საფრანგეთის სასამართლომ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ინფორმაცია კეზერაშვილის ადვოკატმა შოთა მინდელმა დაუდასტურა.
ადვოკატის ინფორმაციით, დავით კეზერაშვილი პატიმრობიდან გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დამატებითი დეტალებისა და პატიმრობიდან გათავისუფლების პირობების შესახებ მინდელი ინფორმაციას მოგვიანებით დააზუსტებს.
კეზერაშვილი საფრანგეთში ქართული მხარის მოთხოვნით დააკავეს. მის წინააღმდეგ საქართველოში ორი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. რიყისა და "ტელე იმედის" გასხვისების საქმე, სადაც კეზერაშვილს სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან, ასევე კონტრაბანდული სპირტის საქმე, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრს კონტრაბანდული სქემის მფარველობაში ადანაშაულებენ.