საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"
როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"

შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და კო­მერ­ცი­ულ ბან­კებს შო­რის და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­ცე­მის მე­ქა­ნიზ­მებ­თან და­კავ­ში­რე­ბით თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მე­მო­რან­დუ­მი გა­ფორმ­და.

მე­მო­რან­დუმს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხურ­სა და ბანკ "რეს­პუბ­ლი­კას", "პრი­ვატ­ბანკს", "თი­ბი­სი ბანკს", "სა­ქარ­თვე­ლოს ბანკს", "ლი­ბერ­თი ბანკს", "ბა­ზის­ბანკს", "ქარ­თუ ბანკს", "კორსტან­დარტ ბანკს", "ბანკს კონ­სტან­და­სა" და "ფინ­კა ბან­კი სა­ქარ­თვე­ლოს" შო­რის ხელი ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრო­ში მო­ე­წე­რა.

მე­მო­რან­დუ­მის შე­დე­გად, მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის გა­ცე­მის სა­კი­თხზე ნე­ბის­მი­ე­რი აღ­ნიშ­ნუ­ლი ბან­კით ისარ­გებ­ლონ. ელექტრო­ნუ­ლი დეკ­ლა­რა­ცი­ის წარ­დგე­ნის შემ­დეგ, მო­ქა­ლა­ქის მიერ მი­თი­თე­ბულ სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზე, მათ და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის შე­სა­ბა­მი­სი თან­ხა და­უბ­რუნ­დე­ბათ.

"მო­გეხ­სე­ნე­ბათ, რომ 2013 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შავ­დე­ბო­და და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის თემა და 2014 წლის 1-ელი აპ­რი­ლი­დან მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის ამ თან­ხე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა და­ი­წყე­ბა. ამის­თვის ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თა შე­მო­სა­ვა­ლი წე­ლი­წად­ში არ აღე­მა­ტე­ბო­და 6 000 ლარს ნე­ბის­მი­ერ იმ ბან­კში უნდა მი­ვიდ­ნენ, რომ­ლებ­თა­ნაც დღეს ჩვენ მე­მო­რან­დუმს მო­ვა­წე­რეთ ხელი და უმარ­ტი­ვე­სი დეკ­ლა­რა­ცია შე­ავ­სონ – ეს რე­ა­ლუ­რად სის­ტე­მა­ში მხო­ლოდ პი­რა­დი ნომ­რის შეყ­ვა­ნას გუ­ლის­ხმობს. ამის შემ­დეგ და­ი­წყე­ბა დაბ­რუ­ნე­ბის პრო­ცე­სი", - გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს ფი­ნანსთა მი­ნის­ტრმა ნო­დარ ხა­დურ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, ხე­ლი­სუფ­ლე­ბის აღ­ნიშ­ნუ­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა და­ახ­ლო­ე­ბით 600 000-მდე და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი გა­დამ­ხდე­ლის მხარ­და­ჭე­რას ით­ვა­ლის­წი­ნებს.

"არის დიდი ნა­კა­დი – 600 000 თა­ნა­მო­ქა­ლა­ქეს უნდა და­უბ­რუნ­დეს ეს თან­ხა და ბან­კებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვებთ, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი ხარ­ვე­ზე­ბიც არ იყოს ამ პრო­ცეს­ში", - გან­მარ­ტა მი­ნის­ტრმა.

რო­გორც ცნო­ბი­ლია, 2013 წელს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის ცნე­ბა შე­ი­ტა­ნა, რაც და­ბალ­შე­მო­სავ­ლი­ა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის, რო­მელ­თა წლი­უ­რი და­რი­ცხუ­ლი შე­მო­სა­ვა­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში 6 000 ლარს არ აღე­მა­ტე­ბო­და, და­უ­ბეგ­რა­ვი მი­ნი­მუ­მის სა­ხით, მაქ­სი­მუმ 360 ლა­რის უკან დაბ­რუ­ნე­ბას გუ­ლის­ხმობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"

როგორ დავიბრუნოთ უკან 360 ლარი - მცირე ხელფასის "კომპენსაცია"

შემოსავლების სამსახურსა და კომერციულ ბანკებს შორის დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის მექანიზმებთან დაკავშირებით თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს შემოსავლების სამსახურსა და ბანკ "რესპუბლიკას", "პრივატბანკს", "თიბისი ბანკს", "საქართველოს ბანკს", "ლიბერთი ბანკს", "ბაზისბანკს", "ქართუ ბანკს", "კორსტანდარტ ბანკს", "ბანკს კონსტანდასა" და "ფინკა ბანკი საქართველოს" შორის ხელი ფინანსთა სამინისტროში მოეწერა.

მემორანდუმის შედეგად, მოქალაქეებს შეუძლიათ დაუბეგრავი მინიმუმის გაცემის საკითხზე ნებისმიერი აღნიშნული ბანკით ისარგებლონ. ელექტრონული დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, მოქალაქის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე, მათ დაუბეგრავი მინიმუმის შესაბამისი თანხა დაუბრუნდებათ.

"მოგეხსენებათ, რომ 2013 წლის განმავლობაში მუშავდებოდა დაუბეგრავი მინიმუმის თემა და 2014 წლის 1-ელი აპრილიდან მოსახლეობისთვის ამ თანხების დაბრუნება დაიწყება. ამისთვის ის ადამიანები, რომელთა შემოსავალი წელიწადში არ აღემატებოდა 6 000 ლარს ნებისმიერ იმ ბანკში უნდა მივიდნენ, რომლებთანაც დღეს ჩვენ მემორანდუმს მოვაწერეთ ხელი და უმარტივესი დეკლარაცია შეავსონ – ეს რეალურად სისტემაში მხოლოდ პირადი ნომრის შეყვანას გულისხმობს. ამის შემდეგ დაიწყება დაბრუნების პროცესი", - განუცხადა ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა.

მისივე განმარტებით, ხელისუფლების აღნიშნული ინიციატივა დაახლოებით 600 000-მდე დაბალშემოსავლიანი გადამხდელის მხარდაჭერას ითვალისწინებს.

"არის დიდი ნაკადი – 600 000 თანამოქალაქეს უნდა დაუბრუნდეს ეს თანხა და ბანკებთან ერთად ვიმუშავებთ, რომ მინიმალური ხარვეზებიც არ იყოს ამ პროცესში", - განმარტა მინისტრმა.

როგორც ცნობილია, 2013 წელს ფინანსთა სამინისტრომ საგადასახადო კოდექსში დაუბეგრავი მინიმუმის ცნება შეიტანა, რაც დაბალშემოსავლიანი მოქალაქეებისთვის, რომელთა წლიური დარიცხული შემოსავალი წლის განმავლობაში 6 000 ლარს არ აღემატებოდა, დაუბეგრავი მინიმუმის სახით, მაქსიმუმ 360 ლარის უკან დაბრუნებას გულისხმობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია