კონფლიქტები
პოლიტიკა
მსოფლიო

6

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:10-ზე, მთვარე ლომში იქნება 08:37-დან რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა მოგზაურობის, შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადაადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან
 მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან

მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლავს, სა­ვა­რა­უ­დოდ, შა­ბათს, 22 თე­ბერ­ვალს გახ­სნი­ან, - ამის შე­სა­ხებ სა­მე­ბის სა­კა­თედ­რო ტა­ძარ­ში მე­უ­ფე ია­კობ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, საფ­ლა­ვის გახ­სნა და­გეგ­მი­ლია მო­მა­ვა­ლი კვი­რის ბო­ლოს, სა­ვა­რა­უ­დოდ კი - შა­ბათს. მე­უ­ფე ია­კო­ბის გან­ცხა­დე­ბით, ყევ­ლა იმ ადა­მი­ანს, ვი­საც უნდა მი­ახ­ლო­ე­ბა მამა გაბ­რი­ე­ლის წმინ­და ნა­წი­ლებ­თან, შე­ეძ­ლე­ბა მი­ვი­დეს და მი­ი­ღოს ლოც­ვა-კურ­თხე­ვა.

მი­სი­ვე თქმით, ძა­ლი­ან ბევ­რი ხალ­ხი იქ­ნე­ბა, ამი­ტომ სა­ხელ­მწი­ფო და­ეხ­მა­რე­ბა მათ და იმის გამო, რომ მომ­ლოც­ვე­ლებს ხელი არ შე­ე­შა­ლოთ, გარ­კვე­უ­ლი ტე­რი­ტო­რია გა­და­კე­ტი­ლი იქ­ნე­ბა და მომ­ლოც­ვე­ლებს ფე­ხით მის­ვლა მო­უ­წევთ.

"ვი­საც უნდა კურ­თხე­ვის მი­ღე­ბა, ალ­ბათ კე­თი­ლი უნდა ინე­ბოს და ცოტა ფე­ხი­თაც გა­ვი­ა­როთ. თქვენ იცით, რო­გორ ცხოვ­რობ­და მამა გაბ­რი­ე­ლი. უმე­ტე­სო­ბას სუ­ლე­ლი და გიჟი ეგო­ნა და ხალ­ხის­გან შე­რის­ხუ­ლი უფალ­მა რო­გორ გა­ნა­დი­და, კარ­გად ხე­დავთ, ამი­ტომ ბევ­რი რამ ადა­მი­ა­ნის­თვის ყო­ველ­თვის და­ფა­რუ­ლია. პირ­და­პირ არ ჩანს ხოლ­მე ვინ ვინ არის", - გა­ნა­ცხა­და მე­უ­ფე ია­კობ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მამა გაბ­რი­ე­ლის საფ­ლა­ვის გახ­სნას­თან და­კავ­ში­რე­ბით და­ნარ­ჩე­ნი დე­ტა­ლე­ბი ცნო­ბი­ლი პატ­რი­არ­ქის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ გახ­დე­ბა. უწ­მინ­დე­სი რე­გი­ო­ნი­დან დე­და­ქა­ლაქ­ში სამ­შა­ბათს დაბ­რუნ­დე­ბა.

იხი­ლეთ ვი­დეო

მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან

 მამა გაბრიელის საფლავს 22 თებერვალს გახსნიან

მამა გაბრიელის საფლავს, სავარაუდოდ, შაბათს, 22 თებერვალს გახსნიან, - ამის შესახებ სამების საკათედრო ტაძარში მეუფე იაკობმა განაცხადა.

მისი თქმით, საფლავის გახსნა დაგეგმილია მომავალი კვირის ბოლოს, სავარაუდოდ კი - შაბათს. მეუფე იაკობის განცხადებით, ყევლა იმ ადამიანს, ვისაც უნდა მიახლოება მამა გაბრიელის წმინდა ნაწილებთან, შეეძლება მივიდეს და მიიღოს ლოცვა-კურთხევა.

მისივე თქმით, ძალიან ბევრი ხალხი იქნება, ამიტომ სახელმწიფო დაეხმარება მათ და იმის გამო, რომ მომლოცველებს ხელი არ შეეშალოთ, გარკვეული ტერიტორია გადაკეტილი იქნება და მომლოცველებს ფეხით მისვლა მოუწევთ.

"ვისაც უნდა კურთხევის მიღება, ალბათ კეთილი უნდა ინებოს და ცოტა ფეხითაც გავიაროთ. თქვენ იცით, როგორ ცხოვრობდა მამა გაბრიელი. უმეტესობას სულელი და გიჟი ეგონა და ხალხისგან შერისხული უფალმა როგორ განადიდა, კარგად ხედავთ, ამიტომ ბევრი რამ ადამიანისთვის ყოველთვის დაფარულია. პირდაპირ არ ჩანს ხოლმე ვინ ვინ არის", - განაცხადა მეუფე იაკობმა.

მისივე თქმით, მამა გაბრიელის საფლავის გახსნასთან დაკავშირებით დანარჩენი დეტალები ცნობილი პატრიარქის თბილისში დაბრუნების შემდეგ გახდება. უწმინდესი რეგიონიდან დედაქალაქში სამშაბათს დაბრუნდება.

იხილეთ ვიდეო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია