პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

22

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 04:49-ზე, მთვარე მერწყულშია დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება, ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას. სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. გადადეთ ოპერაციები სახსრებზე, ბრმა ნაწლავზე, პროცედურები ფეხებზე, ნერვულ სისტემაზე. კარგი დღეა დასვენებისთვის, შიმშილისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
სპორტი
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
წიგნები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები
მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები

და­ახ­ლო­ე­ბით ორი წე­ლია, რაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი ქარ­თვე­ლე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში აქ­ტი­უ­რად შე­მო­იჭ­რა. ხში­რად პო­ლი­ტი­კო­სე­ბი თუ ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რე­ბი პო­ლი­ტი­კურ გან­ცხა­დე­ბებს "ფე­ის­ბუ­ქის" სა­შუ­ლე­ბით ავ­რცე­ლე­ბენ. ერ­თია გან­ცხა­დე­ბა და მე­ო­რე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი სტა­ტუ­სი, რაც ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ტერ­ნეტ­გა­მო­ცე­მი­სა და ჟურ­ნალ-გა­ზე­თის­თვის გემ­რი­ელ საკბი­ლოდ იქ­ცე­ვა.

ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის მიერ ზოგ­ჯერ ცხელ გულ­ზე და­წე­რილ სტა­ტუ­სებს ხში­რად მათი კა­რი­ე­რა შე­უ­წი­რავთ. ამის ცო­ცხა­ლი მა­გა­ლი­თი გახ­ლდათ ხა­თუ­ნა ხუნ­და­ძე, რო­მე­ლიც კულ­ტუ­რის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე მხო­ლოდ იმი­ტომ ვერ გახ­და, რომ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე "ფე­ის­ბუქ­ზე" უცენ­ზუ­რო სტა­ტუ­სე­ბით გა­მო­ირ­ჩე­ო­და.

ხში­რად და­ვო­ბენ, აქვს თუ არა ჟურ­ნა­ლისტს უფ­ლე­ბა, ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სტა­ტუ­სე­ბი მათი ნე­ბარ­თვის გა­რე­შე ნი­უ­სე­ბად აქ­ცი­ოს, თუმ­ცა ფაქ­ტია, რომ რო­დე­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მი­ნი­მუმ 3000 მე­გო­ბა­რი გყავს, შენს კე­დელ­ზე შე­მოს­ვლა და სტა­ტუ­სე­ბის წა­კი­თხვა ნე­ბის­მი­ერ ჟურ­ნა­ლისტს შე­უძ­ლია. სივ­რცე სა­ჯა­როა და ჟურ­ნა­ლის­ტებ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბის ნაც­ვლად მეტი და­ფიქ­რე­ბა მარ­თებთ.

ამ­ჯე­რად ყუ­რა­დღე­ბას მი­ნის­ტრე­ბის მე­ო­რე ნა­ხევ­რებ­ზე და სო­ცი­ა­ლურ სივ­რცე­ში მათ აქ­ტი­უ­რო­ბა­ზე შე­ვა­ჩე­რებთ.

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მე­უღ­ლე ნუ­ნუ­კა თა­მა­ზაშ­ვი­ლის გარ­შე­მო ინ­ტე­რე­სი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად დი­დია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ ყვე­ლა­ფე­რი იცის, ნუ­ნუ­კა არა­სო­დეს ლა­პა­რა­კობს პრე­სა­სა და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან. არ ვი­ცით, რო­გო­რი ქმა­რია ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, რა სი­ურპრი­ზებს უწყობს საყ­ვა­რელ ქალს, შეც­ვა­ლა თუ არა თა­ნამ­დე­ბო­ბამ, რამ­დე­ნად რჩე­ბა დრო ოჯა­ხის­თვის. უც­ნა­უ­რია, მაგ­რამ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ბოლო წლე­ბის კარ­ჩა­კე­ტი­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, სან­დრა რუ­ლოვ­სის რამ­დე­ნი­მე ინ­ტერ­ვიუ მა­ინც გა­მოქ­ვეყ­ნდა ფა­ვო­რიტ პრე­სა­სა თუ მე­დი­ა­ში. ამ შემ­თხვე­ვა­ში ესეც სა­ნატ­რე­ლი გვაქვს. ნუ­ნუ­კა "ფე­ის­ბუქ­ზე" არ­ჩევ­ნებ­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ნაკ­ლე­ბად აქ­ტი­უ­რობს. მხო­ლოდ ოჯა­ხურ ფო­ტო­ებს, მე­უღ­ლის პო­ლი­ტი­კურ ინ­ტერ­ვი­უ­ებს და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ვი­ზი­ტებ­ზე სი­ახ­ლე­ებს აქ­ვეყ­ნებს. მთა­ვარ ფო­ტოდ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ინა­უ­გუ­რა­ცი­ის დროს გა­და­ღე­ბუ­ლი სუ­რა­თი აქვს და­ყე­ნე­ბუ­ლი, "ქა­ვერ" ფო­ტოდ კი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი­სა და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის სა­ერ­თო ფოტო.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მე­უღ­ლე ნა­თია ფან­ჯი­კი­ძე დიდი ხა­ნია, ყვე­ლა­ზე გემ­რი­ელ ლუკ­მად იქცა ინეტრნეტ­სა­ი­ტე­ბის­თვის. ნა­თია ყო­ველ­დღი­უ­რად აქ­ტი­უ­რობს "ფე­ის­ბუქ­ზე" და მისი სტა­ტუ­სე­ბი ხში­რად ხდე­ბა ნი­უ­სე­ბის თემა. სხვა­თა შო­რის, არა­ერ­თხელ აღ­მოჩ­ნდა თა­ვის მარ­თლე­ბის პო­ზი­ცი­ა­ში, რად­გან გულ­წრფე­ლად და მხი­ა­რუ­ლად და­წე­რი­ლი სტა­ტუ­სე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის გარ­კვე­ულ­მა ნა­წილ­მა არას­წო­რად გა­ი­გო. გან­სა­კუთ­რე­ბით სკან­და­ლუ­რი აღ­მოჩ­ნდა მისი ერთ-ერთი ბოლო მო­საზ­რე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის "წი­თელ წიგნ­ში" მოხ­ვედ­რის შე­სა­ხებ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები

მინისტრების ცოლების ''ფეისბუქ''- ვნებები

დაახლოებით ორი წელია, რაც სოციალური ქსელი ქართველების ცხოვრებაში აქტიურად შემოიჭრა. ხშირად პოლიტიკოსები თუ ქვეყნის პირველი პირები პოლიტიკურ განცხადებებს ''ფეისბუქის'' საშულებით ავრცელებენ. ერთია განცხადება და მეორე სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოლიტიკური სტატუსი, რაც ნებისმიერი ინტერნეტგამოცემისა და ჟურნალ-გაზეთისთვის გემრიელ საკბილოდ იქცევა.

ცნობილი ადამიანების მიერ ზოგჯერ ცხელ გულზე დაწერილ სტატუსებს ხშირად მათი კარიერა შეუწირავთ. ამის ცოცხალი მაგალითი გახლდათ ხათუნა ხუნდაძე, რომელიც კულტურის მინისტრის მოადგილე მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა, რომ არჩევნებამდე ''ფეისბუქზე'' უცენზურო სტატუსებით გამოირჩეოდა.

ხშირად დავობენ, აქვს თუ არა ჟურნალისტს უფლება, ცნობილი ადამიანების სტატუსები მათი ნებართვის გარეშე ნიუსებად აქციოს, თუმცა ფაქტია, რომ როდესაც სოციალურ ქსელში მინიმუმ 3000 მეგობარი გყავს, შენს კედელზე შემოსვლა და სტატუსების წაკითხვა ნებისმიერ ჟურნალისტს შეუძლია. სივრცე საჯაროა და ჟურნალისტებზე გადაბრალების ნაცვლად მეტი დაფიქრება მართებთ.

ამჯერად ყურადღებას მინისტრების მეორე ნახევრებზე და სოციალურ სივრცეში მათ აქტიურობაზე შევაჩერებთ.

პრემიერ-მინისტრის მეუღლე ნუნუკა თამაზაშვილის გარშემო ინტერესი საზოგადოებაში განსაკუთრებულად დიდია. მიუხედავად იმისა, რომ მათი სიყვარულის ამბის შესახებ ყველამ ყველაფერი იცის, ნუნუკა არასოდეს ლაპარაკობს პრესასა და ტელევიზიასთან. არ ვიცით, როგორი ქმარია ირაკლი ღარიბაშვილი, რა სიურპრიზებს უწყობს საყვარელ ქალს, შეცვალა თუ არა თანამდებობამ, რამდენად რჩება დრო ოჯახისთვის. უცნაურია, მაგრამ ''ნაციონალური მოძრაობის'' ბოლო წლების კარჩაკეტილობის მიუხედავად, სანდრა რულოვსის რამდენიმე ინტერვიუ მაინც გამოქვეყნდა ფავორიტ პრესასა თუ მედიაში. ამ შემთხვევაში ესეც სანატრელი გვაქვს. ნუნუკა ''ფეისბუქზე'' არჩევნებში ''ქართული ოცნების'' გამარჯვების შემდეგ ნაკლებად აქტიურობს. მხოლოდ ოჯახურ ფოტოებს, მეუღლის პოლიტიკურ ინტერვიუებს და პრემიერ-მინისტრის ვიზიტებზე სიახლეებს აქვეყნებს. მთავარ ფოტოდ მეუღლესთან ერთად ინაუგურაციის დროს გადაღებული სურათი აქვს დაყენებული, ''ქავერ'' ფოტოდ კი ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი ღარიბაშვილის საერთო ფოტო.

ირაკლი ალასანიას მეუღლე ნათია ფანჯიკიძე დიდი ხანია, ყველაზე გემრიელ ლუკმად იქცა ინეტრნეტსაიტებისთვის. ნათია ყოველდღიურად აქტიურობს ''ფეისბუქზე'' და მისი სტატუსები ხშირად ხდება ნიუსების თემა. სხვათა შორის, არაერთხელ აღმოჩნდა თავის მართლების პოზიციაში, რადგან გულწრფელად და მხიარულად დაწერილი სტატუსები საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა არასწორად გაიგო. განსაკუთრებით სკანდალური აღმოჩნდა მისი ერთ-ერთი ბოლო მოსაზრება ქართველების ''წითელ წიგნში'' მოხვედრის შესახებ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია