მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

4

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მერვე დღე დაიწყება 11:21-ზე, მთვარე ლომშია ახალი საქმეების დასაწყებად ნეიტრალური დღეა. დიდ დროსა და ენერგიას ითხოვს ადრე დაწყებული საქმეები. მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების მოსაგვარებლად. კარგია მივლინების, მოგზაურობის დასაწყებად. ხშირად იმოძრავეთ, გადააადგილეთ ავეჯი, განაახლეთ ინტერიერი. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას, მოწევას, სმას. უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება. კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
საზოგადოება
სამხედრო
მეცნიერება
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგა ბოკერიას გამდიდრებული ნათესავების სია
გიგა ბოკერიას გამდიდრებული ნათესავების სია

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტებ­მა" სა­კი­თხზე: "პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცია და მათი ფა­რუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი", გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი მო­ნი­ტო­რინ­გის შე­დე­გე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა. ამ ეტაპ­ზე ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ გიგა ბო­კე­რი­ას, გიგი უგუ­ლა­ვა­სა და გივი თარ­გა­მა­ძის ფი­ნან­სუ­რი ან­გა­რი­შე­ბი შე­ის­წავ­ლა. "ალია" სა­მი­ვე მათ­გა­ნის ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სებ­ზე უკვე წერ­და, თუმ­ცა ბო­კე­რი­ას შემ­თხვე­ვა­ში ახა­ლი დე­ტა­ლე­ბი გა­მო­იკ­ვე­თა.

"ალია" "ახალ­გაზ­რდა ად­ვო­კა­ტე­ბის" ხელ­მძღვა­ნელს, არ­ჩილ კა­ი­კა­ციშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- არ­ჩილ, მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის შეს­წავ­ლას პერ­მა­ნენ­ტუ­ლი ხა­სი­ა­თი ექ­ნე­ბა? ანუ სხვა ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბის ქო­ნე­ბით თუ და­ინ­ტე­რეს­დე­ბით?

- ჩვენ კვლე­ვა და­ვი­წყეთ 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში. იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ დო­კუ­მენ­ტა­ცია შრო­მა­ტე­ვა­დია, ამ მო­ნი­ტო­რინ­გის ფარ­გლებ­ში გა­მო­ვაქ­ვეყ­ნეთ არა მხო­ლოდ აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი და სა­კა­ნონ­მდებ­ლო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რე­ბის ქო­ნებ­რი­ვი დეკ­ლა­რა­ცი­ე­ბი და მათი შე­საძ­ლო ფა­რუ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბი ბიზ­ნეს­თან და სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას­თან, არა­მედ მოქ­მე­დი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბაც. ჩვენ პე­რი­ო­დუ­ლად, 2014 წელს გა­მო­ვაქ­ვეყ­ნებთ ასეთ მა­სა­ლებს, სა­ზო­გა­დო­ე­ბას მი­ვაწ­ვდით ინ­ფორ­მა­ცი­ას, რა ქო­ნე­ბას ფლო­ბენ ესა თუ ის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი და მათი ოჯა­ხის წევ­რე­ბი.

უკა­ნო­ნო არა­ფე­რია, როცა კომ­პა­ნი­ე­ბი იღე­ბენ მო­გე­ბას, მაგ­რამ როცა თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი ეწე­ვა სა­მე­წარ­მეო საქ­მი­ა­ნო­ბას რა­ი­მე ფორ­მით... შე­გახ­სე­ნებთ, რომ ამას გა­და­ა­ყო­ლეს ვა­ლე­რი გე­ლაშ­ვი­ლი და სხვებს რა­ტომ არ მო­ე­კი­თხათ? მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირს ხომ ეკ­რძა­ლე­ბა მსგავ­სი საქ­მი­ა­ნო­ბა. როცა ადა­მი­ა­ნე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში გა­სამ­დიდ­რებ­ლად მო­დი­ოდ­ნენ, ოჯა­ხის წევ­რებს ჰქონ­დათ წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნე­სე­ბი.

- მო­ნი­ტო­რინ­გის თა­ნახ­მად, გიგა ბო­კე­რი­ას რა ქო­ნე­ბა აქვს?

- მას­თან და­კავ­ში­რე­ბულ ფირ­მებს, არ­სე­ბუ­ლი მა­სა­ლე­ბის მი­ხედ­ვით, 45 მლნ ლა­რამ­დე შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ მი­ღე­ბუ­ლი. კერ­ძოდ, სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, გიგა ბო­კე­რი­ას ფა­რუ­ლი ბიზ­ნე­სინ­ტე­რე­სე­ბი უნდა და­ვი­ნა­ხოთ მა­მის, მე­უღ­ლის, მე­უღ­ლის დისა და სი­ძის ბიზ­ნეს­საქ­მი­ა­ნო­ბა­ში.

გიგა ბო­კე­რი­ას მამა, ლე­ვან ბო­კე­რია წარ­მო­ად­გენს სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მა შპს "ლე­ბოს" (ს/ნ 205172999), რომ­ლის 100%-იანი წი­ლის მფლო­ბე­ლი­ცაა. კომ­პა­ნი­ის შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 2 363 606 ლარს. ლე­ვან ბო­კე­რია, აგ­რეთ­ვე, ფლობს 20%-იან წილს სამ­შე­ნებ­ლო ფირ­მა შპს "არ­ქსტუ­დი­ა­ში" (ს/ნ 211326867), რომ­ლის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 26 523 662 ლარს.

მო­ნი­ტო­რინ­გმა ცხად­ყო, რომ გიგა ბო­კე­რი­ას ცო­ლის­და რუ­სუ­დან ჩორ­გო­ლე­იშ­ვი­ლი არის სა­რე­მონ­ტო ფირ­მა შპს "ოლივ­დი­ზა­ი­ნის" დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი (ს/ნ 202351383), რო­მე­ლიც ფლობს 50%-იან წილს. ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 14 621 734 ლარს. რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი, აგ­რეთ­ვე, ფლობს 50%-იან წილს გა­ლე­რეა შპს "ახალ გა­ლე­რე­ა­ში" (ს/ნ 404399593), რომ­ლის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი შე­ად­გენს 161 474 ლარს.

ყუ­რა­დღე­ბას მი­ვაქ­ცევთ რუ­სუ­დან ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის მე­უღ­ლის, კა­ხა­ბერ ნი­ნუ­ას საქ­მი­ა­ნო­ბა­საც, რო­მე­ლიც დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია შემ­დე­გი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის:

შპს "გალფ რე­ი­სინ­გი", რომ­ლის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლია: 324 487 ლარი (ს/ნ 404915320), წილი - 100%, საქ­მი­ა­ნო­ბა: ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით მომ­სა­ხუ­რე­ბა); ააიპ "სამ­ხედ­რო ოპე­რა­ცი­ებ­ში გარ­დაც­ვლილ მო­სამ­სა­ხუ­რე­თა და და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი ოჯა­ხე­ბის დახ­მა­რე­ბის ფონ­დი "თა­ნად­გო­მა", რომ­ლის ერ­თობ­ლი­ვი შე­მო­სა­ვა­ლი იყო 1 552 873 ლარი. კომ­პა­ნია 2012 წლის აპ­რილ­ში იქნა ლიკ­ვი­დი­რე­ბუ­ლი (ს/ნ 204559245). კა­ხა­ბერ ნი­ნუ­ას 2011 წლის 8 დე­კემ­ბერს შე­ძე­ნი­ლი აქვს 3025 კვ.მ. არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ნაკ­ვე­თი წყნეთ­ში (ნაკ. 111/033) ქ. თბი­ლი­სის თვით­მმარ­თვე­ლი ერ­თე­უ­ლის­გან. აგ­რეთ­ვე, 2011 წლის სექ­ტემ­ბერ­ში, 1000 კვ.მ. სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნაკ­ვე­თი წყნე­თის სა­ტყეო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. შეს­ყი­დუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ვა­რა­უ­დო ღი­რე­ბუ­ლე­ბა შე­ად­გენს 400 000 ლარს.

რაც შე­ე­ხე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს ყო­ფი­ლი მდივ­ნის, გი­ორ­გი ბო­კე­რი­ას მიერ წარ­მოდ­გე­ნილ ოფი­ცი­ა­ლურ დეკ­ლა­რა­ცი­ას, მის სა­ხელ­ზეა გა­ფორ­მე­ბუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა: ბინა პე­კი­ნის გამ­ზირ­ზე #2-ში, ფარ­თო­ბი 60.00 კვ.მ., ხოლო მე­უღ­ლის, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე გა­ფორ­მე­ბუ­ლია მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მან­ქა­ნა "ბე­ემ­ვე 120". სა­ქარ­თვე­ლოს უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან ბო­კე­რი­ას, ხელ­ფა­სის სა­ხით, მი­ღე­ბუ­ლი აქვს 85790.00 ლარი, ხოლო მე­უღ­ლეს, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს, ჟურ­ნალ "ტა­ბუ­ლას" მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან, 132000.00 ლარი. დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნუ­ლი ჟურ­ნა­ლის აქ­ცი­ო­ნე­რია. გიგა ბო­კე­რი­ას არ გა­აჩ­ნია ფა­სი­ა­ნი ქა­ღალ­დე­ბი.

დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, გი­ორ­გი ბო­კე­რი­ას სეს­ხის სა­ხით აღე­ბუ­ლი აქვს 27 000.00 ლარი, ხოლო მე­უღ­ლეს, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვილს - 52500.00 ლარი. მე­უღ­ლეს ეკუთ­ვნის კი­დევ ორი სა­სეს­ხო ვალ­დე­ბუ­ლე­ბის აღე­ბა, ერ­თგან 23 500.00 ლა­რის, ხოლო მე­ო­რე შემ­თხვე­ვა­ში – 25 000 ლა­რის ოდე­ნო­ბით. აგ­რეთ­ვე, თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის სა­ხელ­ზე, ფრან­გულ ბან­კში, სა­ბან­კო ან­გა­რიშ­ზეა 119 000.00 ევრო, ხოლო სა­ქარ­თვე­ლოს ბან­კებ­ში შემ­დე­გი ფუ­ლა­დი და­ნა­ზო­გი აქვს: 1403.70 აშშ დო­ლა­რი ("თი­ბი­სი ბან­კი") და 6681.00 ლარი ("ლი­ბერ­თი ბან­კი"). თა­ვად გიგა ბო­კე­რი­ას ან­გა­რიშ­ზე, დეკ­ლა­რა­ცი­ის მი­ხედ­ვით, 7799.56 ლარი გა­აჩ­ნია. ("თი­ბი­სი" ბან­კი)

ჟანა ასა­ნი­ძე

გა­ზე­თი "ალია"

გიგა ბოკერიას გამდიდრებული ნათესავების სია

გიგა ბოკერიას გამდიდრებული ნათესავების სია

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატებმა" საკითხზე: "პოლიტიკოსების ქონებრივი დეკლარაცია და მათი ფარული ბიზნესინტერესები", განხორციელებული მონიტორინგის შედეგები გამოაქვეყნა. ამ ეტაპზე ორგანიზაციამ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავასა და გივი თარგამაძის ფინანსური ანგარიშები შეისწავლა. "ალია" სამივე მათგანის ბიზნესინტერესებზე უკვე წერდა, თუმცა ბოკერიას შემთხვევაში ახალი დეტალები გამოიკვეთა.

"ალია" "ახალგაზრდა ადვოკატების" ხელმძღვანელს, არჩილ კაიკაციშვილს დაუკავშირდა:

- არჩილ, მსგავსი საკითხების შესწავლას პერმანენტული ხასიათი ექნება? ანუ სხვა ყოფილი მაღალჩინოსნების ქონებით თუ დაინტერესდებით?

- ჩვენ კვლევა დავიწყეთ 2013 წლის დეკემბერში. იქიდან გამომდინარე, რომ დოკუმენტაცია შრომატევადია, ამ მონიტორინგის ფარგლებში გამოვაქვეყნეთ არა მხოლოდ აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები და მათი შესაძლო ფარული ინტერესები ბიზნესთან და სამეწარმეო საქმიანობასთან, არამედ მოქმედი ხელისუფლების საქმიანობაც. ჩვენ პერიოდულად, 2014 წელს გამოვაქვეყნებთ ასეთ მასალებს, საზოგადოებას მივაწვდით ინფორმაციას, რა ქონებას ფლობენ ესა თუ ის მაღალჩინოსნები და მათი ოჯახის წევრები.

უკანონო არაფერია, როცა კომპანიები იღებენ მოგებას, მაგრამ როცა თანამდებობის პირი ეწევა სამეწარმეო საქმიანობას რაიმე ფორმით... შეგახსენებთ, რომ ამას გადააყოლეს ვალერი გელაშვილი და სხვებს რატომ არ მოეკითხათ? მაღალი თანამდებობის პირს ხომ ეკრძალება მსგავსი საქმიანობა. როცა ადამიანები პოლიტიკაში გასამდიდრებლად მოდიოდნენ, ოჯახის წევრებს ჰქონდათ წარმატებული ბიზნესები.

- მონიტორინგის თანახმად, გიგა ბოკერიას რა ქონება აქვს?

- მასთან დაკავშირებულ ფირმებს, არსებული მასალების მიხედვით, 45 მლნ ლარამდე შემოსავალი აქვთ მიღებული. კერძოდ, საჯარო ინფორმაციის თანახმად, გიგა ბოკერიას ფარული ბიზნესინტერესები უნდა დავინახოთ მამის, მეუღლის, მეუღლის დისა და სიძის ბიზნესსაქმიანობაში.

გიგა ბოკერიას მამა, ლევან ბოკერია წარმოადგენს სამშენებლო ფირმა შპს "ლებოს" (ს/ნ 205172999), რომლის 100%-იანი წილის მფლობელიცაა. კომპანიის შემოსავალი შეადგენს 2 363 606 ლარს. ლევან ბოკერია, აგრეთვე, ფლობს 20%-იან წილს სამშენებლო ფირმა შპს "არქსტუდიაში" (ს/ნ 211326867), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 26 523 662 ლარს.

მონიტორინგმა ცხადყო, რომ გიგა ბოკერიას ცოლისდა რუსუდან ჩორგოლეიშვილი არის სარემონტო ფირმა შპს "ოლივდიზაინის" დამფუძნებელი (ს/ნ 202351383), რომელიც ფლობს 50%-იან წილს. ორგანიზაციის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 14 621 734 ლარს. რუსუდან ჩერგოლეიშვილი, აგრეთვე, ფლობს 50%-იან წილს გალერეა შპს "ახალ გალერეაში" (ს/ნ 404399593), რომლის ერთობლივი შემოსავალი შეადგენს 161 474 ლარს.

ყურადღებას მივაქცევთ რუსუდან ჩერგოლეიშვილის მეუღლის, კახაბერ ნინუას საქმიანობასაც, რომელიც დამფუძნებელია შემდეგი ორგანიზაციების:

შპს "გალფ რეისინგი", რომლის ერთობლივი შემოსავალია: 324 487 ლარი (ს/ნ 404915320), წილი - 100%, საქმიანობა: ავტომობილებით მომსახურება); ააიპ "სამხედრო ოპერაციებში გარდაცვლილ მოსამსახურეთა და დაზარალებული ოჯახების დახმარების ფონდი "თანადგომა", რომლის ერთობლივი შემოსავალი იყო 1 552 873 ლარი. კომპანია 2012 წლის აპრილში იქნა ლიკვიდირებული (ს/ნ 204559245). კახაბერ ნინუას 2011 წლის 8 დეკემბერს შეძენილი აქვს 3025 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთი წყნეთში (ნაკ. 111/033) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისგან. აგრეთვე, 2011 წლის სექტემბერში, 1000 კვ.მ. სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთი წყნეთის სატყეო ტერიტორიაზე. შესყიდული ქონების სავარაუდო ღირებულება შეადგენს 400 000 ლარს.

რაც შეეხება საქართველოს უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივნის, გიორგი ბოკერიას მიერ წარმოდგენილ ოფიციალურ დეკლარაციას, მის სახელზეა გაფორმებული უძრავი ქონება: ბინა პეკინის გამზირზე #2-ში, ფართობი 60.00 კვ.მ., ხოლო მეუღლის, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე გაფორმებულია მსუბუქი ავტომანქანა "ბეემვე 120". საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის თანამდებობიდან ბოკერიას, ხელფასის სახით, მიღებული აქვს 85790.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს, ჟურნალ "ტაბულას" მთავარი რედაქტორის თანამდებობიდან, 132000.00 ლარი. დეკლარაციის მიხედვით, თამარ ჩერგოლეიშვილი აღნიშნული ჟურნალის აქციონერია. გიგა ბოკერიას არ გააჩნია ფასიანი ქაღალდები.

დეკლარაციის მიხედვით, გიორგი ბოკერიას სესხის სახით აღებული აქვს 27 000.00 ლარი, ხოლო მეუღლეს, თამარ ჩერგოლეიშვილს - 52500.00 ლარი. მეუღლეს ეკუთვნის კიდევ ორი სასესხო ვალდებულების აღება, ერთგან 23 500.00 ლარის, ხოლო მეორე შემთხვევაში – 25 000 ლარის ოდენობით. აგრეთვე, თამარ ჩერგოლეიშვილის სახელზე, ფრანგულ ბანკში, საბანკო ანგარიშზეა 119 000.00 ევრო, ხოლო საქართველოს ბანკებში შემდეგი ფულადი დანაზოგი აქვს: 1403.70 აშშ დოლარი ("თიბისი ბანკი") და 6681.00 ლარი ("ლიბერთი ბანკი"). თავად გიგა ბოკერიას ანგარიშზე, დეკლარაციის მიხედვით, 7799.56 ლარი გააჩნია. ("თიბისი" ბანკი)

ჟანა ასანიძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა