საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვის არ უნდა მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?
ვის არ უნდა მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?

პა­რა­ნორ­მა­ლუ­რი მოვ­ლე­ნა, რო­მელ­ზეც ახლა ვი­სა­უბ­რებ, ძა­ლი­ან აქ­ტუ­ა­ლუ­რია, ენერ­გო­ვამ­პი­რიზ­მის პრობ­ლე­მა ყვე­ლა ადა­მი­ანს აწუ­ხებს. ქალ­ბა­ტო­ნი ანა ლე­ნორ­მა­ნი გვიმ­ხელს, რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბა გვმარ­თებს, რომ ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ.

- ჩვენს დრო­ში ენერ­გო­ვამ­პი­რებს შეხ­ვდე­ბით არა მხო­ლოდ ქუ­ჩა­ში, არა­მედ სა­კუ­თარ ოჯახ­შიც. ენერ­გო­ვამ­პი­რად შე­იძ­ლე­ბა მოგ­ვევ­ლი­ნოს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნი - დედა, ძმა, მე­უღ­ლე. აუ­ცი­ლე­ბე­ლი არ არის, ენერ­გო­ვამ­პი­რი ცუდი პი­როვ­ნე­ბა იყოს და რა­ო­დენ და­უ­ჯე­რებ­ლა­დაც არ უნდა მო­გეჩ­ვე­ნოს, ჩვე­ნი გათ­ვალ­ვა შე­უძ­ლი­ათ დე­და­საც და შვილ­საც, ში­ნა­უ­რებ­საც და არა მხო­ლოდ მტრებ­სა და ავის მო­სურ­ნე­ებს.

- ძი­რი­თა­დად რო­გორ ზე­მოქ­მე­დე­ბენ ენრ­გო­ვამ­პი­რე­ბი?

- ისი­ნი და­დე­ბით ენერ­გი­ას შთან­თქა­ვენ და ამის სა­ნაც­ვლოდ უარ­ყო­ფითს გას­ცე­მენ. სა­ბედ­ნი­ე­როდ, ენერ­გო­ვამ­პი­რებს უფრო ხში­რად ქუ­ჩა­ში ვხვდე­ბით და გა­უც­ნო­ბი­ე­რებ­ლად ვიქ­ცე­ვით მათ მსხვერ­პლად. ზო­გი­ერთ ადა­მი­ანს თა­ვის­და­უ­ნე­ბუ­რად აქვს ეს თვი­სე­ბა, წა­არ­თვას ენერ­გია მე­ო­რე ადა­მი­ანს, გარ­შე­მომ­ყო­ფებს, რომ­ლებ­საც არ გა­აჩ­ნი­ათ ძლი­ერ­დამ­ცა­ვი აურა. ის იმ­დე­ნად ახ­ლოს შე­დის კონ­ტაქ­ტში, რომ ამ უკა­ნას­კნელს ეწყე­ბა სი­სუს­ტის კლა­სი­კუ­რი სიმპტო­მე­ბი.

- რაში გა­მო­ი­ხა­ტე­ბა ენერ­გი­ის­გან დაც­ლა?

- ენერ­გი­ის­გან დაც­ლა გა­მო­ი­ხა­ტე­ბა შემ­დეგ­ნა­ი­რად: სა­ერ­თო სი­სუს­ტე, დაღ­ლი­ლო­ბა, ფერ­მკრთა­ლო­ბა, მტვრე­ვის შეგ­რძნე­ბა სახ­სრებ­ში, ისი­ნი ადა­მი­ანს ენერ­გე­ტი­კულ რე­სურ­სებ­ზე დარ­ტყმას ავ­სე­ბენ ენერ­გი­ის ტე­ლე­პა­თი­უ­რი წარ­თმე­ვის გზით. ხოლო იმ შემ­თხვე­ვებს, როცა ენერ­გი­ის წარ­თმე­ვა გა­უ­აზ­რებ­ლად ხდე­ბა, ვუ­წო­დებთ ფსი­ქი­კურ პა­რა­ზი­ტიზმს. ტერ­მინს "ენერ­გე­ტი­კუ­ლი ვამ­პი­რიზ­მი" მე ვი­ყე­ნებ იმ შემ­თხვე­ვა­ში, როცა ამ­გვა­რი უარ­ყო­ფი­თი ეფექ­ტი წი­ნას­წარ­გან­ზრა­ხუ­ლად, ფსი­ქი­კუ­რი თავ­დას­ხმის სა­ხით ხდე­ბა. ამ სა­ხის პრო­ცესს შეგ­ვიძ­ლია, თვალ­ყუ­რი ვა­დევ­ნოთ პარ­ლა­მენ­ტში, ადა­მი­ან­თა თავ­შეყ­რის ად­გი­ლებ­ში, დიდ სუფ­რას­თან, სა­ჯა­რო ლექ­ცი­ებ­ზე...

- ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი რო­გორ უნდა შე­ვიც­ნოთ?

- ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი ცდი­ლო­ბენ, რაც შე­იძ­ლე­ბა მეტი გა­ი­გონ სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, შემ­დეგ ჰყვე­ბი­ან სა­კუ­თარ ის­ტო­რი­ას და ამით ახ­დე­ნენ სა­კუ­თა­რი ენერ­გი­ის აღ­დგე­ნას. კი­დევ ხში­რად ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე ესა­უბ­რე­ბი­ან ისეთ ადა­მი­ა­ნებს რომ­ლებ­საც ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე აქვთ. ჩემი პა­ცი­ენ­ტე­ბის­გან ხში­რად მეს­მის, - ყვე­ლა­ფე­რი რიგ­ზე მქონ­და, ახლა კი უკუღ­მა წა­მი­ვი­დაო. ასე რომ, გაფრ­თხილ­დით, სა­ნამ ვინ­მეს­თან და­ი­წყებთ სა­უ­ბარს და პი­რად ცხოვ­რე­ბას მო­უყ­ვე­ბი. ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბი ასე­ვე ყვე­ბი­ან თა­ვი­ანთ და­ა­ვა­დე­ბებ­ზე, ჯან­სა­ღი ადა­მი­ა­ნის ჯან­სა­ღი ენერ­გი­ით იკ­ვე­ბე­ბი­ან. ერთ რჩე­ვას მოგ­ცემთ, - როცა ენერ­გო­ვამ­პი­რი იწყებს თქვენ­თან სა­უ­ბარს, აუ­ცი­ლებ­ლად მო­ხა­რეთ მარ­ცხე­ნა ხე­ლის ცერა თითი და სხვა თი­თებ­ში და­მა­ლეთ. ეს პრო­ცე­დუ­რა უნდა გა­კეთ­დეს ისე, რომ ამის შე­სა­ხებ თქვენ­მა თა­ნა­მო­სა­უბ­რემ არა­ფე­რი გა­ი­გოს. ასე­თი ქმე­დე­ბით თქვენ კე­ტავთ სა­კუ­თარ ენერ­გი­ას და ვამ­პირს უჭირს თქვენს ენერ­გე­ტი­კულ წი­აღ­ში შეღ­წე­ვა. შე­იძ­ლე­ბა, ფე­ხე­ბის გა­დაჯ­ვა­რე­დი­ნე­ბაც.

- რო­გო­რი სა­ხის ვამ­პი­რე­ბი არ­სე­ბო­ბენ?

- შე­მიძ­ლია, ჩა­მო­გით­ვა­ლოთ: უმაღ­ლე­სი ენერ­გი­ით და­კომ­პლექ­სე­ბუ­ლი, სექ­სუ­ა­ლუ­რი ვამ­პი­რე­ბი.

- იქ­ნებ ცალ-ცალ­კე ვი­სა­უბ­როთ თი­თო­ე­ულ კა­ტე­გო­რი­ა­ზე?

- სექ­სუ­ა­ლუ­რი ვამ­პი­რი არის სა­უ­კე­თე­სო პარტნი­ო­რი, რო­მე­ლიც შე­უც­ვლე­ლი ჰგო­ნია პარტნი­ორს. ამ დროს ვამ­პი­რი რო­გორც კი წა­არ­თმევს ენერ­გი­ას, ის პი­როვ­ნე­ბა აღარ აინ­ტე­რე­სებს. ამ დროს ქა­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ვერ ხვდე­ბა, რომ ვამ­პირ­მა წა­არ­თვა, ისი­ნი თავს მო­ტყუ­ე­ბუ­ლად და მი­ტო­ვე­ბუ­ლად გრძნო­ბენ. სექ­სუ­ა­ლურ ვამ­პირ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის დროს იც­ვლე­ბა მსხვერ­პლის ენერ­გე­ტი­კა, ირ­ღვე­ვა აურა, ეკარ­გე­ბა სი­ცო­ცხლის ხა­ლი­სი. ასე­თი ვამ­პი­რე­ბი ძა­ლი­ან სა­ში­შე­ბი არი­ან, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ისი­ნი, რომ­ლე­ბიც მსხვერ­პლის სა­ბო­ლოო გა­ნად­გუ­რე­ბის­კენ ის­წრაფ­ვი­ან. ისი­ნი აღ­წე­ვენ ოქ­როს­ფერ მომ­წვა­ნო ენერ­გე­ტი­კულ სპექტრში, რომ­ლე­ბიც, სამ­წუ­ხა­როდ, სე­რი­ო­ზულ და­ა­ვა­დე­ბებს იწ­ვევს. ასე­თი ვამ­პი­რე­ბი ხალ­ხმრა­ვალ ად­გი­ლებ­ში მოძ­რა­ო­ბენ და ცდი­ლო­ბენ ხალ­ხის ყუ­რა­დღე­ბის მიქ­ცე­ვას, უფრო სწო­რად მათ შე­იძ­ლე­ბა შევ­ხვდეთ სა­ზო­გა­დო­ებ­რივ ტრან­სპორ­ტშიც, ან რი­გებ­ში, სა­დაც ისეთ რა­მე­ებს აკე­თებს, რომ ხალ­ხის რე­აქ­ცია გა­მო­ი­წი­ვოს. აქ მის­თვის მთა­ვა­რია, ადა­მი­ა­ნებს ერთი სი­ტყვით "უი" წა­მო­აც­დე­ვი­ნოს, ის ბედ­ნი­ე­რია ამ ენერ­გი­ის ხარ­ჯზე. ვამ­პი­რე­ბი ყო­ველ­თვის უბე­დუ­რე­ბა­სა და ავად­მყო­ფო­ბას იწ­ვე­ვენ, რად­გან ყო­ველ­დღი­უ­რად ივ­სე­ბი­ან სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გი­ით. ვამ­პი­რე­ბის სახ­ლში ვერ ცო­ცხლო­ბენ ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი და ვერ ხა­რო­ბენ ოთა­ხის მცე­ნა­რე­ე­ბი. თუ ვიგ­რძე­ნით რომ თა­ნა­მო­სა­უბ­რემ თა­ვის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე წუ­წუ­ნით დაგვღა­ლა და ცდი­ლობს, თა­ვი­სი უსი­ა­მოვ­ნო ვნე­ბე­ბი თავს მოგ­ვახ­ვი­ოს, უნდა მივ­ხვდეთ, რომ ჩვენს წინ სწო­რედ ენერ­გო­ვამ­პი­რია. ადა­მი­ან­თა თა­ნაგ­რძნო­ბის წი­ნა­აღ­მდე­გი არ ვარ, მაგ­რამ არა­ვის არ ვურ­ჩევ, თა­ვი­სი ჯან­სა­ღი ენერ­გია ენერ­გო­ვამ­პი­რის საკ­ვე­ბად აქ­ცი­ოს და თვი­თონ მისი ენერ­გი­ით და­ინ­ფი­ცირ­დეს. თუ შე­ამ­ჩნი­ეთ, რომ თქვე­ნი თა­ნა­მო­სა­უბ­რე ენერ­გო­ვამ­პი­რია, შე­გიძ­ლი­ათ, ზრდი­ლო­ბი­ა­ნად აუხ­სნათ, რომ თქვენ ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი ხართ, არ გცა­ლი­ათ და თავი და­აღ­წი­ოთ. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში ე.წ. ზრდი­ლო­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა მათ­თვის მიზ­ნის მიღ­წე­ვაა. და ბო­ლოს, შე­უძ­ლე­ბე­ლია, თი­თო­ე­ულ თქვენ­განს გა­უ­ჭირ­დეს ნაც­ნობ ადა­მი­ან­თა შო­რის ვამ­პი­რის ამოც­ნო­ბა. თუ ადა­მი­ა­ნი თავ­გა­მო­დე­ბით ცდი­ლობს, შე­გა­წუ­ხოთ თა­ვის წარ­მა­ტე­ბებ­ზე სა­უბ­რით, ცდი­ლობს, ზე­მოქ­მე­დე­ბა მო­ახ­დი­ნოს, ცდი­ლობს, მო­ახ­დი­ნოს თა­ვი­სი სა­უბ­რით თქვე­ნი აღ­ტა­ცე­ბა, უნდა მიხ­ვდეთ, რომ ენერ­გო­ვამ­პირ­თან გაქვს საქ­მე. ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მაა ადა­მი­ა­ნის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი აზრფორ­მა, თუმ­ცა ისიც უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ გა­ორ­მა­გე­ბუ­ლად უკან უბ­რუნ­დე­ბა. ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი იწ­ვე­ვენ დამ­თრგუნ­ველ და და­მან­გრე­ველ ზე­მოქ­მე­დე­ბას ჩვენ­ზე, მაგ­რამ ამას ჩვენ მა­შინ­ვე მივ­ხვდე­ბით, რად­გან მათი სა­უ­ბა­რი იწ­ვევს თა­ვის ტკი­ვილს, თავ­ბრუს­ხვე­ვას, ზოგ­ჯერ გუ­ლის აჩ­ქა­რე­ბას, ამ ადა­მი­ა­ნებს არ ეს­მით, რომ ის ცუდი ენერ­გი­ის ნა­კა­დი, რაც ჩვენ­თვის, გარ­შე­მომ­ყო­ფე­ბის­თვის უნ­დათ, ბუ­მე­რან­გი­ვით უბ­რუნ­დე­ბათ, ამი­ტო­მაც უნდა გავ­თა­ვი­სუფ­ლდეთ შუ­რის­გან, ბო­რო­ტე­ბის­გან, ვი­ცხოვ­როთ ბო­რო­ტე­ბის გა­რე­შე და არა­ვის არ მო­ვევ­ლი­ნე­ბით ენერ­გო­ვამ­პი­რე­ბად. შე­სა­ბა­მი­სად, არ დაგ­ვიბ­რუნ­დე­ბა უკან ჩვე­ნი­ვე ავი ზრახ­ვე­ბი და სურ­ვი­ლე­ბი. ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის გა­ნე­იტ­რა­ლე­ბა ხდე­ბა გან­წმენ­დით, ცხე­ლი შხა­პის მი­ღე­ბით, ასე­ვე, ცე­ცხლის ენერ­გი­ით, სან­თლის ალით. ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის­გან თა­ვის დამ­ცა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბა არ­სე­ბობს, პირ­ველ რიგ­ში, ეს ძალა შეს­წევს სა­გან­გე­ბო ლოც­ვებ­სა და ფსალ­მუ­ნებს, ტა­ძარ­ში სი­ა­რულს. ნაკ­ლე­ბად შე­უძ­ლი­ათ ზე­მოქ­მე­დე­ბა ადა­მი­ან­ზე, რო­მე­ლიც ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს. ზო­გი­ერ­თი ქალ­ბა­ტო­ნი ვერ აც­ნო­ბი­ე­რებს, რომ მის­თვის ყვე­ლა­ზე დიდი ენერ­გო­ვამ­პი­რი მისი მე­უღ­ლეა, ოჯა­ხუ­რი ძა­ლა­დო­ბის მსხვერ­პლი ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ზოგ­ჯერ ვერ გრძნო­ბენ, რომ ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის მსხვერ­პლნი არი­ან ისი­ნი და სხვა­დას­ხვა მე­თო­დე­ბით ცდი­ლო­ბენ ავად­მყო­ფო­ბა­თა მოგ­ვა­რე­ბას, მაგ­რამ მათ­ზე მე­დი­კა­მენ­ტო­ზუ­რი ჩა­რე­ვა არ მოქ­მე­დებს, იმი­ტომ რომ ენერ­გო­ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად დას­ნე­უ­ლე­ბუ­ლი მათი ფსი­ქი­კაა სამ­კურ­ნა­ლო. ნე­ბის­მი­ე­რი პი­როვ­ნე­ბა, ვინც ენერ­გო­ვამ­პი­რად მოგ­ვევ­ლი­ნე­ბა, არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ოჯა­ხის წევ­რი იქ­ნე­ბა, მე­ზო­ბე­ლი თუ ნა­თე­სა­ვი, უბ­რა­ლო ნაც­ნო­ბი თუ შეფი სამ­სა­ხურ­ში, თუ ბედ­ნი­ე­რე­ბა და სრულ­ყო­ფი­ლი ცხოვ­რე­ბა გვინ­და, თავი შორს უნდა და­ვი­ჭი­როთ მის­გან. ენერ­გო­ვამ­პირ­თა თვი­სე­ბა და სტი­ქი­აა კა­მა­თის სურ­ვი­ლი, ვი­ზი­ა­რებთ აზრს, რომ კა­მათ­ში იბა­დე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბა, მაგ­რამ იმა­საც ვა­ღი­ა­რებ, რომ ე.წ. კა­მა­თით ენერ­გო­ვამ­პი­რებს ჩვე­ნი სა­ბო­ლო­ოდ გა­ნად­გუ­რე­ბა უნ­დათ, ამ დროს უბ­რძოლ­ვე­ლად ბრძო­ლის ვე­ლის და­ტო­ვე­ბა, ანუ კა­მათ­ში არა­ყო­ლა, მათი გა­ნი­ა­რა­ღე­ბის სა­უ­კე­თე­სო სა­შუ­ა­ლე­ბაა. წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში ვამ­პი­რი ცდი­ლობს, მოგ­ვცე­ლოს და სა­სი­ცო­ცხლო ენერ­გია წაგ­ვარ­თვას ე.წ. კა­მა­თის ბრძო­ლის ველ­ზე. ენერ­გო­ვამ­პი­რის შეც­ნო­ბა­ში ყვე­ლა­ზე უტყუ­ა­რი მსა­ჯუ­ლი, ჩვე­ნი­ვე ინ­ტუ­ი­ცი­აა, ბევ­რი რომ არ გა­ვაგ­რძე­ლო, არც ერთი ადა­მი­ა­ნი არ უნდა ვამ­ყო­ფოთ ჩვენ გვერ­დით, თუ ის სუ­ლი­ერ და ფი­ზი­კურ კომ­ფორ­ტს ვერ გვიქ­მნის და მხო­ლოდ ჩვენს გან­რის­ხე­ბა­სა და უარ­ყო­ფი­თი ემო­ცი­ე­ბით დატ­ვირ­თვას ცდი­ლობს. მარ­თა­ლია, ქრის­ტი­ა­ნო­ბა მტრის მოყვრად შეც­ნო­ბას გვას­წავ­ლის, მაგ­რამ ისიც ცხა­დია, რომ მოყ­ვა­რე "მტე­რი" ყოვ­ლი­სა მტრის­გან უფრო მტე­რია და არა აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც ჩვენს და­ინ­ფი­ცი­რე­ბას ცდი­ლობს, ჩვე­ნი ტყუ­პის­ცა­ლია, თუ მო­სის­ხლე მტე­რი. თუ გვინ­და ბედ­ნი­ე­რე­ბა­სა და წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ოთ, ენერ­გო­ვამ­პირ­თა­გან თა­ვის დაც­ვა უნდა ვის­წავ­ლოთ. ეს დაც­ვა კი უმ­თავ­რე­სად გა­მო­ი­ხა­ტე­ბა იმის კე­თე­ბა­ში, რაც მოგ­ვწონს, გვსი­ა­მოვ­ნებს და ძა­ლა­სა და ენერ­გი­ას გვმა­ტებს. ვამ­პი­რიზ­მი მხო­ლოდ ადა­მი­ან­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბა არ არის, ნე­ბის­მი­ე­რი იძუ­ლე­ბა და ძალ­და­ტა­ნე­ბა ვამ­პი­რიზ­მის მო­რი­გი გა­მოვ­ლი­ნე­ბაა. თი­თო­ე­ულ­მა ჩვენ­გან­მა ის საქ­მე უნდა აკე­თოს, რაც მოს­წონს და სი­ა­მოვ­ნებს და ეურ­თი­ერ­თოს მხო­ლოდ მათ, ვის­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც თავს კომ­ფორ­ტუ­ლად გრძნობს და ძალ­და­ტა­ნე­ბა და "მსხვერ­პლის გა­ღე­ბა" არ სჭირ­დე­ბა.

მაია ია­სეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

ვის არ უნდა მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?

ვის არ უნდა მოუყვეთ თქვენი პირადი ცხოვრების შესახებ?

პარანორმალური მოვლენა, რომელზეც ახლა ვისაუბრებ, ძალიან აქტუალურია, ენერგოვამპირიზმის პრობლემა ყველა ადამიანს აწუხებს. ქალბატონი ანა ლენორმანი გვიმხელს, რის გათვალისწინება გვმართებს, რომ ენერგოზემოქმედებისგან გავთავისუფლდეთ.

- ჩვენს დროში ენერგოვამპირებს შეხვდებით არა მხოლოდ ქუჩაში, არამედ საკუთარ ოჯახშიც. ენერგოვამპირად შეიძლება მოგვევლინოს უახლოესი ადამიანი - დედა, ძმა, მეუღლე. აუცილებელი არ არის, ენერგოვამპირი ცუდი პიროვნება იყოს და რაოდენ დაუჯერებლადაც არ უნდა მოგეჩვენოს, ჩვენი გათვალვა შეუძლიათ დედასაც და შვილსაც, შინაურებსაც და არა მხოლოდ მტრებსა და ავის მოსურნეებს.

- ძირითადად როგორ ზემოქმედებენ ენრგოვამპირები?

- ისინი დადებით ენერგიას შთანთქავენ და ამის სანაცვლოდ უარყოფითს გასცემენ. საბედნიეროდ, ენერგოვამპირებს უფრო ხშირად ქუჩაში ვხვდებით და გაუცნობიერებლად ვიქცევით მათ მსხვერპლად. ზოგიერთ ადამიანს თავისდაუნებურად აქვს ეს თვისება, წაართვას ენერგია მეორე ადამიანს, გარშემომყოფებს, რომლებსაც არ გააჩნიათ ძლიერდამცავი აურა. ის იმდენად ახლოს შედის კონტაქტში, რომ ამ უკანასკნელს ეწყება სისუსტის კლასიკური სიმპტომები.

- რაში გამოიხატება ენერგიისგან დაცლა?

- ენერგიისგან დაცლა გამოიხატება შემდეგნაირად: საერთო სისუსტე, დაღლილობა, ფერმკრთალობა, მტვრევის შეგრძნება სახსრებში, ისინი ადამიანს ენერგეტიკულ რესურსებზე დარტყმას ავსებენ ენერგიის ტელეპათიური წართმევის გზით. ხოლო იმ შემთხვევებს, როცა ენერგიის წართმევა გაუაზრებლად ხდება, ვუწოდებთ ფსიქიკურ პარაზიტიზმს. ტერმინს "ენერგეტიკული ვამპირიზმი" მე ვიყენებ იმ შემთხვევაში, როცა ამგვარი უარყოფითი ეფექტი წინასწარგანზრახულად, ფსიქიკური თავდასხმის სახით ხდება. ამ სახის პროცესს შეგვიძლია, თვალყური ვადევნოთ პარლამენტში, ადამიანთა თავშეყრის ადგილებში, დიდ სუფრასთან, საჯარო ლექციებზე...

- ენერგოვამპირები როგორ უნდა შევიცნოთ?

- ასეთი ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი გაიგონ სხვა ადამიანების ცხოვრებაზე, შემდეგ ჰყვებიან საკუთარ ისტორიას და ამით ახდენენ საკუთარი ენერგიის აღდგენას. კიდევ ხშირად ენერგოვამპირები პირად ცხოვრებაზე ესაუბრებიან ისეთ ადამიანებს რომლებსაც ყველაფერი რიგზე აქვთ. ჩემი პაციენტებისგან ხშირად მესმის, - ყველაფერი რიგზე მქონდა, ახლა კი უკუღმა წამივიდაო. ასე რომ, გაფრთხილდით, სანამ ვინმესთან დაიწყებთ საუბარს და პირად ცხოვრებას მოუყვები. ენერგოვამპირები ასევე ყვებიან თავიანთ დაავადებებზე, ჯანსაღი ადამიანის ჯანსაღი ენერგიით იკვებებიან. ერთ რჩევას მოგცემთ, - როცა ენერგოვამპირი იწყებს თქვენთან საუბარს, აუცილებლად მოხარეთ მარცხენა ხელის ცერა თითი და სხვა თითებში დამალეთ. ეს პროცედურა უნდა გაკეთდეს ისე, რომ ამის შესახებ თქვენმა თანამოსაუბრემ არაფერი გაიგოს. ასეთი ქმედებით თქვენ კეტავთ საკუთარ ენერგიას და ვამპირს უჭირს თქვენს ენერგეტიკულ წიაღში შეღწევა. შეიძლება, ფეხების გადაჯვარედინებაც.

- როგორი სახის ვამპირები არსებობენ?

- შემიძლია, ჩამოგითვალოთ: უმაღლესი ენერგიით დაკომპლექსებული, სექსუალური ვამპირები.

- იქნებ ცალ-ცალკე ვისაუბროთ თითოეულ კატეგორიაზე?

- სექსუალური ვამპირი არის საუკეთესო პარტნიორი, რომელიც შეუცვლელი ჰგონია პარტნიორს. ამ დროს ვამპირი როგორც კი წაართმევს ენერგიას, ის პიროვნება აღარ აინტერესებს. ამ დროს ქალების უმრავლესობა ვერ ხვდება, რომ ვამპირმა წაართვა, ისინი თავს მოტყუებულად და მიტოვებულად გრძნობენ. სექსუალურ ვამპირთან ურთიერთობის დროს იცვლება მსხვერპლის ენერგეტიკა, ირღვევა აურა, ეკარგება სიცოცხლის ხალისი. ასეთი ვამპირები ძალიან საშიშები არიან, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც მსხვერპლის საბოლოო განადგურებისკენ ისწრაფვიან. ისინი აღწევენ ოქროსფერ მომწვანო ენერგეტიკულ სპექტრში, რომლებიც, სამწუხაროდ, სერიოზულ დაავადებებს იწვევს. ასეთი ვამპირები ხალხმრავალ ადგილებში მოძრაობენ და ცდილობენ ხალხის ყურადღების მიქცევას, უფრო სწორად მათ შეიძლება შევხვდეთ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც, ან რიგებში, სადაც ისეთ რამეებს აკეთებს, რომ ხალხის რეაქცია გამოიწივოს. აქ მისთვის მთავარია, ადამიანებს ერთი სიტყვით "უი" წამოაცდევინოს, ის ბედნიერია ამ ენერგიის ხარჯზე. ვამპირები ყოველთვის უბედურებასა და ავადმყოფობას იწვევენ, რადგან ყოველდღიურად ივსებიან სასიცოცხლო ენერგიით. ვამპირების სახლში ვერ ცოცხლობენ შინაური ცხოველები და ვერ ხარობენ ოთახის მცენარეები. თუ ვიგრძენით რომ თანამოსაუბრემ თავის მდგომარეობაზე წუწუნით დაგვღალა და ცდილობს, თავისი უსიამოვნო ვნებები თავს მოგვახვიოს, უნდა მივხვდეთ, რომ ჩვენს წინ სწორედ ენერგოვამპირია. ადამიანთა თანაგრძნობის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ არავის არ ვურჩევ, თავისი ჯანსაღი ენერგია ენერგოვამპირის საკვებად აქციოს და თვითონ მისი ენერგიით დაინფიცირდეს. თუ შეამჩნიეთ, რომ თქვენი თანამოსაუბრე ენერგოვამპირია, შეგიძლიათ, ზრდილობიანად აუხსნათ, რომ თქვენ ძალიან დაკავებული ხართ, არ გცალიათ და თავი დააღწიოთ. ასეთ შემთხვევაში ე.წ. ზრდილობა და თანაგრძნობა მათთვის მიზნის მიღწევაა. და ბოლოს, შეუძლებელია, თითოეულ თქვენგანს გაუჭირდეს ნაცნობ ადამიანთა შორის ვამპირის ამოცნობა. თუ ადამიანი თავგამოდებით ცდილობს, შეგაწუხოთ თავის წარმატებებზე საუბრით, ცდილობს, ზემოქმედება მოახდინოს, ცდილობს, მოახდინოს თავისი საუბრით თქვენი აღტაცება, უნდა მიხვდეთ, რომ ენერგოვამპირთან გაქვს საქმე. ენერგოზემოქმედების ფორმაა ადამიანის წინააღმდეგ მიმართული აზრფორმა, თუმცა ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ გაორმაგებულად უკან უბრუნდება. ასეთი ადამიანები იწვევენ დამთრგუნველ და დამანგრეველ ზემოქმედებას ჩვენზე, მაგრამ ამას ჩვენ მაშინვე მივხვდებით, რადგან მათი საუბარი იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, ზოგჯერ გულის აჩქარებას, ამ ადამიანებს არ ესმით, რომ ის ცუდი ენერგიის ნაკადი, რაც ჩვენთვის, გარშემომყოფებისთვის უნდათ, ბუმერანგივით უბრუნდებათ, ამიტომაც უნდა გავთავისუფლდეთ შურისგან, ბოროტებისგან, ვიცხოვროთ ბოროტების გარეშე და არავის არ მოვევლინებით ენერგოვამპირებად. შესაბამისად, არ დაგვიბრუნდება უკან ჩვენივე ავი ზრახვები და სურვილები. ენერგოზემოქმედების განეიტრალება ხდება განწმენდით, ცხელი შხაპის მიღებით, ასევე, ცეცხლის ენერგიით, სანთლის ალით. ენერგოზემოქმედებისგან თავის დამცავი საშუალება არსებობს, პირველ რიგში, ეს ძალა შესწევს საგანგებო ლოცვებსა და ფსალმუნებს, ტაძარში სიარულს. ნაკლებად შეუძლიათ ზემოქმედება ადამიანზე, რომელიც ეკლესიურად ცხოვრობს. ზოგიერთი ქალბატონი ვერ აცნობიერებს, რომ მისთვის ყველაზე დიდი ენერგოვამპირი მისი მეუღლეა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ქალბატონები ზოგჯერ ვერ გრძნობენ, რომ ენერგოზემოქმედების მსხვერპლნი არიან ისინი და სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ავადმყოფობათა მოგვარებას, მაგრამ მათზე მედიკამენტოზური ჩარევა არ მოქმედებს, იმიტომ რომ ენერგოზემოქმედების შედეგად დასნეულებული მათი ფსიქიკაა სამკურნალო. ნებისმიერი პიროვნება, ვინც ენერგოვამპირად მოგვევლინება, არა აქვს მნიშვნელობა, ოჯახის წევრი იქნება, მეზობელი თუ ნათესავი, უბრალო ნაცნობი თუ შეფი სამსახურში, თუ ბედნიერება და სრულყოფილი ცხოვრება გვინდა, თავი შორს უნდა დავიჭიროთ მისგან. ენერგოვამპირთა თვისება და სტიქიაა კამათის სურვილი, ვიზიარებთ აზრს, რომ კამათში იბადება ჭეშმარიტება, მაგრამ იმასაც ვაღიარებ, რომ ე.წ. კამათით ენერგოვამპირებს ჩვენი საბოლოოდ განადგურება უნდათ, ამ დროს უბრძოლველად ბრძოლის ველის დატოვება, ანუ კამათში არაყოლა, მათი განიარაღების საუკეთესო საშუალებაა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვამპირი ცდილობს, მოგვცელოს და სასიცოცხლო ენერგია წაგვართვას ე.წ. კამათის ბრძოლის ველზე. ენერგოვამპირის შეცნობაში ყველაზე უტყუარი მსაჯული, ჩვენივე ინტუიციაა, ბევრი რომ არ გავაგრძელო, არც ერთი ადამიანი არ უნდა ვამყოფოთ ჩვენ გვერდით, თუ ის სულიერ და ფიზიკურ კომფორტს ვერ გვიქმნის და მხოლოდ ჩვენს განრისხებასა და უარყოფითი ემოციებით დატვირთვას ცდილობს. მართალია, ქრისტიანობა მტრის მოყვრად შეცნობას გვასწავლის, მაგრამ ისიც ცხადია, რომ მოყვარე "მტერი" ყოვლისა მტრისგან უფრო მტერია და არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი, რომელიც ჩვენს დაინფიცირებას ცდილობს, ჩვენი ტყუპისცალია, თუ მოსისხლე მტერი. თუ გვინდა ბედნიერებასა და წარმატებას მივაღწიოთ, ენერგოვამპირთაგან თავის დაცვა უნდა ვისწავლოთ. ეს დაცვა კი უმთავრესად გამოიხატება იმის კეთებაში, რაც მოგვწონს, გვსიამოვნებს და ძალასა და ენერგიას გვმატებს. ვამპირიზმი მხოლოდ ადამიანზე ზემოქმედება არ არის, ნებისმიერი იძულება და ძალდატანება ვამპირიზმის მორიგი გამოვლინებაა. თითოეულმა ჩვენგანმა ის საქმე უნდა აკეთოს, რაც მოსწონს და სიამოვნებს და ეურთიერთოს მხოლოდ მათ, ვისთან ურთიერთობაშიც თავს კომფორტულად გრძნობს და ძალდატანება და "მსხვერპლის გაღება" არ სჭირდება.

მაია იასეშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია