სამართალი
სამხედრო
მსოფლიო

31

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება
თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება

თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, აპ­რი­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში გა­იხ­სნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რო­მელ­მაც მო­ად­გი­ლეს­თან ერ­თად იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­რე­ა­ბი­ლი­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი და­ათ­ვა­ლი­ე­რა.

თეა წუ­ლუ­კი­ა­ნი და მისი მო­ად­გი­ლე მი­ხე­ილ სარ­ჯვე­ლა­ძე სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას ექ­სპერ­ტებ­თან და სა­ხელ­მწი­ფო სამ­შე­ნებ­ლო კომ­პა­ნი­ის წა­მო­მად­გენ­ლებ­თან ერ­თად გა­ეც­ნენ.

წუ­ლუ­კი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­მუ­შა­ო­ე­ბის მიმ­დი­ნა­რე­ო­ბას აქვს ერ­თა­დერ­თი მი­ზა­ნი, რაც შე­იძ­ლე­ბა სწრა­ფად გა­იხ­სნას მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის­თვის თბი­ლი­სის იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის მი­სა­ღე­ბის დიდი დარ­ბა­ზი.

რო­გორც მი­ნის­ტრმა აღ­ნიშ­ნა, სა­მუ­შა­ო­ე­ბი უნდა იყოს ხა­რის­ხი­ა­ნი, რაც გუ­ლის­ხმობს იმას, რომ მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ნა­ი­რი საფრ­თხე არ და­ე­მუქ­როთ.

"მო­ქა­ლა­ქე­თა დარ­ბაზ­ზე პირ­და­პირ ე.წ. ფო­თო­ლი ჰკი­დია, რომ­ლი­თაც სა­ხუ­რა­ვის ნა­წი­ლია გა­და­ხუ­რუ­ლი და თუ არ ვიქ­ნე­ბით დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი იმა­ში, რომ ჩვენს მო­ქა­ლა­ქე­ებს არა­ფე­რი საფრ­თხე და­ე­მუქ­რე­ბათ, რა თქმა უნდა, მა­ნამ­დე დარ­ბა­ზი ვერ გა­იხ­სნე­ბა. მე შე­მიძ­ლია ვი­ვა­რა­უ­დო, რომ აპ­რი­ლის პირ­ველ ნა­ხე­ვარ­ში ჩვენ მზად ვიქ­ნე­ბით, რომ დარ­ბა­ზი გა­იხ­სნას", - აღ­ნიშ­ნა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა და დას­ძი­ნა, რომ შე­ნო­ბა თა­ვის დრო­ზე უხა­რის­ხოდ და ნაჩ­ქა­რე­ვად აშენ­და.

ამ­ჟა­მად, იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის ე.წ. ფოთ­ლის შიდა ნა­წილ­ში შე­დუ­ღე­ბი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, შე­ნო­ბას ემა­ტე­ბა საყ­რდე­ნი კონ­სტრუქ­ცი­ე­ბი.

რო­გორც სა­მი­ნის­ტრო­ში აცხა­დე­ბენ, შიდა ნა­წი­ლი ეტა­პობ­რი­ვად სუფ­თავ­დე­ბა თა­ვის დრო­ზე სიჩ­ქა­რის გამო და­ტო­ვე­ბუ­ლი სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბის ნარ­ჩე­ნე­ბის­გან. ამას­თან, ერ­თდრო­უ­ლად ხდე­ბა სა­ხუ­რა­ვის და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი ნა­წი­ლის შე­ფუთ­ვაც.

იუს­ტი­ცი­ის სახ­ლის სა­ხუ­რა­ვის სა­რე­ა­ბი­ლა­ტა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბის შემ­დეგ მი­ნის­ტრმა ავ­ტო­სად­გო­მიც და­ათ­ვა­ლი­ე­რა, სა­დაც სა­რე­მონ­ტო პრო­ცე­სე­ბი უკვე დას­რუ­ლე­ბუ­ლია.

თეა წუ­ლუ­კი­ან­მა პარ­კინ­გის ქვე­და დო­ნეც და­ათ­ვა­ლი­ე­რა, სა­დაც ამ ეტაპ­ზე კო­მუ­ნი­კა­ცი­ე­ბის მონ­ტა­ჟი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა

თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება

თბილისის იუსტიციის სახლი აპრილში გაიხსნება

თბილისის იუსტიციის სახლი, სავარაუდოდ, აპრილის პირველ ნახევარში გაიხსნება, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელმაც მოადგილესთან ერთად იუსტიციის სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

თეა წულუკიანი და მისი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე სარემონტო სამუშაოების მიმდინარეობას ექსპერტებთან და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიის წამომადგენლებთან ერთად გაეცნენ.

წულუკიანის განცხადებით, სამუშაოების მიმდინარეობას აქვს ერთადერთი მიზანი, რაც შეიძლება სწრაფად გაიხსნას მოქალაქეებისთვის თბილისის იუსტიციის სახლის მისაღების დიდი დარბაზი.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, სამუშაოები უნდა იყოს ხარისხიანი, რაც გულისხმობს იმას, რომ მოქალაქეებს არანაირი საფრთხე არ დაემუქროთ.

"მოქალაქეთა დარბაზზე პირდაპირ ე.წ. ფოთოლი ჰკიდია, რომლითაც სახურავის ნაწილია გადახურული და თუ არ ვიქნებით დარწმუნებული იმაში, რომ ჩვენს მოქალაქეებს არაფერი საფრთხე დაემუქრებათ, რა თქმა უნდა, მანამდე დარბაზი ვერ გაიხსნება. მე შემიძლია ვივარაუდო, რომ აპრილის პირველ ნახევარში ჩვენ მზად ვიქნებით, რომ დარბაზი გაიხსნას", - აღნიშნა თეა წულუკიანმა და დასძინა, რომ შენობა თავის დროზე უხარისხოდ და ნაჩქარევად აშენდა.

ამჟამად, იუსტიციის სახლის სახურავის ე.წ. ფოთლის შიდა ნაწილში შედუღებითი სამუშაოები მიმდინარეობს, შენობას ემატება საყრდენი კონსტრუქციები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, შიდა ნაწილი ეტაპობრივად სუფთავდება თავის დროზე სიჩქარის გამო დატოვებული სამშენებლო მასალების ნარჩენებისგან. ამასთან, ერთდროულად ხდება სახურავის დაზიანებული ნაწილის შეფუთვაც.

იუსტიციის სახლის სახურავის სარეაბილატაციო სამუშაოების შემდეგ მინისტრმა ავტოსადგომიც დაათვალიერა, სადაც სარემონტო პროცესები უკვე დასრულებულია.

თეა წულუკიანმა პარკინგის ქვედა დონეც დაათვალიერა, სადაც ამ ეტაპზე კომუნიკაციების მონტაჟი და ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ