მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვისზე აეჭვიანებდა თეა ადეიშვილი ქმარს
ვისზე აეჭვიანებდა თეა ადეიშვილი ქმარს

თეა ადე­იშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ნიტა არ­დიშ­ვი­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის ფა­კულ­ტე­ტის მე­სა­მე კურ­სის სტუ­დენ­ტია. დედა-შვილს შო­რის სხვა­ო­ბა 17 წე­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თეა ბუ­ნე­ბით კონ­სერ­ვა­ტო­რია და ნი­ტას ამა თუ იმ სა­კი­თხზე მის­გან მკვეთ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბე­ბი აქვს, მათ მა­ინც ბევ­რი სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სი გა­აჩ­ნი­ათ. მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას პირ­ვე­ლი­ვე წუ­თე­ბი­დან თვალ­ში სა­ცე­მია დედა-შვილს შო­რის არ­სე­ბუ­ლი დიდი სიყ­ვა­რუ­ლი...

- ნიტა, დე­დის მსგავ­სად ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- არა. თეას ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი აქვს. შინ თით­ქმის არ არის. მხო­ლოდ ორ­შა­ბათ­სა და სამ­შა­ბათს ის­ვე­ნებს. ეს რთუ­ლი პრო­ფე­სი­აა. ვა­ფა­სებ და ძა­ლი­ან მომ­წონს, რომ აქ­ტი­უ­რი ჟურ­ნა­ლის­ტია, მაგ­რამ თა­ვად ამ პრო­ფე­სი­ის არ­ჩე­ვა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. თან, კარ­გად უნდა წერ­დე, მე კი ეს არ შე­მიძ­ლია.

თეა:

- მე კი ვფიქ­რობ, რომ ნიტა კარ­გად წერს. სა­ერ­თოდ, მას აქვს ეს თვი­სე­ბა, სა­კუ­თა­რი თა­ვის ფასი არ იცის, აქვს არა­ო­ბი­ექ­ტუ­რი პრე­ტენ­ზია თა­ვის გა­რეგ­ნო­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბი­თაც. ისეთ რა­ღა­ცებს იტყვის ხოლ­მე, გა­ო­ცე­ბუ­ლი ვრჩე­ბი, ეს ალ­ბათ ცუ­დია, თუმ­ცა მომ­წონს, რომ ის არ არის ამ­პარ­ტა­ვა­ნი.

- ნიტა ძა­ლი­ან ლა­მა­ზია, მაგ­რამ ასე­თი თვით­შე­ფა­სე­ბა ასა­კობ­რი­ვია...

- პრე­ტენ­ზი­ე­ბი სა­კუ­თა­რი თა­ვის მი­მართ ალ­ბათ უფრო თი­ნე­ი­ჯე­რო­ბის ასაკ­ში გიჩ­ნდე­ბა და შემ­დეგ გა­მო­დი­ხარ ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან. წე­სით, ახლა ნი­ტას ნელ-ნელა უნდა შე­ეც­ვა­ლოს შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი და ვაკ­ვირ­დე­ბი.

- თქვენც გქონ­დათ ამ­გვა­რი თვითკრი­ტი­კა?

- მე დღემ­დე თვითკრი­ტი­კუ­ლი ვარ და არ მინ­და, ნიტა ამა­ში და­მემ­სგავ­სოს. არც მე მომ­წონს ჩემი თავი (იღი­მის).

ნიტა:

- დე, რა­ტომ ამ­ბობ ასეთ რა­ღა­ცებს?

თეა:

- აი, მეც ასე­ვე მე­მარ­თე­ბა, როცა ნიტა ამა­ვეს ამ­ბობს თა­ვის თავ­ზე. მგო­ნია, რომ ჩემ­ნა­ი­რი შვი­ლი არა­ვის ჰყავს და ამ დროს ის ლან­ძღავს ჩემ მიერ შექ­მნილ არ­სე­ბას (იღი­მის).

- ნიტა, დე­დას "კუ­რი­ე­რი პ.ს"-სათ­ვის მომ­ზა­დე­ბუ­ლი სი­უ­ჟე­ტე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად რო­მე­ლი მოგ­წონს? მას­თან ერ­თად სა­ზღვარ­გა­რეთ მივ­ლი­ნე­ბებ­ში თუ ყო­ფილ­ხარ?

- ახლა უცებ ამო­მი­ტივ­ტივ­და გო­ნე­ბა­ში სი­უ­ჟე­ტი მო­ნა­კო­დან, სა­ერ­თოდ, გა­და­ცე­მას თუ ვერ ვნა­ხავ, მერე გა­და­ვახ­ვევ და ისე ვუ­ყუ­რებ. მას­თან ერ­თად მივ­ლი­ნე­ბა­ში არ დავ­დი­ვარ, მაგ­რამ ისე ბევ­რჯერ გვი­მოგ­ზა­უ­რია ერ­თად.

- სა­ერ­თო ინ­ტე­რე­სე­ბი ჩა­მოთ­ვა­ლეთ...

- ალ­ბათ, ძა­ლი­ან ბევ­რი. მო­დაც კი, მომ­წონს თეას რჩე­ვე­ბი... არ მინ­და, ისე გა­მო­ვი­დეს, თით­ქოს თბი­ლის­ში არა­ფე­რი მი­ყი­დია და აქ სა­შო­პინ­გოდ არ ვყო­ფილ­ვარ, მაგ­რამ როცა თეა მივ­ლი­ნე­ბა­ში მი­დის, ყო­ველ­თვის ჩა­მო­აქვს ჩემ­თვის სა­ჩუქ­რე­ბი და ჩვე­ნი გე­მოვ­ნე­ბა ერ­თმა­ნე­თი­სას ყო­ველ­თვის ემ­თხვე­ვა.

თეა:

- ნი­ტას­თვის ცოტა დიდ სა­მოსს ვყი­დუ­ლობ, რომ შემ­დეგ ის მეც ჩა­ვიც­ვა. თა­ვა­დაც ასეა, ის ცოტა ხანს ოქსფორდში სწავ­ლობ­და და რაც იყი­და, ყვე­ლა­ფე­რი დიდი იყო, რომ მეც გა­მო­მე­ყე­ნე­ბი­ნა. ეს ყვე­ლა­ზე პრი­მი­ტი­უ­ლია, რაც ვთქვით, თო­რემ ბევ­რი სა­ერ­თო გვაქვს. მოგ­ვწონს ერ­თნა­ი­რი მუ­სი­კა, ლი­ტე­რა­ტუ­რა, ადა­მი­ა­ნე­ბი, ერ­თნა­ი­რი გე­მოვ­ნე­ბა გვაქვს ბი­ჭე­ბის შე­ფა­სე­ბის დრო­საც (იღი­მის).

ნიტა:

- არა, არ მოგ­ვწონს ერ­თნა­ი­რი ბი­ჭე­ბი. თეას გა­მოწ­კე­პი­ლი ბი­ჭე­ბი მოს­წონს, მე კი ისე­თე­ბი, შე­და­რე­ბით თა­ვი­სუფ­ლად რომ აც­ვი­ათ. ზოგ­ჯერ მეც მომ­წონს გა­მოწ­კე­პი­ლე­ბი, მაგ­რამ ვფიქ­რობ, არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­დღი­უ­რად ბან­კის თა­ნამ­შრომ­ლის "ვიდ­ზე" იყოს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ვისზე აეჭვიანებდა თეა ადეიშვილი ქმარს

ვისზე აეჭვიანებდა თეა ადეიშვილი ქმარს

თეა ადეიშვილის ქალიშვილი ნიტა არდიშვილი საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტია. დედა-შვილს შორის სხვაობა 17 წელია. მიუხედავად იმისა, რომ თეა ბუნებით კონსერვატორია და ნიტას ამა თუ იმ საკითხზე მისგან მკვეთრად განსხვავებული მოსაზრებები აქვს, მათ მაინც ბევრი საერთო ინტერესი გააჩნიათ. მათთან ურთიერთობისას პირველივე წუთებიდან თვალში საცემია დედა-შვილს შორის არსებული დიდი სიყვარული...

- ნიტა, დედის მსგავსად ჟურნალისტობაზე არ გიფიქრია?

- არა. თეას ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვს. შინ თითქმის არ არის. მხოლოდ ორშაბათსა და სამშაბათს ისვენებს. ეს რთული პროფესიაა. ვაფასებ და ძალიან მომწონს, რომ აქტიური ჟურნალისტია, მაგრამ თავად ამ პროფესიის არჩევაზე არასოდეს მიფიქრია. თან, კარგად უნდა წერდე, მე კი ეს არ შემიძლია.

თეა:

- მე კი ვფიქრობ, რომ ნიტა კარგად წერს. საერთოდ, მას აქვს ეს თვისება, საკუთარი თავის ფასი არ იცის, აქვს არაობიექტური პრეტენზია თავის გარეგნობასთან დაკავშირებითაც. ისეთ რაღაცებს იტყვის ხოლმე, გაოცებული ვრჩები, ეს ალბათ ცუდია, თუმცა მომწონს, რომ ის არ არის ამპარტავანი.

- ნიტა ძალიან ლამაზია, მაგრამ ასეთი თვითშეფასება ასაკობრივია...

- პრეტენზიები საკუთარი თავის მიმართ ალბათ უფრო თინეიჯერობის ასაკში გიჩნდება და შემდეგ გამოდიხარ ამ მდგომარეობიდან. წესით, ახლა ნიტას ნელ-ნელა უნდა შეეცვალოს შეხედულებები და ვაკვირდები.

- თქვენც გქონდათ ამგვარი თვითკრიტიკა?

- მე დღემდე თვითკრიტიკული ვარ და არ მინდა, ნიტა ამაში დამემსგავსოს. არც მე მომწონს ჩემი თავი (იღიმის).

ნიტა:

- დე, რატომ ამბობ ასეთ რაღაცებს?

თეა:

- აი, მეც ასევე მემართება, როცა ნიტა ამავეს ამბობს თავის თავზე. მგონია, რომ ჩემნაირი შვილი არავის ჰყავს და ამ დროს ის ლანძღავს ჩემ მიერ შექმნილ არსებას (იღიმის).

- ნიტა, დედას ''კურიერი პ.ს''-სათვის მომზადებული სიუჟეტებიდან ყველაზე მეტად რომელი მოგწონს? მასთან ერთად საზღვარგარეთ მივლინებებში თუ ყოფილხარ?

- ახლა უცებ ამომიტივტივდა გონებაში სიუჟეტი მონაკოდან, საერთოდ, გადაცემას თუ ვერ ვნახავ, მერე გადავახვევ და ისე ვუყურებ. მასთან ერთად მივლინებაში არ დავდივარ, მაგრამ ისე ბევრჯერ გვიმოგზაურია ერთად.

- საერთო ინტერესები ჩამოთვალეთ...

- ალბათ, ძალიან ბევრი. მოდაც კი, მომწონს თეას რჩევები... არ მინდა, ისე გამოვიდეს, თითქოს თბილისში არაფერი მიყიდია და აქ საშოპინგოდ არ ვყოფილვარ, მაგრამ როცა თეა მივლინებაში მიდის, ყოველთვის ჩამოაქვს ჩემთვის საჩუქრები და ჩვენი გემოვნება ერთმანეთისას ყოველთვის ემთხვევა.

თეა:

- ნიტასთვის ცოტა დიდ სამოსს ვყიდულობ, რომ შემდეგ ის მეც ჩავიცვა. თავადაც ასეა, ის ცოტა ხანს ოქსფორდში სწავლობდა და რაც იყიდა, ყველაფერი დიდი იყო, რომ მეც გამომეყენებინა. ეს ყველაზე პრიმიტიულია, რაც ვთქვით, თორემ ბევრი საერთო გვაქვს. მოგვწონს ერთნაირი მუსიკა, ლიტერატურა, ადამიანები, ერთნაირი გემოვნება გვაქვს ბიჭების შეფასების დროსაც (იღიმის).

ნიტა:

- არა, არ მოგვწონს ერთნაირი ბიჭები. თეას გამოწკეპილი ბიჭები მოსწონს, მე კი ისეთები, შედარებით თავისუფლად რომ აცვიათ. ზოგჯერ მეც მომწონს გამოწკეპილები, მაგრამ ვფიქრობ, არ არის აუცილებელი, ადამიანი ყოველდღიურად ბანკის თანამშრომლის ''ვიდზე'' იყოს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება