მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები
ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები

თე­ბერ­ვლის და­სა­წყის­ში, საფ­რან­გე­თის სა­ნა­პი­როს­თან ეს­პა­ნურ­მა სატ­ვირ­თო გემ­მა "ლუ­ნომ" მარ­ცხი გა­ნი­ცა­და. მწყობ­რი­დან ძრა­ვე­ბის გა­მოს­ვლის გამო, ტალ­ღებ­მა გემი კლდე­ებ­ზე გა­მო­რი­ყეს და მისი კორ­პუ­სი შუ­ა­ზე გა­და­ტყდა. მსგავ­სი შემ­თხვე­ვე­ბი ხში­რია. თუმ­ცა რო­გორც წესი, მცი­რე მსხვერ­პლის გამო, ისი­ნი ნაკ­ლებ ყუ­რა­დღე­ბას იპყრო­ბენ. რა თქმა უნდა, თუ მომ­ხდარ­მა ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფა არ გა­მო­იწ­ვია. მსგავ­სი ფაქ­ტე­ბი ბუ­ნე­ბის ძა­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბას ახ­დე­ნენ.

გა­სუ­ლი წლის 8 ნო­ემ­ბრის ღა­მეს, ფი­ლი­პი­ნებს ტა­ი­ფუ­ნი "ჰა­ი­ე­ნი" და­ა­ტყდა თავს. სტი­ქი­ამ 5 ათას­ზე მეტი ადა­მი­ა­ნი იმ­სხვერ­პლა. და­ზა­რა­ლე­ბულ­თა რი­ცხვმა 25,000-ს მი­აღ­წია. ტა­ი­ფუ­ნით გა­მოწ­ვე­ულ­მა გი­გან­ტურ­მა ტალ­ღებ­მა ნა­პირ­ზე რამ­დე­ნი­მე მსხვი­ლი გემი გა­მო­რი­ყა.

2012 წლის 20 იან­ვარს, დიდ­მა ტალ­ღებ­მა რე­იდ­ზე მდგა­რი 155 მეტ­რის სიგ­რძის ფი­ლი­პი­ნუ­რი მშრალტვირ­თმზი­დი "აცტექ მა­ი­დე­ნი" ღუ­ზი­დან მოგ­ლი­ჯეს და ჰო­ლან­დი­ის ქა­ლაქ ვეიკ-ან-ზეს მახ­ლობ­ლად სა­ნა­პი­რო­ზე გა­მო­რი­ყეს. 17 სა­ა­თის შემ­დეგ სა­მაშ­ვე­ლო ბუქ­სი­რებ­მა გემი მე­ჩე­ჩი­დან მოხ­სნეს და ზღვა­ში და­აბ­რუ­ნეს.

იმა­ვე წლის 29 სექ­ტემ­ბერს ძლი­ერ­მა შტორმ­მა ვა­ლენ­სი­ის პლაჟ­ზე ორი სატ­ვირ­თო გემი - გერ­მა­ნუ­ლი კონ­ტე­ი­ნერმ­ზი­დი "სე­ლია" (ფო­ტო­ზე მარ­ცხნივ) და ტა­ი­ლან­დუ­რი მშრალტვირ­თმზი­დი "სან­რა­ი­ზი" გა­მო­ი­ტა­ნა. მცი­რე შე­კე­თე­ბის შემ­დეგ, პირ­ვე­ლი გემი ზღვა­ში 24 ოქ­ტომ­ბერს და­აბ­რუ­ნეს, მე­ო­რე კი - 1 ნო­ემ­ბერს. მომ­ხდარს მსხვერ­პლი არ მოჰ­ყო­ლია.

2011 წლის 16 დე­კემ­ბერს, შტორ­მა დიდი ბრი­ტა­ნე­თის სა­ნა­პი­რო­ზე, 109 მეტ­რი­ა­ნი გერ­მა­ნუ­ლი მშრალტვირ­თმზი­დი "ბრე­მე­ნი" გა­მო­რი­ყა. ჯერ კი­დევ წყალ­ში ყოფ­ნი­სას, გე­მის ავ­ზებ­მა გა­ჟონ­ვა და­ი­წყეს. ეკო­ლო­გი­უ­რი კა­ტას­ტრო­ფის­გან რე­გი­ო­ნი მაშ­ველ­თა დრო­ულ­მა მოქ­მე­დე­ბამ იხ­სნა, რომ­ლებ­მაც ზღვა­ში ჩაღ­ვრი­ლი საწ­ვა­ვი მა­ლე­ვე შე­აგ­რო­ვეს. თა­ვად ხო­მალ­დის და­ზი­ა­ნე­ბე­ბი იმ­დე­ნად მნიშ­ნე­ლო­ვა­ნი აღ­მოჩ­ნდა, რომ მას უტი­ლი­ზა­ცია ად­გილ­ზე­ვე ჩა­უ­ტარ­და.

ია­პო­ნი­ის ნა­პი­რებ­თან 2011 წლის 11 მარტს, მომ­ხდა­რი ძლი­ე­რი მი­წისძვრით გა­მოწ­ვე­ულ­მა გი­გან­ტურ­მა ცუ­ნა­მიმ ასო­ბით სახ­ლი წა­ი­ღო და და­სახ­ლე­ბულ ად­გი­ლებ­ში ათო­ბით სხვა­დას­ხვა ზო­მის გემი გა­მო­ი­ტა­ნა.

2007 წლის 8 ივ­ნისს, დიდ­მა ტალ­ღებ­მა ავ­სტრა­ლი­ის სა­ნა­პი­რო­ზე 225 მეტ­რის სიგ­რძის ია­პო­ნუ­რი ბალ­კე­რი "პაშა-ბალ­კერ" გა­მო­რი­ყეს. თით­ქმის ერ­თთვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, ბუქ­სი­რებ­მა გემი ღია ზღვა­ში გა­იყ­ვა­ნეს და შე­სა­კე­თებ­ლად ია­პო­ნი­ა­ში გა­უშ­ვეს.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა

ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები

ყველაზე შთამბეჭდავი საზღვაო კატასტროფები

თებერვლის დასაწყისში, საფრანგეთის სანაპიროსთან ესპანურმა სატვირთო გემმა "ლუნომ"  მარცხი განიცადა. მწყობრიდან ძრავების გამოსვლის გამო, ტალღებმა გემი კლდეებზე გამორიყეს და მისი კორპუსი შუაზე გადატყდა. მსგავსი შემთხვევები ხშირია. თუმცა როგორც წესი, მცირე მსხვერპლის გამო, ისინი ნაკლებ ყურადღებას იპყრობენ. რა თქმა უნდა, თუ მომხდარმა ეკოლოგიური კატასტროფა არ გამოიწვია. მსგავსი ფაქტები ბუნების ძალის დემონსტრირებას ახდენენ.

გასული წლის 8 ნოემბრის ღამეს, ფილიპინებს ტაიფუნი "ჰაიენი" დაატყდა თავს. სტიქიამ 5 ათასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა. დაზარალებულთა რიცხვმა 25,000-ს მიაღწია. ტაიფუნით გამოწვეულმა გიგანტურმა ტალღებმა ნაპირზე რამდენიმე მსხვილი გემი გამორიყა.

2012 წლის 20 იანვარს, დიდმა ტალღებმა რეიდზე მდგარი 155 მეტრის სიგრძის ფილიპინური მშრალტვირთმზიდი "აცტექ მაიდენი" ღუზიდან მოგლიჯეს და ჰოლანდიის ქალაქ ვეიკ-ან-ზეს მახლობლად სანაპიროზე გამორიყეს. 17 საათის შემდეგ სამაშველო ბუქსირებმა გემი მეჩეჩიდან მოხსნეს და ზღვაში დააბრუნეს.

იმავე წლის 29 სექტემბერს ძლიერმა შტორმმა ვალენსიის პლაჟზე ორი სატვირთო გემი - გერმანული კონტეინერმზიდი "სელია" (ფოტოზე მარცხნივ) და ტაილანდური მშრალტვირთმზიდი "სანრაიზი" გამოიტანა. მცირე შეკეთების შემდეგ, პირველი გემი ზღვაში 24 ოქტომბერს დააბრუნეს, მეორე კი - 1 ნოემბერს. მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.

2011 წლის 16 დეკემბერს, შტორმა დიდი ბრიტანეთის სანაპიროზე, 109 მეტრიანი გერმანული მშრალტვირთმზიდი "ბრემენი" გამორიყა. ჯერ კიდევ წყალში ყოფნისას, გემის ავზებმა გაჟონვა დაიწყეს. ეკოლოგიური კატასტროფისგან რეგიონი მაშველთა დროულმა მოქმედებამ იხსნა, რომლებმაც ზღვაში ჩაღვრილი საწვავი მალევე შეაგროვეს. თავად ხომალდის დაზიანებები იმდენად მნიშნელოვანი აღმოჩნდა, რომ მას უტილიზაცია ადგილზევე ჩაუტარდა.

იაპონიის ნაპირებთან 2011 წლის 11 მარტს, მომხდარი ძლიერი მიწისძვრით გამოწვეულმა გიგანტურმა ცუნამიმ ასობით სახლი წაიღო და დასახლებულ ადგილებში ათობით სხვადასხვა ზომის გემი გამოიტანა.

2007 წლის 8 ივნისს, დიდმა ტალღებმა ავსტრალიის სანაპიროზე 225 მეტრის სიგრძის იაპონური ბალკერი "პაშა-ბალკერ" გამორიყეს. თითქმის ერთთვიანი მუშაობის შემდეგ, ბუქსირებმა გემი ღია ზღვაში გაიყვანეს და შესაკეთებლად იაპონიაში გაუშვეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"