საზოგადოება
პოლიტიკა
სამართალი

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა
კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

გავ­რცელ­და ინ­ფორ­მა­ცია, რომ პო­პუ­ლა­რუ­ლი სე­რი­ა­ლის - "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბის" ერთ-ერ­თმა მთა­ვა­რი რო­ლის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მსა­ხი­ობ­მა, კოტე თო­ლორ­და­ვამ სე­რი­ა­ლი და­ტო­ვა.

კო­ტეს­თან და­კავ­ში­რე­ბა ვერ შევ­ძე­ლით, თუმ­ცა ვე­სა­უბ­რეთ მის მე­უღ­ლეს, განო მე­ლი­თა­ურს, რო­მელ­მაც ინ­ფორ­მა­ცია დაგ­ვი­დას­ტუ­რა.

განო მე­ლი­თა­უ­რი:

- ეს ინ­ფორ­მა­ცია სი­მარ­თლეა, კოტე უკვე აღარ ით­ვლე­ბა ამ სე­რი­ა­ლის მსა­ხი­ო­ბად. რო­გორც ვიცი, ბოლო სე­ზო­ნია და "ჩემი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" სრულ­დე­ბა, მაგ­რამ ასე გა­და­წყვი­ტა სცე­ნა­რის ავ­ტორ­მა, რომ კო­ტეს მა­ნამ­დე და­ე­ტო­ვე­ბი­ნა სე­რი­ა­ლი.

- მისი წა­მოს­ვლა რა­ი­მე უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბამ გა­მო­იწ­ვია?

- არა, პი­რი­ქით...

- დი­ტოს პერ­სო­ნა­ჟი აღარ იყო სა­ჭი­რო?

- ეს სცე­ნა­რისტს, ქეთი დევ­და­რი­ანს უნდა ჰკი­თხოთ. რო­გორც ვიცი, კოტე და მისი მე­გობ­რე­ბი, "ბა­ბუ­ლი­კე­ბი" ავა­რი­ა­ში მოყ­ვნენ, წყალ­ში ჩაც­ვივ­დნენ და მხო­ლოდ სან­დრექ­სა გა­დარ­ჩა. თუ რა­ტომ, ამა­ზე პა­სუ­ხი არ მაქვს.

- კო­ტეს გული არ სწყდე­ბა?

- არა, ნამ­დვი­ლად არ სწყდე­ბა. ამ სე­რი­ალ­ში რაც უნდა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, ნამ­დვი­ლად გა­ა­კე­თა და ღვაწ­ლი ასე მა­ღალ ნო­ტა­ზე და­ას­რუ­ლა. უსას­რუ­ლოც არა­ფე­რია. გარ­და ამი­სა, ძა­ლი­ან გა­დატ­ვირ­თუ­ლი იყო, უბ­რა­ლოდ შე­უძ­ლე­ბე­ლია ამ­დე­ნი რა­მის ერ­თმა­ნეთ­თან შე­თავ­სე­ბა. კო­ტეს სამი ახა­ლი პრე­მი­ე­რა აქვს ჭო­ლას­თან, დიმა ხვთი­სი­აშ­ვილ­თან, რამ­დე­ნი­მე სპექ­ტაკ­ლი მო­ზარ­დშიც. ჩარ­თუ­ლია თით­ქმის ყვე­ლა მოქ­მედ წარ­მოდ­გე­ნა­ში. "იმედ­შიც" ახალ პრო­ექ­ტში აიყ­ვა­ნეს. "პა­ლიტ­რა ტვ"-ზე გა­და­ცე­მა და­ვი­წყეთ. ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლია. ასე რომ, იმ­დე­ნი საქ­მე აქვს, არ მო­ი­წყენს. საქ­მის ნაკ­ლე­ბო­ბას არ გა­ნიც­დის და პრო­ფე­სი­ულ ზრდას გა­ნაგ­რძობს.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

კოტე თოლორდავამ "ჩემი ცოლის დაქალები" დატოვა

გავრცელდა ინფორმაცია, რომ პოპულარული სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალების" ერთ-ერთმა მთავარი როლის შემსრულებელმა მსახიობმა, კოტე თოლორდავამ სერიალი დატოვა.

კოტესთან დაკავშირება ვერ შევძელით, თუმცა ვესაუბრეთ მის მეუღლეს, განო მელითაურს, რომელმაც ინფორმაცია დაგვიდასტურა.

განო მელითაური:

- ეს ინფორმაცია სიმართლეა, კოტე უკვე აღარ ითვლება ამ სერიალის მსახიობად. როგორც ვიცი, ბოლო სეზონია და "ჩემი ცოლის დაქალები" სრულდება, მაგრამ ასე გადაწყვიტა სცენარის ავტორმა, რომ კოტეს მანამდე დაეტოვებინა სერიალი.

- მისი წამოსვლა რაიმე უკმაყოფილებამ გამოიწვია?

- არა, პირიქით...

- დიტოს პერსონაჟი აღარ იყო საჭირო?

- ეს სცენარისტს, ქეთი დევდარიანს უნდა ჰკითხოთ. როგორც ვიცი, კოტე და მისი მეგობრები, "ბაბულიკები" ავარიაში მოყვნენ, წყალში ჩაცვივდნენ და მხოლოდ სანდრექსა გადარჩა. თუ რატომ, ამაზე პასუხი არ მაქვს.

- კოტეს გული არ სწყდება?

- არა, ნამდვილად არ სწყდება. ამ სერიალში რაც უნდა გაეკეთებინა, ნამდვილად გააკეთა და ღვაწლი ასე მაღალ ნოტაზე დაასრულა. უსასრულოც არაფერია. გარდა ამისა, ძალიან გადატვირთული იყო, უბრალოდ შეუძლებელია ამდენი რამის ერთმანეთთან შეთავსება. კოტეს სამი ახალი პრემიერა აქვს ჭოლასთან, დიმა ხვთისიაშვილთან, რამდენიმე სპექტაკლი მოზარდშიც. ჩართულია თითქმის ყველა მოქმედ წარმოდგენაში. "იმედშიც" ახალ პროექტში აიყვანეს. "პალიტრა ტვ"-ზე გადაცემა დავიწყეთ. ძალიან დაკავებულია. ასე რომ, იმდენი საქმე აქვს, არ მოიწყენს. საქმის ნაკლებობას არ განიცდის და პროფესიულ ზრდას განაგრძობს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება