...მხიარული გოგოაო.

- სიყვარული ეს...

- ...ღმერთია. თუ ეს გრძნობა შენშია, ცუდს ვერაფერს გააკეთებ, ბოროტი ვერ იქნები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...მაშინ გაცილებით კარგი ვარ, უფრო მეტად თბილი და გულწრფელი.

- ახლა...

- ...შეყვარებული ვარ. არსებობს ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს, მას დიდ პატივს ვცემ. არ მინდა ამ თემაზე ლაპარაკი. მხოლოდ ერთს ვიტყვი: ყველა ადამიანს, ვისაც სიყვარული ჯერ არ უპოვია, ისეთი დიდი გრძნობის გამოცდას ვუსურვებ, რომელიც მე ლაშა ბასლანძესთან მაკავშირებს.

- ვოცნებობ...

- ...რაც უნდა ბანალური პასუხი გამომივიდეს, მაინც ვიტყვი: ვოცნებობ, მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში და მსოფლიოში. ყველას აქვს იმის შანსი, რომ სამშობლოდან შორს წავიდეს, უცხო ქვეყანაში ააწყოს კარიერა, ჰქონდეს ორმაგი შემოსავალი, მაგრამ ვერ იქნება ბედნიერი, ვერ ექნება შეგრძნება, რომელსაც სახლში, ქვეყანაში ყოფნა ჰქვია.

- პოლიტიკურ განცხადებებს...

- ...არასდროს ვაკეთებ. განა იმიტომ, რომ საკუთარი პოზიცია არ მაქვს ან ჩემი აზრის სახალხოდ თქმის მერიდება. უბრალოდ, ამას საჭიროდ არ მივიჩნევ. ჩემი საქმე სიმღერაა და არა მგონია, ვინმეს აინტერესებდეს, რას ვფიქრობ ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალასა და ლიდერზე. ვოცნებობ იმაზეც, რომ წარმატებული და რეალიზებული ვიყო. ღმერთის მადლობელი ვარ ყველა წარმატებისთვის; იმისთვის, რომ ხალხს ვუყვარვარ, მაგრამ ეს ჩემი მაქსიმუმი არ არის.

- ვეპრანჭები...

- ...მართლაც, პრანჭია ვარ. გამვლელ-გამომვლელს არ ვეპრანჭები, მაგრამ როცა კარგ ფორმაში ვარ, ეს ჩემს განწყობაზეც აისახება.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენოს...

- ...ყველა ადამიანს, თუ ის ჩემთან ცუდი განზრახვით არ არის მოსული. ადამიანებთან ურთიერთობა მიყვარს. კარგ ხასიათზე მაყენებს კარგი მუსიკა, ფილმი...

- ცხოვრებაში რისკზე...

- ...ხშირად მივდივარ, მაგრამ პირდაპირ და გაუაზრებლად - არასდროს. გონებაში რისკ-ფაქტორებს ჩამოვთვლი, ვაანალიზებ და ნაბიჯს მერე ვდგამ.

- ჩემი ყველაზე დიდი სისუსტე...

- ...გულწრფელობაა.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ძალიან მერიდება და სულ მგონია, რომ გადაჭარბებულია. ყურადღებით ვუსმენ, ადამიანი რას ლაპარაკობს, მაგრამ მინდა, მალე გაჩუმდეს.

- მეშინია...

- ...ქარის, სიბნელის, ჭექა-ქუხილის, სტიქიური მოვლენების. ასეთ დროს თავზე საბანს ვიფარებ და ყველაფერს ვთიშავ, რომ მეხი არ დამეცეს. კიდევ, ბოროტი ადამიანების მეშინია.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...დაგვიანების გამო. არაპუნქტუალური არ ვარ, მაგრამ ყველა ზეპუნქტუალური მხვდება. 2 წუთი დაგვიანებაა? ეს შეგვიანება უფროა (იცინის). როცა ვაგვიანებ, ძალიან ვნერვიულობ.

- ვუფრთხილდები...

- ...ნივთებს - ნაკლებად, ადამიანურ ურთიერთობებს ვუფრთხილდები.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...გიტარაზე დაკვრა.

- ცრუმორწმუნე არ ვარ, მაგრამ...

- ...მაქვს საყვარელი ტანსაცმელი, რომელიც ვფიქრობ, რომ წარმატების მომტანია. მიყვარს ციფრი 7.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...კარგ საქმეებს გავაკეთებდი. ჩემს დას მანქანას ვუყიდდი, დავასაქმებდი; დისშვილებს კარგ განათლებას მივცემდი და დედას მოსკოვიდან ჩამოვიყვანდი; გავაკეთებდი კარგ სტუდიას, სადაც სიმღერებს ჩემთან ერთად მეგობრებიც ჩაწერდნენ. კიდევ, ბევრს ვიმოგზაურებდი...

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...რაც ჩემს შინაგან რწმენას, პრინციპებს ეწინააღმდეგება, იმას არანაირი თანხის სანაცვლოდ არ გავაკეთებ.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...ბოლოს ამერიკაში რომ ვიყავი, ერთი მდიდარი ქალბატონი გავიცანი. მე და ჩემი მეგობარი ძალიან შევუყვარდით და მაიამიში დაგვპატიჟა. გულახდილად გველაპარაკა: ამ ცხოვ­რებაში ყველაფერი ვნახე, ერთ დროს მეც თქვენსავით ლამაზი ვიყავი, მაგრამ მთავარი - სიყვარული არასდროს მქონია. თქვენ გვერდით მდგომი ადამიანი, შეყვარებული იქნება თუ მეგობარი, არავითარ შემთხვევაში, სიმდიდრის მიხედვით არ აირჩიოთ. მათხოვარს და მდიდარს შორის არჩევანის გაკეთება რომ მოგიხდეთ, მათხოვარი აირჩიეთ, ოღონდ ადამიანი იყოსო. ასაკში იყო შესული, მაგრამ ახალგაზრდული სილამაზე შემორჩენილი ჰქონდა.

- დაბოლოს, გეტყვით...

- ...უფრო მეტი იშრომეთ, ერთმანეთში კარგი თვისებები ეძებეთ და იყავით გულწრფელები.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება