სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

14

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთვრამეტე დღე დაიწყება 01:30-ზე, მთვარე მშვილდოსანშია არ წამოიწყოთ ახალი საქმეები, სასამართლო პროცესები. არ გირჩევთ ვაჭრობას, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები. კამათი დაუშვებელია. კარგი დღეა მოგზაურობისთვის, ხანგრძლივი მგზავრობისთვის. დაისვენეთ, მაგრამ ნაკლები იძინეთ. მოერიდეთ ქორწინებასა და ჯვრისწერას. გაამდიდრეთ თქვენი რაციონი თხილითა და მცენარეული ზეთით. სიგარეტის რაოდენობა და ალკოჰოლის დოზა შეამცირეთ. ჯანმრთელობის გაუმჯობესების მიზნით კარგ შედეგს მოგიტანთ: სირბილი, ველოსიპედი, სწრაფი სიარული.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა
სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა

სე­რი­ალ­ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მუ­შა­ო­ბა ჯერ არ და­უწყია. არ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნის გმი­რის გარ­შე­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი თე­ატ­რ­ში. მსა­ხი­ობ და­თო დარ­ჩი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს სწო­რედ ამ ახალ სპექ­ტაკ­ლ­ზე სა­უბ­რით ვი­წყებ.

პრე­ამ­ბუ­ლის მა­გი­ერ

- და­თო საყ­ვა­რე­ლი­ძე დგამს სპექ­ტაკლს - "მა­ლე მო­ვალ წვი­მად", რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა. ეს სპექ­ტაკ­ლი ნი­კოს ეძღ­ვ­ნე­ბა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკ­ვე და­ვი­წყეთ და მა­ლე მა­ყუ­რე­ბელს ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე შევ­თა­ვა­ზებთ.

- მხო­ლოდ ნი­კოს ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა?

- დი­ახ და ლა­მა­ზა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლ­ში 10 მსა­ხი­ო­ბი ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში იყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე. იქ რო­მელ ფილ­მ­ზე იმუ­შა­ვე?

- ეს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ქრის­ტო­ფერ კო­პო­ლამ გა­და­ი­ღო. ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩენ კად­რებ­ზე ამე­რი­კა­ში უნ­და იმუ­შა­ონ. ამ ფილ­მ­ში ანა გურ­ჯი თა­მა­შობს, სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­ზეც ბუ­ნებ­რი­ვია. ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

- პრე­მი­ე­რა­ზე ამე­რი­კა­ში მი­გიწ­ვე­ვენ?

- ეგ შენ­ზე მე­ტად მე მა­ინ­ტე­რე­სებს (ი­ცი­ნის). რო­გორც ვი­ცი, პრე­მი­ე­რა მო­მა­ვალ წელს იქ­ნე­ბა.

- წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გაც­ნო­ბას ახერ­ხებ?

- ნაკ­ლე­ბად, სულ სცე­ნა­რებს ვკი­თხუ­ლობ, ვსწავ­ლობ.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- რა­ტომ­ღაც ლექ­სე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა მი­ჭირს. არა­და, პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახ­ლა ნი­კოს ლექ­სებს ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

- ნი­კოს­თან მე­გობ­რობ­დი, ჯგუ­ფე­ლე­ბი იყა­ვით. ახ­ლა, ამ წუთ­ში, მას­ზე რა გახ­სენ­დე­ბა?

- სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი იყო, მხარ­ში ამოდ­გო­მა იცო­და. სხარ­ტი ენა და იუმო­რი ჰქონ­და. მახ­სოვს, ოჯა­ხი რომ შევ­ქ­მე­ნი, ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა. სი­ცი­ვე, სიბ­ნე­ლე, შიმ­ში­ლი... ნი­კო 10, 20 დო­ლარს იშო­ვი­და და პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მოგ­ვად­გე­ბო­და ხოლ­მე. ჩე­მი მე­უღ­ლე სა­დილს ამ­ზა­დებ­და და ის ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბი ერ­თად გა­დაგ­ვ­ქონ­და. იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი იყო, აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წიგ­ნი ჩემს წი­ნა­პარ, სი­სო­ნა დარ­ჩი­ა­ზე მო­ვი­პა­რე და ცო­ცხა­ლი თა­ვით უკან აღარ მი­ვი­ტა­ნე. სახ­ლ­ში ეგ გა­მო­ცე­მა არ გვქონ­და და ძა­ლი­ან მინ­დო­და.

- ერ­თხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მი­თხა­რი, სი­სო­ნა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა მინ­და, მი­სი რო­ლი თა­ვად უნ­და ვი­თა­მა­შო, თო­რემ მე­რე ასა­კი ხელს აღარ შე­მი­წყობს და ვე­ღარ შევ­ძ­ლე­ბო.

- ფილ­მის სცე­ნა­რი ჯერ მზად არ არის. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცი, რა და რო­გორ უნ­და გა­და­ვი­ღო, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი სამ­წუ­ხა­როდ, გა­ი­წე­ლა. ბო­ლომ­დე გუ­ლახ­დი­ლი რომ ვი­ყო, გეტყ­ვი, - ცო­ტა­თი ვი­ზარ­მა­ცე. იმე­დია, ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბას შევ­ძ­ლებ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ყვე­ლას გა­ვიც­ნობ­დი. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი და პერ­სო­ნა­ჟი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი არ ჰქონ­დეს. ჩვენ უნ­და გვქონ­დეს იმის ნი­ჭი, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძის თქმი­სა არ იყოს, ადა­მი­ანს ერ­თი მხრი­დან არ ვუ­ყუ­როთ. ქან­და­კე­ბა­სა­ვით შე­მო­ვუ­ა­როთ და სა­ი­და­ნაც ლა­მა­ზია, იმ მხრი­დან შევ­ხე­დოთ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მშვი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზი­დავს. მათ­თან თავს კარ­გად ვგრძნობ.

- რო­მე­ლი წლი­დან ტარ­დე­ბა "ოს­კა­რე­ბით" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია?

- ჩე­მო კარ­გო, ეს პა­ტი­ვი ჯერ არ მქო­ნია, მაგ­რამ ვი­ცი, რომ 1929 წლი­დან ტარ­დე­ბა.

- და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს ნა­ნატრ სტა­ტუ­ე­ტებს არ­თ­მე­ვენ და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უბ­რუ­ნე­ბენ, რა­ტომ?

- არ ვი­ცი.

- მას­ზე მფლო­ბე­ლის სა­ხელ­სა და გვარს ტვიფ­რა­ვენ.

- ა! ეს ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, კი­დევ სხვა რა­მე ხდე­ბო­და.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლონ­დონ­ში "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე 1912 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პლა­კა­ტი 12 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამ პლა­კა­ტით ყვე­ლას სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფ­რ­თხო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სად?

- 1912 წელს, სად უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ?

- მი­ნიშ­ნე­ბად მხო­ლოდ ერთ სიტყ­ვას გეტყ­ვი - "ხო­მალ­დი".

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "ტი­ტა­ნიკ­ზე­ა" ლა­პა­რა­კი. 1919 წელს კი­ევ­ში სო­ლოვ­ცე­ვის თე­ატ­რ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ დად­გ­მუ­ლი ლო­პე დე ვე­გას დრა­მა - "ცხვრის წყა­რო" საბ­ჭო­თა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რა­ტომ?

- "ცხვრის წყა­რო" პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა სპექ­ტაკ­ლი იყო. სხვა მი­ზე­ზიც არ­სე­ბობ­და?

- სწო­რად მი­პა­სუ­ხე. სად მდე­ბა­რე­ობს ბა­სი­ა­ნი, სა­დაც თა­მა­რის მე­ფო­ბის დროს ბრძო­ლა მოხ­და?

- ახ­ლან­დე­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

- X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რ­ძ­ნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- რო­ცა იტყ­ვის, ბრძე­ნი ვა­რო. არა?

- რო­ცა ჰგო­ნია, რომ სიბ­რ­ძ­ნე იპო­ვა. რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­შიც, ქარ­თ­ლ­შიც და დე­და­ქა­ლაქ­შიც?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის.

- ვინ თა­მა­შობს მთა­ვარ როლს "რო­მა­ულ არ­და­დე­გებ­ში"?

- ოდ­რი ჰეპ­ბერ­ნი.

- "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა", "გან­გა­ში" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ი­რო­ნი?

- სა­ბერ­ძ­ნეთ­ში.

- 1931 წელს, მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხ­მად გა­რი­ცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რ­ძ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და ზე­პი­რი გა­მოს­ვ­ლე­ბით თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შა­ვი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად". და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- წლე­ბის წინ, ბოთ­ლის რა ნა­წილ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი ღვი­ნის სა­ხე­ლი, დაკ­რე­ფის, ჩა­მოს­ხ­მის წე­ლი და სხვა ინ­ფორ­მა­ცია?

- (ფიქ­რობს) ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ცობ­ზე. ამ ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი თბი­ლი­სის მო­ე­და­ნია, ჩვენს ქა­ლაქ­შიც არ­სე­ბობს იმ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­და­ნი.

- (ფიქ­რობს) რო­მე­ლია?

- ზა­არ­ბ­რი­უ­კე­ნი. რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, ის პირ­ვე­ლად თხებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მწყემ­ს­მა შე­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც თხე­ბი ამ მცე­ნა­რის ფოთ­ლებს შე­ჭამ­დ­ნენ, უფ­რო ენერ­გი­უ­ლად დახ­ტოდ­ნენ. და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, სას­მ­ლის სა­ხე­ო­ბაა, ცი­ვიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვირ­თ­ვათ და ცხე­ლიც.

- მაბ­ნევ.

- ყა­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი. "ღა­მის ოს­ტა­ტი", "ჩე­მი ცხოვ­რე­ბა", "მუ­ლენ რუ­ჟი", "ოქ­როს კომ­პა­სი": და­ა­სა­ხე­ლე, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ ფილ­მებ­ში?

- ნი­კოლ კიდ­მა­ნი.

- ეს ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი შოტ­ლან­დი­ე­ლი ფერ­მე­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ვერ და­ამ­თავ­რა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მა­მას­თან დამ­ხ­მა­რედ ემუ­შა­ვა. ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი 1786 წელს გა­მოს­ცა და დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა. მი­სი ლექ­სე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია ქარ­თუ­ლა­დაც. ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რო­ბერტ ბერ­ნ­სზე.

- მხატ­ვ­რო­ბა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე.

- "ძი­ძა ბავ­შ­ვით", "მე­თევ­ზე", "ჟი­რა­ფი", "მე­ე­ზო­ვე" - ვინ არის ამ ცნო­ბი­ლი ტი­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი?

- ფი­როს­მა­ნი.

- "იმ­დე­ნად მარ­ტო­სუ­ლი გახ­ლ­დათ, იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა და გა­ში­ნა­უ­რე­ბა, მი­სი გაც­ნო­ბა და შეც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩა­უ­წე­რია კი­დეც, - თქვენ რომ გგო­ნი­ათ, ის არ ვა­რო", - ვკი­თხუ­ლობთ ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძის ერთ-ერთ წიგ­ნ­ში. რო­მელ პო­ეტს ეძღ­ვ­ნე­ბა იგი?

- ჯა­ვა­ხა­ძის "უც­ნობს" გუ­ლის­ხ­მობ?

- დი­ახ.

- გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს ეძღ­ვ­ნე­ბა.

- 1966 წელს ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ინ­გ­ლი­სი­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. გერ­მა­ნელ­მა მსაჯ­მა ერთ-ერთ ფეხ­ბურ­თელს მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბა უბ­რ­ძა­ნა. მო­თა­მა­შემ გერ­მა­ნუ­ლი ენა არ იცო­და და მო­ე­დან­ზე თა­მა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა. ამის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თ­ში ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს. რა სი­ახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- წი­თე­ლი და ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, სხვა რა უნ­და იყოს?

- "სულ უბ­რა­ლო სო­ფელს მა­შინ გა­უ­ვარ­დე­ბა სა­ხე­ლი, თუ იქ დი­დი ვაჟ­კა­ცი და­ი­ბა­და", - რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეპი­ლოგ­ში წერს ამ სიტყ­ვებს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?

- "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი".

- რა­ტომ უწო­დე­ბენ შავ ზღვას ორ­სარ­თუ­ლი­ანს?

- იმი­ტომ, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მან­ძი­ლის ქვე­მოთ, გო­გირ­დის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო, სი­ცოცხ­ლე არ არის.

- რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- "ქა­ლი? მიყ­ვარს, მიყ­ვარს ქა­ლი/ ღვი­ნოც, ოღონდ არა ქარ­ხ­ნის,/ პუ­რიც, ოღონდ არა ფურ­ნის,/ პუ­რი - თო­ნის,/ ღვი­ნო - ჭუ­რის,/ ქა­ლი - მსგავ­სი გა­ზა­ფხუ­ლის". ამ ლექ­სის ავ­ტო­რი ვინ არის?

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

- მას მარ­ხი­ლის ძაღლს უწო­დე­ბენ. უძ­ლებს დატ­ვირ­თ­ვას და ყინ­ვას შეჩ­ვე­უ­ლია. მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უში­შარ, სწრაფ და ძლი­ერ ძაღ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. უმე­ტე­სო­ბას ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს და ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა. ძაღ­ლის რო­მელ ჯიშ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლა­ი­კა­ზე.

- სად მოკ­ლეს ლინ­კოლ­ნი?

- თე­ატ­რ­ში.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ყვე­ლა­ზე სა­ზი­ზღა­რი სა­ხე­ო­ბა სიმ­ხ­და­ლი­სა - ეს არის სა­კუ­თა­რი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...სა­კუ­თა­რი თა­ვის შებ­რა­ლე­ბა".

მო­ამ­ზა­და თა­მუ­ნა კვი­ნი­კა­ძემ

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა

სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა

სპექ­ტაკ­ლი, რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ხსოვ­ნას ეძღ­ვ­ნე­ბა

სე­რი­ალ­ზე "ჩე­მი ცო­ლის და­ქა­ლე­ბი" მუ­შა­ო­ბა ჯერ არ და­უწყია. არ იცის, რო­გორ გან­ვი­თარ­დე­ბა ამ­ბე­ბი მი­რი­ან ბა­რა­თე­ო­ნის გმი­რის გარ­შე­მო, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რა­დაა და­კა­ვე­ბუ­ლი თე­ატ­რ­ში. მსა­ხი­ობ და­თო დარ­ჩი­ას­თან ინ­ტერ­ვი­უს სწო­რედ ამ ახალ სპექ­ტაკ­ლ­ზე სა­უბ­რით ვიწყებ.

პრეამბულის მაგიერ

- და­თო საყ­ვა­რე­ლი­ძე დგამს სპექ­ტაკლს - "მა­ლე მო­ვალ წვი­მად", რო­მე­ლიც ნი­კო გო­მე­ლა­უ­რის ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა. ეს სპექ­ტაკ­ლი ნი­კოს ეძღ­ვ­ნე­ბა. რე­პე­ტი­ცი­ე­ბი უკ­ვე და­ვიწყეთ და მა­ლე მა­ყუ­რე­ბელს ჩვენს ნა­მუ­შე­ვარს ექ­ს­პე­რი­მენ­ტულ სცე­ნა­ზე შევ­თა­ვა­ზებთ.

- მხო­ლოდ ნი­კოს ლექ­სე­ბის მი­ხედ­ვი­თაა?

- დი­ახ და ლა­მა­ზა­დაა გა­კე­თე­ბუ­ლი. სპექ­ტაკ­ლ­ში 10 მსა­ხი­ო­ბი ვართ და­კა­ვე­ბუ­ლი.

- რამ­დე­ნი­მე დღის წინ, ბა­თუმ­ში იყა­ვი გა­და­ღე­ბა­ზე. იქ რო­მელ ფილ­მ­ზე იმუ­შა­ვე?

- ეს ქარ­თულ-ამე­რი­კუ­ლი პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც ქრის­ტო­ფერ კო­პო­ლამ გა­და­ი­ღო. ქარ­თუ­ლი ნა­წი­ლი უკ­ვე გა­და­ღე­ბუ­ლია, და­ნარ­ჩენ კად­რებ­ზე ამე­რი­კა­ში უნ­და იმუ­შა­ონ. ამ ფილ­მ­ში ანა გურ­ჯი თა­მა­შობს, სა­ინ­ტე­რე­სო სი­უ­ჟე­ტია, რო­მელ­ზეც ბუ­ნებ­რი­ვია. ჯერ ვერ ვი­ლა­პა­რა­კებ.

- პრე­მი­ე­რა­ზე ამე­რი­კა­ში მი­გიწ­ვე­ვენ?

- ეგ შენ­ზე მე­ტად მე მა­ინ­ტე­რე­სებს (ი­ცი­ნის). რო­გორც ვი­ცი, პრე­მი­ე­რა მო­მა­ვალ წელს იქ­ნე­ბა.

- წიგ­ნე­ბის კითხ­ვას, ახა­ლი გა­მო­ცე­მე­ბის გაც­ნო­ბას ახერ­ხებ?

- ნაკ­ლე­ბად, სულ სცე­ნა­რებს ვკითხუ­ლობ, ვსწავ­ლობ.

- კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა გაქვს?

- რა­ტომ­ღაც ლექ­სე­ბის და­მახ­სოვ­რე­ბა მი­ჭირს. არა­და, პო­ე­ზია ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ახ­ლა ნი­კოს ლექ­სებს ვარ მი­ჯაჭ­ვუ­ლი.

- ნი­კოს­თან მე­გობ­რობ­დი, ჯგუ­ფე­ლე­ბი იყა­ვით. ახ­ლა, ამ წუთ­ში, მას­ზე რა გახ­სენ­დე­ბა?

- სა­ი­მე­დო მე­გო­ბა­რი იყო, მხარში ამოდგომა იცო­და. სხარ­ტი ენა და იუმო­რი ჰქონ­და. მახ­სოვს, ოჯა­ხი რომ შევ­ქ­მე­ნი, ძა­ლი­ან რთულ პე­რი­ოდს და­ემ­თხ­ვა. სი­ცი­ვე, სიბ­ნე­ლე, შიმ­ში­ლი... ნი­კო 10, 20 დო­ლარს იშო­ვი­და და პრო­დუქ­ტით დატ­ვირ­თუ­ლი მოგ­ვად­გე­ბო­და ხოლ­მე. ჩე­მი მე­უღ­ლე სა­დილს ამ­ზა­დებ­და და ის ნაც­რის­ფე­რი დღე­ე­ბი ერ­თად გა­დაგ­ვ­ქონ­და. იმა­ზე, რომ ძა­ლი­ან კარ­გი პო­ე­ტი და მსა­ხი­ო­ბი იყო, აღა­რა­ფერს ვიტყ­ვი.

- წიგ­ნი მო­გი­პა­რავს?

- ბიბ­ლი­ო­თე­კი­დან წიგ­ნი ჩემს წი­ნა­პარ, სი­სო­ნა დარ­ჩი­ა­ზე მო­ვი­პა­რე და ცოცხა­ლი თა­ვით უკან აღარ მი­ვი­ტა­ნე. სახ­ლ­ში ეგ გა­მო­ცე­მა არ გვქონ­და და ძა­ლი­ან მინ­დო­და.

- ერ­თხელ ინ­ტერ­ვი­უ­ში მითხა­რი, სი­სო­ნა­ზე ფილ­მის გა­და­ღე­ბა მინ­და, მი­სი რო­ლი თა­ვად უნ­და ვი­თა­მა­შო, თო­რემ მე­რე ასა­კი ხელს აღარ შე­მიწყობს და ვე­ღარ შევ­ძ­ლე­ბო.

- ფილ­მის სცე­ნა­რი ჯერ მზად არ არის. ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ვარ, ვი­ცი, რა და რო­გორ უნ­და გა­და­ვი­ღო, მაგ­რამ ეს პრო­ცე­სი სამ­წუ­ხა­როდ, გა­ი­წე­ლა. ბო­ლომ­დე გუ­ლახ­დი­ლი რომ ვი­ყო, გეტყ­ვი, - ცო­ტა­თი ვი­ზარ­მა­ცე. იმე­დია, ამ ფილ­მის გა­და­ღე­ბას შევ­ძ­ლებ.

- რო­მელ პერ­სო­ნაჟ­თან იმე­გობ­რებ­დი?

- ყვე­ლას გა­ვიც­ნობ­დი. არ არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი და პერ­სო­ნა­ჟი, და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბი არ ჰქონ­დეს. ჩვენ უნ­და გვქონ­დეს იმის ნი­ჭი, რომ ნო­დარ დუმ­ბა­ძის თქმისა არ იყოს, ადა­მი­ანს ერ­თი მხრი­დან არ ვუ­ყუ­როთ. ქან­და­კე­ბა­სა­ვით შე­მო­ვუ­ა­როთ და სა­ი­და­ნაც ლა­მა­ზია, იმ მხრი­დან შევ­ხე­დოთ. რე­ა­ლურ ცხოვ­რე­ბა­ში მშვი­დი ადა­მი­ა­ნე­ბი მი­ზი­დავს. მათ­თან თავს კარ­გად ვგრძნობ.

- რო­მე­ლი წლი­დან ტარ­დე­ბა "ოს­კა­რე­ბით" და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნია?

- ჩე­მო კარ­გო, ეს პა­ტი­ვი ჯერ არ მქო­ნია, მაგ­რამ ვი­ცი, რომ 1929 წლი­დან ტარ­დე­ბა.

- და­ჯილ­დო­ე­ბის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე გა­მარ­ჯ­ვე­ბულ მსა­ხი­ო­ბებს ნა­ნატრ სტა­ტუ­ე­ტებს არ­თ­მე­ვენ და რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ უბ­რუ­ნე­ბენ, რა­ტომ?

- არ ვი­ცი.

- მას­ზე მფლო­ბე­ლის სა­ხელ­სა და გვარს ტვიფ­რა­ვენ.

- ა! ეს ვი­ცო­დი, მე­გო­ნა, კი­დევ სხვა რა­მე ხდე­ბო­და.

- რამ­დე­ნი­მე წლის წინ, ლონ­დონ­ში "კრის­ტის" აუქ­ცი­ონ­ზე 1912 წელს გა­მოშ­ვე­ბუ­ლი პლა­კა­ტი 12 ათას დო­ლა­რად გა­ი­ყი­და. ამ პლა­კა­ტით ყვე­ლას სა­სი­ა­მოვ­ნო და უსაფ­რ­თხო მოგ­ზა­უ­რო­ბის­თ­ვის ეპა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. სად?

- 1912 წელს, სად უნ­და წა­სუ­ლიყ­ვ­ნენ?

- მი­ნიშ­ნე­ბად მხო­ლოდ ერთ სიტყ­ვას გეტყ­ვი - "ხო­მალ­დი".

- ვერ გი­პა­სუ­ხებ.

- "ტი­ტა­ნიკ­ზე­ა" ლა­პა­რა­კი. 1919 წელს კი­ევ­ში სო­ლოვ­ცე­ვის თე­ატ­რ­ში კო­ტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის მი­ერ დად­გ­მუ­ლი ლო­პე დე ვე­გას დრა­მა - "ცხვრის წყა­რო" საბ­ჭო­თა თე­ატ­რის ის­ტო­რი­ა­ში შე­ვი­და და გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა. რა­ტომ?

- "ცხვრის წყა­რო" პირ­ვე­ლი საბ­ჭო­თა სპექ­ტაკ­ლი იყო. სხვა მი­ზე­ზიც არ­სე­ბობ­და?

- სწო­რად მი­პა­სუ­ხე. სად მდე­ბა­რე­ობს ბა­სი­ა­ნი, სა­დაც თა­მა­რის მე­ფო­ბის დროს ბრძო­ლა მოხ­და?

- ახ­ლან­დე­ლი თურ­ქე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა.

- X სა­უ­კუ­ნე­ში ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა დახ­მა­რე­ბის­თ­ვის და­ვით კუ­რა­პა­ლატს მი­მარ­თა. ვინ მე­თა­უ­რობ­და ბი­ზან­ტი­ა­ში გაგ­ზავ­ნილ ჯარს?

- თორ­ნი­კე ერის­თა­ვი.

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში მოღ­ვა­წე­ობ­და ან­თი­მოზ ივე­რი­ე­ლი?

- რუ­მი­ნეთ­ში.

- სპარ­სუ­ლი ან­და­ზა გვარ­წ­მუ­ნებს, რომ თუ ადა­მი­ა­ნი სიბ­რ­ძ­ნეს ეძებს, ის ჭკვი­ა­ნია. ამ ან­და­ზის მი­ხედ­ვით, რო­დის არის ადა­მი­ა­ნი სუ­ლე­ლი?

- რო­ცა იტყ­ვის, ბრძე­ნი ვა­რო. არა?

- რო­ცა ჰგო­ნია, რომ სიბ­რ­ძ­ნე იპო­ვა. რო­მე­ლი მწერ­ლის სახლ-მუ­ზე­უ­მის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბაა შე­საძ­ლე­ბე­ლი კა­ხეთ­შიც, ქარ­თ­ლ­შიც და დე­და­ქა­ლაქ­შიც?

- ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის.

- ვინ თა­მა­შობს მთა­ვარ როლს "რო­მა­ულ არ­და­დე­გებ­ში"?

- ოდ­რი ჰეპ­ბერ­ნი.

- "ხე­ვის­ბე­რი გო­ჩა", "ნი­ნო", "და­თა თუ­თაშ­ხი­ა", "გან­გა­ში" - ამ ფილ­მე­ბი­დან, რომ­ლის­თ­ვის არ და­უ­წე­რია მუ­სი­კა რე­ვაზ ლა­ღი­ძეს?

- "და­თა თუ­თაშ­ხი­ა".

- რო­მელ ქვე­ყა­ნა­ში გარ­და­იც­ვა­ლა ბა­ი­რო­ნი?

- სა­ბერ­ძ­ნეთ­ში.

- 1931 წელს, მწე­რალ­თა ფე­დე­რა­ცი­ამ ეს მწე­რა­ლი თა­ვი­სი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის რი­გე­ბი­დან ერ­თხ­მად გა­რიცხა. "ცნო­ბი­ლია, რო­გორც რე­აქ­ცი­ო­ნე­რი და ან­ტი­საბ­ჭო­თა მწე­რა­ლი, რო­მე­ლიც ამ 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ნუწყ­ვეტ­ლივ იბ­რ­ძ­ვის მხატ­ვ­რუ­ლი პრო­დუქ­ცი­ით და ზე­პი­რი გა­მოს­ვ­ლე­ბით თა­ვა­დაზ­ნა­უ­რუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის, შო­ვი­ნიზ­მის და "შა­ვი ჩო­ხის" ტრა­დი­ცი­ის და­სა­ცა­ვად". და­ა­სა­ხე­ლე ეს მწე­რა­ლი.

- კონ­ს­ტან­ტი­ნე გამ­სა­ხურ­დია.

- წლე­ბის წინ, ბოთ­ლის რა ნა­წილ­ზე იყო და­ტა­ნი­ლი ღვი­ნის სა­ხე­ლი, დაკ­რე­ფის, ჩა­მოს­ხ­მის წე­ლი და სხვა ინ­ფორ­მა­ცია?

- (ფიქ­რობს) ვერ ვიხ­სე­ნებ.

- სა­ცობ­ზე. ამ ქა­ლა­ქის ერთ-ერ­თი მთა­ვა­რი მო­ე­და­ნი თბი­ლი­სის მო­ე­და­ნია, ჩვენს ქა­ლაქ­შიც არ­სე­ბობს იმ ქა­ლა­ქის სა­ხე­ლო­ბის მო­ე­და­ნი.

- (ფიქ­რობს) რო­მე­ლია?

- ზა­არ­ბ­რი­უ­კე­ნი. რო­გორც ლე­გენ­და გად­მოგ­ვ­ცემს, ის პირ­ვე­ლად თხებ­მა აღ­მო­ა­ჩი­ნეს. მწყემ­ს­მა შე­ნიშ­ნა, რომ მას შემ­დეგ, რაც თხე­ბი ამ მცე­ნა­რის ფოთ­ლებს შე­ჭამ­დ­ნენ, უფ­რო ენერ­გი­უ­ლად დახ­ტოდ­ნენ. და­ა­სა­ხე­ლე, რა­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ვერ ვხვდე­ბი.

- მი­გა­ნიშ­ნებ, სას­მ­ლის სა­ხე­ო­ბაა, ცი­ვიც შე­იძ­ლე­ბა მი­ვირ­თ­ვათ და ცხე­ლიც.

- მაბ­ნევ.

- ყა­ვა­ზეა ლა­პა­რა­კი. "ღა­მის ოს­ტა­ტი", "ჩე­მი ცხოვ­რე­ბა", "მუ­ლენ რუ­ჟი", "ოქ­როს კომ­პა­სი": და­ა­სა­ხე­ლე, რო­მე­ლი მსა­ხი­ო­ბი მო­ნა­წი­ლე­ობს ამ ფილ­მებ­ში?

- ნი­კოლ კიდ­მა­ნი.

- ეს ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი შოტ­ლან­დი­ე­ლი ფერ­მე­რის ოჯახ­ში და­ი­ბა­და, სა­შუ­ა­ლო სკო­ლა ვერ და­ამ­თავ­რა, რად­გან იძუ­ლე­ბუ­ლი იყო, მა­მას­თან დამ­ხ­მა­რედ ემუ­შა­ვა. ლექ­სე­ბის პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი 1786 წელს გა­მოს­ცა და დი­დი წარ­მა­ტე­ბა ხვდა. მი­სი ლექ­სე­ბი თარ­გ­მ­ნი­ლია ქარ­თუ­ლა­დაც. ვის­ზეა ლა­პა­რა­კი?

- რო­ბერტ ბერ­ნ­სზე.

- მხატ­ვ­რო­ბა­ში კარ­გად ერ­კ­ვე­ვი?

- მოყ­ვა­რუ­ლის დო­ნე­ზე.

- "ძი­ძა ბავ­შ­ვით", "მე­თევ­ზე", "ჟი­რა­ფი", "მე­ე­ზო­ვე" - ვინ არის ამ ცნო­ბი­ლი ტი­ლო­ე­ბის ავ­ტო­რი?

- ფი­როს­მა­ნი.

- "იმ­დე­ნად მარ­ტო­სუ­ლი გახ­ლ­დათ, იმ­დე­ნად თა­ვი­სე­ბუ­რი და გან­ს­ხ­ვა­ვე­ბუ­ლი, მას­თან და­ახ­ლო­ე­ბა და გა­ში­ნა­უ­რე­ბა, მი­სი გაც­ნო­ბა და შეც­ნო­ბა შე­უძ­ლე­ბე­ლი იყო. ჩა­უ­წე­რია კი­დეც, - თქვენ რომ გგო­ნი­ათ, ის არ ვა­რო", - ვკითხუ­ლობთ ვახ­ტანგ ჯა­ვა­ხა­ძის ერთ-ერთ წიგ­ნ­ში. რო­მელ პო­ეტს ეძღ­ვ­ნე­ბა იგი?

- ჯა­ვა­ხა­ძის "უც­ნობს" გუ­ლის­ხ­მობ?

- დი­ახ.

- გა­ლაკ­ტი­ონ ტა­ბი­ძეს ეძღ­ვ­ნე­ბა.

- 1966 წელს ფეხ­ბურ­თის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნატ­ზე ინ­გ­ლი­სი­სა და არ­გენ­ტი­ნის ნაკ­რე­ბი გუნ­დე­ბის შეხ­ვედ­რი­სას ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და. გერ­მა­ნელ­მა მსაჯ­მა ერთ-ერთ ფეხ­ბურ­თელს მო­ედ­ნის და­ტო­ვე­ბა უბ­რ­ძა­ნა. მო­თა­მა­შემ გერ­მა­ნუ­ლი ენა არ იცო­და და მო­ე­დან­ზე თა­მა­ში გა­აგ­რ­ძე­ლა. ამის შემ­დეგ ფეხ­ბურ­თ­ში ახა­ლი წე­სე­ბი შე­მო­ი­ღეს. რა სი­ახ­ლე­ზეა ლა­პა­რა­კი?

- წი­თე­ლი და ყვი­თე­ლი ბა­რა­თე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა­ზე, სხვა რა უნ­და იყოს?

- "სულ უბ­რა­ლო სო­ფელს მა­შინ გა­უ­ვარ­დე­ბა სა­ხე­ლი, თუ იქ დი­დი ვაჟ­კა­ცი და­ი­ბა­და", - რო­მე­ლი ნა­წარ­მო­ე­ბის ეპი­ლოგ­ში წერს ამ სიტყ­ვებს მი­ხე­ილ ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი?

- "არ­სე­ნა მა­რაბ­დე­ლი".

- რა­ტომ უწო­დე­ბენ შავ ზღვას ორ­სარ­თუ­ლი­ანს?

- იმი­ტომ, რომ გარ­კ­ვე­უ­ლი მან­ძი­ლის ქვე­მოთ, გო­გირ­დის დი­დი რა­ო­დე­ნო­ბის გა­მო, სი­ცოცხ­ლე არ არის.

- რო­მელ ქარ­თულ ფილ­მ­შია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი გრი­გოლ ორ­ბე­ლი­ა­ნის მუ­ხამ­ბა­ზი - "გინდ მე­ძი­ნოს, მა­ინც სულ­ში მი­ზი­ხარ"?

- "ქე­თო და კო­ტე­ში".

- "ქა­ლი? მიყ­ვარს, მიყ­ვარს ქა­ლი/ ღვი­ნოც, ოღონდ არა ქარ­ხ­ნის,/ პუ­რიც, ოღონდ არა ფურ­ნის,/ პუ­რი - თო­ნის,/ ღვი­ნო - ჭუ­რის,/ ქა­ლი - მსგავ­სი გა­ზაფხუ­ლის". ამ ლექ­სის ავ­ტო­რი ვინ არის?

- მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

- მას მარ­ხი­ლის ძაღლს უწო­დე­ბენ. უძ­ლებს დატ­ვირ­თ­ვას და ყინ­ვას შეჩ­ვე­უ­ლია. მას ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე უში­შარ, სწრაფ და ძლი­ერ ძაღ­ლად მი­იჩ­ნე­ვენ. უმე­ტე­სო­ბას ცის­ფე­რი თვა­ლე­ბი აქვს და ჩრდი­ლო­ეთ რე­გი­ო­ნებ­ში გვხვდე­ბა. ძაღ­ლის რო­მელ ჯიშ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- ლა­ი­კა­ზე.

- სად მოკ­ლეს ლინ­კოლ­ნი?

- თე­ატ­რ­ში.

- და­ბო­ლოს, და­ას­რუ­ლე მარ­კუს ავ­რე­ლი­უ­სის ცნო­ბი­ლი გა­მო­ნათ­ქ­ვა­მი: "ყვე­ლა­ზე სა­ზიზღა­რი სა­ხე­ო­ბა სიმ­ხ­და­ლი­სა - ეს არის სა­კუ­თა­რი..."

- ვერ და­ვას­რუ­ლებ.

- "...სა­კუ­თა­რი თა­ვის შებ­რა­ლე­ბა".

მოამზადა თამუნა კვინიკაძემ

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება