საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს
"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს

რამ­დე­ნი­მე ახალ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას "ფონ­დი ქარ­თუ" და­ა­ფი­ნან­სებს, - ამის შე­სა­ხებ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "მო­ქა­ლა­ქეს" დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა დღეს გა­მარ­თულ ბრი­ფინგზე გა­ნა­ცხა­და. მისი თქმით, და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა სიმ­ბო­ლუ­რი, არა­უ­მე­ტეს 50 000 ლა­რი­სა.

"ჩემ შემ­თხვე­ვა­ში სურ­ვი­ლი იქ­ნე­ბა, რომ და­საქ­მე­ბუ­ლი­დან შე­იქ­მნას რამ­დე­ნი­მე არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია რამ­დე­ნი­მე მი­მარ­თუ­ლე­ბით. თუმ­ცა, მთა­ვა­რი შე­მო­სავ­ლის წყა­რო მათი უნდა იყოს მათი პრო­ფე­სია. სიმ­ბო­ლუ­რი და­ფი­ნან­სე­ბა იქ­ნე­ბა 50 000 ლა­რამ­დე და არა მეტი. უნდა შე­იქ­მნას მსგავ­სი ტი­პის არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც იმ სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბას გა­ნა­ვი­თა­რებს, რო­მელ­საც ჩვენ ვერ შევ­ძლებთ. თუ ჩვენ და­ვი­ნა­ხავთ, რომ ეს არა­სამ­თავ­რო­ბო­ე­ბი და­ი­ცა­ვენ სტან­დარ­ტებს და ქვე­ყა­ნას და­ეხ­მა­რე­ბა ევ­რო­პულ სივ­რცე­ში დაბ­რუ­ნე­ბის­კენ, ჩვენ შე­იძ­ლე­ბა ერთ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­დაც ჩა­მოვ­ყა­ლიბ­დეთ", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა და აღ­ნიშ­ნა, რომ და­სა­ფი­ნან­სებ­ლად გა­მო­ცხად­დე­ბა კონ­კურ­სი, რის შე­სა­ხე­ბაც სა­ზო­გა­დო­ე­ბა გა­ი­გებს.

მი­სი­ვე თქმით, "მო­ქა­ლა­ქე" ითა­ნამ­შრომ­ლებს ყვე­ლა იმ არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ას­თან, რო­მელ­საც აქვს შე­სა­ტყვი­სი კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი ეთი­კა, მა­ღა­ლი ევ­რო­პუ­ლი სტან­დარ­ტე­ბი და ხელს უწყობს ქვეყ­ნის ევ­რო­პუ­ლი სივ­რცის­კენ სვლას.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს

"ფონდი ქართუ" რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას დააფინანსებს

რამდენიმე ახალ არასამთავრობო ორგანიზაციას "ფონდი ქართუ" დააფინანსებს, - ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია "მოქალაქეს" დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაფინანსება იქნება სიმბოლური, არაუმეტეს 50 000 ლარისა.

"ჩემ შემთხვევაში სურვილი იქნება, რომ დასაქმებულიდან შეიქმნას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია რამდენიმე მიმართულებით. თუმცა, მთავარი შემოსავლის წყარო მათი უნდა იყოს მათი პროფესია. სიმბოლური დაფინანსება იქნება 50 000 ლარამდე და არა მეტი. უნდა შეიქმნას მსგავსი ტიპის არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელიც იმ სხვადასხვა მიმართულებას განავითარებს, რომელსაც ჩვენ ვერ შევძლებთ. თუ ჩვენ დავინახავთ, რომ ეს არასამთავრობოები დაიცავენ სტანდარტებს და ქვეყანას დაეხმარება ევროპულ სივრცეში დაბრუნებისკენ, ჩვენ შეიძლება ერთ ორგანიზაციადაც ჩამოვყალიბდეთ", - განაცხადა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ დასაფინანსებლად გამოცხადდება კონკურსი, რის შესახებაც საზოგადოება გაიგებს.

მისივე თქმით, "მოქალაქე" ითანამშრომლებს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, რომელსაც აქვს შესატყვისი კვალიფიციური ეთიკა, მაღალი ევროპული სტანდარტები და ხელს უწყობს ქვეყნის ევროპული სივრცისკენ სვლას.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა