პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო

6

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 14:10-ზე, მთვარე ქალწულშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. დღეს მომხდარი უსიამოვნებები მალევე დასრულდება. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად. საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ მგზავრობასა და საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას. გაგიადვილდებათ საოჯახო საქმეების, რემონტისა და მშენებლობის შესრულება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის, ინტიმური ურთიერთობისთვის. მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
საზოგადოება
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“
„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“

ქარ­თულ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში უამ­რა­ვი სტე­რე­ო­ტი­პუ­ლი შე­ხე­დუ­ლე­ბაა გავ­რცე­ლე­ბუ­ლი, მა­გა­ლი­თად ის, რომ ქალი მძღო­ლი არას­დროს ატა­რებს კარ­გად, რომ ქალ­სა და მა­მა­კაცს შო­რის ღა­ლა­ტი მა­მა­კაცს ეპა­ტი­ე­ბა და სუს­ტი სექ­სის წარ­მო­მად­გე­ნელს - არა და ა.შ. ალ­ბათ, ჩა­მოთ­ვლა შორს წაგ­ვიყ­ვან­და. რამ­დე­ნი­მე ასე­თი სტე­რე­ო­ტი­პის შე­სა­ხებ მომ­ღე­რალ ვე­რი­კო ტუ­რაშ­ვი­ლის აზრი მო­ვის­მი­ნეთ.

- არის თუ არა რა­ი­მე ქარ­თულ ტრა­დი­ცი­ებ­ში, რაც ნაკ­ლე­ბად მოგ­წონს?

- ალ­ბათ, არის ბევ­რი რამ, მაგ­რამ ახლა კონ­კრე­ტუ­ლად არ მახ­სენ­დე­ბა, რამე რომ მა­ღი­ზი­ა­ნებ­დეს. თუკი თა­ვად ჩა­მო­მით­ვლი, შე­მიძ­ლია, კონ­კრე­ტულ რა­მე­ზე გი­პა­სუ­ხო.

- მა­გა­ლი­თად, დე­დამ­თილ­სა და რძალს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბა რომ ყო-ველ­თვის არა­კე­თილ­გან­წყო­ბი­ლია. ამას თუნ­დაც სხვა­დას­ხვა ქარ­თუ­ლი ანეკ­დო­ტი მოწ­მობს.

- არ ვე­თან­ხმე­ბი, რომ დე­დამ­თილ­სა და რძალს შო­რის აუ­ცი­ლებ­ლად და­ძა­ბუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა იყოს. მა­გა­ლი­თად, მე და ჩემი დე­დამ­თი­ლი უახ­ლო­ე­სი მე­გობ­რე­ბი ვართ, თუმ­ცა გა­თხო­ვე­ბის პირ­ველ ეტაპ­ზე იყო მო­მენ­ტე­ბი, როცა ეს და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მთლად ასე­თი არ ყო­ფი­ლა. ვგუ­ლის­ხმობ იმას, რომ ყვე­ლა დე­დას მა­ინც აქვს ეგო­ის­ტუ­რი მო­მენ­ტი, მაგ­რამ არა მგო­ნია, რომ ეს სა­გან­გა­შოა, ამას უფრო ბუ­ნებ­რი­ვად მი­ვიჩ­ნევ. არის ისე­თი შემ­თხვე­ვე­ბი, როცა რძა­ლი შე­დის ოჯახ­ში და ამ ოჯახს მის­გან სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ტრა­დი-ცი­ე­ბი აქვს. მერე ას­წავ­ლი­ან, რა შემ­თხვე­ვა­ში რო­გორ უნდა მო­იქ­ცეს და შე­გუ­ე­ბა უჭირს. იმა­საც ვერ ვი­ტყო­დი, რომ ყვე­ლა შემ­თხვე­ვა­ში დე­დამ­თი­ლია დამ­ნა­შა­ვე, რად­გან ბევ­რი ცუდი რძა­ლიც ვიცი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
იუსტიციის სამინისტრო გარდაცვლილ პატიმარ იოსებ გორგაძესთან დაკავშირებით ვიდეომასალებს ასაჯაროებს

„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“

„დღეს უფრო არაქალიშვილობის ინსტიტუტი მოქმედებს!..“

ქართულ საზოგადოებაში უამრავი სტერეოტიპული შეხედულებაა გავრცელებული, მაგალითად ის, რომ ქალი მძღოლი არასდროს ატარებს კარგად, რომ ქალსა და მამაკაცს შორის ღალატი მამაკაცს ეპატიება და სუსტი სექსის წარმომადგენელს - არა და ა.შ. ალბათ, ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა. რამდენიმე ასეთი სტერეოტიპის შესახებ მომღერალ ვერიკო ტურაშვილის აზრი მოვისმინეთ.

- არის თუ არა რაიმე ქართულ ტრადიციებში, რაც ნაკლებად მოგწონს?

- ალბათ, არის ბევრი რამ, მაგრამ ახლა კონკრეტულად არ მახსენდება, რამე რომ მაღიზიანებდეს. თუკი თავად ჩამომითვლი, შემიძლია, კონკრეტულ რამეზე გიპასუხო.

- მაგალითად, დედამთილსა და რძალს შორის ურთიერთობა რომ ყო-ველთვის არაკეთილგანწყობილია. ამას თუნდაც სხვადასხვა ქართული ანეკდოტი მოწმობს.

- არ ვეთანხმები, რომ დედამთილსა და რძალს შორის აუცილებლად დაძაბული დამოკიდებულება უნდა იყოს. მაგალითად, მე და ჩემი დედამთილი უახლოესი მეგობრები ვართ, თუმცა გათხოვების პირველ ეტაპზე იყო მომენტები, როცა ეს დამოკიდებულება მთლად ასეთი არ ყოფილა. ვგულისხმობ იმას, რომ ყველა დედას მაინც აქვს ეგოისტური მომენტი, მაგრამ არა მგონია, რომ ეს საგანგაშოა, ამას უფრო ბუნებრივად მივიჩნევ. არის ისეთი შემთხვევები, როცა რძალი შედის ოჯახში და ამ ოჯახს მისგან სრულიად განსხვავებული ტრადი-ციები აქვს. მერე ასწავლიან, რა შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს და შეგუება უჭირს. იმასაც ვერ ვიტყოდი, რომ ყველა შემთხვევაში დედამთილია დამნაშავე, რადგან ბევრი ცუდი რძალიც ვიცი.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება