სამართალი
საზოგადოება

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
პოლიტიკა
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი
როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი

ყო­ფი­ლი ტე­ლე­წამ­ყვა­ნი და მო­დე­ლი - ქეთი ყიფ­ში­ძე ერთ დროს ძა­ლი­ან აქ­ტი­უ­რი და პო­პუ­ლა­რუ­ლი იყო. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, იმ პე­რი­ოდ­ში, როცა ის ჟურ­ნალ "ფლე­ი­ბო­ის­თვის" გა­და­ი­ღეს, უამ­რა­ვი სა­ინ­ტე­რე­სო შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მი­ი­ღო, მაგ­რამ რა­ტომ­ღაც, ყვე­ლა­ფერ­ზე უარი თქვა. ქე­თიმ ინ­ტერ­ვი­უს ჩა­წე­რი­სას გაგ­ვიმ­ხი­ლა, თუ რას ნა­ნობს და რა შეც­დო­მე­ბი და­უშ­ვა.

- რამ­დე­ნი­მე წე­ლია, აღარ აქ­ტი­უ­რობ, ეკ­რან­ზე აღარ ჩან­ხარ. სა­ინ­ტე­რე­სოა, პო­პუ­ლა­რო­ბა არ მო­გე­ნატ­რა?

- რა თქმა უნდა, ძვე­ლი დრო მე­ნატ­რე­ბა. ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნოა, როცა ხალ­ხს უყ­ვარ­ხარ, გცნო­ბენ და პა­ტივს გცე­მენ. სა­ზო­გა­დო­ე­ბამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ე­ბი­დან - "202" და "პირ­ვე­ლი სტე­რეო" გა­მიც­ნო. ამ ტე­ლე­ვი­ზი­ებ­ში მუ­შა­ო­ბის დროს გავ­ხდი პო­პუ­ლა­რუ­ლი. დღე­ვან­დე­ლი გა­და­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, რომ ის პე­რი­ო­დი, სხვა თუ არაფ­რის­თვის, მხო­ლოდ იმი­ტო­მაც უნდა გა­მევ­ლო, რომ მივმხვდა­რი­ყა­ვი - ე.წ. ბო­მონდში ისე­თი­ვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, რო­გო­რიც უბ­რა­ლოდ რი­გი­თი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ვართ. ისი­ნი არა­ვის­ზე არაფ­რით მეტი არ არი­ან. ახლა ვხვდე­ბი, რომ სა­ინ­ტე­რე­სო და მო­აზ­როვ­ნე ადა­მი­ა­ნე­ბი ჩრდილ­ში დგა­ნან და პო­პუ­ლა­რო­ბას არ ეს­წრაფ­ვი­ან; არც იმას ცდი­ლო­ბენ, რომ გა­მო­გო­ნი­ლი სკან­და­ლე­ბის ხარ­ჯზე სხვა­დას­ხვა სა­ტე­ლე­ვი­ზიო გა­და­ცე­მა­ში მოხ­ვდნენ.

- ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში მუ­შა­ო­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად აქ­ტი­ურ სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­საც ეწე­ო­დი, არა?

- დიახ, და რო­გორც მო­დელ­მა, ლონ­დო­ნი­დან მიწ­ვე­ვაც მი­ვი­ღე. რამ­დე­ნი­მე წელი დიდ ბრი­ტა­ნეთ­ში ვი­ყა­ვი სას­წავ­ლებ­ლად. იქ ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მი­ვი­ღე შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო!, რომ ქარ­თულ "ფლე­ი­ბო­ის­თან" მე­თა­ნამ­შრომ­ლა და ამ ჟურ­ნა­ლის­თვის ფო­ტო­ე­ბი გა­და­მე­ღო. ამ წი­ნა­და­დე­ბას დავ­თან­ხმდი, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის გა­მოს­ვლის დღი­დან უარი ვთქვი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე და სა­ბო­ლო­ოდ, სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­რჩი.

- რა­ტომ თქვი უარი სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბა­ზე? ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში შენ­მა მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ ხომ არ ითა­მა­შა გარ­კვე­უ­ლი როლი?

- დიახ, იმ დროს უკვე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მყავ­და და ერთ-ერთი მი­ზე­ზი ესეც იყო. "ფლე­ი­ბო­ის" გა­მოს­ვლის შემ­დეგ უამ­რა­ვი შე­მო­თა­ვა­ზე­ბაsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მქონ­და, მაგ­რამ ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ვთქვი... გა­დავ­წყვი­ტე, სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბი სხვა სფე­რო­ში მო­მე­სინ­ჯა. იმ პე­რი­ოდ­ში ბა­კა­ლავ­რი­ა­ტი უკვე დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და და აქ­ტი­უ­რად და­ვი­წყე სხვა­დას­ხვა სპე­ცი­ა­ლო­ბის შეს­წავ­ლა. "ჯი­პა­ში" პი­ა­რის კურ­სე­ბიც გა­ვი­ა­რე და სა­ბო­ლო­ოდ, პო­ლი­ტი­კუ­რი პი­ა­რი ავირ­ჩიე... შემ­დეგ გავ­თხოვ­დი და 2009 წელს პა­ტა­რა ელე­ნე შე­მე­ძი­ნა, პა­რა­ლე­ლუ­რად კი კავ­კა­სი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში, ევ­რო­პის­მცოდ­ნე­ო­ბის სპე­ცი­ა­ლო­ბით ვსწავ­ლობ­დი.

- სა­კუ­თა­რი კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­გე­კე­თე­ბი­ნა და არ გა­ა­კე­თე?

- ძა­ლი­ან ვნა­ნობ, რომ სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას ჩა­მოვ­შორ­დი. მი­მაჩ­ნია, რომ მა­შინ შეც­დო­მა და­ვუშ­ვი. მქონ­და შან­სი, დიდი წარ­მა­ტე­ბის­თვის მი­მეღ­წია, მაგ­რამ ჩემ­და სამ­წუ­ხა­როდ, ეს შან­სი ვერ გა­მო­ვი­ყე­ნე... თუმ­ცა, ლონ­დო­ნი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დი, ჩემს ამ საქ­ცი­ელ­საც ჰქონ­და გა­მარ­თლე­ბა.

- ამ ეტაპ­ზე რას საქ­მი­ა­ნობ?

- მა­გის­ტრა­ტუ­რა­ში სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში სა­კუ­თა­რი სამ­კერ­ვა­ლო კომ­პა­ნია და­ვა­არ­სე, რო­მელ­საც დღე­საც აქ­ტი­უ­რად ვა­მუ­შა­ვებ. ცნო­ბილ დიდ კომ­პა­ნი­ებ­თან ვთა­ნამ­შრობ­ლობ და მათ­თვის უნი­ფორ­მებს ვკე­რავთ... მა­გის­ტრა­ტუ­რის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ, ერთ-ერთი არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­დან ხელ­საყ­რე­ლი წი­ნა­და­დე­ბა მი­ვი­ღე - შე­მომ­თა­ვა­ზეს დი­რექ­ტო­რის თა­ნა­შემ­წედ მე­მუ­შა­ვა. დღეს­დღე­ო­ბით ამ კომ­პა­ნი­ის პრო­ექ­ტე­ბის მე­ნე­ჯე­რი ვარ.

- სამ­კერ­ვა­ლო კომ­პა­ნი­ის და­არ­სე­ბის იდეა თა­ვად გა­გიჩ­ნდა?

- ბიზ­ნე­სი­დეა ჩემი იყო. სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ბევ­რს ვფიქ­რობ­დი იმა­ზე, თუ რა შე­იძ­ლე­ბო­და მე­კე­თე­ბი­ნა ბავ­შვისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! გაზ­რდი­სა და სწავ­ლის პა­რა­ლე­ლუ­რად. ისეთ ად­გი­ლას ვერ ვი­მუ­შა­ვებ­დი, სა­დაც დრო­ში შე­ზღუ­დუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გა­მიჩ­ნდა სურ­ვი­ლი, საქ­მე და­მო­უ­კი­დებ­ლად მე­კე­თე­ბი­ნა. სა­კუ­თარ­მა ბიზ­ნეს­მა მომ­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ დრო ისე გა­მე­ნა­წი­ლე­ბი­ნა, რო­გორც მინ­დო­და.

- შენი უფ­რო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი რამ­დე­ნი წლის არის?

- უფ­რო­სი 13 წლი­საა, უმ­ცრო­სი - 4-ის.

- რო­გორც ამ­ბობ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი დღის რე­ჟი­მი გაქვს. ბავ­შვე­ბის აღ­ზრდა­ში ვინ გეხ­მა­რე­ბა?

- არ­სე­ბობს ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ამ ყვე­ლა­ფერ­ში მეხ­მა­რე­ბა. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მას სა­კუ­თარ თავ­ზე მე­ტად ვენ­დო­ბი. ძი­ძას ვერ ვუ­წო­დებ, რად­გან ჩემ­თვის ოჯა­ხის წევ­რი­ვი­თაა... სა­ღა­მოს შინ დრო­უ­ლად დაბ­რუ­ნე­ბას კი ვა­ხერ­ხებ, მაგ­რამ დას­ვე­ნე­ბი­სა და გარ­თო­ბის­თვის დრო არა­სო­დეს მრჩე­ბა. თვე­ში ერთხელ თუ მო­ვა­ხერ­ხებ, რომ მე­გობ­რებ­თან ერ­თად სად­მე წა­ვი­დე. ვის­ვე­ნებ მხო­ლოდ მა­შინ, როცა შვე­ბუ­ლე­ბას ვი­ღებ. დას­ვე­ნე­ბის დღე­ებს ძი­რი­თა­დად, ქვეყ­ნის გა­რეთ ვა­ტა­რებ ხოლ­მე.

- ად­ვი­ლი არ არის ბიზ­ნე­სი სწო­რად წარ­მარ­თო. ამ ყვე­ლაფ­რის გათ­ვლა­ში ვინ­მე და­გეხ­მა­რა?

- ლონ­დონ­ში ყოფ­ნის პე­რი­ოდ­ში მარ­კე­ტინ­გი­სა და მე­ნე­ჯმენ­ტის კურ­სე­ბი გა­ვი­ა­რე, რაც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სის აწყო­ბა­ში ძა­ლი­ან და­მეხ­მა­რა. მერე ნელ-ნელა, პრაქ­ტი­კა­შიც ბევ­რი რამ ვის­წავ­ლე. და კი­დევ, ზოგ­ჯერ ჩემს იმ მე­გობ­რებს, რომ­ლებ­საც სა­კუ­თა­რი ბიზ­ნე­სი აქვთ, რჩე­ვას ვე­კი­თხე­ბი ხოლ­მე.

- მკაც­რი უფ­რო­სი ხარ?

- სამ­წუ­ხა­როდ, მკაც­რი არ ვარ, არა­და, ამ საქ­მე­ში ეს აუ­ცი­ლე­ბე­ლი თვი­სე­ბა ყო­ფი­ლა. ამა თუ იმ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში ვცდი­ლობ, სიმ­კაც­რე გა­მო­ვი­ჩი­ნო, მაგ­რამ სა­თა­ნა­დოდ არ გა­მომ­დის. ამ სფე­რო­ში ჩემს სი­სუს­ტედ მხო­ლოდ ამ თვი­სე­ბას მი­ვიჩ­ნევ. მა­გა­ლი­თად, მი­ჭირს თა­ნამ­შრო­მე­ლის­თვის იმის თქმა, რომ ამა თუ იმ მი­ზე­ზის გამო, სამ­სა­ხუ­რი­დან და­ვი­თხო­ვე. თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ ამის გა­კე­თე­ბა მა­ინც მი­წევს, რად­გან ვიცი, რომ ეს ბიზ­ნე­სის გან­ვი­თა­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია. მერე ამ ყვე­ლა­ფერს ძა­ლი­ან გან­ვიც­დი.

- კომ­პა­ნი­ა­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის მსურ­ვე­ლე­ბის "სი­ვებს" თა­ვად კი­თხუ­ლობ?

- რა თქმა უნდა, ამ საქ­მეს ვა­კონ­ტრო­ლებ და თა­ნამ­შრომ­ლებს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზ­მის მი­ხედ­ვით ვარ­ჩევ. ადა­მი­ან­მა ის საქ­მე, რისი კე­თე­ბაც გე­ვა­ლე­ბა, კარ­გად უნდა იცო­დე!

- თუ გქო­ნია ისე­თი პე­რი­ო­დი, როცა სამ­სა­ხუ­რის გა­რე­შე დარ­ჩი?

- ასე­თი პე­რი­ო­დი მქონ­და ტე­ლე­კომ­პა­ნია "202"-დან წა­მოს­ვლის შემ­დეგ; აღარ ვი­ცო­დი, რა უნდა მე­კე­თე­ბი­ნა. 2 წელი უმუ­შე­ვა­რი ვი­ყა­ვი.

- ამ დროს ფი­ნან­სუ­რად ვინ გეხ­მა­რე­ბო­და?

- მა­შინ უკვე გა­თხო­ვი­ლი ვი­ყა­ვი და ყვე­ლაფ­რით მე­უღ­ლე უზ­რუნ­ველ­მყოფ­და. უკვე 6 წე­ლია, პა­უ­ზის გა­რე­შე ვმუ­შა­ობ.

- მან­დი­ლოს­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ან პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში უმარ­თლებს, ან კა­რი­ე­რა­ში, შენ კი რო­გორც ჩანს, ორი­ვე კარ­გად აა­წყვე...

- ვერ და­გე­თან­ხმე­ბი იმა­ში, რომ პი­რად ცხოვ­რე­ბა­სა და კა­რი­ე­რა­ში გა­მი­მარ­თლა. რო­გორც წესი, კა­რი­ე­რა­ში უფრო მი­მარ­თლებს ხოლ­მე.

- რა­ტომ? მე­უღ­ლე ხომ გყავს?

- მე და ჩემი მე­უღ­ლე ერ­თმა­ნეთს დავ­შორ­დით.

- და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი შენი საქ­მი­ა­ნო­ბა ხომ არ იყო?

- არა, პი­რი­ქით - ის ყვე­ლა­ფერ­ში ხელს მი­წყობ­და. ახ­ლაც ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა გვაქვს, მაგ­რამ ჩვენ შო­რის მოხ­და რა­ღაც ისე­თი, რის გა­მოც ცალ-ცალ­კე ცხოვ­რე­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. მი­ზე­ზებ­ზე სა­უ­ბა­რი არ მინ­და.

- ვინ იყო შენი მე­უღ­ლე? მას­ზე არა­სო­დეს გი­სა­უბ­რია...

- მხო­ლოდ იმის თქმა შე­მიძ­ლია, რომ ჩვენს სა­ერ­თო მე­გო­ბარ­თან გა­ვი­ცა­ნი. მას­ზე არა­სო­დეს ვსა­უბ­რობ­დი მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მსგავ­სი რა­ღა­ცე­ბი არ უყ­ვარს და თა­ვი­დან­ვე შევ­თან­ხმდით, რომ მას­ზე სა­ჯა­როდ არ ვი­ლა­პა­რა­კებ­დი. მის აზრს ახ­ლაც პა­ტივს ვცემ და ამ ადა­მი­ან­ზე მეტს არა­ფერს ვი­ტყვი.

- ახლა შვი­ლებ­თან ერ­თად, მარ­ტო ცხოვ­რობ?

- არა, დას­თან და შვი­ლებ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ.

- არ­სე­ბობს შან­სი, რომ შენ და შენი მე­უღ­ლე შე­რიგ­დეთ?

- არ ვიცი, მო­მა­ვალ­ში რა იქ­ნე­ბა. ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი ქა­ო­სი ბევ­რჯერ ყო­ფი­ლა და დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლა. იმე­დია, ამ შემ­თხვე­ვა­შიც ასე მოხ­დე­ბა.

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი

როგორ ააწყო ქეთი ყიფშიძემ საკუთარი ბიზნესი

ყოფილი ტელეწამყვანი და მოდელი - ქეთი ყიფშიძე ერთ დროს ძალიან აქტიური და პოპულარული იყო. როგორც თავად ამბობს, იმ პერიოდში, როცა ის ჟურნალ "ფლეიბოისთვის" გადაიღეს, უამრავი საინტერესო შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მიიღო, მაგრამ რატომღაც, ყველაფერზე უარი თქვა. ქეთიმ ინტერვიუს ჩაწერისას გაგვიმხილა, თუ რას ნანობს და რა შეცდომები დაუშვა.

- რამდენიმე წელია, აღარ აქტიურობ, ეკრანზე აღარ ჩანხარ. საინტერესოა, პოპულარობა არ მოგენატრა?

- რა თქმა უნდა, ძველი დრო მენატრება. ძალიან სასიამოვნოა, როცა ხალხს უყვარხარ, გცნობენ და პატივს გცემენ. საზოგადოებამ ტელეკომპანიებიდან - "202" და "პირველი სტერეო" გამიცნო. ამ ტელევიზიებში მუშაობის დროს გავხდი პოპულარული. დღევანდელი გადასახედიდან ვფიქრობ, რომ ის პერიოდი, სხვა თუ არაფრისთვის, მხოლოდ იმიტომაც უნდა გამევლო, რომ მივმხვდარიყავი - ე.წ. ბომონდში ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანები არიან, როგორიც უბრალოდ რიგითი მოქალაქეები ვართ. ისინი არავისზე არაფრით მეტი არ არიან. ახლა ვხვდები, რომ საინტერესო და მოაზროვნე ადამიანები ჩრდილში დგანან და პოპულარობას არ ესწრაფვიან; არც იმას ცდილობენ, რომ გამოგონილი სკანდალების ხარჯზე სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემაში მოხვდნენ.

- ტელევიზიაში მუშაობის პარალელურად აქტიურ სამოდელო საქმიანობასაც ეწეოდი, არა?

- დიახ, და როგორც მოდელმა, ლონდონიდან მიწვევაც მივიღე. რამდენიმე წელი დიდ ბრიტანეთში ვიყავი სასწავლებლად. იქ ყოფნის პერიოდში მივიღე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო!, რომ ქართულ "ფლეიბოისთან" მეთანამშრომლა და ამ ჟურნალისთვის ფოტოები გადამეღო. ამ წინადადებას დავთანხმდი, მაგრამ ჟურნალის გამოსვლის დღიდან უარი ვთქვი სამოდელო საქმიანობაზე და საბოლოოდ, საქართველოში დავრჩი.

- რატომ თქვი უარი სამოდელო საქმიანობაზე? ამ გადაწყვეტილების მიღებაში შენმა მომავალმა მეუღლემ ხომ არ ითამაშა გარკვეული როლი?

- დიახ, იმ დროს უკვე შეყვარებული მყავდა და ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყო. "ფლეიბოის" გამოსვლის შემდეგ უამრავი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მქონდა, მაგრამ ყველაფერზე უარი ვთქვი... გადავწყვიტე, საკუთარი შესაძლებლობები სხვა სფეროში მომესინჯა. იმ პერიოდში ბაკალავრიატი უკვე დამთავრებული მქონდა და აქტიურად დავიწყე სხვადასხვა სპეციალობის შესწავლა. "ჯიპაში" პიარის კურსებიც გავიარე და საბოლოოდ, პოლიტიკური პიარი ავირჩიე... შემდეგ გავთხოვდი და 2009 წელს პატარა ელენე შემეძინა, პარალელურად კი კავკასიის უნივერსიტეტში, ევროპისმცოდნეობის სპეციალობით ვსწავლობდი.

- საკუთარი კარიერული წინსვლისთვის რა შეიძლებოდა გაგეკეთებინა და არ გააკეთე?

- ძალიან ვნანობ, რომ სამოდელო საქმიანობას ჩამოვშორდი. მიმაჩნია, რომ მაშინ შეცდომა დავუშვი. მქონდა შანსი, დიდი წარმატებისთვის მიმეღ­წია, მაგრამ ჩემდა სამწუხაროდ, ეს შანსი ვერ გამოვიყენე... თუმცა, ლონდონიდან საქართველოში რომ დავბრუნდი, ჩემს ამ საქციელსაც ჰქონდა გამართლება.

- ამ ეტაპზე რას საქმიანობ?

- მაგისტრატურაში სწავლის პერიოდში საკუთარი სამკერვალო კომპანია დავაარსე, რომელსაც დღესაც აქტიურად ვამუშავებ. ცნობილ დიდ კომპანიებთან ვთანამშრობლობ და მათთვის უნიფორმებს ვკერავთ... მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციიდან ხელსაყრელი წინადადება მივიღე - შემომთავაზეს დირექტორის თანაშემწედ მემუშავა. დღესდღეობით ამ კომპანიის პროექტების მენეჯერი ვარ.

- სამკერვალო კომპანიის დაარსების იდეა თავად გაგიჩნდა?

- ბიზნესიდეა ჩემი იყო. სწავლის პერიოდში ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ რა შეიძლებოდა მეკეთებინა ბავშვისsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! გაზრდისა და სწავლის პარალელურად. ისეთ ადგილას ვერ ვიმუშავებდი, სადაც დროში შეზღუდული ვიქნებოდი. აქედან გამომდინარე, გამიჩნდა სურვილი, საქმე დამოუკიდებლად მეკეთებინა. საკუთარმა ბიზნესმა მომცა იმის საშუალება, რომ დრო ისე გამენაწილებინა, როგორც მინდოდა.

- შენი უფროსი ქალიშვილი რამდენი წლის არის?

- უფროსი 13 წლისაა, უმცროსი - 4-ის.

- როგორც ამბობ, ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს. ბავშვების აღზრდაში ვინ გეხმარება?

- არსებობს ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში მეხმარება. შეიძლება ითქვას, რომ მას საკუთარ თავზე მეტად ვენდობი. ძიძას ვერ ვუწოდებ, რადგან ჩემთვის ოჯახის წევრივითაა... საღამოს შინ დროულად დაბრუნებას კი ვახერხებ, მაგრამ დასვენებისა და გართობისთვის დრო არასოდეს მრჩება. თვეში ერთხელ თუ მოვახერხებ, რომ მეგობრებთან ერთად სადმე წავიდე. ვისვენებ მხოლოდ მაშინ, როცა შვებულებას ვიღებ. დასვენების დღეებს ძირითადად, ქვეყნის გარეთ ვატარებ ხოლმე.

- ადვილი არ არის ბიზნესი სწორად წარმართო. ამ ყველაფრის გათვლაში ვინმე დაგეხმარა?

- ლონდონში ყოფნის პერიოდში მარკეტინგისა და მენეჯმენტის კურსები გავიარე, რაც საკუთარი ბიზნესის აწყობაში ძალიან დამეხმარა. მერე ნელ-ნელა, პრაქტიკაშიც ბევრი რამ ვისწავლე. და კიდევ, ზოგჯერ ჩემს იმ მეგობრებს, რომლებსაც საკუთარი ბიზნესი აქვთ, რჩევას ვეკითხები ხოლმე.

- მკაცრი უფროსი ხარ?

- სამწუხაროდ, მკაცრი არ ვარ, არადა, ამ საქმეში ეს აუცილებელი თვისება ყოფილა. ამა თუ იმ სიტუაციაში ვცდილობ, სიმკაცრე გამოვიჩინო, მაგრამ სათანადოდ არ გამომდის. ამ სფეროში ჩემს სისუსტედ მხოლოდ ამ თვისებას მივიჩნევ. მაგალითად, მიჭირს თანამშრომელისთვის იმის თქმა, რომ ამა თუ იმ მიზეზის გამო, სამსახურიდან დავითხოვე. თუმცა, საბოლოოდ ამის გაკეთება მაინც მიწევს, რადგან ვიცი, რომ ეს ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელია. მერე ამ ყველაფერს ძალიან განვიცდი.

- კომპანიაში თანამშრომლობის მსურველების "სივებს" თავად კითხულობ?

- რა თქმა უნდა, ამ საქმეს ვაკონტროლებ და თანამშრომლებს პროფესიონალიზმის მიხედვით ვარჩევ. ადამიანმა ის საქმე, რისი კეთებაც გევალება, კარგად უნდა იცოდე!

- თუ გქონია ისეთი პერიოდი, როცა სამსახურის გარეშე დარჩი?

- ასეთი პერიოდი მქონდა ტელეკომპანია "202"-დან წამოსვლის შემდეგ; აღარ ვიცოდი, რა უნდა მეკეთებინა. 2 წელი უმუშევარი ვიყავი.

- ამ დროს ფინანსურად ვინ გეხმარებოდა?

- მაშინ უკვე გათხოვილი ვიყავი და ყველაფრით მეუღლე უზრუნველმყოფდა. უკვე 6 წელია, პაუზის გარეშე ვმუშაობ.

- მანდილოსნების უმრავლესობას ან პირად ცხოვრებაში უმართლებს, ან კარიერაში, შენ კი როგორც ჩანს, ორივე კარგად ააწყვე...

- ვერ დაგეთანხმები იმაში, რომ პირად ცხოვრებასა და კარიერაში გამიმართლა. როგორც წესი, კარიერაში უფრო მიმართლებს ხოლმე.

- რატომ? მეუღლე ხომ გყავს?

- მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დავშორდით.

- დაშორების მიზეზი შენი საქმიანობა ხომ არ იყო?

- არა, პირიქით - ის ყველაფერში ხელს მიწყობდა. ახლაც ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ჩვენ შო­რის მოხდა რაღაც ისეთი, რის გამოც ცალ-ცალკე ცხოვრება გადავწყვიტეთ. მიზეზებზე საუბარი არ მინდა.

- ვინ იყო შენი მეუღლე? მასზე არასოდეს გისაუბრია...

- მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ჩვენს საერთო მეგობართან გავიცანი. მასზე არასოდეს ვსაუბრობდი მხოლოდ იმიტომ, რომ მსგავსი რაღაცები არ უყვარს და თავიდანვე შევთანხმდით, რომ მასზე საჯაროდ არ ვილაპარაკებდი. მის აზრს ახლაც პატივს ვცემ და ამ ადამიანზე მეტს არაფერს ვიტყვი.

- ახლა შვილებთან ერთად, მარტო ცხოვრობ?

- არა, დასთან და შვილებთან ერთად ვცხოვრობ.

- არსებობს შანსი, რომ შენ და შენი მეუღლე შერიგდეთ?

- არ ვიცი, მომავალში რა იქნება. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ქაოსი ბევრჯერ ყოფილა და დროთა განმავლობაში ყველაფერი დალაგებულა. იმედია, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდება.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება