პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

21

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს
ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

მსა­ხი­ო­ბი და კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ლე­ვან ბუ­ა­ძე მა­ყუ­რე­ბელ­მა "ჩვენს ამ­ბავ­ში" ნი­კას რო­ლით გა­იც­ნო. "ნიკა ცუდი ბიჭი არ იყო, მაგ­რამ ცოტა დიდი გული ჰქონ­და და ბევ­რი ქალი ეტე­ო­და მის გულ­ში. პი­რა­დად მე ცხოვ­რე­ბა­ში ასე­თი "ბაბ­ნი­კი" არ ვარ. მყავს ჩემი ერ­თა­დერ­თი და მისი ერ­თგუ­ლი ვარ", - გვი­თხრა მსა­ხი­ობ­მა.

მცი­რე ხნის წინ ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ ეს პრო­ექ­ტი და­ი­ხუ­რა. შეხ­ვედ­რი­სას შე­ვე­ცა­დეთ, პირ­ველ რიგ­ში, ამის მი­ზე­ზი გაგ­ვერ­კვია...

- სამ­წუ­ხა­როდ, სე­რი­ა­ლი და­ი­ხუ­რა. რამ­დე­ნა­დაც მე ვიცი, "იმედ­მა" და "ღა­მის შოუს სტუ­დი­ამ" ურ­თი­ერ­თო­ბა შე­წყვი­ტა და "ღა­მის შოუს სტუ­დი­ამ" თა­ვი­სი არხი გა­ა­კე­თა. რა იქ­ნე­ბა მო­მა­ვალ­ში, არ ვიცი.

- კარ­გი, მოდი სა­უ­ბა­რი წარ­სუ­ლი­დან და­ვი­წყოთ. ხე­ლო­ვა­ნე­ბის ოჯახ­ში და­ი­ბა­დე, დედა, მაია ტუ­რი­აშ­ვი­ლი, მსა­ხი­ო­ბია, მამა - ზაზა ბუ­ა­ძე, კი­ნო­რე­ჟი­სო­რი. ალ­ბათ, მსა­ხი­ო­ბო­ბა ბავ­შვო­ბი­დან გქონ­და გა­და­წყვე­ტი­ლი...

- სამ­სა­ხი­ო­ბო­ზე ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ შემ­დეგ ისე გან­ვი­თარ­და მოვ­ლე­ნე­ბი, რომ კი­ნო­სა­რე­ჟი­სო­რო და­ვამ­თავ­რე, ანუ დიპ­ლო­მით კი­ნო­რე­ჟი­სო­რი ვარ. ძა­ლი­ან პა­ტა­რა ასა­კი­დან მი­წევ­და ყუ­რე­ბა, რო­გორ იწე­რე­ბო­და სცე­ნა­რი, რო­გორ მუ­შა­ობ­და მსა­ხი­ო­ბი როლ­ზე. დე­დას ბავ­შვო­ბი­დან დავ­ყავ­დი თე­ატ­რში რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე, თუ მამა თბი­ლის­ში იღებ­და რა­მეს და ფილმში დე­და­ჩე­მი თა­მა­შობ­და, მეც მათ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი. ვერ ვი­ტყვი, რომ ბავ­შვო­ბი­დან მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე ვფიქ­რობ­დი, ამ პრო­ფე­სი­ას ჟურ­ნა­ლის­ტი­კა "ეჭი­და­ვე­ბო­და", მაგ­რამ 15-16 წლის ვი­ყა­ვი, როცა სა­ბო­ლო­ოდ არ­ჩე­ვა­ნი მსა­ხი­ო­ბო­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რე. თა­ვი­დან დათო ან­დღუ­ლა­ძის ჯგუფ­ში ვსწავ­ლობ­დი, შემ­დეგ გა­და­ვე­დი გოგი მარ­გვე­ლაშ­ვილ­თან. ბო­ლოს კი­ნოს­კენ გა­და­ვი­ხა­რე, ალ­ბათ თე­ატრს კი­ნოს სიყ­ვა­რულ­მა აჯო­ბა.

- არა­და, უმ­რავ­ლეს შემ­თხვე­ვა­ში ეს პი­რი­ქით ხდე­ბა...

- კი, თე­ატ­რი მიყ­ვარს, დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ჩემი და თე­ატ­რის გზე­ბი მო­მა­ვალ­ში გა­და­იკ­ვე­თე­ბა, მაგ­რამ კინო უფრო ჩე­მია. სულ ვამ­ბობ, რომ გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე და­ვი­ბა­დე. მა­მა­ჩემ­მა დედა მა­შინ გა­იც­ნო, როცა თა­ვის სა­კურ­სო ნა­მუ­შე­ვარს, "ჰა­ვა­ურ ვალსს" იღებ­და და მაია თა­ვის ფილმში ათა­მა­შა. ორ წე­ლი­წად­ში, როცა მა­მამ მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო თა­ვის პირ­ველ ფილმზე "კე­დე­ლი", დე­და­ჩე­მი ფეხ­მძი­მედ იყო და უზარ­მა­ზა­რი მუც­ლით თა­მა­შობ­და. გა­და­ღე­ბე­ბი 1990 წლის ივ­ლის­ში მი­დი­ო­და და 11 რი­ცხვში მეც გავჩნდი (იღი­მის). კი­ნო­ში ყვე­ლა კუ­თხით მი­მუ­შა­ვია: რო­გორც მსა­ხი­ობს, რო­გორც რე­ჟი­სორს, სცე­ნა­რისტს და მინ­და, რომ სულ ამ სფე­რო­ში დავ­რჩე.

- სცე­ნა­რებ­საც წერ?

- სა­ერ­თოდ, დრა­მა­ტურ­გია და ზო­გა­დად, ლი­ტე­რა­ტუ­რა დიდ ად­გილს იკა­ვებს ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში. ვცდი­ლობ ვწე­რო, თუმ­ცა რო­გორ გა­მომ­დის, ეს არ ვიცი (იღი­მის). მაქვს სცე­ნა­რე­ბი, მო­თხრო­ბე­ბი, სტა­ტი­ე­ბი სხვა­დას­ხვა თე­მა­ზე. ძი­რი­თა­დად, ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი სა­კი­თხე­ბია, რა­ზეც ადა­მი­ა­ნე­ბი უნდა ვფიქ­რობ­დეთ, მაგ­რამ... შე­იძ­ლე­ბა, ქვეც­ნო­ბი­ე­რად ამას ვა­კე­თებთ, მაგ­რამ ვერ­ბა­ლუ­რად არ გა­მოვ­ხა­ტავთ. ერთი მოზ­რდი­ლი ნო­ვე­ლის გა­მო­ცე­მას ვა­პი­რებ, რო­მე­ლიც 2012 წელს დავ­წე­რე. თბი­ლი­სუ­რი ის­ტო­რი­აა, ავ­ტო­ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი ჩა­ნარ­თე­ბით, მე­გობ­რე­ბის, ნაც­ნო­ბე­ბის ან, უბ­რა­ლოდ, ვი­ღა­ცებ­ზე ყურ­მოკ­რუ­ლი ან ჩემი თვა­ლით ნა­ნა­ხი ფაქ­ტე­ბით. თემა ისაა, რომ ადა­მი­ა­ნე­ბი სუ­ლი­ერ ამ­ბებს ნაკ­ლე­ბად ვაქ­ცევთ ყუ­რა­დღე­ბას, მეწვრილ­მა­ნე­ე­ბი ვართ, არა­და, კარ­გი იქ­ნე­ბა, თუ უფრო ფარ­თოდ შევ­ხე­დავთ მოვ­ლე­ნებს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

ლევან ბუაძეს სხეულზე რვა ტატუ აქვს

მსახიობი და კინორეჟისორი ლევან ბუაძე მაყურებელმა ''ჩვენს ამბავში'' ნიკას როლით გაიცნო. ''ნიკა ცუდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ცოტა დიდი გული ჰქონდა და ბევრი ქალი ეტეოდა მის გულში. პირადად მე ცხოვრებაში ასეთი ''ბაბნიკი'' არ ვარ. მყავს ჩემი ერთადერთი და მისი ერთგული ვარ'', - გვითხრა მსახიობმა.

მცირე ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ეს პროექტი დაიხურა. შეხვედრისას შევეცადეთ, პირველ რიგში, ამის მიზეზი გაგვერკვია...

- სამწუხაროდ, სერიალი დაიხურა. რამდენადაც მე ვიცი, ''იმედმა'' და ''ღამის შოუს სტუდიამ'' ურთიერთობა შეწყვიტა და ''ღამის შოუს სტუდიამ'' თავისი არხი გააკეთა. რა იქნება მომავალში, არ ვიცი.

- კარგი, მოდი საუბარი წარსულიდან დავიწყოთ. ხელოვანების ოჯახში დაიბადე, დედა, მაია ტურიაშვილი, მსახიობია, მამა - ზაზა ბუაძე, კინორეჟისორი. ალბათ, მსახიობობა ბავშვობიდან გქონდა გადაწყვეტილი...

- სამსახიობოზე ჩავაბარე, მაგრამ შემდეგ ისე განვითარდა მოვლენები, რომ კინოსარეჟისორო დავამთავრე, ანუ დიპლომით კინორეჟისორი ვარ. ძალიან პატარა ასაკიდან მიწევდა ყურება, როგორ იწერებოდა სცენარი, როგორ მუშაობდა მსახიობი როლზე. დედას ბავშვობიდან დავყავდი თეატრში რეპეტიციებზე, თუ მამა თბილისში იღებდა რამეს და ფილმში დედაჩემი თამაშობდა, მეც მათთან ერთად ვიყავი. ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობიდან მსახიობობაზე ვფიქრობდი, ამ პროფესიას ჟურნალისტიკა ''ეჭიდავებოდა'', მაგრამ 15-16 წლის ვიყავი, როცა საბოლოოდ არჩევანი მსახიობობაზე შევაჩერე. თავიდან დათო ანდღულაძის ჯგუფში ვსწავლობდი, შემდეგ გადავედი გოგი მარგველაშვილთან. ბოლოს კინოსკენ გადავიხარე, ალბათ თეატრს კინოს სიყვარულმა აჯობა.

- არადა, უმრავლეს შემთხვევაში ეს პირიქით ხდება...

- კი, თეატრი მიყვარს, დარწმუნებული ვარ, ჩემი და თეატრის გზები მომავალში გადაიკვეთება, მაგრამ კინო უფრო ჩემია. სულ ვამბობ, რომ გადასაღებ მოედანზე დავიბადე. მამაჩემმა დედა მაშინ გაიცნო, როცა თავის საკურსო ნამუშევარს, ''ჰავაურ ვალსს'' იღებდა და მაია თავის ფილმში ათამაშა. ორ წელიწადში, როცა მამამ მუშაობა დაიწყო თავის პირველ ფილმზე ''კედელი'', დედაჩემი ფეხმძიმედ იყო და უზარმაზარი მუცლით თამაშობდა. გადაღებები 1990 წლის ივლისში მიდიოდა და 11 რიცხვში მეც გავჩნდი (იღიმის). კინოში ყველა კუთხით მიმუშავია: როგორც მსახიობს, როგორც რეჟისორს, სცენარისტს და მინდა, რომ სულ ამ სფეროში დავრჩე.

- სცენარებსაც წერ?

- საერთოდ, დრამატურგია და ზოგადად, ლიტერატურა დიდ ადგილს იკავებს ჩემს ცხოვრებაში. ვცდილობ ვწერო, თუმცა როგორ გამომდის, ეს არ ვიცი (იღიმის). მაქვს სცენარები, მოთხრობები, სტატიები სხვადასხვა თემაზე. ძირითადად, ფსიქოლოგიური საკითხებია, რაზეც ადამიანები უნდა ვფიქრობდეთ, მაგრამ... შეიძლება, ქვეცნობიერად ამას ვაკეთებთ, მაგრამ ვერბალურად არ გამოვხატავთ. ერთი მოზრდილი ნოველის გამოცემას ვაპირებ, რომელიც 2012 წელს დავწერე. თბილისური ისტორიაა, ავტობიოგრაფიული ჩანართებით, მეგობრების, ნაცნობების ან, უბრალოდ, ვიღაცებზე ყურმოკრული ან ჩემი თვალით ნანახი ფაქტებით. თემა ისაა, რომ ადამიანები სულიერ ამბებს ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას, მეწვრილმანეები ვართ, არადა, კარგი იქნება, თუ უფრო ფართოდ შევხედავთ მოვლენებს.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება