პოლიტიკა
მსოფლიო

14

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 22:48-ზე, მთვარე მორიელშია კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
სამხედრო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან
ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან

მო­დე­ლი ნა­ნუ­კა გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლი ჯერ­ჯე­რო­ბით, ოჯა­ხის შექ­მნას არ გეგ­მავს. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თურ­მე, თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბას ნამ­დვი­ლად არ უჩი­ვის, მისი გუ­ლის მო­ნა­დი­რე­ბა ვე­რა­ვინ შეძ­ლო.

- როცა ქა­ლაქ­ში რა­ღაც მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბა ან სა­ღა­მო იმარ­თე­ბა, სა­პა­ტიო სტუმ­რად ყველ­გან მიწ­ვე­ვენ, მაგ­რამ რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს სა­მო­დე­ლო საქ­მი­ა­ნო­ბას, ამ სფე­რო­ში ახა­ლი არა­ფე­რი ხდე­ბა... თუმ­ცა, პრო­ფე­სი­ას არ ვღა­ლა­ტობ და სა­კუ­თარ თავ­ზე მუდ­მი­ვად ვმუ­შა­ობ: ყო­ველ დი­ლით 6 სა­ათ­ზე ვდგე­ბი, დღის პრო­დუქ­ტი­უ­ლად და­წყე­ბის­თვის ვემ­ზა­დე­ბი. უამ­რავ სა­ინ­ტე­რე­სო წრე­სა და კურ­სებ­ზე დავ­დი­ვარ. ვცდი­ლობ, მრა­ვალ­მხრი­ვი გა­ნათ­ლე­ბა მი­ვი­ღო.

- ზო­დი­ა­ქოს ნიშ­ნით ვინ ხარ?

- არა­სო­დეს ვყო­ფილ­ვარ მკი­თხავ­თან, რად­გან მი­მაჩ­ნია, რომ ეს ძალ­ზე დიდი ცოდ­ვაა. ას­ტრო­ლო­გია კი მი­ზი­დავს და ამ სფე­რო­ში საკ­მა­ოდ გარ­კვე­უ­ლიც ვარ. ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის ას­ტრო­პორ­ტრე­ტის დად­გე­ნა შე­მიძ­ლია. მიყ­ვარს ფსი­ქო­ლო­გი­აც...

- ჰო­როს­კო­პით ვინ ხარ, მა­ინც არ მი­თხა­რი.

- მოდი, ეს სა­ი­დუმ­ლოდ დავ­ტო­ვოთ. გე­ტყვით მხო­ლოდ ამ ჰო­როს­კო­პის კო­დურ სი­ტყვას - "ადა­მი­ა­ნი-სიყ­ვა­რუ­ლი". ეს ნი­შა­ნი ჰო­როს­კო­პებს შო­რის ყვე­ლა­ზე მო­სიყ­ვა­რუ­ლე და თბი­ლია. სხვა­თა შო­რის, ყო­ველ­დღი­ურ ჰო­როს­კოპს არა­სო­დეს ვეც­ნო­ბი.

- სა­კუ­თა­რი თავი ორი­ო­დე სი­ტყვით დაგ­ვი­ხა­სი­ა­თე...

- სა­კუ­თარ თავ­ზე ლა­პა­რა­კი მი­ჭირს.

- მა­შინ უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბე­ბი გაგ­ვიმ­ხი­ლე...

- ერ­თა­დერ­თი უარ­ყო­ფი­თი თვი­სე­ბა, რაც ამ­წუ­თას მახ­სენ­დე­ბა, არის ის, რომ შე­იძ­ლე­ბა, ახ­ლო­ბე­ლი ადა­მი­ა­ნის­გან რა­ღაც ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვნე­ლო მე­წყი­ნოს. ამას ემა­ტე­ბა ისიც, რომ არას­დროს ვამ­ბობ, რა მე­წყი­ნა, სა­ბო­ლო­ოდ კი ეს ყვე­ლა­ფე­რი ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში დიდ პრობ­ლე­მას მიქ­მნის.

- რამ­დე­ნად პრინ­ცი­პუ­ლი ადა­მი­ა­ნი ხარ?

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ პრინ­ცი­პუ­ლი ვარ. რაც მინ­და, იმას ყო­ველ­თვის ჩუ­მად, ყო­ველ­გვა­რი ზედ­მე­ტი ადა­მი­ა­ნე­ბის ჩა­რე­ვის გა­რე­შე ვა­კე­თებ. მიყ­ვარს იმ სიძ­ნე­ლე­ებ­თან შე­ჭი­დე­ბა, რო­მელ­საც დიდი ძალა, ბევ­რი დრო და ჩემი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლუ­რი რე­სურ­სი სჭირ­დე­ბა... გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა­საც ყო­ველ­თვის და­მო­უ­კი­დებ­ლად ვი­ღებ.

- ამა­ყიც ხარ?

- ამა­ყი ვარ მა­შინ, როცა ჩემი ოჯა­ხის რო­მე­ლი­მე წევ­რის მიერ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­სა თუ მათ­და­მი სიყ­ვა­რულ­ზე მე­სა­უბ­რე­ბი­ან. ეს ყვე­ლა­ფე­რი ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა.

- სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბის გა­კე­თე­ბა თუ გე­ხერ­ხე­ბა? მა­გა­ლი­თად, სა­დი­ლის მომ­ზა­დე­ბა, სა­დღე­სას­წა­უ­ლო სუფ­რის გაშ­ლა?

- მსგავ­სი საქ­მე­ე­ბის კე­თე­ბა არ მი­წევს ხოლ­მე. ისე, ძა­ლი­ან მიყ­ვარს ნამ­ცხვრე­ბი­სა და ტორ­ტე­ბის გა­მო­ცხო­ბა. ასე­ვე, სა­ლა­თე­ბი­სა და გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა. შე­მიძ­ლია, სუფ­რა ძა­ლი­ან ლა­მა­ზად გავ­შა­ლო და გა­ვა­ფორ­მო კი­დეც. სხვა­თა შო­რის, ეს ყვე­ლა­ფე­რი დე­დის­გან ვის­წავ­ლე. დე­დას შე­უძ­ლია, თით­ქმის არაფ­რის­გან უზო­მოდ გემ­რი­ე­ლი კერ­ძი მო­ამ­ზა­დოს და ეს ყვე­ლა­ფე­რი ისე მო­გარ­თვას, რომ თავი 5-ვარ­სკვლა­ვი­ან სას­ტუმ­რო­ში გე­გო­ნოს. სა­ო­ცა­რი გურ­მა­ნი ვარ. სამ­ზა­რე­უ­ლო ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი ად­გი­ლია და იქ ფუს­ფუ­სიც მიყ­ვარს, რა თქმა უნდა, როცა ამის დრო და სა­შუ­ა­ლე­ბა მაქვს.

- მა­მა­კა­ცის პე­რან­გის და­უ­თო­ე­ბა თუ შე­გიძ­ლია?

- სი­მარ­თლე გი­თხრათ, მა­მა­კა­ცის პე­რან­გი არა­სო­დეს და­მი­უ­თო­ე­ბია. იმე­დია, როცა ამის სა­ჭი­რო­ე­ბის წი­ნა­შე აღ­მოვ­ჩნდე­ბი, ამ საქ­მეს თავს გა­ვარ­თმევ.

- თუ გი­ფიქ­რია იმა­ზე, რომ შენი მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლე აუ­ცი­ლებ­ლად ფუ­ლი­ა­ნი უნდა იყოს?

- ფული და სიმ­დიდ­რე ჩემ­თვის პრი­ო­რი­ტე­ტი არ არის. ეს ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი რომ იყოს, აქამ­დე არა­ერ­თხელ მი­ვი­ღებ­დი ოჯა­ხის შექ­მნის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას. ისე­თი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მყავს, რომ­ლებ­თა­ნაც სა­ერ­თოდ არა­ნა­ი­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არ მაქვს. ისი­ნი ჩემი ახლო მე­გობ­რე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი არი­ან და ჩემ­თან და­კონ­ტაქ­ტე­ბას მათი დახ­მა­რე­ბით ცდი­ლო­ბენ. ჰოდა, მა­გა­ლი­თად, მიგ­ზავ­ნი­ან ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბის კა­ტა­ლო­გებს: - აირ­ჩი­ოს, რო­მე­ლი მოს­წონ­სო... დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, არ­ჩე­ვა­ნი რო­მე­ლი­მე­ზე რომ გა­მე­კე­თე­ბი­ნა და მეთ­ქვა: ეს მომ­წონს-მეთ­ქი, სა­სურ­ველ მან­ქა­ნას მე­ო­რე დღეს­ვე სახ­ლის წინ და­მი­ყე­ნებ­დნენ... მო­მა­ვა­ლი მე­უღ­ლის მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბა, რა თქმა უნდა, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მაგ­რამ არა გა­დამ­წყვე­ტი. ფუ­ლი­სა და სიმ­დიდ­რის გამო ვერ მო­ვით­მენ იმას, რაც არ მსი­ა­მოვ­ნებს.

- არ­სე­ბობს მან­დი­ლოს­ნე­ბის გარ­კვე­უ­ლი კა­ტე­გო­რია, რომ­ლე­ბიც ზღაპ­რუ­ლი ცხოვ­რე­ბის გამო ნამ­დვილ სიყ­ვა­რულ­ზე უარს ამ­ბო­ბენ. რო­გორ ფიქ­რობ, ოდეს­მე შენ თუ მი­ი­ღებ ასეთ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას?

- არა მგო­ნია, ოდეს­მე ასეთ რის­კზე წა­ვი­დე (იცი­ნის). ბე­ბი­ა­სა და ბა­ბუ­ას სა­მა­გა­ლი­თო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ, აღა­რა­ფერს ვამ­ბობ ჩემი მშობ­ლე­ბის სიყ­ვა­რულ­ზე. ამი­ტომ არა მგო­ნია, სიყ­ვა­რუ­ლი ოდეს­მე, რა­მე­ში გავცვა­ლო და ის ბედ­ნი­ე­რე­ბა და­ვიკ­ლო, რაც ჩვენს ოჯახ­ში მუ­დამ დიდი დო­ზით იყო.

- ისე, შვი­ლე­ბის მი­მართ დედა უფრო მეტ სიმ­კაც­რეს იჩენს თუ მამა? როცა სად­მე სტუმ­რად ხარ, რო­მე­ლი უფრო ხში­რად გი­რე­კავს და გე­კი­თხე­ბა, - შინ რო­დის დაბ­რუნ­დე­ბიო?

- გო­გი­ჩა იშ­ვი­ა­თად მი­რე­კავს. ერი­დე­ბა და არ უნდა, ხში­რად შე­მა­წუ­ხოს (იცი­ნის). მან ყო­ველ­თვის იცის, სად ვარ, მაგ­რამ თუ შინ მის­ვლა და­მაგ­ვი­ან­დე­ბა და აინ­ტე­რე­სებს, რო­დის დავ­ბრუნ­დე­ბი, ჩემ­თან დე­დას ან ბე­ბოს არეკ­ვი­ნებს. ისე, მკაც­რი არც დე­დაა და არც - მამა.

- მო­მა­ბეზ­რე­ბე­ლი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თუ გყო­ლია? ისე­თი, რო­მე­ლიც მუ­დამ უკან დაგ­დევს და ამო­სუნ­თქვის სა­შუ­ა­ლე­ბას არ გაძ­ლევს?

- ვფიქ­რობ, ყვე­ლა მან­დი­ლო­სანს შე­იძ­ლე­ბა ჰყავ­დეს ერთი აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი. ასე­თი ადა­მი­ა­ნის ჩა­მო­სა­შო­რებ­ლად ყვე­ლა­ზე კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბა მისი იგ­ნო­რი­რე­ბაა. ეს მე­თო­დი ამარ­თლებს. შე­იძ­ლე­ბა უკან მარ­თლაც, დიდ­ხანს გდი­ოს, მაგ­რამ და­ხუ­რულ კარ­ზე კა­კუ­ნი, ბო­ლოს და ბო­ლოს, ყვე­ლას მოჰ­ბეზ­რდე­ბა.

- რა უნდა გა­ა­კე­თოს მა­მა­კაც­მა იმის­თვის, რომ შენი გული მო­ი­ნა­დი­როს?

- უკვე მარ­თლა აღარ ვიცი, ამის­თვის რისი გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო (იცი­ნის).

- მა­შინ ის მი­თხა­რი, რა უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია შენ­თვის - მა­მა­კა­ცის გა­რეგ­ნო­ბა თუ მისი ხა­სი­ა­თი?

- მომ­წონს გა­ნათ­ლე­ბუ­ლი მა­მა­კა­ცე­ბი. ყვე­ლა­ზე მე­ტად სა­კუ­თა­რი საქ­მის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლებს ვა­ფა­სებ. ჩემი და ხში­რად მე­უბ­ნე­ბა, რომ მა­მა­კა­ცის გა­რეგ­ნო­ბას ყუ­რა­დღე­ბას არ ვაქ­ცევ, მაგ­რამ მას ამა­ში ვერ და­ვე­თან­ხმე­ბი.

- რას ვერ აპა­ტი­ებ საყ­ვა­რელ ადა­მი­ანს?

- არ ვიცი, ამ კი­თხვა­ზე რო­გორ უნდა გი­პა­სუ­ხო... როცა ეჭვი შე­მე­პა­რე­ბა, რომ კონ­კრე­ტულ­მა პი­როვ­ნე­ბამ რა­ღაც და­ა­შა­ვა, მას აუ­ცი­ლებ­ლად მო­ვუს­მენ და მერე გა­დავ­წყვეტ, ესა თუ ის შემ­თხვე­ვა უნდა ვა­პა­ტიო თუ არა. მი­მაჩ­ნია, რომ თვა­ლე­ბი ადა­მი­ა­ნის სუ­ლის სარ­კეა. რო­გორც უნდა ეცა­დო ტყუ­ი­ლის თქმას, თვა­ლე­ბი აუ­ცი­ლებ­ლად გაგ­ყი­დის.

- ე.ი. პა­ტი­ე­ბაც შე­გიძ­ლია?

- სკან­და­ლის მო­წყო­ბა ან ჭურ­ჭლის და­ლეწ­ვა ნამ­დვი­ლად არ მიყ­ვარს. თუ ადა­მი­ა­ნი მა­წყე­ნი­ნებს, და­მამ­ცი­რებს, ზედ­მე­ტი რა­ღა­ცე­ბის გა­რე­შე, ავი­ღებ ჩან­თას და იქა­უ­რო­ბას დავ­ტო­ვებ...

- სა­კუ­თარ ქორ­წილ­ზე თუ გი­ფიქ­რია?

- არც ბავ­შვო­ბა­ში და არც მერე, სა­კუ­თარ ქორ­წილ­ზე არ მი­ოც­ნე­ბია. მი­უ­ხე­დავდ იმი­სა, რომ პომ­პე­ზურ წვე­უ­ლე­ბებ­ზე ვგიჟ­დე­ბი, ქორ­წი­ლე­ბი მა­ინ­ცდა­მა­ინც არ მხიბ­ლავს. თუ გა­დავ­წყვეტ, რომ და­ო­ჯა­ხე­ბის შემ­დეგ ქორ­წი­ლი გა­და­ვი­ხა­დო, ეს იქ­ნე­ბა რა­ღაც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ორი­გი­ნა­ლუ­რი.

- ე.ი. ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­უ­ლი ქორ­წი­ლი არ მოგ­წონს?

- ნამ­დვი­ლად არ მომ­წონს! ხში­რად ასეთ ქორ­წი­ლებ­ში ყუ­რა­დღე­ბას ვე­რა­ვის აქ­ცევ, ყვე­ლა თა­ვის­თვის ერ­თო­ბა.

- მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ერ­თად თაფ­ლო­ბის თვეს სად გა­ა­ტა­რებ­დი?

- მსგავს რა­ღა­ცა­ზე არა­სო­დეს მი­ფიქ­რია. ამას ალ­ბათ მო­მა­ვალ მე­უღ­ლეს­თან ერ­თად, ქორ­წი­ლის შემ­დეგ, სპონ­ტა­ნუ­რად დავ­გეგ­მავ. ასეთ თე­მებ­ზე ფიქ­რი არ მი­ტა­ცებს. თუმ­ცა, ვიც­ნობ ისეთ გო­გო­ნებ­საც, რომ­ლებ­საც ეს ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ აქვთ გათ­ვლი­ლი და და­გეგ­მი­ლი.

- ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ის თა­ნახ­მად, ოჯახ­ში გოგო რომ და­ი­ბა­დე­ბა, მის­თვის მზი­თე­ვის შეგ­რო­ვე­ბას იწყე­ბენ. სა­ინ­ტე­რე­სოა, შენ თუ გაქვს მზი­თე­ვი?

- არა, უმ­ზით­ვო ვარ (იცი­ნის)...

- მო­მა­ვალ­მა მე­უღ­ლემ მის მშობ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რე­ბა რომ შე­მოგ­თა­ვა­ზოს, ამ წი­ნა­და­დე­ბას რო­გორ შეხ­ვდე­ბი?

- მი­ჭირს ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა... ისე, რომ დავ­ფიქ­რდე, ეს სა­კი­თხი ჩემ­თვის დიდ პრობ­ლე­მას არ წარ­მო­ად­გენს. უბ­რა­ლოდ, ძა­ლი­ან ხმა­უ­რი­ა­ნი ვარ და შე­იძ­ლე­ბა, ამის გამო მის მშობ­ლებს შე­ექ­მნას პრობ­ლე­მა. როცა შინ ვარ, ხან "სა­მა­კა­ტით" ვგო­რა­ობ, ხა­ნაც - უმაღ­ლეს ხმა­ზე ვმღე­რი. ამი­ტომ მათ­თვის­ვე აჯო­ბებს, სა­ცხოვ­რებ­ლად თუ ცალ­კე გაგ­ვიშ­ვე­ბენ (იცი­ნის).

- დე­დამ­თილს "დე­დას" თუ და­უ­ძა­ხებ?

- დე­დამ­თი­ლის­თვის "დე­დას" და­ძა­ხე­ბა ზედ­მე­ტი ფა­მი­ლა­რო­ბა მგო­ნია... ბე­ბი­ას და დე­დას ძა­ლი­ან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვთ და ვფიქ­რობ, მეც დე­და­სა­ვით გა­მი­მარ­თლებს, კარ­გი დე­დამ­თი­ლი მე­ყო­ლე­ბა...

- ოჯა­ხის წევ­რე­ბი არ გე­უბ­ნე­ბი­ან, რომ დროა, ოჯა­ხი შექ­მნა?

- არა­ვინ მიყ­ვარს და ამი­ტო­მაც, ამ თე­მა­ზე ლა­პა­რა­კიც კი უაზ­რო­ბად მეჩ­ვე­ნე­ბა.

- ოჯა­ხი თუ კა­რი­ე­რა - ასე­თი არ­ჩე­ვა­ნის წი­ნა­შე რომ დად­გე, რო­მელს აირ­ჩევ?

- აუ­ცი­ლებ­ლად ოჯახს ავირ­ჩევ!

სოფო ჭო­ნიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან

ნანუკა გოგიჩაიშვილს თაყვანისმცემლები ავტომობილების კატალოგს უგზავნიან

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი ჯერჯერობით, ოჯახის შექმნას არ გეგმავს. მიუხედავად იმისა, რომ თურმე, თაყვანისმცემლების რაოდენობას ნამდვილად არ უჩივის, მისი გულის მონადირება ვერავინ შეძლო.

- როცა ქალაქში რაღაც მნიშვნელოვანი ღონისძიება ან საღამო იმართება, საპატიო სტუმრად ყველგან მიწვევენ, მაგრამ რაც შეეხება ჩემს სამოდელო საქმიანობას, ამ სფეროში ახალი არაფერი ხდება... თუმცა, პროფესიას არ ვღალატობ და საკუთარ თავზე მუდმივად ვმუშაობ: ყოველ დილით 6 საათზე ვდგები, დღის პროდუქტიულად დაწყებისთვის ვემზადები. უამრავ საინტერესო წრესა და კურსებზე დავდივარ. ვცდილობ, მრავალმხრივი განათლება მივიღო.

- ზოდიაქოს ნიშნით ვინ ხარ?

- არასოდეს ვყოფილვარ მკითხავთან, რადგან მიმაჩნია, რომ ეს ძალზე დიდი ცოდვაა. ასტროლოგია კი მიზიდავს და ამ სფეროში საკმაოდ გარკვეულიც ვარ. ნებისმიერი ადამიანის ასტროპორტრეტის დადგენა შემიძლია. მიყვარს ფსიქოლოგიაც...

- ჰოროსკოპით ვინ ხარ, მაინც არ მითხარი.

- მოდი, ეს საიდუმლოდ დავტოვოთ. გეტყვით მხოლოდ ამ ჰოროსკოპის კოდურ სიტყვას - "ადამიანი-სიყვარული". ეს ნიშანი ჰოროსკოპებს შორის ყველაზე მოსიყვარულე და თბილია. სხვათა შორის, ყოველდღიურ ჰოროსკოპს არასოდეს ვეცნობი.

- საკუთარი თავი ორიოდე სიტყვით დაგვიხასიათე...

- საკუთარ თავზე ლაპარაკი მიჭირს.

- მაშინ უარყოფითი თვისებები გაგვიმხილე...

- ერთადერთი უარყოფითი თვისება, რაც ამწუთას მახსენდება, არის ის, რომ შეიძლება, ახლობელი ადამიანისგან რაღაც ძალიან უმნიშვნელო მეწყინოს. ამას ემატება ისიც, რომ არასდროს ვამბობ, რა მეწყინა, საბოლოოდ კი ეს ყველაფერი ურთიერთობებში დიდ პრობლემას მიქმნის.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ?

- შეიძლება ითქვას, რომ პრინციპული ვარ. რაც მინდა, იმას ყოველთვის ჩუმად, ყოველგვარი ზედმეტი ადამიანების ჩარევის გარეშე ვაკეთებ. მიყვარს იმ სიძნელეებთან შეჭიდება, რომელსაც დიდი ძალა, ბევრი დრო და ჩემი ინტელექტუალური რესურსი სჭირდება... გადაწყვეტილებასაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიღებ.

- ამაყიც ხარ?

- ამაყი ვარ მაშინ, როცა ჩემი ოჯახის რომელიმე წევრის მიერ გაკეთებულ სიკეთესა თუ მათდამი სიყვარულზე მესაუბრებიან. ეს ყველაფერი ძალიან მეამაყება.

- საოჯახო საქმეების გაკეთება თუ გეხერხება? მაგალითად, სადილის მომზადება, სადღესასწაულო სუფრის გაშლა?

- მსგავსი საქმეების კეთება არ მიწევს ხოლმე. ისე, ძალიან მიყვარს ნამცხვრებისა და ტორტების გამოცხობა. ასევე, სალათებისა და გემრიელი კერძების მომზადება. შემიძლია, სუფრა ძალიან ლამაზად გავშალო და გავაფორმო კიდეც. სხვათა შორის, ეს ყველაფერი დედისგან ვისწავლე. დედას შეუძლია, თითქმის არაფრისგან უზომოდ გემრიელი კერძი მოამზადოს და ეს ყველაფერი ისე მოგართვას, რომ თავი 5-ვარსკვლავიან სასტუმროში გეგონოს. საოცარი გურმანი ვარ. სამზარეულო ჩემი უსაყვარლესი ადგილია და იქ ფუსფუსიც მიყვარს, რა თქმა უნდა, როცა ამის დრო და საშუალება მაქვს.

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- სიმართლე გითხრათ, მამაკაცის პერანგი არასოდეს დამიუთოებია. იმედია, როცა ამის საჭიროების წინაშე აღმოვჩნდები, ამ საქმეს თავს გავართმევ.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი მომავალი მეუღლე აუცილებლად ფულიანი უნდა იყოს?

- ფული და სიმდიდრე ჩემთვის პრიორიტეტი არ არის. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი რომ იყოს, აქამდე არაერთხელ მივიღებდი ოჯახის შექმნის გადაწყვეტილებას. ისეთი თაყვანისმცემლები მყავს, რომლებთანაც საერთოდ არანაირი ურთიერთობა არ მაქვს. ისინი ჩემი ახლო მეგობრების ახლობლები არიან და ჩემთან დაკონტაქტებას მათი დახმარებით ცდილობენ. ჰოდა, მაგალითად, მიგზავნიან ავტომობილების კატალოგებს: - აირჩიოს, რომელი მოსწონსო... დარწმუნებული ვარ, არჩევანი რომელიმეზე რომ გამეკეთებინა და მეთქვა: ეს მომწონს-მეთქი, სასურველ მანქანას მეორე დღესვე სახლის წინ დამიყენებდნენ... მომავალი მეუღლის მატერიალური მდგომარეობა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არა გადამწყვეტი. ფულისა და სიმდიდრის გამო ვერ მოვითმენ იმას, რაც არ მსიამოვნებს.

- არსებობს მანდილოსნების გარკვეული კატეგორია, რომლებიც ზღაპრული ცხოვრების გამო ნამდვილ სიყვარულზე უარს ამბობენ. როგორ ფიქრობ, ოდესმე შენ თუ მიიღებ ასეთ გადაწყვეტილებას?

- არა მგონია, ოდესმე ასეთ რისკზე წავიდე (იცინის). ბებიასა და ბაბუას სამაგალითო ურთიერთობა აქვთ, აღარაფერს ვამბობ ჩემი მშობლების სიყვარულზე. ამიტომ არა მგონია, სიყვარული ოდესმე, რამეში გავცვალო და ის ბედნიერება დავიკლო, რაც ჩვენს ოჯახში მუდამ დიდი დოზით იყო.

- ისე, შვილების მიმართ დედა უფრო მეტ სიმკაცრეს იჩენს თუ მამა? როცა სადმე სტუმრად ხარ, რომელი უფრო ხშირად გირეკავს და გეკითხება, - შინ როდის დაბრუნდებიო?

- გოგიჩა იშვიათად მირეკავს. ერიდება და არ უნდა, ხშირად შემაწუხოს (იცინის). მან ყოველთვის იცის, სად ვარ, მაგრამ თუ შინ მისვლა დამაგვიანდება და აინტერესებს, როდის დავბრუნდები, ჩემთან დედას ან ბებოს არეკვინებს. ისე, მკაცრი არც დედაა და არც - მამა.

- მომაბეზრებელი თაყვანისმცემელი თუ გყოლია? ისეთი, რომელიც მუდამ უკან დაგდევს და ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს?

- ვფიქრობ, ყველა მანდილოსანს შეიძლება ჰყავდეს ერთი აბეზარი თაყვანისმცემელი. ასეთი ადამიანის ჩამოსაშორებლად ყველაზე კარგი საშუალება მისი იგნორირებაა. ეს მეთოდი ამართლებს. შეიძლება უკან მართლაც, დიდხანს გდიოს, მაგრამ დახურულ კარზე კაკუნი, ბოლოს და ბოლოს, ყველას მოჰბეზრდება.

- რა უნდა გააკეთოს მამაკაცმა იმისთვის, რომ შენი გული მოინადიროს?

- უკვე მართლა აღარ ვიცი, ამისთვის რისი გაკეთებაა საჭირო (იცინის).

- მაშინ ის მითხარი, რა უფრო მნიშვნელოვანია შენთვის - მამაკაცის გარეგნობა თუ მისი ხასიათი?

- მომწონს განათლებული მამაკაცები. ყველაზე მეტად საკუთარი საქმის პროფესიონალებს ვაფასებ. ჩემი და ხშირად მეუბნება, რომ მამაკაცის გარეგნობას ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ მას ამაში ვერ დავეთანხმები.

- რას ვერ აპატიებ საყვარელ ადამიანს?

- არ ვიცი, ამ კითხვაზე როგორ უნდა გიპასუხო... როცა ეჭვი შემეპარება, რომ კონკრეტულმა პიროვნებამ რაღაც დააშავა, მას აუცილებლად მოვუსმენ და მერე გადავწყვეტ, ესა თუ ის შემთხვევა უნდა ვაპატიო თუ არა. მიმაჩნია, რომ თვალები ადამიანის სულის სარკეა. როგორც უნდა ეცადო ტყუილის თქმას, თვალები აუცილებლად გაგყიდის.

- ე.ი. პატიებაც შეგიძლია?

- სკანდალის მოწყობა ან ჭურჭლის დალეწვა ნამდვილად არ მიყვარს. თუ ადამიანი მაწყენინებს, დამამცირებს, ზედმეტი რაღაცების გარეშე, ავიღებ ჩანთას და იქაურობას დავტოვებ...

- საკუთარ ქორწილზე თუ გიფიქრია?

- არც ბავშვობაში და არც მერე, საკუთარ ქორწილზე არ მიოცნებია. მიუხედავდ იმისა, რომ პომპეზურ წვეულებებზე ვგიჟდები, ქორწილები მაინცდამაინც არ მხიბლავს. თუ გადავწყვეტ, რომ დაოჯახების შემდეგ ქორწილი გადავიხადო, ეს იქნება რაღაც განსხვავებული და ორიგინალური.

- ე.ი. ქართული ტრადიციული ქორწილი არ მოგწონს?

- ნამდვილად არ მომწონს! ხშირად ასეთ ქორწილებში ყურადღებას ვერავის აქცევ, ყველა თავისთვის ერთობა.

- მეორე ნახევართან ერთად თაფლობის თვეს სად გაატარებდი?

- მსგავს რაღაცაზე არასოდეს მიფიქრია. ამას ალბათ მომავალ მეუღლესთან ერთად, ქორწილის შემდეგ, სპონტანურად დავგეგმავ. ასეთ თემებზე ფიქრი არ მიტაცებს. თუმცა, ვიცნობ ისეთ გოგონებსაც, რომლებსაც ეს ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვლილი და დაგეგმილი.

- ქართული ტრადიციის თანახმად, ოჯახში გოგო რომ დაიბადება, მისთვის მზითევის შეგროვებას იწყებენ. საინტერესოა, შენ თუ გაქვს მზითევი?

- არა, უმზითვო ვარ (იცინის)...

- მომავალმა მეუღლემ მის მშობლებთან ერთად ცხოვრება რომ შემოგთავაზოს, ამ წინადადებას როგორ შეხვდები?

- მიჭირს ამ კითხვაზე პასუხის გაცემა... ისე, რომ დავფიქრდე, ეს საკითხი ჩემთვის დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. უბრალოდ, ძალიან ხმაურიანი ვარ და შეიძლება, ამის გამო მის მშობლებს შეექმნას პრობლემა. როცა შინ ვარ, ხან "სამაკატით" ვგორაობ, ხანაც - უმაღლეს ხმაზე ვმღერი. ამიტომ მათთვისვე აჯობებს, საცხოვრებლად თუ ცალკე გაგვიშვებენ (იცინის).

- დედამთილს "დედას" თუ დაუძახებ?

- დედამთილისთვის "დედას" დაძახება ზედმეტი ფამილარობა მგონია... ბებიას და დედას ძალიან კარგი ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, მეც დედასავით გამიმართლებს, კარგი დედამთილი მეყოლება...

- ოჯახის წევრები არ გეუბნებიან, რომ დროა, ოჯახი შექმნა?

- არავინ მიყვარს და ამიტომაც, ამ თემაზე ლაპარაკიც კი უაზრობად მეჩვენება.

- ოჯახი თუ კარიერა - ასეთი არჩევანის წინაშე რომ დადგე, რომელს აირჩევ?

- აუცილებლად ოჯახს ავირჩევ!

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"