სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?
რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?

ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში სინ­თე­ზუ­რი კა­ნა­ბი­ნო­ი­დე­ბის შემ­ცვე­ლი მო­სა­წე­ვე­ბის, ე.წ. "ბიო" ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბა მა­სობ­რი­ვად და­ი­წყეს. ღა­მის კლუ­ბებ­შიც ხში­რად ნა­ხავთ ამ ნივ­თი­ე­რე­ბით გაბ­რუ­ე­ბულ ადა­მი­ა­ნებს. ნე­ბის­მი­ე­რი მსურ­ვე­ლი "ბიოს" სხვა­დას­ხვა სა­ი­ტი­დან ინ­ტერ­ნე­ტით იწერს. ფასი 50 ევ­რო­დან იწყე­ბა და იგი პირ­და­პირ სახ­ლში მი­აქვთ მსურ­ველ­თან. მისი სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბა არ­სე­ბობს - არო­მა­ტი­ზე­ბუ­ლი ჩაის ან აბა­ზა­ნის მა­რი­ლის სა­ხით იყი­დე­ბა. სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, მხო­ლოდ შე­ფუთ­ვებ­შია გან­სხვა­ვე­ბა, ქი­მი­უ­რი შე­მად­გენ­ლო­ბა კი თით­ქმის ერთი და იგი­ვეა. "ბიომ" გარ­კვე­ულ­წი­ლად მა­რი­ხუ­ა­ნა ჩა­ა­ნაც­ვლა.

მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ამას სე­რი­ო­ზუ­ლად არ უყუ­რებ­დნენ, მაგ­რამ ბოლო დროს სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი "ბიოს" მოხ­მა­რე­ბით გარ­და­იც­ვა­ლა. რო­გორც ჩანს, პო­ლი­ცი­ა­მაც უფრო მეტი კონ­ტრო­ლი და­ი­წყო მას შემ­დეგ, რაც თბი­ლის­ში ცნო­ბი­ლი კარ­დი­ო­ლო­გის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა და ამას უცებ მე­ო­რე შემ­თხვე­ვა და­ე­მა­ტა: დი­ღომ­ში, ქუ­ჩა­ში წა­იქ­ცა და იქვე გარ­და­იც­ვა­ლა ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცი, რო­მელ­საც "ბიო" ჰქონ­და მო­წე­უ­ლი. ეს სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მაა დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში და მის გა­დაჭ­რა­ზე ზრუნ­ვა შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის პრე­რო­გა­ტი­ვაა.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ "ბიო" სინ­თე­ზუ­რი ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბაა და ზე­მოქ­მე­დე­ბით მა­რი­ხუ­ა­ნას ტი­პის ნარ­კო­ტი­კულ სა­შუ­ა­ლე­ბებს ჰგავს. ფხვნი­ლი სხვა­დას­ხვა მცე­ნა­რეს­თან არის შე­რე­უ­ლი. მოქ­მე­დე­ბის კლი­ნი­კუ­რი შე­დე­გით ჰგავს მა­რი­ხუ­ა­ნას, მაგ­რამ გა­ცი­ლე­ბით ტოქ­სი­კუ­რია, ძლი­ერ მოქ­მე­დია და მეტ უარ­ყო­ფით შე­დეგს იწ­ვევს: ცნო­ბი­ე­რე­ბის შეც­ვლა, პა­თო­ლო­გია ან შე­იძ­ლე­ბა იყოს ჰა­ლუ­ცი­ნა­ცია, ბოდ­ვა, აგ­რე­სი­უ­ლი ქმე­დე­ბა, არა­ა­დეკ­ვა­ტუ­რი რე­აქ­ცია. "ბიო" მოქ­მე­დებს გულ-სის­ხლძარ­ღვთა სის­ტე­მა­ზე, რის გა­მოც შე­საძ­ლე­ბე­ლია მოხ­დეს კო­ლაფ­სი ან გა­მო­იწ­ვი­ოს ინ­ფარ­ქტი, ცნო­ბი­ე­რე­ბის დაქ­ვე­ი­თე­ბა. ასეთ დროს ლე­ტა­ლუ­რი შე­დე­გის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი გა­ცი­ლე­ბით მა­ღა­ლია, მაგ­რამ ეს არ ნიშ­ნავს, რომ მა­რი­ხუ­ა­ნა კარ­გია და იმას არ აქვს გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, - ამ­ბობს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის ნარ­კო­ლო­გი­ის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, მე­დი­ცი­ნის მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რი, ხა­თუ­ნა თო­და­ძე. მისი თქმით, "ბიო" მთე­ლი მსოფ­ლი­ოს­თვის გახ­და დიდი პრობ­ლე­მა და 2013 წელს, ნარ­კო­მა­ნი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ მო­ნა­ცე­მებ­ში მთა­ვა­რი აქ­ცენ­ტი ამა­ზე გა­კეთ­და.

"ბიო" ძა­ლი­ან სა­ხი­ფა­თოა. სა­ქარ­თვე­ლო­ში იგი ხვდე­ბა იმა­ვე გზით, რო­გორც ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში. მას ძი­რი­თა­დად ინ­ტერ­ნე­ტით იწე­რენ და სა­ფოს­ტო გზავ­ნი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ხდე­ბა მი­წო­დე­ბა. ვი­ღა­ცა ძა­ლი­ან დიდ მო­გე­ბას იღებს, მაგ­რამ ამის შე­დე­გად ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდე­ბი იღუ­პე­ბი­ან და ავად­დე­ბი­ან. "ბი­ო­ე­ბის" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ჯგუ­ფის გა­მომ­გო­ნე­ბე­ლი და მისი სინ­თე­ზა­ტო­რი გახ­ლავთ ქი­მი­კო­სი ჯონ ჰაფ­მა­ნი. მან თქვა: "ვინც მი­ი­ღებს "ბიოს", ის არის იდი­ო­ტი, რად­გან ჩვენ არ ვი­ცით, რა შე­დეგს მო­ი­ტანს 5 წლის შემ­დეგ". ეს არის ახა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი და მარ­თლა არა­ვინ იცის, რა შე­დე­გი მოჰ­ყვე­ბა. ამი­ტომ უნდა ვი­ყოთ ფრთხი­ლად და არა­ვინ არ უნდა გა­ე­კა­როს, - დას­ძი­ნა ქალ­ბა­ტონ­მა ხა­თუ­ნა თო­და­ძემ.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის თქმით, "ბიო" ანა­ლიზ­ში არ ამო­დის და ალ­ბათ ესეც გახ­და ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რომ იგი უფრო პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ხში­რად მისი მოხ­მა­რე­ბაც არ იცი­ან და ესეც იწ­ვევს სიკ­ვდილს. სიმპტო­მე­ბი და ნარ­კო­ტი­კის მოქ­მე­დე­ბის ხან­გრძლი­ვო­ბა მომ­ხმა­რებ­ლებ­ში ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რია და იმა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი, მო­იხ­მარ­და თუ არა პირი რა­ი­მე სხვა სა­ხის ნარ­კო­ტიკს ადრე. ზო­გი­ერთ პა­კეტს თურ­მე პირ­და­პირ აწე­რია, რომ ჰა­ლუ­ცი­ნო­გე­ნია. ხში­რად, წა­მალ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბი მას "ბი­ო­საც" ამა­ტე­ბენ, რო­გორც გაბ­რუ­ე­ბის და­მა­ტე­ბით სა­შუ­ა­ლე­ბას.

მეტი დე­ტა­ლის გა­სარ­კვე­ვად ვე­სა­უბ­რეთ ახალ­გაზ­რდა მა­მა­კაცს, რო­მე­ლიც 20 წე­ლია, ნარ­კო­ტი­კის მომ­ხმა­რე­ბე­ლია. დიდი ხა­ნია, სე­ნის­გან თა­ვის დაღ­წე­ვას ცდი­ლობს და მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მით მკურ­ნა­ლობს. გა­ხა­რე­ბუ­ლია, რად­გან სა­კუ­თარ თავს სძლია და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლია, ცოტა ხან­ში ჩვე­უ­ლებ­რივ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დე­ბა.

ზურა, 37 წლის (ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და ნარ­კო­მა­ნი­ის პრე­ვენ­ცი­ის ცენ­ტრის პა­ცი­ენ­ტი):

- მა­რი­ხუ­ა­ნა­თი და­ვი­წყე. მა­შინ 14 წლის ვი­ყა­ვი. გუ­რი­ა­ში მოვ­წიე პირ­ვე­ლად. თა­ვი­დან არ მო­მე­წო­ნა, ცუ­დად გავ­ხდი, გული ამე­რია, მაგ­რამ ერთ თვე­ში ისევ გა­ვი­მე­ო­რე. ამ­ჯე­რად სი­ცი­ლი და­ვი­წყე და მე­სი­ა­მოვ­ნა. მერე მე­სა­მედ მოვ­წიე და ასე გაგ­რძელ­და. ჩემი მე­გობ­რე­ბიც ყვე­ლა­ნი ეწე­ოდ­ნენ. ხან კარ­გი პლა­ნი იყო და ორი ნა­ფა­ზი მყოფ­ნი­და, ხან ცუდი იყო და 10 ნა­ფა­ზი მჭირ­დე­ბო­და. მა­რი­ხუ­ა­ნას ში­გა­და­შიგ ვე­წე­ო­დი. ოჯა­ხის წევ­რე­ბი ამას ვერ ხვდე­ბოდ­ნენ. მერე წა­მა­ლი გა­ვი­კე­თე, 21 წლის ვი­ყა­ვი.

- რა­ტომ გა­გიჩ­ნდა ამის სურ­ვი­ლი?

- უბ­რა­ლოდ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა იყო და შე­დეგ­ზე არ ვფიქ­რობ­დი. ჩემი ხე­ლით გა­ვი­კე­თე მხარ­ზე, კუნთში ჰე­რო­ი­ნი და მო­მე­წო­ნა, ძლი­ე­რი ეფექ­ტი ჰქონ­და. იმ პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან კარ­გი სამ­სა­ხუ­რი მქონ­და, დიდი ხელ­ფა­სი. 2000 წელი იყო, ქა­ლაქ­ში თით­ქმის ყვე­ლა სა­დარ­ბა­ზო­ში იყი­დე­ბო­და უპ­რობ­ლე­მოდ. სულ ვამ­ბობ­დი, წა­მალს არა­სო­დეს გავ­სინ­ჯავ და არ გა­ვე­კა­რე­ბი-მეთ­ქი, მაგ­რამ გავ­სინ­ჯე. ჩემ­თან ერ­თად სხვებ­მაც იმ დღეს პირ­ვე­ლად გა­ი­კე­თეს "პად­ვალ­ში". პირ­ვე­ლად ერთ დო­ზა­ში 10 ლარი გა­და­ვი­ხა­დე. მერე მე­ო­რე­დაც გა­ვი­კე­თე და გა­და­ვე­დი წა­მალ­ზე, ძი­რი­თა­დად - სუ­ბუ­ტექსზე. ორ აბს ვი­კე­თებ­დი. რა­საც ვშო­უ­ლობ­დი, სულ წა­მალ­ში მი­დი­ო­და. ამის გამო ცოლ­საც გავ­ცილ­დი. ბუ­ნებ­რი­ვია, ოჯა­ხის წევ­რე­ბი გა­ნიც­დიდ­ნენ. ბევ­რჯერ სახ­ლი­დან ნივ­თიც გა­მი­ტა­ნია და გა­მი­ყი­დია წამ­ლის ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად. "მა­დო­ნას" სერ­ვი­ზი გავ­ყი­დე 50 დო­ლა­რად, 5 წუთ­ში ჩა­ი­ბა­რეს მშრალ ხიდ­ზე. როცა "ლომ­კა­ში" ხარ, მხო­ლოდ იმა­ზე ფიქ­რობ, რო­გორ გა­ი­კე­თო წა­მა­ლი. დავ­მჯდარ­ვარ, მი­ფიქ­რია, მერე ამი­ღია ტე­ლე­ვი­ზო­რი და წა­მი­ღია გა­სა­ყი­დად. ერთი სი­ტყვით, მა­შინ სხვა არა­ვინ გა­ინ­ტე­რე­სებს. მთლად ისე არ დავ­ცე­მულ­ვარ, რომ სახ­ლი გა­მე­ყი­და. ალ­ბათ ვერც გავ­ყიდ­დი, რად­გან ჩემს სა­ხელ­ზე არ იყო. ბევ­რი ვიცი, რო­მელ­მაც ოჯა­ხი წამ­ლის გამო ქუ­ჩა­ში და­ტო­ვა. მა­შინ ცოლ-შვი­ლი არ გა­ინ­ტე­რე­სებს. ახლა მრცხვე­ნია, რომ ნარ­კო­მა­ნის სა­ხე­ლი მაქვს და ვცდი­ლობ, ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე.

- ცი­ხე­ში არ მოხ­ვედ­რილ­ხარ?

- ორ­ჯერ და­მი­ჭი­რეს წა­მალ­ზე. იქ ჩა­ვერ­თე მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში და ახ­ლაც ვაგ­რძე­ლებ. იმე­დი მაქვს, გა­დავ­რჩე­ბი და ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას და­ვუბ­რუნ­დე­ბი. ახლა მო­და­ში შე­მო­ვი­და "კრა­კა­დი­ლი". მე სა­ერ­თოდ არ გა­მი­სინ­ჯავს. ვფიქ­რობ, თავ­მოყ­ვა­რე ადა­მი­ა­ნი "კრა­კა­დილს" სა­ერ­თოდ არ გა­ე­კა­რე­ბა, 100 პრო­ცენ­ტით კლავს ადა­მი­ანს. ისი­ნი "ბომ­ჟე­ბად" ქცე­უ­ლე­ბი არი­ან. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ორ­გა­ნიზ­მიც ულ­პე­ბათ და გვერ­დი­თაც ვერ და­უდ­გე­ბი, - სა­ში­ნე­ლი სუნი ას­დით. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ჩემ თვალ­წინ ბევ­რი მომ­კვდა­რა, ბევ­რი გა­და­მირ­ჩე­ნია, მაგ­რამ მა­ინც ვი­კე­თებ­დი. ახლა, ბოლო დრო­საც, რამ­დე­ნი­მე მე­გო­ბა­რი უცხო­ეთ­ში და­მე­ღუ­პა, წა­მალ­ში "გა­ი­პარ­ნენ". ეს არის ამის ბოლო. პირ­ვე­ლად რომ და­მი­ჭი­რეს, ცი­ხე­ში წა­მალ­თან შე­ხე­ბა არ მქონ­და, გა­და­ვაგ­დე, მაგ­რამ იქი­დან გა­მოს­ვლის შემ­დეგ გა­რეთ მა­ინც და­ვი­წყე "ვინ­ტის" მოხ­მა­რე­ბა. ეს კუს­ტა­რუ­ლად დამ­ზა­დე­ბუ­ლი ნარ­კო­ტი­კია. მერე ისევ და­მა­კა­ვეს და მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მა­ში ჩა­ვერ­თე. ახლა დოზა ძა­ლი­ან შე­ვამ­ცი­რე, 10 გრა­მამ­დე ჩა­მო­ვე­დი და ალ­ბათ მალე გა­და­ვაგ­დებ. მაქვს იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ წა­მალს თუ გა­და­ვაგ­დებ, ნორ­მა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რი ვი­შო­ვო, ცო­ლიც მო­ვიყ­ვა­ნო და ვი­ცხოვ­რო. შვი­ლი მეზ­რდე­ბა, ახლა ისეთ ასაკ­შია, ყვე­ლა­ფერ­ში ერ­კვე­ვა და სა­ნამ მკი­თხავს, ნარ­კო­მა­ნი ვარ თუ არა, მა­ნამ­დე უნდა გა­და­ვაგ­დო. მერ­წმუ­ნეთ, არც ერთ ნარ­კო­მანს არ უნდა, შვი­ლი ნარ­კო­მა­ნი ჰყავ­დეს, რად­გან კარ­გად იცის, რო­გორ ღუ­პავს ეს ადა­მი­ანს. თქვეს, რომ აფ­თი­ა­ქებ­ში არ გა­ი­ყი­დე­ბა ისე­თი წამ­ლე­ბი, რომ­ლებ­საც ნარ­კო­მა­ნე­ბი იყე­ნე­ბენ, მაგ­რამ მერ­წმუ­ნეთ, ახლა რომ მინ­დო­დეს, იმ წამ­ლებს თა­ვი­სუფ­ლად ვი­ყიდ­დი. უბ­რა­ლოდ, უფრო გაძ­ვირ­და. ამას მი­ხედ­ვა სჭირ­დე­ბა.

- ახლა 10 გრა­მი მე­ტა­დო­ნი გაკ­მა­ყო­ფი­ლებს?

- არ მაკ­მა­ყო­ფი­ლებს. 50 გრა­მი­დან 10-მდე ჩა­მო­ვე­დი. დი­ლით 6 სა­ათ­ზე და­გა­ჭყე­ტი­ნებს თვა­ლებს. თუ დარ­ჩი სა­წოლ­ში, ცუ­დად ხდე­ბი, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა ადგე ამ დროს, არა­და, ძილი გინ­და, მაგ­რამ ვერ და­ი­ძი­ნებ. ვდგე­ბი დი­ლის 6 სა­ათ­ზე, თუმ­ცა სახ­ლში ად­გილს ვერ ვპო­უ­ლობ, დავ­დი­ვარ გი­ჟი­ვით. ბევ­რჯერ მით­ქვამს, - მეტი არ შე­მიძ­ლია, მოდი, ახლა რა­მეს და­ვა­მა­ტებ-მეთ­ქი, მაგ­რამ თავს ძა­ლას ვა­ტან, რად­გან მთე­ლი გუ­ლით ვცდი­ლობ გან­კურ­ნე­ბას. ამ რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ის ცენ­ტრში ძა­ლი­ან ეხ­მა­რე­ბი­ან ადა­მი­ა­ნებს. კარ­გი აუ­რაა, ჯგუ­ფუ­რი თე­რა­პია ტარ­დე­ბა... მე­ტა­დონს რომ ავი­ღებ, მერე აქ ვრჩე­ბი, რომ გა­და­ვერ­თო სხვა რა­მე­ზე. 6 წე­ლია, ამ პროგ­რა­მა­ში ვარ ჩარ­თუ­ლი. დი­ლით, როცა მე­ტა­დო­ნის რიგ­ში ვდგა­ვარ, ისე­თებს ვუ­ყუ­რებ, მრცხვე­ნია, მათ გვერ­დით რომ ვდგა­ვარ. ადა­მი­ა­ნის ფერი არ ადევთ, გაყ­ვით­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან, სა­შინ­ლად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან. ეს რომ ნა­ხონ ახალ­გაზ­რდებ­მა, ვფიქ­რობ, წამ­ლის­კენ არ გა­ი­ხე­და­ვენ.

- "ბიო" გა­გი­სინ­ჯავს? ბოლო დროს ბევ­რი ახალ­გაზ­რდა და­ი­ღუ­პა ამით.

- "ბიოს" მოხ­მა­რე­ბის წე­სე­ბი არ იცი­ან, ამი­ტომ იღუ­პე­ბი­ან. ხში­რად, 10 ადა­მი­ა­ნის დო­ზას ერთი იღებს. უამ­რა­ვი ბი­ჭია გარ­დაც­ვლი­ლი, მაგ­რამ ამა­ზე გან­გა­ში არ ატე­ხი­ლა. 2 წე­ლია, მა­სობ­რი­ვად მო­იხ­მა­რენ. ყვე­ლა­ზე ცუდი ის არის, რომ "ბიოს" მოხ­მა­რე­ბის შე­დე­გი სა­ხე­ზე არ ეტყო­ბა ადა­მი­ანს. არც ის, რომ ცუ­დად არის. ფე­რიც კარ­გი აქვთ, კარ­გა­დაც გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, არც გული ერე­ვათ, ვერც გა­მო­ხედ­ვა­ში ატყობ რა­მეს. ერთი სი­ტყვით, გვერ­დით მყო­ფი ვერ ხვდე­ბა, რომ ის რე­ა­ლუ­რად ძა­ლი­ან ცუ­დად არის. არა­და, როცა მოხ­მა­რე­ბუ­ლი გაქვს, ზი­ხარ ჩვე­უ­ლებ­რი­ვად, მაგ­რამ თვა­ლის ზე­მოთ იწყე­ბა ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ე­ბი. თავ­ში სა­ში­ნე­ლე­ბა ხდე­ბა. წარ­მო­იდ­გი­ნე, რომ ვი­ღაც მან­ქა­ნით და­გე­ჯა­ხა და კვდე­ბი, ვი­ღა­ცამ დანა გა­გი­ყა­რა, დედა მო­გიკ­ვდა, მამა მო­გიკ­ვდა, გჩე­ხენ... ერთი სი­ტყვით, სა­ში­ნე­ლე­ბე­ბი გე­ლან­დე­ბა, მთე­ლი დე­და­მი­წა თავ­ზე გემ­ხო­ბა და ეს იმ­დე­ნად ძლი­ე­რი და რე­ა­ლუ­რი გან­ცდაა, რომ გული გის­კდე­ბა. გა­მოც­დი­ლი მაქვს ჩემს თავ­ზე და ამი­ტომ გე­უბ­ნე­ბით ასე. "ბი­ო­თი" და­ღუ­პუ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ში­შით უს­კდე­ბა გული, ში­შით კვდე­ბი­ან. იყო შემ­თხვე­ვა, როცა ქუ­ჩა­ში ეგდო ახალ­გაზ­რდა, "სას­წრა­ფო" მო­ვი­და, ნარ­კა­ნი გა­უ­კე­თა და 2 წუთ­ში ფეხ­ზე წა­მოდ­გა. ეს შვე­ლის მხო­ლოდ და გა­მოჰ­ყავს მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, მაგ­რამ შე­იძ­ლე­ბა ისე მოკ­ვდეს, რომ გვერ­დით მყო­ფი ვერც მიხ­ვდეს, რა­ღაც რომ აწუ­ხებს.

- რო­გორ ყი­დუ­ლო­ბენ "ბიოს"?

- ფოს­ტით შე­იძ­ლე­ბა ამის გა­მო­წე­რა. რომ და­მი­ჭი­რონ, არა­ფე­რი მოხ­დე­ბა, 2 დღით მო­მა­თავ­სე­ბენ იზო­ლა­ტორ­ში და მერე გა­მიშ­ვე­ბენ, რად­გან კა­ნო­ნით არ ის­ჯე­ბა. მთე­ლი თბი­ლი­სი დღეს ამა­ზეა გა­და­სუ­ლი. ძა­ლი­ან პა­ტა­რა პა­კე­ტი ღირს 600 ლარი, მაგ­რამ ამით შე­იძ­ლე­ბა, 300 კაცი უცებ მოკ­ვდეს. დო­ზის უცო­დი­ნა­რო­ბა კლავს ახალ­გაზ­რდებს. ნარ­კო­ლო­გი­ურ­ში აქვთ ახლა მა­გის ტეს­ტე­ბი, სხვა­გან არ არის. კა­ნა­ბი­ო­ი­დე­ბის 1500 ფორ­მაა, ყვე­ლას ხომ ვერ შე­ი­ტა­ნენ აკ­რძა­ლულ­თა ნუს­ხა­ში? ასეც რომ მოხ­დეს, ხვალ 5 ახა­ლი გაჩ­ნდე­ბა და ვე­ღარ ეწე­ვი­ან ამას. ვფიქ­რობ, თბი­ლის­ში ამას თა­ვად პო­ლი­ცია ყი­დის. სკა­ი­პით იწე­რენ, ფულს გა­და­უ­რი­ცხავ და ფოს­ტით მო­გი­ტა­ნენ.

- ასე მა­სობ­რი­ვად იყი­დე­ბა ქა­ლაქ­ში?

- რაც გუ­ლი­კო ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა, მას მერე ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლია. პლა­ნი არ არის და ეს ანაც­ვლებს პლანს. თუმ­ცა, უფრო ძლი­ე­რია. ძა­ლი­ან სა­ში­შია ბი­ო­ე­ლი­ზი, სა­ში­ნელ ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს იწ­ვევს. 15 წლი­დან მა­სობ­რი­ვად მო­იხ­მა­რენ. ნარ­კო­მა­ნე­ბის­თვის წამ­ლის შოვ­ნა პრობ­ლე­მაა, არ ჯო­ბია, ჰე­რო­ი­ნი იყოს და იყი­დე­ბო­დეს, ვიდ­რე "კრა­კა­დი­ლით" მოკ­ვდეს ხალ­ხი? მით უმე­ტეს, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს სამ­კურ­ნა­ლო პროგ­რა­მა. თუნ­დაც მე­ტა­დო­ნის პროგ­რა­მას რომ ამ­თავ­რებ და გა­დი­ხარ, მერე რა ხდე­ბა, ამა­ზე არ ფიქ­რო­ბენ. მე მაქვს ახლა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, მაგ­რამ ბევ­რს ასე­თი გეგ­მა არ აქვს და ის აუ­ცი­ლებ­ლად ისევ უბ­რუნ­დე­ბა წა­მალს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევ­რს ისევ მო­უ­წევს მე­ტა­დონ­თან დაბ­რუ­ნე­ბა ან ისევ ჩა­ი­ძი­რე­ბა იმ "ვინ­ტე­ბის" მო­რევ­ში და და­ი­ღუ­პე­ბა. ასე­ვე მა­სობ­რი­ვია ჯეფი, ესეც სა­ში­ნე­ლე­ბაა, ერთი ნა­ბი­ჯით წინ მი­დი­ხარ და ორით - უკან. ჩა­ფი­ძის შვი­ლიშ­ვი­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ იმ­დე­ნად აიკ­რძა­ლა "ბიო", რომ ნარ­კო­მა­ნე­ბი დღეს "ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დი­ე­ტა­ზე" ვართ. მა­ინ­ცდა­მა­ინც ის უნდა მომ­კვდა­რი­ყო, რომ აეკ­რძა­ლათ?! ადა­მი­ა­ნე­ბი მა­ნამ­დეც იხო­ცე­ბოდ­ნენ ქუ­ჩა­ში და ხმას არა­ვინ იღებ­და. "სას­წრა­ფოც" ხში­რად ვერ ეხ­მა­რე­ბა.

- ჯო­ბია, სა­ერ­თოდ არ გა­ე­კა­რონ ადა­მი­ა­ნე­ბი წა­მალს. რას ეტყო­დით ახალ­გაზ­რდებს?

- ჯო­ბია, ახალ­გაზ­რდებ­მა ის­წავ­ლონ და მერე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა კარ­გად იცხოვ­რონ, ვიდ­რე წა­მა­ლი გა­სინ­ჯონ და მთე­ლი ცხოვ­რე­ბა და­ენგრეთ. ყვე­ლას მშო­ბე­ლი ნერ­ვი­უ­ლობს ამა­ზე, არც ერთ შვილს არ უნდა, ნარ­კო­მა­ნი მამა ჰყავ­დეს. მეტი აღარ შე­მიძ­ლია, მარ­თლა ვხვდე­ბი, რომ სირ­ცხვი­ლია, იდგე იმ რიგ­ში და ელო­დო მე­ტა­დონს. "ბიო" ძა­ლი­ან სა­ში­შია, შე­იძ­ლე­ბა, ჩვე­ნი ახალ­გაზ­რდო­ბა სა­ერ­თოდ და­ი­ღუ­პოს. მე რო­გორც მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვამ­ბობ ამას. ყვე­ლა­ფე­რი გა­მი­სინ­ჯავს და დღეს ძა­ლი­ან დიდი ბრძო­ლა მი­წევს, რომ თავი გა­და­ვირ­ჩი­ნო. ბევ­რს კი ამის ნე­ბის­ყო­ფა არ აქვს და იღუ­პე­ბა. ჩემი თხოვ­ნაა, არ გა­ე­კა­რონ არა­ნა­ირ ნარ­კო­ტიკს.

P.S. იმე­დია, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას და­უთ­მობს ამ პრობ­ლე­მას და სა­ქარ­თვე­ლო­ში არ იქ­ნე­ბა ხელ­მი­საწ­ვდო­მი ის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც ასე მა­სობ­რი­ვად იწ­ვევს ახალ­გაზ­რდე­ბის სიკ­ვდილს.

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?

რატომ არიან ნარკომანები "ღარიბაშვილის დიეტაზე"?

ბოლო დროს საქართველოში სინთეზური კანაბინოიდების შემცველი მოსაწევების, ე.წ. "ბიო" ნარკოტიკის მოხმარება მასობრივად დაიწყეს. ღამის კლუბებშიც ხშირად ნახავთ ამ ნივთიერებით გაბრუებულ ადამიანებს. ნებისმიერი მსურველი "ბიოს" სხვადასხვა საიტიდან ინტერნეტით იწერს. ფასი 50 ევროდან იწყება და იგი პირდაპირ სახლში მიაქვთ მსურველთან. მისი სხვადასხვა სახეობა არსებობს - არომატიზებული ჩაის ან აბაზანის მარილის სახით იყიდება. სპეციალისტების თქმით, მხოლოდ შეფუთვებშია განსხვავება, ქიმიური შემადგენლობა კი თითქმის ერთი და იგივეა. "ბიომ" გარკვეულწილად მარიხუანა ჩაანაცვლა.

მომხმარებლები ამას სერიოზულად არ უყურებდნენ, მაგრამ ბოლო დროს საქართველოში რამდენიმე ათეული ადამიანი "ბიოს" მოხმარებით გარდაიცვალა. როგორც ჩანს, პოლიციამაც უფრო მეტი კონტროლი დაიწყო მას შემდეგ, რაც თბილისში ცნობილი კარდიოლოგის შვილიშვილი დაიღუპა და ამას უცებ მეორე შემთხვევა დაემატა: დიღომში, ქუჩაში წაიქცა და იქვე გარდაიცვალა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც "ბიო" ჰქონდა მოწეული. ეს სერიოზული პრობლემაა დღეს საქართველოში და მის გადაჭრაზე ზრუნვა შესაბამისი სამსახურების პრეროგატივაა.

სპეციალისტები ამბობენ, რომ "ბიო" სინთეზური ნარკოტიკული საშუალებაა და ზემოქმედებით მარიხუანას ტიპის ნარკოტიკულ საშუალებებს ჰგავს. ფხვნილი სხვადასხვა მცენარესთან არის შერეული. მოქმედების კლინიკური შედეგით ჰგავს მარიხუანას, მაგრამ გაცილებით ტოქსიკურია, ძლიერ მოქმედია და მეტ უარყოფით შედეგს იწვევს: ცნობიერების შეცვლა, პათოლოგია ან შეიძლება იყოს ჰალუცინაცია, ბოდვა, აგრესიული ქმედება, არაადეკვატური რეაქცია. "ბიო" მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, რის გამოც შესაძლებელია მოხდეს კოლაფსი ან გამოიწვიოს ინფარქტი, ცნობიერების დაქვეითება. ასეთ დროს ლეტალური შედეგის მაჩვენებელი გაცილებით მაღალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მარიხუანა კარგია და იმას არ აქვს გვერდითი მოვლენები, - ამბობს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ნარკოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ხათუნა თოდაძე. მისი თქმით, "ბიო" მთელი მსოფლიოსთვის გახდა დიდი პრობლემა და 2013 წელს, ნარკომანიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს გამოქვეყნებულ მონაცემებში მთავარი აქცენტი ამაზე გაკეთდა.

"ბიო" ძალიან სახიფათოა. საქართველოში იგი ხვდება იმავე გზით, როგორც ყველა ქვეყანაში. მას ძირითადად ინტერნეტით იწერენ და საფოსტო გზავნილების საშუალებით ხდება მიწოდება. ვიღაცა ძალიან დიდ მოგებას იღებს, მაგრამ ამის შედეგად ჩვენი ახალგაზრდები იღუპებიან და ავადდებიან. "ბიოების" ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჯგუფის გამომგონებელი და მისი სინთეზატორი გახლავთ ქიმიკოსი ჯონ ჰაფმანი. მან თქვა: "ვინც მიიღებს "ბიოს", ის არის იდიოტი, რადგან ჩვენ არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს 5 წლის შემდეგ". ეს არის ახალი ნივთიერებები და მართლა არავინ იცის, რა შედეგი მოჰყვება. ამიტომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და არავინ არ უნდა გაეკაროს, - დასძინა ქალბატონმა ხათუნა თოდაძემ.

სპეციალისტების თქმით, "ბიო" ანალიზში არ ამოდის და ალბათ ესეც გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომ იგი უფრო პოპულარული გახდა. ხშირად მისი მოხმარებაც არ იციან და ესეც იწვევს სიკვდილს. სიმპტომები და ნარკოტიკის მოქმედების ხანგრძლივობა მომხმარებლებში ინდივიდუალურია და იმაზეა დამოკიდებული, მოიხმარდა თუ არა პირი რაიმე სხვა სახის ნარკოტიკს ადრე. ზოგიერთ პაკეტს თურმე პირდაპირ აწერია, რომ ჰალუცინოგენია. ხშირად, წამალზე დამოკიდებულები მას "ბიოსაც" ამატებენ, როგორც გაბრუების დამატებით საშუალებას.

მეტი დეტალის გასარკვევად ვესაუბრეთ ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც 20 წელია, ნარკოტიკის მომხმარებელია. დიდი ხანია, სენისგან თავის დაღწევას ცდილობს და მეტადონის პროგრამით მკურნალობს. გახარებულია, რადგან საკუთარ თავს სძლია და დარწმუნებულია, ცოტა ხანში ჩვეულებრივ ცხოვრებას დაუბრუნდება.

ზურა, 37 წლის (ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის პაციენტი):

- მარიხუანათი დავიწყე. მაშინ 14 წლის ვიყავი. გურიაში მოვწიე პირველად. თავიდან არ მომეწონა, ცუდად გავხდი, გული ამერია, მაგრამ ერთ თვეში ისევ გავიმეორე. ამჯერად სიცილი დავიწყე და მესიამოვნა. მერე მესამედ მოვწიე და ასე გაგრძელდა. ჩემი მეგობრებიც ყველანი ეწეოდნენ. ხან კარგი პლანი იყო და ორი ნაფაზი მყოფნიდა, ხან ცუდი იყო და 10 ნაფაზი მჭირდებოდა. მარიხუანას შიგადაშიგ ვეწეოდი. ოჯახის წევრები ამას ვერ ხვდებოდნენ. მერე წამალი გავიკეთე, 21 წლის ვიყავი.

- რატომ გაგიჩნდა ამის სურვილი?

- უბრალოდ მაინტერესებდა, რა იყო და შედეგზე არ ვფიქრობდი. ჩემი ხელით გავიკეთე მხარზე, კუნთში ჰეროინი და მომეწონა, ძლიერი ეფექტი ჰქონდა. იმ პერიოდში ძალიან კარგი სამსახური მქონდა, დიდი ხელფასი. 2000 წელი იყო, ქალაქში თითქმის ყველა სადარბაზოში იყიდებოდა უპრობლემოდ. სულ ვამბობდი, წამალს არასოდეს გავსინჯავ და არ გავეკარები-მეთქი, მაგრამ გავსინჯე. ჩემთან ერთად სხვებმაც იმ დღეს პირველად გაიკეთეს "პადვალში". პირველად ერთ დოზაში 10 ლარი გადავიხადე. მერე მეორედაც გავიკეთე და გადავედი წამალზე, ძირითადად - სუბუტექსზე. ორ აბს ვიკეთებდი. რასაც ვშოულობდი, სულ წამალში მიდიოდა. ამის გამო ცოლსაც გავცილდი. ბუნებრივია, ოჯახის წევრები განიცდიდნენ. ბევრჯერ სახლიდან ნივთიც გამიტანია და გამიყიდია წამლის ფულის საშოვნელად. "მადონას" სერვიზი გავყიდე 50 დოლარად, 5 წუთში ჩაიბარეს მშრალ ხიდზე. როცა "ლომკაში" ხარ, მხოლოდ იმაზე ფიქრობ, როგორ გაიკეთო წამალი. დავმჯდარვარ, მიფიქრია, მერე ამიღია ტელევიზორი და წამიღია გასაყიდად. ერთი სიტყვით, მაშინ სხვა არავინ გაინტერესებს. მთლად ისე არ დავცემულვარ, რომ სახლი გამეყიდა. ალბათ ვერც გავყიდდი, რადგან ჩემს სახელზე არ იყო. ბევრი ვიცი, რომელმაც ოჯახი წამლის გამო ქუჩაში დატოვა. მაშინ ცოლ-შვილი არ გაინტერესებს. ახლა მრცხვენია, რომ ნარკომანის სახელი მაქვს და ვცდილობ, ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდე.

- ციხეში არ მოხვედრილხარ?

- ორჯერ დამიჭირეს წამალზე. იქ ჩავერთე მეტადონის პროგრამაში და ახლაც ვაგრძელებ. იმედი მაქვს, გადავრჩები და ნორმალურ ცხოვრებას დავუბრუნდები. ახლა მოდაში შემოვიდა "კრაკადილი". მე საერთოდ არ გამისინჯავს. ვფიქრობ, თავმოყვარე ადამიანი "კრაკადილს" საერთოდ არ გაეკარება, 100 პროცენტით კლავს ადამიანს. ისინი "ბომჟებად" ქცეულები არიან. ყველაფერთან ერთად, ორგანიზმიც ულპებათ და გვერდითაც ვერ დაუდგები, - საშინელი სუნი ასდით. წარმოიდგინეთ, ჩემ თვალწინ ბევრი მომკვდარა, ბევრი გადამირჩენია, მაგრამ მაინც ვიკეთებდი. ახლა, ბოლო დროსაც, რამდენიმე მეგობარი უცხოეთში დამეღუპა, წამალში "გაიპარნენ". ეს არის ამის ბოლო. პირველად რომ დამიჭირეს, ციხეში წამალთან შეხება არ მქონდა, გადავაგდე, მაგრამ იქიდან გამოსვლის შემდეგ გარეთ მაინც დავიწყე "ვინტის" მოხმარება. ეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკია. მერე ისევ დამაკავეს და მეტადონის პროგრამაში ჩავერთე. ახლა დოზა ძალიან შევამცირე, 10 გრამამდე ჩამოვედი და ალბათ მალე გადავაგდებ. მაქვს იმის საშუალება, რომ წამალს თუ გადავაგდებ, ნორმალური სამსახური ვიშოვო, ცოლიც მოვიყვანო და ვიცხოვრო. შვილი მეზრდება, ახლა ისეთ ასაკშია, ყველაფერში ერკვევა და სანამ მკითხავს, ნარკომანი ვარ თუ არა, მანამდე უნდა გადავაგდო. მერწმუნეთ, არც ერთ ნარკომანს არ უნდა, შვილი ნარკომანი ჰყავდეს, რადგან კარგად იცის, როგორ ღუპავს ეს ადამიანს. თქვეს, რომ აფთიაქებში არ გაიყიდება ისეთი წამლები, რომლებსაც ნარკომანები იყენებენ, მაგრამ მერწმუნეთ, ახლა რომ მინდოდეს, იმ წამლებს თავისუფლად ვიყიდდი. უბრალოდ, უფრო გაძვირდა. ამას მიხედვა სჭირდება.

- ახლა 10 გრამი მეტადონი გაკმაყოფილებს?

- არ მაკმაყოფილებს. 50 გრამიდან 10-მდე ჩამოვედი. დილით 6 საათზე დაგაჭყეტინებს თვალებს. თუ დარჩი საწოლში, ცუდად ხდები, აუცილებლად უნდა ადგე ამ დროს, არადა, ძილი გინდა, მაგრამ ვერ დაიძინებ. ვდგები დილის 6 საათზე, თუმცა სახლში ადგილს ვერ ვპოულობ, დავდივარ გიჟივით. ბევრჯერ მითქვამს, - მეტი არ შემიძლია, მოდი, ახლა რამეს დავამატებ-მეთქი, მაგრამ თავს ძალას ვატან, რადგან მთელი გულით ვცდილობ განკურნებას. ამ რეაბილიტაციის ცენტრში ძალიან ეხმარებიან ადამიანებს. კარგი აურაა, ჯგუფური თერაპია ტარდება... მეტადონს რომ ავიღებ, მერე აქ ვრჩები, რომ გადავერთო სხვა რამეზე. 6 წელია, ამ პროგრამაში ვარ ჩართული. დილით, როცა მეტადონის რიგში ვდგავარ, ისეთებს ვუყურებ, მრცხვენია, მათ გვერდით რომ ვდგავარ. ადამიანის ფერი არ ადევთ, გაყვითლებულები არიან, საშინლად გამოიყურებიან. ეს რომ ნახონ ახალგაზრდებმა, ვფიქრობ, წამლისკენ არ გაიხედავენ.

- "ბიო" გაგისინჯავს? ბოლო დროს ბევრი ახალგაზრდა დაიღუპა ამით.

- "ბიოს" მოხმარების წესები არ იციან, ამიტომ იღუპებიან. ხშირად, 10 ადამიანის დოზას ერთი იღებს. უამრავი ბიჭია გარდაცვლილი, მაგრამ ამაზე განგაში არ ატეხილა. 2 წელია, მასობრივად მოიხმარენ. ყველაზე ცუდი ის არის, რომ "ბიოს" მოხმარების შედეგი სახეზე არ ეტყობა ადამიანს. არც ის, რომ ცუდად არის. ფერიც კარგი აქვთ, კარგადაც გამოიყურებიან, არც გული ერევათ, ვერც გამოხედვაში ატყობ რამეს. ერთი სიტყვით, გვერდით მყოფი ვერ ხვდება, რომ ის რეალურად ძალიან ცუდად არის. არადა, როცა მოხმარებული გაქვს, ზიხარ ჩვეულებრივად, მაგრამ თვალის ზემოთ იწყება ჰალუცინაციები. თავში საშინელება ხდება. წარმოიდგინე, რომ ვიღაც მანქანით დაგეჯახა და კვდები, ვიღაცამ დანა გაგიყარა, დედა მოგიკვდა, მამა მოგიკვდა, გჩეხენ... ერთი სიტყვით, საშინელებები გელანდება, მთელი დედამიწა თავზე გემხობა და ეს იმდენად ძლიერი და რეალური განცდაა, რომ გული გისკდება. გამოცდილი მაქვს ჩემს თავზე და ამიტომ გეუბნებით ასე. "ბიოთი" დაღუპულების უმრავლესობას შიშით უსკდება გული, შიშით კვდებიან. იყო შემთხვევა, როცა ქუჩაში ეგდო ახალგაზრდა, "სასწრაფო" მოვიდა, ნარკანი გაუკეთა და 2 წუთში ფეხზე წამოდგა. ეს შველის მხოლოდ და გამოჰყავს მდგომარეობიდან, მაგრამ შეიძლება ისე მოკვდეს, რომ გვერდით მყოფი ვერც მიხვდეს, რაღაც რომ აწუხებს.

- როგორ ყიდულობენ "ბიოს"?

- ფოსტით შეიძლება ამის გამოწერა. რომ დამიჭირონ, არაფერი მოხდება, 2 დღით მომათავსებენ იზოლატორში და მერე გამიშვებენ, რადგან კანონით არ ისჯება. მთელი თბილისი დღეს ამაზეა გადასული. ძალიან პატარა პაკეტი ღირს 600 ლარი, მაგრამ ამით შეიძლება, 300 კაცი უცებ მოკვდეს. დოზის უცოდინარობა კლავს ახალგაზრდებს. ნარკოლოგიურში აქვთ ახლა მაგის ტესტები, სხვაგან არ არის. კანაბიოიდების 1500 ფორმაა, ყველას ხომ ვერ შეიტანენ აკრძალულთა ნუსხაში? ასეც რომ მოხდეს, ხვალ 5 ახალი გაჩნდება და ვეღარ ეწევიან ამას. ვფიქრობ, თბილისში ამას თავად პოლიცია ყიდის. სკაიპით იწერენ, ფულს გადაურიცხავ და ფოსტით მოგიტანენ.

- ასე მასობრივად იყიდება ქალაქში?

- რაც გულიკო ჩაფიძის შვილიშვილი დაიღუპა, მას მერე ძალიან შეზღუდულია. პლანი არ არის და ეს ანაცვლებს პლანს. თუმცა, უფრო ძლიერია. ძალიან საშიშია ბიოელიზი, საშინელ ჰალუცინაციებს იწვევს. 15 წლიდან მასობრივად მოიხმარენ. ნარკომანებისთვის წამლის შოვნა პრობლემაა, არ ჯობია, ჰეროინი იყოს და იყიდებოდეს, ვიდრე "კრაკადილით" მოკვდეს ხალხი? მით უმეტეს, რომ საქართველოში არ არსებობს სამკურნალო პროგრამა. თუნდაც მეტადონის პროგრამას რომ ამთავრებ და გადიხარ, მერე რა ხდება, ამაზე არ ფიქრობენ. მე მაქვს ახლა კონკრეტული გეგმა, მაგრამ ბევრს ასეთი გეგმა არ აქვს და ის აუცილებლად ისევ უბრუნდება წამალს. დარწმუნებული ვარ, ბევრს ისევ მოუწევს მეტადონთან დაბრუნება ან ისევ ჩაიძირება იმ "ვინტების" მორევში და დაიღუპება. ასევე მასობრივია ჯეფი, ესეც საშინელებაა, ერთი ნაბიჯით წინ მიდიხარ და ორით - უკან. ჩაფიძის შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ იმდენად აიკრძალა "ბიო", რომ ნარკომანები დღეს "ღარიბაშვილის დიეტაზე" ვართ. მაინცდამაინც ის უნდა მომკვდარიყო, რომ აეკრძალათ?! ადამიანები მანამდეც იხოცებოდნენ ქუჩაში და ხმას არავინ იღებდა. "სასწრაფოც" ხშირად ვერ ეხმარება.

- ჯობია, საერთოდ არ გაეკარონ ადამიანები წამალს. რას ეტყოდით ახალგაზრდებს?

- ჯობია, ახალგაზრდებმა ისწავლონ და მერე მთელი ცხოვრება კარგად იცხოვრონ, ვიდრე წამალი გასინჯონ და მთელი ცხოვრება დაენგრეთ. ყველას მშობელი ნერვიულობს ამაზე, არც ერთ შვილს არ უნდა, ნარკომანი მამა ჰყავდეს. მეტი აღარ შემიძლია, მართლა ვხვდები, რომ სირცხვილია, იდგე იმ რიგში და ელოდო მეტადონს. "ბიო" ძალიან საშიშია, შეიძლება, ჩვენი ახალგაზრდობა საერთოდ დაიღუპოს. მე როგორც მომხმარებელი ვამბობ ამას. ყველაფერი გამისინჯავს და დღეს ძალიან დიდი ბრძოლა მიწევს, რომ თავი გადავირჩინო. ბევრს კი ამის ნებისყოფა არ აქვს და იღუპება. ჩემი თხოვნაა, არ გაეკარონ არანაირ ნარკოტიკს.

P.S. იმედია, ხელისუფლება უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობს ამ პრობლემას და საქართველოში არ იქნება ხელმისაწვდომი ის საშუალებები, რომელიც ასე მასობრივად იწვევს ახალგაზრდების სიკვდილს.

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ