პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 00:09-ზე, მთვარე მორიელშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე
დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე

სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ფის ვირუს­ზე ღა­მუ­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა და­ი­წყეს. ამის შე­სა­ხებ "მთე­ლი კვი­რა" სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის სა­მეც­ნი­ე­რო საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნელ პა­ა­ტა იმ­ნა­ძეს ესა­უბ­რა.

იმის გამო, რომ ღა­მუ­რე­ბი მსოფ­ლი­ო­ში სხვა­დას­ხვა და­ა­ვა­დე­ბე­ბის რე­ზერ­ვუ­ა­რე­ბად მი­იჩ­ნე­ვა, მათ შო­რის ცო­ფი­საც, აშშ-ს და­ა­ვა­დე­ბის კონ­ტრო­ლის ერ­თობ­ლი­ვი პრო­ექ­ტით ქარ­თველ­მა სპე­ცი­ა­ლის­ტებ­მა სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მღვი­მე­ებ­ში და­ბუ­დე­ბუ­ლი ღა­მუ­რე­ბი გა­მო­იკ­ვლი­ეს. მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ღა­მუ­რე­ბი ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბის წყა­როა. მათი ნაკ­ბე­ნი და მათ­თან კონ­ტაქ­ტი ადა­მი­ა­ნის­თვის საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს. რო­გორც იმ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, მსოფ­ლიო ახლა ღა­მუ­რე­ბის­გან გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ცო­ფის პრობ­ლე­მის წი­ნა­შე დგას, ვი­ნა­ი­დან ევ­რო­პა­სა და ამე­რი­კის გარ­კვე­ულ ნა­წილ­ში არა­თუ ქა­ლა­ქის მა­წან­წა­ლა ცხო­ვე­ლებ­ში, გა­რე­ულ ნა­დირ­შიც კი აღ­მო­ფხვრი­ლია ცო­ფის ვირუ­სი.

სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლო ცოფ­თან ბრძო­ლა­ში ამ­გვა­რი მიღ­წე­ვით ვერ ია­მა­ყებს. სა­ა­მა­ყო მხო­ლოდ ერთი გვაქვს - მსოფ­ლიო მას­შტა­ბით, ადა­მი­ა­ნის აც­რე­ბის მხრივ სა­ქარ­თვე­ლოს პრო­ცენ­ტუ­ლად პირ­ვე­ლი ად­გი­ლი უჭი­რავს. სა­ქარ­თვე­ლო­ში ცოფ­ზე წე­ლი­წად­ში მო­სახ­ლე­ო­ბის 1% იც­რე­ბა. 50 ათა­სი მი­მარ­თავს ან­ტი­რა­ბი­ულ კა­ბი­ნეტს - აქე­დან 40 ათა­სამ­დე ადა­მი­ა­ნი ან­ტი­რა­ბი­ულ აც­რებს იტა­რებს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ცო­ფის შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც არის - 2012 წელს სამი, ხოლო 2013-ში ოთხი შემ­თხვე­ვა გვქონ­და. რაც შე­ე­ხე­ბა ღა­მუ­რებს, რო­გორც იმ­ნა­ძე აღ­ნიშ­ნავს, კვლე­ვე­ბის მი­ხედ­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მუ­რებ­ში ცოფი არ დას­ტურ­დე­ბა.

პა­ა­ტა იმ­ნა­ძე: მსოფ­ლი­ო­ში არის შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც ღა­მუ­რის ნაკ­ბე­ნი­დან ცოფი გა­ნუ­ვი­თარ­დათ. მა­გა­ლი­თად, ჩრდი­ლო­ეთ კავ­კა­სი­ა­ში ღა­მუ­რებ­ში ცო­ფის მსგავ­სი ვირუ­სე­ბი ნა­პოვ­ნია. ამი­ტომ, რო­გორც კი სა­შუ­ა­ლე­ბა მოგ­ვე­ცა, ამე­რი­კელ პარტნი­ო­რებ­თან ერ­თად, სა­ქარ­თვე­ლო­შიც და­ვი­წყეთ ღა­მუ­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვა. ღა­მუ­რე­ბი გა­მო­ვიკ­ვლი­ეთ და­ვით გა­რე­ჯის, წყალ­ტუ­ბოს, სა­მეგ­რე­ლო-აფხა­ზე­თის სა­ზღვრის და ზემო რა­ჭის მღვი­მე­ებ­ში. სულ 250-მდე სხვა­დას­ხვა სა­ხე­ო­ბის ღა­მუ­რა იყო. ცოფი არ­ცერ­თში არ აღ­მოჩ­ნდა. ასე­ვე, მათი ნა­წი­ლი გა­მოკ­ვლე­უ­ლია ე.წ. ჰან­ტა ვირუ­სებ­ზე, რაც ასე­ვე არ აღ­მოჩ­ნდა. აღ­მო­აჩ­ნდათ ბაქ­ტე­რი­ე­ბი - ბარ­ტო­ნე­ლე­ბი. ეს ბაქ­ტე­რი­ე­ბი ადა­მი­ა­ნებ­ში და­ა­ვა­დე­ბებს ნაკ­ლე­ბად იწ­ვევს. ამ­ჟა­მად შე­ნა­ხულ მა­სა­ლებ­ში ე.წ. კო­რო­ნა-ვირუ­სე­ბის გა­მოკ­ვლე­ვას ვი­წყებთ.

კო­რო­ნა-ვირუ­სე­ბი საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ვირუ­სე­ბია. 2003 წელს ჩი­ნეთ­ში ატი­პუ­რი ვირუ­სე­ბი რომ გავ­რცელ­და, სწო­რედ კო­რო­ნა-ვირუ­სე­ბი გახ­ლდათ. ზო­გა­დად, ეს ვირუ­სე­ბი მრა­ვალ­ნა­ი­რია. მა­გა­ლი­თად, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი რომ უწო­დე­ბენ ატი­პურ ვირუ­სებს და ჩვენ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი კი - სარს-ს რომ ვუ­წო­დებთ, სწო­რედ ეგ იყო კო­რო­ნა­ვირუ­სე­ბი; ახლა რო­მაა აქ­ტუ­ა­ლუ­რი მერ­სი ვირუ­სი, რომ­ლის შემ­თხვე­ვე­ბიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში და მის გარ­შე­მო ქვეყ­ნებ­შია აღ­წე­რი­ლი, ასე­ვე რამ­დე­ნი­მე შემ­თხვე­ვა ევ­რო­პა­შიც იყო, ვი­ნა­ი­დან მოგ­ზა­უ­რო­ბის დროს შე­ი­ტა­ნეს, ესეც სწო­რედ კო­რო­ნა-ვირუსს წარ­მო­ად­გენს და გვა­ინ­ტე­რე­სებს, ჩვენს ღა­მუ­რებ­ში თუ გვხვდე­ბა.

"მ.კ.": ვირუ­სი ადა­მი­ა­ნებ­ზე ღა­მუ­რე­ბი­დან ვრცელ­დე­ბო­და?

- პ.ი.: არა, საქ­მეც ისაა, რომ თა­ვის დრო­ზე ადა­მი­ა­ნებ­ზე გა­რე­უ­ლი კა­ტის ერთ-ერთი ჯი­ში­დან გა­და­ვი­და. რაც შე­ე­ხე­ბა მერ­სის, ჯერ კი­დევ და­უდ­გე­ნე­ლია, სა­უ­დის არა­ბეთ­ში სა­ი­დან გა­და­ვი­და ადა­მი­ა­ნებ­ზე. გე­ნე­ტი­კუ­რად მისი მსგავ­სი ვირუ­სე­ბი ნა­პოვ­ნია ღა­მუ­რებ­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში, ასე კონ­კრე­ტუ­ლად ვერ ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნებ­ზე ღა­მუ­რე­ბი­დან გა­და­ვი­და. ვერ­სი­ე­ბი სხვა­დას­ხვაა და მათ შო­რის იმა­საც ფიქ­რო­ბენ, რომ ადა­მი­ა­ნე­ბის და­ა­ვა­დე­ბის წყა­რო აქ­ლე­მია. თუმ­ცა ამა­საც ვერ ადას­ტუ­რე­ბენ. მოკ­ლედ, სა­ბო­ლო­ოდ დად­გე­ნი­ლი არაა და ჯან­მო­ში (ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცია - რედ.) შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტი, რო­მე­ლიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში მერ­სის ვირუ­სის შემ­თხვე­ვებ­ზე მუ­შა­ობს, ვი­ნა­ი­დან შე­საძ­ლოა, ის პო­ტენ­ცი­ურ საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენ­დეს არა მხო­ლოდ არა­ბე­თის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლის, არა­მედ მსოფ­ლიო მას­შტა­ბი­თაც.

"მ.კ.": რა სიმპტო­მე­ბი ახა­სი­ა­თებს მერ­სის ვირუსს?

პ.ი.: ესაა მძი­მე მიმ­დი­ნა­რე პნევ­მო­ნია (ე.წ. ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა - რედ.) და თუ და­ა­ვა­დე­ბულს ჯან­მრთლე­ო­ბის სხვა პრობ­ლე­მე­ბი აქვს, იგი­ვე ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბე­ბი, ხში­რად ის ლე­ტა­ლუ­რად, პა­ცი­ენ­ტის სიკ­ვდი­ლით მთავ­რდე­ბა. გა­სუ­ლი წლის ზა­ფხუ­ლი­დან ჯან­მოს გე­ნე­რა­ლუ­რი მდივ­ნის მიერ შექ­მნი­ლია სა­გან­გე­ბო კო­მი­ტე­ტი რჩე­ვე­ბის­თვის, ვთქვათ, სა­ჭი­რო გახ­დე­ბა თუ არა რა­ი­მე გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. თა­ვად ვარ ამ კო­მი­ტე­ტის წევ­რი, სა­დაც მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა რე­გი­ო­ნი­დან ჯან­მოს 15 სპე­ცი­ა­ლის­ტია არ­ჩე­უ­ლი.

რაც შეგ­ვე­ხე­ბა ჩვენ, მერ­სის ვირუ­სის დი­აგ­ნოს­ტი­კუ­მი გვაქვს. ხომ შე­იძ­ლე­ბა ვინ­მე ჩა­მოფ­რინ­დეს სა­უ­დის არა­ბე­თი­დან და ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბა და­ე­მარ­თოს?! აქვე შევ­ძლებთ მერ­სის ვირუს­ზე გა­მოკ­ვლე­ვას. სხვა­თა შო­რის, ყვე­ლას გვე­ში­ნო­და, რომ ჰა­ჯის (მუს­ლი­მე­ბის მიერ მათი წმინ­და ქა­ლა­ქე­ბის – მე­ქა­სა და მე­დი­ნას - მო­ნა­ხუ­ლე­ბა, რომ­ლე­ბიც სა­უ­დის არა­ბეთ­ში მდე­ბა­რე­ო­ბენ - რედ.) დროს შე­იძ­ლე­ბა და­ა­ვა­დე­ბა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი­ყო. სა­ბედ­ნი­ე­როდ, არა­ფე­რი მოხ­და. თუმ­ცა, ჯან­მო სი­ფხიზ­ლი­სა და მზად­ყოფ­ნის­კენ ყვე­ლას მო­უ­წო­დებს. ჩვენც მზად ვართ ამის­თვის. ღა­მუ­რე­ბის გა­მოკ­ვლე­ვაც ამის­თვის ხდე­ბა. რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ჰან­ტა-ვირუ­სე­ბი არ აღ­მო­აჩ­ნდათ. ეს ვირ­სუ­ე­ბიც გარ­კვე­ულ ცხე­ლე­ბას იწ­ვე­ვენ ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მში. ბარ­ტო­ნე­ლებს რაც შე­ე­ხე­ბა, ის საკ­მა­ოდ სა­ინ­ტე­რე­სო ბაქ­ტე­რი­ე­ბია, - ადრე ერთი ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი იკ­ვლევ­და ბარ­ტო­ნე­ლებს ცხო­ვე­ლებ­ში. სა­ქარ­თველ­ში მან ბარ­ტო­ნე­ლე­ბის ორი ახა­ლი სა­ხე­ო­ბა აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ­ლე­ბიც მა­ნამ­დე ცნო­ბი­ლი არ იყო.

"მ.კ.": სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მუ­რას თუ და­უ­კბე­ნია ვინ­მე და თუ მოგ­მარ­თა­ვენ ასეთ შემ­თხვე­ვე­ბით? აქვე მინ­და ხაზი გა­ვუს­ვათ ცო­ფის ბოლო შემ­თხვე­ვებს – თუ აღი­ნიშ­ნა და გა­სულ წელს რამ­დე­ნი იყო?

პ.ი.: ძა­ლი­ან იშ­ვი­ა­თად მოგ­ვმარ­თა­ვენ ღა­მუ­რას ნაკ­ბე­ნით. ძალ­ზედ იშ­ვი­ა­თი შემ­თხვე­ვე­ბია. ზო­გა­დად, გა­იდ­ლა­ი­ნის მი­ხედ­ვით, ღა­მუ­რას­გან ცო­ფით და­ინ­ფი­ცი­რე­ბა მას­თან ნე­ბის­მი­ე­რი კონ­ტაქ­ტით შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს. და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არაა, მაგ­რამ, აღ­წე­რი­ლია, როცა მსოფ­ლი­ოს უდი­დეს მღვი­მე­ებ­ში ცო­ფით და­ა­ვა­დე­ბუ­ლი ღა­მუ­რე­ბის­გან შე­იძ­ლე­ბა და­ინ­ფი­ცი­რე­ბა. ღა­მუ­რე­ბი იქ ფე­კა­ლი­ებ­თან ერ­თად ვი­ურ­სებს და ბაქ­ტე­რი­ებს გა­მო­ყო­ფენ და ჰა­ერ­ში ვირუ­სე­ბის აე­რო­ზო­ლი­ზა­ცია ხდე­ბა. ამი­ტომ, იქ მღვი­მე­ებ­შიც არის და­ა­ვა­დე­ბის საფრ­თხე. თუმ­ცა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასე­თი რამ არ ხდე­ბა. თა­ნაც, კი­დევ ვი­მე­ო­რებ - უკვე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვე­ბით, სა­ქარ­თვე­ლო­ში ღა­მუ­რე­ბი ცო­ფით არ არი­ან და­ა­ვა­დე­ბუ­ლე­ბი. მი­თუ­მე­ტეს თბი­ლის­ში. თუმ­ცა, დაკ­ბე­ნის შემ­თხვე­ვა­ში მა­ინც სა­სურ­ვე­ლია, მი­მარ­თონ ექიმს.

რაც შე­ე­ხე­ბა ცო­ფის სა­კითხს სა­ქარ­თვე­ლო­ში, არ შე­მიძ­ლია არ აღ­ვნიშ­ნო რომ ადა­მი­ა­ნის აც­რე­ბის მხრივ, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ველ ად­გილ­ზე ვართ. ვი­ნა­ი­დან ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა ძაღ­ლებ­სა და კა­ტებს არ ცრის, ცხო­ვე­ლებ­თან კონ­ტაქ­ტის შემ­დეგ აცრა ადა­მი­ა­ნებს უწევთ. შემ­თხვე­ვე­ბი მა­ინც გვაქვს.

აცხა პა­ტა­რა ბიჭ­ზე გვქონ­და ეჭვი, ადრე ძაღ­ლმა დაკბი­ნა. მარ­თა­ლია, ძაღ­ლი ერთი თვის შემ­დეგ მოკ­ვდა და ცოფი მას­თან უკვე გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო, მა­ინც გა­დავ­წყვი­ტეთ ბავ­შვის შე­მოწ­მე­ბა, ვი­ნა­ი­დან სიმპტო­მე­ბი გვა­ეჭ­ვებ­და. ახლა მი­ვი­ღე პა­სუ­ხი, რომ ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლად ცოფი არ და­დას­ტურ­და და მეც მი­ხა­რია და ექი­მებ­საც. ბავ­შვის მდგო­მა­რე­ო­ბაც უმ­ჯო­ბეს­დე­ბა, რაც ცო­ფის შემ­თხვე­ვა­ში არ ხდე­ბა. ბოლო 10 წე­ლი­წად­ში სა­ქარ­თვე­ლო­ში ცო­ფით გარ­დაც­ვლილ­თა შო­რის 13% იყო ბავ­შვი. ეს და­ბა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია, ვი­ნა­ი­დან აფ­რი­კა­სა და ინ­დო­ეთ­ში, სა­დაც ცოფი ძა­ლი­ან არის გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, ძი­რი­თა­დად ბავ­შვე­ბი იღუ­პე­ბი­ან.

ეტყო­ბა, ჩვენ­თან მშობ­ლე­ბი უფრო მეტ ყუ­რა­დღე­ბას აქ­ცე­ვენ ბავ­შვებს სა­ეჭ­ვო კონ­ტაქ­ტე­ბი­სას. სა­ერ­თო მო­ნა­ცე­მით კი, ვინც ან­ტი­რა­ბი­ულ კა­ბი­ნე­ტებს ასაც­რე­ლად მი­მარ­თავს, მათ შო­რის 80% პატ­რო­ნი­ა­ნი ძაღ­ლის დაკ­ბე­ნი­ლია. ბოლო წლებ­ში ცო­ფით გარ­დაც­ვლი­ლებ­დან 50 პატ­რო­ნი­ა­ნი, ხოლო 50% მა­წან­წა­ლა ძაღ­ლე­ბის დაკ­ბე­ნი­ლი იყო.

ნინო ფრან­გიშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე

დაუდგენელი ვირუსი, რომლის წყარო აქლემია - პაატა იმნაძე გავრცელებულ დაავადებებზე

საქართველოში ცოფის ვირუსზე ღამურების გამოკვლევა დაიწყეს. ამის შესახებ "მთელი კვირა" საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელ პაატა იმნაძეს ესაუბრა.

იმის გამო, რომ ღამურები მსოფლიოში სხვადასხვა დაავადებების რეზერვუარებად მიიჩნევა, მათ შორის ცოფისაც, აშშ-ს დაავადების კონტროლის ერთობლივი პროექტით ქართველმა სპეციალისტებმა საქართველოს ტერიტორიაზე მღვიმეებში დაბუდებული ღამურები გამოიკვლიეს. მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ღამურები ცოფით დაავადების წყაროა. მათი ნაკბენი და მათთან კონტაქტი ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენს. როგორც იმნაძე აღნიშნავს, მსოფლიო ახლა ღამურებისგან გავრცელებული ცოფის პრობლემის წინაშე დგას, ვინაიდან ევროპასა და ამერიკის გარკვეულ ნაწილში არათუ ქალაქის მაწანწალა ცხოველებში, გარეულ ნადირშიც კი აღმოფხვრილია ცოფის ვირუსი.

სამწუხაროდ, საქართველო ცოფთან ბრძოლაში ამგვარი მიღწევით ვერ იამაყებს. საამაყო მხოლოდ ერთი გვაქვს - მსოფლიო მასშტაბით, ადამიანის აცრების მხრივ საქართველოს პროცენტულად პირველი ადგილი უჭირავს. საქართველოში ცოფზე წელიწადში მოსახლეობის 1% იცრება. 50 ათასი მიმართავს ანტირაბიულ კაბინეტს - აქედან 40 ათასამდე ადამიანი ანტირაბიულ აცრებს იტარებს. მიუხედავად ამისა, ცოფის შემთხვევები მაინც არის - 2012 წელს სამი, ხოლო 2013-ში ოთხი შემთხვევა გვქონდა. რაც შეეხება ღამურებს, როგორც იმნაძე აღნიშნავს, კვლევების მიხედვით საქართველოში ღამურებში ცოფი არ დასტურდება.

პაატა იმნაძე: მსოფლიოში არის შემთხვევები, როდესაც ღამურის ნაკბენიდან ცოფი განუვითარდათ. მაგალითად, ჩრდილოეთ კავკასიაში ღამურებში ცოფის მსგავსი ვირუსები ნაპოვნია. ამიტომ, როგორც კი საშუალება მოგვეცა, ამერიკელ პარტნიორებთან ერთად, საქართველოშიც დავიწყეთ ღამურების გამოკვლევა. ღამურები გამოვიკვლიეთ დავით გარეჯის, წყალტუბოს, სამეგრელო-აფხაზეთის საზღვრის და ზემო რაჭის მღვიმეებში. სულ 250-მდე სხვადასხვა სახეობის ღამურა იყო. ცოფი არცერთში არ აღმოჩნდა. ასევე, მათი ნაწილი გამოკვლეულია ე.წ. ჰანტა ვირუსებზე, რაც ასევე არ აღმოჩნდა. აღმოაჩნდათ ბაქტერიები - ბარტონელები. ეს ბაქტერიები ადამიანებში დაავადებებს ნაკლებად იწვევს. ამჟამად შენახულ მასალებში ე.წ. კორონა-ვირუსების გამოკვლევას ვიწყებთ.

კორონა-ვირუსები საკმაოდ საინტერესო ვირუსებია. 2003 წელს ჩინეთში ატიპური ვირუსები რომ გავრცელდა, სწორედ კორონა-ვირუსები გახლდათ. ზოგადად, ეს ვირუსები მრავალნაირია. მაგალითად, ჟურნალისტები რომ უწოდებენ ატიპურ ვირუსებს და ჩვენ, სპეციალისტები კი - სარს-ს რომ ვუწოდებთ, სწორედ ეგ იყო კორონავირუსები; ახლა რომაა აქტუალური მერსი  ვირუსი, რომლის შემთხვევებიც საუდის არაბეთში და მის გარშემო ქვეყნებშია აღწერილი, ასევე რამდენიმე შემთხვევა ევროპაშიც იყო, ვინაიდან მოგზაურობის დროს შეიტანეს, ესეც სწორედ კორონა-ვირუსს წარმოადგენს და გვაინტერესებს, ჩვენს ღამურებში თუ გვხვდება.

"მ.კ.": ვირუსი ადამიანებზე ღამურებიდან ვრცელდებოდა?

- პ.ი.: არა, საქმეც ისაა, რომ თავის დროზე ადამიანებზე გარეული კატის ერთ-ერთი ჯიშიდან გადავიდა. რაც შეეხება მერსის, ჯერ კიდევ დაუდგენელია, საუდის არაბეთში საიდან გადავიდა ადამიანებზე. გენეტიკურად მისი მსგავსი ვირუსები ნაპოვნია ღამურებში. ამ შემთხვევაში, ასე კონკრეტულად ვერ ვარაუდობენ, რომ ადამიანებზე ღამურებიდან გადავიდა. ვერსიები სხვადასხვაა და მათ შორის იმასაც ფიქრობენ, რომ ადამიანების დაავადების წყარო აქლემია. თუმცა ამასაც ვერ ადასტურებენ. მოკლედ, საბოლოოდ დადგენილი არაა და ჯანმოში (ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია - რედ.) შექმნილია საგანგებო კომიტეტი, რომელიც საუდის არაბეთში მერსის ვირუსის შემთხვევებზე მუშაობს, ვინაიდან შესაძლოა, ის პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენდეს არა მხოლოდ არაბეთის ნახევარკუნძულის, არამედ მსოფლიო მასშტაბითაც.

"მ.კ.": რა სიმპტომები ახასიათებს მერსის ვირუსს?

პ.ი.: ესაა მძიმე მიმდინარე პნევმონია (ე.წ. ფილტვების ანთება - რედ.) და თუ დაავადებულს ჯანმრთლეობის სხვა პრობლემები აქვს, იგივე ქრონიკული დაავადებები, ხშირად ის ლეტალურად, პაციენტის სიკვდილით მთავრდება. გასული წლის ზაფხულიდან ჯანმოს გენერალური მდივნის მიერ შექმნილია საგანგებო კომიტეტი რჩევებისთვის, ვთქვათ, საჭირო გახდება თუ არა რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება. თავად ვარ ამ კომიტეტის წევრი, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონიდან ჯანმოს 15 სპეციალისტია არჩეული.

რაც შეგვეხება ჩვენ, მერსის ვირუსის დიაგნოსტიკუმი გვაქვს. ხომ შეიძლება ვინმე ჩამოფრინდეს საუდის არაბეთიდან და ფილტვების ანთება დაემართოს?! აქვე შევძლებთ მერსის ვირუსზე გამოკვლევას. სხვათა შორის, ყველას გვეშინოდა, რომ ჰაჯის (მუსლიმების მიერ მათი წმინდა ქალაქების – მექასა და მედინას - მონახულება, რომლებიც საუდის არაბეთში მდებარეობენ - რედ.) დროს შეიძლება დაავადება გავრცელებულიყო. საბედნიეროდ, არაფერი მოხდა. თუმცა, ჯანმო სიფხიზლისა და მზადყოფნისკენ ყველას მოუწოდებს. ჩვენც მზად ვართ ამისთვის. ღამურების გამოკვლევაც ამისთვის ხდება. როგორც უკვე აღვნიშნე, ჰანტა-ვირუსები არ აღმოაჩნდათ. ეს ვირსუებიც გარკვეულ ცხელებას იწვევენ ადამიანის ორგანიზმში. ბარტონელებს რაც შეეხება, ის საკმაოდ საინტერესო ბაქტერიებია, - ადრე ერთი ჩვენი თანამშრომელი იკვლევდა ბარტონელებს ცხოველებში. საქართველში მან ბარტონელების ორი ახალი სახეობა აღმოაჩინა, რომლებიც მანამდე ცნობილი არ იყო.

"მ.კ.": საქართველოში ღამურას თუ დაუკბენია ვინმე და თუ მოგმართავენ ასეთ შემთხვევებით? აქვე მინდა ხაზი გავუსვათ ცოფის ბოლო შემთხვევებს – თუ აღინიშნა და გასულ წელს რამდენი იყო?

პ.ი.: ძალიან იშვიათად მოგვმართავენ ღამურას ნაკბენით. ძალზედ იშვიათი შემთხვევებია. ზოგადად, გაიდლაინის მიხედვით, ღამურასგან ცოფით დაინფიცირება მასთან ნებისმიერი კონტაქტით შეიძლება მოხდეს. დადასტურებული არაა, მაგრამ, აღწერილია, როცა მსოფლიოს უდიდეს მღვიმეებში ცოფით დაავადებული ღამურებისგან შეიძლება დაინფიცირება. ღამურები იქ ფეკალიებთან ერთად ვიურსებს და ბაქტერიებს გამოყოფენ და ჰაერში ვირუსების აეროზოლიზაცია ხდება. ამიტომ, იქ მღვიმეებშიც არის დაავადების საფრთხე. თუმცა, საქართველოში ასეთი რამ არ ხდება. თანაც, კიდევ ვიმეორებ - უკვე ჩატარებული კვლევებით, საქართველოში ღამურები ცოფით არ არიან დაავადებულები. მითუმეტეს თბილისში. თუმცა, დაკბენის შემთხვევაში მაინც სასურველია, მიმართონ ექიმს.

რაც შეეხება ცოფის საკითხს საქართველოში, არ შემიძლია არ აღვნიშნო რომ ადამიანის აცრების მხრივ, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ. ვინაიდან ჩვენი მოსახლეობა ძაღლებსა და კატებს არ ცრის, ცხოველებთან კონტაქტის შემდეგ აცრა ადამიანებს უწევთ. შემთხვევები მაინც გვაქვს.

აცხა პატარა ბიჭზე გვქონდა ეჭვი, ადრე ძაღლმა დაკბინა. მართალია, ძაღლი ერთი თვის შემდეგ მოკვდა და ცოფი მასთან უკვე გამორიცხული იყო, მაინც გადავწყვიტეთ ბავშვის შემოწმება, ვინაიდან სიმპტომები გვაეჭვებდა. ახლა მივიღე პასუხი, რომ ლაბორატორიულად ცოფი არ დადასტურდა და მეც მიხარია და ექიმებსაც. ბავშვის მდგომარეობაც უმჯობესდება, რაც ცოფის შემთხვევაში არ ხდება. ბოლო 10 წელიწადში საქართველოში ცოფით გარდაცვლილთა შორის 13% იყო ბავშვი. ეს დაბალი მაჩვენებელია, ვინაიდან აფრიკასა და ინდოეთში, სადაც ცოფი ძალიან არის გავრცელებული, ძირითადად ბავშვები იღუპებიან.

ეტყობა, ჩვენთან მშობლები უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ ბავშვებს საეჭვო კონტაქტებისას. საერთო მონაცემით კი, ვინც ანტირაბიულ კაბინეტებს ასაცრელად მიმართავს, მათ შორის 80% პატრონიანი ძაღლის დაკბენილია. ბოლო წლებში ცოფით გარდაცვლილებდან 50 პატრონიანი, ხოლო 50% მაწანწალა ძაღლების დაკბენილი იყო.

ნინო ფრანგიშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია