საზოგადოება
პოლიტიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეთიუ ბრაიზა: ანტიტერორისტული ოპერაციისას დასაშვებია, თქვა ფრაზა "მე მინდა გვამი"
მეთიუ ბრაიზა: ანტიტერორისტული ოპერაციისას დასაშვებია, თქვა ფრაზა "მე მინდა გვამი"

აშშ-ის სა­ხელ­მწი­ფო მდივ­ნის მო­ად­გი­ლის ყო­ფილ­მა თა­ნა­შემ­წემ, მე­თიუ ბრა­ი­ზამ დღეს, თბი­ლის­ში გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბულ სკან­და­ლურ ვი­დე­ო­ზე.

ბრა­ი­ზას შე­ფა­სე­ბა ასე­თია - იყო ეს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია? ამ შემ­თხვე­ვა­ში და­საშ­ვე­ბია, რომ თქვა ფრა­ზა - "მე მინ­და გვა­მი".

რო­გორც ბრა­ი­ზამ აღ­ნიშ­ნა, არ უნა­ხავს ვი­დეო გუ­შინ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი და ამის შე­სა­ხებ დღეს დი­ლით ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან შე­ი­ტყო. ბრა­ი­ზა მი­იჩ­ნევს, რომ გა­მო­ძი­ე­ბა უნდა ჩა­ტარ­დეს.

"არ მი­ნა­ხავს ვი­დეო. დღეს დი­ლით მი­თხრეს ამის თა­ო­ბა­ზე. რო­გორც გა­ვი­გე, ჩა­ტარ­დე­ბა გა­მო­ძი­ე­ბა, რაც მარ­თე­ბუ­ლია. ჩემი გა­მოც­დი­ლე­ბი­დან ვი­ტყვი, რომ დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი გან­ცხა­დე­ბის გა­კე­თე­ბი­სას ში­ნა­არ­სი, კონ­ტექ­სტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა სი­ტუ­ა­ცია იყო და რა გა­რე­მო. იყო ეს ან­ტი­ტე­რო­რის­ტუ­ლი ოპე­რა­ცია? ამ შემ­თხვე­ვა­ში და­საშ­ვე­ბია თქვა ფრა­ზა - "მე მინ­და გვა­მი". არ მი­ნა­ხავს ვი­დეო და ის უნდა იყოს გა­მო­ძი­ე­ბუ­ლი", - აღ­ნიშ­ნა ბრა­ი­ზამ.

მე­თიუ ბრა­ი­ზა სა­ქარ­თვე­ლო­ში გუ­შინ სა­ღა­მოს ჩა­მო­ვი­და და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან გეგ­მავს შეხ­ვედ­რას.

ინ­ტერ­ნეტ­ში ყო­ფი­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ ერთ-ერთი სპე­ცო­პე­რა­ცი­ის და­გეგ­მის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბი გავ­რცელ­და. ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ში სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სა­მოქ­მე­დო გეგ­მა­ზე მსჯე­ლო­ბენ. ამა­სო­ბა­ში შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ვერ­ტმფრე­ნი ჩნდე­ბა და სამ­ხედ­რო ფორ­მი­ან მო­ქა­ლა­ქე­ებ­თან ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი მი­დის.

"მინ­და მე ორი კაცი, ორი გვა­მი მჭირ­დე­ბა, მო­მი­ტა­ნეთ ეს ორი გვა­მი, ვსიო, პრე­მია დი­დია", - მი­მარ­თავს ვი­დე­ო­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მულ პი­რებს.

მე­რა­ბიშ­ვი­ლი შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე შეკ­რე­ბილ პი­რებს სწრა­ფად მოქ­მე­დე­ბის­კე­ნაც მო­უ­წო­დებს, ასე­ვე კო­დუ­ა­სა და ახა­ლა­ი­ას მო­უ­წო­დებს, და­ი­ლა­პა­რა­კონ და მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბი აი­ღონ. იქ მყო­ფი პი­რე­ბი მუხ­რო­ვა­ნის პო­ლი­გონ­საც ახ­სე­ნე­ბენ. ამის შემ­დეგ მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ვა­ლე­ბით სამ­ხედ­რო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პი­რე­ბი სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით მი­დი­ან.

შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­დის იუს­ტი­ცი­ის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლიც. კად­რებ­ში ასე­ვე ჩანს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი და თბი­ლი­სის უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბა­შე­ჩე­რე­ბუ­ლი მერი გიგი უგუ­ლა­ვა.

youtube-ზე ვი­დეო გუ­შინ appolon osman-ის სა­ხე­ლით აიტ­ვირ­თა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

მეთიუ ბრაიზა: ანტიტერორისტული ოპერაციისას დასაშვებია, თქვა ფრაზა "მე მინდა გვამი"

მეთიუ ბრაიზა: ანტიტერორისტული ოპერაციისას დასაშვებია, თქვა ფრაზა "მე მინდა გვამი"

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ დღეს, თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა გუშინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოზე.

ბრაიზას შეფასება ასეთია - იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია, რომ თქვა ფრაზა - "მე მინდა გვამი".

როგორც ბრაიზამ აღნიშნა, არ უნახავს ვიდეო გუშინ გავრცელებული და ამის შესახებ დღეს დილით ჟურნალისტებისგან შეიტყო. ბრაიზა მიიჩნევს, რომ გამოძიება უნდა ჩატარდეს.

"არ მინახავს ვიდეო. დღეს დილით მითხრეს ამის თაობაზე. როგორც გავიგე, ჩატარდება გამოძიება, რაც მართებულია. ჩემი გამოცდილებიდან ვიტყვი, რომ დიპლომატიური განცხადების გაკეთებისას შინაარსი, კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია, რა სიტუაცია იყო და რა გარემო. იყო ეს ანტიტერორისტული ოპერაცია? ამ შემთხვევაში დასაშვებია თქვა ფრაზა - "მე მინდა გვამი". არ მინახავს ვიდეო და ის უნდა იყოს გამოძიებული", - აღნიშნა ბრაიზამ.

მეთიუ ბრაიზა საქართველოში გუშინ საღამოს ჩამოვიდა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან გეგმავს შეხვედრას.

ინტერნეტში ყოფილი ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი სპეცოპერაციის დაგეგმის ამსახველი კადრები გავრცელდა. ვიდეომასალაში სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ. ამასობაში შემთხვევის ადგილზე ვერტმფრენი ჩნდება და სამხედრო ფორმიან მოქალაქეებთან ვანო მერაბიშვილი მიდის.

"მინდა მე ორი კაცი, ორი გვამი მჭირდება, მომიტანეთ ეს ორი გვამი, ვსიო, პრემია დიდია", - მიმართავს ვიდეოში მერაბიშვილი სამხედრო ფორმაში ჩაცმულ პირებს.

მერაბიშვილი შემთხვევის ადგილზე შეკრებილ პირებს სწრაფად მოქმედებისკენაც მოუწოდებს, ასევე კოდუასა და ახალაიას მოუწოდებს, დაილაპარაკონ და მიმართულებები აიღონ. იქ მყოფი პირები მუხროვანის პოლიგონსაც ახსენებენ. ამის შემდეგ მერაბიშვილის დავალებით სამხედრო ფორმაში ჩაცმული პირები სხვადასხვა მიმართულებით მიდიან.

შემთხვევის ადგილზე მიდის იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილიც. კადრებში ასევე ჩანს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და თბილისის უფლებამოსილებაშეჩერებული მერი გიგი უგულავა.

youtube-ზე ვიდეო გუშინ appolon osman-ის სახელით აიტვირთა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა