საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს
ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს

ჟურ­ნა­ლის­ტი გი­ორ­გი სა­ნა­ია დღეს, 24 თე­ბერ­ვალს 39 წლის გახ­დე­ბო­და. ამ თა­რიღ­თან და­კავ­ში­რე­ბით ვახო სა­ნა­ია Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქ­ვეყ­ნებს და გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ წერს. Ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ ტექსტს:

"სა­ქარ­თვე­ლო­ში არ ვიმ­ყო­ფე­ბი, ამი­ტომ ფე­ის­ბუ­ქის სა­შუ­ა­ლე­ბით ვი­ტყვი. შე­იძ­ლე­ბა ოდ­ნავ ვრცლად გა­მო­მი­ვი­და, მაგ­რამ მინ­და გთხო­ვოთ, ბო­ლომ­დე წა­ი­კი­თხოთ:

დღეს ჩემი ძმის და­ბა­დე­ბის დღეა. გი­ორ­გი სა­ნა­ია 39 წლის გახ­დე­ბო­და. 13 წე­ლია, ყო­ველ წუ­თას ვგრძნობ ადა­მი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რას. ერთი წუ­თი­თაც არას­დროს და­მი­კარ­გავს იმე­დი და ახ­ლაც დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, რომ სი­მარ­თლე აუ­ცი­ლებ­ლად გა­ი­მარ­ჯვებს და ამ საქ­მეს გავ­ხსნით, დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი კი პა­სუხს აგე­ბენ. ბევ­რი რამ მოხ­და ამ 13 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში. არ არის მცი­რე დრო, გან­სა­კუთ­რე­ბით, როცა საქ­მე შენი ოჯა­ხის წევ­რის სი­ცო­ცხლეს ეხე­ბა. მე პი­რა­დად ამა­ზე დიდი სა­ფიქ­რა­ლი არა მაქვს. ჩვე­ნი ოჯა­ხი ამით ვცხოვ­რობთ, რომ ეს საქ­მე გა­იხ­სნე­ბა. მე მა­შინ 16 წლის ვი­ყა­ვი, როცა გი­ორ­გი და­ი­ღუ­პა. მა­შინ მე­გო­ნა, რომ 26 წელი ბევ­რს ნიშ­ნავ­და. მერე თან­და­თან მივ­ხვდი, რომ ძა­ლი­ან ცოტა იცხოვ­რა.

ახლა გა­მო­ძი­ე­ბის შე­სა­ხებ მინ­და გი­თხრათ:

ამ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით 2001 წლი­დან და­წყე­ბუ­ლი რაც ხდე­ბო­და, ცნო­ბი­ლია. სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბი დას­რულ­და 2004 წელს. ყვე­ლა­ფე­რი გა­ყალ­ბე­ბუ­ლი იყო. 2004 წლი­დან წე­ლი­წად­ში რამ­დენ­ჯერ­მე ოფი­ცი­ა­ლუ­რად ვთხოვ­დით პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის ობი­ექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ უშე­დე­გოდ. ბო­ლოს სულ რამ­დე­ნი­მე თვის წინ მივ­მარ­თეთ. მა­შინ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი იყო. სამ­წუ­ხა­როდ, ვერც ახლა გა­დად­გეს ნა­ბი­ჯი, რომ საქ­მე გა­მო­ე­ძი­ე­ბი­ნათ. პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან მოგ­ვი­ვი­და წე­რი­ლი, რომ ვერ და­ი­წყე­ბენ გა­მო­ძი­ე­ბას. ყვე­ლა­ნა­ი­რი სა­მარ­თლებ­რი­ვი სა­ფუძ­ვე­ლი არ­სე­ბობს გა­მო­ძი­ე­ბის და­სა­წყე­ბად. ამას­თან, მინ­და მთა­ვა­რი ვთქვა: ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა და ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა/გა­მო­უ­ძი­ებ­ლო­ბა გუ­ლის­ხმობს პო­ლი­ტი­კურ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა­საც.

მალე და­ვი­წყებ საქ­მის მა­სა­ლე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბას, რომ სა­ზო­გა­დო­ე­ბამ კი­დევ ერთხელ გა­იხ­სე­ნოს, რო­გორ ყალბ­დე­ბო­და მა­სა­ლე­ბი, რო­მე­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი რა როლს თა­მა­შობ­და ამ ტრა­გი­კულ ის­ტო­რი­ა­ში. იმ პი­რებ­ზე მაქვს ლა­პა­რა­კი, რომ­ლე­ბიც, 2001 წელს, რო­გორც მი­ნი­მუმ, ამ საქ­მის მა­სა­ლებს აყალ­ბებ­დნენ, ახლა კი თა­ვი­სუფ­ლად და­დი­ან, პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თე­ბენ და ზო­გი­ერთს ექ­სპერ­ტიც კი და­ურ­ქმე­ვია სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის. ყვე­ლა მათ­განს სა­სა­მარ­თლო­ში უნდა მო­უ­წი­ოს მის­ვლა. გარ­და ამი­სა: თქვენ იცით, რომ ამ საქ­მე­ზე გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლი იყო გრი­გოლ ხურ­ცი­ლა­ვა, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი ამ­ნის­ტი­ის შე­დე­გად ცი­ხი­დან ვა­და­ზე ადრე გა­მო­უშ­ვეს. ხურ­ცი­ლა­ვას რა როლი ჰქონ­და საქ­მე­ში, ეს კი­დევ ცალ­კე თა­ვია ამ ის­ტო­რი­ა­ში. ეს იყო პო­ლი­ტი­კუ­რი მკვლე­ლო­ბა, მე არ და­ვი­წყებ ვინ­მეს­თვის ხე­ლის და­დე­ბას მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით და თქმას, რომ ამან და ამან შე­უკ­ვე­თა მკვლე­ლო­ბა-მეთ­ქი. მე ეს არას­დროს გა­მი­კე­თე­ბია, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბევ­რი ინ­ფორ­მა­ცია და­მიგ­როვ­და ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში. ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბა ასე­თია: ეს სა­სა­მარ­თლო­ზე უნდა მოხ­დეს. უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩვე­ნი ოჯა­ხი კი­დევ ერთხელ მი­მარ­თავს პრო­კუ­რა­ტუ­რას საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბის მო­თხოვ­ნით. მე თქვე­ნი - სა­ზო­გა­დო­ე­ბის - მხარ­და­ჭე­რის იმე­დი მაქვს ისე­ვე, რო­გორც ამას ვგრძნობ­დი მთე­ლი ამ წლე­ბის გან­მა­ვა­ლო­ბა­ში", - წერს ვახო სა­ნა­ია.

ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს

ვახო სანაია გიორგი სანაიას გამოძიების შესახებ ღიად საუბრობს და მაღალჩინოსნების მხილებას აანონსებს

ჟურნალისტი გიორგი სანაია დღეს, 24 თებერვალს 39 წლის გახდებოდა. ამ თარიღთან დაკავშირებით ვახო სანაია Facebook-ზე ვრცელ პოსტს აქვეყნებს და გამოძიების შესახებ წერს. Ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ ტექსტს:

"საქართველოში არ ვიმყოფები, ამიტომ ფეისბუქის საშუალებით ვიტყვი. შეიძლება ოდნავ ვრცლად გამომივიდა, მაგრამ მინდა გთხოვოთ, ბოლომდე წაიკითხოთ:

დღეს ჩემი ძმის დაბადების დღეა. გიორგი სანაია 39 წლის გახდებოდა. 13 წელია, ყოველ წუთას ვგრძნობ ადამიანების მხარდაჭერას. ერთი წუთითაც არასდროს დამიკარგავს იმედი და ახლაც დარწმუნებული ვარ, რომ სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს და ამ საქმეს გავხსნით, დამნაშავეები კი პასუხს აგებენ. ბევრი რამ მოხდა ამ 13 წლის განმავლობაში. არ არის მცირე დრო, განსაკუთრებით, როცა საქმე შენი ოჯახის წევრის სიცოცხლეს ეხება. მე პირადად ამაზე დიდი საფიქრალი არა მაქვს. ჩვენი ოჯახი ამით ვცხოვრობთ, რომ ეს საქმე გაიხსნება. მე მაშინ 16 წლის ვიყავი, როცა გიორგი დაიღუპა. მაშინ მეგონა, რომ 26 წელი ბევრს ნიშნავდა. მერე თანდათან მივხვდი, რომ ძალიან ცოტა იცხოვრა.

ახლა გამოძიების შესახებ მინდა გითხრათ:

ამ საქმესთან დაკავშირებით 2001 წლიდან დაწყებული რაც ხდებოდა, ცნობილია. სასამართლო პროცესები დასრულდა 2004 წელს. ყველაფერი გაყალბებული იყო. 2004 წლიდან წელიწადში რამდენჯერმე ოფიციალურად ვთხოვდით პროკურატურას საქმის ობიექტურ გამოძიებას, მაგრამ უშედეგოდ. ბოლოს სულ რამდენიმე თვის წინ მივმართეთ. მაშინ მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო. სამწუხაროდ, ვერც ახლა გადადგეს ნაბიჯი, რომ საქმე გამოეძიებინათ. პროკურატურიდან მოგვივიდა წერილი, რომ ვერ დაიწყებენ გამოძიებას. ყველანაირი სამართლებრივი საფუძველი არსებობს გამოძიების დასაწყებად. ამასთან, მინდა მთავარი ვთქვა: ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა და ამ საქმის გამოძიება/გამოუძიებლობა გულისხმობს პოლიტიკურ პასუხისმგებლობასაც.

მალე დავიწყებ საქმის მასალების გამოქვეყნებას, რომ საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენოს, როგორ ყალბდებოდა მასალები, რომელი მაღალჩინოსანი რა როლს თამაშობდა ამ ტრაგიკულ ისტორიაში. იმ პირებზე მაქვს ლაპარაკი, რომლებიც, 2001 წელს, როგორც მინიმუმ, ამ საქმის მასალებს აყალბებდნენ, ახლა კი თავისუფლად დადიან, პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებენ და ზოგიერთს ექსპერტიც კი დაურქმევია საკუთარი თავისთვის. ყველა მათგანს სასამართლოში უნდა მოუწიოს მისვლა. გარდა ამისა: თქვენ იცით, რომ ამ საქმეზე გასამართლებული იყო გრიგოლ ხურცილავა, რომელიც სულ ახლახან გამოცხადებული ამნისტიის შედეგად ციხიდან ვადაზე ადრე გამოუშვეს. ხურცილავას რა როლი ჰქონდა საქმეში, ეს კიდევ ცალკე თავია ამ ისტორიაში. ეს იყო პოლიტიკური მკვლელობა, მე არ დავიწყებ ვინმესთვის ხელის დადებას მედიასაშუალებებით და თქმას, რომ ამან და ამან შეუკვეთა მკვლელობა-მეთქი. მე ეს არასდროს გამიკეთებია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ინფორმაცია დამიგროვდა ბოლო წლების განმავლობაში. ჩემი შეხედულება ასეთია: ეს სასამართლოზე უნდა მოხდეს. უახლოეს მომავალში ჩვენი ოჯახი კიდევ ერთხელ მიმართავს პროკურატურას საქმის გამოძიების მოთხოვნით. მე თქვენი - საზოგადოების - მხარდაჭერის იმედი მაქვს ისევე, როგორც ამას ვგრძნობდი მთელი ამ წლების განმავალობაში", - წერს ვახო სანაია.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია