პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პრეზიდენტს ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი"
"პრეზიდენტს ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი"

ამ­ბობს, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბას სი­მარ­თლეს უმა­ლავს, რად­გან, რე­ა­ლუ­რად, სა­ქარ­თვე­ლო "პატ­რო­ნის" გა­რე­შეა დარ­ჩე­ნი­ლი. მხარ­და­ჭე­რას ვერც სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან გრძნობს და ფიქ­რობს, რომ მხო­ლოდ "შეშ­ფო­თე­ბა" სა­ქარ­თვე­ლოს სა­სურ­ველ შე­დე­გამ­დე ვერ მი­იყ­ვანს. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის შე­დე­გებ­სა და სა­ქარ­თვე­ლო-რუ­სე­თის და­ძა­ბულ პო­ლი­ტი­კურ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ზე "ვერ­სი­ას" სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რი სოსო ჯაჭვლი­ა­ნი ესა­უბ­რა.

- სამ­წუ­ხა­როდ, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნებს ხში­რად სი­მარ­თლეს არ ეუბ­ნე­ბა. როცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბას ქარ­თუ­ლი მხა­რის უთავ­მოყ­ვა­რე­ო­ბად მი­იჩ­ნევს, მა­ინ­ტე­რე­სებს, სა­კითხს სხვა კუ­თხი­დან რა­ტომ არ უყუ­რე­ბენ. სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე უარი რომ გვეთ­ქვა, სა­ქარ­თვე­ლოს ბო­ი­კოტს რო­მე­ლი­მე სხვა სა­ხელ­მწი­ფო მხარს და­უ­ჭერ­და? სა­ვა­რა­უ­დოდ, ჩვე­უ­ლე­ბი­სა­მებრ, მხო­ლოდ შეშ­ფო­თე­ბით შე­მო­ი­ფარ­გლე­ბოდ­ნენ.

- რო­გორც მი­ნი­მუმ, სა­ქარ­თვე­ლო ოკუ­პა­ცი­ის მი­მართ სა­კუ­თარ პო­ზი­ცი­ას არ და­ა­ფიქ­სი­რებ­და, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რმა დას­ვა კი­თხვა - ღირ­და კი ქარ­თვე­ლი სპორ­ტსმე­ნე­ბის ას­პა­რე­ზო­ბის შე­დე­გე­ბი სოჭ­ში გა­სამ­გზავ­რებ­ლად?

- ეს რა შუ­ა­შია? რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს ზამ­თრის სა­ხე­ო­ბებ­ში ძლი­ე­რი სპორ­ტსმე­ნე­ბი გვყავს თუ არა. ოლიმ­პი­ა­დის დე­ვი­ზი ასე­თია – მთა­ვა­რი გა­მარ­ჯვე­ბა კი არა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბაა. სოჭ­ში გამ­გზავ­რე­ბის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა მთავ­რო­ბის­თვი­საც საკ­მა­ოდ რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა და პარ­ლა­მენ­ტის­თვი­საც, მაგ­რამ დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან, კი­დევ ერთხელ და­დას­ტურ­და, რომ, სა­ბო­ლო­ოდ, საღ­მა აზ­რმა გა­ი­მარ­ჯვა. ბუ­ნებ­რი­ვია, რუ­სეთს თა­ვი­სი გეგ­მე­ბი აქვს, კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში უწე­რია - თუ მე­ზო­ბე­ლი სა­ხელ­მწი­ფოს სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ქმე­დე­ბებს შე­ნიშ­ნავს, იქ ჯა­რის შეყ­ვა­ნა და წეს­რი­გის დამ­ყა­რე­ბა შე­უძ­ლია. სოჭ­ში სპორ­ტსმე­ნე­ბი რომ არ გაგ­ვეგ­ზავ­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ მი­ზე­ზის მო­ძებ­ნა რუ­სეთს გა­უ­ჭირ­დე­ბო­და? მა­გა­ლი­თად, იტყო­და, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ბო­ე­ვი­კე­ბი გა­და­ად­გილ­დე­ბი­ან და ოლიმ­პი­ა­და­ზეც იმ მიზ­ნით არ წა­მო­ვიდ­ნენ, რომ პრო­ვო­კა­ცი­ებს ამ­ზა­დე­ბე­ნო, ამ შემ­თხვე­ვა­ში კი, არა­ვინ დაგ­ვი­ცავ­და, რად­გან დღეს ჩვე­ნი "პატ­რო­ნი" არა­ვი­ნაა.

- რა­ტომ ფიქ­რობთ, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან საკ­მა­რი­სი მხარ­და­ჭე­რა არ გვაქვს?

- რა მხარ­და­ჭე­რა­ზე ვსა­უბ­რობთ, შეშ­ფო­თე­ბა­ზე? ჩვენ­თვის არა­ვინ არა­ფერს გა­ა­კე­თებს. თა­ნაც, ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბი რუ­სეთ­მა კი არა, სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ­მა კო­მი­ტეტ­მა ჩა­ა­ტა­რა. ზოგი იმა­ნაც გა­ა­ღი­ზი­ა­ნა, სა­ქარ­თვე­ლოს რუკა ღრუბ­ლე­ბით რომ იყო და­ფა­რუ­ლი.

- სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის, მა­ინ­ცდა­მა­ინც, აფხა­ზე­თი და ცხინ­ვა­ლის რე­გი­ო­ნი ღრუბ­ლე­ბით რომ იყო და­ფა­რუ­ლი, ამან არ გა­გა­ღი­ზი­ა­ნათ?

- ამით რუ­სეთ­მა გარ­კვე­უ­ლი "მე­სი­ჯე­ბი" გა­მოგ­ვიგ­ზავ­ნა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოს რუ­კის აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის გა­რე­შე ჩვე­ნე­ბა ნამ­დვი­ლად არ გა­უ­ჭირ­დე­ბო­და. იმას რა­ტომ არა­ვინ აღ­ნიშ­ნავს, რომ რუ­კა­ზე, რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­ურ კო­მი­ტეტს აჩ­ვე­ნეს, სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­უ­ლი მთლი­ა­ნო­ბაა და­ცუ­ლი?! პი­რი­ქით, ვფიქ­რობ, ჩვე­ნი პრე­ზი­დენ­ტი სოჭ­ში რომ ჩა­სუ­ლი­ყო, კარ­გი ჟეს­ტი იქ­ნე­ბო­და. მსგავ­სი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბი­თი დე­ლე­გა­ცია არც ერთ ოლიმ­პი­ურ თა­მაშ­ზე არ ყო­ფი­ლა. სოჭ­ში პან გი მუ­ნიც კი იმ­ყო­ფე­ბო­და. ასე რომ, სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენტზე ხელი რომ მო­ე­წე­რა და სა­ერ­თა­შო­რი­სო ოლიმ­პი­უ­რი კო­მი­ტე­ტის­თვის წარ­დგე­ნი­ლი რუკა ჩვე­ნი მხრი­და­ნაც და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი­ყო, ხელ­ჩა­სა­ჭი­დი სა­ბუ­თი გვექ­ნე­ბო­და. პი­რა­დად მე, პრე­ზი­დენ­ტი რომ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, ასე მო­ვიქ­ცე­ო­დი.

- სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენტს თქვე­ნი პო­ზი­ცია გა­ა­ცა­ნით?

- არა, ისე, პრე­ზი­დენტს ამის შე­სა­ხებ აუ­ცი­ლებ­ლად ვე­ტყვი. სამ­წუ­ხა­როდ, რუ­სეთ­მა, ვი­ღა­ცე­ბის ჩა­რე­ვით, ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თა, რომ სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლუ­რი დე­ლე­გა­ცია სოჭ­ში არ ჩა­სუ­ლი­ყო. მად­ლო­ბა ღმერ­თს, ოლიმ­პი­ა­და­ზე სპორ­ტსმე­ნე­ბი მა­ინც გა­ემ­გზავრნენ.

- და­ა­კონ­კრე­ტეთ, რო­მელ­მა ძა­ლამ მო­ახ­დი­ნა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ზე გავ­ლე­ნა რუ­სუ­ლი სპეც­სამ­სა­ხუ­რე­ბის და­ვა­ლე­ბით?

- ყვე­ლამ, ვინც სო­ჭის ოლიმ­პი­ა­და­ზე გამ­გზავ­რე­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი იყო. ჩანს, რუ­სეთ­მა "იჩა­ლი­ჩა", ყვე­ლა­ფე­რი სწო­რედ ასე მომ­ხდა­რი­ყო და სა­ქარ­თვე­ლოს დე­ლე­გა­ცი­ას უარი ეთ­ქვა. მათ წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრეს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი სა­ბუ­თი არ შემ­დგა­რი­ყო. ამ აზ­რამ­დე ჩემ ლო­გი­კას მივ­ყა­ვარ. ყვე­ლა ვთან­ხმდე­ბით, რომ ჩვე­ნი ტე­რი­ტო­რი­ე­ბის 20% ოკუ­პი­რე­ბუ­ლია, მაგ­რამ შე­სა­რი­გებ­ლად გამ­ზა­დე­ბუ­ლებ­მა, პირ­და­პირ ჩხუ­ბი რომ და­ვი­წყოთ, სა­უ­ბა­რი ხომ არ გა­მოგ­ვი­ვა?

- რუ­სე­თის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი დიდი ხა­ნია ამ­ბო­ბენ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს­თან დი­ა­ლოგს აფხა­ზე­თი­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თის აღი­ა­რე­ბის შემ­დეგ აქვს აზრი. ისი­ნი არც იმის გამო მა­ლა­ვენ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას, რომ სა­ქარ­თვე­ლო ნატო-სკენ ის­წრაფ­ვის.

- პირ­ველ რიგ­ში, ახლო მე­ზო­ბელ­თან უნდა მო­ვაგ­ვა­როთ ურ­თი­ერ­თო­ბა, ასე ნატო-ში შეს­ვლაც გა­მოგ­ვი­ვა და იუ­პი­ტერ­ზე გაფ­რე­ნაც. ნატო-ში შე­სას­ვლე­ლად 200 ქვეყ­ნის თან­ხმო­ბა გვჭირ­დე­ბა. ვი­მე­ო­რებ, მხო­ლოდ შეშ­ფო­თე­ბის გა­მო­ხატ­ვა ვე­რა­ფერს გვარ­გებს.

რუ­სუ­დან შე­ლია

გა­ზე­თი "ვერ­სია"

რუბრიკის სხვა სიახლეები

"პრეზიდენტს ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი"

"პრეზიდენტს ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი"

ამბობს, რომ ხელისუფლება საზოგადოებას სიმართლეს უმალავს, რადგან, რეალურად, საქართველო "პატრონის" გარეშეა დარჩენილი. მხარდაჭერას ვერც საერთაშორისო პარტნიორებისგან გრძნობს და ფიქრობს, რომ მხოლოდ "შეშფოთება" საქართველოს სასურველ შედეგამდე ვერ მიიყვანს. სოჭის ოლიმპიადის შედეგებსა და საქართველო-რუსეთის დაძაბულ პოლიტიკურ ურთიერთობებზე "ვერსიას" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოსო ჯაჭვლიანი ესაუბრა.

- სამწუხაროდ, ხელისუფლება ადამიანებს ხშირად სიმართლეს არ ეუბნება. როცა საზოგადოება ოლიმპიადაზე გამგზავრებას ქართული მხარის უთავმოყვარეობად მიიჩნევს, მაინტერესებს, საკითხს სხვა კუთხიდან რატომ არ უყურებენ. სოჭის ოლიმპიადაზე უარი რომ გვეთქვა, საქართველოს ბოიკოტს რომელიმე სხვა სახელმწიფო მხარს დაუჭერდა? სავარაუდოდ, ჩვეულებისამებრ, მხოლოდ შეშფოთებით შემოიფარგლებოდნენ.

- როგორც მინიმუმ, საქართველო ოკუპაციის მიმართ საკუთარ პოზიციას არ დააფიქსირებდა, სოჭის ოლიმპიადის დასრულების შემდეგ საქართველოში ბევრმა დასვა კითხვა - ღირდა კი ქართველი სპორტსმენების ასპარეზობის შედეგები სოჭში გასამგზავრებლად?

- ეს რა შუაშია? რა მნიშვნელობა აქვს ზამთრის სახეობებში ძლიერი სპორტსმენები გვყავს თუ არა. ოლიმპიადის დევიზი ასეთია – მთავარი გამარჯვება კი არა, მონაწილეობაა. სოჭში გამგზავრების შესახებ გადაწყვეტილების მიღება მთავრობისთვისაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა და პარლამენტისთვისაც, მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ, საბოლოოდ, საღმა აზრმა გაიმარჯვა. ბუნებრივია, რუსეთს თავისი გეგმები აქვს, კონსტიტუციაში უწერია - თუ მეზობელი სახელმწიფოს საწინააღმდეგო ქმედებებს შენიშნავს, იქ ჯარის შეყვანა და წესრიგის დამყარება შეუძლია. სოჭში სპორტსმენები რომ არ გაგვეგზავნა, საქართველოს წინააღმდეგ მიზეზის მოძებნა რუსეთს გაუჭირდებოდა? მაგალითად, იტყოდა, საქართველოს ტერიტორიაზე ბოევიკები გადაადგილდებიან და ოლიმპიადაზეც იმ მიზნით არ წამოვიდნენ, რომ პროვოკაციებს ამზადებენო, ამ შემთხვევაში კი, არავინ დაგვიცავდა, რადგან დღეს ჩვენი "პატრონი" არავინაა.

- რატომ ფიქრობთ, რომ დასავლეთის მხრიდან საკმარისი მხარდაჭერა არ გვაქვს?

- რა მხარდაჭერაზე ვსაუბრობთ, შეშფოთებაზე? ჩვენთვის არავინ არაფერს გააკეთებს. თანაც, ოლიმპიური თამაშები რუსეთმა კი არა, საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ჩაატარა. ზოგი იმანაც გააღიზიანა, საქართველოს რუკა ღრუბლებით რომ იყო დაფარული.

- საქართველოს რუკის, მაინცდამაინც, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი ღრუბლებით რომ იყო დაფარული, ამან არ გაგაღიზიანათ?

- ამით რუსეთმა გარკვეული "მესიჯები" გამოგვიგზავნა. წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს რუკის აფხაზეთისა და ცხინვალის გარეშე ჩვენება ნამდვილად არ გაუჭირდებოდა. იმას რატომ არავინ აღნიშნავს, რომ რუკაზე, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს აჩვენეს, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობაა დაცული?! პირიქით, ვფიქრობ, ჩვენი პრეზიდენტი სოჭში რომ ჩასულიყო, კარგი ჟესტი იქნებოდა. მსგავსი წარმომადგენლობითი დელეგაცია არც ერთ ოლიმპიურ თამაშზე არ ყოფილა. სოჭში პან გი მუნიც კი იმყოფებოდა. ასე რომ, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალურ დოკუმენტზე ხელი რომ მოეწერა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისთვის წარდგენილი რუკა ჩვენი მხრიდანაც დაფიქსირებულიყო, ხელჩასაჭიდი საბუთი გვექნებოდა. პირადად მე, პრეზიდენტი რომ ვყოფილიყავი, ასე მოვიქცეოდი.

- საქართველოს პრეზიდენტს თქვენი პოზიცია გააცანით?

- არა, ისე, პრეზიდენტს ამის შესახებ აუცილებლად ვეტყვი. სამწუხაროდ, რუსეთმა, ვიღაცების ჩარევით, ყველაფერი გააკეთა, რომ საქართველოს ოფიციალური დელეგაცია სოჭში არ ჩასულიყო. მადლობა ღმერთს, ოლიმპიადაზე სპორტსმენები მაინც გაემგზავრნენ.

- დააკონკრეტეთ, რომელმა ძალამ მოახდინა ხელისუფლებაზე გავლენა რუსული სპეცსამსახურების დავალებით?

- ყველამ, ვინც სოჭის ოლიმპიადაზე გამგზავრების წინააღმდეგი იყო. ჩანს, რუსეთმა "იჩალიჩა", ყველაფერი სწორედ ასე მომხდარიყო და საქართველოს დელეგაციას უარი ეთქვა. მათ წინასწარ განსაზღვრეს, რომ აღნიშნული ოფიციალური საბუთი არ შემდგარიყო. ამ აზრამდე ჩემ ლოგიკას მივყავარ. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია, მაგრამ შესარიგებლად გამზადებულებმა, პირდაპირ ჩხუბი რომ დავიწყოთ, საუბარი ხომ არ გამოგვივა?

- რუსეთის ოფიციალური პირები დიდი ხანია ამბობენ, რომ საქართველოსთან დიალოგს აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების შემდეგ აქვს აზრი. ისინი არც იმის გამო მალავენ უკმაყოფილებას, რომ საქართველო ნატო-სკენ ისწრაფვის.

- პირველ რიგში, ახლო მეზობელთან უნდა მოვაგვაროთ ურთიერთობა, ასე ნატო-ში შესვლაც გამოგვივა და იუპიტერზე გაფრენაც. ნატო-ში შესასვლელად 200 ქვეყნის თანხმობა გვჭირდება. ვიმეორებ, მხოლოდ შეშფოთების გამოხატვა ვერაფერს გვარგებს.

რუსუდან შელია

გაზეთი "ვერსია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა