პოლიტიკა
მეცნიერება
სამართალი

8

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:02-ზე, მთვარე ქალწულში გადავა 17:43-ზე დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად; ნიშნობისა და ქორწინებისათვის. მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა. ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
საზოგადოება
მსოფლიო
კონფლიქტები
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტელეარხი "დოჟდი" მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას
ტელეარხი "დოჟდი" მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას

რუ­სუ­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია "დოჟ­დი" შე­საძ­ლოა ტე­ლე­ე­თე­რი­დან გაქ­რეს. ამის მი­ზე­ზი გახ­და კი­თხვა, რო­მელ­მაც დე­პუ­ტა­ტე­ბის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბა გა­მო­იწ­ვია. კი­თხვა ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­დას ეხე­ბო­და. "დოჟ­დი" უკვე გაქ­რა სა­კა­ბე­ლო ქსე­ლი­დან მოს­კოვ­ში და რუ­სე­თის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ონ­ში. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი "ბი­ბი­სი" ავ­რცე­ლებს.

სან­კტ-პე­ტერ­ბურ­გის სა­კა­ნონ­მდებ­ლო საბ­ჭომ რუ­სე­თის გე­ნე­რა­ლურ პრო­კუ­რორს, იური ჩა­ი­კას მი­მარ­თა მო­თხოვ­ნით, რომ ტე­ლე­არხ "დოჟ­დის" მი­მართ სან­ქცი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნონ. დე­პუ­ტა­ტებ­მა რე­ა­გი­რე­ბის ყვე­ლა­ზე მკაცრ ზო­მას - არ­ხის შე­საძ­ლო და­ხურ­ვას მხა­რი და­უ­ჭი­რეს.

"კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით ჩვე­ნი და­ხურ­ვა შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან არ­ცერ­თი კა­ნო­ნი არ დაგ­ვირ­ღვე­ვია"- გა­ნა­ცხა­და არ­ხის მთა­ვარ­მა რე­დაქ­ტორ­მა მი­ხე­ილ ზი­გარ­მა BBC-სთან ინ­ტერ­ვი­უ­ში.

ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის პრეს-მდი­ვან­მა დი­მიტ­რი პეს­კოვ­მა ფაქ­ტის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას აღ­ნიშ­ნა, რომ არ­ხმა მო­რა­ლურ "წი­თელ ზღვარს" გა­და­ა­ბი­ჯა.

"დოჟ­დის" კრი­ტი­კო­სე­ბი შეშ­ფო­თე­ბულ­ნი არი­ან ტე­ლე­არ­ხის სა­იტ­ზე 26 იან­ვარს გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი გა­მო­კი­თხვის გამო, რო­მე­ლიც ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­დის 70 წლის­თავს ეძღვნე­ბო­და. კი­თხვა ფორ­მუ­ლი­რე­ბუ­ლი იყო შემ­დეგ­ნა­ი­რად: "სა­ჭი­რო იყო თუ არა ლე­ნინ­გრა­დის დათ­მო­ბა, რათა ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე გა­და­ერ­ჩი­ნათ". არ­ხმა, კი­თხვის ფორ­მუ­ლი­რე­ბის გამო ბო­დი­ში უკვე მო­ი­ხა­და და კი­თხვა სა­ი­ტი­დან წა­შა­ლა.

ამის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­ლე­არ­ხის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ არ­ხის წი­ნა­აღ­მდეგ და­წყე­ბუ­ლი კამ­პა­ნი­ის ნამ­დვი­ლი მი­ზე­ზი უკ­რა­ი­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე აქ­ცი­ე­ბის გა­შუ­ქე­ბა გახ­და.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საპროტესტო აქციებზე დაკავებული მომიტინგეების ოჯახის წევრები 8 აპრილს დაგეგმილი დემონსტრაციისთვის ემზადებიან

ტელეარხი "დოჟდი" მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას

ტელეარხი "დოჟდი" მაუწყებლობის შეწყვეტის საფრთხის წინაშე დგას

რუსული ტელეკომპანია "დოჟდი" შესაძლოა ტელეეთერიდან გაქრეს. ამის მიზეზი გახდა კითხვა, რომელმაც დეპუტატების გაღიზიანება გამოიწვია. კითხვა ლენინგრადის ბლოკადას ეხებოდა. "დოჟდი" უკვე გაქრა საკაბელო ქსელიდან მოსკოვში და რუსეთის რამდენიმე რეგიონში. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული "ბიბისი" ავრცელებს.

სანკტ-პეტერბურგის საკანონმდებლო საბჭომ რუსეთის გენერალურ პროკურორს, იური ჩაიკას მიმართა მოთხოვნით, რომ ტელეარხ "დოჟდის" მიმართ სანქციები გამოიყენონ. დეპუტატებმა რეაგირების ყველაზე მკაცრ ზომას - არხის შესაძლო დახურვას მხარი დაუჭირეს.

"კანონის მიხედვით ჩვენი დახურვა შეუძლებელია, რადგან არცერთი კანონი არ დაგვირღვევია"- განაცხადა არხის მთავარმა რედაქტორმა მიხეილ ზიგარმა BBC-სთან ინტერვიუში.

ვლადიმერ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა ფაქტის კომენტირებისას აღნიშნა, რომ არხმა მორალურ "წითელ ზღვარს" გადააბიჯა.

"დოჟდის" კრიტიკოსები შეშფოთებულნი არიან ტელეარხის საიტზე 26 იანვარს გამოქვეყნებული გამოკითხვის გამო, რომელიც ლენინგრადის ბლოკადის 70 წლისთავს ეძღვნებოდა.  კითხვა ფორმულირებული იყო შემდეგნაირად: "საჭირო იყო თუ არა ლენინგრადის დათმობა, რათა ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაერჩინათ". არხმა, კითხვის ფორმულირების გამო ბოდიში უკვე მოიხადა და კითხვა საიტიდან  წაშალა.

ამის მიუხედავად, ტელეარხის თანამშრომლები მიიჩნევენ, რომ არხის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის ნამდვილი მიზეზი უკრაინაში მიმდინარე აქციების გაშუქება გახდა.

იხილეთ ვიდეო

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა