პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართულ-აფხაზური ენციკლოპედია და ფოტოალბომი - "აფხაზეთი - XIX საუკუნე"
ქართულ-აფხაზური ენციკლოპედია და ფოტოალბომი - "აფხაზეთი - XIX საუკუნე"

ათწ­ლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შემ­დეგ, ერ­თობ­ლი­ვი ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ფო­ტო­ალ­ბო­მი - "აფხა­ზე­თი - XIX სა­უ­კუ­ნე" და ენ­ციკ­ლო­პე­დია გა­მო­ი­ცა, რა­შიც XIX სა­უ­კუ­ნის აფხა­ზე­თის კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბაა შე­ტა­ნი­ლი (რო­მე­ლიც ენ­გურს გა­მოღ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ში მო­ი­პო­ვე­ბო­და), თუმ­ცა სრუ­ლად - არა. მა­სა­ლის სი­უხ­ვის გამო, ავ­ტო­რებ­მა ის ერთ წიგნ­ში ვერ ჩა­ა­ტი­ეს. საქ­მე გრძელ­დე­ბა, ისე­ვე, რო­გორც ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა...

იდე­ი­სა და წიგ­ნის თა­ნა­ავ­ტო­რი, ივ. ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა სა­მეც­ნი­ე­რო-კვლე­ვი­თი ცენ­ტრის დი­რექ­ტორი ზუ­რაბ შენ­გე­ლია მოგ­ვი­თხრობს, თუ რო­გორ მუ­შა­ობ­დნენ ამ წიგნ­ზე აფხაზ თა­ნა­ავ­ტო­რებ­თან ერ­თად...

- თხრო­ბას ცოტა შო­რი­დან და­ვი­წყებ. ჩვე­ნი ცენ­ტრი უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, უნი­ვერ­სი­ტე­ტის სტრუქ­ტუ­რუ­ლი ერ­თე­უ­ლის ფორ­მით არ­სე­ბობს. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში, რო­გორც აქ მცხოვ­რე­ბი, ისე ენ­გურსგაღ­მე­ლი აფხა­ზე­ბიც თა­ნამ­შრომ­ლო­ბენ. ყვე­ლა პრო­ექ­ტი, რო­მე­ლიც აქამ­დე გაგ­ვი­კე­თე­ბია, მათ­თან ერ­თად არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი. ახ­ლაც ასე გრძელ­დე­ბა... ეს ცენ­ტრი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია, ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტის ბა­ზა­ზე ფუნ­ქცი­ო­ნი­რებს და 15 წე­ლია არ­სე­ბობს. და­ახ­ლო­ე­ბით 10 წლის წინ, ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე, გუ­და­უ­თა­ში, აფხა­ზებ­მა სი­ნა­ნუ­ლით აღ­ნიშ­ნეს: 90-იანი წლე­ბის ომის დროს, აფხა­ზუ­რი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა სრუ­ლი­ად გა­ნად­გურ­და, არ­ქი­ვე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, ბიბ­ლი­ო­თე­კე­ბი თით­ქმის და­იწ­ვა და რაც დარ­ჩა, იქ­ნებ ის მა­ინც გა­და­ვარ­ჩი­ნო­თო... სო­ხუ­მი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ და­ვი­წყეთ აფხა­ზე­თის თე­მა­ტი­კას­თან არ­სე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი და ფო­ტო­მა­სა­ლე­ბის მო­ძი­ე­ბა. ვე­ძებ­დით რო­გორც სა­ხელ­მწი­ფო, ისე კერ­ძო ბიბ­ლი­ო­თე­კებ­ში, მუ­ზე­უ­მებ­სა და კერ­ძო არ­ქი­ვებ­ში. გა­ვა­კე­თეთ იმ პირ­თა ჩა­მო­ნათ­ვა­ლი, ვი­საც მსგავ­სი დო­კუ­მენ­ტუ­რი ან ფო­ტო­მა­სა­ლა შე­იძ­ლე­ბო­და ჰქო­ნო­და... ერთი სი­ტყვით, უამ­რა­ვი რამ მო­ვი­ძი­ეთ: მხო­ლოდ კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ამ­სახ­ვე­ლი XIX სა­უ­კუ­ნის 600-ზე მეტი ერ­თე­უ­ლი მა­სა­ლა, ფო­ტო­ე­ბი და ხელ­ნა­წე­რე­ბი მო­ვაგ­რო­ვეთ და თით­ქმის ათ­წლი­ა­ნი მუ­შა­ო­ბის შემ­დეგ, 2011 წელს, რამ­დე­ნი­მე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა და ლიტ­ვის სა­ელ­ჩოს დახ­მა­რე­ბით, გა­მო­ვი­და ფო­ტო­ალ­ბო­მი "აფხა­ზე­თი - XIX სა­უ­კუ­ნე", სა­დაც ჩვენ მიერ შეგ­რო­ვე­ბუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი მა­სა­ლის მხო­ლოდ ნა­წი­ლის ჩა­ტე­ვა შევ­ძე­ლით.

- XIX სა­უ­კუ­ნემ­დე არ­სე­ბულ მა­სა­ლებს ვერ მი­აკ­ვლი­ეთ თუ ფი­ზი­კუ­რად არ იყო?

- ძა­ლი­ან ცოტა იყო, თით­ქმის უმ­ნიშ­ვნე­ლო...

- თქვენ მიერ მოგ­რო­ვე­ბუ­ლი კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბა ქარ­თვე­ლე­ბისა და აფხა­ზე­ბის მიერ ერ­თად "ნა­შე­ნე­ბი" იყო?

- რა თქმა უნდა. აფხა­ზე­თი, როგ­ორც ცალ­კე სა­ხელ­მწი­ფო, არ არ­სე­ბობ­და. მე­ზო­ბელ სა­ხელ­მწი­ფო­ებს აქვთ გავ­ლე­ნა და ქარ­თულს არ ექ­ნე­ბო­და?!. სხვა სა­კი­თხია, პო­ლი­ტი­კუ­რად ვინ რო­გორ უყუ­რებ­და აფხა­ზეთს XIX სა­უკუ­ნემ­დე. რუ­სე­თი აფხა­ზეთ­სა და და­ნარ­ჩენ სა­ქარ­თვე­ლოს, ქუ­თა­ი­სის მაზ­რამ­დე, თა­ვის სა­კუთ­რე­ბად მი­იჩ­ნევ­და, მაგ­რამ ეს სულ სხვა სა­კი­თხია... ჩვენ ქარ­თუ­ლის გარ­და, რუ­სუ­ლი წყა­რო­ე­ბიც გა­მო­ვი­ყე­ნეთ. ინ­ფორ­მა­ცი­ის­თვის ძი­ე­ბის პრო­ცეს­ში, აქამ­დე უც­ნო­ბი 100-მდე ფო­ტო­დო­კუ­მენ­ტი აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ.

- იქ­ნებ გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან მა­სა­ლებ­ზე მოგ­ვი­თხროთ...

- ძი­ე­ბის დროს აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ძა­ლი­ან ბევ­რი ცნო­ბი­ლი მხატ­ვრის მიერ აფხა­ზე­თის თე­მა­ტი­კა­ზე შექ­მნი­ლი ფოტო და დო­კუ­მენ­ტუ­რი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი, მათ შო­რის: ბო­გო­ლი­უ­ბო­ვის, აი­ვა­ზოვ­სკის, მი­ხაი ზი­ჩის, გა­გა­რი­ნის ნა­მუ­შევ­რე­ბი. ფო­ტო­ალ­ბომ­ში შე­ტა­ნი­ლია ბარ­კა­ნო­ვის მიერ გა­და­ღე­ბუ­ლი გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძის ფოტო, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ზიჩ­მა ფე­რა­დი ტილო შექ­მნა. მან­ვე "ვე­ფხის­ტყა­ოს­ნის" პერ­სო­ნა­ჟე­ბის ტა­ნი­სა­მო­სი ჩა­აც­ვა რამ­დე­ნი­მე აფხაზს. აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ ფოტო, სა­დაც გი­ორ­გი შერ­ვა­ში­ძეს ვე­ფხვის ტყა­ვი აც­ვია. ასე­ვე აღ­მო­ვა­ჩი­ნეთ არა­ერ­თი, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ფოტო, რო­მელ­ზეც აფხა­ზი და ქარ­თვე­ლი ოფიც­რე­ბი არი­ან გა­მო­სა­ხულ­ნი.

- ფო­ტო­ალ­ბო­მი მხო­ლოდ ქარ­თულ-აფხა­ზურ ენა­ზეა?

- დიახ, ჩვენ მხო­ლოდ ამ ორ ენა­ზე ვმუ­შა­ობთ, მე­სა­მე ენის გა­მო­ყე­ნე­ბა არ ჩავ­თვა­ლეთ სა­ჭი­როდ, რად­გან ორი­ვე მხა­რე შევ­ჯერ­დით პო­ზი­ცი­ა­ზე, რომ გა­ვი­და ის დრო, რო­დე­საც ჩვენ არ ვკად­რუ­ლობ­დით აფხა­ზუ­რის სწავ­ლას, ხოლო ისი­ნი - ქარ­თუ­ლი­სას და ერ­თმა­ნეთს რუ­სუ­ლად ვე­სა­უბ­რე­ბო­დით. ვუ­თხა­რი, - თქვენ თუ არ გინ­დათ ქარ­თუ­ლის სწავ­ლა, მე ვის­წავ­ლი აფხა­ზურს-მეთ­ქი...

- რა გი­პა­სუ­ხეს? ვის ესა­უბ­რეთ ამ ეთ­ნოპ­რობ­ლე­მებ­ზე?

- ჩვენ მათ­გან პა­სუხს არ დავ­ლო­დე­ბი­ვართ, საქ­მეს შე­ვუ­დე­ქით... რაც შე­ე­ხე­ბა აფხა­ზებს: კონ­კრე­ტულ პი­რებს ვერ და­ვა­სა­ხე­ლებ, რად­გან მათ ეს საქ­მეს გა­უ­ფუ­ჭებს, მაგ­რამ ამ პრო­ექ­ტში ის ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან ჩარ­თულ­ნი, ვინც ად­გი­ლობ­რივ­თა პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებ­ლო­ბენ. მათ სტკი­ვათ აფხა­ზეთ­ში არ­სე­ბუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი. რო­დე­საც ფო­ტო­ალ­ბო­მი გა­მო­ვე­ცით და სო­ხუმ­ში ჩა­ვი­ტა­ნეთ, ამან დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია აფხაზ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. ყვე­ლა კულ­ტუ­რუ­ლი ოჯა­ხის­თვის სა­მა­გი­დო წიგ­ნად იქცა. თით­ქმის ორი წელი ჩავ­დი­ო­დი სო­ხუმ­ში, გაგ­რა­ში, გუ­და­უ­თა­ში და ქუ­ჩა­შიც კი ვა­რი­გებ­დი ამ წიგ­ნებს... მკი­თხვე­ლი ნა­ხავს, რომ ფო­ტო­მა­სა­ლის გარ­და, არის ისე­თი ფრა­ზე­ბიც, რომ­ლის მი­მართ გულ­გრი­ლი ვერ დარ­ჩე­ბი, რად­გან პირ­და­პირ ასა­ხავს ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბის დღეს არ­სე­ბულ რე­ა­ლო­ბას. მა­გა­ლი­თად, აფხა­ზუ­რი გა­მო­ნათ­ქვა­მია: "ძმე­ბის შე­რი­გე­ბა უფრო ძნე­ლია, ვიდ­რე მე­ზობ­ლე­ბის, რად­გან ძნე­ლია, ძმას აპა­ტიო ის, რა­საც მე­ზო­ბელს შე­უნ­დობ"... გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ, აფხა­ზე­თის ეთ­ნო­კულ­ტუ­რუ­ლი სივ­რცის აღ­წე­რა და­ვი­წყეთ, რად­გან ახლა აფხა­ზეთ­ში ძალ­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბაა.

- რას გუ­ლის­ხმობთ?

- იმას, რომ აფხა­ზუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, აფხაზ ეთ­ნოს­ში სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა 3 300-ია, ხოლო შო­ბა­დო­ბა მხო­ლოდ 800. მა­მა­კა­ცე­ბის სი­ცო­ცხლის სა­შუ­ა­ლო ასა­კი 50 წე­ლია, ქა­ლე­ბი­სა კი - 70. მო­სახ­ლე­ო­ბის 6% აივ-ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლია; იგი­ვე მაჩ­ვე­ნე­ბე­ლია ჩ ჰე­პა­ტი­ტის და­ა­ვა­დე­ბის მხრივ... ერთი სი­ტყვით, ძა­ლი­ან მძი­მე ვი­თა­რე­ბაა. მკვეთ­რად და­ბა­ლია სა­მე­დი­ცი­ნო მომ­სა­ხუ­რე­ბის დონე, რაც უმ­ძი­მეს პრობ­ლე­მებს ქმნის. ასეთ ფონ­ზე კი მათ არ აქვთ ეთ­ნო­კულ­ტუ­რა­ზე ზრუნ­ვის სა­შუ­ა­ლე­ბა. ამი­ტომ შევ­თა­ვა­ზეთ, ერ­თობ­ლი­ვად შეგ­ვექ­მნა "აფხა­ზუ­რი ენ­ციკ­ლო­პე­დია". ეს არის ათწ­ლი­ა­ნი და­უ­ღა­ლა­ვი შრო­მის შე­დე­გი, ჩვენს თა­ნამ­შრომ­ლებ­თან ერ­თად, და სი­ა­მოვ­ნე­ბით უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ აფხა­ზე­ბიც ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი დარ­ჩნენ. ცნო­­ბი­სათ­ვის: ჩვენ ვართ ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც სა­ხელ­მწი­ფო ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვს აფხა­ზუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის წი­ნა­შე. სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მი­ხედ­ვით, აფხა­ზურ ენას, ქარ­თულ­თან ერ­თად, სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სი აქვს და სი­ა­მა­ყით მინ­და აღ­ვნიშ­ნო, რომ იმ უმ­ძი­მეს 90-იან წლებ­ში მე გა­მო­ვე­დი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვით. ასე რომ, სხვა ქვე­ყა­ნას მხო­ლოდ ინ­ტე­რე­სი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს და არა აფხა­ზუ­რი ეთ­ნო­კულ­ტუ­რის სივ­რცის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა. თუ აფხა­ზე­ბი გა­და­შენ­დნენ, ისე, რო­გორც ეს უბი­ხებ­სა და სხვა ხალ­ხებს და­ე­მარ­თათ, მსოფ­ლიო ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის წი­ნა­შე მხო­ლოდ ჩვენ ვიქ­ნე­ბით პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი და მი­ზეზს მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს...

- ეთ­ნო­კულ­ტუ­რის სივ­რცის აღ­წე­რა­ზე სა­უბ­რობ­დით. ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით რა მდგო­მა­რე­ო­ბაა?

- დიახ, გა­დავ­წყვი­ტეთ, დარ­გობ­რივ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­სა და აფხა­ზუ­რი მუ­სი­კა­ლუ­რი ფოლკ­ლო­რის გა­დარ­ჩე­ნა­ზეც გვე­ფიქ­რა, ჩა­ნა­წე­რე­ბიც გაგ­ვე­კე­თე­ბი­ნა და ამა­ზე მუ­შა­ო­ბას ისევ და ისევ აფხა­ზებ­თან ერ­თად ვაგ­რძე­ლებთ; შემ­დეგ ამ ყვე­ლაფ­რის­თვის ერ­თად მოგ­ვე­ყა­რა თავი. აფხა­ზუ­რი მხა­რე დაგ­ვთან­ხმდა. თუ მათ ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­სა­პო­ვებ­ლად სხვა წყა­რო­ე­ბიც ექ­ნე­ბო­დათ, ამა­საც გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ­დით და მი­ვუ­თი­თებ­დით. ამ პრო­ექ­ტის თა­ნა­ავ­ტო­რია სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ეროვ­ნუ­ლი აკა­დე­მი­ის აფხა­ზუ­რი ენი­სა და კულ­ტუ­რის კო­მი­სია, რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც არის აკა­დე­მი­კო­სი გუჩა კვა­რა­ცხე­ლია. აფხა­ზურ მხა­რეს­თან უფრო აქ­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა რომ გვქო­ნო­და, ორ­გა­ნი­ზა­ცია "ქარ­თულ-აფხა­ზურ ურ­თი­ერ­თო­ბა­თა ინ­სტი­ტუ­ტიც" შე­მოგ­ვი­ერ­თდა, რო­მელ­საც მათ­თან მუ­შა­ო­ბის დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა აქვს. მან შექ­მნა სა­ი­ნი­ცი­ა­ტი­ვო ჯგუ­ფი და აფხა­ზურ მხა­რეს­თან ერ­თად შე­ვი­მუ­შა­ვეთ კონ­ცეფ­ცია, შე­ვად­გი­ნეთ სა­მუ­შაო ჯგუ­ფე­ბი, მაგ­რამ ბოლო დროს გან­ვი­თა­რე­ბულ­მა მოვ­ლე­ნებ­მა შეგ­ვი­შა­ლა ხელი, გან­სა­კუთ­რე­ბით - სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ... იმე­დია, დრო­ის რა­ღაც პე­რი­ო­დის შემ­დეგ, თან­და­თან ყვე­ლა­ფე­რი მოგ­ვარ­დე­ბა.

- ამ ყვე­ლა­ფერს და­ფი­ნან­სე­ბა სჭირ­დე­ბა...

- დიახ. ამ მხრივ ძა­ლი­ან გვეხ­მა­რე­ბა "ერ ემ ჯი ჯგუ­ფის" სა­მეთ­ვალ­ყუ­რეო საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ქუ­თე­ლია.

- ბა­ტო­ნო ზუ­რაბ, ამ ენ­ციკ­ლო­პე­დი­ა­ზე მუ­შა­ო­ბის და­წყე­ბამ­დე ალ­ბათ სა­ჭი­რო იყო აფხა­ზე­ბის ნდო­ბის მო­პო­ვე­ბა...

- დიახ. თბი­ლის­ში და­ბა­დე­ბულ-გაზ­რდი­ლი კაცი ვარ. არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია აფხა­ზებ­თან, არც ნა­თე­სა­ვე­ბი მყავს იქა­უ­რი. ქარ­თულ-აფხა­ზუ­რი ომის დროს სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი ვი­ყა­ვი, აფხა­ზეთ­შიც ჩავ­დი­ო­დი და საკ­მა­ოდ ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი ვი­ყა­ვი იმა­ზე, რაც მა­შინ ხდე­ბო­და. ერ­თა­დერ­თი, რაც მა­შინ შევ­ძე­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ჩა­ვა­მა­ტე­ბი­ნე მუხ­ლი აფხა­ზე­თის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე აფხა­ზუ­რი ენის სა­ხელ­მწი­ფო ენის სტა­ტუ­სის შე­სა­ხებ, რაც მა­შინ ძა­ლი­ან ძნე­ლი იყო, რად­გან ომი წა­გე­ბუ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ეს ცვლი­ლე­ბა მა­ინც შე­ვი­და... ამის შემ­დეგ სულ მა­ინ­ტე­რე­სებ­და, შეძ­ლებ­და თუ არა აფხა­ზი სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ სტა­ტუ­სის დაც­ვას, - სა­ხელ­მწი­ფო ენას ვგუ­ლის­ხმობ. ამი­ტომ და­ვი­წყეთ რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბა აფხა­ზურ ენა­ზე, - და­ვა­ფუძ­ნეთ რა­დიო "ჰარა", რო­მელ­მაც შვი­დი წელი იარ­სე­ბა... შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტი გან­ვა­ხორ­ცი­ე­ლე და მუდ­მი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და აფხა­ზებ­თან. პროგ­რა­მის ფარ­გლებ­ში არა­ერ­თი საქ­მე გა­ვა­კე­თეთ: ჩა­მოგ­ვყავ­და სტუ­დენ­ტე­ბი სას­წავ­ლებ­ლად, ავად­მყო­ფე­ბი - სამ­კურ­ნა­ლოდ ბა­კუ­რი­ან­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ, აქე­დან კი - დევ­ნი­ლი ბავ­შვე­ბი, რო­მელ­თაც იქ ნა­თე­სა­ვე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ჰყავ­დათ, 24 დღე სო­ხუმ­ში და­ვას­ვე­ნეთ. მაგ­რამ ბოლო დროს ყვე­ლა­ფე­რი გარ­თულ­და...

- რო­დის გარ­თულ­და? 2008 წლის ომის შემ­დეგ?

- არა. 2008 წლის ზა­ფხუ­ლი­დან 2012 წლის 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე სა­უ­კე­თე­სო პე­რი­ო­დი იყო. საქ­მე ამის შემ­დეგ გარ­თულ­და, რად­გან ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ და სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც ჩვენს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში მომ­ხდა­რი ცვლი­ლე­ბა ცუ­დად მი­ი­ღო ანუ ეში­ნი­ათ - რუ­სეთ­მა სა­ქარ­თვე­ლო­ზე არ გაგ­ვცვა­ლო­სო, ხოლო სა­ზო­გა­დო­ე­ბა ამ­ბობს, ჩვენ უკვე რუ­სეთ­ში ვართ და რო­გორ და­ვიძ­ვრი­ნოთ თავი, არ ვი­ცით, და თქვენ ახლა აპი­რებთ იქ შეს­ვლა­სო?..

- ით­ქვა, რომ რუ­სე­თის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი გან­წყო­ბი­ლე­ბა ძლი­ერ­დე­ბა...

- დიახ, ასეა, რად­გან რუ­სეთ­მა იქ კონ­ტრო­ლის მე­ქა­ნიზ­მი გა­ამ­კაც­რა, ბიზ­ნე­სი წა­არ­თვა, თა­ვად აკონ­ტრო­ლე­ბენ ყვე­ლა­ფერს. გან­სა­კუთ­რე­ბით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დამ გა­ამ­წვა­ვა სი­ტუ­ა­ცია. ზოგ­ჯერ შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაც კი ხდე­ბა... თა­ვად ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა­საც პრობ­ლე­მე­ბი ექ­მნე­ბა რუ­სებ­თან. ასე­ვე მა­ტუ­ლობს და­პი­რის­პი­რე­ბა აფხაზ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბას შო­რის, ად­გი­ლობ­რივ მო­სახ­ლე­ო­ბა­სა და რუ­სე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის. ის კი არა, თა­ვად აფხაზ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­შიც გარ­კვე­უ­ლი და­პი­რის­პი­რე­ბაა - სო­ხუ­მე­ლებ­სა და სო­ხუმ­ში ომის შემ­დეგ ჩა­მო­სუ­ლებს შო­რის, რად­გან მათი მენ­ტა­ლი­ტე­ტი და ცხოვ­რე­ბის წესი გან­სხვა­ვე­ბუ­ლია. ამ ყვე­ლა­ფერს იქ არ­სე­ბუ­ლი მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი ამ­წვა­ვებს.

- თუმ­ცა მუდ­მი­ვად აცხა­დე­ბენ, რომ დამ­სვე­ნებ­ლე­ბი­სა და ტუ­რის­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად იზ­რდე­ბა, რაც ად­გი­ლობ­რივ ეკო­ნო­მი­კა­ზე და­დე­ბი­თად აი­სა­ხა...

- არ არის ასე, არ გაზ­რდი­ლა. მხო­ლოდ გაგ­რა­ში, ბიჭ­ვინ­თა­სა და ათონ­ში ად­ლე­რი­დან და სო­ჭი­დან ერ­თდღი­ა­ნი ექ­სკურ­სი­ე­ბით ჩა­დი­ან. აფხა­ზეთ­ში ასე­ვე ის­ვე­ნე­ბენ იქ დის­ლო­ცი­რე­ბუ­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ოჯა­ხე­ბი და ისი­ნიც, ვინც სხვა­გან მსა­ხუ­რო­ბენ. იქ არის სა­ზკ­ვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის მსგავ­სი და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, სა­დაც სა­ში­ნე­ლი სიძ­ვი­რეა. სა­ერ­თოდ, სამ­ხედ­რო­ე­ბი აფხა­ზეთ­ში ყვე­ლა­ზე ლა­ღად გრძნო­ბენ თავს. იქ არ­სე­ბუ­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის მო­თხოვ­ნებს ვერ აკ­მა­ყო­ფი­ლებს...

- აფხა­ზე­ბის თქმით, სო­ჭის ოლიმ­პი­ა­დის­თვის რუ­სეთ­მა მო­სა­ზღვრე რა­ი­ო­ნე­ბი­დან მშე­ნებ­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო მა­სა­ლა გა­ზი­და...

- დიახ, მაგ­რამ ეს არ არის მათი და­პი­რის­პი­რე­ბის მთა­ვა­რი მი­ზე­ზი. ისი­ნი ვერ ეგუ­ე­ბი­ან იმას, რომ ბიზ­ნე­სი ფაქ­ტობ­რი­ვად წა­არ­თვეს, სა­ზღვარ­ზე მათი მე­სა­ზღვრე­ე­ე­ბი აღარ დგა­ნან... ამი­ტომ, სა­ქარ­თვე­ლოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა მათ­თვის გა­დამ­რჩე­ნი იყო: მა­შინ, რო­დე­საც ენ­გუ­რის ხიდ­ზე მი­მოს­ვლა შე­და­რე­ბით თა­ვი­სუ­ფა­ლი იყო, აქე­დან წა­ღე­ბუ­ლი სა­ქონ­ლით შე­და­რე­ბით იო­ლად გა­დი­ოდ­ნენ ფონს. ლა­მის მთე­ლი ლი­ლოს ბაზ­რო­ბა გაგ­რა­სა და გუ­და­უ­თა­ში იყო გა­ტა­ნი­ლი. სო­ხუმ­ში არის "გო­როდსკოი რი­ნოკ" და "გალ­სკი რი­ნოკ"; გა­ლის ბა­ზარ­ზე ენ­გურს გა­მოღ­მა სა­ქარ­თვე­ლო­დან გად­მო­ტა­ნი­ლი სა­ქო­ნე­ლი იყი­დე­ბა. ასე­ვე გაგ­რა­ში მი­ნა­ხავს "გალ­სკა­ია ვულ­კა­ნი­ზა­ცია", რაც ნიშ­ნავს, რომ ჩვენ­თან, გა­ლე­ლებ­თან მომ­სა­ხუ­რე­ბა უფრო ია­ფია... ასე­თი რა­მე­ე­ბი ბოლო დროს აიკ­რძა­ლა, რა­მაც ისე­დაც მძი­მე სო­ცი­ა­ლუ­რი ფონი უფრო და­ამ­ძი­მა. უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის ჩა­სახ­შო­ბად ქარ­თვე­ლე­ბით აში­ნებ­დნენ; რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა კი პრო­პა­გან­დას ეწ­ეოდა, - ჩვენ ქარ­თვე­ლე­ბის­გან გი­ცავ­თო... მა­სე­ბი ამას იჯე­რებ­დნენ, მაგ­რამ მო­აზ­როვ­ნე ნა­წი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მი­მართ სიმ­პა­თი­ით გა­ნე­წყო, ოღონდ ამას აშ­კა­რად ვერ გა­მო­ხა­ტავ­დნენ. ერ­თმა აფხაზ­მა ასე­თი ფრა­ზა მი­თხრა: რო­გორც იშ­ვი­ა­თი ჯი­შის მცე­ნა­რის გა­და­სარ­ჩე­ნად, მო­ნა­თე­სა­ვე მცე­ნა­რე­ზე მისი დამ­ყნო­ბაა გა­მო­სა­ვა­ლი, ისე სჭირ­დე­ბა აფხა­ზურ კულ­ტუ­რას თა­ვის გა­და­სარ­ჩე­ნად - ქარ­თუ­ლი და - პი­რი­ქი­თო...

- ახალ­გაზ­რდებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა თუ გი­წევთ?

- დიახ. მათ სა­ქარ­თვე­ლო­ზე თითქ­მის არა­ფე­რი სმე­ნი­ათ და ძა­ლი­ან აინ­ტე­რე­სებ­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბით - 1-ელ ოქ­ტომ­ბრამ­დე. მუდ­მი­ვად მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ყვე­ლა ასა­კი­სა და მენ­ტა­ლი­ტე­ტის აფხა­ზე­ბი, - მარ­თა­ლია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ავ­ტო­ინ­სპექ­ტო­რი ფულს არ იღებ­სო? - არა, თუ წესს არ და­არ­ღვევ, არ გა­ჩე­რე­ბენ და თუ და­არ­ღვევ, ქვი­თარს გი­წე­რენ და ჯა­რი­მა ბან­კში უნდა გა­და­ი­ხა­დო-მეთ­ქი. იმას­ვე მე­კი­თხე­ბოდ­ნენ ექი­მებ­ზეც... დიდი ინ­ტე­რე­სით აკ­ვირ­დე­ბოდ­ნენ ანაკ­ლი­ა­სა და გან­მუ­ხურს, - მარ­თა­ლია, რომ იქ მა­ღა­ლი დო­ნის სას­ტუმ­რო­ე­ბი აშენ­დაო?.. ბა­თუ­მის კად­რებს რომ ნა­ხუ­ლობ­დნენ, აღ­ტა­ცე­ბას ვერ ფა­რავ­დნენ, - მარ­თლა ასე­თი ლა­მა­ზი­აო?.. ანუ ის პი­ა­რი ჩვენს სა­სარ­გებ­ლოდ მუ­შა­ობ­და... ხში­რად მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, - რა კარ­გი პრე­ზი­დენ­ტია სა­ა­კაშ­ვი­ლი ქარ­თვე­ლე­ბის­თვის, რამ­დე­ნი რამე გა­ა­კე­თა თა­ვის ქვე­ყა­ნა­ში და რა ცუ­დად იქ­ცე­ვა სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში, რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში რამ­დენ შეც­დო­მას უშ­ვებ­სო...

სო­ხუმ­ში ზამ­თარ­ში სულ ერთი-ორ­ჯერ მო­მი­წია ჩას­ვლამ. ქა­ლა­ქი თით­ქმის ცა­რი­ე­ლი იყო. სულ ორი ღო­ნის­ძი­ე­ბა გა­ი­მარ­თა: მხატ­ვრის გა­მო­ფე­ნა და ჩა­მო­სუ­ლი კა­ზა­კე­ბის ან­სამ­ბლის კონ­ცერ­ტი. არ მოს­წონთ ასე­თი ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ რა ქნან?! იქ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა იმ­დე­ნად სუს­ტია, რომ არც კი შე­იმ­ჩნე­ვა. ასე რომ, ფრთხი­ლად, მაგ­რამ მა­ინც გა­ი­გო­ნებთ აფხა­ზე­ბის სუსტ ხმას, ქარ­თვე­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის ნოს­ტალ­გია იგ­რძნო­ბა. ასე­ვე ისიც, რომ სა­ქარ­თვე­ლო მათი ერ­თა­დერ­თი იმე­დია. მაგ­რამ ამას ჩუ­მად ამ­ბო­ბენ, რად­გან იქ ქარ­თველ­ზე კარ­გის თქმა აფხა­ზე­თი­სა და რუ­სე­თის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბის­გან ღა­ლა­ტად მი­იჩ­ნე­ვა.

ლალი პა­პას­კი­რი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ქართულ-აფხაზური ენციკლოპედია და ფოტოალბომი - "აფხაზეთი - XIX საუკუნე"

ქართულ-აფხაზური ენციკლოპედია და ფოტოალბომი - "აფხაზეთი - XIX საუკუნე"

ათწლიანი დაუღალავი შრომის შემდეგ, ერთობლივი ქართულ-აფხაზური ფოტოალბომი - "აფხაზეთი - XIX საუკუნე" და ენციკლოპედია გამოიცა, რაშიც XIX საუკუნის აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობაა შეტანილი (რომელიც ენგურს გამოღმა საქართველოში მოიპოვებოდა), თუმცა სრულად - არა. მასალის სიუხვის გამო, ავტორებმა ის ერთ წიგნში ვერ ჩაატიეს. საქმე გრძელდება, ისევე, როგორც ქართულ-აფხაზური ურთიერთობა...

იდეისა და წიგნის თანაავტორი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა სა­მეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექ­ტორი ზურაბ შენგელია მოგვითხრობს, თუ როგორ მუშაობდნენ ამ წიგნზე აფხაზ თანაავტორებთან ერთად...

- თხრობას ცოტა შორიდან დავიწყებ. ჩვენი ცენტრი უკვე რამდენიმე წელია, უნივერსიტეტის სტრუქტურული ერთეულის ფორმით არსებობს. პროგრამის ფარგლებში, როგორც აქ მცხოვრები, ისე ენგურსგაღმელი აფხაზებიც თანამშრომლობენ. ყველა პროექტი, რომელიც აქამდე გაგვიკეთებია, მათთან ერთად არის მომზადებული. ახლაც ასე გრძელდება... ეს ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაცია, ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებს და 15 წელია არსებობს. დაახლოებით 10 წლის წინ, ერთ-ერთ შეხვედრაზე, გუდაუთაში, აფხაზებმა სინანულით აღნიშნეს: 90-იანი წლების ომის დროს, აფხაზური კულტურული მემკვიდრეობა სრულიად განადგურდა, არქივები, მუზეუმები, ბიბლიოთეკები თითქმის დაიწვა და რაც დარჩა, იქნებ ის მაინც გადავარჩინოთო... სოხუმიდან დაბრუნების შემდეგ დავიწყეთ აფხაზეთის თემატიკასთან არსებული დოკუმენტური და ფოტომასალების მოძიება. ვეძებდით როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და კერძო არქივებში. გავაკეთეთ იმ პირთა ჩამონათვალი, ვისაც მსგავსი დოკუმენტური ან ფოტომასალა შეიძლებოდა ჰქონოდა... ერთი სიტყვით, უამრავი რამ მოვიძიეთ: მხოლოდ კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი XIX საუკუნის 600-ზე მეტი ერთეული მასალა, ფოტოები და ხელ­ნაწერები მოვაგროვეთ და თით­ქმის ათ­წლიანი მუშაობის შემდეგ, 2011 წელს, რამდენიმე ორგანიზაციისა და ლიტვის საელჩოს დახმარებით, გამოვიდა ფოტოალბომი "აფხაზეთი - XIX საუკუნე", სადაც ჩვენ მიერ შეგროვებული დოკუმენტური მასალის მხოლოდ ნაწილის ჩატევა შევძელით.

- XIX საუკუნემდე არსებულ მასალებს ვერ მიაკვლიეთ თუ ფიზიკურად არ იყო?

- ძალიან ცოტა იყო, თითქმის უმნიშვნელო...

- თქვენ მიერ მოგროვებული კულტურული მემკვიდრეობა ქართველე­ბისა და აფხაზების მიერ ერთად "ნაშენები" იყო?

- რა თქმა უნდა. აფხაზეთი, როგ­ორც ცალკე სახელმწიფო, არ არსებობდა. მეზობელ სახელმწიფოებს აქვთ გავლენა და ქართულს არ ექნებოდა?!. სხვა საკითხია, პოლიტიკურად ვინ როგორ უყურებდა აფხაზეთს XIX სა­უკუნემდე. რუსეთი აფხაზეთსა და და­ნარჩენ საქართველოს, ქუთაისის მაზრამდე, თავის საკუთრებად მიიჩნევდა, მაგრამ ეს სულ სხვა საკითხია... ჩვენ ქართულის გარდა, რუსული წყაროებიც გამოვიყენეთ. ინფორმაციისთვის ძიების პროცესში, აქამდე უცნობი 100-მდე ფოტოდოკუმენტი აღმოვაჩინეთ.

- იქნებ განსაკუთრებით მნიშვნელოვან მასალებზე მოგვითხროთ...

- ძიების დროს აღმოვაჩინეთ ძალიან ბევრი ცნობილი მხატვრის მიერ აფხაზეთის თემატიკაზე შექმნილი ფოტო და დოკუმენტური ჩანახატები, მათ შორის: ბოგოლიუბოვის, აივაზოვსკის, მიხაი ზიჩის, გაგარინის ნამუშევრები. ფოტოალბომში შეტანილია ბარკანოვის მიერ გადაღებული გიორგი შერვაშიძის ფოტო, რომლის მიხედვითაც, ზიჩმა ფერადი ტილო შექმნა. მანვე "ვეფხისტყაოსნის" პერსონაჟების ტანისამოსი ჩააცვა რამდენიმე აფხაზს. აღმოვაჩინეთ ფოტო, სადაც გიორგი შერვაშიძეს ვეფხვის ტყავი აცვია. ასევე აღმოვაჩინეთ არაერთი, ძალიან საინტერესო ფოტო, რომელზეც აფხაზი და ქართველი ოფიცრები არიან გამოსახულნი.

- ფოტოალბომი მხოლოდ ქართულ-აფხაზურ ენაზეა?

- დიახ, ჩვენ მხოლოდ ამ ორ ენაზე ვმუშაობთ, მესამე ენის გამოყენება არ ჩავთვალეთ საჭიროდ, რადგან ორივე მხარე შევჯერდით პოზიციაზე, რომ გავიდა ის დრო, როდესაც ჩვენ არ ვკადრულობდით აფხაზურის სწავლას, ხოლო ისინი - ქართულისას და ერთმანეთს რუსულად ვესაუბრებოდით. ვუთხარი, - თქვენ თუ არ გინდათ ქართულის სწავლა, მე ვისწავლი აფხაზურს-მეთქი...

- რა გიპასუხეს? ვის ესაუბრეთ ამ ეთნოპრობლემებზე?

- ჩვენ მათგან პასუხს არ დავლოდებივართ, საქმეს შევუდექით... რაც შეეხება აფხაზებს: კონკრეტულ პირებს ვერ დავასახელებ, რადგან მათ ეს საქმეს გაუფუჭებს, მაგრამ ამ პროექტში ის ადამიანები არიან ჩართულნი, ვინც ადგილობრივთა პატივისცემით სარგებლობენ. მათ სტკივათ აფხაზეთში არსებული პრობლემები. როდესაც ფოტოალბომი გამოვეცით და სოხუმში ჩავიტანეთ, ამან დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია აფხაზ საზოგადოებაში. ყველა კულტურული ოჯახისთვის სამაგიდო წიგნად იქცა. თითქმის ორი წელი ჩავდიოდი სოხუმში, გაგრაში, გუდაუთაში და ქუჩაშიც კი ვარიგებდი ამ წიგნებს... მკითხველი ნახავს, რომ ფოტომასალის გარდა, არის ისეთი ფრაზებიც, რომლის მიმართ გულგრილი ვერ დარჩები, რადგან პირდაპირ ასახავს ქართულ-აფხაზურ ურთიერთობის დღეს არსებულ რეალობას. მაგალითად, აფხაზური გამონათქვამია: "ძმების შერიგება უფრო ძნელია, ვიდრე მეზობლების, რადგან ძნელია, ძმას აპატიო ის, რასაც მეზობელს შეუნდობ"... გარკვეული დროის შემდეგ, აფხაზეთის ეთნოკულტურული სივრცის აღწერა დავიწყეთ, რადგან ახლა აფხაზეთში ძალზე მძიმე მდგომარეობაა.

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ აფხაზური მონაცემებით, აფხაზ ეთნოსში სიკვდილიანობა 3 300-ია, ხოლო შობადობა მხოლოდ 800. მამაკაცების სიცოცხლის საშუალო ასაკი 50 წელია, ქალებისა კი - 70. მოსახლეობის 6% აივ-ინფიცირებულია; იგივე მაჩვენებელია ჩ ჰეპატიტის დაავადების მხრივ... ერთი სიტყვით, ძალიან მძიმე ვითარებაა. მკვეთრად დაბალია სამედიცინო მომსახურების დონე, რაც უმძიმეს პრობლემებს ქმნის. ასეთ ფონზე კი მათ არ აქვთ ეთნოკულტურაზე ზრუნვის საშუალება. ამიტომ შევთავაზეთ, ერთობლივად შეგვექმნა "აფხაზური ენციკლოპედია". ეს არის ათწლიანი დაუღალავი შრომის შედეგი, ჩვენს თანამშრომლებთან ერთად, და სიამოვნებით უნდა აღვნიშნო, რომ აფხა­ზებიც ძალიან კმაყოფილი დარჩნენ. ცნო­­ბისათვის: ჩვენ ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულება აქვს აფხაზური ენისა და კულტურის წინაშე. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზურ ენას, ქართულთან ერთად, სახელმწიფო ენის სტატუსი აქვს და სიამაყით მინდა აღვნიშნო, რომ იმ უმძიმეს 90-იან წლებში მე გამოვედი ამ ინიციატივით. ასე რომ, სხვა ქვეყანას მხოლოდ ინტერესი შეიძლება ჰქონდეს და არა აფხაზური ეთნოკულტურის სივრცის შენარჩუნების ვალდებულება. თუ აფხაზები გა­დაშენდნენ, ისე, როგორც ეს უბიხებსა და სხვა ხალხებს დაემართათ, მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე მხოლოდ ჩვენ ვიქნებით პასუხისმგებელი და მიზეზს მნიშვნელობა არ აქვს...

- ეთნოკულტურის სივრცის აღწერაზე საუბრობდით. ამ მიმართულებით რა მდგომარეობაა?

- დიახ, გადავწყვიტეთ, დარგობრივ ენციკლოპედიასა და აფხაზური მუსიკალური ფოლკლორის გადარჩენაზეც გვეფიქრა, ჩანაწერებიც გაგვეკეთებინა და ამაზე მუშაობას ისევ და ისევ აფხაზებთან ერთად ვაგრძელებთ; შემდეგ ამ ყველაფრისთვის ერთად მოგვეყარა თავი. აფხაზური მხარე დაგვთანხმდა. თუ მათ ინფორმაციის მოსაპოვებლად სხვა წყაროებიც ექნებოდათ, ამასაც გავითვალისწინებდით და მივუთითებდით. ამ პროექტის თანაავტორია საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისია, რომლის ხელმძღვანელიც არის აკადემიკოსი გუჩა კვარაცხელია. აფხაზურ მხარესთან უფრო აქტიური ურთიერთობა რომ გვქონოდა, ორგანიზაცია "ქართულ-აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტიც" შემოგვიერთდა, რომელსაც მათთან მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. მან შექმნა საინიციატივო ჯგუფი და აფხაზურ მხარესთან ერთად შევიმუშავეთ კონცეფცია, შევადგინეთ სამუშაო ჯგუფები, მაგრამ ბოლო დროს განვითარებულმა მოვლენებმა შეგვიშალა ხელი, განსაკუთრებით - სოჭის ოლიმპიადამ... იმედია, დროის რაღაც პერიოდის შემდეგ, თანდათან ყველაფერი მოგვარდება.

- ამ ყველაფერს დაფინანსება სჭირდება...

- დიახ. ამ მხრივ ძალიან გვეხმარება "ერ ემ ჯი ჯგუფის" სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ ქუთელია.

- ბატონო ზურაბ, ამ ენციკლოპედიაზე მუშაობის დაწყებამდე ალბათ სა­ჭი­რო იყო აფხაზების ნდობის მოპოვება...

- დიახ. თბილისში დაბადე­ბულ-გაზრდილი კაცი ვარ. არანაირი შეხება არ მქონია აფხაზებთან, არც ნათესავები მყავს იქაური. ქართულ-აფხაზური ომის დროს საქართველოს პარლამენტის წევრი ვიყავი, აფხაზეთშიც ჩავდიოდი და საკმაოდ ინფორმირებული ვიყავი იმაზე, რაც მაშინ ხდებოდა. ერთადერთი, რაც მაშინ შევძელი, საქართველოს კონსტიტუციაში ჩავამატებინე მუხლი აფხაზეთის ტერიტორიაზე აფხაზური ენის სახელმწიფო ენის სტატუსის შესახებ, რაც მაშინ ძალიან ძნელი იყო, რადგან ომი წაგებული გვქონდა, მაგრამ ეს ცვლილება მაინც შევიდა... ამის შემდეგ სულ მაინტერესებდა, შეძლებდა თუ არა აფხაზი საზოგადოება ამ სტატუსის დაცვას, - სახელმწიფო ენას ვგულისხმობ. ამიტომ დავიწყეთ რადიომაუწყებლობა აფხაზურ ენაზე, - დავაფუძნეთ რადიო "ჰარა", რომელმაც შვიდი წელი იარსება... შემდეგ რამდენიმე პროექტი განვახორციელე და მუდმივი ურთიერთობა მქონდა აფხაზებთან. პროგრამის ფარგლებში არაერთი საქმე გავაკეთეთ: ჩამოგვყავდა სტუდენტები სასწავლებლად, ავადმყოფები - სამკურნალოდ ბაკურიანში წავიყვანეთ, აქედან კი - დევნილი ბავშვები, რომელთაც იქ ნათესავები და ახლობლები ჰყავდათ, 24 დღე სოხუმში დავასვენეთ. მაგრამ ბოლო დროს ყველაფერი გართულდა...

- როდის გართულდა? 2008 წლის ომის შემდეგ?

- არა. 2008 წლის ზაფხულიდან 2012 წლის 1-ელ ოქტომბრამდე საუკეთესო პერიოდი იყო. საქმე ამის შემდეგ გართულდა, რადგან ხელისუფლებამ და საზოგადოებამაც ჩვენს ხელისუფლებაში მომხდარი ცვლილება ცუდად მიიღო ანუ ეშინიათ - რუსეთმა საქართველოზე არ გაგვცვალოსო, ხოლო საზოგადოება ამბობს, ჩვენ უკვე რუსეთში ვართ და როგორ დავიძვრინოთ თავი, არ ვიცით, და თქვენ ახლა აპირებთ იქ შესვლასო?..

- ითქვა, რომ რუსეთის მიმართ უარყოფითი განწყობილება ძლიერდება...

- დიახ, ასეა, რადგან რუსეთმა იქ კონტროლის მექანიზმი გაამკაცრა, ბიზნესი წაართვა, თავად აკონტროლებენ ყველაფერს. განსაკუთრებით, სოჭის ოლიმპიადამ გაამწვავა სიტუაცია. ზოგჯერ შეიარაღებული დაპირისპირებაც კი ხდება... თავად ხელმძღვანელობასაც პრობლემები ექმნება რუსებთან. ასევე მატულობს დაპირისპირება აფხაზ სა­ზოგადოებასა და ხელმძღვანელობას შორის, ადგილობრივ მოსახლეობასა და რუსეთის ხელისუფლებას შორის. ის კი არა, თავად აფხაზ საზოგადოებაშიც გარკვეული დაპირისპირებაა - სოხუმელებსა და სოხუმში ომის შემდეგ ჩამოსულებს შორის, რადგან მათი მენტალიტეტი და ცხოვრების წესი განსხვავებულია. ამ ყველაფერს იქ არსებული მძიმე სოციალური ფონი ამწვავებს.

- თუმცა მუდმივად აცხადებენ, რომ დამსვენებლებისა და ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, რაც ადგილობრივ ეკონომიკაზე დადებითად აისახა...

- არ არის ასე, არ გაზრდილა. მხოლოდ გაგრაში, ბიჭვინთასა და ათონში ადლერიდან და სოჭიდან ერთდღიანი ექსკურსიებით ჩადიან. აფხაზეთში ასევე ისვენებენ იქ დისლოცირებული სამხედროების ოჯახები და ისინიც, ვინც სხვაგან მსახურობენ. იქ არის საზკვების ობიექტების მსგავსი დაწესებულებები, სადაც საშინელი სიძვირეა. საერთოდ, სამხედროები აფხაზეთში ყველაზე ლაღად გრძნობენ თავს. იქ არსებული ინფრასტრუქტურა დამსვენებლების მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს...

- აფხაზების თქმით, სოჭის ოლიმპიადისთვის რუსეთმა მოსაზღვრე რაიონებიდან მშენებლობისთვის საჭირო მასალა გაზიდა...

- დიახ, მაგრამ ეს არ არის მათი დაპირისპირების მთავარი მიზეზი. ისინი ვერ ეგუებიან იმას, რომ ბიზნესი ფაქტობრივად წაართვეს, საზღვარზე მათი მესაზღვრეეები აღარ დგანან... ამიტომ, საქართველოსთან ურთიერთობა მათთვის გადამრჩენი იყო: მაშინ, როდესაც ენგურის ხიდზე მიმოსვლა შედარებით თავისუფალი იყო, აქედან წაღებული საქონლით შედარებით იოლად გადიოდნენ ფონს. ლამის მთელი ლილოს ბაზრობა გაგრასა და გუდაუთაში იყო გატანილი. სოხუმში არის "გოროდსკოი რინოკ" და "გალსკი რინოკ"; გალის ბაზარზე ენგურს გამოღმა საქართველოდან გადმოტანილი საქონელი იყიდება. ასევე გაგრაში მინახავს "გალსკაია ვულკანიზაცია", რაც ნიშნავს, რომ ჩვენთან, გალელებთან მომსახურება უფრო იაფია... ასეთი რამეები ბოლო დროს აიკრძალა, რამაც ისედაც მძიმე სოციალური ფონი უფრო დაამძიმა. უკმაყოფილების ჩასახშობად ქართველებით აშინებდნენ; რუსეთის ხელმძღვანელობა კი პროპაგანდას ეწ­ეოდა, - ჩვენ ქართველებისგან გი­ცავთო... მასები ამას იჯერებდნენ, მაგრამ მოაზროვნე ნაწილი ქართველების მიმართ სიმპათიით განეწყო, ოღონდ ამას აშკარად ვერ გამოხატავდნენ. ერთმა აფხაზმა ასეთი ფრაზა მითხრა: როგორც იშვიათი ჯიშის მცენარის გადასარჩენად, მონათესავე მცენარეზე მისი დამყნობაა გამოსავალი, ისე სჭირდება აფხაზურ კულტურას თავის გადასარჩენად - ქართული და - პირიქითო...

- ახალგაზრდებთან ურთიერთობა თუ გიწევთ?

- დიახ. მათ საქართველოზე თითქ­მის არაფერი სმენიათ და ძალიან აინტერესებდათ, განსაკუთრებით - 1-ელ ოქტომბრამდე. მუდმივად მეკითხებოდნენ ყველა ასაკისა და მენტალიტეტის აფხაზები, - მართალია, რომ საქართველოში ავტოინსპექტორი ფულს არ იღებსო? - არა, თუ წესს არ დაარღვევ, არ გაჩერებენ და თუ დაარღვევ, ქვითარს გიწერენ და ჯარიმა ბანკში უნდა გადაიხადო-მეთქი. იმასვე მეკითხებოდნენ ექიმებზეც... დიდი ინტერესით აკვირდებოდნენ ანაკლიასა და განმუხურს, - მართალია, რომ იქ მაღალი დონის სასტუმროები აშენდაო?.. ბათუმის კადრებს რომ ნახულობდნენ, აღტაცებას ვერ ფარავდნენ, - მართლა ასეთი ლამაზიაო?.. ანუ ის პიარი ჩვენს სასარგებლოდ მუშაობდა... ხშირად მეუბნებოდნენ, - რა კარგი პრეზიდენტია სააკაშვილი ქართველებისთვის, რამდენი რამე გააკეთა თავის ქვეყანაში და რა ცუდად იქცევა საგარეო პოლიტიკაში, რუსეთთან ურთიერთობაში რამდენ შეცდომას უშვებსო...

სოხუმში ზამთარში სულ ერთი-ორჯერ მომიწია ჩასვლამ. ქალაქი თითქმის ცარიელი იყო. სულ ორი ღონისძიება გაიმართა: მხატვრის გამოფენა და ჩამოსული კაზაკების ანსამბლის კონცერტი. არ მოსწონთ ასეთი ცხოვრება, მაგრამ რა ქნან?! იქ სამოქალაქო საზოგადოება იმდენად სუსტია, რომ არც კი შეიმჩნევა. ასე რომ, ფრთხილად, მაგრამ მაინც გაიგონებთ აფხაზების სუსტ ხმას, ქართველებთან ურთიერთობის ნოსტალგია იგრძნობა. ასევე ისიც, რომ საქართველო მათი ერთადერთი იმედია. მაგრამ ამას ჩუმად ამბობენ, რადგან იქ ქართველზე კარგის თქმა აფხაზეთისა და რუსეთის ხელმძღვანელობისგან ღალატად მიიჩნევა.

ლალი პაპასკირი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს