მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს
რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს

სა­ბა­ჟო კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის (რუ­სე­თი, ბე­ლო­რუ­სი, ყა­ზა­ხე­თი) ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი საც­ვლე­ბის წარ­მო­ე­ბა­ზე, იმ­პორ­ტსა და რე­ა­ლი­ზა­ცი­ა­ზე აკ­რძალ­ვა შე­მო­ი­ღეს.

აკ­რძალ­ვა გა­მო­იწ­ვია იმან, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი პრო­დუქ­ცია სა­ბა­ჟო კავ­ში­რის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენტს არ აკ­მა­ყო­ფი­ლებს.

"მო­თხოვ­ნე­ბი ახა­ლი არ არის, ისი­ნი უკვე არ­სე­ბობ­და. კო­ლე­გებს მათ­ზე დაყ­რდნო­ბით უნდა შე­მო­ე­ტა­ნათ პრო­დუქ­ცია, ხოლო მათ ისე გა­ა­სა­ღეს, თით­ქოს მათ­თვის ეს ახა­ლია. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ვა, რო­გორ შე­მოჰ­ქონ­დათ ადრე პრო­დუქ­ცია", - გა­ნა­ცხა­და ევ­რა­ზი­ის ეკო­ნო­მი­კუ­რი კო­მი­სი­ის ტექ­ნი­კუ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის სა­კი­თხე­ბის მი­ნის­ტრმა, ვა­ლე­რი კო­რეშ­კოვ­მა.

ასე­თი ტი­პის პრო­დუქ­ტი მა­ღა­ზი­ე­ბის დახ­ლე­ბი­დან შე­საძ­ლოა, 2014 წლის 1-ელი ივ­ლი­სი­დან გაქ­რეს, თუ სა­ბა­ჟო კავ­ში­რის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში ცვლი­ლე­ბებს არ შე­ი­ტა­ნენ.

რუ­სე­თის მრეწ­ვე­ლო­ბი­სა და ვაჭ­რო­ბის სა­მი­ნის­ტრომ ადრე გა­ნა­ცხა­და, რომ სა­ბა­ჟო კავ­ში­რის ტექ­ნი­კურ რეგ­ლა­მენ­ტში ქა­ლის მაქ­მა­ნე­ბი­ა­ნი საც­ვლე­ბის აკ­რძალ­ვის გა­უქ­მე­ბის მიღ­წე­ვას გეგ­მავს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Интерфакс-ის მი­ხედ­ვით.

რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს

რუსეთში მაქმანებიანი საცვლები აკრძალეს

საბაჟო კავშირის ქვეყნების (რუსეთი, ბელორუსი, ყაზახეთი) ტერიტორიაზე მაქმანებიანი საცვლების წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აკრძალვა შემოიღეს.

აკრძალვა გამოიწვია იმან, რომ აღნიშნული პროდუქცია საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტს არ აკმაყოფილებს.

"მოთხოვნები ახალი არ არის, ისინი უკვე არსებობდა. კოლეგებს მათზე დაყრდნობით უნდა შემოეტანათ პროდუქცია, ხოლო მათ ისე გაასაღეს, თითქოს მათთვის ეს ახალია. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გარკვევა, როგორ შემოჰქონდათ ადრე პროდუქცია", - განაცხადა ევრაზიის ეკონომიკური კომისიის ტექნიკური რეგულირების საკითხების მინისტრმა, ვალერი კორეშკოვმა.

ასეთი ტიპის პროდუქტი მაღაზიების დახლებიდან შესაძლოა, 2014 წლის 1-ელი ივლისიდან გაქრეს, თუ საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებებს არ შეიტანენ.

რუსეთის მრეწველობისა და ვაჭრობის სამინისტრომ ადრე განაცხადა, რომ საბაჟო კავშირის ტექნიკურ რეგლამენტში ქალის მაქმანებიანი საცვლების აკრძალვის გაუქმების მიღწევას გეგმავს.

მომზადებულია Интерфакс-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს