პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?
რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?

31 იან­ვარს "იმე­დის" ეთერ­ში გა­სულ­მა ინგა გრი­გო­ლი­ას "რე­აქ­ცი­ამ", რო­მე­ლიც "ვა­ნოს კად­რებ­სა" და "მუხ­რო­ვა­ნის ამ­ბოხს" მი­ე­ძღვნა, სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ისე­თი რე­აქ­ცია გა­მო­იწ­ვია, რომ მე­ო­რე დღეს პარ­ლა­მენ­ტის წინ გა­და­ცე­მის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აქ­ცია გა­ი­მარ­თა. "რკი­ნის ნერ­ვე­ბი ჰქო­ნია ოთა­ნა­ძეს, მა­გის ად­გი­ლას "იმენ­ნა" სის­ხლს ვარ­წყე­ვი­ნებ­დი მაგ ნა­ბიჭ­ვრებ­სო", - და­ი­წე­რა სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში, რო­მე­ლიც გა­და­ცე­მის მსვლე­ლო­ბი­სას, პირ­და­პირ "აფეთ­ქდა".

მაგ­რამ გა­და­ცე­მა­ზე მყო­ფი ადა­მი­ა­ნე­ბი­დან რკი­ნის ნერ­ვე­ბი კი­დევ ერთ მო­ნა­წი­ლეს აღ­მო­აჩ­ნდა, გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის დას, რო­მელ­საც მისი ძმის მკვლე­ლის, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის სუ­რა­თი დარ­ბაზ­ში მყოფ­მა ახალ­გაზ­რდებ­მა სულ ცხვირ­წინ უტ­რი­ა­ლეს.

რო­გორ მოხ­ვდნენ ეს აგ­რე­სი­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი გა­და­ცე­მა­ზე? რა­ტომ არ ალა­პა­რა­კეს მოკ­ლუ­ლი გე­ნერ­ლის, კრი­ა­ლაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი და რა ხდე­ბო­და კუ­ლი­სებს მიღ­მა? გვე­სა­უბ­რე­ბა ლია კრი­ა­ლაშ­ვი­ლი.

- გა­და­ცე­მის თემა იყო მუხ­რო­ვა­ნი და ინგა გრი­გო­ლი­ამ მიგ­ვიწ­ვია მე, ჩემი ად­ვო­კა­ტი ნა­თია კორ­კო­ტა­ძე, კობა ოთა­ნა­ძე, ზურა აბა­ში­ძე, მა­ნა­ნა კო­ბა­ხი­ძე და ლე­ვან ამი­რი­ძე. სტუ­დი­ა­ში რომ შე­ვე­დით, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი უკვე დარ­ბაზ­ში იყ­ვნენ და არც კი ვი­ცო­დი, ვინ იყ­ვნენ. ასეთ გა­და­ცე­მა­ზე თუ ვა­ნოს პლა­კა­ტი ექ­ნე­ბო­დათ მო­ტა­ნი­ლი, მა­გას ვერც კი წარ­მო­ვიდ­გენ­დი.

- ანუ, თქვე­ნამ­დე უკვე დარ­ბაზ­ში ად­გი­ლი და­კა­ვე­ბუ­ლი ჰქონ­დათ?

- კი. გა­და­ცე­მა და­ი­წყო ბო­კე­რი­ას ჩარ­თვით და თა­ვი­სი დე­მა­გო­გი­უ­რი ლა­პა­რა­კით ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თი ტვი­ნი წაგ­ვა­ჭა­მა ხალ­ხს. სა­ერ­თოდ, პირ­და­პირ ვი­ტყვი, რომ მთე­ლი გა­და­ცე­მის მან­ძილ­ზე ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი იყ­ვნენ სრულ კომ­ფორ­ტსა და ხელ­შე­წყო­ბა­ში. თუ ჩვენ შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით დრო­ში, მათ ჰქონ­დათ სრუ­ლი თა­ვი­სუფ­ლე­ბა სა­უ­ბარ­ში, მა­გათ დროს არა­ვინ უთ­ვლი­და. წე­ღან (1-ლი თე­ბერ­ვა­ლი) ვე­ლა­პა­რა­კე ინგა გრი­გო­ლი­ას პრო­დი­უ­სერს და პირ­და­პირ ვუ­თხა­რი, რომ ეს იყო ვა­ნოს მხარ­და­სა­ჭე­რი ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის აქ­ცია. ზუს­ტად ასე ვფიქ­რობ და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ ამა­ში.

- პლა­კა­ტის ფრი­ალს ით­ვა­ლის­წი­ნებ­დით?

- ეგ ბავ­შვე­ბი ჩემს პირ­და­პირ ის­ხდნენ და სა­ხე­ში მიფ­რი­ა­ლეს ჩემი ძმის მკვლე­ლის პლა­კა­ტი. თან უც­ნა­უ­რად გა­ის­მა გრი­გო­ლი­ას ფრა­ზა, რაც ძა­ლი­ან გა­მიკ­ვირ­და: მე თქვენ ხომ არ მო­მიწ­ვე­ვი­ხართ გა­და­ცე­მა­შიო, ამ ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ვი­ღა­ცას მი­მარ­თა და ჯერ მა­ში­ნაც ვერ გა­ვი­გე და არც ახლა მეს­მის: რა გა­მო­დის, ეს ამ­დე­ნი ახალ­გაზ­რდა ტე­ლე­კომ­პა­ნი­ა­ში ისე შე­უშ­ვეს და ეს ამ­ხე­ლა პლა­კა­ტი ისე უჩუმ­რად შე­ი­ტა­ნეს, რომ კომ­პა­ნი­ას წარ­მოდ­გე­ნა არ ჰქონ­დათ, ვინ იყ­ვნენ ესე­ნი? "იმედ­ში" მაგ სტუ­დი­ა­ში რომ მოხ­ვდე, უნდა გა­ი­ა­რო რამ­დე­ნი­მე კარი, სა­დაც სულ დე­ტა­ლუ­რად გა­მოწ­მე­ბენ, კაცს ეგო­ნე­ბა, ცი­ხე­ში შე­დი­სო და ამ­ხე­ლა მით­რე­უ­ლი პლა­კა­ტი ვერ ნახა დაც­ვამ? ეს ახალ­გაზ­რდე­ბი, რო­გორც მერე გა­ვი­გე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად, ორი მიკ­რო­ავ­ტო­ბუ­სით მო­ვიდ­ნენ და ასე­ვე, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლე­ბი იყ­ვნენ დარ­ბაზ­შიც. მათ პირ­ვე­ლად რომ მე­რა­ბიშ­ვი­ლის სუ­რა­თი ამო­ი­ღეს, მე ვერც კი წარ­მო­ვიდ­გი­ნე, რა მოხ­და და, რომ ეს ამ­დე­ნი ხალ­ხი მე­რა­ბიშ­ვი­ლის მხარ­დამ­ჭე­რი იყო, მერე კი, რას ვხე­დავ! რო­გორც გი­თხა­რით, მეტი წილი გა­და­ცე­მი­სა და­ეთ­მო ნა­ცი­ო­ნა­ლურ მხა­რეს, ვიდ­რე ჩვენ, და­ზა­რა­ლე­ბუ­ლებს, და გრი­გო­ლი­ას არც ჩემი ად­ვო­კა­ტის­თვის მი­უ­ცია სა­უბ­რის სა­შუ­ა­ლე­ბა. თუმ­ცა სა­ნამ გა­და­ცე­მა­ზე მი­ვი­დო­დით, მა­ნამ­დე ხუთი სა­ა­თი ვი­ყა­ვით პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და იქ გრი­გო­ლი­ას პრო­დი­უ­სერ­მა, ვინ­მე სო­ფომ, ზუს­ტად ხუთ­ჯერ დაგ­ვი­რე­კა მე და ჩემს ად­ვო­კატს, ხომ მოხ­ვალთ? ხომ მოხ­ვალ­თო, - სულ გვე­კი­თხე­ბო­და და ახლა მე ვსვამ კი­თხვას: რა აზრი ჰქონ­და გა­და­ცე­მა­ზე ჩვენს დას­წრე­ბას, როცა ად­ვო­კატს ხმა არ ამო­ა­ღე­ბი­ნეს?

- და რა გი­პა­სუ­ხათ ამა­ზე პრო­დი­უ­სერ­მა?

- ეს პირ­ვე­ლი გა­და­ცე­მა იყო და რა­ღა­ცე­ბი შეგ­ვე­შა­ლაო. ხოლო, რო­გორ იმოქ­მე­დებ­და ის ფარ­სი ჩემ­ზე და ბი­ჭებ­ზე, რაც გა­და­ცე­მა­ზე გა­თა­მაშ­და, ეგ მა­გათ არ აინ­ტე­რე­სებთ. მა­გათ­თვის ხომ მთა­ვა­რია, მძაფ­რი იყოს ყვე­ლა­ფე­რი! სა­მა­გი­ე­როდ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის დამ­ცვე­ლე­ბი ხომ ალა­პა­რა­კეს თითო-თითო სა­ა­თი და რა ჰქვია ამას?

იქ უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი ჰყავ­დათ მიყ­ვა­ნი­ლი, ნიკა მჟა­ვა­ნა­ძე, ნანა კა­კა­ბა­ძე, სხვა უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლე­ბი და ამ ადა­მი­ნებს გა­მოს­ვლი­სა და სი­ტყვის თქმის უფ­ლე­ბა არ მი­ე­ცათ. ეტყო­ბა, ეგე­თი ფორ­მა­ტი ჰქონ­და ინ­გას, რომ იმათ მეტი უნდა ელა­პა­რა­კათ და ჩვენ მოწ­მე­ე­ბი­ვით ვმსხდა­რი­ყა­ვით. იმ აგ­რე­სი­უ­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი­დან ვინც ყვე­ლა­ზე უფრო მეტს აქ­ტი­უ­რობ­და, ცოტა უც­ნა­უ­რი სა­ხე­ლი ერ­ქვა, შმა­გი, თუ შხა­რა; ეგ და ქე­რათ­მი­ა­ნი გოგო ყვე­ლა­ზე ცი­ნი­კუ­რად გვე­ლა­პა­რა­კე­ბოდ­ნენ და დაგ­ვცი­ნოდ­ნენ, კო­ბა­სა და ლე­ვანს მო­ღა­ლა­ტე­ებს ეძახ­დნენ და ამა­ზე ძა­ლი­ან გავმწარ­დი, თავი ვერ შე­ვი­კა­ვე და ახალ­გაზ­რდა გა­მომ­სვლელ­მა რომ ბო­დი­ში მო­მი­ხა­და, თქვე­ნი ძმა გარ­დაც­ვლი­ლია და აქ ასე­თი რამ ხდე­ბაო, მახ­სოვს, გამ­წა­რე­ბულ­მა ვუ­თხა­რი, მკვდა­რი ჩემი ძმა კი არა, ესე­ნი არი­ან, ეს ახალ­გაზ­რდე­ბი და ამა­თი წი­ნა­მორ­ბე­დე­ბი, თო­რემ ჩემი ძმა ცო­ცხა­ლია და ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბა ყო­ველ­თვის-მეთ­ქი. იქ ვერ ვთქვი და ახლა თქვენ­თან ვი­ტყვი და და­მი­წე­რეთ (აღელ­ვე­ბის­გან ხმას უწევს): როცა მთელ­მა სა­ქარ­თვე­ლომ ნახა კად­რე­ბი, სა­დაც მე­რა­ბიშ­ვი­ლი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამა­ტებს, რომ მოგ­ცემთ დიდ პრე­მი­ა­სო, დღეს ეგ გა­თახ­სი­რე­ბუ­ლი და სის­ხლის­მსმე­ლი რომ გა­მო­დის და ამ­ბობს, რომ თურ­მე რუ­სის მრჩევ­ლე­ბი ჰყავ­და და გვა­მებ­ში იმათ გუ­ლის­ხმობ­და, მი­პა­სუ­ხოს, იმ რუ­სე­ბის გვა­მე­ბი რომ არ ჩანს, რაში აი­ღეს 12000-12000 პრე­მია? მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრე­მია აიღო, არის ზვი­ად ხა­რა­ზიშ­ვი­ლი, სწო­რედ მისი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით ჩა­ტარ­და გიას ლიკ­ვი­და­ცი­ის სპე­ცო­პე­რა­ცია და ვინც ჩა­ცხრი­ლა ჩემი ძმა პი­რა­დად. მა­შინ ეს ადა­მი­ა­ნი სო­დის სპეც­რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო, ხოლო დღეს გო­რის შს სამ­მარ­თვე­ლოს სპეც­და­ნიშ­ნუ­ლე­ბის რაზ­მის ხელ­მძღვა­ნე­ლია.

- თუ იცით, მარ­თა­ლია, რომ გა­და­ცე­მის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, როცა გა­და­ცე­მის მო­ნა­წი­ლე ექი­მი ჯდე­ბო­და მან­ქა­ნა­ში, იქ ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და?

- მე ეგ მი­თხრეს შემ­დეგ. რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში, მე, პი­რა­დად, არ ვიცი და რა­ტომ იცით?

- რა­ტომ?

- გა­და­ცე­მა­ზე სა­რეკ­ლა­მო ჭრის დროს მი­ვე­დი ამ ბავ­შვებ­თან და ვუ­თხა­რი, თქვე უსა­ხუ­რე­ბო და მა­ხინ­ჯე­ბო, სუ­ლი­თაც მა­ხინ­ჯე­ბი ხართ-მეთ­ქი, და მად­ლო­ბაო, - იცი­ნოდ­ნენ. ნუთუ მათ მშობ­ლებს არ რცხვე­ნი­ათ, რომ ამა­თი სა­ხით მო­სი­ა­რუ­ლე გვა­მე­ბი ჰყავთ სახ­ლებ­ში? და ძა­ლი­ან ცუდი რამე ვუ­თხა­რი, ცუ­დად დავ­წყევ­ლე და, ვი­საც რო­გორ უნდა, ისე გა­ი­გოს ჩემი სი­ტყვე­ბი: ვუ­თხა­რი, ისე გა­ვი­დეს თქვე­ნი ოჯა­ხი­დან თითო კუბო, რო­გორც ჩემი ოჯა­ხი­დან გა­ვი­და, რომ გა­ი­გოთ, რას ვგრძნობ და რა დღე­ში ვარ-მეთ­ქი. ხოდა, და­ვა­მა­ტე: რომ გახ­ვალთ, გა­და­ცე­მის შემ­დეგ გნა­ხავთ-მეთ­ქი და არა­ფე­რი შე­იმ­ჩნი­ეს. რომ დამ­თავ­რდა გა­და­ცე­მა, ჩემ­თან მო­ვი­და ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის თა­ნამ­შრო­მე­ლი და ძა­ლი­ან მთხო­ვა, თუ შე­გიძ­ლი­ათ, თავი შე­ი­კა­ვეთ და ნუ გაჰ­ყვე­ბი­თო.

- სწო­რად მო­ი­ქე­ცით, პრო­ვო­კა­ცი­ის მსხვერ­პლი გახ­დე­ბო­დით.

- ვიცი, ეგ ვა­ნოს წი­წი­ლე­ბი სწო­რედ ამის­თვის იყ­ვნენ მო­სუ­ლე­ბი. შე­იძ­ლე­ბა, რომ არც 7 ნო­ემ­ბერ­ზე, არც 26 მა­ის­ზე, არც 9 აგ­ვის­ტო­ზე, არც გირ­გვლი­ა­ნის, არც გამ­ცემ­ლი­ძის, არც რო­ბა­ქი­ძის სიკ­ვდილ­ზე ამათ პა­სუ­ხი არ აგონ? და ეს ყვე­ლა­ფე­რი უნდა და­ი­ვი­წყოს ქარ­თველ­მა კაც­მა? გა­მა­გე­ბი­ნეთ, ეს რა ხდე­ბა? დიდი მად­ლო­ბე­ლი ვარ ივა­ნიშ­ვი­ლის, რომ ეს გვე­ლე­ბი მოგ­ვა­შო­რა, მაგ­რამ ბო­ლომ­დე ხომ უნდა მი­ე­ხე­დოს ამ ამ­ბავს? ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლი გა­მო­ვე­დი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან, იმე­დი მო­მე­ცა, რომ ჩემი ძმის მკვლე­ლო­ბის საქ­მე და­იძ­ვრე­ბა და მინ­და მჯე­რო­დეს, რომ ამ საქ­მე­ებს და­ამ­თავ­რე­ბენ, თო­რემ რა­ტომ უნდა უძა­ხოს ვი­ღა­ცამ ჩემს ძმის­შვილს მო­ღა­ლა­ტის შვი­ლი, როცა ჩემი ძმა სა­ქარ­თვე­ლოს სწი­რავ­და თავს?

- გა­და­ცე­მა­ზე ხომ არ იყო?

- (ცრემ­ლი ერე­ვა) იყო, იყო მა­გას მო­უკ­ვდეს ჩემი თავი, და ბავ­შვმა დარ­ბა­ზი და­ტო­ვა და გა­ვი­და: მა­მი­და, მე­რა­ბიშ­ვი­ლის ხსე­ნე­ბას ვე­ღარ გა­ვუ­ძე­ლი და დარ­ბაზ­ში რამე რომ არ მექ­ნა, გა­ვე­დიო. რა­ტომ უნდა ით­მი­ნოს, შვი­ლო, ეს ტკი­ვი­ლი? მარ­თლა მკვლე­ლე­ბი დღეს თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან და ჩემ­ნა­ირ­მა უსა­მარ­თლო­ბით და­ჩაგ­რუ­ლებ­მა რა ვქნათ? მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო გა­ყი­დეს ამ ნა­ძი­რა­ლა მე­რა­ბიშ­ვილ­მა და სა­ა­კაშ­ვილ­მა და ჩვენ ვართ მო­ღა­ლა­ტის ოჯა­ხის წევ­რე­ბი? მა­პა­ტი­ეთ, უკვე გა­დავ­დე­ქი ჭკუ­ი­დან, ამათ რომ ვახ­სე­ნებ, ასე მომ­დის, წო­ნას­წო­რო­ბას ვკარ­გავ... ახა­ლა­ი­ა­სა და მე­რა­ბიშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტე­ბი მე­ზი­ზღე­ბი­ან, მძუ­ლან, ეს კა­ხა­ძე გა­მო­ვი­და და ამ­ბობს, რომ თურ­მე ოთა­ნა­ძე­სა და ამი­რი­ძეს უმ­კურ­ნა­ლეს და გა­და­არ­ჩი­ნეს და ეგ ადე­იშ­ვი­ლის მონა გვე­უბ­ნე­ბა ამას? გიას რომ გა­მიზ­ნუ­ლად ეს­რო­ლეს, ამა­ზე პა­სუ­ხი არ აქვთ? ვწყევ­ლი მა­გათ ჯიშ­სა და ჯი­ლაგს, და იმ დღეს, ეგე­ნი რომ გაჩ­ნდნენ ქვე­ყა­ნა­ზე. აი, ეგ ბავ­შვე­ბი, მანდ, გა­და­ცე­მა­ზე რომ შე­ყა­რეს, ეგე­ნი იზ­რდე­ბი­ან პო­ტენ­ცი­უ­რი მკვლე­ლე­ბი და ცი­ნი­კო­სე­ბი. 1-ელ თე­ბერ­ვალს შე­ვიკ­რი­ბეთ პარ­ლა­მენ­ტთან გამ­წა­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც იქ ვი­ყა­ვით, ვინც ტე­ლე­ვი­ზო­რით უყუ­რა ამ გა­და­ცე­მას და ყვე­ლას ეს აზრი ჰქონ­და, რომ, რა ხდე­ბა? ჩემ­თან ერთი ჟურ­ნა­ლის­ტი მო­ვი­და "რუს­თა­ვი 2"-დან და მკი­თხა, რაც ნა­ხეთ, მე­რა­ბიშ­ვი­ლის კად­რე­ბი ჰქონ­და მხედ­ვე­ლო­ბა­ში, უშ­ვებთ თუ არა იმას, რომ ეს შე­იძ­ლე­ბა იყოს მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი კად­რე­ბიო.

- გვა­მებ­ზეა ლა­პა­რა­კი?

- კი! და გია კრი­ა­ლაშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბაც მო­დე­ლი­რე­ბუ­ლი ხომ არ იყო, ამ ტე­ლე­კომ­პა­ნი­ას ვე­კი­თხე­ბი? არა? ახლა რომ ვფიქ­რობ, გრი­გო­ლი­ას გა­და­ცე­მა­ზე არ უნდა მივ­სუ­ლი­ყა­ვი და რა უნდა მოხ­დეს, რომ, კი­დევ რომ და­მი­ძა­ხონ, წა­ვი­დე. არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში, სი­მარ­თლე კი თა­ვის გზას იპო­ვის...

თა­მარ ოქ­რუ­აშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

ასე­ვე იხი­ლეთ ვი­დეო: "შენი პრე­ზი­დენ­ტი გა­მო­იქ­ცა ომი­დან, გო­რის მიწა ცხვი­რით მოხ­ნა იმ ნა­ძი­რა­ლამ"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?

რა სკანდალები დატრიალდა ინგა გრიგოლიას "რეაქციის" სარეკლამო პაუზისას?

31 იანვარს "იმედის" ეთერში გასულმა ინგა გრიგოლიას "რეაქციამ", რომელიც "ვანოს კადრებსა" და "მუხროვანის ამბოხს" მიეძღვნა, საზოგადოებაში ისეთი რეაქცია გამოიწვია, რომ მეორე დღეს პარლამენტის წინ გადაცემის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. "რკინის ნერვები ჰქონია ოთანაძეს, მაგის ადგილას "იმენნა" სისხლს ვარწყევინებდი მაგ ნაბიჭვრებსო", - დაიწერა სოციალურ ქსელში, რომელიც გადაცემის მსვლელობისას, პირდაპირ "აფეთქდა".

მაგრამ გადაცემაზე მყოფი ადამიანებიდან რკინის ნერვები კიდევ ერთ მონაწილეს აღმოაჩნდა, გია კრიალაშვილის დას, რომელსაც მისი ძმის მკვლელის, ვანო მერაბიშვილის სურათი დარბაზში მყოფმა ახალგაზრდებმა სულ ცხვირწინ უტრიალეს.

როგორ მოხვდნენ ეს აგრესიული ახალგაზრდები გადაცემაზე? რატომ არ ალაპარაკეს მოკლული გენერლის, კრიალაშვილის ადვოკატი და რა ხდებოდა კულისებს მიღმა? გვესაუბრება ლია კრიალაშვილი.

- გადაცემის თემა იყო მუხროვანი და ინგა გრიგოლიამ მიგვიწვია მე, ჩემი ადვოკატი ნათია კორკოტაძე, კობა ოთანაძე, ზურა აბაშიძე, მანანა კობახიძე და ლევან ამირიძე. სტუდიაში რომ შევედით, ეს ახალგაზრდები უკვე დარბაზში იყვნენ და არც კი ვიცოდი, ვინ იყვნენ. ასეთ გადაცემაზე თუ ვანოს პლაკატი ექნებოდათ მოტანილი, მაგას ვერც კი წარმოვიდგენდი.

- ანუ, თქვენამდე უკვე დარბაზში ადგილი დაკავებული ჰქონდათ?

- კი. გადაცემა დაიწყო ბოკერიას ჩართვით და თავისი დემაგოგიური ლაპარაკით ნახევარი საათი ტვინი წაგვაჭამა ხალხს. საერთოდ, პირდაპირ ვიტყვი, რომ მთელი გადაცემის მანძილზე ნაციონალები იყვნენ სრულ კომფორტსა და ხელშეწყობაში. თუ ჩვენ შეზღუდულები ვიყავით დროში, მათ ჰქონდათ სრული თავისუფლება საუბარში, მაგათ დროს არავინ უთვლიდა. წეღან (1-ლი თებერვალი) ველაპარაკე ინგა გრიგოლიას პროდიუსერს და პირდაპირ ვუთხარი, რომ ეს იყო ვანოს მხარდასაჭერი ნაციონალების აქცია. ზუსტად ასე ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ ამაში.

- პლაკატის ფრიალს ითვალისწინებდით?

- ეგ ბავშვები ჩემს პირდაპირ ისხდნენ და სახეში მიფრიალეს ჩემი ძმის მკვლელის პლაკატი. თან უცნაურად გაისმა გრიგოლიას ფრაზა, რაც ძალიან გამიკვირდა: მე თქვენ ხომ არ მომიწვევიხართ გადაცემაშიო, ამ ახალგაზრდებიდან ვიღაცას მიმართა და ჯერ მაშინაც ვერ გავიგე და არც ახლა მესმის: რა გამოდის, ეს ამდენი ახალგაზრდა ტელეკომპანიაში ისე შეუშვეს და ეს ამხელა პლაკატი ისე უჩუმრად შეიტანეს, რომ კომპანიას წარმოდგენა არ ჰქონდათ, ვინ იყვნენ ესენი? "იმედში" მაგ სტუდიაში რომ მოხვდე, უნდა გაიარო რამდენიმე კარი, სადაც სულ დეტალურად გამოწმებენ, კაცს ეგონება, ციხეში შედისო და ამხელა მითრეული პლაკატი ვერ ნახა დაცვამ? ეს ახალგაზრდები, როგორც მერე გავიგე, ორგანიზებულად, ორი მიკროავტობუსით მოვიდნენ და ასევე, ორგანიზებულები იყვნენ დარბაზშიც. მათ პირველად რომ მერაბიშვილის სურათი ამოიღეს, მე ვერც კი წარმოვიდგინე, რა მოხდა და, რომ ეს ამდენი ხალხი მერაბიშვილის მხარდამჭერი იყო, მერე კი, რას ვხედავ! როგორც გითხარით, მეტი წილი გადაცემისა დაეთმო ნაციონალურ მხარეს, ვიდრე ჩვენ, დაზარალებულებს, და გრიგოლიას არც ჩემი ადვოკატისთვის მიუცია საუბრის საშუალება. თუმცა სანამ გადაცემაზე მივიდოდით, მანამდე ხუთი საათი ვიყავით პროკურატურაში დაკითხვაზე და იქ გრიგოლიას პროდიუსერმა, ვინმე სოფომ, ზუსტად ხუთჯერ დაგვირეკა მე და ჩემს ადვოკატს, ხომ მოხვალთ? ხომ მოხვალთო, - სულ გვეკითხებოდა და ახლა მე ვსვამ კითხვას: რა აზრი ჰქონდა გადაცემაზე ჩვენს დასწრებას, როცა ადვოკატს ხმა არ ამოაღებინეს?

- და რა გიპასუხათ ამაზე პროდიუსერმა?

- ეს პირველი გადაცემა იყო და რაღაცები შეგვეშალაო. ხოლო, როგორ იმოქმედებდა ის ფარსი ჩემზე და ბიჭებზე, რაც გადაცემაზე გათამაშდა, ეგ მაგათ არ აინტერესებთ. მაგათთვის ხომ მთავარია, მძაფრი იყოს ყველაფერი! სამაგიეროდ, მერაბიშვილის დამცველები ხომ ალაპარაკეს თითო-თითო საათი და რა ჰქვია ამას?

იქ უამრავი ადამიანი ჰყავდათ მიყვანილი, ნიკა მჟავანაძე, ნანა კაკაბაძე, სხვა უფლებადამცველები და ამ ადამინებს გამოსვლისა და სიტყვის თქმის უფლება არ მიეცათ. ეტყობა, ეგეთი ფორმატი ჰქონდა ინგას, რომ იმათ მეტი უნდა ელაპარაკათ და ჩვენ მოწმეებივით ვმსხდარიყავით. იმ აგრესიული ახალგაზრდებიდან ვინც ყველაზე უფრო მეტს აქტიურობდა, ცოტა უცნაური სახელი ერქვა, შმაგი, თუ შხარა; ეგ და ქერათმიანი გოგო ყველაზე ცინიკურად გველაპარაკებოდნენ და დაგვცინოდნენ, კობასა და ლევანს მოღალატეებს ეძახდნენ და ამაზე ძალიან გავმწარდი, თავი ვერ შევიკავე და ახალგაზრდა გამომსვლელმა რომ ბოდიში მომიხადა, თქვენი ძმა გარდაცვლილია და აქ ასეთი რამ ხდებაო, მახსოვს, გამწარებულმა ვუთხარი, მკვდარი ჩემი ძმა კი არა, ესენი არიან, ეს ახალგაზრდები და ამათი წინამორბედები, თორემ ჩემი ძმა ცოცხალია და ცოცხალი იქნება ყოველთვის-მეთქი. იქ ვერ ვთქვი და ახლა თქვენთან ვიტყვი და დამიწერეთ (აღელვებისგან ხმას უწევს): როცა მთელმა საქართველომ ნახა კადრები, სადაც მერაბიშვილი დგას და ითხოვს ორ გვამს, თან ამატებს, რომ მოგცემთ დიდ პრემიასო, დღეს ეგ გათახსირებული და სისხლისმსმელი რომ გამოდის და ამბობს, რომ თურმე რუსის მრჩევლები ჰყავდა და გვამებში იმათ გულისხმობდა, მიპასუხოს, იმ რუსების გვამები რომ არ ჩანს, რაში აიღეს 12000-12000 პრემია? მე მაქვს ინფორმაცია, რომ ერთ-ერთი პირი, ვინც ეს პრემია აიღო, არის ზვიად ხარაზიშვილი, სწორედ მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა გიას ლიკვიდაციის სპეცოპერაცია და ვინც ჩაცხრილა ჩემი ძმა პირადად. მაშინ ეს ადამიანი სოდის სპეცრაზმის ხელმძღვანელი იყო, ხოლო დღეს გორის შს სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ხელმძღვანელია.

- თუ იცით, მართალია, რომ გადაცემის დასრულების შემდეგ, როცა გადაცემის მონაწილე ექიმი ჯდებოდა მანქანაში, იქ ინციდენტი მოხდა?

- მე ეგ მითხრეს შემდეგ. რა იყო სინამდვილეში, მე, პირადად, არ ვიცი და რატომ იცით?

- რატომ?

- გადაცემაზე სარეკლამო ჭრის დროს მივედი ამ ბავშვებთან და ვუთხარი, თქვე უსახურებო და მახინჯებო, სულითაც მახინჯები ხართ-მეთქი, და მადლობაო, - იცინოდნენ. ნუთუ მათ მშობლებს არ რცხვენიათ, რომ ამათი სახით მოსიარულე გვამები ჰყავთ სახლებში? და ძალიან ცუდი რამე ვუთხარი, ცუდად დავწყევლე და, ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს ჩემი სიტყვები: ვუთხარი, ისე გავიდეს თქვენი ოჯახიდან თითო კუბო, როგორც ჩემი ოჯახიდან გავიდა, რომ გაიგოთ, რას ვგრძნობ და რა დღეში ვარ-მეთქი. ხოდა, დავამატე: რომ გახვალთ, გადაცემის შემდეგ გნახავთ-მეთქი და არაფერი შეიმჩნიეს. რომ დამთავრდა გადაცემა, ჩემთან მოვიდა ტელეკომპანიის თანამშრომელი და ძალიან მთხოვა, თუ შეგიძლიათ, თავი შეიკავეთ და ნუ გაჰყვებითო.

- სწორად მოიქეცით, პროვოკაციის მსხვერპლი გახდებოდით.

- ვიცი, ეგ ვანოს წიწილები სწორედ ამისთვის იყვნენ მოსულები. შეიძლება, რომ არც 7 ნოემბერზე, არც 26 მაისზე, არც 9 აგვისტოზე, არც გირგვლიანის, არც გამცემლიძის, არც რობაქიძის სიკვდილზე ამათ პასუხი არ აგონ? და ეს ყველაფერი უნდა დაივიწყოს ქართველმა კაცმა? გამაგებინეთ, ეს რა ხდება? დიდი მადლობელი ვარ ივანიშვილის, რომ ეს გველები მოგვაშორა, მაგრამ ბოლომდე ხომ უნდა მიეხედოს ამ ამბავს? ძალიან კმაყოფილი გამოვედი პროკურატურიდან, იმედი მომეცა, რომ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე დაიძვრება და მინდა მჯეროდეს, რომ ამ საქმეებს დაამთავრებენ, თორემ რატომ უნდა უძახოს ვიღაცამ ჩემს ძმისშვილს მოღალატის შვილი, როცა ჩემი ძმა საქართველოს სწირავდა თავს?

- გადაცემაზე ხომ არ იყო?

- (ცრემლი ერევა) იყო, იყო მაგას მოუკვდეს ჩემი თავი, და ბავშვმა დარბაზი დატოვა და გავიდა: მამიდა, მერაბიშვილის ხსენებას ვეღარ გავუძელი და დარბაზში რამე რომ არ მექნა, გავედიო. რატომ უნდა ითმინოს, შვილო, ეს ტკივილი? მართლა მკვლელები დღეს თანამდებობებზე არიან და ჩემნაირმა უსამართლობით დაჩაგრულებმა რა ვქნათ? მთელი საქართველო გაყიდეს ამ ნაძირალა მერაბიშვილმა და სააკაშვილმა და ჩვენ ვართ მოღალატის ოჯახის წევრები? მაპატიეთ, უკვე გადავდექი ჭკუიდან, ამათ რომ ვახსენებ, ასე მომდის, წონასწორობას ვკარგავ... ახალაიასა და მერაბიშვილის ადვოკატები მეზიზღებიან, მძულან, ეს კახაძე გამოვიდა და ამბობს, რომ თურმე ოთანაძესა და ამირიძეს უმკურნალეს და გადაარჩინეს და ეგ ადეიშვილის მონა გვეუბნება ამას? გიას რომ გამიზნულად ესროლეს, ამაზე პასუხი არ აქვთ? ვწყევლი მაგათ ჯიშსა და ჯილაგს, და იმ დღეს, ეგენი რომ გაჩნდნენ ქვეყანაზე. აი, ეგ ბავშვები, მანდ, გადაცემაზე რომ შეყარეს, ეგენი იზრდებიან პოტენციური მკვლელები და ცინიკოსები. 1-ელ თებერვალს შევიკრიბეთ პარლამენტთან გამწარებული ადამიანები, ვინც იქ ვიყავით, ვინც ტელევიზორით უყურა ამ გადაცემას და ყველას ეს აზრი ჰქონდა, რომ, რა ხდება? ჩემთან ერთი ჟურნალისტი მოვიდა "რუსთავი 2"-დან და მკითხა, რაც ნახეთ, მერაბიშვილის კადრები ჰქონდა მხედველობაში, უშვებთ თუ არა იმას, რომ ეს შეიძლება იყოს მოდელირებული კადრებიო.

- გვამებზეა ლაპარაკი?

- კი! და გია კრიალაშვილის მკვლელობაც მოდელირებული ხომ არ იყო, ამ ტელეკომპანიას ვეკითხები? არა? ახლა რომ ვფიქრობ, გრიგოლიას გადაცემაზე არ უნდა მივსულიყავი და რა უნდა მოხდეს, რომ, კიდევ რომ დამიძახონ, წავიდე. არავითარ შემთხვევაში, სიმართლე კი თავის გზას იპოვის...

თამარ ოქრუაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

ასევე იხილეთ ვიდეო: "შენი პრეზიდენტი გამოიქცა ომიდან, გორის მიწა ცხვირით მოხნა იმ ნაძირალამ"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები