მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კეზერაშვილს 7 600 000 დოლარს დაუყადაღებენ?
კეზერაშვილს 7 600 000 დოლარს დაუყადაღებენ?

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს მო­ნა­კოს ერთ-ერთ ბან­კში 7 600 000 დო­ლა­რის ოდე­ნო­ბის თან­ხა და­უ­ყა­და­ღონ. აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხის და­ყა­და­ღე­ბის შე­სა­ხებ შუ­ამ­დგომ­ლო­ბა სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში, პრო­კუ­რორ­მა მე­რაბ ჯე­რე­ნაშ­ვილ­მა და­ა­ყე­ნა.

კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბის გან­ხილ­ვი­სას პრო­კუ­რორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ახ­ლა­ხანს აღ­მო­ა­ჩი­ნეს მო­ნა­კოს ერთ-ერთ ბან­კში კე­ზე­რაშ­ვი­ლის მიერ გან­თავ­სე­ბუ­ლი თან­ხა. ბრალ­დე­ბის მხა­რე ეჭ­ვობს, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი თან­ხა და­კავ­ში­რე­ბუ­ლია სწო­რედ იმ ბრალ­დე­ბას­თან, რო­მელ­საც კე­ზე­რაშ­ვილს კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სპირ­ტის საქ­მე­ზე უყე­ნე­ბენ.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტის, შოთა მინ­დე­ლის გან­ცხა­დე­ბით კი, აღ­ნიშ­ნულ თან­ხას კავ­ში­რი არ აქვს ბრალ­დე­ბის პე­რი­ოდ­თან. ად­ვო­კა­ტის გან­მარ­ტე­ბით, ბრალ­დე­ბის ეპი­ზო­დი ეხე­ბა 2007-2011 წლებს, ხოლო თან­ხა, რომ­ლის და­ყა­და­ღე­ბა­საც პრო­კუ­რო­რი ითხოვს, მო­ნა­კოს ბან­კში გან­თავ­სე­ბუ­ლია 2012 წელს.

რო­გორც მინ­დელ­მა დღე­ვან­დე­ლი პრო­ცე­სის შემ­დეგ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, დაც­ვის მხა­რე აღ­ნიშ­ნულ შუ­ამ­დგომ­ლო­ბას არ და­ე­თან­ხმე­ბა.

და­ყა­დაღ­დე­ბა თუ არა მო­ნა­კოს ბან­კში არ­სე­ბუ­ლი 7 600 000 დო­ლა­რი, აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო შემ­დგომ პრო­ცეს­ზე მი­ი­ღებს. შემ­დე­გი პრო­ცე­სი 24 თე­ბერ­ვლის­თვის არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი.

რაც შე­ე­ხე­ბა სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს, და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს 7 პირ­თან ერ­თად ბრა­ლი ედე­ბა კონ­ტრა­ბან­დუ­ლი გზით სპირ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცი­ის სქე­მის მფარ­ვე­ლო­ბა­ში.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

კეზერაშვილს 7 600 000 დოლარს დაუყადაღებენ?

კეზერაშვილს 7 600 000 დოლარს დაუყადაღებენ?

არ არის გამორიცხული, დავით კეზერაშვილს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში 7 600 000 დოლარის ოდენობის თანხა დაუყადაღონ. აღნიშნული თანხის დაყადაღების შესახებ შუამდგომლობა საქალაქო სასამართლოში, პროკურორმა მერაბ ჯერენაშვილმა დააყენა.

კონტრაბანდული სპირტის საქმეზე ბრალდების განხილვისას პროკურორმა აღნიშნა, რომ ახლახანს აღმოაჩინეს მონაკოს ერთ-ერთ ბანკში კეზერაშვილის მიერ განთავსებული თანხა. ბრალდების მხარე ეჭვობს, რომ აღნიშნული თანხა დაკავშირებულია სწორედ იმ ბრალდებასთან, რომელსაც კეზერაშვილს კონტრაბანდული სპირტის საქმეზე უყენებენ.

კეზერაშვილის ადვოკატის, შოთა მინდელის განცხადებით კი, აღნიშნულ თანხას კავშირი არ აქვს ბრალდების პერიოდთან. ადვოკატის განმარტებით, ბრალდების ეპიზოდი ეხება 2007-2011 წლებს, ხოლო თანხა, რომლის დაყადაღებასაც პროკურორი ითხოვს, მონაკოს ბანკში განთავსებულია 2012 წელს.

როგორც მინდელმა დღევანდელი პროცესის შემდეგ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ შუამდგომლობას არ დაეთანხმება.

დაყადაღდება თუ არა მონაკოს ბანკში არსებული 7 600 000 დოლარი, აღნიშნულის შესახებ გადაწყვეტილებას საქალაქო სასამართლო შემდგომ პროცესზე მიიღებს. შემდეგი პროცესი 24 თებერვლისთვის არის ჩანიშნული.

რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, დავით კეზერაშვილს 7 პირთან ერთად ბრალი ედება კონტრაბანდული გზით სპირტის რეალიზაციის სქემის მფარველობაში.

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ