მსოფლიო
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ ჭამენ მარილიან კვერს სუბსარქისობაზე?
რატომ ჭამენ მარილიან კვერს სუბსარქისობაზე?

სუბ­სარ­ქი­სო­ბა ახალ­გაზ­რდე­ბის, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია. ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ით, ამ დღეს კვე­რებს ჭა­მენ და სიზ­მარ­ში მო­მა­ვალ სა­ბე­დოს­თან შეხ­ვედ­რას ელი­ან. სა­ი­დან იღებს სა­თა­ვეს ეს ჩვე­უ­ლე­ბა? ამის შე­სა­ხებ არ­მე­ნო­ლო­გი, ბონ­დო არ­ვე­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა:

- ეს ახალ­გაზ­რდე­ბი­სა და შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბის დღე­სას­წა­უ­ლია. სომ­ხუ­რი რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლი სუბ­სარ­ქი­სო­ბა, რო­მე­ლიც 10-დან 15 თე­ბერ­ვლამ­დე გრძელ­დე­ბა, დღე­საც პო­პუ­ლა­რუ­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში. მისი მთა­ვა­რი ატ­რი­ბუ­ტი მა­რი­ლი­ა­ნი კვე­რია. ხალ­ხუ­რი ტრა­დი­ცი­ით, ამ დღე­სას­წა­უ­ლის წი­ნა­დღეს კვე­რის გარ­და არა­ფერს ჭა­მენ, ღა­მით კი, მო­წყუ­რე­ბულს, წყალს სა­ბე­დო აწ­ვდის. ვინც და­გე­სიზ­მრე­ბა, მას­ზე და­ი­ნიშ­ნე­ბი. მის შე­სა­ხებ ცნო­ბებს იო­სებ გრი­შაშ­ვი­ლი გვაწ­ვდის: "თბი­ლის­ში, ხარ­ფუხ­ში მდე­ბა­რე სუბ­სარ­ქი­სის ეკ­ლე­სი­ის დღე­ო­ბა თე­ბერ­ვალ­შია, გა­სა­თხო­ვა­რი ქა­ლე­ბი მარ­ხუ­ლო­ბენ, მა­რი­ლი­ან კვერს აცხო­ბენ და ჭა­მენ, სიზ­მარ­ში სა­ბე­დო რომ ნა­ხონ. თუ ვაჟ­მა ქალს თი­ხის ჯა­მით მი­ა­წო­და წყა­ლი, არ ვარ­გა, სი­ღა­რი­ბე­ში ეყო­ლე­ბა, ხოლო თუ ვერ­ცხლის თა­სით, მა­შინ ცოლს კარ­გად შე­ი­ნა­ხავს".

მას უკავ­შირ­დე­ბა სუბ­სარ­ქი­სის ქა­რიც. თქმუ­ლე­ბის მი­ხედ­ვით, სუბ­სარ­ქი­სი გაბ­რა­ზე­ბუ­ლია და ამი­ტომ ქრის ქარი. დღე­სას­წა­უ­ლი შო­რე­ულ წარ­სულ­ში იღებს სა­თა­ვეს, სა­მეც­ნი­ე­რო ლი­ტე­რა­ტუ­რა­შიც არ­სე­ბობს ცნო­ბე­ბი მის შე­სა­ხებ და მის წარ­მო­შო­ბა­ზე დღემ­დე აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბაა.

სუბ­სარ­ქი­სო­ბა წმინ­და სერ­გის, სარ­ქი­სის დღე­ო­ბაა. სომ­ხუ­რი ეკ­ლე­სია ამ მარ­ხვას წი­ნას­წარს - არა­ჯა­ვორს უწო­დებს, რად­გან ის წინ უს­წრებს დიდ­მარ­ხვას. ის­ტო­რი­კოს ზე­ნობ გლა­კის ცნო­ბით, მარ­ხვა გრი­გოლ გან­მა­ნათ­ლე­ბელ­მა შე­მო­ი­ღო ორ­მო­ში მისი 15-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბის­გან თა­ვის დაღ­წე­ვის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად, - სო­მეხ­თა მეფე თრდატ­მა გრი­გო­ლი ორ­მო­ში ჩა­აგ­დო, სა­ი­და­ნაც ღვთის ნე­ბით ამო­იყ­ვა­ნეს ღო­რად­ქ­ცე­ულ­მა თრდატ­მა და მის­მა ეშ­მა­კე­ულ­მა მსა­ხუ­რებ­მა, შემ­დეგ კი ისი­ნი ისევ წმინ­და გრი­გოლ­მა გან­კურ­ნა და ადა­მი­ა­ნე­ბად აქ­ცია.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ბუ
0

ჩემი მეზობლის რეცეპტი და რჩევა ასეთი იყო: ორი კვერცხი(წონის ერთეული 50 გრამი) პურის ფქვილით და ერთი კვერცხი მარილით მოზილე ცომი გამოაცხვე კვერი ჭამე და დაიძინე.სიზმარში მოვა ქალი თუ მოფსა ბედი შენია მარა გარეცხილი იქნები თუ მო....ვა დაატანე ხელი და დუულიერი გექნება ყოლისფერიო.

რატომ ჭამენ მარილიან კვერს სუბსარქისობაზე?

რატომ ჭამენ მარილიან კვერს სუბსარქისობაზე?

სუბსარქისობა ახალგაზრდების, შეყვარებულების დღესასწაულია. ხალხური ტრადიციით, ამ დღეს კვერებს ჭამენ და სიზმარში მომავალ საბედოსთან შეხვედრას ელიან. საიდან იღებს სათავეს ეს ჩვეულება? ამის შესახებ არმენოლოგი, ბონდო არველაძე გვესაუბრება:

- ეს ახალგაზრდებისა და შეყვარებულების დღესასწაულია. სომხური რელიგიური დღესასწაული სუბსარქისობა, რომელიც 10-დან 15 თებერვლამდე გრძელდება, დღესაც პოპულარულია საქართველოში. მისი მთავარი ატრიბუტი მარილიანი კვერია. ხალხური ტრადიციით, ამ დღესასწაულის წინადღეს კვერის გარდა არაფერს ჭამენ, ღამით კი, მოწყურებულს, წყალს საბედო აწვდის. ვინც დაგესიზმრება, მასზე დაინიშნები. მის შესახებ ცნობებს იოსებ გრიშაშვილი გვაწვდის: "თბილისში, ხარფუხში მდებარე სუბსარქისის ეკლესიის დღეობა თებერვალშია, გასათხოვარი ქალები მარხულობენ, მარილიან კვერს აცხობენ და ჭამენ, სიზმარში საბედო რომ ნახონ. თუ ვაჟმა ქალს თიხის ჯამით მიაწოდა წყალი, არ ვარგა, სიღარიბეში ეყოლება, ხოლო თუ ვერცხლის თასით, მაშინ ცოლს კარგად შეინახავს".

მას უკავშირდება სუბსარქისის ქარიც. თქმულების მიხედვით, სუბსარქისი გაბრაზებულია და ამიტომ ქრის ქარი. დღესასწაული შორეულ წარსულში იღებს სათავეს, სამეცნიერო ლიტერატურაშიც არსებობს ცნობები მის შესახებ და მის წარმოშობაზე დღემდე აზრთა სხვადასხვაობაა.

სუბსარქისობა წმინდა სერგის, სარქისის დღეობაა. სომხური ეკლესია ამ მარხვას წინასწარს - არაჯავორს უწოდებს, რადგან ის წინ უსწრებს დიდმარხვას. ისტორიკოს ზენობ გლაკის ცნობით, მარხვა გრიგოლ განმანათლებელმა შემოიღო ორმოში მისი 15-წლიანი პატიმრობისგან თავის დაღწევის აღსანიშნავად, - სომეხთა მეფე თრდატმა გრიგოლი ორმოში ჩააგდო, საიდანაც ღვთის ნებით ამოიყვანეს ღორადქცეულმა თრდატმა და მისმა ეშმაკეულმა მსახურებმა, შემდეგ კი ისინი ისევ წმინდა გრიგოლმა განკურნა და ადამიანებად აქცია.

ნინო კვიტაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)