პოლიტიკა
მსოფლიო

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ
უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ

აღ­მო­სავ­ლეთ აფ­რი­კის ქვე­ყა­ნა უგან­და ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის­თვის სა­ში­ში ხდე­ბა.

ქვეყ­ნის პრე­ზი­დენტ იო­ვე­რი მუ­სე­ვე­ნის თქმით, გე­ე­ბი "ბუ­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო" ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან. მან ხელი მო­ა­წე­რა კა­ნონპ­რო­ექტს, რო­მე­ლიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლე­ბის და­პა­ტიმ­რე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს. რო­გორც ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, და­სავ­ლე­თი აფ­რი­კა­ში ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის გან­ვი­თა­რე­ბას უწყობს ხელს.

"ისი­ნი სა­ზი­ზღრე­ბი არი­ან. რა ხალ­ხია? რა­საც ისი­ნი აკე­თე­ბენ, სა­ში­ნე­ლე­ბაა, ზი­ზღის გა­მომ­წვე­ვი. მზად ვი­ყა­ვი უყუ­რა­დღე­ბოდ და­მე­ტო­ვე­ბი­ნა ეს ფაქ­ტე­ბი, თუ იქ­ნე­ბო­და და­მამ­ტკი­ცე­ბე­ლი სა­ბუ­თი იმი­სა, რომ ეს პა­თო­ლო­გი­უ­რია. მსგავ­სი სა­ბუ­თი არ არ­სე­ბობს", - გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტმა.

ახა­ლი კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ამოქ­მედ­დე­ბა, "ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლიზ­მის მძი­მე ფორ­მე­ბის­თვის" მაქ­სი­მუ­მი სას­ჯე­ლი სა­მუ­და­მო პა­ტიმ­რო­ბაა. ამას­თან, იგი­ვე სას­ჯე­ლი ელის გეის, რო­მე­ლიც ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ ქმე­დე­ბა­ში მე­ო­რედ შე­ნიშ­ნეს, თუ რო­მე­ლი­მე პარტნი­ო­რი აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია, ან არას­რულ­წლო­ვან­თან აქვს სექ­სი. ამას­თან, ახა­ლი კა­ნო­ნი სას­ჯე­ლის სა­ხით შვიდ წლამ­დე თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

უგან­და­ში არ­სე­ბულ­მა ან­ტიჰო­მო­სექ­სუ­ა­ლურ­მა კა­ნონ­მა მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა გა­მო­იწ­ვია. 

მომ­ზა­დე­ბუ­ლია cnn.com-ის მი­ხედ­ვით.

უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ

უგანდაში ჰომოსექსუალებს დააპატიმრებენ

აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყანა უგანდა ჰომოსექსუალებისთვის საშიში ხდება.

ქვეყნის პრეზიდენტ იოვერი მუსევენის თქმით, გეები "ბუნების საწინააღმდეგო" ადამიანები არიან. მან ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ჰომოსექსუალების დაპატიმრებას ითვალისწინებს. როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, დასავლეთი აფრიკაში ჰომოსექსუალიზმის განვითარებას უწყობს ხელს.

"ისინი საზიზღრები არიან. რა ხალხია? რასაც ისინი აკეთებენ, საშინელებაა, ზიზღის გამომწვევი. მზად ვიყავი უყურადღებოდ დამეტოვებინა ეს ფაქტები, თუ იქნებოდა დამამტკიცებელი საბუთი იმისა, რომ ეს პათოლოგიურია. მსგავსი საბუთი არ არსებობს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

ახალი კანონის მიხედვით, რომელიც უახლოეს მომავალში ამოქმედდება, ”ჰომოსექსუალიზმის მძიმე ფორმებისთვის” მაქსიმუმი სასჯელი სამუდამო პატიმრობაა. ამასთან, იგივე სასჯელი ელის გეის, რომელიც ჰომოსექსუალურ ქმედებაში მეორედ შენიშნეს, თუ რომელიმე პარტნიორი აივ-ინფიცირებულია, ან არასრულწლოვანთან აქვს სექსი. ამასთან, ახალი კანონი სასჯელის სახით შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

უგანდაში არსებულმა ანტიჰომოსექსუალურმა კანონმა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. 

მომზადებულია cnn.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს