თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოში ვანო მერაბიშვილის მომხრეები და მოწინააღდმეგეები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ჩხუბი მას შემდეგ დაიწყეს, რაც 26 მაისის საქმესთან დაკავშირებით ვანო მერაბიშვილს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა.
"თავისუფალი ზონის" წევრების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლოსთან დაპირისპირების დროს მათი ორგანიზაციის ოთხი წევრი დააკავეს. როგორც "თავისუფალი ზონის" წევრმა, ჯემალ სეფიაშვილმა განაცხადა, დაკავებული არიან ფარნაოზ ჭკადუა, დავით ბობოხია, ირაკლი ჩხვირკია და ლაშა ფარულავა.
სეფიაშვილის ინფორმაციით, მოხდა პროვოკაცია, რადგან ვანო მერაბიშვილის მოწინააღმდეგეებს მისცეს საშუალება და შემოვიდნენ შენობაში, რასაც მოჰყვა სიტყვიერი შეურაცხყოფა, გინება და ამას უკვე მოჰყვა ფიზიკური დაპირისპირება.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ 26 მაისის საქმეზე ვანო მერაბიშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
Ambebi.ge გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს საქალაქო სასამართლოდან