პოლიტიკა
მოზაიკა
მსოფლიო

11

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 18:54-ზე, მთვარე სასწორს ესტუმრება 05:12-ზე დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
საზოგადოება
სპორტი
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"
ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"

"ორი ვარ­სკვლა­ვის" ერთ-ერთი მო­ნა­წი­ლე, "მის სა­ქარ­თვე­ლო - 2003" ირი­ნა ონაშ­ვი­ლი იქ­ნე­ბა. სიმ­ღე­რა რომ უყ­ვარს, ეს "მის მსოფ­ლიო" 2003-ზეც და­ამ­ტკი­ცა, კონ­კურ­სზე რე­ვაზ ლა­ღი­ძის "თბი­ლი­სო" შე­ას­რუ­ლა. ახლა კი "ორ ვარ­სკვლავ­ში" "ახა­ლი ხმის" მო­ნა­წი­ლე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან ერ­თად იმ­ღე­რებს.

"ამ­ბე­ბი.გე" ირი­ნა ონაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და.

- "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის­გან" გან­სხვა­ვე­ბით, ამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე ბევ­რი არ მი­ფიქ­რია, რად­გა­ნაც მი­მაჩ­ნია, რომ სიმ­ღე­რას­თან უფრო "ახ­ლოს" ვარ და გა­მო­მი­ვა, ვიდ­რე ცეკ­ვა.

- მა­ინც რა მო­ლო­დი­ნი გაქვს?

- ვი­ნა­ი­დან ერ­თმა­ნეთს სიმ­ღე­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი ვე­ჯიბ­რე­ბით, რა­ღაც შან­სი ალ­ბათ მაქვს, მაგ­რამ გა­მარ­ჯვე­ბა­ზე და ჩემს შან­სებ­ზე ჯერ არც ვფიქ­რობ. ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ჯგუფ­თან მო­მი­წევს მუ­შა­ო­ბა და ურ­თი­ერ­თო­ბა. უნდა ვთქვა, რომ ასე­ვე სა­ინ­ტე­რე­სო მო­ნა­წი­ლე­ე­ბი არი­ან. მთა­ვა­რია, ახლა მა­ყუ­რე­ბელ­მაც კრი­ტი­კუ­ლად არ შეგ­ვა­ფა­სოს და გვი­გულ­შე­მატ­კივ­როს...

- ჟან­რობ­რი­ვად ყვე­ლა­ნა­ი­რი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბას შეძ­ლებ? მზად ხარ ამის­თვის?

- ყვე­ლა­ნა­ი­რი სიმ­ღე­რის შე­სას­რუ­ლებ­ლად წე­სით, მზად ვარ, მაგ­რამ იმე­დი მაქვს, რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ჯგუ­ფის დახ­მა­რე­ბის, ასე­ვე ჩვე­ნი მუ­სი­კა­ლუ­რი ხელ­მძღვა­ნე­ლის, რუსა მორ­ჩი­ლა­ძის და რა თქმა უნდა, ჩემი პარტნი­ო­რის. მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს და ბევ­რს ნიშ­ნავს, ვის­თან ერ­თად მღე­რი. მე გი­ორ­გი მა­ხა­რაშ­ვილ­თან ერ­თად მო­მი­წევს სცე­ნა­ზე დგო­მა. ის კონ­კურ­სის "ახა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლე გახ­ლდათ. ვეც­დე­ბი, დიდი შრო­მის შე­დე­გად, მაქ­სი­მუ­მის გა­კე­თე­ბა შევ­ძლო, რომ ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე კარ­გად წარვსდგე მა­ყუ­რებ­ლის წი­ნა­შე. ეს ად­ვი­ლი ნამ­დვი­ლად არ არის და წი­ნას­წარ ძა­ლი­ან ვნერ­ვი­უ­ლობ.

- და რო­გორ ფიქ­რობ, რა იქ­ნე­ბა ეს პრო­ექ­ტი შენ­თვის?

- ჩემ­თვის ეს პრო­ექ­ტი იქ­ნე­ბა კი­დევ უფრო მეტი გა­მოც­დი­ლე­ბა, ხა­ლი­სი, გარ­თო­ბა, ყვე­ლა­ფე­რი პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი ემო­ცია, მაგ­რამ ვიცი, ჩემი ხა­სი­ა­თი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი შრო­მის და ენერ­გი­ის ჩა­დე­ბაც მო­მი­წევს, ისე არც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას.

- ოჯახ­ში რა გი­თხრეს? მე­უღ­ლეს, ლადო ვარ­ძე­ლაშ­ვილს თუ მო­ე­წო­ნა ეს იდეა?

- ოჯახ­ში ყვე­ლა ჩემი გულ­შე­მატ­კი­ვა­რია - დედა, მამა, ლადო და ჩემი დები. ვიცი, რომ ჩემი დის­შვი­ლე­ბიც და ლა­დოს შვი­ლი ანაც ძა­ლი­ან "მი­ბა­ლელ­ში­კე­ბენ", იმი­ტომ რომ, გო­გო­ე­ბი სიმ­ღე­რა­ზე გიჟ­დე­ბი­ან. ასე რომ, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მზად არი­ან, ეს ორი თვე ამი­ტა­ნონ, რად­გან, თით­ქმის ყველ­გან, ქუ­ჩა­ში, მან­ქა­ნა­ში, სახ­ლში ვმღე­რი და უკვე დამ­ცი­ნი­ან. მე კი ტექ­სტებს ვი­ზე­პი­რებ. მოკ­ლედ, მზად ვარ შრო­მი­სა და თავ­და­დე­ბის­თვის. ამას­თან, მთა­ვა­რია მა­ყუ­რე­ბელ­მაც კარ­გად შეგ­ვა­ფა­სოს. მა­ინც მათ­ზეა ყვე­ლა­ფე­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლი.

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქარიშხალი ამერიკის შეერთებულ შტატებში - უცხოური მედიების ცნობით, სტიქიურ მოვლენას, სულ მცირე, 24 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"

ირინა ონაშვილი: "თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან"

"ორი ვარსკვლავის" ერთ-ერთი მონაწილე, "მის საქართველო - 2003" ირინა ონაშვილი იქნება. სიმღერა რომ უყვარს, ეს "მის მსოფლიო" 2003-ზეც დაამტკიცა, კონკურსზე რევაზ ლაღიძის "თბილისო" შეასრულა. ახლა კი "ორ ვარსკვლავში" "ახალი ხმის" მონაწილე გიორგი მახარაშვილთან ერთად იმღერებს.

"ამბები.გე" ირინა ონაშვილს დაუკავშირდა.

- "ცეკვავენ ვარსკვლავებისგან" განსხვავებით, ამ შემოთავაზებაზე ბევრი არ მიფიქრია, რადგანაც მიმაჩნია, რომ სიმღერასთან უფრო "ახლოს" ვარ და გამომივა, ვიდრე ცეკვა.

- მაინც რა მოლოდინი გაქვს?

- ვინაიდან ერთმანეთს სიმღერის მოყვარულები ვეჯიბრებით, რაღაც შანსი ალბათ მაქვს, მაგრამ გამარჯვებაზე და ჩემს შანსებზე ჯერ არც ვფიქრობ. ძალიან საინტერესო ჯგუფთან მომიწევს მუშაობა და ურთიერთობა. უნდა ვთქვა, რომ ასევე საინტერესო მონაწილეები არიან. მთავარია, ახლა მაყურებელმაც კრიტიკულად არ შეგვაფასოს და გვიგულშემატკივროს...

- ჟანრობრივად ყველანაირი სიმღერის შესრულებას შეძლებ? მზად ხარ ამისთვის?

- ყველანაირი სიმღერის შესასრულებლად წესით, მზად ვარ, მაგრამ იმედი მაქვს, როგორც შემოქმედებითი ჯგუფის დახმარების, ასევე ჩვენი მუსიკალური ხელმძღვანელის, რუსა მორჩილაძის და რა თქმა უნდა, ჩემი პარტნიორის. მნიშვნელობა აქვს და ბევრს ნიშნავს, ვისთან ერთად მღერი. მე გიორგი მახარაშვილთან ერთად მომიწევს სცენაზე დგომა. ის კონკურსის "ახალი ხმა" მონაწილე გახლდათ. ვეცდები, დიდი შრომის შედეგად, მაქსიმუმის გაკეთება შევძლო, რომ ყველა კონცერტზე კარგად წარვსდგე მაყურებლის წინაშე. ეს ადვილი ნამდვილად არ არის და წინასწარ ძალიან ვნერვიულობ.

- და როგორ ფიქრობ, რა იქნება ეს პროექტი შენთვის?

- ჩემთვის ეს პროექტი იქნება კიდევ უფრო მეტი გამოცდილება, ხალისი, გართობა, ყველაფერი პოზიტიური და დადებითი ემოცია, მაგრამ ვიცი, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, რომ ძალიან ბევრი შრომის და ენერგიის ჩადებაც მომიწევს, ისე არც მივიღებდი მონაწილეობას.

- ოჯახში რა გითხრეს? მეუღლეს, ლადო ვარძელაშვილს თუ მოეწონა ეს იდეა?

- ოჯახში ყველა ჩემი გულშემატკივარია - დედა, მამა, ლადო და ჩემი დები. ვიცი, რომ ჩემი დისშვილებიც და ლადოს შვილი ანაც ძალიან "მიბალელშიკებენ", იმიტომ რომ, გოგოები სიმღერაზე გიჟდებიან. ასე რომ, ჩემი ოჯახის წევრები მზად არიან, ეს ორი თვე ამიტანონ, რადგან, თითქმის ყველგან, ქუჩაში, მანქანაში, სახლში ვმღერი და უკვე დამცინიან. მე კი ტექსტებს ვიზეპირებ. მოკლედ, მზად ვარ შრომისა და თავდადებისთვის. ამასთან, მთავარია მაყურებელმაც კარგად შეგვაფასოს. მაინც მათზეა ყველაფერი დამოკიდებული.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება