პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

7

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 13:37-ზე, მთვარე ლომშია თამამად წამოიწყეთ ახალი საქმეები. კარგი დღეა უძრავი ქონების შესაძენად, ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ვაჭრობისთვის. ცუდი დღეა კამათისა და სასამართლო საქმეებისთვის. სწავლა და გამოცდების ჩაბარება გაგიადვილდებათ. მოაგვარეთ საოჯახო კონფლიქტები. კარგია ნათესავებთან შეხვედრა და საუბარი. კარგი დღეა უფროსთან შესახვედრად და ახალი პროექტების განსახილველად; საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. მოერიდეთ ფიზიკურ დატვირთვას; გულის გადაღლას, ოპერაციებსა გულსა და ზურგზე; შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე "ლესბოსელების" ჯგუფი "ტატუ" იმღერებს
სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე "ლესბოსელების" ჯგუფი "ტატუ" იმღერებს

რუ­სუ­ლი პოპ-ჯგუ­ფი "ტატუ" ("t.A.T.u.") 7 თე­ბერ­ვალს სოჭ­ში ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის გახ­სნა­ზე იმ­ღე­რებს. ამის შე­სა­ხებ ჯგუ­ფის სო­ცი­ა­ლურ ქსელ Facebook-ის გვერ­დზეა ნათ­ქვა­მი.

გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტა­რებ­ში სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მომ­ხმა­რებ­ლე­ბი აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლა­ვენ ჯგუ­ფის "ლეს­ბო­სე­ლი მოს­წავ­ლე­ე­ბის" იმიჯს და იმას, რომ თა­ნა­მედ­რო­ვე რუ­სეთ­ში ეს შე­საძ­ლოა, "გე­ე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო" კა­ნონს არ­ღვევ­დეს. 

ჯგუ­ფი "ტატუ" პო­პუ­ლა­რუ­ლი 2000-იან წლებ­ში გახ­და. იმ დროს მისი წევ­რე­ბი, იუ­ლია ვოლ­კო­ვა და ლენა კა­ტი­ნა 14-15 წლის იყ­ვნენ. ჯგუ­ფის გარ­შე­მო აჟი­ო­ტა­ჟი გა­მოწ­ვე­უ­ლი იყო იმით, რომ გო­გო­ნე­ბი ცნო­ბი­ლი იყ­ვნენ, რო­გორც არატ­რა­დი­ცი­უ­ლი ორი­ენ­ტა­ცი­ის მიმ­დევ­რე­ბი. გარ­და ამი­სა, მომ­ღერ­ლე­ბი სკან­და­ლურ გან­ცხა­დე­ბებს აკე­თებ­დნენ და სცე­ნა­ზე საც­ვლე­ბით გა­მო­დი­ოდ­ნენ. 2003 წელს მათ "ევ­რო­ვი­ზი­ა­ზე" მე­სა­მე ად­გი­ლი და­ი­კა­ვეს. 2009 წლის მარ­ტში ვოლ­კო­ვამ და კა­ტი­ნამ გა­ნა­ცხა­დეს, რომ სოლო კა­რი­ე­რის აწყო­ბა სურ­დათ.

თა­ვის დრო­ზე პოპ-ჯგუ­ფი მთელ მსოფ­ლი­ო­ში დიდი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობ­და. მათი სა­დე­ბი­უ­ტო ინ­გლი­სუ­რე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა "All the Things She Said" ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე წარ­მა­ტე­ბუ­ლი გახ­და და მსოფ­ლი­ოს მუ­სი­კა­ლურ ჩარ­ტებს ლი­დე­რობ­და.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsru.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე "ლესბოსელების" ჯგუფი "ტატუ" იმღერებს

სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე "ლესბოსელების" ჯგუფი "ტატუ" იმღერებს

რუსული პოპ-ჯგუფი "ტატუ" ("t.A.T.u.") 7 თებერვალს სოჭში ზამთრის ოლიმპიადის გახსნაზე იმღერებს. ამის შესახებ ჯგუფის სოციალურ ქსელ Facebook-ის გვერდზეა ნათქვამი.

გამოქვეყნებული ინფორმაციის კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები აქტიურად განიხილავენ ჯგუფის "ლესბოსელი მოსწავლეების" იმიჯს და იმას, რომ თანამედროვე რუსეთში ეს შესაძლოა, "გეების საწინააღმდეგო" კანონს არღვევდეს. 

ჯგუფი "ტატუ" პოპულარული 2000-იან წლებში გახდა. იმ დროს მისი წევრები, იულია ვოლკოვა და ლენა კატინა 14-15 წლის იყვნენ. ჯგუფის გარშემო აჟიოტაჟი გამოწვეული იყო იმით, რომ გოგონები ცნობილი იყვნენ, როგორც არატრადიციული ორიენტაციის მიმდევრები. გარდა ამისა, მომღერლები სკანდალურ განცხადებებს აკეთებდნენ და სცენაზე საცვლებით გამოდიოდნენ. 2003 წელს მათ "ევროვიზიაზე" მესამე ადგილი დაიკავეს. 2009 წლის მარტში ვოლკოვამ და კატინამ განაცხადეს, რომ სოლო კარიერის აწყობა სურდათ.

თავის დროზე პოპ-ჯგუფი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობდა. მათი სადებიუტო ინგლისურენოვანი სიმღერა "All the Things She Said" ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გახდა და მსოფლიოს მუსიკალურ ჩარტებს ლიდერობდა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"